ხუთშაბათი, მაისი 14, 2026

ჯანდაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ესაუბრა ჯანდაცვის მინისტრს, რის შემდეგაც ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა. ჯანდაცვის ახალ მინისტრს მთავრობის მეთაური უახლოეს დღეებში წარადგენს“, – ნათქვამია განცხადებაში.

#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

შეუძლია თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, დაგეხმაროთ ფორმაში ჩადგომაში?

შეუძლია თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, დაგეხმაროთ ფორმაში ჩადგომაში?

კვლავ იზრდება ხელოვნური ინტელექტის გამოყენება გლობალური ფიტნესისა და გაჯანსაღების სექტორში.

ერთ-ერთი ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს საბაზრო ღირებულება $7.8 მილიარდ დოლარს (6.1 მილიარდ ფუნტ სტერლინგს) შეადგენდა, ასევე ივარაუდეს, რომ 2030 წლისთვის მისი ღირებულება6 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება.

იზრდება ფიტნეს აპლიკაციების რიცხვი, რომლებიც იყენებს ხელოვნურ ინტელექტს, მათ შორისაა: Aaptiv, FitnessAI, Fitbod, Freeletics, VI Trainer და Whoop.

იმავდროულად ნათქვამია, რომ ზოგიერთი ადამიანი უბრალოდ სთხოვს პოპულარული ხელოვნური ინტელექტის ChatGPT-ის chatbot-ს მათთვის ვარჯიშების შემუშავებას. ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ფიტნეს პროგრამების მზარდი რაოდენობა ადასტურებს, რომ ზოგი ადამიანი თავს უფრო კომფორტულად გრძნობს კომპიუტერთან ურთიერთობისას, ვიდრე ადამიანთან.

ასევე, შესაძლებელია ეს იმასთანაც იყოს დაკავშირებული, რომ ზოგისთვის მოსახერხებელია ჯიბეში “ჰყავდეს“ საკუთარი ფიტნეს მწვრთნელი. მაგრამ ნამდვილად შეუძლია თუ არა ხელოვნურ ინტელექტს მოტივაციის რეპროდუცირება, რომელიც წარმოიქმნება ადამიანებთან ურთიერთობისას? პილატესის მასწავლებელი და ფიზიოთერაპევტი ესტერ ფოქსი ასე არ ფიქრობს.

“ხალხს სურს ესაუბროს ვინმეს, ვისაც იცნობს და ენდობა“, – ამბობს ის. “ხელოვნური ინტელექტი არ არის ის, რისი გამოყენებაც განსაკუთრებით მინდა“.

ქალბატონი ფოქსი ამბობს, რომ შედეგების მიღწევა ადამიანებთან ურთიერთობით შეგიძლიათ.

“როდესაც ადამიანები გრძნობენ, რომ მათ უსმენენ და მათი ესმით, ისინი გიჯერებენ და აკეთებენ იმას, რაც გსურთ“, – ამბობს ის.

“ეს ძალიან ადამიანური გამოცდილებაა. ბევრი ემოციური ინტელექტია ჩართული ჯანმრთელობასა და ფიზიკურ ფორმასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებაში, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი უბრალოდ ვერ შეცვლის“.

და პირიქით, ბრიტანელი სპრინტერი და ოლიმპიური ბრინჯაოს მედალოსანი დეზირე ჰენრი არის ხელოვნური ინტელექტის მქონე იმ მწვრთნელების ერთ-ერთი ხმა და სხეული, რომლებიც ჩნდებიან Magic AI AI fitness mirrors-ის ეკრანზე. “მაშინაც კი, თუ სახლში მარტო ვარჯიშობთ, გგონიათ, რომ ვიღაც მხარს გიჭერთ მთელი ვარჯიშის განმავლობაში“, – ამბობს ის.

ბატონი ბჰანოტი ამბობს, რომ ძირითადი იდეა სპორტული დარბაზების ჩანაცვლება კი არ არის, არამედ მათთან ერთად მუშაობა, “როგორიცაა Netflix და კინოთეატრები, საკვების მიწოდება და რესტორნები.

ხელოვნური ინტელექტი გთავაზობთ კიდევ ერთ ვარიანტს მათთვის, ვინც აფასებს მოქნილობასა და „მოსახერხებლობას“. მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნური ინტელექტის მქონე ფიტნეს აპლიკაციების უმეტესობა შექმნილია მარტო ვარჯიშისთვის, ახლახან გაიხსნა პირველი სავარჯიშო დარბაზი, სადაც ადამიანებს შეუძლიათ ,ერთად ივარჯიშონ და ისინი ყველა მომზადებულნი არიან ხელოვნური ინტელექტის მქონე მწვრთნელების მიერ.

#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

ინდივიდუალური ფერთა რუკა პატარებთან ურთიერთობისთვის …

ინდივიდუალური ფერთა რუკა პატარებთან ურთიერთობისთვის …

„როგორ უნდა გავაკეთოთ ინდივიდუალური ფერთა რუკა და როგორ დაგვეხმარება ეს ყველაფერი პატარებთან ურთიერთობაში.

ნახატს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, ნახატის შინაარსს, შესრულების მანერას, განსაკუთრებით კი იმ ფერებს, თუ რა ფერებით არის შესრულებული ნახატი…“

 

#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

გრიპი და სხვა რესპირაციული ვირუსები – როგორ დავიცვათ თავი…

ხათუნა ზახაშვილი სტუმრად ვერიკო ბაზიარის საავტორო გადაცემაში.
გრიპი და სხვა რესპირაციული ვირუსები – როგორ დავიცვათ თავი…
საუბრობს ხათუნა ზახაშვილი:
„რესპირაციული ვირუსები სწორედ იმ თავისებურებით გამოირჩევა, რომ ზამთარია მათთვის „საყვარელი პერიოდი“.
ნებისმიერ შემთხვევაში დაავადებას სჯობს ვაქცინაქცია…“

#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

რეიტინგისთვის “განწირული” – „მთელი ვერ იქნები, თუ არ ხარ ნეიროპლასტიკური…“

რეიტინგისთვის “განწირული”

დეა ყოლბაია სტუმრად ეკატერინე სანიკიძესთან:

„ჯანმრთელოპბა არის ნორმა და ნორმის განმარტება არ გვაქვს…

მთელი ვერ იქნები, თუ არ ხარ ნეიროპლასტიკური…“

#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

“ონკოლოგია და ბირთვული მედიცინა”

“ონკოლოგია და ბირთვული მედიცინა”.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია.
კონსტანტინე ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით მორიგი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა სახელწოდებით „ონკოლოგია და ბირთვული მედიცინა”.

#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

სამედიცინო მომსახურების ხარისხზე ორიენტირებული რეფორმა

სამედიცინო მომსახურების ხარისხზე ორიენტირებული რეფორმა.
ჯანდაცვის ექსპერტი, ვახტანგ სურგულაძე, სტუმრად ვერიკო ბაზიარის საავტორო გადაცემაში.
„ჩვენ ამით ვერც ხარისხს გავაუმჯობესებთ, ვერც კმაყოფილებას…
გეტვით, რაც შეიძლება მოხდეს:
ექიმები დანიშნავენ კონსულტაციებს. ისე არ გამოვიდეს, რომ „მახარობლების ინსტიტუტი“ გაჩნდეს…“

#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

მეცნიერები გვაფრთხილებენ…

ამაზონის ტროპიკული ტყე უზარმაზარ ზეწოლას განიცდის, რამაც შეიძლება, ის სულ მალე, 2050 წლისთვის მიიყვანოს ეკოსისტემის ფართომასშტაბიან კოლაფსთან. ამის შესახებ ახალი კვლევა იუწყება, რომელშიც მეცნიერები გვაფრთხილებენ იმ საზარელი შედეგების შესახებ, რაც ამ კოლაფსს ექნება რეგიონსა და მთელ პლანეტაზე.

ტყის ჩეხვის, გვალვების, ხანძრებისა და ტემპერატურის მატებით გამოწვეულმა სტრესებმა ამაზონის ტყეებს შოკებისადმი მდგრადობის უნარი შეუსუსტა; მეცნიერთა აზრით, ამან ის შეიძლება ე. წ. გარდამტეხ წერტილამდე მიიყვანოს, რაც უმნიშვნელოვანეს ეკოსისტემას უახლოეს ათწლეულებში შეუქცევადი გარდასვლის პროცესში შეიყვანს.

ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებულ ახალ კვლევაში, მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა შეაფასა, რომ 2050 წლისთვის, ამაზონის 10-47 პროცენტი დაექვემდებარება სტრესს, რამაც შეიძლება ეკოსისტემის ფართომასშტაბიანი ცვლილება გამოიწვიოს.

ამის გამო, ეკოსისტემამ შეიძლება ნახშირბადის შთანთქმა შეაჩეროს და პირიქით, გამოათავისუფლოს ის ნახშირბადი, რასაც თავად ინახავს, რაც გლობალურ დათბობას უფრო დააჩქარებს და მის ეფექტებს გააძლიერებს.

ტყის სისტემის კომპლექსურობისა დასადგენად და სტრესის გამომწვევი საკვანძო ფაქტორების გამოსავლენად, მკვლევრებმა გამოიყენეს კომპიუტერული მოდელები, დაკვირვებები და გასული ათასწლეულების განმავლობაში მომხდარ ცვლილებათა მტკიცებულებები.

ამის შემდეგ, შეისწავლეს სტრეს-ფაქტორები — მათ შორის, გლობალური დათბობა, წლიური ნალექები, მშრალი სეზონის ხანგრძლივობა და დეფორესტაცია — რათა ენახათ, როგორ შეიძლება მოქმედებდნენ ისინი ინდივიდუალურად ან ერთობლივად იმ უკუკავშირის მარყუჟების წარმოსაქმნელად, რომლებიც დიდი კოლაფსის გამომწვევია.

მათი განცხადებით, 2050 წლისთვის, ამაზონი შეიძლება უპრეცედენტო დონის წყლის სტრესს დაექვემდებაროს.

ზოგიერთი ზონა შეიძლება თეთრქვიშიან სავანებად გადაიქცეს, რომელთა ფართობიც ამაზონში უკვე იზრდება ტყის ხანძრების შემდეგ, ზოგიერთ ზონაში კი შეიძლება ალაგ-ალაგ დარჩეს ცეცხლისადმი მდგრადი ხეები და ინვაზიური ბალახები.

ტენიანი ადგილები შეიძლება დეგრადირებული ტყის სახით შემორჩეს, ხეების მხოლოდ რამდენიმე სახეობით და ბამბუკის მსგავსად სწრაფადმზარდი მცენარეების დიდი პროპორციით.

„გვაქვს მტკიცებულება, რომელიც აჩვენებს, რომ ტემპერატურის ზრდა, უკიდურესი გვალვები და ხანძრები გავლენას ახდენს ტყის ფუნქციონირებაზე და ცვლის, თუ რომელ ხეებს შეუძლია ტყის ეკოსისტემასთან ინტეგრირება“, — ამბობს კვლევის თანაავტორი, ბირმინგემის სატყეო კვლევების ინსტიტუტის მკვლევარი ადრიან ესკიველ-მელბერტი.

მკვლევართა განცხადებით, ისტორიული გვალვების მიზეზი უფრო კლიმატის ცვლილებაა, ვიდრე ბუნებრივი ელ-ნინიოს ამინდის ფენომენი.

ფლორისი ამბობს, რომ ძლიერი გვალვები ამ რეგიონის კლიმატურ პირობებს პროგნოზირებს 2030-იანი წლების დასაწყისისთვის.

„უზარმაზარი მდინარეები მთლიანად დაშრა, რამაც ადგილობრივი ხალხი თვეების განმავლობაში იზოლაციაში მოაქცია, მწირი საკვებისა და წყლის პირობებში. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ამაზონში ხალხს წყლის ნაკლებობის პრობლემა შეექმნებოდა“, — ამბობს ფლორისი.

CO2-ის გამოყოფასთან ბრძოლაში, ხმელეთის ეკოსისტემა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მოკავშირეა, რადგან მცენარეულობა და ვეგეტაცია უზარმაზარი ოდენობის ნახშირბადს შთანთქავს.

კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.

ავტორი – მიხეილ ჭაბუკაშვილი

#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

„საავადმყოფოს მშენებლობა ძვირი ჯდება, სახელმწიფოს ინტერესებშია, პროცესს კერძო სექტორი შეეხიდოს“ – ირაკლი კობახიძე

„საავადმყოფოს მშენებლობა ძალიან ძვირი ჯდება, სახელმწიფოს ინტერესებშია, კერძო სექტორი შეეხიდოს ახალი საავადმყოფოს მშენებლობას, მიწის ნაკვეთის გარკვეული ნაწილი დაიტვირთება საინვესტიციო მიზნებისთვის“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ჯერ ვერ იტყვის, რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით რა საინვესტიციო პროექტი შეიძლება განხორციელდეს.

„საუბარია შესაბამისი ტერიტორიის პრივატიზებაზე. უშუალოდ რა ფორმით გაფორმდება ამ შენობის პრივატიზება, ეს იქნება დამოკიდებული უკვე კონკრეტულ პირობებზე.  საავადმყოფოს მშენებოლობა ჯდება ძალიან ძვირი. სახელმწიფოს ინტერესებშია, რომ კერძო სექტორი შეეხიდოს ახალი საავადმყოფოს მშენებლობას და სწორედ ამის გამო ინიშნება ის მიწის ნაკვეთი, რომელზეც არის განთავსებული მთლიანობაში რესპუბლიკური საავადმყოფო. მიწის ნაკვეთის გარკვეული ნაწილი დაიტვირთება საინვესტიციო მიზნებისთვის, რათა კერძო სექტორი შეგვეხიდოს საავადმყოფოს მშენებლობაში, რომ ჭარბი ტვირთი არ დააწვეს სახელმწიფო ბიუჯეტს.  ვერ გეტყვით, რა საინვესტიციო პროექტი შეიძლება განხორციელდეს. გპირდებით, რომ ქალაქისთვის, ქვეყნისთვის შეთავაზებული იქნება მაქსიმალურად ოპტიმალური ვარიანტი. მაქსიმალურად რაციონალურად დაიტვირთება ის სივრცე, რომელზეც გვაქვს საუბარი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, დაახლოებით სამ წელიწადში მშენებლობა დასრულებული იქნება.

„პირველადი გეგმით, დემონტაჟის პროექტირებასა და დემონტაჟს, დაახლოებით, ერთი წელი სჭირდებოდა, შემდეგ შენობის პროექტის პროექტირებას და მშენებლობას სჭირდებოდა დაახლოებით სამი წელი. პირველი ერთი წელი დაიზოგება იქიდან გამომდინარე, რომ დემონტაჟი აღარ იქნება საჭირო. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ დაახლოებით სამი წლის თავზე იქნება შესაძლებელი მშენებლობის დასრულება. ანუ სამწლიანი გეგმა გვექნება შეთავაზებული“, – განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ საავადმყოფოს უკანა ტერიტორიაზე აშენდება ახალი სამედიცინო დაწესებულება, ხოლო, არსებული შენობის დემონტაჟი არ განხორციელდება, ვიდრე არ აშენდება ახალი საავადმყოფო.

#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

მეცნიერებმა შექმნეს ტექნოლოგია, რომელსაც ემოციების ამოცნობა რეალურ დროში შეუძლია

მეცნიერებმა ტექნოლოგია შექმნეს, რომელსაც შეუძლია, ადამიანის ემოციები რეალურ დროში ამოიცნოს. მიღწევა ულსანის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ეროვნული ინსტიტუტის მკვლევრებს ეკუთვნით.

შესაძლოა, ტექნოლოგია სამომავლოდ სხვადასხვა სერვისში გამოვიყენოთ. იგი ისეთი ჰუმანოიდი რობოტების შექმნაშიც შეიძლება დაგვეხმაროს, რომლებიც ადამიანის ემოციების უკეთ ამოცნობას შეძლებს.

ტექნოლოგიას PSiFI ეწოდება. იგი ნიღბის მსგავსი მოწყობილობაა, რომელიც სახეზე თავსდება. PSiFI წელვადი და გამჭვირვალეა. იგი მარტივად გამოსაყენებელია და ფუნქციონირებისთვის ენერგიის გარე წყარო არ სჭირდება.

ტექნიკის ეფექტიანობა ნაწილობრივ სწორედ იმის დამსახურებაა, რომ თავისი მუშაობისათვის საჭირო ენერგიას თვითონვე წარმოქმნის. მას არც კომპლექსური აღჭურვილობა აქვს მონაცემების შესაკრებად.

პრესრელიზის მიხედვით, სენსორს შეუძლია, ვერბალური და არავერბალური ინფორმაცია ერთდროულად დააფიქსიროს. მკვლევართა გუნდმა სისტემაში კუნთის დეფორმაციისა და ხმის იოგების ვიბრაციის დაფიქსირების ფუნქციები გააერთიანა. გარდა ამისა, მონაცემების გადამამუშავებელი წრედი მონაცემებს უსადენოდ გზავნის, ეს კი ემოციების რეალურ დროში ამოცნობას დამატებით უწყობს ხელს.

ტექნოლოგია ემოციების იდენტიფიცირების მიზნით მანქანური სწავლის ალგორითმებს იყენებს. ამის წყალობით იგი მაშინაც კი არჩევს ადამიანების ემოციებს, როდესაც მათ სახეები დაფარული აქვთ.

იმისათვის, რომ ნიღაბი მაქსიმალურად მორგებადი ყოფილიყო, მეცნიერებმა მის დასამზადებლად სხვადასხვა კუთხიდან გადაღებული სურათები გამოიყენეს. საბოლოო პროდუქტი წელვადია, გამჭვირვალე და ყველა ადამიანს კომფორტულად ერგება.

სისტემის პოტენციალის საჩვენებლად მკვლევრებმა ვირტუალურ რეალობაზე დაფუძნებული აპლიკაცია, ე. წ. “ციფრული კონსიერჟი”, გამოიყენეს. ამ აპლიკაციაში ტექნოლოგია კლიენტებს მათ ემოციებზე მორგებულ სერვისებს სთავაზობს.

ნაშრომის ავტორებმა სისტემა ვირტუალური რეალობის სხვადასხვა გარემოშიც გამოცადეს, მათ შორის ჭკვიან სახლებზე, ფილმების კერძო თეატრებსა და ჭკვიან ოფისებზე. სისტემა ემოციებს სხვადასხვანაირ სიტუაციაში ამოიცნობს, ამიტომ მას პიროვნებაზე მორგებული მუსიკის, ფილმებისა თუ მხატვრული ლიტერატურის შემოთავაზებაც შეუძლია.

მეცნიერების აზრით, ტექნოლოგიამ მართლაც შეიძლება, პრაქტიკული სარგებელი მოგვიტანოს და ჩვენი სამომხმარებლო გამოცდილება არაერთი კუთხით გააუმჯობესოს.

#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights