რეიტინგისთვის “განწირული”
დეა ყოლბაია სტუმრად ეკატერინე სანიკიძესთან:
„ჯანმრთელოპბა არის ნორმა და ნორმის განმარტება არ გვაქვს…
მთელი ვერ იქნები, თუ არ ხარ ნეიროპლასტიკური…“
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
რეიტინგისთვის “განწირული”
დეა ყოლბაია სტუმრად ეკატერინე სანიკიძესთან:
„ჯანმრთელოპბა არის ნორმა და ნორმის განმარტება არ გვაქვს…
მთელი ვერ იქნები, თუ არ ხარ ნეიროპლასტიკური…“
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
„საავადმყოფოს მშენებლობა ძალიან ძვირი ჯდება, სახელმწიფოს ინტერესებშია, კერძო სექტორი შეეხიდოს ახალი საავადმყოფოს მშენებლობას, მიწის ნაკვეთის გარკვეული ნაწილი დაიტვირთება საინვესტიციო მიზნებისთვის“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ჯერ ვერ იტყვის, რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით რა საინვესტიციო პროექტი შეიძლება განხორციელდეს.
„საუბარია შესაბამისი ტერიტორიის პრივატიზებაზე. უშუალოდ რა ფორმით გაფორმდება ამ შენობის პრივატიზება, ეს იქნება დამოკიდებული უკვე კონკრეტულ პირობებზე. საავადმყოფოს მშენებოლობა ჯდება ძალიან ძვირი. სახელმწიფოს ინტერესებშია, რომ კერძო სექტორი შეეხიდოს ახალი საავადმყოფოს მშენებლობას და სწორედ ამის გამო ინიშნება ის მიწის ნაკვეთი, რომელზეც არის განთავსებული მთლიანობაში რესპუბლიკური საავადმყოფო. მიწის ნაკვეთის გარკვეული ნაწილი დაიტვირთება საინვესტიციო მიზნებისთვის, რათა კერძო სექტორი შეგვეხიდოს საავადმყოფოს მშენებლობაში, რომ ჭარბი ტვირთი არ დააწვეს სახელმწიფო ბიუჯეტს. ვერ გეტყვით, რა საინვესტიციო პროექტი შეიძლება განხორციელდეს. გპირდებით, რომ ქალაქისთვის, ქვეყნისთვის შეთავაზებული იქნება მაქსიმალურად ოპტიმალური ვარიანტი. მაქსიმალურად რაციონალურად დაიტვირთება ის სივრცე, რომელზეც გვაქვს საუბარი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, დაახლოებით სამ წელიწადში მშენებლობა დასრულებული იქნება.
„პირველადი გეგმით, დემონტაჟის პროექტირებასა და დემონტაჟს, დაახლოებით, ერთი წელი სჭირდებოდა, შემდეგ შენობის პროექტის პროექტირებას და მშენებლობას სჭირდებოდა დაახლოებით სამი წელი. პირველი ერთი წელი დაიზოგება იქიდან გამომდინარე, რომ დემონტაჟი აღარ იქნება საჭირო. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ დაახლოებით სამი წლის თავზე იქნება შესაძლებელი მშენებლობის დასრულება. ანუ სამწლიანი გეგმა გვექნება შეთავაზებული“, – განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ საავადმყოფოს უკანა ტერიტორიაზე აშენდება ახალი სამედიცინო დაწესებულება, ხოლო, არსებული შენობის დემონტაჟი არ განხორციელდება, ვიდრე არ აშენდება ახალი საავადმყოფო.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
მეცნიერებმა ტექნოლოგია შექმნეს, რომელსაც შეუძლია, ადამიანის ემოციები რეალურ დროში ამოიცნოს. მიღწევა ულსანის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ეროვნული ინსტიტუტის მკვლევრებს ეკუთვნით.
შესაძლოა, ტექნოლოგია სამომავლოდ სხვადასხვა სერვისში გამოვიყენოთ. იგი ისეთი ჰუმანოიდი რობოტების შექმნაშიც შეიძლება დაგვეხმაროს, რომლებიც ადამიანის ემოციების უკეთ ამოცნობას შეძლებს.
ტექნოლოგიას PSiFI ეწოდება. იგი ნიღბის მსგავსი მოწყობილობაა, რომელიც სახეზე თავსდება. PSiFI წელვადი და გამჭვირვალეა. იგი მარტივად გამოსაყენებელია და ფუნქციონირებისთვის ენერგიის გარე წყარო არ სჭირდება.
ტექნიკის ეფექტიანობა ნაწილობრივ სწორედ იმის დამსახურებაა, რომ თავისი მუშაობისათვის საჭირო ენერგიას თვითონვე წარმოქმნის. მას არც კომპლექსური აღჭურვილობა აქვს მონაცემების შესაკრებად.
პრესრელიზის მიხედვით, სენსორს შეუძლია, ვერბალური და არავერბალური ინფორმაცია ერთდროულად დააფიქსიროს. მკვლევართა გუნდმა სისტემაში კუნთის დეფორმაციისა და ხმის იოგების ვიბრაციის დაფიქსირების ფუნქციები გააერთიანა. გარდა ამისა, მონაცემების გადამამუშავებელი წრედი მონაცემებს უსადენოდ გზავნის, ეს კი ემოციების რეალურ დროში ამოცნობას დამატებით უწყობს ხელს.
ტექნოლოგია ემოციების იდენტიფიცირების მიზნით მანქანური სწავლის ალგორითმებს იყენებს. ამის წყალობით იგი მაშინაც კი არჩევს ადამიანების ემოციებს, როდესაც მათ სახეები დაფარული აქვთ.
იმისათვის, რომ ნიღაბი მაქსიმალურად მორგებადი ყოფილიყო, მეცნიერებმა მის დასამზადებლად სხვადასხვა კუთხიდან გადაღებული სურათები გამოიყენეს. საბოლოო პროდუქტი წელვადია, გამჭვირვალე და ყველა ადამიანს კომფორტულად ერგება.
სისტემის პოტენციალის საჩვენებლად მკვლევრებმა ვირტუალურ რეალობაზე დაფუძნებული აპლიკაცია, ე. წ. “ციფრული კონსიერჟი”, გამოიყენეს. ამ აპლიკაციაში ტექნოლოგია კლიენტებს მათ ემოციებზე მორგებულ სერვისებს სთავაზობს.
ნაშრომის ავტორებმა სისტემა ვირტუალური რეალობის სხვადასხვა გარემოშიც გამოცადეს, მათ შორის ჭკვიან სახლებზე, ფილმების კერძო თეატრებსა და ჭკვიან ოფისებზე. სისტემა ემოციებს სხვადასხვანაირ სიტუაციაში ამოიცნობს, ამიტომ მას პიროვნებაზე მორგებული მუსიკის, ფილმებისა თუ მხატვრული ლიტერატურის შემოთავაზებაც შეუძლია.
მეცნიერების აზრით, ტექნოლოგიამ მართლაც შეიძლება, პრაქტიკული სარგებელი მოგვიტანოს და ჩვენი სამომხმარებლო გამოცდილება არაერთი კუთხით გააუმჯობესოს.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
ოფლის წარმოქმნა ადამიანის ორგანიზმის ერთ-ერთი სასიცოცხლო ფუნქციაა. მასში იგულისხმება უპირატესად მარილის (NaCl) შემცველი სითხის გამოყოფა კანში მრავლად განლაგებული საოფლე ჯირკვლების მიერ.
ოფლის გამოყოფა ორგანიზმის თერმორეგულაციის მთავარი ინსტრუმენტია.
როცა სხვადასხვა სასიცოცხლო პროცესების შედეგად სხეულში წარმოქმნილი სითბო ჭარბად გროვდება, მის გასანეიტრალებლად და შინაგანი ტემპერატურის შესანარჩუნებლად ოფლი გამოიყოფა კანის ზედაპირზე, ატენიანებს მას, ორთქლდება და შედეგად ხდება სხეულის გაგრილება საჭირო დონემდე.
ეს პროცესი რეგულირდება ავტონომიური ნერვული სისტემის მიერ და არ ექვმედებარება პირად კონტროლს.
როცა ჰაერის ტენიანობა მაღალია, გამოყოფილი ოფლის აორთქლება შემცირებულია და ამიტომ ასეთ გარემოში სიცხის შეგრძნება უფრო გამძაფრებულია.
საოფლე ჯირკვლები კანის ყველა უბანშია განლაგებული და მათი რაოდენობა საერთო ჯამში დაახლოებით 4 მილიონამდეა, მაგრამ ოფლის გამოყოფა განსაკუთრებით ინტენსიურია შემდეგ მიდამოებში:
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
უკავშირდება თუ არა მსუბუქი ინტენსივობის ფიზიკური აქტივობა ტვინის მოცულობას?
რეგულარული ფიზიკური ვარჯიში დემენციის განვითარების რისკს ამცირებს და გონებრივ შესაძლებლობებს აუმჯობესებს.
კვლევა ამერიკის სამედიცინო ასოციაციის მიერ შექმნილ ჟურნალ JAMA Network-ში გამოქვეყნდა.
დღეში 10000 ან მეტი ნაბიჯის მიღწევა დაკავშირებულია ტვინის უფრო მეტ მოცულობასთან იმათთან შედარებით, ვინც დღეში 5000-ზე ნაკლებ ნაბიჯს აღწევდა.
ექსპერიმენტში 2354-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, 1276-მა ქალმა და 1078-მა კაცმა. დამატებით 1 საათი ელემენტარული ფიზიკური ვარჯიშების შესრულება ხელს უწყობს ტვინის 1,1 წლით გვიან დაბარებას.
ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ვარჯიშის შესრულებაა საკმარისი იმისთვის, რომ დემენციის რისკი გამოირიცხოს, სპორტს კვირაში არანაკლებ 250 წუთი უნდა დაეთმოს.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
მიუხედავად იმისა, რომ დემენცია უფრო გავრცელებული ხანდაზმულებშია, ყოველწლიურად ასობით ათას ადამიანს უსვამენ ადრეული დემენციის (YOD) დიაგნოზს. ამის მიზეზს გარკვეულ ნათელს ჰფენს ახალი, საკმაოდ ვრცელი კვლევა.
ამ სფეროში ჩატარებული კვლევების უმეტესობა თაობებს შორის გადაცემულ გენეტიკას სწავლობს, მაგრამ ამ ამჯერად, მკვლევართა ჯგუფმა ასევე გამოავლინა ცხოვრების სტილისა და ჯანმრთელობის 15 სხვადასხვა ფაქტორი, რომელიც ადრეული დემენციის რისკთან არის დაკავშირებული.
„ეს გახლავთ ყველაზე დიდი და მტკიცე კვლევა ამ მიმართულებით ჩატარებულთა შორის. საინტერესოა, რომ პირველი კვლევაა, რომელიც ცხადყოფს, რომ გარკვეული ქმედებებით შეგვიძლია შევამციროთ ამ დაავადების რისკი, თუკი მიზანში ამოვიღებთ სხვადასხვა ფაქტორს“, — ამბობს ბრიტანეთის ექსეტერის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგი დევიდ ლეველინი.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi