ოთხშაბათი, მაისი 13, 2026

ტაქიკარდია და არითმია, რომლის ეპიზოდიც ძლიერი ჩასუნთქვით ჩერდება

სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია (სვტ) ხშირად ვლინდება გულის უეცარი (პაროქსიზმული) აჩქარებით. ეს აჩქარება, როგორც წესი, გრძელდება რამდენიმე წამი, წუთი ან საათი და ის ჩერდება სპონტანურად, გარკვეული სუნთქვითი ვარჯიშების ჩატარებით ან მედიკამენტურად.

არსებობს სუპრავენტრიკულური ტაქიკარდიის მუდმივად (განუწყვეტლად) მიმდინარე ფორმებიც, თუმცა შედარებით იშვიათად. პაროქსიზმული ფორმის სუპრავენტრიკულურ ტაქიკარდიის სიმპტომებსა და მკურნალობის გზებზე „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ არითმოლოგი გიორგი ცხომელიძე საუბრობს:

წაიკითხეთ სრულა

#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi

რა უნდა ვიცოდეთ კვერცხზე ალერგიის დროს?

რა უნდა ვიცოდეთ კვერცხზე ალერგიის დროს?
რა მნიშვნელობა აქვს კვერცხში არსებული ცილოვანი კომპონენტების დიაგნოსტიკას?
კვერცხი კვებითი ალერგენია, რომელიც კვებითი ალერგიის დიდ ცხრიანშიშედის.
დიდი ცხრიანი მოიცავს: რძეს, კვერცხს, თევზს, კიბოსნაირებს, თხილს, არაქისს, ხორბალს, სოიოს და ახალ ალერგენს, რომელზეც ალერგია ისეთი ხშირი გახდა, რომ შეემატა დიდ რვიანს-სეზამი
კვერცხის მიმართ ალერგია ბავშვების 2,5 % -ში გვხდება. ის ვითარდება 2 წლამდე ასაკში და შემთხვევების 55%-ში ქრება პირველი 6 წლის განმავლობაში, ხოლო დარჩენილი შემთხვევები კი 16 წლამდე ასაკისთვის.
კვერცხზე ალერგიული ბავშვების უმეტესობას აქვს უნარი განუვითარდეს კვერცხის ცილებისადმი ტოლერანტობა დროთა განმავლობაში.
კვერცხზე ალერგიის კლინიკური გამოვლინებები მოიცავს მსუბუქ და მძიმე რეაქციებს, როგორიცაა:
– კანის რეაქციები (ერითემა, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება)
– კუჭ-ნაწლავის სიმპტომები (ღებინება, მუცლის ტკივილი, ფაღარათი)
– რესპირატორული გამოვლინებები (ხველა, ბრონქოსპაზმი, სუნთქვის გაძნელება)
– ანაფილაქსია.
კვერცხი ცილებით მდიდარი პროდუქტია. კვერცხის ცილა შეიცავს 23 სხვადასხვა კომპონენტს. მათგან ძირითადი ალერგენებია: ოვალბუმინი, ოვომუკოიდი, ოვოტრანსფერინი და ლიზოციმი.
კვერცხზე ალერგიის მქონე პირებისთვის მკაცრად რეკომენდებულია მოერიდონ კვერცხსა და კვერცხზე დაფუძნებულ საკვებ პროდუქტებს ტოლერანტობის გამომუშავებამდე.
ჯვარედინი რეაქცია გვხდება კვერცხის ცილი და კვერცხის გულის პროტეინებს შორის, ასევე სხვადასხვა ფრინველის კვერცხებს (ქათამი, ინდაური, იხვი და თოლია) შორის.
კვლევებმა აღმოაჩინეს,რომ ოვომუკოიდის (Gal d 1) სპეციფიკური IgE, როგორც მნიშვნელოვანი ბიომარკერი მოხარშული კვერცხის ალერგიისთვის. ოვალბუმინის (Gal d 2) სპეციფიკური IgE, კი ითვლება საუკეთესო მარკერად, როგორც ნედლ, ასევე მოხარშულ კვერცხზე ალერგიის დიაგნოსტიკისთვის. ამრიგად, მათ ვისაც გამოუვლინდებათ ალერგია Gal d 2-ის მიმართ, ისინი ვერ აიტანენ, როგორც უმ, ისე თერმულად დამუშავებულ კვერცხს, ხოლო Gal d 1-ის მიმართ, ალერგიით გამოვლენილმა პირებმა, შეიძლება, თერმულად დამუშავებული კვერცხი აიტანონ. ეს მნიშვნელოვნად ცვლის პაციენტის ცხოვრების ხარისხს და გვიხსნის ამა თუ იმ კლინიკური გამოვლინების მიზეზებს.
დიაგნოსტიკის შესაძლებლობები:
კანის სინჯებით;
სისხლში ალერგენების გამოვლენით:
სპეციფიკური IgE-ის განსაზღვრით კვერცხის, ოვალბუმინის, ოვომუკოიდის მიმართ
მულტიალერგენული მოლეკულური ტესტებით.

#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi

კვებას ციკლის სხვადასხვა დღეებში ქალის განწყობასა და ფიზიკურ მდგომარეობას გავლენა…

მენსტრუალური ციკლი საშუალოდ,28 დღეს გრძელდება და რამდენიმე ფაზას მოიცავს. თითოეულ ფაზაში ქალი სრულიად განსხვავებულად გრძნობს თავს. ხან ემოციები ეძალება და ტირილი უნდა, ხან ტკბილზე აქვს მოთხოვნილება,შემდეგ მადა ეკარგება, მერე კი სამმაგი ძალით უნდა ჭამა.

აღმოჩნდა, რომ კვებას ციკლის სხვადასხვა დღეებში ქალის განწყობასა და ფიზიკურ მდგომარეობაზე გავლენის მოხდენა და გაუმჯობესება შეუძლია.

წაიკითხეთ სრულა

#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi

„DRG-ის დანერგვით მოსახლეობამ 170 მლნ უკვე დაზოგა“ – აზარაშვილი

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ აზარაშვილი Facebook-ის პირად გვერდზე განცხადებას ავრცელებს. უწყების ყოფილი ხელმძღვანელი საზოგადოებას ამ პოსტით სამინისტროში 2-წლიანი მუშაობის ანგარიშს აბარებს.

„კლინიკებისთვის დიაგნოზთან შეჭიდული გადახდის სისტემის დანერგვით მოქალაქის მხრიდან თანაგადახდა ისტორიულ 10%-იან მინიმუმზეა და მოსახლეობამ 170 მლნ ლარი უკვე დაზოგა, მკაცრი სახელმწიფო კონტროლის პირობებში კი ბიუჯეტში მიტაცებული მილიონობით ლარი დაბრუნდა.

პირველივე წელს შევძელით და ამოქმედდა ეს სისტემა, რომელმაც ტრანსპარენტული გახადა ყველა არაკეთილსინდისიერი მოთამაშის ქმედება და დარღვევის ყველა დეტალი ზედაპირზე გამოიტანა. სწორედ ამიტომ, დავაინიცირეთ სამედიცინო რეგულირების კანონში ცვლილება, რომელსაც, სამწუხაროდ, კიდევ უფრო დიდი პროტესტი მოყვა, ეს ხომ ზოგიერთისთვის არაკეთილსინდისიერად, ხალხის სიცოცხლისა და ბიუჯეტის ხარჯზე გამდიდრების შესაძლებლობას მნიშვნელოვნად ამცირებდა.

დრჯ-ის დანერგვის შემდეგ მოქალაქის მხრიდან თანაგადახდა ისტორიულ 10%-იან მინიმუმზეა და მოსახლეობამ 170 მლნ ლარი უკვე დაზოგა, მკაცრი სახელმწიფო კონტროლის პირობებში კი ბიუჯეტში მიტაცებული მილიონობით ლარი დაბრუნდა“, – წერს აზარაშვილი.

მისივე ინფორმაციით, ხმაურის ფონზე დაინერგა წამლებზე რეფერენტული ფასები: „დღეს მოსახლეობისთვის წლიურად ასობით მილიონი ლარის დაზოგვასთან ერთად, მეამაყება, რომ ქვეყნის ინფლაციის შემცირებასა და საგადამხდელო ბალანსის პოზიტიურობაში მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია. საერთო ჯამში, თურქეთის ბაზრის გახსნით, რეფერენტული ფასების დაწესებით და ონკოლოგიური მედიკამენტების უშუალოდ მწარმოებლებიდან შესყიდვით წლიურად 400 მლნ ლარი იზოგება“.

ცნობისთვის: სამედიცინო დაწესებულებებში მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების ახალი მოდელი 2022 წლის 1-ელი ნოემბრიდან ამოქმედდა. DRG, მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში, დაფინანსების ფართოდ აპრობირებული მოდელია, რომლითაც ავტომატურად გამოითვლება ის სამართლიანი ფასი, რასაც სამინისტრო, მოქალაქეების ხარისხიანი მკურნალობისთვის გადაიხდის. დაფინანსების მოცულობას პაციენტის დიაგნოზი, ასაკი, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა და სხვა კრიტერიუმები განსაზღვრავს.

DRG სისტემის დანერგვის შემდეგ, სამედიცინო მომსახურების მიღებისას, პაციენტს, დამატებითი ხარჯების გაწევა აღარ მოუწევს. პაციენტი მხოლოდ იმ თანხას გადაიხდის, რასაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში თანაგადახდის წილი ითვალისწინებს.

წაიკითხეთ სრულა

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi

„გაურკვეველი წარმოშობის ონკომედიკამენტების დანიშვნის სქემაში, სავარაუდოდ, 60 ექიმია ჩართული“ – აზარაშვილი

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ აზარაშვილი Facebook-ის პირად გვერდზე განცხადებას ავრცელებს. უწყების ყოფილი ხელმძღვანელი საზოგადოებას ამ პოსტით სამინისტროში 2-წლიანი მუშაობის ანგარიშს აბარებს.

“მინდა, საზოგადოებისთვის ჩემი სამინისტროში მოღვაწეობის ორწლიანი ანგარიში, მადლიერებით დავიწყო, რადგან ხშირად მოკლევადიანი პიარით მოხიბლულებს ვინ ვართ გვავიწყდება. გულწრფელი მადლობა მსურს, გადავუხადო ირაკლი ღარიბაშვილს 4 წლის წინ გამოჩენილი ნდობისთვის, 20-წლიანი საბანკო საქმიანობის შემდეგ რომ მომცა შესაძლებლობა, მემსახურა ჩემი ქვეყნისთვის, ჯერ ქვეყნის თავდაცვის მიმართულებით და 2022 წლიდან ჯანდაცვის სამინისტროში. ამიტომ ჩემთვის უძვირფასესი ჩემი საქმიანობის მისი გულწრფელი შეფასებაა. სწორედ ამ მხარდაჭერითა და ერთსულოვნებით შევძელით სისტემაში იმ დროისთვის გადაუჭრელი პრობლემების და ბოლო 30 წლის განმავლობაში შეუძლებელი რეფორმების 2 წელიწადში განხორციელება. ჩემთვის ეს ხომ ერთი ჩვეულებრივი სამსახური კი არა, ქვეყნისთვის მსახურება იყო.

იმ დროისთვის, ჯანდაცვის სექტორში მოცემულობა იყო კრიტიკულად რთული, სუსტი კონტროლით და სრული დერეგულაციით მიღებული სავალალო შედეგები კი – მყისიერად მოსაგვარებელი. ამას თან ერთვოდა კოვიდის მიმდინარე საფრთხეები; ზოგიერთი კლინიკის და ზოგიერთი ფარმაცევტული კომპანიის მხრიდან არაკეთილსინდისიერად ფულის მიტაცების ცხადი ფაქტები.

სამინისტროში საქმიანობის ორწლიან პერიოდში, ყოველი დღე, იყო სტრესით, ზეწოლითა და პროტესტით სავსე. ჩვენი ყველა გადაწყვეტილება კი – პრინციპული, გაბედული და რისკიანი, ის ხომ სისტემაში წლობით ფესვგადგმულ უმსგავსობას პირდაპირ თუ ირიბად ეხებოდა. თუმცა, გუნდის ერთიანი სულისკვეთებით, საქმის კეთების მაღალი სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობით და ირაკლი ღარიბაშვილის ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერით განვახორციელეთ რეფორმები, რომლებზე საუბარიც კი ბევრს წარმოუდგენელი ეჩვენებოდა.

კლინიკებისთვის დიაგნოზთან შეჭიდული გადახდის სისტემა იყო 30 წლის მანძილზე წინამორბედი ყველა მინისტრის დიდი სურვილი, რომ დაენერგათ. პირველივე წელს შევძელით და ამოქმედდა ეს სისტემა, რომელმაც ტრანსპარენტული გახადა ყველა არაკეთილსინდისიერი მოთამაშის ქმედება და დარღვევის ყველა დეტალი ზედაპირზე გამოიტანა. სწორედ ამიტომ, დავაინიცირეთ სამედიცინო რეგულირების კანონში ცვლილება, რომელსაც, სამწუხაროდ, კიდევ უფრო დიდი პროტესტი მოყვა, ეს ხომ ზოგიერთისთვის არაკეთილსინდისიერად, ხალხის სიცოცხლისა და ბიუჯეტის ხარჯზე გამდიდრების შესაძლებლობას მნიშვნელოვნად ამცირებდა. DRG-ის დანერგვის შემდეგ მოქალაქის მხრიდან თანაგადახდა ისტორიულ 10%-იან მინიმუმზეა და მოსახლეობამ 170 მლნ ლარი უკვე დაზოგა, მკაცრი სახელმწიფო კონტროლის პირობებში კი ბიუჯეტში მიტაცებული მილიონობით ლარი დაბრუნდა.

წაიკითხეთ სრულა

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi

„ყველა გადაწყვეტილება გრძელვადიან შედეგზე იყო გათვლილი და არა ერთდღიან პიარაქტივობაზე“ – აზარაშვილი

ასეთივე ხმაურის ფონზე დავნერგეთ წამლებზე რეფერენტული ფასები, რომელიც დღეს მოსახლეობისთვის წლიურად ასობით მილიონი ლარის დაზოგვასთან ერთად, მეამაყება, რომ ქვეყნის ინფლაციის შემცირებასა და საგადამხდელო ბალანსის პოზიტიურობაში მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია. საერთო ჯამში, თურქეთის ბაზრის გახსნით, რეფერენტული ფასების დაწესებით და ონკოლოგიური მედიკამენტების უშუალოდ მწარმოებლებიდან შესყიდვით წლიურად 400 მლნ ლარი იზოგება.

რეფერენტულმა ფასწარმოქმნამ მოგვცა შესაძლებლობა 2024 წლიდან სრულად მოგვეხსნა ქრონიკული მედიკამენტების საჭიროების მქონე მოქალაქეებისთვის წლიური ლიმიტი და 350,000 ადამიანს ყოველდღიურად, სრულიად უფასოდ, მთელი წლის მანძილზე მიეწოდებათ საჭირო მედიკამენტები. დაინერგა ელექტრონული რეცეპტები, აფთიაქებს გაუჩნდათ ბაზების სამინისტროსთვის გახსნის ვალდებულება.

ზუსტად ამ შესაძლებლობით გამოავლინა სამინისტრომ ფარმაკომპანიების მხრიდან კარტელური გარიგების ფაქტი რომელიც კონკურენციის სააგენტომ დაადასტურა და 53მლნ ლარის ჯარიმა დაეკისრათ კომპანიებს, რამდენიმე ფარმაკომპანიის ჭარბი 3000%-იანი ზემოგების საქმე კი კონკურენციის სააგენტოში განხილვის პროცესშია.

პაციენტის უსაფრთხოების პროექტის ფარგლებში სამინისტრო რეალურ დროში აკონტროლებს ჭარბი ანტიბიოტიკების, ფსიქოტროპული და არასაჭირო მედიკამენტების ანგარების მიზნით გამოწერას. ამ უმწვავესი გამოწვევის მოსაგვარებლად დაწყებულია მსოფლიოში საუკეთესო პრაქტიკის მიხედვით ქვეყანაში ე.წ სანშაინის დანერგვის პროექტზე მუშაობა, სადაც ფარმაცევტულ კომპანიებს შეეზღუდებათ კლინიკებში მარკეტინგული აქტივობები და ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან ექიმისთვის გადახდილი ყოველი ლარი დადეკლარირდება შესაბამის საჯარო სისტემაში.

ონკოლოგიის მიმართულებით მნიშვნელოვანი გაუმჯობესება მოხდა როგორც სამედიცინო სერვისის დაფარვის, ასევე წამლების შესყიდვის პირდაპირ მწარმოებლებთან დაკონტრაქტებით, რამაც საშუალოდ 50%-ით შეამცირა ძვირად ღირებული წამლების ფასი და ორჯერ მეტის შესყიდვის შესაძლებლობა შეიქმნა. თუმცა, ისევ დიდ გამოწვევად რჩება სწორი ონკოლოგიური დიაგნოსტიკა და მედიკამენტების გაიდლაინების მიხედვით, კეთილსინდისიერად დანიშვნის საკითხი. ასევე, გამოვლენილია ფაქტები, როდესაც საეჭვო ქვეყნიდან ხდებოდა დაურეგისტრირებელი, საეჭვო წარმომავლობის ათასობით ცალი ონკოლოგიური მედიკამენტის შემოტანა. სამწუხაროდ, სავარაუდოდ მინიმუმ 60 ონკოლოგია ჩართული ამ სქემაში და მათ მიერ გამოწერილი ფორმა 100-ის საფუძველზე მილიონობით ლარის დაფინანსების მოთხოვნა შემოდიოდა როგორც სამინისტროში ასევე მუნიციპალიტეტებში, ხოლო ონკოლოგიური პაციენტებისთვის ხდებოდა გაურკვეველი წარმოშობის წამლის გამოწერა და გამოყენება. ამ საკითხის შესაბამისი შუალედური განხილვა უკვე მოხდა პროფესიულ საბჭოზე და საქმის მასალები გადაგზავნილია სამართალდამცავ სტრუქტურებში. სწორედ ამ და სხვა საფუძვლიანი მიზეზების გამოა რომ ვერ ხერხდება პაციენტზე ონკოლოგიისთვის დადგენილი ლიმიტის გაუქმება, ხოლო ონკოლოგიის ადრეული დიაგნოსტიკა კი საპილოტედ მხოლოდ სახელმწიფო კლინიკებში იწყება. დაზოგვის ეფექტის გათვალისწინებით კი ონკოლოგიის ჯამური ბიუჯეტი 2024 წელს 350მლნ ლარამდეა, რაც 2012 წლისთვის მხოლოდ 20მლნ ლარი იყო.

დიდი უკმაყოფილება იყო ონკოლოგიური ბავშვების მკურნალობის ნაწილში. მშობლებთან არაერთი შეხვედრის შემდეგ გადავწყვიტეთ დაგვენერგა ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა. წინა წლის აგვისტოდან, მსოფლიოს 3 ქვეყანაში, 7 საერთაშორისო სტანდარტის მრავალპროფილურ კლინიკაში, სრულყოფილი სერვისით ვფარავთ ბავშვთა ონკოლოგიას, რომლითაც ამ დროისთვის 60-ზე მეტმა ბავშვმა უკვე ისარგებლა.

მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს წამლის ხარისხის კონტროლის კუთხით. წინა წელს გავხსენით 20 წლის წინ ქვეყანაში, სამწუხაროდ, გაუქმებული წამლის ლაბორატორია. ასევე, გამკაცრდა კონტროლი ქვეყანაში წამლისა და დაუფასოებელი ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტზე, სადაც გამოიკვეთა მნიშვნელოვანი შეუსაბამობები ხარისხის კუთხით და კანონმდებლობის დონეზე უკვე შევიტანეთ შესაბამისი ცვლილებები.

ქვეყანაში პირველად შემოვიტანეთ სამედიცინო პერსონალისთვის მინიმალური ხელფასის მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც სისტემაში 21000-ზე მეტ ადამიანს გაეზარდა ყოველთვიური ხელფასი.

სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, კლინიკებისთვის დაინერგა საერთაშორისო აკრედიტაციის ვალდებულება. რომელიც ამ კუთხით მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია.

დიაბეტიანი ბავშვები უკვე სრულად არიან უზრუნველყოფილნი 14 დასახელების საჭირო ფარმაცევტული საშუალებებით და პროგრამის ხელმისაწვდომობით უკვე მთელს ქვეყანაში.

ქვეყანაში სრულიად უკონტროლოდ წარმოებდა წამლის და სამედიცინო მოწყობილებების კვლევა ადამიანებზე, რაც შესაბამისი ჩარჩო რეგულაციით, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მოწესრიგდა. კვლევის ნებართვაზე გადაწყვეტილებას წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე შესაბამისი უწყებათაშორისი კომისია იღებს. ასევე მკვლევარ კომპანიას აქვს შედეგებზე პერიოდული რეპორტინგის და პაციენტის უპირობო სადაზღვევო გარანტიის ვალდებულება.

დავაპრიორიტეტეთ და დღეს უკვე სრულად არის დაფარული დიალიზის სერვისის ხელმისაწვდომობა ქვეყნის მასშტაბით დამატებით 15 ქალაქში, ჯამში 49 ლოკაციაზე.

მასშტაბური პროტესტი იყო სუროგაციის შეზღუდვის კანონთან დაკავშირებით, რაც უკვე პარლამენტში განსახილველად მივიტანეთ და უნდა დაიცვას ყველა ქართველის ეროვნული ინტერესი.

მომზადდა და უახლოეს დღეებში შესაძლოა მთავრობას და შემდეგ პარლამენტს წარედგინოს სამედიცინო მოწყობილობების ქვეყანაში დაშვების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით რეგულაცია. ეს კანონი მოაგვარებს უხარისხო სამედიცინო მოწყობილებების და მასალების ბრუნვას ქვეყანაში.

რუხში, 2018 წელს აშენებულ და მიტოვებულ კლინიკაში, გავმართეთ მრავალპროფილური სერვისები და კლინიკა დღეს უკვე ათასობით ქართველ თუ საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრებ მოსახლეობას წარმატებით ემსახურება.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში სერიოზული პრობლემები იყო კლინიკებთან გარიგების კუთხით, რის გადასაზღვევადაც წარმატებით ამოქმედდა ჰოსპიტალიზაციის ავტომატიზებული მოდული. მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფილია რეანომობილის სერვისი რომელიც ხელმისაწვდომობის გარდა ასევე უზრუნველყოფს ბიუჯეტიდან არასაჭირო თანხების არგადახდას კერძო კომპანიების ბრიგადებისთვის.

დაწყებულია ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი, ექიმების აკრედიტაციის, რესერტიფიცირების, წარმატებული სტუდენტების საზღვარგარეთ გაგზავნის პროექტი. უკვე მიმდინარე წლის ბოლომდე დაგეგმილი იყო დამამთავრებელი კურსის სტუდენტების საზღვარგარეთ სასწავლებლად გაშვება, რომელიც შინაარსობრივად და ვადაში ებმოდა ახალი რესპუბლიკური კლინიკის გახსნას და უკვე უკან დაბრუნებული ექიმები მყარი ფინანსური და თანამდებობრივი გარანტიებით უნდა დასაქმდნენ სახელმწიფო კლინიკებში.

ასევე უკვე დასრულებულია და უახლოეს დღეებში შესაძლებელია მრავალპროფილური სასწავლო ცენტრის გახსნა, სადაც სპეციალური სასწავლო პროგრამებით, სამინისტროში შემავალ ყველა ერთეულს ექნება გადამზადების და ტრენინგის შესაძლებლობა.

პრემიერის უშუალო ძალისხმევით დავიწყეთ დევნილების განსახლების უპრეცედენტო პროგრამა, რომელიც აქტიურ ფაზაშია და უკვე წელს დაიწყება ასეულობით ბინის განაწილება, ჯამში კი 2025 წლისთვის 40000 დევნილს ექნება საცხოვრებელი.

კიდევ არაერთი რეფორმა, სტანდარტი(ქირურგია, ბარიატრია, სტომატოლოგია, ნარკოცენტრები, ონკოლოგია, სასწრაფო დახმარების მანქანები და ა.შ) თუ ინიციატივა გავატარეთ, ყველაფერს აქ ვერ ჩამოვთვლი და ყველა დაინტერესებულს შეუძლია ამის მარტივად ნახვა.

მე, ჩემს საამაყო გუნდთან ერთად შევძელი ისტორიის ერთი მოკრძალებული ფურცელი დამეწერა. მადლობა მათ მრავალსაათიან შრომაში გატარებული ყოველი დღისთვის. ბედნიერი ვარ, რომ არ დარჩა არცერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც არ გავატარეთ ან იდენტიფიცირებული და პროცესში არაა.

რასაკვირველია, სახელმწიფო კლინიკების როლის გაძლიერება და მათ შორის, თბილისის რესპუბლიკური კლინიკა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი იყო. ბოლო 20 წელია შენობის უპერსპექტივობაზე არაერთი დასკვნა თუ შეფასება გაკეთდა, მაგრამ სისტემაში როგორც სხვა მასშტაბური რეფორმები, ესეც არასდროს დაწყებულა. შესაბამისად, იმ ნიშნულამდე, წელს თებერვლის თვეში სადაც პროექტი მივიყვანეთ, არასდროს არავინ მისულა. მჯერა რომ ის სამოქმედო გეგმა, რაც დაწყებული გვქონდა, სხვა განხილული ალტერნატივებისგან განსხვავებით, მნიშვნელოვნად ნაკლები დანახარჯებით და ეკონომიკური ეფექტით რამდენიმე წელიწადში მიიყვანდა ქვეყანას უკონკურენტო, თანამედროვე, მრავალპროფილური სამკურნალო დაწესებულების შექმნამდე.

ჩემს ორწლიან ძალისხმევაში შედეგებს 90% და პიარულ აქტივობებს 10% ეთმობოდა, რაც დღევანდელი გადმოსახედიდან ვრწმუნდები, რომ ალბათ შესაცვლელი პროპორციაა. ჩვენი ყველა გადაწყვეტილება ხომ ქვეყნისთვის გრძელვადიანი შედეგის მისაღებად იყო გათვლილი და არა ერთდღიან პიარაქტივობაზე.

ყოველთვის ვფიქრობდი, რამდენი ძალა, რამდენი სიმართლე იყო ასეთი ჩვენი გადაწყვეტილებების უკან, როცა მძლავრი დაჯგუფებების ბიზნესინტერესების მიუხედავად, 2 წლის მანძილზე ვინარჩუნებდი პოსტს, დღეს კი ღირსეულად, ამაყმა დავტოვე დროებითი თანამდებობა.

წარმატებას ვუსურვებ მომავალ მინისტრს, რომელიც დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო უკეთესი მენეჯერული უნარებით გულწრფელად გააგრძელებს ჩვენს მონაპოვარს, აღარასდროს დაბრუნდება ის დრო, რაც დამხვდა და, შესაბამისად, მოსახლეობა და ბიუჯეტი კიდევ უფრო დაცული იქნება, კეთილდღეობა კი ყველა მოქალაქეზე აისახება. მე კი ვრჩები ჩემი ქვეყნის რიგით ჯარისკაცად და სამინისტროს გულმხურვალე გულშემატკივრად”, – წერია აზარაშვილის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა წინა კვირას დატოვა.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი განცხადებას ავრცელებს

პროგრესი, რომლის შეჩერებაც შეუძლებელია…

დიმიტრი ტვილდიანი სტუმრად ეკატერინე სანიკიძესთან…

„ბევრ საქმეში „პიონერობა მომიწია…

„თეთრი ყვავი“, რა თქმა უნდა, არავის არ უნდა…“

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi

„კოვიდი გულზე პრობლემებს ტოვებს…“

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ კოვიდი გულზე პრობლემებს ტოვებს.

„კოვიდი გულზე პრობლემებს ტოვებს,
არ აქვს მნიშვნელობა, სიმპტომური თუ უსიმპტომო კოვიდი გკონდათ, კოვიდი გულს აზიანებს,
კოვიდი არის კოვიდი და არ აქვს მნიშვნელობა, ალფა, დელტა თუ ომიკრონი შეგხვდათ, კოვიდი გულს აზიანებს,
პოსტ-კოვიდი /გრძელი კოვიდი ყველაზე მეტად გულს ეხება,
დაიცავით თავი კოვიდისგან,
აიცერით ბუსტერდოზით, გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე და დაიცავით დისტანცია,
თქვენი გული თქვენს ხელშია,
ჯანმრთელობას გისურვებთ …“
What are #COVID19’s long-term heart outcomes?
abnormal heart rhythms
heart muscle inflammation
blood clots
strokes
myocardial infarction
heart failure
Increased risks seen even among those who were not hospitalized.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi

კვლევა – თვითმკვლელობის მაჩვენებლები იზრდება, როდესაც ჰაერის ხარისხი იკლებს

ახალმა კვლევამ, რომელიც მოიცავს 1400 ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგურის მონაცემებს მთელს ჩინეთში, აჩვენა, რომ თვითმკვლელობის მაჩვენებელი იზრდება ჰაერის ხარისხის დაქვეითებით. ის ასევე გვიჩვენებს, თუ როგორ დაეხმარა ქვეყნის მასშტაბით, მთავრობის მიერ განხორციელებულმა გეგმამ ჰაერის დაბინძურების შემცირების მიზნით, რამდენიმე წელიწადში ათიათასობით თვითმკვლელობის თავიდან აცილება.

კვლევის თანახმად,როცა ჰაერის ხარისხი უარესდება, სუიციდის შემთხვევები იმატებს. საინტერესოა, რომ სახელმწიფოში ემისიების შესამცირებლად შემოღებული ცვლილებების შედეგად სულ რამდენიმე წელში თვითმკვლელობის მაჩვენებელმაც იკლო.

ჩინეთს აქვს რამდენიმე ყველაზე დაბინძურებული ქალაქი მსოფლიოში, მისი მეტროპოლიები დაფარულია სქელი სმოგით, რომელიც მძიმედ ეკიდება მილიონობით ურბანულ მაცხოვრებელს.

ჩინეთის ზოგიერთი ქალაქი მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე დაბინძურებული ჰაერის მქონე ადგილებს შორისაა, სადაც შენობები სქელ სმოგშია მოქცეული. ამავე დროს, სუიციდის გლობალური შემთხვევების დაახლოებით 16% სწორედ ამ ქვეყანაში ფიქსირდება. ეკონომისტთა ჯგუფმა ეს ორი ასპექტი დააკავშირა და მათ შორის გარკვეული ურთიერთდამოკიდებულება გამოავლინა.

2013 წელს ჩინეთში ჰაერის დაბინძურების პრევენციისა და კონტროლის სამოქმედო გეგმა გააქტიურდა. ის ინდუსტრიული ემისიების შემცირებას, ტრანსპორტის გამონაბოლქვის კონტროლს, გასათბობად ბუნებრივ აირზე გადასვლასა და მზისა და ქარის ენერგიის გამოყენების წახალისებას გულისხმობდა. ამ პერიოდში ქვეყანაში სუიციდის მაჩვენებელმა მნიშვნელოვნად იკლო.

2010-2021 წლებში თვითმკვლელობების ყოველწლიური მაჩვენებელი ყოველ 100 000 ადამიანზე 10.88-დან 5.25-მდე შემცირდა. ამაზე ჰაერის ხარისხის გავლენის გამოსაკვლევად, გუნდმა სხვადასხვა ფაქტორი გააანალიზა.

ჰონკონგის ჩინეთის უნივერსიტეტის ეკონომისტმა პენ ჟანგმა და მისმა კოლეგებმა ისარგებლეს ამ “გასაოცარი” ტენდენციებით, რათა დაენახათ, შეეძლოთ თუ არა ჰაერის დაბინძურების ეფექტის იზოლირება სუიციდის რისკზე სხვა ფაქტორებისგან, რომლებიც დაკავშირებულია თვითმკვლელობასთან.

მათ ყურადღება მეტეოროლოგიურ ფენომენზე გაამახვილეს, რომელსაც თერმული ინვერსია ეწოდება. ამ დროს ჰაერის ზედა შრე მის ქვემოთ მოქცეულ ცივ და დაბინძურებულ აირს ზედაპირთან ახლოს უბიძგებს, რაც რამდენიმე საათს გრძელდება. ქვეყნის მასშტაბით ამას ჰაერში მცირე ზომის ნაწილაკების (PM2.5) ყოველკვირეული საშუალო შემცველობის დაახლოებით 1%-მდე გაზრდა შეუძლია.

„მიუხედავად იმისა, რომ რჩება ბევრი ღია კითხვა ჰაერის ხარისხთან, ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და თვითმკვლელობას შორის კავშირთან დაკავშირებით, ეს ანალიზი აქტუალურობას მატებს მთელ მსოფლიოში დაბინძურების კონტროლის პოლიტიკის მოწოდებებს“, წერს გუნდი.

სხვა კვლევებით დადგინდა, რომ ეს ნაწილაკები შესაძლოა, ტვინში მოხვდეს და სულ რაღაც 24 საათში მისი ქიმია შეცვალოს. შედეგად კი, არაა გამორიცხული, ეს უარეს მენტალურ ჯანმრთელობასა და, პოტენციურად, ემოციების რეგულაციის სირთულეს დაედოს საფუძვლად.

ამ და სხვა მონაცემების საფუძველზე ავტორებმა დაადგინეს, რომ იმ კვირებში, როცა თერმული ემისიები ფიქსირდებოდა, სუიციდის შემთხვევებიც მოულოდნელად იმატებდა. აღნიშნული ეფექტი მხოლოდ 7 დღის განმავლობაში შეინიშნებოდა.

„ეს თვითმკვლელობის ‘დამატებითი’ შემთხვევებია, ანუ ისინი არ დაფიქსირდებოდა, ჰაერის ხარისხი რომ არ გაუარესებულიყო”, – წერია ახალ ნაშრომში.

საბედნიეროდ, ბოლო წლებში ამ მხრივ ჩინეთში სიტუაცია გამოსწორდა. მეცნიერები სუიციდის მაჩვენებლის კლების თითქმის 10%-ს სწორედ ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას უკავშირებენ. ეს 2013-17 წლებში 46 000 “გადარჩენილ” სიცოცხლეს ნიშნავს.

რა თქმა უნდა, ამ ორ ფაქტორს შორის პირდაპირი მიზეზშედეგობრივი დამოკიდებულების შესახებ მრავალი კითხვა არსებობს, მაგრამ საკითხის შესასწავლად პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია.

წყარო: 

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights