ნარკოლეპსია – ნერვული სისტემის დაავადება, რომელსაც ახასიათებს ძილის დარღვევა და დღის მანძილზე ძილიანობა.
მიზეზები
დაავადების გამომწვევი ზუსტი მიზეზები დაუდგენელია, თუმცა ვარაუდობენ, რომ ეს შეიძლება იყოს:
· ჰორმონალური დისბალანსი;
· თავის ტვინის ტრავმები და ინფექციები;
· მემკვიდრეობითი ფაქტორი;
· შაქრიანი დიაბეტი;
· აუტოიმუნური დაავადებები;
· გადაღლა;
· ფსიქოლოგიური ტრავმები;
· ფეხმძიმობა.
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:
· დღე-ღამის ნებისმიერ დროს ძილიანობა;
· მცირეხნიანი ჩაძინება ნებისმიერ დროს და ადგილას;
· მუდმივი დაღლილობის შეგრძნება;
· მეხსიერების დაქვეითება;
· კონცენტრაციის დაქვეითება;
· კუნთების ტონუსის მოულოდნელი დაკარგვა;
· ჰალუცინაციის განვითარება;
· ძილის პარალიჩი;
· კუნთების კანკალი.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ნევროლოგი, რისთვისაც საჭიროა:
· პოლისომნოგრაფია;
· სისხლის კლინიკური ანალიზი;
· შარდის საერთო ანალიზი;
· ძილისადმი ლატენტურობის მრავლობითი ტესტირება;
· ელექტროენცეფალოგრაფია;
· თავის ტვინის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია;
· კომპიუტერული ტომოგრაფია.
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
· მასტიმულირებელი პრეპარატები, რომლებიც ამცირებენ დღისით ძილიანობას;
· ანტიდეპრესანტები;
· ფსიქომასტიმულირებელი პრეპარატები.
საშიშროება
მკურნალობის არარსებობამ შეიძლება გამოიწვიოს ტრავმების რისკი, პაციენტმა შეიძლება ჩაიძინოს ნებისმიერ მდგომარეობაში. დაავადებულებისთვის აკრძალულია ტრანსპორტთან, ცეცხლთან და მოძრავ მექანიზმებთან მუშაობა.
რისკის ჯგუფი
· მამაკაცები;
· გენეტიკური მიდეკილების მქონე პირები ;
· ფეხმძიმე ქალები;
· თავის ტვინის ტრავმების მქონე ადამიანები;
· აუტოიმუნური დაავადებების მქონე ადამიანები.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· ღამის ძილის რეჟიმის დაცვა;
· ფიზიკური ვარჯიშის რეგულარულად შესრულება;
· ემოციური და ფიზიკური დატვირთვებისგან თავის შეკავება;
· ყავის, მაგარი ჩაის და მძიმე საკვების მიღება;
· ძილის ხარისხზე გავლენის მქონე პრეპარატების გამოყენებაზე უარის თქმა;
· ძილის დარღვევის დროული მკურნალობა.
ნარკოლეპსია
ნარკომანია
ნარკომანია – ქრონიკული დაავადება, რომელიც ხასიათდება ნარკოტიკული პრეპარატების გამოყენიებისკენ მიდრეკილებით.
გამოიყოფა ნარკომანიის შემდეგი სტადიები:
· პირველი სტადია – ფსიქიკური დამოკიდებულება;
· მეორე სტადია – ფიზიკური დამოკიდებულება;
· მესამე სტადია – ფსიქიკური პათოლოგიების განვითარება.
მიზეზები
· სხვა ადამიანების მხრიდან ყურადღების ნაკლებობის და სიმარტოვის განცდა;
· ცნობიერების გაფართოვების მცდელობა;
· ცუდი გარემოცვის ზეგავლენა;
· საკუთარ თავში ეჭვის შეტანა, თავისუფალი ნების არ ქონა;
· ხშირი დეპრესია.
სიმპტომები
დაავადების სიმპტომებია:
· კანის სიფერმკრთალე;
· თვალის გუგების ცლილება (გადიდება ან დაპატარავება);
· თვალების ჩაწითლება, დაბინდვა;
· მეტყველების დარღვევა;
· მადის დაკარგვა და სწრაფად გახდომა;
· მუდმივი ხველა;
· მოძრაობის ცუდი კოორდინაცია;
· არტერიული წნევის მკვეთრი ცვალებადობა;
· კუჭ-ნაწლავის ტრაქტის აშლილობა.
· უმიზეზო აღგზნებულობა, ან მოთენთილობა;
· შრომისუნარიანობის დაქვეითება;
· ყველაფრის მიმართ გულგრილობა;
· მეხსიერების და ყურადღების გაფანტვა;
· კონცენტრაციის შეუძლებლობა;
· უძილობა ან გაზრდილი ძილიანობა;
· ხასიათის სწრაფი ცვლა;
· გაზრდილი დაღლილობა;
· ადამიანებთან ურთიერთობის სურვილის არქონა;
· მოუწესრიგებლობა.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ნარკოლოგი, რისთვისაც ახდენს პაციენტის საერთო დათვალიერებას. დამატებით შეიძლება დაინიშნოს შარდის საერთო ანალიზი.
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
· კოდირებას;
· ფსიქოთერაპიას;
· კრუნჩხვის საწინააღმდეგო თერაპიას;
· ჰიპნოზს;
· სადეზინტოკსიკაციო თერაპია;
· ანტიდეპრესანტები.
საშიშროება
ნარკომანია განკურნდებადია, მაგრამ მისი უყურადღებოდ დატოვება იწვევს შემდეგი სახის გართულებებს:
· თრომბოფლებიტი;
· შიდსი;
· სეპსისი;
· აბსცესი;
· ფლეგმონა;
· ვენერიული დაავადებები.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· მშობლებმა მუდმივად გააკოტროლონ ბავშვების ცხოვრების წესი და ესაუბრონ მათ;
· დაავადების დროული დიაგნოსტირება და ფარმაკო-თერაპიის ჩატარება;
· რეციდივებისა და რემისიების განვითარების დროული შეწყვეტა;
· განკურნებული პაციენტების სოციალური რეაბილიტაცია.
ნაღველკენჭოვანი დაავადება
ნაღველკენჭოვანი დაავადება – დაავადება, რომელიც ხასიათდება ნაღვლის ბუშტში ან ნაღველსადინარებში კენჭების გაჩენით.
მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
· მემკვიდრეობითი ფაქტორი;
· ბილირუბინისა და ქოლესტერინის ცვლის დამრღვევი მედიკამენტების მიღება;
· არასწორი კვება, დიეტები;
· ჭარბი წონა;
· სისხლში მომატებული ქოლესტერინის დონე;
· ნივთიერებათა ცვლის დარღვევის შედეგები (შაქრიანი დიაბეტი, მეტაბოლისტური სინდრომი);
· კუჭ-ნაწილავის ტრაქტის დაავადებები;
· კუჭის ოპერაციები.
ბავშვებში ნაღველკენჭოვანი დაავადება ჩნდება ნივთიერებათ ცვლის დარღვევით და ნღველგამომტანი სისტემის ფუნქციის მოშლის შედეგად.
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:
· ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის ჭვალი;
· მჩვხვლეტავი ტკივილი მარჯვენა ნეკნებ ქვეშ, რომელიც გადადის ზურგზე, მხარზე;
· გულის რევა, ღებინება;
· მწარე გემო პირში, გულძმარვა;
· მაღალი ტემპერატურა, ციებ-ცხელება;
· კანისა და თვალის სკლერების გაყვითლება (ობტურაციული სიყვითლე);
· გაუფერულებული კალა.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-გასტროენტეროლოგი, რომელიც ნიშნავს:
· ფიზიკურ გამოკვლევას;
· სისხლის საერთო ბიოქიმიურ ანალიზს;
· ნაღვლის ბუშტის ქოლეცისტოგრაფიას;
· მუცლის ღრუს ულტრა-ბგერით გამოკვკლევას;
· ნაღველგამტარი გზების მაგნიტო-რეზონანსულ ტომოგრაფიას;
· ნაღველგამტარი გზების კომპიუტერულ ტომოგრაფიას.
მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მოიცავს:
· ოპერატიული მეთოდებს (ქოლეცისტომია, ნაღვლის ბუშტის მოცილება – ქოლეცისტეკტომია);
· ულტრა-ბგერით ან ელექტრომაგნიტურ მკურნალობას კენჭების დასაშლელად;
· ურსოდეზოქსიქოლის და ჰენოდეზოქსიქოლის მჟავას მშეცველ პრეპარატებს.
საშიშროება
თუ არ მოხდება აღნიშნული დაავადების დორული მკურნალობა, შესაძლოა განვითარდეს შემდეგი სახის გართულებები:
· ნაღვლის ბუშტის ანთება;
· პანკრეატიტი;
· ქოლანგიტი;
· პერიქოლეცისტიტი;
· ნაღვლის სადინარების დახშობა;
· ნაღვლის ბუშტის გასკდომა;
· პერიტონიტი;
· მუცლის ღრუს აბსცესი.
შესაძლოა ლეტალური შედეგი.
რისკის ჯგუფი
რისკის ჯგუფში შედიან:
· მემკვიდრეობითი მიდრეკილების მქონე პირები;
· მოხუცები;
· ქალები (განსაკუთრებით ფეხმძიმეები);
· ნაკლებად მოძრავი ადამიანები;
· ღვიძლის დაავადებების მქონე ადამიანები (ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი).
პროფილაქტიკა
· დაბალანსებული კვება;
· საკმარისი სითხის მიღება;
· სხეულის ნორმალური წონის შენარჩუნება;
· მუცლის ღრუს დაავადებების დროული მკურნალობა;
· ფიზიკური ვარჯიშების შესრულება.
ნაწლავების გადახლართვა
ნაწლავების გადახლათვა (ნაწლავების გაუვალობა) – დაავადება, რომელსაც ახასიათებს ნაწლავის რომელიმე ნაწილის გაუვალობა. ხშირად ზიანდება თხელი ნაწლავი და ნაწლავის სიგმასებური ნაწილი (უფრო მოხუცებში). მიმდინარეობის ხასიათის მიხედვით გამოიყოფა დაავადების მწვავე და ქრონიკული ფორმები.
მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
· მუცლის ღრუში განვითარებული შეხორცებები;
· დიდი ხნის მანძილზე საკვებზე უარის თქმა, რის შემდეგ ადამიანი იღებს საკვების ჭარბ რაოდენობას;
· ხანგრძლივი შეკრულობა;
· ხერხემლის, მენჯის ძვლების მოტეხილობები;
· მოსადუნებელი პრეპარატების მავნე გამოყენება.
ბავშვებში დაავადებას იწვევს:
· მუცლის ტრავმები;
· მკვეთრი მოძრაობები;
· ხანგრძლივი შეკრულობა;
· ჭიები.
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სიმპტომები:
· იშვიათი მუცლის ტკივილი;
· გულის რევა, ღებინება;
· ნაწლავის შებერილობა;
· წვრილი ნაწლავის ანტიპერისტალტური ტალღა (ნაწლავი მოძრაობს საპირისპირო მიმართულებით);
· შეკრულობა;
· კალაში სისხლის ნარევი;
· მეტეორიზმი;
· სხეულის ტემპერატურის აწევა 39 გრადუსამდე;
· პირის სიმშრალე.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-გასტროენტეროლოგი და ნიშნავს:
· მუცლის ღრუს ორგანოების რენტგენოლოგიურ გამოკვლევას;
· ბარიუმის ოყნას;
· სისხლის საერთო ანალიზს;
· რექტორომანოსკოპიას;
· ნაწლავის ენდოსკოპიურ გამოკვლევას;
· მუცლის ღრუს ორგანოების ლაპარასკოპიას;
· მუცლის ღრუს ორგანოების ულტრა-ბგერით გამოკვლევას.
დამატებით შეიძლება საჭირო გახდეს ექიმ-პროქტოლოგის კონსულტაცია.
მკურნალობა
პაციენტს ესაჭიროება სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია და ქირურგიული ჩარევა. მკურნალობა მოიცავს:
· ოპერატიულ ჩარევას;
· კუჭის ზონდის ჩადგმას;
· სიფონურ ოყნებს;
· სპაზმოლიტიკებს;
· ღებინების საწინააღმდეგო პრეპარატებს;
· ანალგეტიკებს.
საშიშროება
დროული მკურნალობის არარსებობამ შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი სახის გართულებები:
· ორგანიზმის ინტოქსიკაცია;
· გაუწყლოება;
· პერიტონიტი;
· განგრენა;
· ნაწლავის პერფორაცია;
რიგ შემთხვევებში დგება ლეტალური შედეგი.
რისკის ჯგუფი
რისკის ჯგუფში შედიან:
· მძიმე ფიზიკური სამუშაოს მქონე პირები;
· მცენარეული ბოჭკოთი მდიდარი საკვების მომხმარებელი პირები;
· ადამიანები, რომლებსაც აწუხებთ ჭიები;
· ნაწლავის მოტორიკის დარღვევის მქონე პირები;
· ადამიანები, რომლებიც ძილის წინ მძიმე საკვებს იღებენ.
პროფილაქტიკა
დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
· ზემდეტი ჭამისგან თავის შეკავება;
· ძილის წინ 4-5 საათით ადრე ჭამა;
· სასურველია ერთი და იგივე დროს ჭამა;
· კუჭის მოქმედების გაკონტროლება;
· მუცლის ღრუს კუნთების ვარჯიში;
· აქტიური ცხოვრების ქონა.
ცერვიციტი
ცერვიციტი – საშვილოსნოს ყელის ანთებითი პროცესი, რომელიც შეიძლება განვითარდეს ენდომეტრიტის, კოლპიტის, სალპინგიტის, ეროზიის ან სხვა პათოლოგიების ფონზე.
მიზეზები
· საშვილოსნოს ყელის ტრავმები.
· პარტნიორის ხშირი ცვლილება.
· ჰორმონალური ფონის მოშლა.
· ტამპონებზე ან კონტრაცეპტივებზე ალერგია.
· სხვადასხვა ვირუსული ინფექციები.
სიმპტომები
· საშოს ქავილი.
· ციკლის შუა პერიოდში სისხლიანი გამონადენი.
· შარდვისა და სქესობრივი კავშირისას დისკომფორტი.
· მენსტრუაციის შემდეგ საშოდან მუქი ფერის გამონადენი.
· საშოს ყელზე ლორწოვანის შეშუპება და ფერის ცვლილება.
დიაგნოსტიკა
· ნაცხის მიკროსკოპია.
· პჯრ დიაგნოსტიკა და იმუნოფერმენტული ანალიზი.
· საშვილოსნოს ყელის დათვალიერება.
· ციტომორფოლოგიური გამოკვლევა.
მკურნალობა
· ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკები.
· სანთლები.
· კომბინირებული პრეპარატები.
· ანტივირუსული საშუალებები.
· ესტროგენების მიღება, რომელბიც აღადგენენ მიკროფლორას და ლორწოვანი გარსის ეპითელიუმს.
· კრიოთერაპია, დიათერმოკოაგულაცია, ლაზეროთერაპია.
დიეტა
რაციონში უნდა შედიოდეს:
· ბურღულეული: წიწიბურა, შვრია.
· ხორცეული: საქონლის, ინდაურის, ცხვრის, ღვიძლი, მტრედის.
· რძის პროდუქტები: ყველი, არაჟანი, ნაღები, ნაღების კარაქი, ხაჭო.
· რძემჟავა პროდუქტები: იოგურტი, კეფირი, აირანი.
· იოდის, უჯრედისის და სახამებლის შემცველი პროდუქტები: ზღვის კომბოსტო, ისპანახი, სიმინდი, ფეიხოა, თეთრი სოკო.
· თხილი და მარცვლეული: ლობიო, ცერცვი, გოგრის მარცვლები, თხილი, ნუში, მიწის თხილი.
· პროდუქტები, რომლებიც შეიცავენ თუთიას, რკინას, В12 და РР ვიტამინებს: კალმარები, კრევეტები, ხამანწკები.
· თევზი, რომელიც მდიდარია ფოსფორით, ომეგა-3 და Омега-6-ით: სკუმბრია, ხეკი, კამბალა, ორაგული, მოივა.
· მშრალი პროდუქტი და ცხიმები: შავი ქლიავი, ქიშმიში, ფინიკი, ზეითუნის და სიმინდის ზეთი.
· С ვიტამინით მდიდარი პროდუქტი: ციტრუსი, მოცხარი, ბროკოლი, ტკბილი წიწაკა.
· გამორიცხულია მოწევა, ალკოჰოლი და კოფეინის მიღება.
რეკომენდირებულია შეიზღუდოს:
· ბურახი;
· კონსერვები;
· ცხიმიანი საკვები;
· ტკბილეული და ცომეული;
· საფუარიანი ცომი;
· ცხარე და შებოლილი საკვები;
· დამარინადებული პროდუქტი.
გართულებები
· პოლიპები;
· ფსევდოეროზია;
· საშოს ყელის გამოვარდნა;
· სასქესო ორგანოების ზედა ნაწილების პათოლოგია.
პროფილაქტიკა
ვიტამინების მიღება და ცხოვრების აქტიური წესი საუკეთესო პროფილაქტიკა იქნება. პათოლოგიური ფორმის დროს რეკომენდირებულია საშოს კუნთების გასამაგრებელი ვარჯიშის შესრულება და ნატურალური ქსოვილისგნ დამზადებული თავისუფალი თეთრეულის ტარება.
ნაწლავის დისბაქტერიოზი ბავშვებში
ბავშვებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა ნაწლავის დისბაქტერიოზი. ამასთან ირღვევა ნაწლავის მიკროფლორის ნორმალური ბალანსი, რაც აუცილებელია ორგანიზმის ცხოველქმედებისთვის. მცირდება სასარგებლო ბაქტერიების რაოდენობა და იზრდება პათოგენური მიკროორგანიზმების რიცხვი.
მიზეზები
დაავადების განვითარების ძირითადი მიზეზია არარაციონალური მედიკამენტოზური თერაპია. ეს განსაკუთრებით ეხება ანტიბაქტერიულ მკურნალობას. თუმცა მიკროფლორის დისბალანსი შეიძლება გაჩნდეს სხვა დაავადებების არსებობისას, ასევე იმუნიტეტის დამასუსტებელი ისეთი ფაქტორებისას, როგორებიც არის:
· დამწვრობა;
· მძიმე ოპერაციები;
· იონიზირებული დასხივების გაზრდილი ზემოქმედება;
· ეკოლოგიური სიტუაციის გაუარესება;
· ხელოვნურ კვებაზე გადაყვანა ან დედის დაავადებები.
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:
· თხელი კალა, ან ფაღარათი;
· მოუნელებელი საკვების ნარჩენები ან სისხლის ნარევი კალაში.
მეძუძურ ბავშვებში პათოლოგია ვლინდება შემდეგი სახით:
· ღებინება, რეგურგიტაცია (კუჭის მოუნელებელი შემცველობის უკუდინება საყლაპავი მილისკენ);
· მუცლის ტკივილი და შებერილობა;
· თხელი, ფაფისმაგვარი კალა;
· წონაში ძალიან ნელი მატება.
ამ დაავადების მქონე ბავშვები ნელა იზრდებიან და ცოტას იმატებენ წონაში, მათ შეიძლება აწუხებდეთ რაქიტი ან ანემია.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის საჭიროა შემდეგი სახის გამოკვლევები:
· კალას ანალიზი, მათ შორის ბიოქიმიური გამოკვლევა;
· ნაწლავის შიგთავსის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა;
· თორმეტგოჯა ნაწლავის ეზოფაგოგასტროსკოპია და ლორწოვანი გარსის ბაქტეროლოგიური გამოკვლევა;
· სწორი და მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა.
მკურნალობა
დისბაქტერიოზის მკურნალობა იწყება მისი გამომწვევი მიზეზის აღმოფხვრით. მიკროფლორის შემადგენლობის ნორმალიზაციისთვის გამოიყენება პრებიოტიკები და პრობიოტიკები. მთლიანობაში მკურნალობა ჰგავს ზრდასრულებში მკურნალობის მეთოდს.
დიეტა
დიეტის დანიშვნა ხდება პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე. ირკვევა როგორია კუჭის წვენის მდგომარეობა, საჭმლის მონელების დარღვევა, სად არის ლოკალიზებული პათოლოგიური მდგომარეობა და ა.შ.
საშიშროება
საშიშროება მდგომარეობს წაყლ-ელექტროლიტური ბალანსის დარღვევაში, ჩვილის ორგანიზმის გამოფიტვაში ხანგრძლივი ფაღარათის დროს.
რისკის ჯგუფი
რისკის ჯგუფში შედიან ჩვილები, რომლებსაც აქვთ:
· სამშობიარო ტრავმები;
· ჭიებით დასნეულება;
· ხელოვნური კვება;
· კოლიტი, ენტერიტი;
· ინფექციური დაავადებები (დიზინტერია, ტიფი).
პროფილაქტიკა
პროფილაქტიკა მდგომარეობს ჩვილის კვების რეჟიმის დაცვასა და რაციონალურ ანტიბიოტიკოთერაპიაში.
ნაწლავის დისბაქტერიოზი ზრდასრულებში
ნაწლავის დისბაქტერიოზი – სასარგებლო და მავნე მიკროორგანიზმების ურთიერთქმედების დარღვევა ნაწლავში და შეედგად სასარგებლო ნაწილის უკმარისობა.
მიზეზები
დაავადების მიზეზებია:
· კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები (კოლიტი, ქოლეცისტიტი, პანკრეატიტი, ანაციდური გასტრიტი და სხვა);
· ინფექციები და პარაზიტები;
· მრს (მწვავე რესპირატორული სინდრომი);
· ალერგია;
· არაჯანსაღი კვება;
· სტრესი;
· ანტიბიოტიკების, სულფანილამიდების, ჰისტამინობლოკატორების, იმუნოდეპრესანტების, ტუბერკულოსტატიკების, ანტაციდების, მოსადუნებელი პრეპარატების, ჰორმონების შემცველების და ნესტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღება;
· ქიმიო და სხივური თერაპია;
· იმუნოდეფიციტური მდგომარეობა.
სიმპტომები
· მადის დაკარგვა;
· გულის რევა, ღებინება;
· ცუდი გემო პირში;
· მეტეორიზმი;
· ტკივილი მუცელში;
· კუჭის მოქმედების დარღვევა (შეკრულობისა და ფაღარათის მონაცვლეობა);
· ლორწოვანის და კანის სიმშრალე;
· ალერგიული გამონაყარი;
· სისუსტე, თავის ტკივილი, ცუდი ძილი.
ბავშვებში აღნიშნულ დაავადებას შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული სიმპტომები.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის ხდება კალას ანალიზი.
მკურნალობა
მნიშვნელოვანია არამარტო საჭირო მიკროორგანიზმების შემცველი საკვების გამოყენება, არამედ დისბალანსის მიზეზის აღმოფხვრა – ასეთ სიტუაციაში საჭიროა ასევე იმ დაავადების მკურნალობა, რომლებიც იწვევენ დისბაქტერიოზს. დაავადების მკურნალობა ხდება 3 ეტაპად:
· მავნე მიკროორგანიზმების და საჭმლის მონელებისას წარმოქმნილი შხამების მოცილება;
· მიკროფლორის სპეციალური პრეპარატებით აღდგენა, რომლებიც შეიცავენ ცოცხალ კულტურებს და მათი ცხოველუნარიანობისთვის საჭირო პროდუქტებს;
· ბალანსისთვის საჭირო სიტუაციის ხელშეწყობას.
დიეტა
დისბაქტერიოზის დროს პაციენტს ენიშნება დიეტა, რომელშიც შედის:
· მოხარშული ბოსტნეული;
· უცხიმო ხორცი, თევზი და კვერცხი;
· ფაფები, პური;
· რძემჟავა პროდუქტები;
· მცენარეული ზეთი;
· ჩაი, კისელი, მოცვი.
თუ დაავადებას ახლავს დიარეა, საკვებში უნდა შედიოდეს მოხარხუში და გახეხილი ბოსტნეული.
საშიშროება
ნაწლავის კედელი ხელმისაწვდომი ხდება ალერგენებისა და ტოქსინებისთვის, უარესდება ღვიძლის მუშაობა, კუჭქვეშა ჯირკვლის მუშაობა. ხდება ნაკლები ვიტამინებისა და მიკროელემენტების შეწოვა. ნაწლავის დისბაქტერიოზმა შეიძლება გამოიწვიოს: ალერგია; კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადება; კარიესი; დამაკავშირებელი ქსოვილის დაავადება; მენსტრუალური ციკლის დარღვევა.
რისკის ჯგუფი
ყველაზე ხშირად დაავადება გვხვდება:
· დაბალი იმუნიტეტის მქონე ადამიანებში;
· არარაციონალური კვების მქონე ბავშვებსა და დიდებში;
· ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებში;
· ანტიბიოტიკების მომხმარებლებში;
· ნარკოდამოკიდებულებში, მწველებსა და ალკოჰოლიკებში.
პროფილაქტიკა
რაციონალური დიეტა და მედიკამენტების მხოლოდ ექიმის დანიშნულებით გამოყენება.
რა არის ნევრალგია და როგორ ვუმკურნალოთ მას?
ნევრალგია – დაავადება, რომელიც წარმოადგენს ნერვების დაზიანებას, რასაც თან ახლავს ძლიერი ტკივილი. ხშირად ემართებათ ხანდაზმულ ადამიანებს. ნევრალგია არ აღინიშნება ბავშვებში.
ნევრალგიის ძირითად სახეობებში გამოიყოფა:
· სამწვერა ნერვის ნევრალგია;
· ნეკნთშორისი ნევრალგია;
· ენისა და საყლაპავის ნევრალგია;
· თეძოს ნერვის ნევრალგია;
· იშიასი;
· ბარძაყის გარე კანის ნერვის ნევრალგია;
· კეფის ნერვის ნევრალგია.
მიზეზები
დაავადების წარმოშობის მიზეზებია:
· ნერვების დამაზიანებელი ტრავმები;
· ნერვის ანთებითი ან ინფექციური დაავადებები;
· სიცივეში დიდხანს ყოფნა;
· ნერვული სისტემის დაავადება;
· გულსისხლძარღვთა დაავადება;
· შაქრიანი დიაბეტი.
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:
· სახის ქვედა ნაწილის ტკივილი და გრძნობის დაკარგვა;
· გულმკერდის არეში ტკივილი;
· თეძოში ტკივილი, რომელიც მთელი სიმწვავით გადადის ფეხის ბოლომდე;
· პულსირებადი ტკივილი ზურგის არეში, რომელიც გადადის თავზე და აწვება თვალებს.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ნევროლოგი. მკურნალობის დასადგენად ინიშნება:
· ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;
· რენტგენოგრაფია;
· კომპიუტერული ტომოგრაფია;
· მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია.
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
· ფიზიოთერაპევტულ მეთოდებს;
· ნემსებით ჩხვლეტას;
· ანთების საწინააღმდეგო და გასაუმტკივარებელ საშუალებებს;
· გამაყუჩებელ ინექციებს;
· В ჯგუფის ვიტამინებს;
· კრუნჩხვების საწინააღმდეგო პრეპარატებს;
· ელექტრომანუალურ თერაპიას.
საშიშროება
მკურნალობის არარსებობა იწვევს შემდეგი სახის გართულებებს:
· ნევრიტი;
· პარეზი;
· ჟანგბადის ნაკლებობა ნერვებში;
· სუნთქვის დარღვევა;
· პარალიჩი.
რისკის ჯგუფი
ამ ჯგუფში შედიან:
· ნივთიერებათა დარღვევის მქონე ადამიანები;
· შაქრიანი დიაბეტის მქონე ადამიანები;
· ჰიპერტონიით დაავადებულები;
· სკლეროზით დაავადებულებები.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· გადაციებისა და ზედმეტი ფიზიკური დატვირთვისგან თავის დაცვა;
· საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებების დროული მკურნალობა.
ნეიროდერმიტი: სიმპტომები, დიაგნოზი და მკურნალობა – რა არის ნეიროდერმიტი?
ნეიროდერმიტი: სიმპტომები, დიაგნოზი და მკურნალობა – რა არის ნეიროდერმიტი?
რა არის ნეიროდერმიტი? –ნეიროდერმიტი (Neurodermatitis), ასევე ცნობილი როგორც ნერვული დერმატიტი, არის ქრონიკული ანთებითი მდგომარეობა, რომელიც გავლენას ახდენს კანზე და უმეტესად გამოწვეულია სტრესით, მექანიკური გაღიზიანებით ან ალერგიული რეაქციებით. ის ხშირად აღინიშნება კანის სიშრალით, ქავილით და პილინგით, რამაც შეიძლება სერიოზული დისკომფორტი გამოიწვიოს.
ნეიროდერმიტი (ატოპიური დერმატოზი) – კანის ანთბითი დაავადება, რომელსაც აქვს ნერვულ-ალერგიული ხასიათი. ლოკალიზაციის მიხედვით გამოყოფენ:
· შეზღუდული;
· დიფუზური;
· ხაზოვანი;
· ფოლიკულური;
· ჰიპერტროფული;
· ფსორიაზული.
მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს:
· ხშირი სტრესი და დეპრესია;
· ნერვული სისტემის მოშლა;
· ორგანიზმისთვის მავნე პირობებში მუშაობა;
· ორგანიზმში მიმდინარე ანთბითი პროცესები;
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს:
· მკრთალი ვარდისფერი პაპულები;
· ძლიერი ქავილი და კანის გაუხეშება;
· კანის დანაპრალება;
· პიგმენტაციის დარღვევა.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დადგენისთვის საჭიროა:
· ბიოქიმიური გამოკვლევის ჩატარება;
· იმუნობიოლოგიური გამოკვლევა;
· სისხლის საერთო ანალიზის ჩატარება.
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
· ანტიჰისტამინურ პრეპარატებს;
· სედატიურ მედიკამენტებს;
· სპეციალიზირებულ საცხებს და მალამოებს;
· ფიზიოთერაპიულ პროცედურებს.
დიეტა
დაავდების მკურნალობისას საჭიროა ნახშირწყლებისა და მარილების მიღების შეზღუდვა. ასევე რაციონიდან საჭიროა შებოლილი, ტკბილეული და მძიმე საკვების ამოღება.
საშიშროება
დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი გართულებები:
· დაზიანებული კანის ნაწილიდან შესაძლებელია სისხლის მოწამვლა;
· შეიძლება განვითარდეს ეკზემას ჰერპესული ფორმა;
· შესაძლოა განვითარდეს ატოფიური კატარაქტა.
რისკის ჯგუფი
ამ ჯგუფში შედიან:
· ალერგიული რეაქციებისკენ მიდრეკილი ადამიანები;
· ჩვილობის ასაკში დიათეზის პრობლემის მქონე ადამიანები;
· ხშირი ფსიქოლოგიური დატვირთვის მქონე პირები.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· რაციონალური დიეტის დაცვა;
· ნეიროდერმიტის მაპროვოცირებელი დაავადებების დროული გამოვლენა და მკურნალობა.
ნეიროსიფილისინეიროსიფილისი: სიმპტომები, დიაგნოზი და მკურნალობა – რა არის ნეიროსიფილისი?
ნეიროსიფილისი: სიმპტომები, დიაგნოზი და მკურნალობა – რა არის ნეიროსიფილისი?
ნეიროსიფილისი (Neurosyphilis) არის სიფილისის მწვავე ფორმა, რომელიც მიკრობული ინფექციის შედეგად ვითარდება ნერვული სისტემის დაზიანების გამო. ეს დაავადება შეიძლება განვითარებული იყოს სიფილისისგან (სპიროხეტოზური ინფექცია), რომლის გადაცემის გზები ძირითადად სქესობრივი გზით ხდება, მაგრამ შესაძლებელია, რომ იდენტიფიცირდეს ინფექციური მიკრობების გავლენით ნერვულ სისტემაზე.
ნეიროსიფილისი – დაავადება, რომელსაც ახასიათებს ცენტრალური ნერვული სისტემის ინფექციური დაავადება, რაც გამოწვეულია მასში სიფილისის გამომწვევი ორგანიზმების შეღწევით.
ნეიროსიფილისის სახეობები
· ლატენტური ნეიროსიფილისი;
· ადრეული ნეიროსიფილისი;
· გვიანი ნეიროსიფილისი.
მიზეზები
ერთად-ერთი მიზეზი არის ორგანიზმში სიფილისის გამომწვევი ორგანიზმების შეღწევა.
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს:
· ძლიერი თავის ტკივილი;
· თავბრუსხვევა;
· გულის რევა, ღებინება;
· ხმაური ყურებში;
· ქალასშიდა წნევის აწევა;
· იშემიური, ჰემორაგიული ინსულტი;
· ქვედა კიდურების მგრძნობელობის დარღვევა;
· ზურგის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა;
· თეძოს ორგანოების ფუნქციის დარღვევა;
· რადიკულიტი გამოკვეთილი ტკივილით;
· ფეხებზე ტროფიკული წყლულების გაჩენა;
· ეპილეპტიკური შეტევა;
· პარალიჩი;
· სმენის დაქვეითება;
· მხედველობითი ნერვების ატროფია.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ნევროლოგი. მკურნალობის დასადგენად საჭიროა:
· სრული ნევროლოგიური გამოკვლევა;
· ლუმბალური პუნქცია;
· სისხლის სეროლოგიური გამოკვლევა;
· ცერებროსპინალური სითხის გამოკვლევა;
· თავის ტვინის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია;
· თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია.
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
· პენიცილინის შეყვანას ვენაში;
· ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს;
· კორტიკოსტეროიდულ საშუალებებს.
საშიშროება
მკურნალობის არარსებობა იწვევს შემდეგი სახის გართულებებს:
· თრომბოზი;
· გონებასუსტობა;
· ქვედა პარაპარეზი.
გართულებების შემთხვევაში შესაძლოა ლეტალური შედეგი.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· სიფილისის დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა;
· პროფილაქტიკური ზომების მიღება სიფილისის თავიდან ასაცილებლად.



