#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi
რა უნდა ვიცოდეთ კვერცხზე ალერგიის დროს?
კვებას ციკლის სხვადასხვა დღეებში ქალის განწყობასა და ფიზიკურ მდგომარეობას გავლენა…
მენსტრუალური ციკლი საშუალოდ,28 დღეს გრძელდება და რამდენიმე ფაზას მოიცავს. თითოეულ ფაზაში ქალი სრულიად განსხვავებულად გრძნობს თავს. ხან ემოციები ეძალება და ტირილი უნდა, ხან ტკბილზე აქვს მოთხოვნილება,შემდეგ მადა ეკარგება, მერე კი სამმაგი ძალით უნდა ჭამა.
აღმოჩნდა, რომ კვებას ციკლის სხვადასხვა დღეებში ქალის განწყობასა და ფიზიკურ მდგომარეობაზე გავლენის მოხდენა და გაუმჯობესება შეუძლია.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi
„DRG-ის დანერგვით მოსახლეობამ 170 მლნ უკვე დაზოგა“ – აზარაშვილი
ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ აზარაშვილი Facebook-ის პირად გვერდზე განცხადებას ავრცელებს. უწყების ყოფილი ხელმძღვანელი საზოგადოებას ამ პოსტით სამინისტროში 2-წლიანი მუშაობის ანგარიშს აბარებს.
„კლინიკებისთვის დიაგნოზთან შეჭიდული გადახდის სისტემის დანერგვით მოქალაქის მხრიდან თანაგადახდა ისტორიულ 10%-იან მინიმუმზეა და მოსახლეობამ 170 მლნ ლარი უკვე დაზოგა, მკაცრი სახელმწიფო კონტროლის პირობებში კი ბიუჯეტში მიტაცებული მილიონობით ლარი დაბრუნდა.
„გაურკვეველი წარმოშობის ონკომედიკამენტების დანიშვნის სქემაში, სავარაუდოდ, 60 ექიმია ჩართული“ – აზარაშვილი
ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ აზარაშვილი Facebook-ის პირად გვერდზე განცხადებას ავრცელებს. უწყების ყოფილი ხელმძღვანელი საზოგადოებას ამ პოსტით სამინისტროში 2-წლიანი მუშაობის ანგარიშს აბარებს.
“მინდა, საზოგადოებისთვის ჩემი სამინისტროში მოღვაწეობის ორწლიანი ანგარიში, მადლიერებით დავიწყო, რადგან ხშირად მოკლევადიანი პიარით მოხიბლულებს ვინ ვართ გვავიწყდება. გულწრფელი მადლობა მსურს, გადავუხადო ირაკლი ღარიბაშვილს 4 წლის წინ გამოჩენილი ნდობისთვის, 20-წლიანი საბანკო საქმიანობის შემდეგ რომ მომცა შესაძლებლობა, მემსახურა ჩემი ქვეყნისთვის, ჯერ ქვეყნის თავდაცვის მიმართულებით და 2022 წლიდან ჯანდაცვის სამინისტროში. ამიტომ ჩემთვის უძვირფასესი ჩემი საქმიანობის მისი გულწრფელი შეფასებაა. სწორედ ამ მხარდაჭერითა და ერთსულოვნებით შევძელით სისტემაში იმ დროისთვის გადაუჭრელი პრობლემების და ბოლო 30 წლის განმავლობაში შეუძლებელი რეფორმების 2 წელიწადში განხორციელება. ჩემთვის ეს ხომ ერთი ჩვეულებრივი სამსახური კი არა, ქვეყნისთვის მსახურება იყო.
იმ დროისთვის, ჯანდაცვის სექტორში მოცემულობა იყო კრიტიკულად რთული, სუსტი კონტროლით და სრული დერეგულაციით მიღებული სავალალო შედეგები კი – მყისიერად მოსაგვარებელი. ამას თან ერთვოდა კოვიდის მიმდინარე საფრთხეები; ზოგიერთი კლინიკის და ზოგიერთი ფარმაცევტული კომპანიის მხრიდან არაკეთილსინდისიერად ფულის მიტაცების ცხადი ფაქტები.
სამინისტროში საქმიანობის ორწლიან პერიოდში, ყოველი დღე, იყო სტრესით, ზეწოლითა და პროტესტით სავსე. ჩვენი ყველა გადაწყვეტილება კი – პრინციპული, გაბედული და რისკიანი, ის ხომ სისტემაში წლობით ფესვგადგმულ უმსგავსობას პირდაპირ თუ ირიბად ეხებოდა. თუმცა, გუნდის ერთიანი სულისკვეთებით, საქმის კეთების მაღალი სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობით და ირაკლი ღარიბაშვილის ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერით განვახორციელეთ რეფორმები, რომლებზე საუბარიც კი ბევრს წარმოუდგენელი ეჩვენებოდა.
კლინიკებისთვის დიაგნოზთან შეჭიდული გადახდის სისტემა იყო 30 წლის მანძილზე წინამორბედი ყველა მინისტრის დიდი სურვილი, რომ დაენერგათ. პირველივე წელს შევძელით და ამოქმედდა ეს სისტემა, რომელმაც ტრანსპარენტული გახადა ყველა არაკეთილსინდისიერი მოთამაშის ქმედება და დარღვევის ყველა დეტალი ზედაპირზე გამოიტანა. სწორედ ამიტომ, დავაინიცირეთ სამედიცინო რეგულირების კანონში ცვლილება, რომელსაც, სამწუხაროდ, კიდევ უფრო დიდი პროტესტი მოყვა, ეს ხომ ზოგიერთისთვის არაკეთილსინდისიერად, ხალხის სიცოცხლისა და ბიუჯეტის ხარჯზე გამდიდრების შესაძლებლობას მნიშვნელოვნად ამცირებდა. DRG-ის დანერგვის შემდეგ მოქალაქის მხრიდან თანაგადახდა ისტორიულ 10%-იან მინიმუმზეა და მოსახლეობამ 170 მლნ ლარი უკვე დაზოგა, მკაცრი სახელმწიფო კონტროლის პირობებში კი ბიუჯეტში მიტაცებული მილიონობით ლარი დაბრუნდა.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi
პროგრესი, რომლის შეჩერებაც შეუძლებელია…
დიმიტრი ტვილდიანი სტუმრად ეკატერინე სანიკიძესთან…
„ბევრ საქმეში „პიონერობა მომიწია…
„თეთრი ყვავი“, რა თქმა უნდა, არავის არ უნდა…“
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi
„კოვიდი გულზე პრობლემებს ტოვებს…“
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ კოვიდი გულზე პრობლემებს ტოვებს.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi
კვლევა – თვითმკვლელობის მაჩვენებლები იზრდება, როდესაც ჰაერის ხარისხი იკლებს
ახალმა კვლევამ, რომელიც მოიცავს 1400 ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგურის მონაცემებს მთელს ჩინეთში, აჩვენა, რომ თვითმკვლელობის მაჩვენებელი იზრდება ჰაერის ხარისხის დაქვეითებით. ის ასევე გვიჩვენებს, თუ როგორ დაეხმარა ქვეყნის მასშტაბით, მთავრობის მიერ განხორციელებულმა გეგმამ ჰაერის დაბინძურების შემცირების მიზნით, რამდენიმე წელიწადში ათიათასობით თვითმკვლელობის თავიდან აცილება.
კვლევის თანახმად,როცა ჰაერის ხარისხი უარესდება, სუიციდის შემთხვევები იმატებს. საინტერესოა, რომ სახელმწიფოში ემისიების შესამცირებლად შემოღებული ცვლილებების შედეგად სულ რამდენიმე წელში თვითმკვლელობის მაჩვენებელმაც იკლო.
ჩინეთს აქვს რამდენიმე ყველაზე დაბინძურებული ქალაქი მსოფლიოში, მისი მეტროპოლიები დაფარულია სქელი სმოგით, რომელიც მძიმედ ეკიდება მილიონობით ურბანულ მაცხოვრებელს.
ჩინეთის ზოგიერთი ქალაქი მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე დაბინძურებული ჰაერის მქონე ადგილებს შორისაა, სადაც შენობები სქელ სმოგშია მოქცეული. ამავე დროს, სუიციდის გლობალური შემთხვევების დაახლოებით 16% სწორედ ამ ქვეყანაში ფიქსირდება. ეკონომისტთა ჯგუფმა ეს ორი ასპექტი დააკავშირა და მათ შორის გარკვეული ურთიერთდამოკიდებულება გამოავლინა.
2013 წელს ჩინეთში ჰაერის დაბინძურების პრევენციისა და კონტროლის სამოქმედო გეგმა გააქტიურდა. ის ინდუსტრიული ემისიების შემცირებას, ტრანსპორტის გამონაბოლქვის კონტროლს, გასათბობად ბუნებრივ აირზე გადასვლასა და მზისა და ქარის ენერგიის გამოყენების წახალისებას გულისხმობდა. ამ პერიოდში ქვეყანაში სუიციდის მაჩვენებელმა მნიშვნელოვნად იკლო.
2010-2021 წლებში თვითმკვლელობების ყოველწლიური მაჩვენებელი ყოველ 100 000 ადამიანზე 10.88-დან 5.25-მდე შემცირდა. ამაზე ჰაერის ხარისხის გავლენის გამოსაკვლევად, გუნდმა სხვადასხვა ფაქტორი გააანალიზა.
ჰონკონგის ჩინეთის უნივერსიტეტის ეკონომისტმა პენ ჟანგმა და მისმა კოლეგებმა ისარგებლეს ამ “გასაოცარი” ტენდენციებით, რათა დაენახათ, შეეძლოთ თუ არა ჰაერის დაბინძურების ეფექტის იზოლირება სუიციდის რისკზე სხვა ფაქტორებისგან, რომლებიც დაკავშირებულია თვითმკვლელობასთან.
მათ ყურადღება მეტეოროლოგიურ ფენომენზე გაამახვილეს, რომელსაც თერმული ინვერსია ეწოდება. ამ დროს ჰაერის ზედა შრე მის ქვემოთ მოქცეულ ცივ და დაბინძურებულ აირს ზედაპირთან ახლოს უბიძგებს, რაც რამდენიმე საათს გრძელდება. ქვეყნის მასშტაბით ამას ჰაერში მცირე ზომის ნაწილაკების (PM2.5) ყოველკვირეული საშუალო შემცველობის დაახლოებით 1%-მდე გაზრდა შეუძლია.
„მიუხედავად იმისა, რომ რჩება ბევრი ღია კითხვა ჰაერის ხარისხთან, ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და თვითმკვლელობას შორის კავშირთან დაკავშირებით, ეს ანალიზი აქტუალურობას მატებს მთელ მსოფლიოში დაბინძურების კონტროლის პოლიტიკის მოწოდებებს“, წერს გუნდი.
სხვა კვლევებით დადგინდა, რომ ეს ნაწილაკები შესაძლოა, ტვინში მოხვდეს და სულ რაღაც 24 საათში მისი ქიმია შეცვალოს. შედეგად კი, არაა გამორიცხული, ეს უარეს მენტალურ ჯანმრთელობასა და, პოტენციურად, ემოციების რეგულაციის სირთულეს დაედოს საფუძვლად.
ამ და სხვა მონაცემების საფუძველზე ავტორებმა დაადგინეს, რომ იმ კვირებში, როცა თერმული ემისიები ფიქსირდებოდა, სუიციდის შემთხვევებიც მოულოდნელად იმატებდა. აღნიშნული ეფექტი მხოლოდ 7 დღის განმავლობაში შეინიშნებოდა.
„ეს თვითმკვლელობის ‘დამატებითი’ შემთხვევებია, ანუ ისინი არ დაფიქსირდებოდა, ჰაერის ხარისხი რომ არ გაუარესებულიყო”, – წერია ახალ ნაშრომში.
საბედნიეროდ, ბოლო წლებში ამ მხრივ ჩინეთში სიტუაცია გამოსწორდა. მეცნიერები სუიციდის მაჩვენებლის კლების თითქმის 10%-ს სწორედ ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას უკავშირებენ. ეს 2013-17 წლებში 46 000 “გადარჩენილ” სიცოცხლეს ნიშნავს.
რა თქმა უნდა, ამ ორ ფაქტორს შორის პირდაპირი მიზეზშედეგობრივი დამოკიდებულების შესახებ მრავალი კითხვა არსებობს, მაგრამ საკითხის შესასწავლად პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi
ძალიან ემოციურია – გიორგი ფხაკაძე დედას და ბებიებს იხსენებს: „ჩვენი დედები, ბებიები არიან ჩვენი საგანძური“
გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე 3 მარტს ულოცავს ყველა დედას, ყველა ბებიას…
ძალიან ემოციურია, – გიორგი ფხაკაძე დედამისს და ბებიებს იხსენებს:
„ჩემი ორი ბებია ძალიან მიყვარს. ვაფანატებ ორივე ბებიაზე. ორივე არის ძალიან განსხვავებული ადამიანები. ერთი ბებია უკრაინელია, მეორე ბებია ქართველია. ერთი დაიბადა ყირმში, მეორე დაიბადა ყაზბეგში. მე ვფიქრობ, ორივენი არიან საუკეთესო დედები. ქართველი ბებია არის ჭარხალაშვილი-ფხაკაძე, სხვათა შორის, ჩვენს პატრიარაქს იცნობდა, იყო დამსახურებული პედაგოგი. ბებია არის ჩემთვის განათლების, სითბოს, ყველაფრი კარგის განსახიერება. ასევე დედაჩემის დედა, კატია ილჩუკ – ძალიან განსხვავებული ქალბატონი იყო, რომ გარდაიცვალა, მერე გავიგე, კგბ-ს გენერალი ყოფილა, – მისი გარდაცვალების შემდეგ გავიგე. მისი და იყო ყირიმის მთავარი პროკურორი. ორივე ამზადებდა საოცარ საჭმელებს, კატია ბებია ამზადებდა ისეთ ბორშჩს, რომ ვერ წარმოიდგენთ, ქეთო ბებია აცხობდა ისეთ იმერულ ხაჭაპურებს, გაგიჟდებოდა ადამიანი.
დედაჩემი ძალიან მიყვარს და დარწმუნებული ვარ, ყველას გულშია დედა. შეიძლება, ხან რაღაც გაურკვევლობა მოხდება, ზოგჯერ ვერ გამოვნახოთ საერთო ენას, მაგრამ რაც უნდა იყოს, დედა არის დედა. არ ვიცი, დედამიწაზე რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ დედაზე იყო ბოლომდე გაბრაზებული, ეს ხომ გამორიცხულია.
მეცნიერი ადამიანია, მაგრამ, თურმე რაღაცა არსებობს ისეთი, რასაც მეცნიერება ვერ ხსნის – დედას და შვილს შორის კომუნიკაცია. 2002 წელს ვიყავი ონდოეთში, ვიმყოფებოდი კონფერენციაზე ისეთ ადგილას, სადაც მოწყვეტილი ვიყავი სამყაროს (არ იყო ინტერნეტი, არ იჭერდა ტელეფონი), სიტყვით უნდა გამოვსულიყავი კონფერენციაზე. როცა ჩავედი, გავხდი ავად, მქონდა მაღალი ტემპერატურა, მეგონა, მოვკვდებოდი (მეგონა, მალარია დამემართა, დენკი დამემართა), სამი დღის განმავლობაში ვიყავი ძალიან ცუდად, ოთახიდან ვერ გავდიოდი. კონფერენცია დასრულდა და მეც კარგად გავხდი. როცა დავბრუნდი ჩენაიში, სადაც ვცხოვრობდი (სამხრეთ ინდოეთში), დამირეკეს და მითხრეს, რომ დედა გარდაიცვალა. მეგონა, რომ მსოფლიო ჩამოინგრა. დედაჩემი ყოფილა ძალიან ცუდად სამი დღის განმავლობაში, ზუსტად იმ დროს, როცა ცუდად ვიყავი. ექიმი ვარ და არ მჯერა არც ასტროლოგიის… მაგრამ, ფაქტია, ის სამი დღე, დედაჩემი როცა ძალიან ცუდად იყო, მეც ვიყავი ძალიან ცუდად. სულ ყოველთვის ამაზე ვფიქრობდი, დედაჩემი ცუდად რომ იყო, ახსენებდა ჩემს სახელს. ეს გრძნობაა, რომელიც, ღმერთმა დაგიფაროთ, თქვენ ეს გამოცადოთ, ძალიან რთულია. მინდა, რომ ყველას დედამ ძალიან დიდხანს იცოცხლოს, დედა არის დიდი ბედნიერება.დედასა და შვილს შორის კავშირი არის ისეთი ძლიერი, რომელიც არის ენით აუწერელი, მეცნიერულად ამოუხსნელია, – ეს არის კომუნიკაცია, რომელიც ყოველთვის არის დედასა და შვილს შორის. არის ბევრი დედა, რომელსაც არ ჰყავს საკუთარი შვილი, მაგრამ ის არის ისეთი თბილი დედა, ძალიან უყვარს ბავშვები.
ჩვენი დედები, ბებიები არიან ჩვენი საგანძური და უნდა გავუფრთხილდეთ, ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს, როცა სახლში მიხვალ და დაგხვდება სადილი. ქუთაისში როცა ჩავიდოდი, მეგობრების სანახავად როცა მივდიდოდი, მირეკავდა დედა, – სად ხარ, გიორგი?!- უნდა ვიცოდე, სად ხარ! – ვეტყოდი, დედა, ტერორისტებთან ვცხოვრობდი… დედა ყოველთვის შენზე ნერვიულობს.
სხვათა შორის, ძალიან თანამედროვე ქალბატონი იყო დედაჩემი, „ჯიგარ დედას“ ეძახდნენ ჩემი მეგობრები. ძალიან სტუმართმოყვარე ოჯახი მყავდა ქუთაისში. როცა დედა იყო სახლში, ძალიან სხვანაირი იყო ჩემი ოჯახი.
თითოეული წამი არის ძალიან, ძალიან, ძალიან ღირებული ცხოვრებაში! – მოეფერეთ დედებს, მოეფერეთ ბებიებს! ეს სიყვარული არის ღრმა, უანგარო, რომელსაც ვერ იყიდი! ეს არის ისეთი რამ, რაც ცხოვრებაში გაქვს ერთი და უნდა გაუფრთხილდე, როგორც ყველაზე, ყველაზე დიდ საგანძურს! დედაზე დიდი საგანძური არ არსებობს დედამიწაზე, ვერც ფულით იყიდი და ვერც ვერაფრით!
ვისაც გაქვთ ყველაზე დდი ბედნიერება, სახლში გყავთ დედა და ბებია, გაუფრთხილდით და ისიამოვნეთ თითოეული წამით, იხალისეთ, აუცილებლად ელაპარაკეთ, თორემ მერე ინანებთ, რატომ ბევრი არ ველაპარაკე, რატომ ბევრი არ ჩავეხუტე, რატომ ბევრი არ ვჭამე მისი გამზადებული სამჭელი!
მოეფერეთ დედებს! დედაზე ძლიერი თუ რამე არსებობს ამ ქვეყანაზე, არ ვიცი! ჩემთვის დედაჩემი არის ის ადამიანი, რომელმაც შექმნა გიორგი ფხაკაძე! ჩემს გაზრდაში ძალიან დიდი წვლილი აქვთ! ვისაც აღარ გყავთ დედები, ბებიები და ბაბუები, ყველაზე დიდი, რისი გაკეთებაც ჩვენ შეგვიძლია, ეს არის, ყოველთვის გვახსოვდეს, გვახსოვდეს, ისინი რას აკეთებდნენ, ჩვენ რასაც ვაკეთებთ, იმათი სახელით ვაკეთებთ ყველაფერს, სიკეთეს იმათი სახელით ვაკეთებთ!..“
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi










