#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi
მნიშვნელოვან როლს ასრულებს ზოგადი ჯანმრთელობის, განსაკუთრებით კი, გულის ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში
ნაწლავს მნიშვნელოვანი როლი აქვს მეტაბოლურ ჯანმრთელობაში
ჯანმრთელობისა და ფიტნესის სტანდარტების უპირატესობები
ჯანმრთელობისა და ფიტნესის სტანდარტების უპირატესობები:
ჯანმრთელობისა და ფიტნესის ინდუსტრია მედიის ყურადღების ქვეშ მოექცა 1990-იანი წლების დასასრულს და 2000-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ფიტნესის მომსახურების მიწოდებისას დაფიქსირდა პირადი ინსტრუქტორის ზედამხედველობის ქვეშ მყოფი კლიენტებისთვის მიყენებული მრავლობითი დაზიანებები და სიკვდილიანობის ფაქტები.
შედეგად, 2006 წელს, გლობალური ჯანმრთელობისა და ფიტნესის ასოციაციამ www.ihrsa.org მსოფლიოში ფიტნესის ერთ-ერთმა უდიდესმა მომსახურეობის მომწოდებელმა ორგანიზაციამ შეიმუშავა საბოლოო და ოფიციალური კორპორატიული დადგენილება, რომლის თანახმადაც მის წევრ სპორტულ-გამაჯანსარებელ კლუბებში დასაქმდებოდნენ მხოლოდ ის პირადი ტრენერები/მწვრთნელები, რომლების სერტიფიცირებულნი იქნებოდნენ სასერტიფიკატო სააგენტოების ეროვნული კომისიის (NCCA) www.credentialingexcellence.org მიერ აკრედიტირებული სასერტიფიკატო ორგანიზაციების მიერ ან აშშ-ს განათლების დეპარტამენტის (USDE) მიერ აღიარებული რომელიმე ორგანიზაციის და/ან უმაღლესი განათლების აკრედიტაციის საბჭოს (CHEA) მიერ.
IHRSA-ს რეზოლუციის თანახმად, აღიარებული ორგანიზაცია მოგვიანებით გახდა დისტანციური განათლებისა და ტრენინგის საბჭო (DETC), რომელიც ამჟამად ცნობილია, როგორც დისტანციური განათლების აკრედიტაციის კომისია (DEAC).
IHRSA–ს კორპორატიული რეკომენდაციის შედეგად, დაიწყო მრავალი პირადი მწვრთნელის კვალიფიკაციისა და მომსახურების მიწოდების წესების გაუმჯობესება. დაახლოებით ამავე დროს, ჯანდაცვისა და ფიტნესის ინდუსტრია გადაერთო სტანდარტებისა და გზამკვლევების შემუშავებაზე, რომელიც იქმნებოდა სხვადასხვა შეთანხმებული პროცესებით, რათა დაემტკიცებინათ კლიენტებისთვის სათანადო ფიტნესის მომსახურების მისაწოდებლად შექმნილი გზამკველვები და სტანდარტები. ამასთან დაკავშირებით, ჯანმრთელობისა და ფიტნესის გზამკველვები და პრაქტიკული სტანდარტები შემუშავდა მთელი რიგი ცნობილი ფიტნესის ორგანიზაციის მიერ, მათ შორის IHRSA www.ihrsa.org, ამერიკის სპორტული მედიცინის კოლეჯი (ACSM) www.acsm.org, ამერიკის აერობიკისა და ფიტნესის ასოციაცია (AFAA), ძალასა და გამძლეობაში წვრთნის ეროვნული ასოციაცია (NSCA) www.nsca.com და სამედიცინო ფიტნესის ასოციაცია (MFA) www.medicalfitness.org.
მსგავსი სტანდარტების დადგენილებების შექმნის შემდეგ, შემუშავდა ასეთი სტანდარტების ახალი რედაქციები, მათ შორის, ამერიკის სპორტული მედიცინის კოლეჯისა (ACSM) და ძალასა და გამძლეობაში წვრთნის ეროვნული ასოციაციის (NSCA) მიერ.
რამდენიმე წლის წინ, კიდევ ერთი მსგავსი ძალისხმევა იქნა გაწეული პარტნიორული ურთიერთობების ACSM–სა და NSF International–ს (NSF) www.nsf.org შორის ჩამოსაყალიბებლად, რამაც ხელი შეუწყო ამერიკის ეროვნული სტანდარტების ინსტიტუტის (ANSI) მიერ დამტკიცებულ პირველად ამერიკის ეროვნული სტანდარტის (ANS) შექმნას. მოსალოდნელი იყო, რომ ეს სტანდარტი საბოლოო ჯამში გააუმჯობესებდა შეერთებულ შტატებში ფიტნესის მომახურების ხარისხს. თუმცა, მას შემდეგ, რაც ერთხელ ANSI-ს ყურადღება მიიპყრო იმ ფაქტმა, რომ სტანდარტის შექმნის მცდელობისას ფიტნესის ინდუსტრიის მნიშვნელოვანი სეგმენტი იქნა გაუთვალისწინებელი, სტანდარტისთვის დაწესებული ANSI-ს სანქცია, როგორც ამერიკის ეროვნული სტანდარტი, 2014 წლის 8 აგვისტოს სტანდარტი NSF–ს მიერ გაუქმდა, როგორც ამერიკის ეროვნული სტანდარტი. ინდუსტრიის სტანდარტებთან მიმართებაში NSF-ის ჩამორჩენის მიუხედავად, მთელი ინდუსტრიის პერსპექტივის გათვალისწინებით სწორად დაწერილმა სტანდარტებმა უნდა გააუმჯობესოს ქვეყანაში ფიტნესის მომსახურების მიწოდების ხარისხი.
ჯანდაცვისა და ფიტნესის სფეროს ყველა პროფესიონალს, ვინც მომხმარებელს ემსახურება, კლიენტებისთვის მომსახურების მიწოდებისას, უნდა ესმოდეს და იყენებდეს ინდუსტრიის მოქმედი სტანდარტების დებულებებს. სტანდარტებით უნდა განისაზღვროს ფიტნესში კლიენტების მომსახურების სათანადო ზომები და პროცედურები, რომლებიც შექმნილია იმისთვის, რომ დაცული იყვნენ როგორც მომხმარებლები, ასევე ფიტნესის პროფესიონალები (სავარაუდო პრეტენზიებისაგან და სასამართლო დავებისაგან).
სტანდარტების დებულებებში გათვალისწინებულია ფიტნესის პროცედურები კლიენტებითვის, სკრინინგი, ტესტირება, ვარჯიშის დანიშნულება/რეკომენდაცია, ზედამხედველობა, ფიტნესის აღჭურვილობის შერჩევა/გამართვა/გამოყენება/შენახვა, არსებული მომსახურების გაწევა, გადაუდებელ შემთხვევებზე რეაგირება და ისეთი საკითხებიც, როგორიცაა ინფორმირებული თანხმობა, გამოშვებისა და უარის თქმის უფლების გამოყენება, დაზღვევა და სხვა საკითხები. აშკარაა, რომ ასეთი განცხადებები ქმნის ბარიერს, რომელიც ფიტნესის ყველა პროფესიონალმა, პირადი ტრენერების ჩათვლით, უნდა სცადოს, რომ გადალახოს, რათა თავიდან აიცილოს ნაკლებად ხელმისაწვდომი მომსახურების მიწოდება, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს როგორც ფიტნესის ინდუსტრიის კლიენტებს, ასევე, ფიტნესის პროფესიონალებს პოტენციური პრეტენზიისა და სარჩელის სახით. ფიტნესის გამოჩენილი ასოციაციების მიერ შემუშავებული სტანდარტების დებულებებში, ასევე, შედის IHRSA1, ACSM2, AFAA3 და NSCA4 სტანდარტები.
- IHRSA-ს კლუბის წევრობის სტანდარტები. IHRSA–ს სახელმძღვანელო კლუბის წევრობისა და ქცევის შესახებ. მე-3 გამოცემა. ბოსტონი: გლობალური ჯანმრთელობის და ფიტნესის ასოციაცია; 2005 წ.
- Tharrett S.J., Peterson J.A., რედ. ACSM-ის ჯანმრთელობის/ფიტნესის დაწესებულების სტანდარტები და სახელმძღვანელო მითითებები. მე-5 გამოცემა. შამპანი, III; ადამიანის კინეტიკა; 2012 წ.
- AFAA-ს ფიზკულტურის სტანდარტებისა და გზამკვლევების საცნობარო სახელმძღვანელო, შერმან ოქსი, კალიფორნია; ამერიკის ათლეტიკისა და ფიტნესის ასოციაცია (AFAA); 2010 წ.
- NSCA-ს გამაჯანსაღებელი და წვრთნის პროფესიული სტანდარტები და გზამკვლევები, დამტკიცებული 2009 წლის 8 ივლისს, განახლებული 2001 წლის NSCA-ს სტანდარტებისა და გზამკველვების მიხედვით. ხელმისაწვდომია: www.nsca.com/WorkArea/DownloadAsset.aspx?id=638.
Colorado Springs: ძალასა და გამძლეობაში წვრთნის ეროვნული ასოციაცია (NSCA) ხელმისაწვდომია 2015 წლის 1 ოქტომბრიდან.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi
ქართული მინერალური წყლები: ისტორია და სასარგებლო თვისებები
“ბორჯომის” სამკურნალო თვისებები ჯერ კიდევ ძველ ეპოსშია აღწერილი. ცნობები ამ სასწაულმოქმედი წყლის წყაროების შესახებ 1500 წელზე მეტს ითვლის.
“ბორჯომი” — საშუალო მინერალიზაციის, სუფრის, ნატრიუმის ჰიდროკარბონატული, სამკურნალო მინერალური წყალია. წყაროები საკურორტო ქალაქ ბორჯომში მდებარეობს.
სხვა ანალოგიური მინერალური წყლებისგან განსხვავებით “ბორჯომი” მიწის ზედაპირთან გაცივებას ვერ ასწრებს და თბილი ამოდის (38–41 გრადუსი ცელსიუსით), “გზადაგზა” ბუნებრივად იფილტრება, განიცდის მინერალიზაციას და 60 სხვადასხვა ქიმიური ელემენტით მდიდრდება, რაც მის შემადგენლობას უნიკალურს ხდის.
მინერალური წყალი საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოების, კუჭ-ნაწლავის, სანაღვლე გზების, თირკმლის და სხვა დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება.
ჩვენი წელთაღრიცხვის I ათასწლეულის დასაწყისით დათარიღებული ქვის აბაზანები, რომლებიც XX საუკუნის დასაწყისშია აღმოჩენილი, მოწმობს, რომ მინერალური წყაროები საბანაოდ ძველი დროიდან გამოიყენებოდა.
ქართველი ისტორიკოსების კვლევების თანახმად, ბორჯომის ხეობის მინერალური წყლები I საუკუნიდან XVI საუკუნის ბოლომდე გამოიყენებოდა, მაგრამ შემდეგ ისინი დიდი ხნით დავიწყებას მიეცა.
წყარო აღადგინეს XIX საუკუნის დასაწყისში ხერსონის პოლკის გრენადერების წყალობით, რომლებმაც წყარო მდინარე ბორჯომის მარჯვენა ნაპირზე აღმოაჩინეს. უკვე 1850 წელს იქ მინერალური წყლების პირველი პარკი გაშენდა, ხოლო 1854 წელს პირველი ჩამოსასხმელი ქარხნის მშენებლობაც დაიწყო.
კურორტის და თავად წყლის უდავო ღირსებებს მაღალი შეფასება მისცა რუსეთის იმპერატორმაც, რომლის ბრძანებით 1892-1895 წლებში ლიკანში მავრიტანული სტილის ვილა — რომანოვების სასახლე აიგო.
ეს უნიკალური ბალნეოლოგიური და კლიმატური კურორტი ზღვის დონიდან 900 მეტრის სიმაღლეზე, მდინარეების მტკვრისა და ბორჯომულას ხეობაში მდებარეობს.
სქურის წყალი დალევისა და ჩამოსხმის გარდა, ბალნეოსამკურნალოდ, ანუ წყლის აბაზანების სახითაც გამოიყენება და მრავალ დაავადებას კურნავს
სქურის წყალი, გამორჩეულად სუფთაა, რასაც მოწმობს კალმახების ჭარბი რაოდენობა სქურის მდინარე ჭანისწყალში და სასმელი წყალი, რომლითაც ირგვლივ სოფლები მარაგდება. 1920 წელს მას სამკურნალო წყლის სტატუსი მიენიჭა.
სამეცნიერო დასკვნით სქურის წყალი დალევისა და ჩამოსხმის გარდა, ბალნეოსამკურნალოდ, ანუ წყლის აბაზანების სახითაც გამოიყენება და მრავალ დაავადებას კურნავს.
კურორტი სქური ზღვის დონიდან 450-500 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და გარშემორტყმულია წიწვოვანი და ფოთლოვანი მცენარეებით დაფარული მაღალი მთებით.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi
ჯანმრთელობისა და კლიმატის საკითხები, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi
რა სიკეთე მოაქვს თავსატეხს ბავშვებისთვის
რა სიკეთე მოაქვს თავსატეხს ბავშვებისთვის?… თავსატეხის გავლენა და სიკეთე ბავშვებში. თავსატეხის კეთების დროს ბავშვი იწყებს ფიქრს, გამოსავლის პოვნას, საკუთარ თავთან სვამს კითხვებს და ეძებს პასუხებს…
„საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის შეფასების დრო დადგა…“ – გიორგი ფხაკაძე
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის შეფასების დრო დადგა…
მისი თქმით, შეფასება დაწერილი ქონდა, როცა ბატონი დავითის კომენტარი გაუგზავნეს. ბატონი დავითი იგივეს ამბობს, რაც მან დაწერა.
„საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის შეფასების დრო დადგა…
პოსტი დაწერილი მქონდა. დილით მეგობარმა ბატონ დავით გადელიას კომენტარი გამომიგზავნა….
წავიკითხე და ბატონი დავითი იმას ამბობს, რაც მე დავწერე, ოღონდ მე უფრო “დიპლომატიური” ტექსტი გამომივიდა…
გადავწყვიტე ჩემი პოსტის მაგივრად ბატონი დავითის პოსტი უცვლელად გავაზიარო…“ – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.
შეიძლება დრამატული გავლენა მოახდინოს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე…
ყველამ ვიცით, რომ ღამის ცვლაში მუშაობა დამღლელი ამოცანაა, როგორც გონებრივად, ასევე ფიზიკურად. ეს ზრდის წონის მომატების რისკს, რადგან ადამიანი ამ დროს ნაკლებ ენერგიას ხარჯავს – რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, თუ როგორ შეიძლება მზის ნაკლებობამ გამოიწვიოს ინდივიდში დეპრესია.
Brigham and Women’s Hospital-ის მკვლევრები გვთავაზობენ ეფექტურ მეთოდს, რომელიც დაეხმარება ღამის ცვლაში მყოფ მუშაკებს დააბალანსონ განწყობა და ემოციური კეთილდღეობა ამ ხანგრძლივი ღამის საათების მუშაობის დროს და ეს დღისით ჭამაა.
კვლევა გამოქვეყნებულია Proceedings of the National Academy of Sciences-ში.
„ჩვენი დასკვნები გვაძლევს მტკიცებულებას საკვების მიღების დროზე, რაც აუცილებელია ინდივიდის ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის. ეს განსაკუთრებით მათთვისაა, რომლებიც მუშაობენ ცვლაში და განიცდიან ცირკადული რიტმის დარღვევას”, – თქვა კვლევის ავტორმა ფრენკ ა.ჯ.ლ შეერმა.
კვლევის ავტორების თქმით, საჭიროა შემდეგი კვლევები ცვლის მუშაკებზე რათა მტკიცედ დადგინდეს რამდენად ცვლის განწყობას კვების დარეგულირება. მანამდე კი, მათი კვლევა მიუთითებს, რომ საკვების მიღების დრო პირდაპირ დაკავშირებულია ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან.
საკვები წამალია
19 მონაწილე, 12 კაცი და 7 ქალი, მონაწილეობდა კვლევაში. ორი კვირის განმავლობაში პირველი ჯგუფი ჭამდა დღის და ღამის საათებში, ხოლო მეორე ჯგუფი მხოლოდ დღის საათებში.
მკვლევრებმა გამოავლინეს, რომ ჭამის დრომ ნამდვილად იმოქმედა მონაწილეთა განწყობის დონეზე. მე-4 დღეს, დღის და ღამის კვების საკონტროლო ჯგუფს ჰქონდა მომატებული დეპრესიის ნიშნები. თუმცა, განწყობის ცვლილებები და დეპრესიის ნიშნები არ დაფიქსირებულა დღის კვების ჯგუფში. მკვლევრებმა ასევე აღნიშნეს, რომ ადამიანები, რომლებსაც ცირკადული ცდომილების უფრო მაღალი ხარისხი ჰქონდათ, უფრო მიდრეკილნი იყვნენ დეპრესიისა და შფოთვის მსგავსი განწყობის ცვალებადობისკენ.
მთლიანობაში, ჯგუფმა დაადგინა, რომ დეპრესიის მსგავსი განწყობის დონე გაიზარდა 26 პროცენტით და შფოთვის მსგავსი განწყობის დონე 16 პროცენტით.
„ცვლის მუშაკებს — ისევე როგორც პირებს, რომლებსაც აქვთ ცირკადული შეფერხება, სჭირდებათ კვების დარეგულირება. ჩვენი აღმოჩენები ხსნის კარს ახალი ძილის/ცირკადული ქცევითი სტრატეგიისთვის, რომელიც ასევე შეიძლება სასარგებლო იყოს ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევების მქონე პირებისთვის. ეს ნიშნავს, რომ ძილისა და ცირკადული ციკლების ოპტიმიზაცია პირდაპირ დაკავშირებულია ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან. კვების დრო უშუალოდ დაკავშირებულია ამ ყველაფერთან”, – ამბობენ მკვლევრები.
თუმცა, საკვების მიღების დროის მიზეზობრივი როლი ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ჯერ კიდევ შესამოწმებელია. საჭიროა შემდგომი კვლევები, რათა დადგინდეს, შეუძლია თუ არა საკვების დროის ცვლილებას დაეხმაროს იმ პირებს ვისაც დეპრესია უკვე აწუხებს.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi










