ორშაბათი, ივნისი 22, 2026

კავერნიტი – ვითარდება მამაკაცის სასქესო ორგანოს კავერნოზულ ნაწილში

კავერნიტი – წარმოადგენს ანთებით პროცესს, რომელიც ვითარდება მამაკაცის სასქესო ორგანოს კავერნოზულ ნაწილში. აღნიშნული დაავადება აზიანებს როგორც ზრდასრული მამაკაცების, ისე ახალგაზრდების სასქესო სისტემას.

მიზეზები
დაავადების გამომწვევი ძირითადი მიზეზებია:
·         სასქესო ორგანოს ტრავმები ერთ-ერთი კავერნული სხეულის დაზიანებით;
·         ანგინა;
·         პნევმონია;
·         ოსტეომიელიტი;
·         მწვავე ურეტიტი (კავერნიტი – ეს არის მწვავე ურეტიტის შედეგად განვითარებული დაავდება);
·         ინფექციები.
ინფექციური გამაღიზიანებელი ჩირქთან ერთად ხვდება სასქესო ორგანოს ქვაბულ სხეულებში და შედეგად წარმოიქმნება ანტებითი პროცესი.  არსებობს კავერნიტის რამოდენიმე ტიპი:
·         ქრონიკული;
·         მწვავე.

სიმპტომები
დაავადების სიმპტომებია:
·         სასქესო ორგანოს მტკივნეული გამკვრივება;
·         სასქესო ორგანოში მწვავე ტკივილების შეგრძნება;
·         პენისის გაწითლება;
·         შესიება;
·         წარმოიქმნება ერექცია, რომელიც არ არის დაკავშირებული სექსუალურ აღგზნებასთან;
·         თავის ტკივილი;
·         სხეულის ტემპერატურის მომატება;
·         ორგანიზმის საერთო სისუსტე;
·         ჩიყვი;
·         ჩირქის გამოყოფა პენისიდან;
·         ერექციის დროს პენისის გამრუდება.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის აუცილებელია:
·         ანდროლოგთან ვიზიტი;
·         სისხლის საერთო ანალიზი;
·         შარდის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა;
·         გამონადენის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა;
·         სასქესო ორგანოს ულტრა-ბგერითი გამოკვლევა, რომელიც ტრავმული არხის შარდსადინარისგან გარჩევის საშუალებას იძლევა.

მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მოიცავს:
·         ანტიბაქტერიული თერაპიის კურსს;
·         კავერნიტის გამომწვევი დაავადებების მკურნალობას;
·         შარდსადინარი გზების გამორეცხვას ანტიბაქტერიული ხსნარებით;
·         აბსცესის შემთხვევაში სპეციალურ სამედიცინო დაწესებულებაში ჰოსპიტალიზაციას;
·         ოპერატიულ ჩარევას (ჩირქგროვის გაჩენის შემთხვევაში);
·         პლასტიკურ ოპერაციას ნაწიბურის მოკვეთის მიზნით;
·         სქესობრივი ცხოვრებისგან თავის შეკავებას. პოსტოპერაციულ პერიოდში პაციენტი ხდება განსაკუთრებით მგრძნობიარე ინფექციების მიმართ. პირობითმა პათოგენურმა ფლორამაც კი შეიძლება გამოიწვიოს სასქესო ორგანოს ქვაბული სხეულების განმეორებითი დაინფიცირება.

საშიშროება
კავერნიტი საშიშია იმით, რომ დიდ დისკომფორტს უქმნის მამაკაცს. აღნიშნულმა ინფექციურმა დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს როგორც სექსუალური, ისე რეპროდუქციული ფუნქციების პრობლემები. თუმცა, დროული და ოპტიმალური მკურნალობის პირობებში შესაძლებელია დადებითი შედეგების მიღწევა.

პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია
·         ანთებითი დაავადებების მკურნალობა, რომლებსაც შეუძლიათ კავერნიტის გამოწვევა;
·         სასქესო ორგანოს ტრავმის დროს ბაქტერიული თერაპიის კურსის ჩატარება;
·         უროლოგთან რეგულარული ვიზიტი;
·         პნევმონიისა და სხვა მძიმე დაავადებების დროული აღმოფხვრა.

კანის ინფექციური სიწითლე მეოთხე ადგილს იკავებს ნაწლავების გავრცელებულ ინფექციურ დაავადებებს შორის

კანის ინფექციური სიწითლე – დაავადება წარმოადგენს ინფექციურ პათოლოგიას, რომელიც მეოთხე ადგილს იკავებს ნაწლავების გავრცელებულ ინფექციურ დაავადებებს შორის. ანთებითი პროცესი მარტივად დასადგენია, რადგან ნათელი ვიზუალური სურათი აქვს.

მიზეზები
·         კანის საფარის მთლიანობის დარღვევა;
·         ტემპერატურული რეჟიმების მკვეთრი ცვლა;
·         სტრესი;
·         ჭრილობები;
·         გარუჯვა.

სიმპტომები
·         ციება;
·         საერთო სისუსტე;
·         თავის ტკივილი;
·         კუნთების სისუსტე;
·         გულის რევა;
·         ღებინება;
·         გახშირებული გულისცემა;
·         გულყრა;
·         კანის სიწითლე;
·         შესიება;
·         დაზიანებულ ადგილას კანის წვისა და დაჭიმულობის შეგრძნება;
·         ლაქების მუქი შეფერილობა;
·         კანზე ლაქების მკვეთრი გაჩენა;
·         კანის დახეთქვა;
·         კანის ზედა ფენის ცვეთა;
·         ეროზია, დაზიანებულ ადგილას ბუშტუკების გაჩენა;
·         ანორექსია;

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის საჭიროა:
·         დერმატოლოგთან ვიზიტი;
·         სისხლის საერთო ანალიზი;
·         გადიდებული ლიმფური კვანძების გამოკვლევა;
·         სიცხის გაზომვა.

მკურნალობა
·         ანტიმიკრობული თერაპია;
·         ანტიბიოტიკების მიღება;
·         ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღება;
·         ვიტამინოთერაპია;
·         სადეზინტოკსიკაციო თერაპია;
·         სიცხის დამწევი, გულსისხლძარღვებისა და შარდმდენი პრეპარატების მიღება;
·         ჭრილობების შინაგანი დამუშავება.

საშიშროება
მკურნალობის არარსებობისას შესაძლოა განვითარდეს გულსისხძლარღვთა, თირკმელების, ასევე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები.

პროფილაქტიკა
რეკომენდირებულა:
·         დაავადებების მკურნალობა, რომელთა მიზეზი არის სტრეპტოკოკი;
·         ფეხების მიკროტრავმებისგან თავის დაცვა;
·         პროლოგირებული მოქმედების ანტიბიოტიკების მიღება.

კანის კიბო – არსებობს კანის კიბოს 4 სახეობა

კანის კიბო – წარმოადგენს კანის ავთვისებიან დაავადებას.
არსებობს კანის კიბოს 4 სახეობა:
·         ბრტყელუჯრედოვანი;
·         ბაზალურ-უჯრედოვანი;
·         ადენოკარცინომა;
·         მელანომა.

მიზეზები
·         იონიზებური დასხივება;
·         იმუნიტეტის დაქვეითება;
·         ბოუენის დაავადება;
·         მზის კერატოზი.

სიმპტომები
·         კანზე შესამჩნევი კვანძების გაჩენა;
·         კანზე სისხლდენა;
·         წარმონაქმნების ადგილას ტკივილი;
·         დაზიანებული ადგილების გამონადენის ცუდი სუნი;
·         მელანომას შემთხვევაში წარმონაქმნს აქვს მოშავო-მოყავისფრო ფერი;
·         სხეულის ტემპერატურის აწევა;
·         სისუსტე;
·         ციებ-ცხელება;
·         შემცივნება;
·         იმუნიტეტის დასუსტება;

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის საჭიროა:
·         დერმატოლოგის კონსულტაცია;
·         რეგიონარული ლიმფოკვანძების პალპაცია;
·         დერმატოსკოპია;
·         ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;
·         სიასკოპია;
·         კანის ნაცხის ციტოლოგიური გამოკვლევა;
·         ლიმფური კვანძის ბიოპსია;
·         მუცლის ღრუს ორგანოების ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;
·         თავის ტვინის და გარკვეული ორგანოების კომპიუტერული ტომოგრაფია;
·         თავის ტვინის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია.

მკურნალობა
·         პათოლოგიურად შეცვლილი კანის საფარის მოკვეთა;
·         ელექტროკოაგულაცია;
·         კიურეტაჟი;
·         კრიოდესტრუქცია;
·         რენტგენი;
·         სხივური თერაპია;
·         ფოტოდინამიური თერაპია;
·         ციტოსტატიკებით ქიმიოთერაპია.

პროფილქტიკა
რეკომენდირებულია:
·         ქიმიური და ფიზიკური ზემოქმედებისგან კანის დაცვა;
·         მზისდამცავი კოსმეტიკის გამოყენება;
·         კანზე წარმონაქმნების დროული მკურნალობა;
·         ონკოლოგთან კონსულტაციების გავლა.

კანის სოკო – გავრცელებული სოკოვანი დაავადება, რომელიც გამოწვეულია პარაზიტული, პათოგენური სოკოს უჯრედებით

კანის სოკო (მიკოზი) – გავრცელებული სოკოვანი დაავადება, რომელიც გამოწვეულია პარაზიტული, პათოგენური სოკოს უჯრედებით. ადამიანის სხეულში მოხვედრილი სოკოს სახოება განსაზღვრავს დაავადების მიმდინარეობის ხასიათს. გამოყოფენ კანის, ტერფის, თმიანი საფარის სოკოს.

მიზეზები
სოკო კანზე შეიძლება გაჩნდეს შემდეგ შემთხვევაში:
·         კანის ხშირი მიკროტრავმების დროს;
·         კანის ჭარბი ოფლიანობის ან სინოტივის დროს.
დაავადებულისგან სოკო შეიძლება გადამდები იყოს:
·         საერთო პირსახოცის, ღრუბელის და აბაზანის სხვა ნივთების გამოყენებისას;
·         მანიკურისთვის განკუთვნილი გამოუხარშავი ხელსაწყოებით;
·         ფეხსაცმლით;
·         საზოგადოებრვი ტუალეტებში, აბანოებში, საუნებში, გასახდელებში.

სიმპტომები
დაავადებისთვის დამახასიათბელი სიმპტომებია:
·         კანის ძლიერი დახეთქვა;
·         ტერფებზე და თითებს შორის ქავილი;
·         გამონაყარის გაჩენა;
·         მიკროტრავმების გაჩენა (წყლული, ნაპრალები) კანზე;
·         ბუშტუკებისმაგვარი გამონაყარი.
ფეხის სოკოსთვის დამახასიათებელია არასისიამოვნო სუნი.

დიაგნოსტიკა
კანის სოკოს სამკურნალოდ საჭიროა:
·         კანის საფარის კულტურალური გამოკვლევა;
·         ქავილის ადგილებში კანის საფარის მიკროსკოპული გამოკვლევა.

მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მოიცავს:
·         მალამოების წასმა (დიფლუკანი, ლამიზილი, ორუნგალი – ითვლება ყველაზე ეფექტურ პრეპარატებად);
·         აეროზოლის გამოყენება;
·         იმუნომასტიმულირებელი პრეპარატების მიღება.

საშიშროება
დაავადების საშიშროება მდგომარეობს იმაში, რომ ადრეულ სტადიაზე მისი გამოვლენა პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან არ ახასიათებს აშკარა ანთებითი პროცესი. ამიტომ ხშირ შემთხვევაში დაავადება ხდება ქრონიკული.
·         დაავადება ვრცელდება კანიდან თმაზე, ფრჩხილებზე და შინაგან ორგანოებზეც კი;
·         არსებობს ვირუსული და ბაქტერიალური დაავადებების წარმოშობის საშიშროება;
·         არსებობს სისხლძარღვების პათოლოგიის განვითარების საშიშროება;
·         არსებობს ალერგიული რეაქციების წარმოშობის საშიშროება (ბრონქიალური ასთმის განვითარებით).

რისკის ჯგუფი
რისკის ჯგუფში შედიან:
·         სპორტსმენები (ფეხბურთელები, ათლეტები, მოცურავეები), რომელბიც ხშირად იყენებენ საერთო გასახდელს, საშხაპე კაბინებს;
·         სამხედრო მოსამსახურეები და მეზღვაურები (რომლებიც იძულებულნი არიან ატარონ სპეც-ფორმის მძიმე ფეხსაცმელი);
·         ჭარბი ოფლიანობის მქონე ადამიანები;
·         ადამიანები, რომლებიც არ იცავენ ჰიგიენის ნორმებს.

პროფილაქტიკა
კანის სოკოსგან თავის დასაცავად საჭიროა ჰიგიენის წესების დაცვა, სხვისი პირადი ნივთების გამოყენებისგან თავის შეკავება.

კაპოშის სარკომა – კანის ავთვისებიანი დაავადება, რომელიც ვითარდება მასში არსებული ლიმფური და სისხლძაღვების ენდოტელიისგან

კაპოშის სარკომა  – კანის ავთვისებიანი დაავადება, რომელიც ვითარდება მასში არსებული ლიმფური და სისხლძაღვების ენდოტელიისგან. ასევე შეიძლება დაავადდეს ლიმფური კვანძები და პირის ლორწოვანი გარსი.

მიზეზები
·         სოკოვანი მიკოზი;
·         ჰოჯკინის დაავადება;
·         ლიმფოსარკომა;
·         მიელომური დაავადება.

სიმპტომები
·         კაპოშის კლასიკური სარკომა – წვივების, ტერფების და მტევნების ადგილებში კანზე მოწითალო-მოლურჯო ფერის ლაქების გაჩენა;
·         კაპოშის ეპიდერმიული სარკომა – წარმოადგენს შიდსის სინდრომს, ხასიათდება ზედა კიდურებზე ლიმფული კვანძების გადიდებით და წყლულოვანი შესიებული ადგილების გაჩენით;
·         კაპოშის ენდემური სარკომა – კანის ცვლილება ფაქტიურად არ ხდება, ზიანდება ლიმფური კვანძები და შინაგანი ორგანოები.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-დერმატოლოგი, რისთვისაც საჭიროა:
·         წარმონაქმნების ბიოპსია;
·         ჰისტოლოგიური გამოკვლევა;
·         სისხლის იმუნოლოგიური გამოკვლევა;
·         აივ-ინფექციაზე ანალიზი.
შინაგანი ორგანოების პათოლოგიების გამოსავლენად შესაძლოა დაინიშნოს:
·         გულისა და მუცლის ღრუს ორგანოების ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;
·         გასტროსკოპია;
·         ფილტვების რენტგენი;
·         ჩონჩხის სცინტიგრაფია;
·         თირკმელების კომპიუტერული ტომოგრაფია;
·         თირკმელზედა ჯირკვლების მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია.

მკურნალობა
·         სხივური თერაპია;
·         კრიოთერაპია;
·         ქიმიოთერაპიული პრეპარატები;
·         ციტოსტატიკების შემცველი საცხები;
·         პოლიქიმიოთერაპია.

რისკის ჯგუფი
·         აივ-ინფიცირებულები;
·         მოხუცები;
·         გადანერგილი ორგანოების მქონე ადამიანები;
·         ხანგრძლივი იმუნოსუპრესიული თერაპიის მიმღები ადამიანები.

პროფილაქტიკა
სამწუხაროდ, რაიმე კონკრეტული პროფილაქტიკური მეთოდი არ არსებობს.

კისერმრუდობა ხასიათდება კისრის დეფორმაციით, რომელიც გამოწვეულია კისრის კუნთების დაზიანებით

კისერმრუდობა – დაავადება ხასიათდება კისრის დეფორმაციით, რომელიც გამოწვეულია კისრის კუნთების დაზიანებით. დაავადებას შეიძლება ჰქონდეს თანდაყოლილი ან შეძენილი ხასიათი. თანდაყოლილი კისერმრუდობა ბავშვებში საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა.

მიზეზები
დაავადების მიზეზებია:
·         სამშობიარო ტრავმები;
·         ფეხმძიმობის პერიოდში კისრის არასწორი მდგომარეობა;
·         კისრის კუნთებში სისხლის მიმოქცევის დარღვევა;
·         კისრისა და ხერხელმის მიმდებარე კუნთების ხშირი დაძაბულობა;
·         ხერხემლის ტრავმები;
·         ანთებითი, დამწვრობის პროცესები, რაც იწვევს ნაწიბურების გაჩენას;
·         კისრის მალების გამრუდება;
·         შუა ყურის მწვავე ანთებითი პროცესები.

სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სიმპტომები:
·         დაზიანებული მხარისკენ თავის გადახრა;
·         სახე მიტრიალებულია ჯანსაღი ნაწილისკენ;
·         დაზიანებული ნაწილისკენ მხარი აწეულია;
·         თავის ნაკელები მოძრაობა;
·         კისრის კუნთების ზომების გადიდება;
·         სახის ასიმეტრია;
·         სქოლიოზის განვითარება.
კისერმრუდობა ბავშვებში ვლინდება დაბადებიდან 10 დღის შემდეგ.

დიაგნოსტიკა
დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ორთოპედი, რისთვისაც საჭიროა:
·         ხერხემლის კისრის ნაწილის რენტგენოგრაფია;
·         ხერხემლის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია;
·         სისხლძარღვების რეოენცეფალოგრაფია;
·         ელექტრომიოგრაფიული გამოკვლევა.

მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მოიცავს:
·         კისრის კუნთების მასაჟს;
·         სამკურნალო ვარჯიშს;
·         დაზიანებული კუნთის გათბობას;
·         ფიზიოთერაპიას;
·         ქირურგიულ ჩარევას.

საშიშროება
აღნიშნული დაავადების უყურადღებოდ დატოვებამ შეიძლება გამოიწივიოს შემდეგი სახის გართულებები:
·         თავის ქალის სქოლიოზი;
·         ხერხემლის გამრუდება;
·         ჰიდროცეფალია;
·         ხერხემლის არხის სტენოზი;
·         სახის ასიმეტრია;
·         პერინატალური ენციფალოპათია.

რისკის ჯგუფი
ამ ჯგუფში შედიან:
·         საკეისრო კვეთით დაბადებული ბავშვები;
·         ახალშობილები, რომლებმაც მიიღეს მშობიარობამდე ან სამშობიარო ტრავმები.

პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         ორთოპედიული მატრასებისა და ბალიშების გამოყენება;
·         მეძუძური ბავშვების დაწვენისას თავის მდგომარეობის მონაცვლეობა;
·         კისრისა და ხერხემლის კუნთების სამკურნალო მასაჟის გაკეთება.

კარბუნკული – კანის მწვავე ჩირქოვანი დაავადება, რომელიც ვითარდება კანქვეშა ცხიმოვან უჯრედებზე თმის რამოდენიმე ფოლიკულის გარშემო

კარბუნკული – წარმოადგენს კანის მწვავე ჩირქოვან დაავადებას, რომელიც ვითარდება კანქვეშა ცხიმოვან უჯრედებზე თმის რამოდენიმე ფოლიკულის გარშემო. დაავადება ხშირად მწვავე ფორმებით მიმდინარეობს და მოითხოვს სასწრაფოდ მკურნალობას.
კერები განლაგებულია კისრის უკანა, ზედა ნაწილში, წელზე, თეძოებზე – იმ ადიგლებში, სადაც სამოსის კიდეები კონტაქტობენ კანთან და თმასთან. ეს ინფექციას საშუალებას აძლევს შეაღწიოს თმის ფოლიკულებში.

მიზეზები
აღნიშნული პათოლოგიის გაჩენის მიზეზებია:
·         შაქრიანი დიაბეტი – შაქრის მაღალი დონე ხელს უწყობს მიკროორგანიზმების რაოდენობის ზრდას;
·         ავიტამინოზი და დაქვეითებული იმუნიტეტი – ქვეითდება ინფექციებთან ორგანიზმის ბრძოლის უნარიანობა;
·         თირკმელების და ღვიძლის ფუნქციის დარღვევა – ხელს უშლის ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას, რითაც ასუსტებს მას.

სიმპტომები
ანთებით პროცესს საკმაოდ სპეციფიკური კლინიკური სურათი აქვს:
·         დაავადების კერის გარშემო გაწითლებული კანი;
·         დაზიანებული ადგილების გარშემო კანის დაჩირქება;
·         დაზიანებული ადგილის გარშემო მთელი ზონა ძლიერ მტკივნეულია;
·         ზოგჯერ აღინიშნება ინტოქსიკაციის სიმპტომები.
ციმბირული წყლულის კარბუნკული – წარმოიქმნება ორგანიზმში გამაღიზიანებელის შეყვანით. განვითარების პიკზე აქვს შავი წყლულის სახე, მკვეთრად გამოყოფილი საზღვრებით. აღნიშნული წარმონაქმნი უმტკივნეულოა. წყლულის გარშემო ყოველთვის არის მკვეთრი ანთებითი პროცესი. აღნიშნული წარმონაქმნი ყოველთვის თვალსაჩინოა, ამიტომ ის ციმბირული წყლულის გამოვლენის მნიშვნელოვანი სიმპტომია.

მკურნალობა
კურბუნკულის მკურნალობა ყოველთვის ატარებს ქირურგიულ ხასიათს: ხორციელდება ჩირქგროვის ადგილის გახსნა, რაც ჭრილობიდან ჩირქის გამოდევნის საშუალებას იძლევა, მასთან ერთა გამოიდევნება ტოქსინებიც, რომლებიც ადრე სისხლში მოხვდნენ. სწორი დრენირების შემდეგ ხდება ორგანიზმის დაცვის უზრუნველყოფა განმეორებითი ინფექციისგან. მკურნალობის პროცესში მუდმივად ხდება გადახვევა და ჭრილობის სანაცია. ასევე ინიშნება ანტიბიოტიკოთერაპია. მკურნალობა უნდა ჩატარდეს სტაციონარში.

საშიშროება
თუ არ მოხდება დაზიანებული ადგილის სწორი სამედიცინო ჩარევით მკურნალობა, შესაძლოა თვითგახსნა და ორგანიზმის სხვა ადგილების დაინფიცირება.

რისკის ჯგუფი
·         დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირები;
·         არაჰიგიენური წესის მქონე ადამიანები.

პროფილაქტიკა
პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია პირადი ჰიგიენის დაცვა და იმუნიტეტის გაძლიერება.

კერატოკონუსი – რქოვანა ქსოვილის დაავადება, რომელსაც ახასიათებს თვალის რქოვანა საფარის გამოფიტვა, შემდეგომში მისი წინ გამობურცვით

#image_title

კერატოკონუსი –რქოვანა ქსოვილის დაავადება, რომელსაც ახასიათებს თვალის რქოვანა საფარის გამოფიტვა, შემდეგომში მისი წინ გამობურცვით თვალის შიდა წნევის ზემოქმედებიდან გამომდინარე. დაავადება იშვიათია და გვხვდება მოზარდობის ასაკში.

მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
·         რქოვანა გარსის დარღვევები;
·         მემკვიდრეობითი მიდრეკილება;
·         თვალზე ულტრაიისფერი სხივების ჭარბი ზემოქმედება;
·         ალერგიული დაავადებების გართულება;
·         ჰიგიენის წესების დარღვევა;
·         კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივად მიღება.

სიმპტომები
დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები:
·         მხედველობის დაქვეითება;
·         გამოსახულების კონტურების გაორება, გაფანტვა;
·         თვალის სწრაფი დაღლა;
·         რქოვანას ამღვრევა;
·         ნათელი შუქის შიში;
·         რქოვანას პროტრუზია.
დაავადება ჩნდება ერთ თვალზე, თუმცა დროთა განმავლობაში გადადის მეორეზეც.
სიმპტომები ორივე თვალზე შეიძლება იყოს განსხვავებული.

დიაგნოსტიკა
დაავდების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ოფთალმოლოგი, რისთვისაც ნიშნავს:
·         სპეციალური ნათურით დათვალიერებას;
·         კერატოტოპოგრაფიას;
·         კერატოპაქიმეტრიას;
·         ოსკიასკოპიას.
საჭიროა დაავადების გამორჩევა ასტიგმატიზმისგან, ახლო მხედველობისგან, კომპიუტერული სინდრომისგან, «მშრალი თვალის» სინდრომისგან.

მკურნალობა
მკურნალობა მოიცავს:
·         ცილინდრულ სათვალეებს;
·         მყარ, გაზგაუმტარ თვალის ლინზებს;
·         ფიზიოთრეაპიას;
·         ვიტამინიან წვეთებს;
·         ქირურგიულ ჩარევას.

საშიშროება
თუ არ მოხდება დაავდების დროული მკურნალობა, შესაძლოა განვითარდეს შემდეგი გართულებები:
·         მხედველობის პროგრესირებადი დაქვეითება;
·         რქოვანას შიდა ფენის დარღვევა და წყლულის გაჩენა.

პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         თვალის დატვირთვის კონტროლი;
·         თვალის დაცვა გაღიზიანებისგან;
·         ტრანსპორტში და დაწოლილ მდგომარეობაში კითხვისგან თავის შეკავება ;
·         შენობის კარგი განათების უზრუნველყოფა;
·         თვალის სპეციალური სავარჯიშოების გაკეთება;
·         ვიტამინების მიღება ლუთეინთან ერთად.

იშემიური კოლიტი წარმოადგენს მსხვილი ნაწლავის რთულ, ქრონიკულ დაავადებას

#image_title

იშემიური კოლიტი – წარმოადგენს მსხვილი ნაწლავის რთულ, ქრონიკულ დაავადებას, რომელიც წარმოიშვა იშემიის შედეგად.
ნაწლავის იშემიური დაავადების შედეგად აქტიურდება დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმები, რომლებიც ცხოვრობენ ნაწილავში. ეს ხელს უწყობს ანთებითი პროცესების დინამიურ განვითარებას, რაც იწვევს სისხლდენას, ტკივილს და საერთო დისკომფორტს.

მიზეზები
·         ზედა ან ქვედა მეზენტერიალური არტერიების ათეროსკლეროზი;
·         სისხლძარღვების შეკუმშვა, რომლის გამო წარმოიშობა შეშუპება;
·         შეხორცებები;
·         ლიმფური კვანძების გადიდება;
·         სისხლძარღვების ანომალია;
·         ინფექციური ენდოკარდიტი;
·         დამაკავშირებელი ქსოვილის დაავადება;
·         რევმატოიდული ართრიტი;
·         ქრონიკული ვასკულიტი;
·         კვანძოვანი პანართერიიტი;
·         მიკროსფეროციტული ანემია;
·         აორტოარტერიიტი.

სიმპტომები
·         ძლიერი ტკივილი მუცლის არეში;
·         მჭრელი ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში;
·         დაჭიმულობა და ტკივილი ჭიპის არეში;
·         დისპეპსიური აშლილობა;
·         ღებინება;
·         მადის დაქვეითება;
·         შეკრულობა;
·         ფაღარათი;
·         წონაში დაკლება;
·         ნაწლავიდან სისხლდენა;
·         აბდომინალური სინდრომი (მუცლის დაჭიმულობა, მუცლის ღრუს გაღიზიანება);
·         მუცლის პალპაციისას გაძლიერებული ტკივილი.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკა ხდება შემდეგნაირად:
·         გამოცდილ გასტროენტეროლოგთან ვიზიტი;
·         სისხლის საერთო ანალიზის ჩატარება;
·         კოლონოსკოპია;
·         მუცლის ღრუს რენტგენოგრაფია;
·         დოპლერის მეთოდით ულტრასონოგრაფია;
·         ანგიოგრაფია.

მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მოიცავს:
·         დიეტა და ჯანსაღი კვება;
·         სითხის საკმაო რაოდენობით მიღება;
·         სისხლძარღვების სამკურნალო პრეპარატების მიღება;
·         В ჯგუფის ვიტამინების და ასკორბინის მჟავას მიღება;
·         რკინის შემცველი პრეპარატების მიღება ანემიის დროს;
·         ტკივილების დროს ანალგეტიკური საშუალებების მიღება;
·         სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია;
·         ქირურგიული სტაციონარი.

საშიშროება
ქრონიკული იშემიური კოლიტისას შესაძლოა განვითარეს ნაწლავის ნეკროზი პერიტონიტის თანხლებით, მწვავე სისხლდენა ნაწლავიდან, ავთვისებიანი სიმსივნეების გაჩენა და ა.შ.

პროფილაქტიკა
დაავადების თავიდან ასაცილებლად რეკომენდირებულია:
·         დიეტის დაცვა;
·         რეგულარული კვება (დღეში მინიმუმ 3-ჯერ);
·         კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროული მკურნალობა;
·         გასტროენტეროლოგთან რეგულარული ვიზიტი;
·         ათეროსკლეროზის აღმოჩენის შემთხვევაში მისი დროული და საფუძვლიანი მკურნალობა.

დიუპიუიტრენის კონტრაქტურა – ყელაზე ხშირად ის აზიანებს უსახელო თითს

#image_title

დიუპიუიტრენის კონტრაქტურა – ეს არის ხელის მტევნის გავრცელებული დაავადება, რომელსაც ასევე ეძახიან «ფრანგულ დაავადებას». ყელაზე ხშირად ის აზიანებს უსახელო თითს. ითრევს ერთ ან ორივე ხელს. დაავადება გვხვდება საშუალო ასაკის მამაკაცებში. გავრცელებულია აღმოსავლეთ ევროპაში, სკანდინავიაში, ირლანდიაში.

მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
·         დამაკავშირებელი ქსოვილის პათოლოგიური პროცესი;
·         ნივთიერებათა ცვლის დარღვევა;
·         მოწევა – დამოუკიდებელი ფაქტორი, რომელიც აჩქარებს აღნიშნული დაავადების განვითარებას;
·         შაქრიანი დიაბეტი;
·         ალკოჰოლზე დამოკიდებულება;
·         მემკვიდრეობითი ფაქტორი.

სიმპტომები
დაავადების ძირითადი სიმპტომებია:
·         ხელისგულის გადაგვარება;
·         თითების თავისუფლად გაშლის შეუძლებლობა;
·         ერთი ან რამდენიმე თითის პარალიზება;
·         ტკივილი და მტვრევა მტევნებში;

დიაგნოსტიკა
დიაგნოსტიკას ახორციელებს ექიმი-ორთოპედი, რომელიც ატარებს ხელის ძვლების გამოკვლევას, ასევე შეიძლება საჭირო გახდეს შემდეგი სახის გამოკვლევები:
·         რენტგენი;
·         ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;
·         კომპიუტერული ტომოგრაფია.

მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მოიცავს:
·         ფიზიოთერაპიას;
·         სპეციალურ ვარჯიშებს ხელის გულისთვის;
·         ლონგეტური სახვევების ტარებას;
·         ულტრა-ბგერით მკურნალობას;
·         კორტიკოსტეროიდული პრეპარატების ინექციას;
·         მასაჟს;
·         ჰორმონალურ თერაპიას;
·         თბილ აბაზანებს;
·         ქირურგიულ ჩარევას;
·         ნემსების აპონეიროტომიას.

საშიშროება
დაავადების საშიშროება მდგომარეობს ხელის მტევნების სრულ ატროფიაში.

პროფილაქტიკა
გართულებების თავიდან ასაცილებლად რეკომენდირებულია:
·         სწორი, დაბალანსებული კვება;
·         ალკოჰოლის გამოყენების მინიმუმამდე დაყვანა;
·         შაქრიანი დიაბეტის დროული მკურნალობა.

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights