ოთხშაბათი, მაისი 13, 2026

ჯანსაღი კვება პირდაპირ კავშირშია ჯანმრთელ ორგანიზმსა და სხეულთან

კვებასთან დაკავშირებული დეტალები ქალებისთვის!

ყველამ კარგად ვიცით, რომ ჯანსაღი კვება პირდაპირ კავშირშია ჯანმრთელ ორგანიზმსა და სხეულთან, მაგრამ ამ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება საკმაოდ რთულია.

ეს არ არის გასაკვირი.

მარტივი არ არის უარის თქმა ტკბილეულსა და ცხიმებით გაჯერებულ „ჯანქ ფუდზე“.

ისინი მდიდარია მარტივი ნახშირწყლებით და ნაჯერი ცხიმებით;  მარტივ ნახშირწყლებს, ნაჯერ ცხიმებსა და სხვა უამრავი მავნე ნივთიერებით მდიდარ საკვებს ჩვენი რაციონის უდიდესი ნაწილი უკავია.

მათ გავლენას აუცილებლად ვიგრძნობთ ახლო მომავალში;  ცხოვრების წესსა და საკვებთან არის დაკავშირებული მძიმე დაავადებები, როგორიცაა: დიაბეტი, კიბო, გულსისხლძარღვთა გართულებები, არამედ, ფაქტობრივად, ჯანმრთელობის ყველა პრობლემა;

ასე რომ, კითხვაზე, – ნთუ როგორ დავიწყოთ სწორი კვება, პასუხი მარტივია – უპირველესად, მაქსიმალურად უნდა შევამციროთ არაჯანსაღი საკვები. ამის შემდეგ ნელ-ნელა დავნერგოთ სწორი, დაბალანსებული კვება;

კვების ძირითადი დეტალები:

კვების სწორი რეჟიმის დაცვა: ოპტიმალურად ითვლება საკვების მიღება ოთხჯერ, 4-5 საათიანი ინტერვალით, ერთსა და იმავე დროს. ამასთან, საუზმე უნდა შეადგენდეს სადღეღამისო რაციონის 25%-ს, სადილი – 35%-ს, სამხარი – 15%- ს, ხოლო ვახშამი – 25%-ს.

ვახშამირეკომენდებულია დაძინებამდე დაახლოებით 3 საათით ადრე.

რაციონის საკმარისი, მაგრამ არა გადაჭარბებული კალორიულობა:

მიღებული კალორიების რაოდენობა უნდა ანაზღაურებდეს ადამიანის ენერგოდანახარჯებს (რაც, გარკვეულწილად, დამოკიდებულია ადამიანის სქესზე, ასაკსა და ცხოვრების სტილზე, ასევე – შრომის თავისებურებაზე). ჯანმრთელობისთვის მავნებელია რაციონის როგორც დაბალი, ისე გადაჭარბებული კალორიულობა;

კვების ძირითადი კომპონენტების (ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები) სწორი ურთიერთშეფარდება: საშუალო დატვირთვისას ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების შეფარდება არის 1:1:4, დიდი ფიზიკური დატვირთვისას – 1:1:5.

უნდა დაკმაყოფილდეს ძირითად საკვებ ნივთიერებებზე ორგანიზმის მოთხოვნილება (უპირველესად – შეუცვლელ ამინომჟავებზე, ცხიმოვან მჟავებზე, ვიტამინებზე, მიკროელემენტებზე, მინერალურ ნივთიერებებზე, წყალზე); საჭიროა მათი სწორი თანაფარდობა. სპეციალისტების რეკომენდაციით, ზრდადასრული და ფიზიკურად ჯანმრთელი ადამიანი დღეში სამჯერ ან ოთხჯერ უნდა იკვებებოდეს. ზოგჯერ, საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული დაავადებებისას, საკვების მიღებათა რიცხვი 5-6 -მდე იზრდება.

1. საკვები უნდა იყოს ახალი, ვინაიდან ის შენახვის შედეგად კარგავს ნუტრიენტულ თვისებებს. მომზადებული საკვების დიდი ხნით შენახვა არარეკომენდებულია. სასურველია, მიირთვათ ახლადდამზადებული საჭმელი;

2. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და დაბალანსებული. რაც უფრო მრავალფეროვანი პროდუქტია ჩართული რაციონში, მით მეტ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას მიიღებს ორგანიზმი;

3. რაციონში ჩართული უნდა იყოს ბოსტნეული და ხილი. უმ ხილში კონცენტრირებულია სასიცოცხლო ძალა, მათში გაცილებით მეტი ვიტამინი და მიკროელემენტია, ვიდრე მოხარშულ ან კონსერვირებულ ხილში. უმი ხილი და ბოსტნეული აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას;

4. კვების სეზონურობა. გაზაფხულზე და ზაფხულში აუცილებელია მცენარეული საკვების რაოდენობის გაზრდა, ზამთარში – პირიქით, სჯობს საჭმელს დაემატოს ცილებითა და ცხიმებით მდიდარი პროდუქტები;

5. შეზღუდვა კვებაში – წონის მატება ძირითადად ვითარდება ენერგეტიკული დისბალანსის ფონზე, რის გამოც, სხეულის მასის დაკლების მიზნით, აუცილებელია კვების რაციონის ენერგეტიკულ ფასეულობათა შეზღუდვა. ამასთან, ბევრი საჭმელი იწვევს დაღლილობას და შრომის უნარის დაქვეითებას;

პროდუქტების გარკვეული  თანაფარდობა:

არ შეიძლება ურთიერთშეუთავსებადი პროდუქტებით კვება, ეს აუცილებელი წესია. არათავსებადი პროდუქტები კუჭ-ნაწლავის ტრაქტში იწვევს დუღილისა და ლპობის პროცესების გააქტიურებას, ორგანიზმში იწყება შლაკებისა და ტოქსინების დაგროვება. ამის გამო 40 წლის და მეტი ასაკის ადამიანებს ეწყებათ მუცლის შებერვა, გულძმარვა, უჩნდებათ ცუდი გემო და სუნი პირის ღრუში, ყაბზობა და სხვ. ეს მიუთითებს კვების წესის შეცვლის აუცილებლობაზე. აუცილებელი ვიტამინები ქალებისთვის:  ფოლიუმის მჟავა; ვიტამინი B12; ვიტამინი D; კალციუმი;  რკინა. ფოლიუმის მჟავა (ვიტამინი B9) წყალში ხსნადი ვიტამინია, რომელიც აუცილებელია სისხლწარმოქმნისა და ნერვული სისტემისათვის. ის პასუხისმგებელია ორგანიზმში უჯრედულ დონეზე მიმდინარე უმნიშვნელოვანეს პროცესებზე, როგორიცაა: დნმ-ის სინთეზი, უჯრედების დაყოფა და ზრდა, ერითროციტების წარმოქმნა. ყველა ადამიანს სჭირდება ფოლიუმის მჟავა. იგი გამოიყენება ისეთი მდგომარეობების დროს, როგორიცაა მეხსიერე ბის დაკარგვა, ალცჰეიმერის დაავადება, სმენის ასაკობრივი დაქვეითება, ასაკობრივი მხედველობის პრობლემა, ოსტეოპოროზი, ძილის პრობლემები, დეპრესია, ნევრალგია, კუნთების ტკივილი, შიდსი, კანის დაავადება ვიტილიგო; ასევე გამოიყენება დაბერების ნიშნების შემცირების მიზნით. ფოლიუმის მჟავას დეფიციტი ხელს უწყობს ანემიის განვითარებას. ანემია გამოვლინდება შემდეგი სიმპტომებით: დაღლილობა, ზოგადი სისუსტე, გულმავიწყობა, უმადობა, ადვილად გაღიზიანებადობა, წონაში კლება. ფოლიუმის მჟავას დეფიციტის დროს ასევე იმატებს ინფარქტისა და ინსულტის, კიბოს ზოგიერთი ფორმის (მაგალითად, კუჭის კიბო), მამაკაცებში – უნაყოფობის რისკები და სხვა. კვლევებით დასტურდება, რომ ფოლიუმის მჟავა ასევე ხელს უშლის სხვა ისეთი დეფექტების განვითარებას, როგორიცაა კურდღლის ტუჩი, მგლის ხახა და გულის ზოგიერთი მანკი. არსებობს კვლევები, რომელიც ამტკიცებს ფოლიუმის მჟავას მნიშვნელობას ინსულტის, ნეირობლასტომისა და ლეიკოზების პრევენციისათვის.

ავტორი: ნინი გაწერელია

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi

საკვები, როგორც წამალი და საკვები როგორც საწამლავი…

აგრესიის მედიკო-ქიმიური საფუძვლები…

აგრესია, მოტივები, მიზეზები და შედეგები.

„საგანგაშო მდგომარეობაა…“

საკვები, როგორც წამალი და საკვები როგორც საწამლავი.

„დაბალანსებული უნდა იყოს საკვები. ეს არის მთავარი პირობა ჯანმრთელობისათვის“

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi

პანკრეასის კიბოსთან დაკავშირებით, თქვენს მიერ ხშირად დასმულ შეკითხვებს რევაზ თურმანიძე პასუხობს

პანკრეასის კიბოსთან დაკავშირებით, თქვენს მიერ ხშირად დასმულ შეკითხვებს რევაზ თურმანიძე პასუხობს.

„პანკრიასის ადენოკარცირომა არის პანკრიასის სადინრების ამოფენიეპითელიუმის ავთვისებიანი დაავადება, სხვაგვარად პანკრიასის კიბოსაც უწოდებენ…“

 

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi

„მწვავე კარდიოლოგიური მდგომარეობების დიაგნოსტირებისა და მკურნალობის თანამედროვე გამოწვევები“

“დავიცვათ ერთად გული”
 სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია.
„მწვავე კარდიოლოგიური მდგომარეობების დიაგნოსტირებისა და მკურნალობის თანამედროვე გამოწვევები“ –  ამ სახელწოდებით სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია გაიმართა, რომელიც საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოებისა და ამ საზოგადოების მწვავე კარდიოლოგიური პათოლოგიების მართვის სამუშაო ჯგუფის ინიციატივით ჩატარდა.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi

რატომ არ უნდა მივიღოთ დიდი რაოდენობით შაქარი

შაქარი ნახშირწყალია, რომელიც ბუნებრივად გვხვდება უამრავ საკვებში, რძეში შემავალი ლაქტოზადან დაწყებული, ხილსა და თაფლში ფრუქტოზამდე დამთავრებული. არსებობს შაქრის ორი ტიპი: ბუნებრივი შაქარი, როგორიცაა ლაქტოზა და დამატებული ან „თავისუფალი“ შაქარი, რომელიც შეიცავს დახვეწილ სუფრის შაქარს (საქაროზას), ასევე კონცენტრირებულ წყაროებს, როგორიცაა ხილის წვენი, თაფლი და სიროფი. ჯანდაცვის ორგანიზაციები, მათ შორის NHS გვირჩევენ, რომ შევამციროთ ეს „თავისუფალი შაქარი“.

რა რაოდენობით შაქრის მიღება შეიძლება ყოველდღიურად?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) და დიდი ბრიტანეთის კვების ოფიციალური მრჩევლების რეკომენდაციებია, რომ ჩვენი ყოველდღიური კალორიების მხოლოდ 5% უნდა შედგებოდეს დამატებული “თავისუფალი” შაქრისგან.

წაიკითხეთ სრულა

ერთჯერადი ჭურჭლისა და შეფუთვების გამოყენება აიკრძალება

ევროკავშირი კრძალავს საკვები პროდუქტებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების ერთჯერადი შეფუთვების გამოყენებას – ხილისა და ბოსტნეულის, სწრაფი კვების ობიექტებისა თუ სასტუმროს ნომრებში ჰიგიენური საშუალებების მინი-შეფუთვებს, ასევე, პლასტიკის საკვებ კონტეინერებს. ახალი რეგულაციის მიზანი, რომელიც 2030 წლიდან სრულად ამოქმედდება, ნარჩენების შემცირებაა.

ახალი კანონმდებლობა მიზნად ისახავს ევროკავშირის მზარდი შეფუთვის ნარჩენების დაგროვებას. ბლოკმა 2021 წელს ერთ მოსახლეზე 188,7 კილოგრამი შეფუთვის ნარჩენები შექმნა – ეს 10,8 კგ-ით მეტია ერთ ადამიანზე, ვიდრე 2020 წელს, რაც ყველაზე დიდი ზრდაა ბოლო 10 წლის განმავლობაში.

POLITICO-ს ინფორმაციით, აკრძალვის შემდეგ ბიზნესები ვალდებული იქნებიან, საკვებისა თუ სხვა პროდუქტების წამოსაღებად მომხმარებლებს საკუთარი, მრავალჯერადი კონტეინერების გამოყენების საშუალება მისცენ.

„ეს ისტორიული შეთანხმებაა. მოვუწოდებთ მომხმარებლებს, შეასრულონ თავიანთი როლი ნარჩენებთან ბრძოლაში“, — განაცხადა ევროპარლამენტარმა ფრედერიკ რაისმა, რომელიც ამ საკითხზე მუშაობს.

ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, ბოლო წლებში ევროკავშირში ნარჩენების რეკორდული ზრდის ტენდენციაა: 2021 წელს ერთ ადამიანზე 188.7 კილოგრამი შესაფუთი საშუალებების ნარჩენი დაგროვდა. ეს თითქმის 10.8-ჯერ მაღალი მაჩვენებელია 2020 წელთან შედარებით.

მთლიანობაში, ევროკავშირმა წარმოქმნა 84 მილიონი ტონა შესაფუთი ნარჩენი, საიდანაც 40,3% იყო ქაღალდი და მუყაო. პლასტმასი შეადგენდა 19.0%, მინა 18.5%, ხე 17.1% და ლითონი 4.9%.

2030 წლისთვის ევროკავშირის მასშტაბით ყველა მსგავსი შეფუთვა გადამუშავებული უნდა იყოს.

“ნაბეღლავი” — ნახშირორჟანგით გამდიდრებული, ჰიდროკარბონატული ნატრიუმ–კალციუმიანი სუფრის წყალია

“ნაბეღლავის” უნიკალური მინერალური წყაროები თავისი სამკურნალო თვისებებით “ბორჯომს” არაფრით ჩამოუვარდება.

“ნაბეღლავი” — ნახშირორჟანგით გამდიდრებული, ჰიდროკარბონატული ნატრიუმ–კალციუმიანი სუფრის წყალია. წყარო მდებარეობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბეღლავის მიდამოებში, მდინარე გუბაზეულის ხეობაში, ზღვის დონიდან 475 მეტრის სიმაღლეზე.

სპეციალისტთა მტკიცებით, “ნაბეღლავის” რეგულარული მოხმარება წმენდს ორგანიზმს მავნე ნივთიერებისგან და მას საჭირო მინერალებით ამდიდრებს.

ჩანაცვლება არ ნიშნავს განკურნებას; ჩანაცვლება არ ნიშნავს რეაბილიტაციას…

ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

ჩანაცვლება – განმარტებითი ლექსიკონი:
ერთი რაიმეს (ვინმეს) შეცვლა მეორეთი, მისი ადგილის დაკავება, მის მაგივრად რაიმეს გაკეთება.
ჩანაცვლება არ ნიშნავს
განკურნებას;
ჩანაცვლება არ ნიშნავს რეაბილიტაციას
ჩანაცვლება არ ნიშნავს
ნარკოტიკების გარეშე ცხოვრებას;
ჩანაცვლება ნიშნავს ქუჩის ინექციური ნარკოტიკის ჩანაცვლებას სამედიცინო პრეპარატით – ნარკოტიკული ნივთიერებით (მეთადონით, სუბოქსონი)
ჩანაცვლებითი თერაპია ნიშნავს
ნარკოტიკებისგან მიყენებული ზიანის შემცირებას;
ჩანაცვლებითი თერაპია ნიშნავს ინექციური ნარკოტიკიდან პერორალურ ნარკოტიკზე გადასვლას;
ჩანაცვლებით თერაპია ნიშნავს ზედოზირებისგან დაცვას;
ჩავალებითო თერაპია ნიშნავს აივ-შიდსის, C და B ჰეპატიტის რისკების შემცირებას;
ჩანაცვლებითი თერაპია ნიშნავს
ადამიანების საზოგადოებაში რესოციალიზაციას;
ჩანაცვლებითი თერაპია ნიშნავს კრიმინალის შემცირებას.
ჩანაცვლებით თერაპიაში ხვდებიან +21 ადამიანები, რომლებიც მინიმუმ 3 წელი მოიხმარენ ქუჩის კუსტარულ ნარკოტიკებს (ჰეროინს, მორფს, მეთადონს,ფენტანილს და ა.შ.)
ჩანაცვლებით თერაპიაში ხვდებიან +21 ადამინები, რომლებიც მინიმუმ 3 წელი მოიხმარენ ქუჩის კუსტარულ ნარკოტიკებს (ჰეროინს,მორფს, მეთადონს, ფენტანილს და ა.შ.)
ჩანაცვლებით თერაპიაში ხვდებიან +21 ადამინები, რომლებიც მინიმუმ 3 წელი მოიხმარენ ქუჩის კუსტარულ ნარკოტიკებს (ჰეროინს მორფს, მეთადონს, ფენტანილს და ა.შ.)
ჩანაცვლებით თერაპიაში ხვდებიან +21 ადამინები, რომლებიც მინიმუმ 3 წელი მოიხმარენ ქუჩის კუსტარულ ნარკოტიკებს (ჰეროინს,მორფს, მეთადონს,ფენტანილს და ა.შ )
ჩანაცვლებით თერაპიაში ხვდებიან +21 ადამინები, რომლებიც მინიმუმ 3 წელი მოიხმარენ ქუჩის კუსტარულ ნარკოტიკებს (ჰეროინს, მორფს, მეთადონს, ფენტანილს და ა.შ.)

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi

„ანტიბიოტიკები ვირუსულ ინფექციებს არ კურნავს…“

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ ანტიბიოტიკური რეზისტენტობა ძირითადად გამოწვეულია ანტიბიოტიკების მუდმივი, გადაჭარბებული ან არასწორი გამოყენების შედეგად.

ანტიბიოტიკური რეზისტენტობა ძირითადად გამოწვეულია ანტიბიოტიკების მუდმივი, გადაჭარბებული ან არასწორი გამოყენების შედეგად. ანტიბიოტიკები ვირუსულ ინფექციებს არ კურნავს, მათ შორის, არც COVID-19-ს და გრიპს.
ვირუსული ინფექციის მქონე ზოგიერთ პაციენტს შეიძლება განუვითარდეს ბაქტერიული კო-ინფექცია. ამ შემთხვევაში, ჯანდაცვის პროფესიონალს შეუძლია ანტიბიოტიკი დანიშნოს მეორადი ბაქტერიული ინფექციის სამკურნალოდ.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi

გუ­ლის წას­ვლის შეგ­რძნე­ბა და გუ­ლის წას­ვლა (პრე­სინ­კო­პე და სინ­კო­პე)

გუ­ლის წას­ვლის შეგ­რძნე­ბა და გუ­ლის წას­ვლა (პრე­სინ­კო­პე და სინ­კო­პე)

პრე­სინ­კო­პე­A ა­რის გუ­ლის წას­ვლის შეგ­რძნე­ბა. გუ­ლის წას­ვლა (სინ­კო­პე) არის ცნო­ბი­ე­რე­ბის უე­ცა­რი, ხან­მოკ­ლე და­კარ­გვა, რა­საც ცნო­ბი­ე­რე­ბის სპონ­ტა­ნუ­რი დაბ­რუ­ნე­ბა მოს­დევს.
მი­ზე­ზე­ბი
პრე­სინ­კო­პეს და სინ­კო­პეს ერ­თი და იგი­ვე გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბი აქვს. ცნო­ბი­ე­რე­ბის და­კარ­გვა ტვი­ნის ფუნ­ქცი­ის დარ­ღვე­ვის შე­დე­გი­ა. ეს უკა­ნას­კნე­ლი, ჩვე­უ­ლებ­რივ, ტვი­ნის სის­ხლით მო­მა­რა­გე­ბის შე­ფერ­ხე­ბის გა­მო ვი­თარ­დე­ბა. თა­ვის მხრივ, ტვი­ნის სის­ხლით მო­მა­რა­გე­ბა შე­იძ­ლე­ბა შემ­ცირ­დეს გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბის ან ისე­თი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო, რო­მე­ლიც აფერ­ხებს გუ­ლის­კენ სის­ხლის ნორ­მა­ლურ მი­დე­ნას და, შე­სა­ბა­მი­სად, ამ­ცი­რებს ტვი­ნის სის­ხლით მო­მა­რა­გე­ბას. ამ მხრივ გან­სა­კუთ­რე­ბულ რის­კის ჯგუფს ხან­დაზ­მუ­ლე­ბი წარ­მო­ად­გე­ნენ, რად­გან სის­ხლის მი­დე­ნა ტვი­ნის­კენ ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად მცირ­დე­ბა. სა­კუთ­რივ ტვი­ნის და­ა­ვა­დე­ბე­ბი, თუ ტვი­ნის სის­ხლძარ­ღვე­ბი არ არის და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი, იშ­ვი­ა­თად იწ­ვევს გო­ნე­ბის კარ­გვას. კრუნ­ჩხვამ შე­იძ­ლე­ბა გა­ნა­პი­რო­ბოს ცნო­ბი­ე­რე­ბის და­კარ­გ­ვა, მაგ­რამ ეს სინ­კო­პედ არ ით­ვლე­ბა.
Mგუ­ლის და­ა­ვა­დე­ბე­ბის დროს ტვი­ნის­კენ სის­ხლის მი­დე­ნა შე­იძ­ლე­ბა შემ­ცირ­დეს, თუ ან გუ­ლის­ცე­მის სიხ­ში­რე შე­იც­ვა­ლა (ძა­ლი­ან შემ­ცირ­და ან მო­ი­მა­ტა), ან რიტ­მი და­ირ­ღვა, ან გულს სის­ხლის ადეკ­ვა­ტუ­რი მო­ცუ­ლო­ბის გა­და­ტუმ­ბვის უნა­რი აღარ შეს­წევს სის­ხლის ნა­კა­დის შე­ფერ­ხე­ბის გა­მო. ამ უკა­ნას­კნე­ლის მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა იქ­ნეს გუ­ლის სარ­ქვლე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა (უხ­ში­რე­სად – აორ­ტის სარ­ქვლი­სა), ფილ­ტვში ან, ზოგ­ჯერ, გულ­ში თრომ­ბის გა­ჩე­ნა, იშ­ვი­ა­თად – გუ­ლის სიმ­სივ­ნე (წი­ნა­გუ­ლო­ვა­ნი მიქ­სო­მა).

წაიკითხეთ სრულა

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights