ოთხშაბათი, მაისი 13, 2026

„ძალიან მიყვარს აღდგომის დღესასწაული, ყველა წინაპრის სასაფლაოს რომ შემოივლი, ყველა წინაპარს რომ პატივს მიაგებ“- გიორგი ფხაკაძე

8 მარტი, 2021

ექსკლუზიური ინტერვიუ

გვესაუბრა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე:

„ყველაზე კარგად მახსენდება აღდგომა. ძალიან, ძალიან მიყვარს აღდგომის დღესასწაული, ყველა წინაპრის სასაფლაოს რომ შემოივლი, ყველა წინაპარს რომ პატივს მიაგებ, სასაფლაო რომ დალაგებული და დასუფთავებულია. ძალიან მიყვარს ნათესავებთან მისვლა, ჩემს ნათესავებთან ურთიერთობა და პურის ჭამა, განსაკუთრებით სასაფლაოზე. ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა ეს დღე… ჩემი ბაბუები, ბებიები, დიდი ბაბუები, – მათი საფლავების მონახულება ძალიან მიხარია. ეს რაღაცნაირად გვაერთიანებს. ძალიან მიხარია იმიტომ, რომ წარსულის და მომავლის კავშირია, ნათესავები ნახულობენ ერთმანეთს – ეს ძალიან მიყვარს. განსაკუთრებით მიყვარს ძველი მეგობრები. მაგალითად, მამაჩემის და დედაჩემის ძველი მეგობრები (დედა ცოცხალი აღარ არის). ვფიქრობ, რომ აღდგომის დღესასწაული არის მართლაც ბრწყინვალე დღესასწაული და ყოველთვის მინდა, რომ ვიყო საქართველოში.

-კერძების მომზადება ვერ გამომდის კარგად. ყველაზე მეტად მიყვარს ხაჭაპური, იმერულიც მიყვარს, მაგრამ აჭარული მირჩევნია. რა თქმა უნდა, ხინკალიც ძალიან მიყვარს. როგორც ყველა ქართველს, მიყვარს ხაჭაპური და ხინკალი.

აღდგომის დღესასწაულზე ჩემი ერთი ნათესავი, წყალტუბოში, აცხობს უგემრიელეს, განსხვავებულ პასკას. ამ პასკის ჭამაც ერთი დღესასწაულია ჩემთვის.

– აჭარაში ნამყოფი ვარ და ციხისძირში მიწის ნაკვეთიც მაქვს. ჩემი ოცნება იყო, რომ სახლი ამეშენებინა, მაგრამ ვერ მოვაგვარე ეს საქმე. მე მაინც იმედი მაქვს, როცა დაწყნარდება ყველაფერი, ციხისძირში ავაშენებ ძალიან კომფორტულ, ლამაზ პატარა სახლს, რომელიც იქნება მთლიანად მინის და იქნება ულამაზესი.

მთელი საქართველო მაქვს შემოვლილი. როცა ვმუშაობდი „ევექსში“, ორმოცამდე საავადმყოფო იყო ქსელში და ყველა შემოვლილი მაქვს. ასევე ვმუშაობდი რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრში – იქ 20 საავადმყოფო იყო და ოცივე მაქვს შემოვლილი. პრაქტიკულად, საქართველოს რეგიონების 70 საავადმყოფო მაქვს შემოვლილი. საქართველოს რეგიონების საავადმყოფოების 80%-ს ვმართავდი. სასწაული და განსხვავებულია საქართველოს ყველა რეგიონი თავისებურად. ყველა რეგიონის საავადმყოფოში ხომ უმეტესად ადგილობრივი ექიმები არიან, ადგილობრივი ინტელიგენცია თავისებური კოლორიტით, მათგან ბევრ რამეს სწავლობ. ყველა საავადმყოფოში სხვადასხვანაირად გმასპინძლობენ…“

წაიკითხეთ სრულა

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi

რა დაავადებაა მსხვილი ნაწლავის კიბო?

რა დაავადებაა მ ს ხ ვ ი ლ ი ნაწლავის კიბო?
საუბრობს კლინიკური ონკოლოგი, ნათია რატიანი:

„მსხვილი ნაწლავის კიბო, იგივე კოლორექტალური კიბო ეს არის მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსიდან განვითარებული ავთვისებიანი სიმსივნე, რომელიც განვითარებას იწვევს მსხვილი ნაწლავის ყველაზე შიგნითა ლორწოვანი გარსიდან, დროთა განმავლობაში იზრდება დაა ხდება მისი ჩაზრდა ნაწლავის კედლის თითქმის ყველა შრეში…“

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi

როგორ შევინარჩუნოთ მათი ჯანმრთელობა და ადრეულ ეტაპზე ამოვიცნოთ თირკმელების დაავადების ნიშნები

როგორ შევინარჩუნოთ მათი ჯანმრთელობა და ადრეულ ეტაპზე ამოვიცნოთ თირკმელების დაავადების ნიშნები
#post_seo_title

დღეს თირკმელების მსოფლიო დღის აღნიშვნას ვუერთდებით, რადგან თირკმელებს გადამწყვეტი როლი აქვს ჩვენი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შენარჩუნებაში.

ჩვენი თირკმელები პასუხისმგებელნი არიან სისხლის ნარჩენების გაფილტვრაზე, არტერიული წნევის რეგულირებაზე და ელექტროლიტების დონის დაბალანსებაზე. მოდით გამოვყოთ ერთი წუთი და ვისწავლოთ როგორ შევინარჩუნოთ მათი ჯანმრთელობა და ადრეულ ეტაპზე ამოვიცნოთ თირკმელების დაავადების ნიშნები.
როგორ შევინარჩუნოთ თირკმელების ჯანმრთელობა:
1. წყალი! – საკმარისი წყლის დალევა ეხმარება თირკმელებს ორგანიზმის ტოქსინებისგან გათავისუფლებაში.
2. იკვებეთ ჯანსაღად: დაბალანსებული რაციონი, რომელიც მდიდარია ხილით და ბოსტნეულით, შემცირებულია მარილის და დამუშავებული პროდუქტების ოდენობა, ხელს უწყობს თირკმელების ჯანმრთელობის შენარჩუნებას.
3. რეგულარული ვარჯიში: ფიზიკური აქტივობები ხელს უწყობს არტერიული წნევის შემცირებას და გულის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, რაც მნიშვნელოვანია თირკმელების დაზიანების თავიდან ასაცილებლად.
4. არტერიული წნევის მონიტორინგი: მაღალმა წნევამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების დაზიანება. გააკონტროლეთ ის რეგულარული მონიტორინგით.
5. მოერიდეთ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გადაჭარბებულ გამოყენებას: არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებმა, როგორიცაა იბუპროფენი, შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენს თირკმელებს, თუ რეგულარულად მიიღება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.
6. შეზღუდეთ ალკოჰოლი და თავი დაანებეთ მოწევას: ორივემ შეიძლება გაზარდოს თირკმლის დაავადების რისკი.
ადრეული გამოვლენა არის თირკმლის დაავადების ეფექტური მართვის გასაღები. თუ თქვენ ან თქვენს გარშემომყოფებს აწუხებთ ეს სიმპტომები, მნიშვნელოვანია, რომ მიმართოთ სამედიცინო დაწესებულებას.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

როგორ შევივსოთ ორგანიზმში D ვიტამინის ნაკლებობა?

როგორ შევივსოთ ორგანიზმში D ვიტამინის ნაკლებობა?
მზის სხივები და პრეპარატული დანამატები…
სტუმრად იმუნიტეტში: ნათია ვაშაყმაძე – ექიმი ენდოკრინოლოგი
გადაცემა „იმუნიტეტი“

შესაძლოა, ეს სიცოცხლისთვის საშიში ანევრიზმის, გულის ან ფილტვის დაავადების ნიშანი იყოს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემების მიხედვით, ყოველწლიურად 17 მილიონზე მეტი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი სწორედ კარდივასკულური პათოლოგიებია
#post_seo_title

თუ გაწუხებთ ქოშინი (ჰაერის ნაკლებობის შეგრძნება),უნდა მიმართოთ ექიმს:

შესაძლოა, ეს სიცოცხლისთვის საშიში ანევრიზმის, გულის ან ფილტვის დაავადების ნიშანი იყოს.
ანევრიზმის დროს სისხლძარღვის კედელი თხელდება და შეშუპებულია. ეს მდგომარეობა სიცოცხლისთვის სახიფათოა, რადგან სისხლძარღვი ნებისმიერ დროს შეიძლება გასკდეს, ტვინში სისხლდენა გამოიწვიოს, რაც სიკვდილის გამომწვევი შეიძლება გახდეს. ანევრიზმა შეიძლება გამოვლინდეს თავის ტვინის MRI-ით. ქოშინი შესაძლოა გამოწვეული იყოს ფილტვების დაავადებებით, მათ შორის ბრონქული ასთმით ან პნევმონიით.

მცირე ფიზიკური დატვირთვის შემდეგ ქოშინი შეიძლება მიუთითებდეს არტერიულ ჰიპერტენზიაზე.

ნებისმიერი ქოშინი მოითხოვს ექიმთან ვიზიტს, თუ ის არ ვლინდება ფიზიკური დატვირთვის ან აგზნების შემდეგ, არამედ მოსვენების დროს, როდესაც ადამიანი ზის ან წევს, მაშინ შეიძლება საჭირო გახდეს ჰოსპიტალიზაცია.

„კიბოს ვაქცინა 2030 წლისთვის იქნება მზად…“

კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინა, სავარაუდოდ, გამოყენებისთვის, 2030 წლისთვის იქნება მზად, – ამის შესახებ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემქმნელმა, Pfizer/BioNTech-ის გუნდმა განაცხადა.
გერმანელი პროფესორების, უგურ შაჰინისა და ოზლემ ტურეჩის მტკიცებით, mRNA ტექნოლოგიის მათი გამოყენებამ პანდემიის დროს ვაქინის შექმნისას და მიღებულმა გამოცდილებამ ხელი შეუწყო მათ მუშაობას კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინაზე.
ჩვეულებრივი ვაქცინებისგან განსხვავებით, რომელსაც  ვირუსის დასუსტებული ფორმების გამოყენებით ქმნიან, mRNA ვაქცინის შექნისას იყენებენ მხოლოდ ვირუსის გენეტიკურ კოდს. mRNA ვაქცინა შეჰყავთ სხეულში, სადაც ის შედის უჯრედებში და „უბრძანებს“ მათ, შექმნან ანტიგენები, რომლებსაც შემდეგ იმუნური სისტემა ამოიცნობს და ამზადებს მას დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველად.
შესაძლოა, კიბოს ვაქცინაზე წვდომა შესაძლებელი იყოს “2030 წლამდე”.
”ის, რაც ჩვენ შევიმუშავეთ ათწლეულების განმავლობაში კიბოს ვაქცინის განვითარებისთვის, „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შემუშავებისთვის ზურგის ქარი აღმოჩნდა, ახლა კი „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა და მისი შემუშავების დროს მიღებული გამოცდილება კიბოს ვაქცინაზე ჩვენ მუშაობასწაადგება”, – განაცხადა ოზლემ ტურეჩმა.
„ჩვენ ვისწავლეთ ვაქცინების უკეთესად და სწრაფად წარმოება. გავიგეთ, როგორ რეაგირებს იმუნური სისტემა mRNA-ზე, ეს აუცილებლად დააჩქარებს კიბოს ვაქცინის შექმნას, გვაქვს მრავალი გარღვევა და გავაგრძელებთ მათზე მუშაობას“, – დასძინა მან.

წყარო : independent.co.uk

ყაბზობა ბავშვებში – რა არის ყაბზობა და რა ფაქტორები იწვევს მას?

ბავშვთა ასაკში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ჩივილს ყაბზობა წარმოადგენს. ზოგჯერ მშობლები ვერ ახერხებენ მისი ნიშნების ამოცნობას ან არ მიიჩნევენ მას სერიოზულ სამედიცინო პრობლემად. რეალურად კი, ყაბზობის უკან ყოველთვის დგას რაიმე კონკრეტული მიზეზი, რომლის ამოცნობაც და დროული რეაგირება მნიშვნელოვანია ბავშვის საერთო ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის.

რა არის ყაბზობა და რა იწვევს მას? როგორ უნდა ამოიცნოს მშობელმა შეკრულობის ნიშნები და როდის უნდა მიმართოს ექიმს? – ამ და სხვა კითხვებზე გვპასუხობს თოდუას კლინიკის ვერის ფილიალის პედიატრი თეა აბჟანდაძე.

რა არის ყაბზობა და რა ფაქტორები იწვევს მას?

ყაბზობა, იგივე შეკრულობა, ნაწლავთა მოქმედების სიხშირის კვირაში 3 ან ნაკლებ ეპიზოდამდე შემცირებას ნიშნავს. ასევე, მტკივნეულ და  გაძნელებულ დეფეკაციას მყარი განავლოვანი მასებით.

ბავშვებში ყაბზობას რამდენიმე ფაქტორი შეიძლება იწვევდეს, ესენია:

● კვებითი ფაქტორები – მცენარეული ბოჭკოებით მდიდარი საკვებისა და სითხის არასაკმარისი მიღება;

● ქცევითი ფაქტორები, მაგალითად, დეფეკაციის აქტის შეკავება. ბავშვებმა შეიძლება იგნორირება გაუკეთონ დეფეკაციის სურვილს, რადგან ისინი დაკავებული არიან  თამაშით ან არ სურთ ისარგებლონ უცნობი სველი წერტილებით;

● ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა;

● სამედიცინო მიზეზები, როგორებიცაა გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი (IBS), ჰიპოთირეოზი, მაგნიუმის დეფიციტი, კალიუმის დეფიციტი;

● ფსიქოლოგიური ფაქტორები – სტრესმა, შფოთვამ ან სხვა ემოციურმა ფაქტორებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ნაწლავის ნორმალურ ფუნქციონირებაზე.

რა ნიშნები მიანიშნებს ყაბზობაზე?

შეიძლება საქმე გვქონდეს ყაბზობასთან, თუ ნაწლავთა მოქმედება გაიშვიათდა და დეფეკაციას ბავშვი კვირაში 3-ჯერ ან კიდევ უფრო ნაკლები რაოდენობით ახერხებს. შეკრულობის დროს დეფეკაცია მტკივნეულია, განავლოვანი მასები კი – მყარი და მშრალი. ბავშვი, ასევე, ვერ ახერხებს ნაწლავების საკმარისად დაცლას.

რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს ხანგრძლივმა შეკრულობამ?

დეფეკაციის გაძნელებამ ბავშვებში შეიძლება გამოიწვიოს დეფეკაციის პროცესის შიში,  რაც თავის მხრივ კიდევ უფრო აღრმავებს პრობლემას და ართულებს მკურნალობას. ამასთან ერთად, ყაბზობის მქონე ბავშვებს ხშირად აღენიშნებათ ქრონიკული მუცლის ტკივილი და დისკომფორტი. ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარე შეკრულობამ შეიძლება, ასევე, გამოიწვიოს ანალური ნაპრალები და სისხლდენა ანუსიდან.

როგორია ყაბზობის პრევენცია?

შეკრულობის პრევენციისთვის მნიშვნელოვანია კვების ცვლილება. ბავშვის ყოველდღიური რაციონი უნდა შეიცავდეს მცენარეული ბოჭკოებით მდიდარ საკვებს, როგორებიცაა ხილი, ბოსტნეული და მარცვლოვნები. განავლოვანი მასების დარბილებასა და ნაწლავების მოტორული ფუნქციის გაუმჯობესებას ხელს უწყობს დღის განმავლობაში სითხის ჭარბი რაოდენობით მიღებაც.

მშობელმა, ასევე, უნდა დაუწესონ ბავშვს ტუალეტის რუტინა და მისცეს მას რეგულარული ხასიათი – სასურველია, დეფეკაცია მოხდეს ჭამის შემდეგ დაახლოებით 15-20 წუთში. ნაწლავის ფუნქციის სტიმულირებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ფიზიკური აქტივობაც.

როგორ მკურნალობთ ყაბზობას ბავშვებში?

თუ ცხოვრების წესისა და დიეტის ცვლილების მიუხედავად ყაბზობა მაინც გაგრძელდა, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია, შეკრულობის გამომწვევი მიზეზების დადგენისა და სწორი მკურნალობის შერჩევის მიზნით.

გარკვეულ სიტუაციებში რეკომენდებულია მედიკამენტების ან განავლის დამარბილებელი საშუალებების გამოყენება. იმ შემთხვევაში, თუ ყაბზობა ფსიქოლოგიური ფაქტორებით არის განპირობებული უნდა მოხდეს მათი დაძლევა. მაგალითად, თუ შეკრულობას შედეგად ახლავს სტრესი ან შფოთვა, საჭიროა, პრობლემას კომპლექსურად მივუდგეთ. ამ შემთხვევაში ფარმაკოლოგიური და არაფარმაკოლოგიური საშუალებების გამოყენებასთან ერთად, შესაძლოა საჭირო გახდეს ფსიქოთერაპევტის ჩართულობაც.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi

„თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი და მშრალი ხველა…’’ – ახალი ვირუსი „თუთიყუშის ცხელება“ ცირკულირებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) თანახმად, ევროპაში იზრდება იშვიათი ბაქტერიული ინფექციის შემთხვევები, სახელწოდებით ფსიტაკოზი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც თუთიყუშის ცხელება. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

გამოცემის ცნობით, გასულ წელს ხუთი გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის ავსტრიაში, დანიაში, გერმანიაში, შვედეთსა და ნიდერლანდებში.

თუთიყუშის ცხელება არის რესპირატორული ინფექცია, რომელიც გამოწვეულია ქლამიდიის ოჯახის ბაქტერიით, რომელიც აზიანებს როგორც გარეულ, ასევე შინაურ ფრინველებს. აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) თანახმად, ადამიანის დაავადების გადაცემა ძირითადად ხდება მტვრის ნაწილაკების სუნთქვით, მშრალი ნარჩენებისა და ინფიცირებული ფრინველების სეკრეციიდან.

ნაკლებად ხშირად, ფრინველებს შეუძლიათ ადამიანების დაინფიცირება ნაკბენით ან პირის ღრუსთან კონტაქტით. ინფექციის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა შესაძლებელია, მაგრამ იშვიათია. ასევე, არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ თუთიყუშის ცხელების გამომწვევი ბაქტერია ვრცელდება ფრინველის მომზადებით ან ჭამით.

თუთიყუშის ცხელებით დაინფიცირების ყველაზე მეტად რისკის ქვეშ არიან ადამიანები, რომლებიც მუშაობენ და კონტაქტში არიან ფრინველებთან, მათ შორის შინაური ცხოველების მფლობელებთან, მეფრინველეობის მუშაკებთან და ვეტერინარებთან, აგრეთვე ვოლიერებთან და ზოო მაღაზიის მფლობელებთან.

თუთიყუშის ცხელების სიმპტომები მოიცავს ცხელებას და შემცივნებას, თავის ტკივილს, კუნთების ტკივილს და მშრალ ხველას. ინფიცირებულთა უმეტესობა სიმპტომების გამოვლენას იწყებს ბაქტერიის ზემოქმედების შემდეგ ხუთიდან 14 დღეში.

თუთიყუშის ცხელებით დაავადებული პაციენტები მკურნალობენ ანტიბიოტიკებით და, როგორც წესი, სრულად გამოჯანმრთელდებიან. თუმცა, ზოგიერთი ადამიანის მდგომარეობა შესაძლოა გართულდეს და საჭირო გახდეს ჰოსპიტალიზაცია.

თუთიყუშის ცხელება იშვიათად იწვევს სიკვდილს (100 შემთხვევიდან 1-ზე ნაკლები), ამბობს CDC.

დანიაში 27 თებერვლის მდგომარეობით, 23 ადამიანს დაუდასტურდა ფსიტაკოზზე დადებითი ტესტი, მათგან 15-ს განუვითარდა პნევმონია და ოთხი გარდაიცვალა. გერმანიას ჰქონდა 19 დადასტურებული შემთხვევა 2023 წლის იანვრიდან 2024 წლის 19 თებერვლამდე.

ამავდროულად, შვედეთმა გამოაცხადა შემთხვევების ჩვეულებრივ მაღალი რაოდენობა – 26. ქვეყანაში მიმდინარე წელს ცამეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თქმით, ნიდერლანდებში დეკემბრის ბოლოს და თებერვლის ბოლოს ორჯერ მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, ვიდრე წინა წლების იმავე პერიოდში.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi

„ეს არის მთავარი ღერძი, რომელზეც დაშენდება ყველა შემდგომი გადაწყვეტილება“ – მიხეილ სარჯველაძე

„მოგეხსენებათ, პრემიერ-მინისტრის ჩართულობით მიღწეულია გარკვეული გადაწყვეტილებები და ამ გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესს ბუნებრივია მივდევთ და სამომავლოდაც, ძირითადად ალბათ ეს პოსტულატები იქნება განმსაზღვრელი, რაც ითქვა წინდაწინ“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით მედიასთან განაცხადა.

მინისტრს ასევე კითხვა დაუსვეს DRG მეთოდის შესახებ.

„ამასთან დაკავშირებით აუცილებელი იქნება დარგთან აქტიური კომუნიკაცია, ყველა მოსაზრების მოსმენა და შერჩევა საუკეთესო მოდელის, რომელიც წაადგება თითოეულ პაციენტს. მთავარი განმსაზღვრელი გახლავთ პაციენტის საუკეთესო ინტერესების მაქსიმალური დაცვა. ეს არის მთავარი ღერძი, რომელზეც დაშენდება ყველა შემდგომი გადაწყვეტილება“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობაზე მიხეილ სარჯველაძე დაინიშნა.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights