ოთხშაბათი, ივნისი 10, 2026

ჰიპერაქტიური შარდის ბუშტი – ხდება შარდის შეუკავებლობა

შარდის შეუკავებლობა
#image_title

ჰიპერაქტიური შარდის ბუშტი  – ხასიათდება სინდრომით, რომლის დროსაც ხდება შარდის შეუკავებლობა. აღნიშნული პრობლემა ადამიანს უქმნის უამრავ უხერხულობას, რაც გამოწვეულია იმით, რომ სულ მოშარდვის განცდა და ამასთან შეუკავებლობა აქვს. დაავადება გვხვდება როგორც ზრდასრულებში, ისე ბავშვებში.

მიზეზები
დაავადების მიზეზებია:
·         თავის ტვინის ქერქის ცენტრალურ ნერვულ ნაწილში ცვლილებები, რომელიც პასუხისგმებელია შრდვის პროცესზე;
·         პარკინსონის დაავადება;
·         სტრესი;
·         ინსულტი;
·         შარდმდენი პრეპარატების მიღება;
·         ინფექციური დაავადებები;
·         დიაბეტი;
·         თირკმელების მუშაობაში პათოლოგიური ცვლილებები;
·         შარდის ბუშტის ანთებითი პროცესი;
·         ორგანოებში ქვებისა და სიმსივნეების არსებობა;
·         ყავისა და ალკოჰოლის ჭარბი დოზით მიღება;
·         პროსტატის გადიდების გამო შარდის გამოყოფის დარღვევა;
·         ონკოლოგიური პროცესები;
·         საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევა.

სიმპტომები
დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები:
·         ხშირი შარდვა (დღეში 8-10-ჯერ მეტი, ღამეში 2-3-ჯერ მეტი);
·         შარდის შეუკავებლობა;
·         ფიზიკური დატვირთვისას, სიცილის ან ხველის დროს შარდის თვითნებურად გამოყოფა;
·         შარდის შეკავების სურვილი, რომლის გაკონტროლებაც შეუძლებელია;
·         შარდის წვეთობით გამოყოფა;
·         შარდვისას წვა და ტკივილი;
·         შარდის ბუშტის ბოლომდე დაუცლელობის შეგრძნება.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის საჭიროა შემდეგი სახის მანიპულაციების ჩატარება:
·         გამოცდილ უროლოგთან ვიზიტი, რომელიც დანიშნავს დაავადების სწორ მკურნალობას;
·         იმ დაავადებების გამორიცხვა, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ჭარბი შარდდენა;
·         შარდის საერთო ანალიზი;
·         აღნიშნული დაავადების ქალებში გამოვლენის დროს საჭიროა გინეკოლოგთან ვიზიტი;
·         სისხლის საერთო ანალიზის გაკეთება;
·         რენტგენოგრაფიის ჩატარება;
·         უროდინამიული გამოკვლევების ჩატარება;
·         ცისტოსკოპიის ჩატარება, რომლის საშუალებით ექიმი შეძლებს ურეტრასა და შარდის ბუშტის დათვალიერებას.

მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მოიცავს:
·         ფიზიოთერაპიას, რომელიც გულისხმობს ელექტროფარეზს, ამპლიპულსთერაპიას, ნემსით რეფლექსოთერაპიას;
·         მედიკამენტოზურ მკურნალობას, რომელიც მოიცავს ანტიმუსკარინულ პრეპარატებს, რომლებიც არეგულიერებენ შარდის ბუშტზე რეფლექტორულ გავლენას;
·         პაციენტის ცხოვრების წესის კორექციას (ალკოჰოლზე, ყავაზე, მოწევაზე უარის თქმა, ჭარბ წონასთან ბრძოლა, სითხის მიღების ნორმალიზაცია);
·         სამკურნალო ფიზკულტურას, რომელიც მოიცავს მენჯის კუნთების ვარჯიშს;
·         ქირურგიულ ჩარევას.

საშიშროება
დაავადება შეიძლება გახდეს სერიოზული გართულებების მიზეზი, რომლებსაც შეუძლიათ გამოიწვიონ ლეტალური შედეგი. რაც უფრო ადრე დაიწყება მკურნალობა, მით მეტია გამოჯანმრთელების შანსი.

პროფილაქტიკა
პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
·         სპროტი;
·         მავნე ჩვევებზე უარის თქმა;
·         კვების ნორმალიზება;
·         უროლოგთან რეგულარული ვიზიტი.

ჰიდროცეფალია – თავის ტვინში ცერებროსპინალური სითხის დაგროვება

#image_title

ჰიდროცეფალია (თავის ტვინის წყლული) – დაავადება, რომელსაც ახასიათებს თავის ტვინში ცერებროსპინალური სითხის დაგროვება. დაავადება გვხვდება ახალშობილებსა და პატარა ბავშვებში.
სითხის დაგროვების მიხედვით გამოიყოფა:
·         შიდა ჰიდროცეფალია – სითხე გროვდება თავის ტვინის პარკუჭებში;
·         გარე ჰიდროცეფალია – სითხის დაგროვება სუბარაქნოიდულ სივრცეში;
·         საერთო ჰიდროცეფალია – სითხე გროვდება როგორც პარკუჭებში, ისე სუბარაქნოიდულ სივრცეში.

მიზეზები
დაავადება ჩნდება რეზორბციის დარღვევის შედეგად, ცერებროსპინალური სითხის პროდუქციისა და ცირკულაციის შედეგად, რასაც მივყავართ ტვინის პარკუჭებში, ცისტერნებსა და სუბარაქნოიდულ სივრცეებში მის დაგროვებამდე. ჰიდროცეფალიის მიზეზებია:
·         დედის ინფექციური დაავადებები ორსულობის პერიოდში;
·         ტრავმები, თავის ტვინის ანთება (მენინგიტი, ენცეფალიტი);
·         თავის ტვინის სისხლძარღვების ფუნქციის დარღვევა;
·         თავისა და ზურგის ტვინის მანკები;
·         ნაადრევად დაბადება.

სიმპტომები
დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები:
·         თავის გარშემოწერილობის სწრაფი ზრდა (60 სმ-ზე მეტი);
·         გაბერილი ყიფლიბანდი;
·         თვალის კაკლების ქვემოთ გადახრა;
·         თავის თმიან ნაწილში ვენების გაგანიერება;
·         სიელმე;
·         გულის რევა, ღებინება;
·         კრუნჩხვა;
·         თავის ტკივილი.

დიაგნოსტიკა
დაავადების მკურნალობისთვის დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ნევროლოგი და ნიშნავს შემდეგ პროცედურებს:
·         სეროლოგიური გამოკვლევას;
·         თავის ქალას რენტგენოგრაფიულ გამოკვლევას;
·         თავის ტვინის ულტრა-ბგერით გამოკვლევას;
·         თავის ტვინის კომპიუტერულ ტომოგრაფიას;
·         თავის ტვინის მაგნიტო-რეზონანსულ ტომოგრაფიას;
·         თავის ტვინის ანგიოგრაფიას.

მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მოიცავს:
·         ქირურგიულ ჩარევას (შუნტირებადი ოპერაცია, რომელიც აღადგენს თავზურგტვინის სითხის მოძრაობას, გარე დრენირებადი ოპერაციები);
·         დიურეტიკებს;
·         გლუკოკორტიკოიდებს;
·         საერთო გამაჯანსაღებელ თერაპიას.

საშიშროება
თუ არ მოხდება დაავადების დროული და სწორი მკურნალობა, შესაძლოა განვითარედეს შემდეგი სახის გართულებები:
·         თავის ტვინის დაზიანება;
·         ფიზიკური უუნარობა;
·         გონებრივი სისუსტე.
ახალშობილებსა და ძუძუმწოვარ ბავშვებში დაავადება ხშირად სრულდება ლეტალური შედეგით.

რისკის ჯგუფი
რისკის ჯგუფში შედიან:
·         დღენაკლული ბავშვები;
·         ბავშვები, რომელთა დედებმა ორსულობის პერიოდში გადაიტანეს ინფექციური დაავადებები;
·         ბავშვები, რომლებსაც აქვთ თანდაყოლილი პათოლოგიები და განვითარების პრობლემები.

პროფილაქტიკა
დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
·         ორსულმა ქალებმა გაიარონ კონსულტაცია ექიმ-ინფექციონისტთან;
·         ბავშვებში ცენტრალური-ნერვული სისტემის ინფექციური დაავადებების აღმოფხვრა;
·         თავის ტრამვებისგან დაცვა.

ჰიდრადენიტი – დაავადების მთავარი გამომწვევია სტაფილოკოკური ინფექციები

#image_title

ჰიდრადენიტი წარმოადგენს ანთებით პროცესს, რომელიც მიმდინარეობს აპოკრინულ საოფლე ჯირკვლებში. დაავადების მთავარი გამომწვევია სტაფილოკოკური ინფექციები. უმეტესწილად პრობლემა აზიანებს იღლიის ჯირკვლებს. ჰიდრადენიტი ხშირად გვხვდება ჭიპის, ანუსის, დიდი სასქესო ბაგეების არეში და ა.შ.

ჰიდრადენიტის ძირითადი სახეობებია:
·         ერთმხრივი;
·         ორმხრივი.

მიზეზები
ჰიდრადენიტისი მიზეზი არის ორგანიზმში ოქროსფერი სტაფილოკოკის შეღწევა, რომელიც სხვადასხვა გზით ხდება:
·         კანის მექანიკური დაზიანება (მაგალითად სამართებლით კანის გაჭრის დროს);
·         ჭარბი ოფლიანობა;
·         მოუხერხებელი ტანსაცმელი;
·         სუსტი იმუნიტეტი;
·         ჰორმონალური დარღვევები ქალებში;
·         ენდოკრინული დაავადებები;
·         ცხიმიანობა;
·         პირადი ჰიგიენის წესების დაუცველობა.

სიმპტომები
·         კანზე მყარი კვანძების გაჩენა, რომლებიც ვიზუალურად ზოგჯერ საწოვარას ჰგავს;
·         ქავილი;
·         ტკივილი, რომელიც ძლიერდება კვანძზე ზემოქმედებისას;
·         კვანძების მკვეთრი გაზრდა;
·         კვანძების ადგილებში კანის მოლურჯო-მოვითალო შეფერილობა;
·         ჩირქოვანი გამონადენი კვანძებიდან;
·         კვანძებში წყლულის გაჩენა;
·         გამოკვეთილი ტკივილი;
·         მაღალი ტემპერატურა;
·         საერთო სისუსტე;
·         იმუნიტეტის დაქვეითება.
ჰიდრადენიტი გამოირჩევა განვითარების 2 კვირიანი ციკლით. ის შეიძლება ვითარდებოდეს უსიმპტომოდ ან იმალებოდეს კანის სხვადასხვა პრობლემების უკან.

დიაგნოსტიკა
დაავადების სამკურნალოდ საჭიროა ზუსტი დიაგნოსტიკის ჩატარება:
·         პროფესიონალ დერმატოლოგთან ვიზიტი;
·         სისხლის ანალიზის გაკეთება ლეიკოციტების განსაზღვრისთვის;
·         შარდის საერთო ანალიზი;
·         შესაძლოა საჭირო გახდეს დამატებითი გამოკვლევა დაავადების გამომწვევი პირველადი მიზეზების დასადგენად.

მკურნალობა
მკურნალობა მოიცავს:
·         ანთების ადგილის დამუშავებას სპეციალური მალამოებით და ხსნარებით (სალიცილის მალამო და ბორის სპირტი);
·         დაზიანებული ადგილის დაცვას სისველისგან;
·         ანტიბიოტიკების კურსის გავლას;
·         კვანძების მოცილებას ოპერაციული გზით.
ნებისმიერ შემთხვევაში, საჭიროა დერმატოლოგთან ვიზიტი, რათა მოხდეს დაავადების მკურნალობის სწორად დანიშვნა.

საშიშროება
დროული და აქტუალური მკურნალობა გართულებების თავიდან აცილების საშუალებას მოგვცემს, თუმცა ეს არ გამორიცხავს დაავადების განმეორებით წარმოქმნის საშიშროებას. ამ დაავადების თავისებურება ისაა, რომ შეუძლია ხშირად რეციდივირება, მაშინაც კი, თუ პაციენტი წინა შემთხვევისას სრულიად გამოჯანმრთელდა.

პროფილაქტიკა
პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
·         ჰიგიენის წესების დაცვა;
·         ცხიმთან ბრძოლა;
·         მოსახერხებელი სამოსის ტარება;
·         საერთო ჯანმრთელობისთვის ყურადღების მიქცევა, იმ დაავადებების დროულად და კომპლექსურად მკურნალობა, რომლებსაც შეუძლიათ გამოიწვიონ ჰიდრადენიტი.

ლეიცინოზი – შარდის ბუშტის დაავადება ხასიათდება შარდის სპეციკური სუნით. შარდში ფიქსირდება ლეიცინის დიდი რაოდენობა

#image_title

ლეიცინოზი (ნეკერჩხლის სიროფის დაავადება) – შარდის ბუშტის დაავადება ხასიათდება შარდის სპეციკური სუნით. შარდში ფიქსირდება ლეიცინის დიდი რაოდენობა.
გამოიყოფა დაავადების შემდეგი სახეობები:
·         კლასიკური;
·         პერიოდული;
·         შუალედური;
·         ტიამინდამოკიდებული.

მიზეზები
ლეიცინოზი – ეს არის მემკვიდრეობითი დაავადება. მისი წარმოშობის ძირითადი მიზეზებია:
·         მჟავების ცვლის დარღვევა: იზოლეიცინის, ლეიცინის, ვალინის;
·         ამინომჟავების ორგანიზმის მიერ შეთვისების შეუძლებლობა;
·         გენეტიკური მიდრეკილება, დაავადება აუტოსომურ-რეცესიული ტიპით გამოკვლევისას გვხვდება 120 000 – 300 000 ახალშობილიდან 1-ში.

სიმპტომები
დაავადების მთავარი სიმპტომებია:
·         ბავშვის მიერ საკვებზე უარის თქმა;
·         ახალშობილის ჩუმი ტირილი;
·         ხშირი რეგურგიტაცია;
·         ღებინება;
·         კუნთების გარვეული ნაწილის კანკალი;
·         კუნთების ძლიერი ტონუსი;
·         ტანის დაჭიმვა;
·         სუნთქვის დარღვევა;
·         ცნობიერების დარღვევა;
·         ქვედა კიდურების გადაჯვარედინება.
როგორც წესი, დაავადება ვლინდება ბავშვის დაბადებიდან მე-3 მე-14 დღეს.

დიაგნოსტიკა
დიაგნოსტიკისთვის საჭიროა შემდეგი მანიპულაციები:
·         ბავშვის მიყვანა პროფესიონალ პედიატრთან და ენდოკრინოლოგთან;
·         შარდის საერთო ანალიზის ჩატარება ამინომჟავების განშტოებულ ჯაჭვში გამოსავლენად;
·         სელექციური სქრინინგის ჩატარება;
·         სისხლის საერთო ანალიზის ჩატარება.

მკურნალობა
რაც უფრო მალე იქნება მიღებული ზომები დაავადების სამკურნალოდ, მით უფრო მეტი შანსია დაავადების განკურნებისთვის: მკურნალობის ძირითადი მომენტებია:
·         პლაზმაში ლეიცინის, ვალინის და იზოლეიცინის დონის შემცირება;
·         სპეციალური დიეტა;
·         ორგანიზმის დეტოქსიკაცია;
·         18 ამინომჟავისგან შემდგარი მიქსტურის მიღება;
·         როგორც კი გაუმჯობესდება ბავშვის საერთო მდგომარეობა, დარეგულირდება კუნთების ტონუსი, გაუჩნდება მადა – მის რაციონს ემატება ძროხის რძე;
·         3 თვის ასაკიდან საკვებს ემატება ცილების შემცველი პროდუქტი;
·         6-8 თვიდან რაციონში შედის ჟელატინი;
·         9,5 თვიდან ბავშვს შეიძლება ვაჭამოთ დღე-ღამის განმავლობაში რძე 120 მლ ოდენობით;
·         საჭიროა დიეტოლოგის მკაცრი კონტროლი და მშობლების მხრიდან ყველა მითითების შესრულება.

საშიშროება
დაავადების რთული ფორმისას შეიძლება განვითარდეს გულის წასვლის მომენტი და სუნთქვის გართულება. ამიტომ, დიაგნოზის დასმისთანავე საჭიროა სასწრაფოდ მკურნალობის დაწყება.

პროფილაქტიკა
აღნიშნულ დაავადებას პროფილაქტიკური ღონისძიებები არ აქვს.

ლეპრა – კანის და პერიფერიული ნერვების ანთებითი პროცესი

#image_title

ლეპრა (კეთრი) – ქრონიკული დაავადება, რომელსაც ახასიათებს კანის და პერიფერიული ნერვების ანთებითი პროცესი, რომელიც აზიანებს თვალებს, ცხვირს, ძვლებს, მტევნებს, ტერფებს, საკვერცხეებს. ლეპრა გავრცელებულია აფრიკისა და აზიის ქვეყნებში. გამოიყოფა დაავადების შემდეგი ფორმები:
·         ლეპრომატოზური ლეპრა – ხასიათდება კანის საფარის ჭარბი დაზიანებით;
·         ტუბერკულოიდური ლეპრა – გამოირჩევა ნერვების ძლიერი დაზიანებით.

მიზეზები
დაავადება ჩნდება ორგანიზმის ლეპრას მიკრობაქტერიებით დაავადებისას, რომლებიც ორგანიზმში შეიძლება მოხვდნენ ზედა სასუნთქი გზებიდან, კანის დაზიანებული საფარიდან, დაინფიცირებულ ადამიანთან ხანგრძლივი კონტაქტით, ასევე მწერების ნაკბენით.

სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს:
·         კანის გარკვეული ნაწილის მგრძნობელობის დარღვევა;
·         კანის საფარზე პიგმენტაციის შეცვლა;
·         კუნთების ატროფია;
·         ტერფებზე ტროფიკული წყლულების გაჩენა;
·         ყურის ნიჟარების გადიდება;
·         სისხლდენა ცხვირიდან;
·         წარბების გაცვენა;
·         სახის კანის ანთება, რაც იწვევს მის გასქელებას;
·         მხედველობის გაუარესება;
·         ხელებისა და ფეხების თითების კვდომა.
ინკუბაციური პერიოდი გრძელდება საშუალოდ 3-5 წელი.

დიაგნოსტიკა
დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ინფექციონისტი, რისთვისაც ნიშნავს სეროლოგიურ, ბაქტერიოლოგიურ, ჰისტოლოგიურ გამოკვლევებს კანის დაზიანებული ადგილებიდან, ასევე ცხვირის ლორწოვანის ნაცხის ანალიზს.
საჭიროა დაავადების გარჩევა ტოკსიკოდერმიისგან, ექსუდატიური ერითემისგან, ტუპერკულოზისაგან, სარკოიდოზისაგან, სკლეროდერმიისაგანა, ვიტილიგოსგან, მიკოზისგან, ტროფიკული წყლულისგან, პიგმენტური ჭინჭრის ციებისგან.

მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
·         ენთიოტროპულ თერაპიას;
·         ანტილეპროზულ პრეპარატებს;
·         მასტიმულირებელ პრეპარატებს (იმუნომოდულატორებს, ვიტამინებს, იმუნოგლობულინს).

საშიშროება
მკურნალობის არარსებობამ შეიძლება გამოიწივიოს შემდეგი სახის გართულებები:
·         სიბრმავე;
·         უნაყოფობა;
·         ცხვირის ძგიდის მოშლა;
·         თვალის რქოვანას წყლული;
·         მტევნებისა და ტერფების კონტრაქტურა;
·         ამილოიდოზი;
·         მოტეხილობების რისკის გაზრდა.

რისკის ჯგუფი
ჯგუფში შედიან:
·         ალერგიული დაავადებებისადმი მიდრეკილი ადამიანები;
·         ცუდი ეკოლოგიური პირობების რაიონებში მაცხოვრებლები;
·         შიდსის დაავადებულები.

პროფილაქტიკა
რეკომენდირებულა:
·         ეპიდემიურ კერებში მაცხოვრებლებისთვის სასწრაფო გამოკვლევის ჩატარება;
·         დაავადებულთან კონტაქტის შემდეგ პრევენციული მკურნალობის დაწყება;
·         პირადი ჰიგიენის წესების დაცვა.

ლიმფადენიტი – ლიმფური კვანძების ანთება, რომელსაც ახლავს ჩირქოვანი გამონადენი

#image_title

ლიმფადენიტი – ლიმფური კვანძების ანთება, რომელსაც ახლავს ჩირქოვანი გამონადენი. გამოიყოფა ლიმფადენიტის რამოდენიმე სახეობა:
·         ყელის ლიმფადენიტი;
·         მწვავე ლიმფადენიტი;
·         ჩირქოვანი ლიმფადენიტი;
·         ქრონიკული ლიმფადენიტი;
·         ყბისქვეშა ლიმფადენიტი;
·         საბავშვო ლიმფადენიტი.

მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
·         მიკროორგანიზმები, რომლებიც აღწევენ ლიმფურ კვანძებში მწვავე ან ჩირქიანი ადგილების სისხლძარღვების მიერ გამოტარებული სისხლით, ლიმფით ან კონტაქტის გამო;
·         აივ-ინფექცია;
·         სასუნთქი გზების ინფექციები;
·         ბაქტერიული ინფექციები;
·         სოკოვანი ან პარაზიტული ინფექციები;
·         ტუპერკულოზი;
·         ლიმფური კვანძების კიბო;
·         ლიმფომა;
·         მეტასტატიკური სიმსივნეები სხეულის სხვა ნაწილებში.

სიმპტომები
დაავადების ძირითადი სიმპტომებია:
·         შესიებული ლიმფური კვანძები;
·         ქავილი;
·         გამონაყარი;
·         სხეულის მაღალი ტემპერატურა (38,5С-ზე მეტი);
·         ლიმფური კვანძების ადგილებში სიწითლე და შეშუპება;
·         გართულებული ან გახშირებული სუნთქვა;
·         გახშირებული გულისცემა;
·         ლიმფური კვანძების ადგილებში ძლიერი ტკივილი;
·         ორგანიზმის საერთო სისუსტე;
·         ციება.

დიაგნოსტიკა
დიაგნოსტიკისთვის პაციენტს უტარდება:
·         პირველადი ჩირქოვანი კერის დადგენა-გამოკვლევა;
·         ლიმფური კვანძის პუნქციური ბიოპსია;
·         სისხლის საერთო ანალიზი;
·         შარდის საერთ ანალიზი;
·         პაციენტის მხრიდან ტუპერკულოზით დაავადებულთან კონტაქტის შემთხვევაში ტარდება რეაქცია ტუბერკულინზე;
·         დაზიანებული ნაწილის კომპიუტერული ტომოგრაფიით გამოვლენა.

მკურნალობა
აქტუალურია შემდეგი ქმედებები:
·         წამლების მიღება (ანალგეტიკები, ანტიბიოტიკები, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები და ა.შ.);
·         გრილი, სველი კომპრესები ანთების ჩასაცხრობად;
·         აბსცესის მოსაშორებლად ქირურგიული მეთოდით ჩარევა.
ყბისქვეშა ლიმფადენიტისთვის:
·         ბუროვის სითხის პირის ღრუს გამორეცხვა;
·         ცივი საფენები;
·         ანალგეტიკებისა და ანტიბიოტიკების მიღება.

საშიშროება
ლიმფადენიტის დროს რისკ-ფაქტორები დამოკიდებულია დაავადების გამომწვევ ძირიდად მიზეზზე. ყველაზე საშიში პერსპექტივა არის ლეტალური შედეგი, რომელიც შეიძლება პროვოცირებული იყოს როგორც ლიმფადენიტით, ისე სხვა დაავადებებით, რომლებმაც გამოიწვია ლიმფადენიტი. არის შემთხვევები, როცა ლიმფადენიტი თავისით გადის და მკურნალობას არ საჭიროებს.

პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         ტრავმებისგან თავის დაცვა;
·         ანთებით-ჩირქოვანი დაავადებების დროული მკურნალობა;
·         ტუპერკულოზის და ინფექციური დაავადებების მქონე პირებთან კონტაქტისგან თავის შეკავება;
·         ჯანსაღი ცხოვრების წესი და მავნე ჩვევებზე უარის თქმა.

ლიმფოგრანულემატოზი – ლიმფური ქსოვილის ავთვისებიანი დაზიანება.

#image_title

ლიმფოგრანულემატოზი – ლიმფური ქსოვილის ავთვისებიანი დაზიანება.

მიზეზები
ზუსტი მიზეზები, რომლებიც დაავადებას იწვევს დღემდე დაუდგენელია, მაგრამ მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს შეიძლება იყოს:
·         ეპშტეინ-ბარის ვირუსით დაავადება;
·         მემკვიდრეობითი ფაქტორი;
·         გარკვეული ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედება.

სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:
·         ლიმფური კვანძების გადიდება;
·         სუნთქვის გართულება, ხველა;
·         საერთო სისუსტე;
·         სხეულის წონის დაკარგვა;
·         ოფლიანობა;
·         საჭმლის მონელების დარღვევა.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის ტარდება:
·         ექიმის მიერ დათვალიერება პალპაციის, პერკუსიის და ასკულტაციის თანხლებით;
·         სისხლის საერთო და ბიოქიმიური ანალიზის ჩატარება;
·         ლიმფური კვანძის ბიოპსიის ჩატარება და შემდეგ, მიღებული მასალის იმუნოლოგიური და მორფოლოგიური გამოკვლევა;
·         ძვლის ტვინის გამოკვლევა მიელოგრამის ანალიზით;
·         გულმკერდის რენტგენოგრაფია ფილტვების ლიმფოგრანულემატოზის დასადგენად;
·         კომპიუტერული და მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია.

მკურნალობა
·         ქიმიოთერაპია ციტოსტატიკური პრეპარატების გამოყენებით, განსაკუთრებული სქემის მიხედვით;
·         სხივური თერაპია, რომელიც მიმართულია სარძევე ჯირკვლების კონკრეტული კვანძებისკენ;
·         მაღალდოზიანი პოლიქიმიოთერაპია ძვლის ტვინის გადანერგვის თანხლებით.
თანამედროვე და ხარისხიანი მკურნალობის შემთხვევაში რემისიის მიღწევის შანსი არის 90%.

საშიშროება
ადეკვატური თერაპიის არარსებობის შემთხვევაში ხდება შინაგანი ორგანოების დაზიანება და მათი ფუნქციის მოშლა.

რისკის ჯგუფი
ამ ჯგუფში შედიან ადამიანები, რომლებსაც:
·         ჰყავთ მსგავსი პათოლოგიის მქონე ნათესავები;
·         გადატანილი აქვთ ინფექციური მონონუკლეოზი.

პროფილაქტიკა
სამწუხაროდ აღნიშნული დაავადების თავიდან ასაცილებლად რაიმე სპეციალური პროფილაქტიკური ღონისძიება არ არსებობს.

ლიმფომა – ვთვისებიანი სიმსივნე, რომელიც აზიანებს ლიმფატიკურ სისტემას

#image_title

ლიმფომა – ავთვისებიანი სიმსივნე, რომელიც აზიანებს ლიმფატიკურ სისტემას.
გამოიყოფა ლიმფომას შემდეგი სახეობები:
·         ხოჯკინის ლიმფომა – დაავადების დროს პროცესი გადაეცემა ერთი ლიმფური კვანძდან მეორეს, იკურნება რთულად;
·         სხვა ლიმფომები – სხვადასხვა სახის ლიმფომები, რომელბიც აზიანებენ უჯრედებს და ორგანოებს (ღვიძლს, ნერვულ სისტემას, კუჭს, კანს და ა.შ.).

მიზეზები
ლიმფომას გაჩენის მიზეზებია:
·         მოხუცებულობა;
·         ორგანიზმში გარკვული ვირუსებისა და ინფექციების არსებობა;
·         იმუნური სისტემის დარღვევები;
·         ორგანიზმზე მავნე ნივთიერებების ხანგრძლივი ზემოქმედება;
·         ორგანიზმის საერთო სისუსტე;
·         მემკვიდრეობითი მიდრეკილება.

სიმპტომები
დაავადებისთვის დამახასიათებელია
·         ჯირკვლების გადიდება ტკივილის თანხლებით;
·         კანზე წითელი ფერის ლაქების გაჩენა;
·         კანის საფარის გაუხეშება;
·         გულის რევა, ღებინება;
·         ღამის პერიოდში ჭარბი ოფლიანობა;
·         ელენთის გადიდება მუცლის არშეი მწვავე ტკივილის თანხლებით;
·         წონის სწრაფი დაკარგვა;
·         სხეულის ტემპერატურის აწევა საღამოს და ღამის საათებში;
·         სწარფი დაღლა;
·         კანის ქავილი.

დიაგნოსტიკა
დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ონკოლოგი, შეიძლება საჭირო გახდეს ექიმი-ჰემატოლოგის კონულტაციაც. პაციენტს უტარდება:
·         სისხლის საერთო კლინიკური ანალიზი;
·         სისხლის ბიოქიმიური ანალიზი;
·         დაზიანებული ლიმფური კვანძის ბიოპსია;
·         რენტგენოლოგიური გამოკვლევა;
·         კომპიუტერული ტომოგრაფია;
·         მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია;
·         ძვლის ტვინის გამოკვლევა;
·         ციტოგენეტიკური გამოკვლევა.

მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მოიცავს:
·         რადიოთერაპიას;
·         ქიმიოთერაპიას;
·         ძვლის ტვინის გადანერგვას;
·         ბილოგიური რეაქციის მოდიფიკაციურ თერაპიას.

საშიშროება
დაავადებამ შეიძება გამოიწვიოს შემდეგი სახის გართულებები:
·         ანემია;
·         მეორადი ინფექციების გაღვივება;
·         ძილის დარღვევა;
·         დეპრესია;
·         ორგანიზმის გამოფიტვა;
·         ზედა სასუნთქი გზების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, საშარდე გზების ობსტრუქცია.
მაღალია ლეტალური შედეგის რისკი.

პროფილაქტიკა
სამწუხაროდ რაიმე განსაკუთრებული პროფილაქტიკური მეთოდი დაავადების თავიდან ასაცილებლად არ არსებობს.

ლიმფოსტაზი

ლიმფოსტაზი – ლიმფომიმოქცევის დარღვევა და ლიმფას ქსოვილებში შეკავება. დაავადებას ასევე უწოდებენ ლიმფურ შეშეუპებას. არსებობს ლიმფოსტაზის სამი ტიპი:  
·         მსუბუქი შეშუპება;
·         შეუქცევადი შეშუპება;
·         კიდურების ელეფანტიზმი.
 
მიზეზები
დაავადების გამომწვევი ძირითადი მიზეზებია:
·         ლიმფატიკური გზების თანდაყოლილი ანომალია;
·         აგენეზია;
·         სისხლძარღვების ობსტრუქცია;
·         სარქველების უკმარისობა;
·         ჰიპოპლაზია;
·         ტრავმები;
·         დამწვრობა;
·         ზეწოლა კიდურებზე.
·         თირკემელების დაავადებები;
·         ვენების ქრონიკული უკმარისობა;
·         ჰიპოპროტეინემია;
·         პოტრომბოფლებიტიკური სინდრომი;
·         არტერიოვენოზური ფისტულები;
·         პროსტატის კიბო;
·         ლიმფომა;
·         სხივური თერაპია;
·         ლიმფური კვანძების მოცილება. 
შემთხვევების 10-40%-ში აღნიშნული დაავადება წარმოადგენს მასტექტომიის შედეგს (სარძევე ჯირკვლების მოცილების ქირურგიული მეთოდი). 
 
სიმპტომები
დაავადებას ახასიათბებს:
·         კიდურების მუდმივი შეშუპება, რომელიც ჩნდება საღამოს და დილით ქრება;
·         შეშუპების გაძლიერება ფიზიკური დატვირთვისას;
·         კანის დაჭიმულობა და გასქელება;
·         ტკივილის შეგრძნება;
·         დაღლილობის შეგრძნება;
·         კრუნჩხვები;
·         ფირბროზულ-კისტოზური ცვლილებები;
·         ელეფანტიზმი;
·         ოსტეოართროზი;
·         კონტრაქტურა;
·         ტროფიკული წყლული;
·         ეკზემა;
·         წითელი ქარი.
 
დიაგნოსტიკა
დიაგნოსტიკისთვის ტარდება:
·         სისხლძარღვების ქირურგთან ვიზიტი;
·         მუცლის ღრუს ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;
·         გულმკერდის ორგანოების გამოკვლევა;
·         რენტგენული ლიმფოგრაფია;
·         ლიმფოსცინტიგრაფია;
·         მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია;
·         კომპიუტერული ტომოგრაფია;
·         კიდურების ვენების ულტრა-ბგერითი გამოკვლევა.
 
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
·         ხელის ლიმფოდრენაჟული მასაჟი;
·         აპარატული პნევმოკომპრესია;
·         ლაზეროთერაპია;
·         მაგნიტოთერაპია;
·         ჰიდრომასაჟი;
·         კომპრესული ტრიკოტაჟის ტარება;
·         დიეტა;
·         სამკურნალო ფიზკულტურა;
·         მედიკამენტოზური თერაპია;
·         ადგილობრივი მკურნალობა;
·         სამედიცინო აპარატული პედიკური;
·         ქსოვილების გადანერგვა;
·         დაზიანებული ნაწილების ტუნელირება;
·         რეზექციული ჩარევა.
 
საშიშროება
ლიმფოსტაზის დროს ბოლო სტადია შეიძლება იყოს სეპსისი, ლიმფოსარკომა. შესაძლებელია ასევე ლეტალური შედეგი. 
 
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         ანგიო-ქირურგის რეგულარული კონტროლი;
·         ხელებისა და ფეხების გულდასმით მოვლა;
·         ჭრილობების დროული მკურნალობა;
·         ინფიცირებისგან თავის დაცვა;
·         თირკმელების, გულის, სისხლძარღვების დაავადებების თერაპია.

ლიპომა – კეთილთვისებიანი სიმსივნე, რომელიც ვითარდება დამაკავშირებელი ქსოვილით

#image_title

ლიპომა (ცხიმგროვა) – კეთილთვისებიანი სიმსივნე, რომელიც ვითარდება დამაკავშირებელი ქსოვილით. ყველაზე მეტად ეს წარმონაქმნი ჩნდება კანქვეშა ცხიმოვანი უჯრედების ფენაში. ის უმტკივნეულოდ მიმდინარეობს და ნელა ვითარდება.

მიზეზები
დაავადების წარმოშობის მიზეზები შეიძლება იყოს:
·         მემკივდრეობითი მიდრეკილება;
·         ორგანიზმში მეტაბოლიზმის, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა.

სიმპტომები
დაავადებას ახასიათბს შემდეგი სახის სიმპტომები:
·         რბილი კვანძის სახით შესიების გაჩენა, დიამეტრით 1-5 სმ;
·         კვანძი უმტკივნეულოა;
·         კვანძის გადიდების შემთხვევაში შეიძლება დაფიქსირდეს გარშემო ქსოვილების ნერვულ დაბოლოებებზე ზეწოლა, რაც იწვევს ტკივილს.

დიაგნოსტიკა
დიაგნოზის დასმისას ტარდება შემდეგი პროცედურები:
·         პაციენტის ჩივილების შეჯამება;
·         ქირურგის მიერ შესიებული ადგილის ბიმანუალური შესწავლა;
·         პუნკციური ბიოპსია –იძლევა შესიების კეთილთვისებიანობის დადგენის საშუალებას.

მკურნალობა
დაავდების მკურნალობა მოიცავს:
·         პაციენტისთვის ნარკოზის გაკეთებას;
·         საოპერაციო ველის დამუშავებას;
·         ერთი ან რამდენიმე ჭრილის გაკეთებას;
·         ლიპომის ადგილის გათავისუფლება ცხიმის მასისგან;
·         ნაკერებისა და ასეპტიკური ნახვევის დადება;
·         პაციენტზე დაკვირვება სტაციონარში 2-3 დღის მანძილზე.
მცირე ზომის ლიპომების მოცილება შესაძლებელია რადიოტალღური მეთოდით. პროცედურა უმტკივნეულოა, უსისხლო და ნაკერების გარეშე.

საშიშროება
დაავადების დიდი ხნით არსებობამ შეიძლება გამოიწვიოს დაზიანებულ ადგილში სისხლის შეკავება და ქსოვილის ნეკროზი.

რისკის ჯგუფი
ამ ჯგუფს მიეკუთვნებიან ძირითადად მემკვიდრეობითი მიდრეკილების მქონე ადამიანები.

პროფილაქტიკა
რაიმე განსაკუთრებული პროფილაქტიკური მეთოდი ლიპომის თავიდან ასაცილებლად არ არსებობს.

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights