#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi
რა დაავადებაა მსხვილი ნაწლავის კიბო?
„მსხვილი ნაწლავის კიბო, იგივე კოლორექტალური კიბო ეს არის მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსიდან განვითარებული ავთვისებიანი სიმსივნე, რომელიც განვითარებას იწვევს მსხვილი ნაწლავის ყველაზე შიგნითა ლორწოვანი გარსიდან, დროთა განმავლობაში იზრდება დაა ხდება მისი ჩაზრდა ნაწლავის კედლის თითქმის ყველა შრეში…“
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi
როგორ შევინარჩუნოთ მათი ჯანმრთელობა და ადრეულ ეტაპზე ამოვიცნოთ თირკმელების დაავადების ნიშნები
დღეს თირკმელების მსოფლიო დღის აღნიშვნას ვუერთდებით, რადგან თირკმელებს გადამწყვეტი როლი აქვს ჩვენი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შენარჩუნებაში.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
როგორ შევივსოთ ორგანიზმში D ვიტამინის ნაკლებობა?
შესაძლოა, ეს სიცოცხლისთვის საშიში ანევრიზმის, გულის ან ფილტვის დაავადების ნიშანი იყოს
თუ გაწუხებთ ქოშინი (ჰაერის ნაკლებობის შეგრძნება),უნდა მიმართოთ ექიმს:
შესაძლოა, ეს სიცოცხლისთვის საშიში ანევრიზმის, გულის ან ფილტვის დაავადების ნიშანი იყოს.
ანევრიზმის დროს სისხლძარღვის კედელი თხელდება და შეშუპებულია. ეს მდგომარეობა სიცოცხლისთვის სახიფათოა, რადგან სისხლძარღვი ნებისმიერ დროს შეიძლება გასკდეს, ტვინში სისხლდენა გამოიწვიოს, რაც სიკვდილის გამომწვევი შეიძლება გახდეს. ანევრიზმა შეიძლება გამოვლინდეს თავის ტვინის MRI-ით. ქოშინი შესაძლოა გამოწვეული იყოს ფილტვების დაავადებებით, მათ შორის ბრონქული ასთმით ან პნევმონიით.
მცირე ფიზიკური დატვირთვის შემდეგ ქოშინი შეიძლება მიუთითებდეს არტერიულ ჰიპერტენზიაზე.
ნებისმიერი ქოშინი მოითხოვს ექიმთან ვიზიტს, თუ ის არ ვლინდება ფიზიკური დატვირთვის ან აგზნების შემდეგ, არამედ მოსვენების დროს, როდესაც ადამიანი ზის ან წევს, მაშინ შეიძლება საჭირო გახდეს ჰოსპიტალიზაცია.
„კიბოს ვაქცინა 2030 წლისთვის იქნება მზად…“
კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინა, სავარაუდოდ, გამოყენებისთვის, 2030 წლისთვის იქნება მზად, – ამის შესახებ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემქმნელმა, Pfizer/BioNTech-ის გუნდმა განაცხადა.
გერმანელი პროფესორების, უგურ შაჰინისა და ოზლემ ტურეჩის მტკიცებით, mRNA ტექნოლოგიის მათი გამოყენებამ პანდემიის დროს ვაქინის შექმნისას და მიღებულმა გამოცდილებამ ხელი შეუწყო მათ მუშაობას კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინაზე.
ჩვეულებრივი ვაქცინებისგან განსხვავებით, რომელსაც ვირუსის დასუსტებული ფორმების გამოყენებით ქმნიან, mRNA ვაქცინის შექნისას იყენებენ მხოლოდ ვირუსის გენეტიკურ კოდს. mRNA ვაქცინა შეჰყავთ სხეულში, სადაც ის შედის უჯრედებში და „უბრძანებს“ მათ, შექმნან ანტიგენები, რომლებსაც შემდეგ იმუნური სისტემა ამოიცნობს და ამზადებს მას დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველად.
შესაძლოა, კიბოს ვაქცინაზე წვდომა შესაძლებელი იყოს “2030 წლამდე”.
”ის, რაც ჩვენ შევიმუშავეთ ათწლეულების განმავლობაში კიბოს ვაქცინის განვითარებისთვის, „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შემუშავებისთვის ზურგის ქარი აღმოჩნდა, ახლა კი „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა და მისი შემუშავების დროს მიღებული გამოცდილება კიბოს ვაქცინაზე ჩვენ მუშაობასწაადგება”, – განაცხადა ოზლემ ტურეჩმა.
„ჩვენ ვისწავლეთ ვაქცინების უკეთესად და სწრაფად წარმოება. გავიგეთ, როგორ რეაგირებს იმუნური სისტემა mRNA-ზე, ეს აუცილებლად დააჩქარებს კიბოს ვაქცინის შექმნას, გვაქვს მრავალი გარღვევა და გავაგრძელებთ მათზე მუშაობას“, – დასძინა მან.
წყარო : independent.co.uk
ყაბზობა ბავშვებში – რა არის ყაბზობა და რა ფაქტორები იწვევს მას?
ბავშვთა ასაკში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ჩივილს ყაბზობა წარმოადგენს. ზოგჯერ მშობლები ვერ ახერხებენ მისი ნიშნების ამოცნობას ან არ მიიჩნევენ მას სერიოზულ სამედიცინო პრობლემად. რეალურად კი, ყაბზობის უკან ყოველთვის დგას რაიმე კონკრეტული მიზეზი, რომლის ამოცნობაც და დროული რეაგირება მნიშვნელოვანია ბავშვის საერთო ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის.
რა არის ყაბზობა და რა იწვევს მას? როგორ უნდა ამოიცნოს მშობელმა შეკრულობის ნიშნები და როდის უნდა მიმართოს ექიმს? – ამ და სხვა კითხვებზე გვპასუხობს თოდუას კლინიკის ვერის ფილიალის პედიატრი თეა აბჟანდაძე.
რა არის ყაბზობა და რა ფაქტორები იწვევს მას?
ყაბზობა, იგივე შეკრულობა, ნაწლავთა მოქმედების სიხშირის კვირაში 3 ან ნაკლებ ეპიზოდამდე შემცირებას ნიშნავს. ასევე, მტკივნეულ და გაძნელებულ დეფეკაციას მყარი განავლოვანი მასებით.
ბავშვებში ყაბზობას რამდენიმე ფაქტორი შეიძლება იწვევდეს, ესენია:
● კვებითი ფაქტორები – მცენარეული ბოჭკოებით მდიდარი საკვებისა და სითხის არასაკმარისი მიღება;
● ქცევითი ფაქტორები, მაგალითად, დეფეკაციის აქტის შეკავება. ბავშვებმა შეიძლება იგნორირება გაუკეთონ დეფეკაციის სურვილს, რადგან ისინი დაკავებული არიან თამაშით ან არ სურთ ისარგებლონ უცნობი სველი წერტილებით;
● ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა;
● სამედიცინო მიზეზები, როგორებიცაა გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი (IBS), ჰიპოთირეოზი, მაგნიუმის დეფიციტი, კალიუმის დეფიციტი;
● ფსიქოლოგიური ფაქტორები – სტრესმა, შფოთვამ ან სხვა ემოციურმა ფაქტორებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ნაწლავის ნორმალურ ფუნქციონირებაზე.
რა ნიშნები მიანიშნებს ყაბზობაზე?
შეიძლება საქმე გვქონდეს ყაბზობასთან, თუ ნაწლავთა მოქმედება გაიშვიათდა და დეფეკაციას ბავშვი კვირაში 3-ჯერ ან კიდევ უფრო ნაკლები რაოდენობით ახერხებს. შეკრულობის დროს დეფეკაცია მტკივნეულია, განავლოვანი მასები კი – მყარი და მშრალი. ბავშვი, ასევე, ვერ ახერხებს ნაწლავების საკმარისად დაცლას.
რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს ხანგრძლივმა შეკრულობამ?
დეფეკაციის გაძნელებამ ბავშვებში შეიძლება გამოიწვიოს დეფეკაციის პროცესის შიში, რაც თავის მხრივ კიდევ უფრო აღრმავებს პრობლემას და ართულებს მკურნალობას. ამასთან ერთად, ყაბზობის მქონე ბავშვებს ხშირად აღენიშნებათ ქრონიკული მუცლის ტკივილი და დისკომფორტი. ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარე შეკრულობამ შეიძლება, ასევე, გამოიწვიოს ანალური ნაპრალები და სისხლდენა ანუსიდან.
როგორია ყაბზობის პრევენცია?
შეკრულობის პრევენციისთვის მნიშვნელოვანია კვების ცვლილება. ბავშვის ყოველდღიური რაციონი უნდა შეიცავდეს მცენარეული ბოჭკოებით მდიდარ საკვებს, როგორებიცაა ხილი, ბოსტნეული და მარცვლოვნები. განავლოვანი მასების დარბილებასა და ნაწლავების მოტორული ფუნქციის გაუმჯობესებას ხელს უწყობს დღის განმავლობაში სითხის ჭარბი რაოდენობით მიღებაც.
მშობელმა, ასევე, უნდა დაუწესონ ბავშვს ტუალეტის რუტინა და მისცეს მას რეგულარული ხასიათი – სასურველია, დეფეკაცია მოხდეს ჭამის შემდეგ დაახლოებით 15-20 წუთში. ნაწლავის ფუნქციის სტიმულირებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ფიზიკური აქტივობაც.
როგორ მკურნალობთ ყაბზობას ბავშვებში?
თუ ცხოვრების წესისა და დიეტის ცვლილების მიუხედავად ყაბზობა მაინც გაგრძელდა, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია, შეკრულობის გამომწვევი მიზეზების დადგენისა და სწორი მკურნალობის შერჩევის მიზნით.
გარკვეულ სიტუაციებში რეკომენდებულია მედიკამენტების ან განავლის დამარბილებელი საშუალებების გამოყენება. იმ შემთხვევაში, თუ ყაბზობა ფსიქოლოგიური ფაქტორებით არის განპირობებული უნდა მოხდეს მათი დაძლევა. მაგალითად, თუ შეკრულობას შედეგად ახლავს სტრესი ან შფოთვა, საჭიროა, პრობლემას კომპლექსურად მივუდგეთ. ამ შემთხვევაში ფარმაკოლოგიური და არაფარმაკოლოგიური საშუალებების გამოყენებასთან ერთად, შესაძლოა საჭირო გახდეს ფსიქოთერაპევტის ჩართულობაც.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi
„თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი და მშრალი ხველა…’’ – ახალი ვირუსი „თუთიყუშის ცხელება“ ცირკულირებს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) თანახმად, ევროპაში იზრდება იშვიათი ბაქტერიული ინფექციის შემთხვევები, სახელწოდებით ფსიტაკოზი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც თუთიყუშის ცხელება. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, გასულ წელს ხუთი გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის ავსტრიაში, დანიაში, გერმანიაში, შვედეთსა და ნიდერლანდებში.
თუთიყუშის ცხელება არის რესპირატორული ინფექცია, რომელიც გამოწვეულია ქლამიდიის ოჯახის ბაქტერიით, რომელიც აზიანებს როგორც გარეულ, ასევე შინაურ ფრინველებს. აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) თანახმად, ადამიანის დაავადების გადაცემა ძირითადად ხდება მტვრის ნაწილაკების სუნთქვით, მშრალი ნარჩენებისა და ინფიცირებული ფრინველების სეკრეციიდან.
ნაკლებად ხშირად, ფრინველებს შეუძლიათ ადამიანების დაინფიცირება ნაკბენით ან პირის ღრუსთან კონტაქტით. ინფექციის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა შესაძლებელია, მაგრამ იშვიათია. ასევე, არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ თუთიყუშის ცხელების გამომწვევი ბაქტერია ვრცელდება ფრინველის მომზადებით ან ჭამით.
თუთიყუშის ცხელებით დაინფიცირების ყველაზე მეტად რისკის ქვეშ არიან ადამიანები, რომლებიც მუშაობენ და კონტაქტში არიან ფრინველებთან, მათ შორის შინაური ცხოველების მფლობელებთან, მეფრინველეობის მუშაკებთან და ვეტერინარებთან, აგრეთვე ვოლიერებთან და ზოო მაღაზიის მფლობელებთან.
თუთიყუშის ცხელების სიმპტომები მოიცავს ცხელებას და შემცივნებას, თავის ტკივილს, კუნთების ტკივილს და მშრალ ხველას. ინფიცირებულთა უმეტესობა სიმპტომების გამოვლენას იწყებს ბაქტერიის ზემოქმედების შემდეგ ხუთიდან 14 დღეში.
თუთიყუშის ცხელებით დაავადებული პაციენტები მკურნალობენ ანტიბიოტიკებით და, როგორც წესი, სრულად გამოჯანმრთელდებიან. თუმცა, ზოგიერთი ადამიანის მდგომარეობა შესაძლოა გართულდეს და საჭირო გახდეს ჰოსპიტალიზაცია.
თუთიყუშის ცხელება იშვიათად იწვევს სიკვდილს (100 შემთხვევიდან 1-ზე ნაკლები), ამბობს CDC.
დანიაში 27 თებერვლის მდგომარეობით, 23 ადამიანს დაუდასტურდა ფსიტაკოზზე დადებითი ტესტი, მათგან 15-ს განუვითარდა პნევმონია და ოთხი გარდაიცვალა. გერმანიას ჰქონდა 19 დადასტურებული შემთხვევა 2023 წლის იანვრიდან 2024 წლის 19 თებერვლამდე.
ამავდროულად, შვედეთმა გამოაცხადა შემთხვევების ჩვეულებრივ მაღალი რაოდენობა – 26. ქვეყანაში მიმდინარე წელს ცამეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თქმით, ნიდერლანდებში დეკემბრის ბოლოს და თებერვლის ბოლოს ორჯერ მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, ვიდრე წინა წლების იმავე პერიოდში.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi
„ეს არის მთავარი ღერძი, რომელზეც დაშენდება ყველა შემდგომი გადაწყვეტილება“ – მიხეილ სარჯველაძე
„მოგეხსენებათ, პრემიერ-მინისტრის ჩართულობით მიღწეულია გარკვეული გადაწყვეტილებები და ამ გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესს ბუნებრივია მივდევთ და სამომავლოდაც, ძირითადად ალბათ ეს პოსტულატები იქნება განმსაზღვრელი, რაც ითქვა წინდაწინ“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით მედიასთან განაცხადა.
მინისტრს ასევე კითხვა დაუსვეს DRG მეთოდის შესახებ.
„ამასთან დაკავშირებით აუცილებელი იქნება დარგთან აქტიური კომუნიკაცია, ყველა მოსაზრების მოსმენა და შერჩევა საუკეთესო მოდელის, რომელიც წაადგება თითოეულ პაციენტს. მთავარი განმსაზღვრელი გახლავთ პაციენტის საუკეთესო ინტერესების მაქსიმალური დაცვა. ეს არის მთავარი ღერძი, რომელზეც დაშენდება ყველა შემდგომი გადაწყვეტილება“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობაზე მიხეილ სარჯველაძე დაინიშნა.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi
კვლევა – რეკომენდებული არ არის ბიუსჰალტერის 24 საათი ტარება
ქალების 90%-ი რეგულარულად ატარებს ბიუსტჰალტერს, მიუხედავად მკერდის ზომისა. ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ქალები, რომლებიც ატარებენ ბიუსტჰალტერს დღეში 24 საათის განმავლობაში, 113-ჯერ უფრო ხშირად უვითარდებათ მკერდის კიბო, ვიდრე მათ, ვინც მას დღეში 12 საათის განმავლობაში ატარებს.
რისკის მიზეზი ის არის, რომ ხშირად, სტანდარტების დაცვით, ქალები ირჩევენ არასათანადო ზომის ბიუსტჰალტერს და ყურადღებას არ აქცევენ მის ტარებისას განცდილ დისკომფორტს და ზეწოლას მკერდზე.
ზედმეტად მჭიდრო ბიუსტჰალტერები დიდ ზეწოლას ახდენს მკერდზე და არღვევს სარძევე ჯირკვალში სისხლის ნორმალურ მიმოქცევას, რაც ხელს უშლის ლიმფის გადინებას. ეს რისკია მასტოპათიის, ცისტოზის და სიმსივნეების.










