ოთხშაბათი, ივნისი 10, 2026

კრონის დაავადება – ნაწლავის ტრაქტის ნაკლებგამოკვლეული, ქრონიკული დაავადება, რომლის დროსაც მიმდინარეობს ნაწლავის გრანულომატოზური სეგმენტური ანთება

#image_title

კრონის დაავადება – ნაწლავის ტრაქტის ნაკლებგამოკვლეული, ქრონიკული დაავადება, რომლის დროსაც მიმდინარეობს ნაწლავის გრანულომატოზური სეგმენტური ანთება.  დაავადების ქვესახეობად გამოიყოფა მსხვილი ნაწლავის დაავადება – მსხვილი ნაწლავის დაზიანება.

მიზეზები
დაავადების მიზეზები დღემდე დაუდგენელია. მისი წარმოშობის სავარაუდო ფაქტორებად ითვლება:
·         მემკვიდრეობითი მიდრეკილება;
·         გადატანილი ინფექციური დაავადებები (განსაკუთრებით ტუპერკულოზი);
·         დაბალი იმუნიტეტი;
ახალი კვლევების რეზულტატები მოწმობს ინფექციურ ეტიოლოგიას, მაგრამ ამ ჰიპოთეზამ საბოლოო დამტკიცება ვერ მიიღო.

კრონის დაავადების სიმპტომები
ექიმისთვის რთულია კრონის დაავადების ამოცნობა, რადგან მისი სიმპტომები უამრავი შეცდომის დაშვების საშუალებას იძლევა. პათოლოგიის ძირითადი გამოვლინებებია:
·         მუცელში სხვადასხვა სიძლიერისა და ლოკალიზაციის ტკივილები;
·         ელვისებური ციებ-ცხელება, ან ძლიერი სუბფიბრილიტეტი;
·         დიარეა მეტეორიზმისა და მელენას თანხლებით;
·         გულის რევა და ღებინება, მადის დაცემა, სხეული წონის ვარდნა, ავიტამინოზი;
·         ანალური ხვრელის ადგილას კანის დაზიანება;
·         ცვლილებები სისხლში: ანემია, გაზრდილი ედსი (ერითროციტების დალექვის სიჩქარე) და ლეიკოციტების მომატებული რაოდენობა.

დიაგნოსტიკა
კრონის სინდრომის დასადგენად აუცილებელია მთელი რიგი დაავადებების გამორიცხვა, რომლებსაც აქვთ მსგავსი სიმპტომები: მწვავე აპენდიციტი, მუცლის ტიფი, დიზენტერია, ჰელმინტოზი, კუჭ-ნაწლავის ავთვისებიანი წარმონაქმნები, ნაწლავის ტუპერკულოზი. ამისათვის ტარდება:
·         ერთი ან რამოდენიმე გამოკვლევა: რეკტორომანოსკოპია, ირიგოსკოპია, კოლონოსკოპია; სქელი და თხელი ნაწლავის ქსოვილის ბიოფსია;
·         მუცლის ღრუს ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;
·         სისხლის, შარდის და განავლის ანალიზი.

კრონის დაავადების მკურნალობა
დღეისათვის კრონის დაავადების სრულად განკუნრება შეუძლებელია. მკურნალობის პროცესი მიმდინარეობს სიმტომების აღმოფხვრით, რაც დაავადების რემისიის საშუალებას იძლევა. მკურნალობის ახალ მეთოდებში შედის ბიოპრეპარატების შეყვანა, ღეროვანი უჯრედებით და მემბრანული პლაზმაფრეზით მკურნალობა ახლა ინერგება და ხელმისაწვდომია მხოლოდ წამყვან კლინიკებში.
რემისიის პერიოდში ტარდება საკურორტო-სანატორიული მკურნალობაც.

დიეტა
კრონის დაავდების დროს პრინციპულად აუცილებელია სწორი კვება:
·         არ შეიძლება საკვებში ნაწლავის გამაღიზიანებელი პროდუქტების გამოყენება. გამორიცხულია მჟავე წვენები, უმი ბოსტნეული, ფაფები, მაგრად მოხარშული კვერცხი;
·         ნებადართულია საქონლის და ქათმის ხორცის ნახარშზე მომზადებული უცხიმო წვნიანები, მოხარშული ხორცი და თევზი, ორთქლზე მომზადებული კატლეტი, უცხიმო რძის პროდუქტები;
·         რეკომენდირებულია № 3 ცხრილის შესაბამისი დიეტა.

საშიშროება
ყველაზე დიდ საშიშროებას წარმოადგენს შემდეგი გართულებები: ნაწლავის გასკდომა, პერიტონიტი, ნაწლავების გადახლართვა, ნაწლავის სანათურის ნაწიბუროვანი შევიწროვება. მკურნალობის დიდი ნაწილი მიმდინარეობს ქირურგიული ჩარევის გზით. შესაძლებელია თუ არა კრონის დაავადების დროს ფეხმძიმობა? დიახ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაავადება არის მყარი რემისიის მდგომარეობაში.

რისკის ჯგუფი
რისკის ჯგუფში არიან ადამიანები, რომლებსაც ოჯახში უკვე ჰქონდათ დაავადების შემთხვევები.

პროფილაქტიკა
შემუშავებული არ არის, რადგან დაავადების ეტიოლოგია დღემდე დაუდგენელია.

კრუნჩხვა – კუნთების მოულოდნელი ან მწვავე კანკალი, რაც გამოწვეულია ტვინის ელექტროაქტივობით

#image_title

კრუნჩხვა – ეს არის კუნთების მოულოდნელი ან მწვავე კანკალი, რაც გამოწვეულია ტვინის ელექტროაქტივობით.

მიზეზები
·         თავის ტვინის უმწიფარობა;
·         ნერვული უჯრედების არასრული მიელინზაცია;
·         შემაკავებელი მქანიზმების სისუსტე;
·         ტვინის ქსოვილის მაღალი ჰიდროფილურობა;
·         დედის მიერ გადატანილი ტოქსიკოზი, მუცლის ღრუს და სხვა იფექციური დაავადებები;
·         რთული მშობიარობა, რომლის დროს დაზიანდა თავის ტვინი;
·         ნაყოფის ნივთიერებათა ცვლის დარღვევა;
·         მშობიარობის დროს ასფიქსია, ჰიპოქსია.
ზრდასრულ ასაკში კრუნჩხვების მიზეზი შეიძლება იყოს:
·         თავის ტვინის ტრავმა;
·         ეპილეფსია;
·         ნეიროინფექციები.

სიმპტომები
·         თვალებში მკვეთრი დაბნელება;
·         არეული ცნობიერება;
·         სხეულის ნაწილების უკონტროლო მოძრაობა;
·         კიდურებში ჩხვლეტა;
·         გულის რევა;
·         თავბრუს ხვევა;
·         სხეულში მგრძნობელობის დაკარგვა;
·         ჭარბი ნერწყვდენა;
·         მოულოდნელი გულყრა;
·         თავისა და თვალების მდგომარეობის, მიმართულების შეცვლა.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ნევროლოგი, რისთვისაც საჭიროა:
·         თავის ტვინის მაგნიტო-რეზონანსული და კომპიუტერული ტომოგრაფია;
·         ელექტროენცეფალოგრამა;
·         წელის პუნქცია;
·         კიდურების რენტგენი;
·         სისხლის ანალიზი.

მკურნალობა
·         მედიკამენტები;
·         ადგილობრივი მასაჟი;
·         შრომისა და დასვენების მკაცრი რეჟიმი.

საშიშროება
თუ არ მოხდება დაავადების დროული მკურნალობა, შესაძლოა ის გადაიზარდოს ეპილეპტიკურ შეტევებში.

პროფილაქტიკა
ეპილეპტკიური კრუნჩხვების არსებობის შემთხვევაში პაციენტმა ყოველთვის უნდა ატაროს სპეციალური ბეიჯი. ბავშვებში მაღალი ტემპერატურის დაგდება აუცილებელია, რათა მოხდეს ციებ-ცხელების თავიდან აცილება.

კუნთების დისტროფია – მემკვიდრეობითი დაავადებების სპექტრი, რომლებიც ხასიათდებიან კუნთების პროგრესირებადი სიმეტრიული ატროფიით

#image_title

კუნთების დისტროფია – ეს არის მემკვიდრეობითი დაავადებების სპექტრი, რომლებიც ხასიათდებიან კუნთების პროგრესირებადი სიმეტრიული ატროფიით. აღნიშნული დაავადება ვითარდება უმტკივნეულოდ და იწვევს კიდურების მგრძნობელობის დაქვეითებას.
გამოყოფენ კუნთების დისტროფიის რამოდენიმე სახეობას:
·         დიუშენის პროგრესირებადი კუნთების დისტროფია;
·         ბეკერის პროგრესირებადი კუნთების დისტროფია;
·         მხარ-სახის დისტროფია;
·         წელ-კიდურების დისტროფია.

მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
·         გენები, რომლებიც არსებობენ სასქესო ქრომოსომაში.

სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სიმპტომები:
·         კუნთების ტონუსის დაქვეითება;
·         ფეხის კუნთების სისუსტის გამო სიარულის დარღვევა;
·         ფიზიკური უნარების დაკარგვა;
·         კუნთების ატროფია;
·         კუნთების ტკივილის გაქრობა;
·         ხშირი დაცემა;
·         მუდმივი დაღლა;
·         კუნთების მოცულობის გადიდება, განსაკუთრებით ფეხის კუნთების;

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის საჭიროა:
·         ოჯახური ანამნეზის შეკრება;
·         ელექტრომიოგრაფია;
·         კუნთის ნაწილის მიკროსკოპული გამოკვლევა დისტროფიული ცვლილებების დასადგენად;
·         მოლეკულარულ-ბიოლოგიური გამოკვლევა;
·         იმუნოლოგიური გამოკვლევა;
·         ორთოპედისა და თრეპევტის კონსულტაცია.

მკურნალობა
დაავადების აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
·         В1 ვიტამინების შეყვანას, კორტიკოსტეროიდებს, ადენოზინტრიფოსფატს;
·         ფიზიოთერაპიულ მკურნალობას;
·         სამკურნალო მასაჟს;
·         სქოლიოზის მკურნალობას;
·         სუნთქვით ვარჯიშებს.

საშიშროება
·         მოძრაობის უნარის დაქვეითება;
·         ხერხემლის დეფორმაცია;
·         სასუნთქი სისტემის პრობლემები;
·         გულსისხლძარღვთა სისტემის ფუნქციის დარღვევა;
·         ინტელექტისა და მეხსიერების დარღვევა;
·         ლეტალური შედეგი.

პროფილაქტიკა
·         მომავალმა დედამ ფეხმძიმობის დროს ჩაიტაროს გამოკვლევა და მოხდეს პათოლოგიური გენების გამოვლენა, რომლებიც იწვევენ კუნთების დისტროფიის განვითარებას;
·         კუნთების დისტროფიის გამოვლენა შესაძლებელია მშობიარობამდელ პერიოდში. ამისათვის ტარდება ამნოიტური სითხის გამოკვლევა, ნაყოფის უჯრედების და სისხლის გამოკვლევა მუტაციაზე;
·         ფეხმძიმობის დროს სქრინინგის ჩატარება.

კუნთის სპაზმი წარმოადგენს კუნთების შეკუმშვას, რაც იწვევს მწვავე ტკივილს

#image_title

კუნთის სპაზმი – წარმოადგენს კუნთების შეკუმშვას, რაც იწვევს მწვავე ტკივილს.

მიზეზები
დაავადების გამომწვევი ძირითადი მიზეზებია:
·         კუნთის გარშემო არსებული შემაერთებელი ქსოვილის სიჭარბე;
·         ოსტეოქონდროზი და მისი თანმდევი გართულებები;
·         ხერხემლის ტრავმები;
·         სხეულის კუნთების დაჭიმულობა, რომელსაც იწვევს არასწორი პოზის ქონა;
·         ემოციონალური სტრესი, რომელიც იწვევს კუნთების ტონუსის აწევას.

სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს:
·         მწვავე ტკივილი;
·         კრუნჩხვები;
·         სხეულის დაძაბულობა;
·         თავის ტკივილი;
·         კისრის მოტრიალების შეუძლებლობა.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ნევროლოგი, რისთვისაც საჭიროა კუნთების პალპაციის ჩატარება იქ, სადაც შესაძლებელია იყოს მეტი კვანძი.

მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
·         მასაჟი;
·         ცივი და ცხელი კომპრესების დადება, რაც იწვევს მოდუნებას;
·         ელექტრო სტიმულაცია;
·         ულტრა-ბგერითი თერაპია;
·         მედიკამენტოზური მკურნალობა;
·         კუნთების კვანძების ქირურგიული მოცილება;
·         ნემსრეფლექსოთერაპია;
·         ვაკუუმთერაპია;
·         ხერხემლის გაჭიმვა და სხვა მეთოდები.

საშიშროება უყურადღებობის შემთხვევაში დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს:
·         სისხლძარღვებისა და ნერვული უჯრედების შევიწროვება;
·         კუნთების კვებისა და ენერგოინფორმაციის მიღების დარღვევა;
·         სამოძრაო აქტივობის დარღვევა;
·         შინაგანი ორგანოების მუშაობის პროცესის დარღვევა.

პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         დაკავდეთ სპროტით;
·         პროფილაქტიკური მასაჟის კურსების გავლა.

კურდღლის ტუჩი – თანდაყოლილი დაავადება, რომელსაც ახასიათებს ზედა ყბის ქსოვილების განვითარების შეფერხება და ზედა ტუჩზე ნაპრალი

#image_title

კურდღლის ტუჩი – თანდაყოლილი დაავადება, რომელსაც ახასიათებს ზედა ყბის ქსოვილების განვითარების შეფერხება და ზედა ტუჩზე ნაპრალი.
ჩვეულებრივ, კურდღლის ტუჩის პრობლემით დაბადებულ ბავშვებში გვხვდება ასევე ყბა-სახის დეფექტი, როგორიცაა მაგალითად მგლის ხახა. კურდღლის ტუჩის დეფექტის გამოსწორება ხდება ბავშვის სიცოცხლის პირველი 6 თვის მანძილზე, თუ არ არსებობს რაიმე ხელის შემშლელი ფაქტორი ოპერაციის ჩატარებისთვის ან ბავშვი დღენაკლული არ არის. შემთხვევების 85-90%-ში ოპერაცია დადებით შედეგს იძლევა.

მიზეზები
დაავადება ჩნდება გენურ დონეზე მუტაციის განცდით. კურდღლის ტუჩის ნიშნები ვითარდება ფეხმძიმობის პერიოდში და მას იწვევს:
·         ტოქსიკოზი;
·         ძლიერი სტრესი;
·         ალკოჰოლისა და ნარკოტიკული ნივთიერებების გამოყენება;
·         მოწევა;
·         ანტიბიოტიკების ხანგრძლივი მიღება;
·         რადიაციული დასხივება;
·         გვიან ასაკში ფეხმძიმობა (35-40 წელი).
ჩამოთვლილი ფაქტორები ყველაზე დიდ საშიშროებას ბავშვისთვის წარმოადგენენ ფეხმძიმობის პირველი 2 თვის მანძილზე.

სიმპტომები
აღნიშნულ დეფექტს ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:
·         სახის დეფორმაცია;
·         ნაპრალი ზედა ან ქვედა ტუჩის არეში;
·         ყლაპვისა და წოვის პროცესის დარღვევა;
·         კბილების დეფორმაცია;
·         მეტყველების ფუნქციის მოშლა.

დიაგნოსტიკა
დიაგნოსტიკას ატარებს პლასტიკური ქირურგი, რისთვისაც საჭიროა პაციენტის საერთო დათვალიერება.

მკურნალობა
დაავადების მკურნალობა ხდება ბავშვის დაბადებიდან პირველი 6 თვის მანძილზე. უფრო ადრეული ოპერაციები კეთდება განსაკუთრებული დაღვევების შემთხვევაში, მათ შეიძლება თან ახლდეს დიდი რაოდენობით სისხლის დაკარგვა. კურდღლის ტუჩის მოსაშორებლად არსებობს ოპერაციის რამოდენიმე ფორმა:
·         ჰეილოპლასტიკა – ნაპრალიანი ტუჩის აღდგენა სრული ანატამიური და ესთეტიკური შედეგის მისაღებად;
·         რინოჰეილოპლასტიკა – გულისხმობს ნაპრალიანი ტუჩის, ცხვირის ძგიდეების, პირის ღრუს ანომალიურად განვითარებული კუნთების კორექციას;
·         რინოჰეილოგნატოპლასტიკა – პლასტიკასთან ერთად ამ შემთხვევაში შედის ალვეოლიარული წანაზარდის დეფექტებისა და ზედა ყბის განუვითარებელი ნაწილის კორექციაც.

პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         ჯანსაღი ცხოვრების წესის ქონა – განსაკუთრებით ფეხმძიმობის დროს;
·         სტრესული სიტუაციებისთვის თავის არიდება;
·         სამკურნალო პრეპარატების მიღება მხოლოდ ექიმის კონტროლის ქვეშ.

კუშიგინის სინდრომი – ხასიათდება თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის მიერ ჭარბი რაოდენობით გამომუშავებული ჰორმონების ზემოქმედბით ორგანიზმზე

კუშიგინის სინდრომი - ხასიათდება თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის მიერ ჭარბი რაოდენობით გამომუშავებული ჰორმონების ზემოქმედბით ორგანიზმზე
#post_seo_title

კუშიგინის სინდრომი (იცენკო-კუშიგინის სინდრომი, ჰიპერკორტიციზმი) – დაავადება ხასიათდება თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის მიერ ჭარბი რაოდენობით გამომუშავებული ჰორმონების ზემოქმედბით ორგანიზმზე (კორტიზოლი, კორტიკოსტერონი).

სინდრომი ბავშვებს ძუძუმწოვრობის ასაკშივე შეიძლება გამოუვლინდეთ.

მიზეზები
·         გენეტიკური მიდრეკილება;
·         ჰიპოფიზის შეშუპება;
·         ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის ჭარბი სინთეზი;
·         ფილტვის და კუჭქვეშა ჯირკვლის კიბო;
·         ბრონქების ადენომა;
·         თირკმეზედა ჯირკვლების კიბო, ადენომა ჰიპერპლაზია;
·         გლუკოკორტიკოიდების შემცველი პრეპარატების ხანგრძილვი მიღება.

სიმპტომები
·         გასუქება;
·         ქრონიკული სიწითლე სახის კანზე;
·         წვრილი გამონაყარი კანზე;
·         კისერზე კანის გამუქება;
·         კუნთების ატროფია;
·         კიდურების ზომის შემცირება;
·         მუცლისა და თეძოების ნაწილში კანის დაჭიმვა და სისლხჩაქცევები;
·         არტერიული წნევის აწევა;
·         ძლიერი თავის ტკივილი;
·         ქალებში მენსტრუალური ციკლის დარღვევა.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ენდოკრინოლოგი, რისთვისაც საჭიროა:
·         სისხლის საერთო, ბიოქიმიური ანალიზი;
·         თავის ტვინის მაგნიტო-რეზონანსული გამოკვლევა;
·         დექსამეტაზონით, კორტიკოლიბერინით და ადრენოკორტიკოტროპინის ჰორმონით დიაგნოსტიკური ტესტების ჩატარება;
·         მუცლის ღრუს ორგანოების კომპიუტერული ტომოგრაფია;
·         მუცლის ღრუს ორგანოების მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია.

მკურნალობა
·         თირკმელზედა ჯირკვლის მიერ გამომუშავებული ჰორმონების რაოდენობის შესამცირებელი პრეპარატები;
·         ცილების, ნახშირწყლების, მინერალების ცვლის დამარეგულირებელი პრეპარატები;
·         სხივური თერაპია;
·         ქიმიოთერაპია;
·         ქირურგიული ჩარევა.

საშიშროება
დაავადების გართულება შეიძლება იყოს:
·         ინსულტი;
·         პიელონეფრიტი;
·         სეპსისი;
·         ოსტეოპორეზი;
·         თირკმლის ქრონიკული უკმარისობა;
·         შარდკენჭოვანი დაავადება;
·         კანის სოკოვანი და ჩირქოვანი დაავადებები;
·         ფეხმძიმობის დროს მუცლის მოშლის დიდი ალბათობა;
·         ლეტალური შედეგი.

რისკის ჯგუფი
ძირითადად ქალები 25-40 წლის ასაკში.

პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         წელიწადში ერთხელ თურქული კეხის რენტგენის გაკეთება;
·         სისხლის პლაზმაში ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის დონის გაკონტროლება;
·         თირკმელზედა ჯირკვლის ჰიპოფიზის ამოკვეთის შემთხვევაში სტეროიდების მუდმივი მიღება.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ლარინგიტი – ანთებითი პროცესი, რომელიც აზიანებს ყელს. დაავადება შეიძლება გაჩნდეს გრიპთან და გაციებასთან ერთად

#image_title

ლარინგიტი – ანთებითი პროცესი, რომელიც აზიანებს ყელს. დაავადება შეიძლება გაჩნდეს გრიპთან და გაციებასთან ერთად. გამოიყოფა ლარინგიტის მწვავე და ქრონიკული ფორმები.

მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
·         გრიპი;
·         გაციების სხვადასხვა ფორმები;
·         პნევმონია;
·         ბრონქიტი;
·         ალერგიული რეაქციები;
·         ხორხის მექანიკური ტრავმა (დამწვრობა ან დაზიანება).
დამატებით ფაქტორები, რომლებსაც შეუძლიათ ლარინგიტის გამოწვევა, არის შემდეგი:
·         სამუშაო ადგილის მტვრიანობა;
·         სახლში ან სამსახურში ცხელი და მშრალი ჰაერი;
·         ცხვირით სუნთქვის პრობლემები;
·         იოგების დაძაბვა.
ქრონიკული ლარინგიტი ხშირ შემთხვევაში ჩნდება გრიპისა და გაციების არასწორი მკურნალობის გამო.

სიმპტომები
დაავადების სიმპტომებია:
·         ტკივილი ყლაპვის დროს;
·         სუნთქვის გართულება;
·         ყელის სიმშრალე;
·         მშრალი ან სველი ხველა;
·         ხმის შეცვლა;
·         საერთო მდგომარეობის გართულება;
·         ტემპერატურის აწევა.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის ექიმი-ოტოლარინგოლოგი ატარებს შემდეგ გამოკვლევებს:
·         ლარინგოსკოპიას;
·         ენდოსკოპიურ გამოკვლევებს;
·         ზედა სასუნთქი გზების სისველის და გამონადენის გამოკვლევას.

მკურნალობა
მწვავე ლარინგიტის სამკურნალოდ ინიშნება:
·         ინჰალაცია;
·         ყელის გამორეცხვა ბალახეული და მედიკამენტების ხსნარებით;
·         სპირტის ცხელი კომპრესები ყელზე;
·         ზემაღალი სიხშირის თერაპია;
·         თბილი სითხის მიღება;
·         დაზიანებული კანის ნაწილის მოცილება;
·         დაზიანებული ნაწილების ვერცხლის ნიტრატით მოწვა.

საშიშროება
ლარგინგიტის უყურადღებოდ დატოვება გამოიწვევს შემდეგი სახის გართულებებს:
·         ხორხის სტენოზს (ხორხის ხვრელის შევიწროვებას);
·         ხმის დაკარგვას.

პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         ჰიგიენის ნორმების დაცვა;
·         გრიპისა და გაციების დროულად მკურნალობა;
·         გაკაჟება;
·         ორგანიზმის დაცვა გადაციებისგან;
·         სიცივეში ყელის თბილად ქონა.

ლარინგოტრაქეიტი – ხდება ხორხის დაზიანება. ის გამოწვეულია ვირუსული ან ბაქტერიული ინფექციებით

#image_title

ლარინგოტრაქეიტი წარმოადგენს დაავადებას, რომლის დროსაც ხდება ხორხის დაზიანება. ის გამოწვეულია ვირუსული ან ბაქტერიული ინფექციებით. კლინიკურ სიტუაციაში პაციენტს აღარ აქვს ხმა, აქვს სველი ხველა და ხორხის არეში ძლიერი ტკივილი.

მიზეზები
ლარიგიტის მიზეზებია:
·         ადენოვირუსის ინფექცია;
·         მრვი (მწვავე რესპირატორულ-ვირუსული ინფექცია);
·         პარაგრიპი;
·         წითურა;
·         ქუნთრუშა;
·         ჩუტყვავილა;
·         ინფექციური ანთება, რომელიც გამოწვეულია სტრეპტოკოკით, სტაფილოკოკით, პნევმოკოკით, მიკოპლაზმური ან ქლამიდიური ინფექციებით.
დაავადების გამომწვევი და მისი ქრონიკულ ფორმაში გადასვლის მიზეზებია:
·         გადაციება;
·         ჰეპატიტი;
·         ღვიძლის ციროზი;
·         პიელონეფრიტი;
·         რევმატიზმი;
·         შაქრიანი დიაბეტი;
·         სასუნთქი გზების შეფერხებით მუშაობა;
·         პნევმოსკლეროზი;
·         ალერგიული რინიტი;
·         ჰაიმორიტი;
·         მავნე გარემო;
·         მოწევა.

სიმპტომები
·         სურდო;
·         სხეულის მაღალი ტემპერატურა;
·         ყელის ტკივილი;
·         დისკომფორტი ყლაპვის დროს;
·         მშრალი ხველა;
·         ხველის შეტევა ღამის პერიოდში;
·         ხმის ჩახლეჩვა;
·         ხმის სრულად დაკარგვა;
·         ლიმფური კვანძების ტკივილი;
·         მშრალი და სველი ხიხინი;
·         საუბრის შემდეგ დაღლა.

დიაგნოსტიკა
·         ოტოლარინგოლოგის მიერ დათვალიერება, რომელიც დეტალურად გეტყვით რისი გაკეთება არის საჭირო;
·         ლარინგოტრაქეოსკოპია;
·         ბაქტეროლოგიური გამოკვლევები;
·         ფილტვების რენტგენოგრაფია;
·         კომპიუტერული ტომოგრაფია;
·         ენდოსკოპიური ბიოპსია;
·         დამატებით შეიძლება საჭირო გახდეს ონკოლოგის კონსულტაცია.

მკურნალობა
·         დიდი რაოდენობით თბილი სითხის მიღება;
·         ჰაერის აბაზანები;
·         ფართე სპექტრის ანტიბიოტიკები;
·         სისხლძაღვების შემავიწროვებელი საშუალებებით ინჰალაცია;
·         იმუნომამოდულირებელი თერაპია;
·         წამლებით თერაპია, ხველის თავიდან ასაცილებლად;
·         ფიზიოთერაპია;
·         ვიტამინების მიღება.

საშიშროება
ლარინგოტრაქეიტის დროს პროგნოზი – დადებიათია. თუმცა, გარკვეულ შემთხვევებში, მკურნალობის პროცესის დარღვევას შეიძლება მოჰყვეს ლეტალური შედეგი.

პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         იმუნური სისტემის გამაგრება;
·         სწორი კვება;
·         რეჟიმი;
·         ჯანსაღი კვება;
·         ზომიერი ფიზიკური დატვირთვა;
·         გადაციებისგან თავის დაცვა;
·         ტრაქეებისა და ხორხის ანთებითი პროცესების ალბათობის შემცირება.

ლაქტოზას აუტანლობა – ორგანიზმის რეაქციას რძესა და რძის პროდუქტებზე

#image_title

ლაქტოზას აუტანლობა – წარმოადგენს ორგანიზმის რეაქციას რძესა და რძის პროდუქტებზე.

მიზეზები
დაავადების ძირითადი მიზეზებია:
·         გენეტიკა;
·         ანთბითი დაავადებები, გრიპის ჩათვლით;
·         კუჭ-ნაწლავის ოპერაციები, რომელთა შემდეგ ორგანიზმი კარგავს ლაქტოზას მიღების და გადამუშავების უნარს.

სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:
·         მუცლის შებერილობა;
·         ძლიერი ტკივილი;
·         გაზების ჭარბი დაგროვება;
·         ხშირი შეკრულობა;
·         დიარეა;
·         ღებინება;
·         ორგანიზმის სისუსტე;
·         ციებ-ცხელება;
·         ტემპერატურის აწევა;
·         თავბრუსხვევა.

ჩვილებში სიმპტომები ვლინდება შემდეიგი სახით:
·         ძუძუზე უარის თქმა;
·         ბავშვი ტირის ძუძუს ჩადების შემდეგ;
·         ძილის დარღვევა;
·         გაზების სიჭარბე.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის საჭიროა:
·         გასტროენტეროლოგის კონსულტაცია;
·         ჟანგბადის შემოწმება გამოსუნთქულ ჰაერში;
·         სისხლის საერთ ანალიზი;
·         გლუკოზის შემოწმება;
ასევე შეიძლება საჭირო გახდეს:
·         პედიატრის კონსულტაცია;
·         ორგანიზმში მჟავიანობის შემოწმება;
·         შაქრის შემოწმება სისხლში.

მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
·         დიეტოლოგის კონსულტაციას;
·         გასტროენტეროლოგის კონსულტაციას;
·         რაციონიდან რძისა და რძის პროდუქტების გამორიცხვას;
·         სპეციალური დიეტის ორგანიზებას;
·         რაციონში ისეთი პროდუქტების დამატებას, რომელბიც შეიცავენ კალციუმს (მანდარინი, ბროკოლი, ფოთლოვანი კომბოსტო) და D ვიტამინს (კარაქი, კვერცხის გული, ღვიძლი);
·         საკვები დანამატების გამოყენება.

პროფილაქტიკა
სამწუხაროდ რაიმე სპეციალური პროფილაქტიკური მეთოდი არ არსებობს. საჭიროა ცხოვრების ჯანსაღი წესის და დაბალანსებული რაციონის ქონა.

ლაქტოსტაზი – ახასიათებს მეძუძურ ქალებში რძის შეკავება ან სხვა გართულებული პროცესი სარძევე ჯირკვლებში

#image_title

ლაქტოსტაზი – დაავადება, რომელსაც ახასიათებს მეძუძურ ქალებში რძის შეკავება ან სხვა გართულებული პროცესი სარძევე ჯირკვლებში. წარმოადგენს მშობიარობის შემდგომი პერიოდისთვის ყველაზე დამახასიათებელ დაავადებას. ხშირად ლაქტოსტაზისკენ მიდრეკილია მხოლოდ ერთი მკერდი.

მიზეზები
დაავადება წარმოიქმნება ჭარბი რძის დაგროვებით და სარძევე ჯირკვლის გამტარი გზების გაჭედვით.
წარმოშობის ძირითადი მიზეზებია:
·         მკერდის ანატომიური აგებულება (წვრილი გამტარი არხები, ბრტყელი ძუძუს თავი);
·         მკერდის სხვადასხვა ტრავმები, დაზიანებები, დახეთქილი ძუძუს თავი;
·         ხშირი გადაციება;
·         ძუძუთი არარეგულარული კვება ან უარის თქმა ძუძუთი კვებაზე;
·         მოჭერილი თეთრეულის ტარება;
·         კვების დროს ბავშვის არასწორად დაჭერა;
·         მუცელზე წოლა.

სიმპტომები
დაავადების სიმპტომებია:
·         სარძევე ჯირკვლის გამაგრება;
·         სარძევე ჯირკვალზე დაჭერის დროს ტკივილი;
·         მკერდზე კანის გაწითლება;
·         ტემპერატურის აწევა 38 გრადუსამდე;
·         რძის გამოყოფის შემდგომი კლება.
დაავადება საშიშია იმით, რომ ხშირად ტკვილი და სიმპტომები არ ახლავს თან მის მიმდინარეობას.

დიაგნოსტიკა
დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-მამოლოგი, რისთვისაც ნიშნავს:
·         მკერდის პალპაციას;
·         სარძევე ჯირკვლების ულტრა-ბგერით გამოკვლევას.

მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მოიცავს:
·         სარძევე ჯირკვლების ხელით მასაჟს;
·         ბავშვის ძუძუთი კვების წინ სარძევე ჯირკვლების გათბობას (თბილი შხაპის მიღება);
·         ბავშვის კვების დროს შესვენებებისას ცივი კომპრესების დაფენას;
·         ფიზიოთერაპიულ პროცედურებს (სარძევე ჯირკვლის ულტრა-ბგერითი მასაჟი).

საშიშროება
თუ არ მოხდება აღნიშნული პრობლემის დროულად აღმოფხვრა, შესაძლოა განვითარდეს შემდეგი სახის გართულებები:
·         მასტიტი (სარძევე ჯირკვლის ანთება);
·         სარძევე ჯირკვლის აბსცესი;
·         სარძევე ჯირკვლის კიბო.

რისკის ჯგუფი
ამ ჯგუფში შედიან:
·         ქალბატონები, ვისაც ადრე გადატანილი აქვთ მკერდის ტრავმები;
·         მკერდის თავისებური აგებულების მქონე ქალბატონები.

პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         ბავშვის კვება რეგულარულად და დროის თანაბარი შუალედებით;
·         კვებისას ბავშვის სწორ მდგომარეობაში დაჭერა;
·         მკერდის დაზიანებებისა და ტრავმების თავიდან აცილება;
·         მეძუძური დედებისთვის განკუთვნილი სპეციალური თეთრეულის ტარება;
·         სტრესული სიტუაციებისა და გადაციებისგან თავის დაცვა;
·         დღის მანძილზე სითხის მიღების შემცირება, მაქსიმუმ 800-1000 მლ.

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights