ოთხშაბათი, ივნისი 10, 2026

იშემიური კოლიტი წარმოადგენს მსხვილი ნაწლავის რთულ, ქრონიკულ დაავადებას

#image_title

იშემიური კოლიტი – წარმოადგენს მსხვილი ნაწლავის რთულ, ქრონიკულ დაავადებას, რომელიც წარმოიშვა იშემიის შედეგად.
ნაწლავის იშემიური დაავადების შედეგად აქტიურდება დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმები, რომლებიც ცხოვრობენ ნაწილავში. ეს ხელს უწყობს ანთებითი პროცესების დინამიურ განვითარებას, რაც იწვევს სისხლდენას, ტკივილს და საერთო დისკომფორტს.

მიზეზები
·         ზედა ან ქვედა მეზენტერიალური არტერიების ათეროსკლეროზი;
·         სისხლძარღვების შეკუმშვა, რომლის გამო წარმოიშობა შეშუპება;
·         შეხორცებები;
·         ლიმფური კვანძების გადიდება;
·         სისხლძარღვების ანომალია;
·         ინფექციური ენდოკარდიტი;
·         დამაკავშირებელი ქსოვილის დაავადება;
·         რევმატოიდული ართრიტი;
·         ქრონიკული ვასკულიტი;
·         კვანძოვანი პანართერიიტი;
·         მიკროსფეროციტული ანემია;
·         აორტოარტერიიტი.

სიმპტომები
·         ძლიერი ტკივილი მუცლის არეში;
·         მჭრელი ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში;
·         დაჭიმულობა და ტკივილი ჭიპის არეში;
·         დისპეპსიური აშლილობა;
·         ღებინება;
·         მადის დაქვეითება;
·         შეკრულობა;
·         ფაღარათი;
·         წონაში დაკლება;
·         ნაწლავიდან სისხლდენა;
·         აბდომინალური სინდრომი (მუცლის დაჭიმულობა, მუცლის ღრუს გაღიზიანება);
·         მუცლის პალპაციისას გაძლიერებული ტკივილი.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკა ხდება შემდეგნაირად:
·         გამოცდილ გასტროენტეროლოგთან ვიზიტი;
·         სისხლის საერთო ანალიზის ჩატარება;
·         კოლონოსკოპია;
·         მუცლის ღრუს რენტგენოგრაფია;
·         დოპლერის მეთოდით ულტრასონოგრაფია;
·         ანგიოგრაფია.

მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მოიცავს:
·         დიეტა და ჯანსაღი კვება;
·         სითხის საკმაო რაოდენობით მიღება;
·         სისხლძარღვების სამკურნალო პრეპარატების მიღება;
·         В ჯგუფის ვიტამინების და ასკორბინის მჟავას მიღება;
·         რკინის შემცველი პრეპარატების მიღება ანემიის დროს;
·         ტკივილების დროს ანალგეტიკური საშუალებების მიღება;
·         სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია;
·         ქირურგიული სტაციონარი.

საშიშროება
ქრონიკული იშემიური კოლიტისას შესაძლოა განვითარეს ნაწლავის ნეკროზი პერიტონიტის თანხლებით, მწვავე სისხლდენა ნაწლავიდან, ავთვისებიანი სიმსივნეების გაჩენა და ა.შ.

პროფილაქტიკა
დაავადების თავიდან ასაცილებლად რეკომენდირებულია:
·         დიეტის დაცვა;
·         რეგულარული კვება (დღეში მინიმუმ 3-ჯერ);
·         კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროული მკურნალობა;
·         გასტროენტეროლოგთან რეგულარული ვიზიტი;
·         ათეროსკლეროზის აღმოჩენის შემთხვევაში მისი დროული და საფუძვლიანი მკურნალობა.

დიუპიუიტრენის კონტრაქტურა – ყელაზე ხშირად ის აზიანებს უსახელო თითს

#image_title

დიუპიუიტრენის კონტრაქტურა – ეს არის ხელის მტევნის გავრცელებული დაავადება, რომელსაც ასევე ეძახიან «ფრანგულ დაავადებას». ყელაზე ხშირად ის აზიანებს უსახელო თითს. ითრევს ერთ ან ორივე ხელს. დაავადება გვხვდება საშუალო ასაკის მამაკაცებში. გავრცელებულია აღმოსავლეთ ევროპაში, სკანდინავიაში, ირლანდიაში.

მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
·         დამაკავშირებელი ქსოვილის პათოლოგიური პროცესი;
·         ნივთიერებათა ცვლის დარღვევა;
·         მოწევა – დამოუკიდებელი ფაქტორი, რომელიც აჩქარებს აღნიშნული დაავადების განვითარებას;
·         შაქრიანი დიაბეტი;
·         ალკოჰოლზე დამოკიდებულება;
·         მემკვიდრეობითი ფაქტორი.

სიმპტომები
დაავადების ძირითადი სიმპტომებია:
·         ხელისგულის გადაგვარება;
·         თითების თავისუფლად გაშლის შეუძლებლობა;
·         ერთი ან რამდენიმე თითის პარალიზება;
·         ტკივილი და მტვრევა მტევნებში;

დიაგნოსტიკა
დიაგნოსტიკას ახორციელებს ექიმი-ორთოპედი, რომელიც ატარებს ხელის ძვლების გამოკვლევას, ასევე შეიძლება საჭირო გახდეს შემდეგი სახის გამოკვლევები:
·         რენტგენი;
·         ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;
·         კომპიუტერული ტომოგრაფია.

მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მოიცავს:
·         ფიზიოთერაპიას;
·         სპეციალურ ვარჯიშებს ხელის გულისთვის;
·         ლონგეტური სახვევების ტარებას;
·         ულტრა-ბგერით მკურნალობას;
·         კორტიკოსტეროიდული პრეპარატების ინექციას;
·         მასაჟს;
·         ჰორმონალურ თერაპიას;
·         თბილ აბაზანებს;
·         ქირურგიულ ჩარევას;
·         ნემსების აპონეიროტომიას.

საშიშროება
დაავადების საშიშროება მდგომარეობს ხელის მტევნების სრულ ატროფიაში.

პროფილაქტიკა
გართულებების თავიდან ასაცილებლად რეკომენდირებულია:
·         სწორი, დაბალანსებული კვება;
·         ალკოჰოლის გამოყენების მინიმუმამდე დაყვანა;
·         შაქრიანი დიაბეტის დროული მკურნალობა.

კარდიოსკლეროზი – გულის კუნთის დაავადება, რომელიც ხასიათდება გულის სარქველების დეფორმაციით და გულის კუნთოვანი ქსოვილის დამაკავშირებელ ქსოვილთან არევით

სისხლძარღვთა დაავადებები
#post_seo_title

კარდიოსკლეროზი – გულის კუნთის დაავადება, რომელიც ხასიათდება გულის სარქველების დეფორმაციით და გულის კუნთოვანი ქსოვილის დამაკავშირებელ ქსოვილთან არევით. დღეისათვის გამოიყოფა კარდიოსკლეროზის შემდეგი ფორმები:
·         კეროვანი;
·         დიფუზური.

მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
·         მიოკარდიუმი;
·         რევმატიზმი;
·         კორონარული არტერიების ათეროსკლეროზი;
·         მიოკარდის ინფარქტი;
·         გულის კუნთების დისტროფია.

სიმპტომები
·         გულის არითმია;
·         ტკივილი გულის არეში;
·         ქვედა კიდურების შეშუპება;
·         ხუთვა;
·         სწრაფი დაღლა.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის ექიმი-კარდიოლოგი ნიშნავს:
·         ელექტროკარდიოგრამას;
·         ექოკარდიოგრამას;
·         გულის მაგნიტო-რეზონანსუსლ ტომოგრაფიას;
·         სისხლის ბიოქიმიურ ანალიზს.

მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მოიცავს:
·         არითმიის საწინააღმდეგო საშუალებებს;
·         ქოლესტერინის დონის დამწევ პრეპარატებს;
·         გულის გლიკოზიდებს;
·         ანტიკოაგულანტებს;
·         ანტიჰისტამინურ პრეპარატებს;
·         სისხლძარღვების გამაფართოვებელ პრეპარატებს.

დიეტა
მკურნალობის პერიოდში საჭიროა დიეტის დაცვა, რომელიც ზღუდავს შემდეგი პროდუქტების გამოყენებას:
·         მარილი;
·         დიდი რაოდენობით წყალი;
·         მაგარი ჩაი;
·         ყავა;
·         კაკაო;
·         სპირტიანი სასმელები;
·         ქოლესტერინის შემცველ პროდუქტებს (ღვიძლი, კვერცხის გული, თირკმელები).

საშიშროება
თუ არ მოხდება დაავადების დროული მკურნალობა, შესაძლოა განვითარდეს შემდეგი სახის გართულებები:
·         გულის ქრონიკული უკმარისობა;
·         გულის ანევრიზმა;
·         კუჭის პაროქსიზმალური ტაქიკარდია;
·         ატრიოვენტრიკულური ბლოკადა;
რთულ ფორმებში შესაძლოა დადგეს ლეტალური შედეგი.

რისკის ჯგუფი
რისკის ჯგუფში შედიან:
·         ალერგიის მქონე პირები;
·         გულის დაავადების მქონე პირები;
·         გულის პათოლოგიების მქონე პირები.

პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         სამკურნალო ფიზკულტურა;
·         წარმოქმნილი დაავადებების დროული მკურნალობა;
·         რაციონალური კვება;
·         სისხლში ქოლესტერინის დონის გაკონტროლება.

კარიესი წარმოადგენს კაცობრიობის ყელაზე გავრცელებულ დაავადებას და გვხვდება მოსახლეობის 95%-ში

#image_title

კარიესი – რთული, ნელა განვითარებადი ინფექციური პროცესი, რომელიც არღვევს კბილის მყარ ქსოვილებს. წარმოადგენს კაცობრიობის ყელაზე გავრცელებულ დაავადებას და გვხვდება მოსახლეობის 95%-ში.
ყველაზე მეტად კარიესი აზიანებს:
·         კბილის ძირებს;
·         კბილებს შორის სივრცეებს;
·         კბილების ზედაპირს;
·         პლომბების, ბრეკეტების, პროთეზის გარშემო ადგილებს.

მიზეზები
დაავადება ჩნდება ორგანული მჟავების ზემოქმედების შედეგად. მისი გამომწვევი ძირითადი მიზეზებია:
·         პირის ღრუს ცუდი ჰიგიენა;
·         კბილების დატვირთვა;
·         ნერწყვის სეკრეციის და რაოდენობის ნაკლებობა;
·         არასწორი კვება;
·         ნერწყვის მჟავიანობის ნეიტრალური მაჩვენებელი.

სიმპტომები
დაავადების დამახასიათებელი სიმპტომებია:
·         კბილებზე თეთრი ან მოყავისფრო-მონაცრისფრო ლაქების გაჩენა;
·         კბილის ემალის ბუნებრივი ბზინვარების დაკარგვა;
·         მძაფრი მგრძნობელობის გაჩენა ცივზე, ცხელზე.
დაავადება საშიშია იმით, რომ მიმდინარეობს უსიმპტომოდ, ხოლო ემალის დაზიანების შემჩნევა სტომატოლოგის ჩარევის გარეშე შეუძლებელია.

დიაგნოსტიკა
დიაგნოსტიკას ახორციელებს სტომატოლოგ-თერაპევტი. მკურნალობის დასადგენად ის ატარებს ვიზუალურ დათვალიერებას სპეციალური ინსტრუმენტების და შუქის ძლიერი წყაროს დახმარებით. რიგ შემთხვევებში შეიძლება საჭირო გახდეს კბილის რენტგენოგრაფიული სურათის გაკეთება.

მკურნალობა
მკურნალობა მოიცავს:
·         სპეციალური ხსნარით რემინერალიზაციას;
·         კარიოზული ნაწილის დამუშავებას და დაპლომბვას;
·         კალიუმის ჰიდროქსიდიან საფენებს.

საშიშროება
თუ არ მოხდება მკურნალობის დროულად დადგენა და დაწყება, შეიძლება განვითარდეს პულპიტი, პერიოდონიტი. გართულებულ სიტუაციაში ხდება კბილის ამოღება.

რისკის ჯგუფი
რისკის ჯგუფში შედიან:
·         ღრძილებიდან სისხლდენის მქონე ადამიანები;
·         კბილებზე ცარცისებური ლაქების მქონე ადამიანები;
·         ნაჭდევის ანომალიის, ასევე ბრეკეტებისა და პროთეზის მქონე პირები.

პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         სტომატოლოგის კონსულტაცია წელიწადში მინიმუმ 1-ჯერ;
·         სწორი კვება;
·         პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა. კბილების გამოხეხვა დღეში მინიმუმ 1-2-ჯერ.

არასრულფასოვნების კომპლექსი – ადამიანის ფსიქოლოგიური და ემოციური შეგრძნებების დარღვევა საკუთარი თავის მიმართ

#image_title

არასრულფასოვნების კომპლექსი – დაავადება, რომელსაც ახასიათებს ადამიანის ფსიქოლოგიური და ემოციური შეგრძნებების დარღვევა საკუთარი თავის მიმართ. დღეისათვის დაავადება ფართოდ არის გავრცელებული, მისი საწყისის ნახვა შესაძლებელია პრაქტიკულად ყველა ადამიანში.

მიზეზები
ექიმების მხრიდან დრემდე დაუდგენელია არასრულფასოვნების კომპლექტის გაჩენის მიზეზი, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ძირითადი ფაქტორები შეიძლება იყოს:
·         არასასურველი ოჯახური მდგომარეობა (განსაკუთრებით ბავშვობისას);
·         გარშემომყოფი ადამიანების მხრიდან კრიტიკა და უარყოფითი შეფასებები;
·         წარუმატებლობა სამსახურსა და პირად ცხოვრებაში;
·         საკუთარი თავის რწმენის არქონა;
·         ნეგატიური შინაგანი განწყობა;
·         ფიზიკური ნაკლი;
·         მშობლების გადაჭარებებული ყურადღება.

სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:
·         ადამიანების შიში და მათთან ნაკლები კონტაქტი;
·         ყურადღების მიქცევის მიზნით საკუთარ უბედურებაზე საუბარი;
·         ზედმეტი მგრძნობელობა;
·         გადაჭარბებული ამბიციები;
·         მუდმივი დაძაბულობა;
·         მიღებული კომპლიმენტების მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება;
·         სპირტიანი სასმელების ხშირი გამოყენება;
·         დემონსტრაციული ქცევა, ზედმეტი ყურადღების მიქცევა სტატუსების მიმართ;
·         მეტყველების დეფექტი.

დიაგნოსტიკა
იმის დასადგენად, თუ როგორ უნდა ვებრძოლოთ ამ კომპლექსს, ფსიქოლოგი ატარებს პაციენტთან გასაუბრებას, რომლის დროსაც ავლენს დაავადების განვითარების მიზეზებს.

მკურნალობა
ფსიქოლოგი განსაზღვრავს როგორ უნდა მოხდეს არასრულფასოვნების კომპლექსის დაძლევა. ამისთვის საჭიროა:
·         ფსიქოლოგთან რეგულარული ვიზიტი;
·         ფსიქოთერაპიის გავლა;
·         ჰიპნოზის სეანსების გავლა.

საშიშროება
თუ არ მოხდება დროული ჩარევა აღნიშნული პრობლემა შეიძლება ღრმა დეპრესიის განვითარების მიზეზი გახდეს. რიგ შემთხვევებში ადგილი აქვს სუიციდის ჩადენის მცდელობას. არასრულფასოვნების კომპლექსი ქალებში შეიძლება გახდეს ბულიმიის, ანორექსიის მიზეზიც.

რისკის ჯგუფი
ამ ჯგუფში შედიან:
·         არასრულფასოვან ოჯახში გაზრდილი პირები;
·         სკოლაში ცუდი მოსწრების და ყოფა-ქცევის მქონე ბავშვები;
·         ნარკო და ალკოჰოლდამოკიდებულები.

პროფილაქტიკა
სამომავლოდ დაავადების თავიდან ასაცილებლად საჭიროა:
·         ფსიქოლოგთან პერიოდული კონსულტაცია;
·         ფსიქიკის აშლილობის გამომწვევი დაავადებების დროული მკურნალობა;
·         უარყოფითი ემოციური და სტრესული სიტუაციებისგან თავის დაცვა.

გულის არითმია რითმის, სიხშირის და მიოკარდის შემცირების თანმიმდევრობის დარღვევა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემების მიხედვით, ყოველწლიურად 17 მილიონზე მეტი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი სწორედ კარდივასკულური პათოლოგიებია
#post_seo_title

გულის არითმია  – რითმის, სიხშირის და მიოკარდის შემცირების თანმიმდევრობის დარღვევა.

მიზეზები
მოზარდებსა და ბავშვებში ამ პათოლოგიური მდგომარეობის ეტიოლოგიურ ფაქტორებს შორის გამოყოფენ შემდეგი სახის მიზეზებს:
·                     გულის იშემიურ დაავადებას;
·                     კარდიომიოპათიას;
·                     მიოკარდიტებს;
·                     თანდაყოლილ მანკებს;
·                     მიტრალური სარქველის პროლაპსს;
·                     მედიკამენტურ ზემოქმედებას;
·                     ორგანიზმში ელექტროლიტური ბალანსის მაჩვენებლის ცვლას;
·                     ნიკოტინით ან ალკოჰოლით ინტოქსიკაციას;
·                     ტირეოტოქსიკოზს.

გულის არითმიის სიმპტომები
გულის არითმია, რომელიც შეიძლება იყოს როგორც მუდმივი, ისე ეპიზოდური, შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი სახის სიმპტომებით:
·                     გულის შეტევები;
·                     პულსის რითმულობის არარსებობა მსხვილ არტერიებზე მისი პალპაციისას (ვენებზე);
·                     სუნთქვის გახშირება;
·                     საერთო სისუსტე, თავბრუსხვევა;
·                     გონების დაბინდვა გულის წასვლამდე.

დიაგნოსტიკა
·                     პულსის პალპაცია;
·                     ელექტროკარდიოგრაფია;
·                     ჰოლტერის მონიტორინგი;
·                     მედიკამენტოზური და ფიზიკური დატვირთვის მქონე მაპროვოცირებელი ტესტები;
·                     ექო-კარდიოგრაფია;
·                     კომპიუტერული და მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია.

გულის არითმიის მკურნალობა
დაავადების სამკურნალოდ უნდა მიმართოთ ექიმ-კარდიოლოგს და ჩაიტაროთ:
·                     ძირითადი დაავადების მკურნალობა;
·                     ანტიარითმიული მედიკამენტებით მკურნალობა;
·                     ელექტროკარდიოსტიმულატორის იმპლანტაცია;
·                     მიოკარდის აბლიაცია რადიოსიხშირული ტალღებით და ქიმიური ნივთიერებებით.

დიეტა
გულის რითმის დარღვევის მქონე ადამიანებისთვის რეკომენდირებულია მაგნიუმით, კალიუმით და კალციუმით მდიდარი საკვები:
·                     ხაჭო;
·                     ჭარხალი;
·                     სიმინდი;
·                     შავი მოცვი;
·                     შავი ქლიავი;
·                     ბანანი;
·                     ოხრახუში;
·                     ლობიო;
·                     ისპანახი;
·                     ავოკადო;
·                     ქატო.

საშიშროება
პათოლოგიური პროცესის რეგრესირებისას შეიძლება წარმოიქმნას გულის პარკუჭების ფიბრილაცია. ამასთან, მიოკარდის კუნთის ბოჭკოების შევიწროვება არ აღინიშნება, რაც ფაქტიურად გულის გაჩერების ტოლფასია.

რისკის ჯგუფები
გულის რითმის დარღვევა აღენიშნებათ პაციენტებს, რომელბსაც აწუხებთ:
·                     გულის უკმარისობა;
·                     გულის იშემიური დაავადებები;
·                     თანდაყოლილი გულის მანკი.

პროფილაქტიკა
პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
·                     გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებების ადეკვატური მკურნალობის ჩატარება;
·                     მავნე ჩვევებზე უარის თქმა;
·                     ელექტროკარდიოგრაფიული კვლევის მუდმივად ჩატარება.

კატარაქტა

კატარაქტა – დაავადება, რომელსაც ახასიათებს თვალის ლინზის გამჭვირვალობის დარღვევა. კატარაქტა შეიძლება განვითარდეს როგორც ერთ, ისე ორივე თვალზე. კატარაქტა წარმოადგენს თვალის ყელაზე გავრცელებულ დაავადებას მოხუცებში, რომლის მკურნალობას დიდი დრო სჭირდება.

მიზეზები
კატარაქტას გამომწვევი მიზეზებია:
·         მემკვიდრეობითი მიდრეკილება;
·         მოხუცებულობა;
·         ენდოკრინული ჯირკვლის ანთებითი პროცესები;
·         თვალების ტავმები ან დაავადებები;
·         ხანგრძლივი ულტრაიისფერი ან სინათლის დასხივება;
·         ინტოქსიკაცია;
·         ორგანიზმში ანტიოქსიდანტების უკმარისობა.
ბავშვებში კატარაქტა ძირითადად თანდაყოლილია და ვლინდება სიცოცხლის პირველ თვეებში.

სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:
·         საგნების გაორება (დიპლოპია);
·         მხედველობის გაუარესება (ახლომხედველობა);
·         თვალების დაბინდვა;
·         მკვეთრი მხედველობის დაკარგვა;
·         ღამის პერიოდში ნაპერწკლების გაჩენა თვალებში;
·         საგნების მოყვითალო შეფერილობით დანახვა;
·         მძაფრი შუქისადმი გაზრდილი მგრძნობელობა;

დიაგნოსტიკა
დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ოფთალმოლოგი, რისთვისაც ნიშნავს:
·         ვიზომეტრიას;
·         პერიმეტრიას;
·         ფერებზე ტესტირებას;
·         ბიომიკროსკოპიას;
·         ტონომეტრიას;
·         ოფთალმოსკოპიას;
·         თვალის ულტრა-ბგერით სკანირებას;
·         რეფრაქტომეტრიას;
·         თვალის ულტრა-ბგერით ბიომიკროსკოპიას;
·         ელექტროოკულოგრაფიას.

მკურნალობა
მკურნალობა მოიცავს:
·         თვალის წვეთებს;
·         ფიზიოთერაპიას;
·         ოპერაციულ ჩარევას.

საშიშროება
მკურნალობის არარსებობა გამოიწვევს ისეთ გართულებებს, როგორიცაა:
·         თვალის ბადურის დაშლა;
·         მეორადი გლაუკომა;
·         სრული სიბრმავე.

რისკის ჯგუფი
რისკის ჯგუფში შედიან:
·         მემკვიდრეობითი მიდრეკილების მქონე ადამიანები;
·         მოხუცები;
·         შაქრიანი დიაბეტით დაავადებულები;
·         ადამიანები, რომლებიც ხანგრძლივად იღებდნენ გლუკოკორტიკოსტეროიდების;
·         თვალების დაავადებების, ტრავმების ან ოპერაციების მქონე ადამიანები.

პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         ვიტამინებით მდიდარი პროდუქტების გამოყენება;
·         თვალების დაცვა ულტრაიისფერი დასხივებისგან;
·         კომპიუტერთან მუშაობისას დამცავი სათვალის გამოყენება და ყოველ 45 წუთში შესვენება;
·         პრეპარატების მიღება, რომლებიც შეიცავენ მხედველობის გასაუმჯობესებელ ვიტამინებს.

აპრაქსია – ხასიათდება მიზანმიმართული მოძრაობის შესრულების შესძლებლობის დაკარგვით

#image_title

აპრაქსია  – დაავადება, რომელიც ხასიათდება მიზანმიმართული მოძრაობის შესრულების შესძლებლობის დაკარგვით.

გამოყოფენ აპრაქსიის შემდეგ სახეობებს:
·                     კინეტიკური აპრაქსია – გარკვეული პოზების მიღების შეუძლებლობა (თითები, მტევნები, ტუჩები, ენა);
·                     შეძენილი აპრაქსია – ხშირია ბიჭებში;
·                     კონსტრუქციული აპრაქსია – გამოიხატება ნაწილებისგან ერთი მთლიანის აწყობით (სიტყვები, ფრაზები);
·                     ვერბალური აპრაქსია – მეტყველების დარღვევა;
·                     მოტორული აპრაქსია – მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა ცალკეული კიდურებით ან მთელი სხეულით.

მიზეზები
დაავადება წარმოიქმნება თავის ტვინის გარკვეული ნაწილების დაზიანებით (სიმსივნე, ტრამვები, ინსულტი, ინფექციური დაავადებების გართულება). აპრაქსია ვითარდება დეგენერაციული პროცესების შედეგად, რომლებიც ლოკალიზებულია თხემის ნაწილში, სადაც ინახება ცხოვრების მანძილზე გათავისებული მოქმედების ყველა პროგრამა. ასევე დაავადება შეიძლება გამოიწვიოს ტვინის კორძიანი სხეულის, შუბლის და ტვინის პრემოტორული ქერქის დაზიანებამ.

აპრაქსიის სიმპტომები
დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:
·                     სახის მიმიკის ფლობის დაკარგვა;
·                     მარტივი ფიგურების ხატვის შეუძლებლობა;
·                     ინსტრუმენტების არჩევისა და გამოყენების პრობლემა;
·                     კომპლექსურად კოორდინირებული მოძრაობების შესრულების შეუძლებლობა (მაგალითად თასმების შეკვრა);
·                     ხელებით ან თითებით ზუსტი მოძრაობების გაკეთების შეუძლებლობა;
·                     ჩაცმის შეუძლებლობა;
·                     უწონასწორო სიარული;
·                     მოხრილობა;
·                     დაბრკოლებაზე გადაბიჯების შეუძლებლობა.

დიაგნოსტიკა
დაავადების სამკურნალოდ ექიმი-ნერვოლოგი ატარებს შემდეგი სახის გამოკვლევებს:
·                     ნევროლოგიურ გამოკვლევას;
·                     თავის ტვინის მაგნიტო-რეზონანსულ ტომოგრაფიას;
·                     თავის ტივინის კომოპიუტერული ტომოგრაფიას;
·                     ზურგის ტვინის პუნქციას.

აპრაქსიის მკურნალობა
აპრაქსიის მკურნალობის კონკრეტული მეთოდი არ არსებობს. სიმპტომების შესამსუბუქებლად ტარდება:
·                     შრომითი თერაპია;
·                     ფიზიოთერაპია;
·                     კოგნიტური თერაპია;
·                     ლოგოპედთან მკურნალობა.
გარკვეული დადებითი შედეგი შეინიშნება ინსულტის შემდეგ მკურნალობისას.

საშიშროება
დაავადებამ შესაძლოა მიგვიყვანოს ცხოვრების დონის გაუარესებასა და ყოველდღიური საქმეების სხვისი დახმარების გრეშე შესრულების შეუძლებლობამდე.

რისკის ჯგუფი
რისკის ჯგუფში შედიან:
·                     მემკვიდრეობითი მიდრეკილების მქონე ადამიანები;
·                     მამრობითი სქესის წარმომადგენლები;
·                     60 წელს გადაცილებული ადამიანები;
·                     სისხლის მაღალი წნევის მქონე ადამიანები;
·                     ადამიანები, რომლებმაც გადაიტანეს ინსულტი;
·                     ადამიანები, რომლებსაც ანამნეზში გულსისხლძარღვთა დაავადებები აქვთ.

პროფილაქტიკა
პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
·                     იქონიოთ აქტიური ცხვორების სტილი;
·                     დაიცვათ რაციონალური კვება;
·                     მოერიდოთ თავის ტრამვებს;
·                     ჩაიტაროთ ექიმ-კარდიოლოგთან პროფილაქტიკური კვლევები.

კახესია – ორგანიზმის გამოფიტვა, რომელიც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემების შედეგად ვითარდება

კახესია - ორგანიზმის გამოფიტვა, რომელიც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემების შედეგად ვითარდება
#post_seo_title

კახესია – ორგანიზმის გამოფიტვა, რომელიც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემების შედეგად ვითარდება.

კახესია – ორგანიზმის გამოფიტვა და ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები

კახესია არის ორგანიზმის გამოფიტვის მდგომარეობა, რომელიც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემების შედეგად ვითარდება. ეს მდგომარეობა ხშირად უკავშირდება ქრონიკულ დაავადებებს, როგორიცაა სიმსივნე, გულის უკმარისობა და ქრონიკული თირკმლის დაავადებები.

კახესია განსაკუთრებით საყურადღებოა, რადგან შეიძლება გამოიწვიოს სხეულის მასის სწრაფი დაკლება, რომელიც არ არის დამოკიდებულია მხოლოდ საკვებზე. ორგანიზმში დეფიციტი და მიკროელემენტების ნაკლებობა იწვევს შინაგანი ფუნქციების დარღვევას.

მიზეზები
დაავადების გამომწვევი ძირითადი მიზეზებია
·         შიმშილი;
·         ცუდი კვება;
·         საყლაპავის დაზიანება;
·         საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადება;
·         ინტოქსიკაცია;
·         ანორექსია;
·         ჩირქოვანი პროცესები;
·         დამაკავშირებელი ქსოვილის დაავადებები;
·         ამილოიდოზი;
·         გულის უკმარისობა;
·         ენდოკრინული დაავადებები;
·         ონკოლოგიური პროცესები.

სიმპტომები
დაავადების დამახასიათებელი სიმპტომებია:
·         ორგანიზმის გამოხატული სისუსტე;
·         შრომისუნარიანობის დაქვეითება;
·         ქრონიკული დაღლილობა;
·         წონის მკვეთრად დაკარგვა;
·         სხეულის შეშუპება;
·         გაუწყლოება;
·         კანის მოდუნება;
·         კანის გაუფერულება;
·         კანის დანაოჭება;
·         თმისა და ფრჩხილების პრობლემები;
·         კბილების დაცვენა;
·         შეკრულობა;
·         პერისტალტიკის დარღვევა;
·         სტომატიტი;
·         ძილიანობა;
·         დეპრესია;
·         ანემია;
·         ჩიყვი;
·         სისხლის ცირკულაციის მოცულობის შემცირება;
·         ამენორეა ქალებში;
·         მამაკაცებში სქესობრივი ფუნქციის დაქვეითება;
·         არტერიული წნევის დაცემა.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის ტარდება:
·         კახექსიის მაპროვოცირებელი დაავადებების გამოვლენა;
·         სისხლის საერთ ანალიზი;
·         შარდის საერთო ანალიზი;
·         სისხლის ანალიზი ჰორმონებზე;
·         სისხლის ანალიზი შიდსის გამოსავლენად;
·         საჭმლის მომნელებელი ორგანოების კომპიუტერული ტომოგრაფია;
·         საჭმლის მომნელებელი ორგანოების მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია;
·         კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;
·         ენდოკრინოლოგის კონსულტაცია.

მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მოიცავს:
·         კახექსიის მაპროვოცირებელი დაავადებების აღმოფხვრას;
·         რეგულარულ და სრულფასოვან კვების რეჟიმს;
·         პოიფერმენტული პრეპარატების მიღებას;
·         გლუკოზის, ვიტამინების, ელექტროლიტების, ცილოვანი ჰიდროლიზატების, ამინომჟავას ნარევების პარენტერალუერ შეყვანას;
·         ანაბოლიური ჰორმონების თერაპიას;
·         აქტიურ ფიზიკურ ვარჯიშებს.
თანადროული და ადეკვატური მკურნალობის შედეგი დადებითია.

საშიშროება
კახექსიის მთავარი საშიშროება მდგომარეობს ზოგადი ჯანმრთელობის გაუარესებაში, რაც საბოლოოდ შეიძლება დასრულდეს ლეტალური შედეგით.

პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         სრულფასოვანი კვება;
·         ფიზიკური ვარჯიშები.

აპენდიციტი – დაავადება, რომელიც ხასიათდება სწორი ნაწლავის ჭიისებრი წანაზარდის (აპენდიქსის) მწვავე ანთებით

აპენდიციტი ანთებითი პროცესია
#image_title

აპენდიციტი – დაავადება, რომელიც ხასიათდება სწორი ნაწლავის ჭიისებრი წანაზარდის (აპენდიქსის) მწვავე ანთებით.  გამოიყოფა დაავადების მიმდინარეობის მწვავე და ქრონიკული ფორმები.

მიზეზები
დაავადება წარმოიშობა ნაწლავის წანაზარდში ფეკალური მასის დაკავებით, რაც იწვევს მის გადახრას. აპენდიციტის მიზეზები ზრდასრულებსა და ბავშვებში არის:
·                     ჭიისებრი წანაზარდის დახშობა;
·                     ინფექციური დაავადებები (მუცლის ტიფი, ტუპერკულოზი);
·                     ხშირი ყაბზობა;
·                     სისტემური ვასკულიტი;
·                     ხორცის ჭარბი რაოდენობით მიღება;
·                     საკვებში მარცვლეულის ჭარბად გამოყენება.

აპენდიციტის სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სიმპტომები:
·                     ჭიპისა და მუცლის ზედა ნაწილში ძლიერი ტკივილები, რაც 2-6 საათის შემდეგ ინაცვლებს მარჯვენა მხარეს;
·                     გულის რევა, ღებინება;
·                     კუჭის მოქმედების დარღვევა;
·                     ხშირი შარდვა;
·                     ენაზე თეთრი ნადები;
·                     სხეულის ტემპერატურის 38°-მდე აწევა;
·                     ტახიკარდია.

დიაგნოსტიკა
აპენდიციტის დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ქირურგი შემდეგ გამოკვლევებზე დაყრდნობით:
·                     სისხლის საერთო ანალიზი;
·                     შარდის ანალიზი;
·                     მუცლის პალპაცია;
·                     მუცლის ღრუს ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;
·                     მუცლის ღრუს და ფილტვების რენტგენოლოგიური გამოკვლევა;
·                     მუცლის ღრუს დიაგნოსტიკური ლაპაროსკოპია.
ქალებში გინეკოლოგიური პათოლოგიის გამოსარიცხად აუცილებელია ექიმ-გინეკოლოგთან ვიზიტი.

აპენდიციტის მკურნალობა
აპენდიციტის მწვავე ფორმის არსებობისას ხდება ქირურგიული ჩარევა. აპენდიციტის მოშორება ხდება ენდოსკოპიური მეთოდით, ლაპაროსკოპიის საშუალებით.
ქრონიკული აპენდიციტის დროს ინიშნება:
·                     ანტიბიოტიკები;
·                     სპაზმოლიტიკები;
·                     ფიზიოთერაპიული პროცედურები.

დიეტა
ოპერაციის შემდეგ პაციენტებმა რაციონიდან უნდა გამორიცხონ შემდეგი საკვები:
·                     ცხიმიანი ხორცი და თევზი;
·                     შემწვარი საკვები;
·                     შებოლილი;
·                     მწარე საკვები, სუნელები;
·                     ცომეული;
·                     მარილიანი და დამარინადებული პროდუქტი;
·                     ცხიმიანი ყველი და რძე;
·                     სპირტიანი და გაზიანი სასმელები.

საშიშროება
თუ არ მოხდება აპენდიციტის დროულად მოშორება, შესაძლოა განვითარდეს შემდეგი სახის გართულებები:
·                     მუცლის ღრუს აბსცესი;
·                     ფილტვის არტერიის ტრომბოემბოლია;
·                     თეძოს ვენების ტრომბოფლებიტი;
·                     პერიტონიტი;
·                     აბსცესი ღვიძლში;
·                     კარის ვენის ჩირქოვანი ანთება.
შესაძლოა ლეტალური შედეგი.

რისკის ჯგუფი
რისკის ჯგუფს წარმოადგენენ:
·                     ფეხმძიმე ქალები;
·                     10-12 წლის ბავშვები;
·                     ხშირი ყაბზობის მქონე ადამიანები;
·                     ადამიანები, რომელბიც იყენებენ დიდი რაოდენობით ცილების შემცველ საკვებს;

პროფილაქტიკა
პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
·                     კუჭ-ნაწლავის დაავადებების და ყაბზობის დროული მკურნალობა;
·                     მზესუმზირის და ყურძნის წიპწებიანად მიღების გამორიცხვა;
·                     მცენარეული ბოჭკოს შემცველი პროდუქტების გამოყენება (ბოსტნეული, ხილი, ფაფები);
·                     ზედმეტი ჭამისთვის თავის არიდება.

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights