გლობალური დათბობის როლი და ზეგავლენა სეზონურ ალერგიაზე
სტრესის ჰორმონია, რომელიც წარმოიქმნება თირკმელზედა ჯირკვლების მიერ
რატომ ვიმატებთ წონაში სტრესის დროს და რა ზემოქმედებას ახდენს კორტიზოლი ცხომივან უჯრედებზე (ადიპოციტებზე).
ჩვენ არ ვართ დაზღვეული სტრესისაგან, რთული სამუშაო გრაფიკი, ძილის ნაკლებობა, ოჯახური პრობლემები და უმრავი სხვა ფაქტორი, რომელიც განაპირობებს სტრესს.
ცნობილი ენდოკრინოლოგის, ჰანს სელიეს თეორიის თანახმად, სტრესი არსებობს ორი ტიპის:
დისტრესი (ნეგატიური) და ეუტსტრესი (სასარგებლო სტრესი)
დისტრესი შეიძლება იყოს ფსიქო-ემოციური, ინფორმატიული და ფიზიოლოგიური.
ყველა ამ ნეგატიური სტრესის სახეობას აერთინებს ერთი რამ, -კორტიზოლის დონის სიჭარბე ორგანიზმში. თუმცა თავად კორტიზოლი არ წარმოადგენს საფრთხეს ჩვენი ორგანიზმისათვის, თუ მისი დონე არის ზომიერი.
ფიზიკური დატვირთვის დროს ასევე გამოიყოფა კორტიზოლი და თუ ფიზიკური დატვირთვა ორგანიზმისათვის არ არის ძალიან მაღალი, კორტიზოლი 45 წუთის განმავლობაში დგება საწყის ნორმაში. ასეთი ვარჯიში პოზიტიურ სტრესს მიუკუთვნება (ეუტსტრესი).
სასუნთქ გზებში ობსტრუქციების შედეგად შეიძლება განვითარდეს ხვრინვა და ძილის აპნოე
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi
ბარიატრიული ქირურგია – ბევრი კითხვა, ბევრი პასუხი და ბევრი არგუმენტი
ბარიატრიული (წონის დაკლების) ქირურგია, ღია დისკუსია. ბევრი კითხვა, ბევრი პასუხი და ბევრი არგუმენტი.
სიკვდილიანობის ბარიატრიული ქირურგია.
30-დღიანი სიკვდილიანობის მაჩვენებელია 0.05-დან 6.68%-მდე (ასაკზე, BMI-ზე და სხვა კლინიკურ მდგომარეობებზე + ჯანდაცვის პროვაიდერებისა და დაწესებულებების ქვეყნის ხარისხზე დაყრდნობით).
ბარიატრიული ქირურგიის ძირითადი გართულებები/საკითხები:
– ბარიატრიული ოპერაციის შემდეგ მამაკაცები უფრო ხშირად იღუპებიან, ვიდრე ქალები
– გულ-სისხლძარღვთა დაავადება
– ფსიქიკური აშლილობა (თვითმკვლელობა და დამოკიდებულება)
– დიაბეტი
– არასასურველი გავლენა ძვლებისა და ძვლოვანი სისტემის ჯანმრთელობაზე.
– ბარიატრიული (წონის დაკლება) ქირურგია ცვლის საჭმლის მომნელებელ სისტემას, რაც იწვევს დარღვევებს და სიმპტომებს, რომლებიც შეიძლება ავადმყოფობად ან ინვალიდობად მივიჩნიოთ.
საუკეთესო პრაქტიკა:
კანადური სტანდარტების განსაზღვრა ასევე მიზნად ისახავს სიმსუქნის მქონე პაციენტებისადმი ყოვლისმომცველი, მულტიდისციპლინური მიდგომის ხელშეწყობას, ქირურგიული და სამედიცინო მომზადების მინიმალური კვალიფიკაციის განსაზღვრას და ბარიატრიული ქირურგიული და სამედიცინო ცენტრების სერთიფიკატის შეთავაზებას. გარდა ამისა, ჩვენ ხაზს ვუსვამთ ეროვნული რეესტრის შემუშავების მნიშვნელობას ქვეყნის მასშტაბით მოვლის ხარისხის შესაფასებლად და გრძელვადიანი მკურნალობის შედეგების შესაფასებლად. ეს რეკომენდაციები ეფუძნება ექსპერტთა აზრს, ისევე როგორც უახლეს კლინიკურ მტკიცებულებებს.
გაიდლაინები კანადის ბარიატრიული ქირურგიული და სამედიცინო ცენტრებისთვის: განცხადება კანადისგან,
ბარიატრიულ ექიმთა და ქირურგთა ასოციაცია
https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC8916020/
ექიმებმა ოპერაციის დროს Apple Vision Pro გამოიყენეს
ლონდონში, კლინიკა „კრომველის“ თანამშრომლებმა ხერხემალზე ოპერაციის ჩასატარებლად Apple Vision Pro გამოიყენეს. ამის შესახებ TechRadar-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციის, შერეული რეალობის სათვალე ერთ-ერთ მედდას ეკეთა. მოწყობილობა მას ქირურგების მუშაობაზე უფრო კარგ დაკვირვებასა და მათთვის საჭირო ინსტრუმენტების სწრაფად მიწოდებაში ეხმარებოდა.
ბრიტანელი მედიკოსების მუშაობაში ახალი ტექნოლოგიების ჩანერგვით სტრარტაპი eXeX არის დაკავებული. მისმა თანამშრომლებმა სპეციალური აპლიკაციაც კი შეიმუშავეს, რომელიც სპეციალისტებს ოპერაციის ჩატარებაში ეხმარება, აგროვებს მონაცემებს პაციენტის მდგომარეობის შესახებ და მათ ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ამუშავებს.
Apple Vision Pro გასული წლის ზაფხულში წარადგინეს. მისი გაყიდვა თებერვალში დაიწყო. ამ კვირაში კი Apple-მა წარადგინა პრეზენტაცია მოწყობილობის ჯანდაცვის სფეროში გამოყენების შესაძლებლობების შესახებ. კერძოდ, მასში ნაჩვენები იყო ვირტუალური და შერეული რეალობის აპლიკაციები, რომლებიც სპეციალისტებს ოპერაციების დაგეგმვაში, პაციენტების მოვლასა და ახალი თანამშრომლების ტრენინგი დაეხმარება.
კონფერენციის მიზანი დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების ჯანმრთელობაა
საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია კამპანიის ფარგლებში ორდღიან სამედიცინო კონფერენციას საქართველოში პირველად მასპინძლობს.
კონფერენციის მიზანი დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების ჯანმრთელობაა. ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებსა და ზრდასრულებს უნდა ჰქონდეთ თანაბარი გეოგრაფიული, ფინანსური და ინფორმაციული ხელმისაწვდომობა ჯანდაცვის ხარისხიან და დროულ სერვისებზე.
რა როლი აქვს თამაშსა და სხვა აქტივობებს ბავშვის ცხოვრებაში?
ალცჰაიმერის პროგნოზირება 7 წლით ადრე იქნება შესაძლებელი
ალცჰაიმერი ჯერჯერობით არ იკურნება, მაგრამ მისი ნაადრევი დიაგნოსტირება მდგომარეობის გაკონტროლებასა და დაავადების პროგრესირების შენელებაში გვეხმარება. ამის საშუალება, შესაძლოა, ახალმა ხელოვნურმა ინტელექტმა მოგვცეს, რომელიც ამ ნეიროდეგენერაციულ დარღვევას რამდენიმე წლით ადრე ავლენს.
კალიფორნიისა და სტენფორდის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა AI მოდელი პაციენტთა 5 მილიონზე მეტ კლინიკურ ჩანაწერზე გაწვრთნეს, რათა მას ალცჰაიმერთან დაკავშირებული ინდიკატორები დაეფიქსირებინა. სისტემა იდეალური არაა, მაგრამ როცა ის იმ ადამიანების მონაცემებზე გამოცადეს, რომლებსაც მოგვიანებით ალცჰაიმერი დაუდასტურდათ, იმედის მომცემი შედეგი მიიღეს. AI-მ დაავადების პროგნოზირება შემთხვევების 72%-ში შეძლო, თანაც სიმპტომების გაჩენამდე 7 წლით ადრე გაკეთებული კლინიკური ჩანაწერების მიხედვითაც კი.
ამ ხელოვნური ინტელექტის მუშაობის პრინციპი ასეთია: ის სხვადასხვა რისკ-ფაქტორს აერთიანებს, რათა გამოითვალოს, რამდენადაა შანსი, რომ კონკრეტულ ადამიანს ალცჰაიმერი გამოუვლინდეს. მსგავსი ტექნოლოგია არა მხოლოდ დროული დიაგნოსტირებისთვისაა გამოსადეგი, არამედ დაავადების გამომწვევი ბიოლოგიური ფაქტორების შესწავლის საშუალებასაც იძლევა.
მაგალითად, სისტემა ჯანმრთელობის რამდენიმე პრობლემაზე კონცენტრირდა, რომელიც შესაძლოა, ალცჰაიმერის რისკზე მიუთითებდეს. მათ შორისაა სისხლის მაღალი წნევა, ჭარბი ქოლესტერინი, ვიტამინ D-ს ნაკლებობა და დეპრესია. კაცებში ერექციული დისფუნქცია და პროსტატის გადიდება, ქალებში კი — ოსტეოპოროზი. დადგინდა ისიც, რომ ოსტეოპოროზს, ალცჰაიმერსა და გენ MS4A6A-ის ვარიანტს შორის გარკვეული კავშირია.
რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ამ პრობლემების მქონე ინდივიდებს დემენცია აუცილებლად ჩამოუყალიბდებათ, მაგრამ AI მათ საყურადღებო ინდიკატორების სახით იყენებს.
შარდსაწვეთები კუნთოვანი კედლის მქონე მილებია, რომლების სიგრძე დაახლოებით 40 სანტიმეტრია. ისინი თითოეულ თირკმელს შარდის ბუშტთან აკავშირებს
შარდსაწვეთები
შარდსაწვეთები კუნთოვანი კედლის მქონე მილებია, რომლების სიგრძე დაახლოებით 40 სანტიმეტრია. ისინი თითოეულ თირკმელს შარდის ბუშტთან აკავშირებს.
თირკმლებში წარმოქმნილი შარდი შარდსაწვეთების გავლით შარდის ბუშტში ჩაედინება. ეს არ არის პასიური პროცესი – შარდსაწვეთები შარდის მცირე ულუფებს კედლების შეკუმშვით, დაბალი წნევით გადააადგილებენ ქვემოთ. შარდის ბუშტის კედელში თითოეული შარდსაწვეთი მცირე ზომის ხვრელით იხსნება. ისინი ბუშტის შეკუმშვის დროს იხურება, რათა შარდი უკან, შარდსაწვეთებში არ ავიდეს (ე.წ. შარდის რეფლუქსი).
წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi
თირკმლების ფუნქციები – ყველა ის ფუნქცია, რომელსაც ნორმაში ორი თირკმელი ასრულებს, შეიძლება ერთმა ჯანმრთელმაც შეასრულოს
თირკმლების ფუნქციები
ყველა ის ფუნქცია, რომელსაც ნორმაში ორი თირკმელი ასრულებს, შეიძლება ერთმა ჯანმრთელმაც შეასრულოს. ზოგი ადამიანი ცალი თირკმლით იბადება, ზოგი კი დონორი ხდება – ერთ თირკმელს გასცემს სხვისთვის გადასანერგად. სხვა შემთხვევაში შეიძლება ერთი თირკმელი ტრავმამ ან დაავადებამ ძალიან მძიმედ დააზიანოს და მისი ფუნქციონირება შეწყდეს.
თირკმლების ძირითადი ფუნქცია ორგანიზმში წყლისა და მინერალების (მათ შორის ელექტროლიტების) ბალანსის შენარჩუნებაა. გარდა ამისა, თირკმლებში იფილტრება და თირკმლების გზით გამოიყოფა საკვების, წამლებისა და მავნე ნივთიერებების (ტოქსინების) გადამუშავების შედეგად წარმოქმნილი ნივთიერებები, აგრეთვე, გამომუშავდება ზოგი ჰორმონი. თირკმლები არტერიული წნევის რეგულაციაშიც მონაწილეობს.
წყლისა და ელექტროლიტების ბალანსი: ადამიანისთვის წყლის რეგულარულად მიღება სასიცოცხლოდ აუცილებელია. კიდევ უფრო მეტი წყალი საკვების გადამუშავებისას (მეტაბოლიზმი) გამოიყოფა. თუ მიღებული და გამოყოფილი წყლის რაოდენობა თანაბარი არ არის, ის სწრაფად გროვდება სხეულში, ადამიანი ავადდება და შესაძლოა დაიღუპოს კიდეც. ჭარბი რაოდენობით წყალი განაზავებს ორგანიზმში ელექტროლიტებს, წყლის რაოდენობის შემცირებისას კი, პირიქით, მათი კონცენტრაცია იზრდება. ამავე დროს, ელექტროლიტების კონცენტრაციის მუდმივობა ძალიან დიდი სიზუსტით უნდა იყოს შენარჩუნებული, რასაც თირკმლები უზრუნველყოფს.
სისხლი გლომერულაში მაღალი წნევით შედის. მისი თხევადი ნაწილის დიდი რაოდენობა გორგლის მცირე ზომის ფორებში იფილტრება, უჯრედები და დიდი მოლეკულები, მაგალითად ცილები, სისხლძარღვში რჩება. გამჭვირვალე, გაფილტრული სითხე ბოუმენის სივრცეში გადადის და იქიდან მილაკებით გაედინება. ზრდასრულ, ჯანმრთელ ადამიანებში თირკმლების მილაკებში დღეში 180 ლიტრი გაფილტრული სითხე გაივლის. იგი თითქმის მთლიანად (ელექტროლიტების ჩათვლით) უკან შეიწოვება თირკმელშივე. მისი დაახლოებით 1,5%-2% შარდის სახით გამოიყოფა. უკუშეწოვის განსახორციელებლად ნეფრონის სხვადასხვა ნაწილი აქტიურად გამოჰყოფს ან შეიწოვს სხვადასხვა ელექტროლიტს, რომელსაც თან წყალიც `მიჰყვება~. ნეფრონის ზოგი ნაწილი, საჭიროებისამებრ, ცვლის წყლის გატარების პროცესს, რითიც უკუშეწოვილი სითხის რაოდენობა რეგულირდება. ეს საკმაოდ რთული და მრავალსაფეხურიანი პროცესია.
მილაკის პირველ ნაწილში (პროქსიმალური კლაკნილი მილაკი) ნატრიუმის, წყლის, გლუკოზისა და სხვა გაფილტრული ნივთიერებების უდიდესი ნაწილი უკან შეიწოვება და სისხლს უბრუნდება. მილაკის შემდეგ ნაწილში (ჰენლეს მარყუჟი) ნატრიუმი, კალიუმი და ქლორი გარეთ გაედინება და, შესაბამისად, დარჩენილი სითხე უფრო მეტად არის განზავებული. ის გაივლის მილაკის მომდევნო ნაწილს (დისტალურ კლაკნილ მილაკს), სადაც დარჩენილი ნატრიუმის უდიდესი ნაწილი მილაკიდან გარეთ გაედინება კალიუმისა და მჟავას სანაცვლოდ, რომლებიც მილაკში შედის.
რამდენიმე ნეფრონის მილაკებიდან სითხე შემკრებ სადინარში გროვდება. სადინარებში ის შეიძლება განზავებული დარჩეს ან წყალი უკან, სისხლში გადავიდეს, რის შედეგადაც უფრო კონცენტრირებული შარდი წარმოიქმნება. წყლის უკუშეწოვა რამდენიმე ჰორმონით რეგულირდება, მათ შორის ანტიდიურეზული ჰორმონით (რომელსაც ჰიპოფიზი წარმოქმნის). ეს ნივთიერებები ეხმარება თირკმელს ფუნქციონირებაში, შარდის შემადგენლობის კონტროლში, წყლის და ელექტროლიტების ბალანსის შენარჩუნებაში.
ფილტრაცია და გამოყოფა: ორგანიზმში საკვების გადამუშავების პროცესში ნარჩენი ნივთიერებები წარმოიქმნება, რომლებიც სხეულიდან უნდა გამოიყოს. მათ შორის ერთ-ერთი ძირითადია შარდოვანა, რომელიც ცილების გადამუშავების შედეგად გროვდება. ის თავისუფლად გადადის გლომერულადან მილაკოვან სითხეში და რადგანაც, როგორც წესი, უკან არ შეიწოვება, შარდით გამოიყოფა.
სხვა არასასურველი ნივთიერებები, როგორიცაა მეტაბოლიზმის შედეგად წარმოქმნილი მჟავები, ბევრი ტოქსინი და წამალი, შარდში გამოიყოფა თირკმლების მილაკების უჯრედების მიერ (ისინი შარდის დამახასიათებელ სუნს განაპირობებენ).
არტერიული წნევის რეგულირება: თირკმლების კიდევ ერთი ფუნქცია არტერიული წნევის რეგულაციაა, რაც ზედმეტი ნატრიუმის ორგანიზმიდან გამოყოფის გზით ხორციელდება. თუ ნატრიუმი მცირე რაოდენობით გამოიყო, წნევა, როგორც წესი, მატულობს. რეგულაციის კიდევ ერთი გზაა სპეციფიკური ფერმენტის, რენინის, გამოყოფა. როცა წნევა ნორმაზე დაბლა ეცემა, თირკმლები სისხლში გადმოისვრიან ამ ნივთიერებას, რის შედეგად აქტიურდება რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემა, რომელიც წნევის მომატებას განაპირობებს. თირკმლების უკმარისობის მქონე ადამიანებში არტერიული წნევის რეგულირების უნარი დაქვეითებულია და წნევა ხშირად მაღალია.
ჰორმონების გამომუშავება: ჰორმონების გამოყოფის გზით თირკმლები სხვა მნიშვნელოვან ფუნქციებსაც ასრულებს, მაგალითად, არეგულირებს სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნას, ძვლების ზრდასა და განვითარებას.
თირკმლებში გამომუშავდება ჰორმონი ერითროპოეტინი, რომელიც ძვლის ტვინში სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნას უწყობს ხელს, რომლებიც შემდეგ ძვლის ტვინიდან სისხლში გადმოდის.
ჯანმრთელი ძვლების ზრდა და განვითარება რთული პროცესია, რომელიც ორგანოთა რამდენიმე სისტემაზეა დამოკიდებული, მათ შორის თირკმლებზე. მათი მეშვეობით რეგულირდება კალციუმისა და ფოსფორის შემცველობა, ანუ იმ მინერალებისა, რომლებიც აუცილებელია ძვლების სიჯანსაღისთვის. თირკმლები ამას კანში წარმოქმნილი და საკვებით მიღებული D ვიტამინის აქტიურ ფორმაში (კალციტრიოლი) გადაყვანით უზრუნველყოფენ. კალციტრიოლი მოქმედებს როგორც ჰორმონი და ასტიმულირებს კალციუმისა და ფოსფორის შეწოვას წვრილ ნაწლავში.
წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi










