ბარიატრიული (წონის დაკლების) ქირურგია, ღია დისკუსია. ბევრი კითხვა, ბევრი პასუხი და ბევრი არგუმენტი.
სიკვდილიანობის ბარიატრიული ქირურგია.
30-დღიანი სიკვდილიანობის მაჩვენებელია 0.05-დან 6.68%-მდე (ასაკზე, BMI-ზე და სხვა კლინიკურ მდგომარეობებზე + ჯანდაცვის პროვაიდერებისა და დაწესებულებების ქვეყნის ხარისხზე დაყრდნობით).
ბარიატრიული ქირურგიის ძირითადი გართულებები/საკითხები:
– ბარიატრიული ოპერაციის შემდეგ მამაკაცები უფრო ხშირად იღუპებიან, ვიდრე ქალები
– გულ-სისხლძარღვთა დაავადება
– ფსიქიკური აშლილობა (თვითმკვლელობა და დამოკიდებულება)
– დიაბეტი
– არასასურველი გავლენა ძვლებისა და ძვლოვანი სისტემის ჯანმრთელობაზე.
– ბარიატრიული (წონის დაკლება) ქირურგია ცვლის საჭმლის მომნელებელ სისტემას, რაც იწვევს დარღვევებს და სიმპტომებს, რომლებიც შეიძლება ავადმყოფობად ან ინვალიდობად მივიჩნიოთ.
საუკეთესო პრაქტიკა:
კანადური სტანდარტების განსაზღვრა ასევე მიზნად ისახავს სიმსუქნის მქონე პაციენტებისადმი ყოვლისმომცველი, მულტიდისციპლინური მიდგომის ხელშეწყობას, ქირურგიული და სამედიცინო მომზადების მინიმალური კვალიფიკაციის განსაზღვრას და ბარიატრიული ქირურგიული და სამედიცინო ცენტრების სერთიფიკატის შეთავაზებას. გარდა ამისა, ჩვენ ხაზს ვუსვამთ ეროვნული რეესტრის შემუშავების მნიშვნელობას ქვეყნის მასშტაბით მოვლის ხარისხის შესაფასებლად და გრძელვადიანი მკურნალობის შედეგების შესაფასებლად. ეს რეკომენდაციები ეფუძნება ექსპერტთა აზრს, ისევე როგორც უახლეს კლინიკურ მტკიცებულებებს.
გაიდლაინები კანადის ბარიატრიული ქირურგიული და სამედიცინო ცენტრებისთვის: განცხადება კანადისგან,
ბარიატრიულ ექიმთა და ქირურგთა ასოციაცია
https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC8916020/
ბარიატრიული ქირურგია – ბევრი კითხვა, ბევრი პასუხი და ბევრი არგუმენტი
ექიმებმა ოპერაციის დროს Apple Vision Pro გამოიყენეს
ლონდონში, კლინიკა „კრომველის“ თანამშრომლებმა ხერხემალზე ოპერაციის ჩასატარებლად Apple Vision Pro გამოიყენეს. ამის შესახებ TechRadar-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციის, შერეული რეალობის სათვალე ერთ-ერთ მედდას ეკეთა. მოწყობილობა მას ქირურგების მუშაობაზე უფრო კარგ დაკვირვებასა და მათთვის საჭირო ინსტრუმენტების სწრაფად მიწოდებაში ეხმარებოდა.
ბრიტანელი მედიკოსების მუშაობაში ახალი ტექნოლოგიების ჩანერგვით სტრარტაპი eXeX არის დაკავებული. მისმა თანამშრომლებმა სპეციალური აპლიკაციაც კი შეიმუშავეს, რომელიც სპეციალისტებს ოპერაციის ჩატარებაში ეხმარება, აგროვებს მონაცემებს პაციენტის მდგომარეობის შესახებ და მათ ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ამუშავებს.
Apple Vision Pro გასული წლის ზაფხულში წარადგინეს. მისი გაყიდვა თებერვალში დაიწყო. ამ კვირაში კი Apple-მა წარადგინა პრეზენტაცია მოწყობილობის ჯანდაცვის სფეროში გამოყენების შესაძლებლობების შესახებ. კერძოდ, მასში ნაჩვენები იყო ვირტუალური და შერეული რეალობის აპლიკაციები, რომლებიც სპეციალისტებს ოპერაციების დაგეგმვაში, პაციენტების მოვლასა და ახალი თანამშრომლების ტრენინგი დაეხმარება.
კონფერენციის მიზანი დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების ჯანმრთელობაა
საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია კამპანიის ფარგლებში ორდღიან სამედიცინო კონფერენციას საქართველოში პირველად მასპინძლობს.
კონფერენციის მიზანი დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების ჯანმრთელობაა. ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებსა და ზრდასრულებს უნდა ჰქონდეთ თანაბარი გეოგრაფიული, ფინანსური და ინფორმაციული ხელმისაწვდომობა ჯანდაცვის ხარისხიან და დროულ სერვისებზე.
რა როლი აქვს თამაშსა და სხვა აქტივობებს ბავშვის ცხოვრებაში?
ალცჰაიმერის პროგნოზირება 7 წლით ადრე იქნება შესაძლებელი
ალცჰაიმერი ჯერჯერობით არ იკურნება, მაგრამ მისი ნაადრევი დიაგნოსტირება მდგომარეობის გაკონტროლებასა და დაავადების პროგრესირების შენელებაში გვეხმარება. ამის საშუალება, შესაძლოა, ახალმა ხელოვნურმა ინტელექტმა მოგვცეს, რომელიც ამ ნეიროდეგენერაციულ დარღვევას რამდენიმე წლით ადრე ავლენს.
კალიფორნიისა და სტენფორდის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა AI მოდელი პაციენტთა 5 მილიონზე მეტ კლინიკურ ჩანაწერზე გაწვრთნეს, რათა მას ალცჰაიმერთან დაკავშირებული ინდიკატორები დაეფიქსირებინა. სისტემა იდეალური არაა, მაგრამ როცა ის იმ ადამიანების მონაცემებზე გამოცადეს, რომლებსაც მოგვიანებით ალცჰაიმერი დაუდასტურდათ, იმედის მომცემი შედეგი მიიღეს. AI-მ დაავადების პროგნოზირება შემთხვევების 72%-ში შეძლო, თანაც სიმპტომების გაჩენამდე 7 წლით ადრე გაკეთებული კლინიკური ჩანაწერების მიხედვითაც კი.
ამ ხელოვნური ინტელექტის მუშაობის პრინციპი ასეთია: ის სხვადასხვა რისკ-ფაქტორს აერთიანებს, რათა გამოითვალოს, რამდენადაა შანსი, რომ კონკრეტულ ადამიანს ალცჰაიმერი გამოუვლინდეს. მსგავსი ტექნოლოგია არა მხოლოდ დროული დიაგნოსტირებისთვისაა გამოსადეგი, არამედ დაავადების გამომწვევი ბიოლოგიური ფაქტორების შესწავლის საშუალებასაც იძლევა.
მაგალითად, სისტემა ჯანმრთელობის რამდენიმე პრობლემაზე კონცენტრირდა, რომელიც შესაძლოა, ალცჰაიმერის რისკზე მიუთითებდეს. მათ შორისაა სისხლის მაღალი წნევა, ჭარბი ქოლესტერინი, ვიტამინ D-ს ნაკლებობა და დეპრესია. კაცებში ერექციული დისფუნქცია და პროსტატის გადიდება, ქალებში კი — ოსტეოპოროზი. დადგინდა ისიც, რომ ოსტეოპოროზს, ალცჰაიმერსა და გენ MS4A6A-ის ვარიანტს შორის გარკვეული კავშირია.
რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ამ პრობლემების მქონე ინდივიდებს დემენცია აუცილებლად ჩამოუყალიბდებათ, მაგრამ AI მათ საყურადღებო ინდიკატორების სახით იყენებს.
შარდსაწვეთები კუნთოვანი კედლის მქონე მილებია, რომლების სიგრძე დაახლოებით 40 სანტიმეტრია. ისინი თითოეულ თირკმელს შარდის ბუშტთან აკავშირებს
შარდსაწვეთები
შარდსაწვეთები კუნთოვანი კედლის მქონე მილებია, რომლების სიგრძე დაახლოებით 40 სანტიმეტრია. ისინი თითოეულ თირკმელს შარდის ბუშტთან აკავშირებს.
თირკმლებში წარმოქმნილი შარდი შარდსაწვეთების გავლით შარდის ბუშტში ჩაედინება. ეს არ არის პასიური პროცესი – შარდსაწვეთები შარდის მცირე ულუფებს კედლების შეკუმშვით, დაბალი წნევით გადააადგილებენ ქვემოთ. შარდის ბუშტის კედელში თითოეული შარდსაწვეთი მცირე ზომის ხვრელით იხსნება. ისინი ბუშტის შეკუმშვის დროს იხურება, რათა შარდი უკან, შარდსაწვეთებში არ ავიდეს (ე.წ. შარდის რეფლუქსი).
წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi
თირკმლების ფუნქციები – ყველა ის ფუნქცია, რომელსაც ნორმაში ორი თირკმელი ასრულებს, შეიძლება ერთმა ჯანმრთელმაც შეასრულოს
თირკმლების ფუნქციები
ყველა ის ფუნქცია, რომელსაც ნორმაში ორი თირკმელი ასრულებს, შეიძლება ერთმა ჯანმრთელმაც შეასრულოს. ზოგი ადამიანი ცალი თირკმლით იბადება, ზოგი კი დონორი ხდება – ერთ თირკმელს გასცემს სხვისთვის გადასანერგად. სხვა შემთხვევაში შეიძლება ერთი თირკმელი ტრავმამ ან დაავადებამ ძალიან მძიმედ დააზიანოს და მისი ფუნქციონირება შეწყდეს.
თირკმლების ძირითადი ფუნქცია ორგანიზმში წყლისა და მინერალების (მათ შორის ელექტროლიტების) ბალანსის შენარჩუნებაა. გარდა ამისა, თირკმლებში იფილტრება და თირკმლების გზით გამოიყოფა საკვების, წამლებისა და მავნე ნივთიერებების (ტოქსინების) გადამუშავების შედეგად წარმოქმნილი ნივთიერებები, აგრეთვე, გამომუშავდება ზოგი ჰორმონი. თირკმლები არტერიული წნევის რეგულაციაშიც მონაწილეობს.
წყლისა და ელექტროლიტების ბალანსი: ადამიანისთვის წყლის რეგულარულად მიღება სასიცოცხლოდ აუცილებელია. კიდევ უფრო მეტი წყალი საკვების გადამუშავებისას (მეტაბოლიზმი) გამოიყოფა. თუ მიღებული და გამოყოფილი წყლის რაოდენობა თანაბარი არ არის, ის სწრაფად გროვდება სხეულში, ადამიანი ავადდება და შესაძლოა დაიღუპოს კიდეც. ჭარბი რაოდენობით წყალი განაზავებს ორგანიზმში ელექტროლიტებს, წყლის რაოდენობის შემცირებისას კი, პირიქით, მათი კონცენტრაცია იზრდება. ამავე დროს, ელექტროლიტების კონცენტრაციის მუდმივობა ძალიან დიდი სიზუსტით უნდა იყოს შენარჩუნებული, რასაც თირკმლები უზრუნველყოფს.
სისხლი გლომერულაში მაღალი წნევით შედის. მისი თხევადი ნაწილის დიდი რაოდენობა გორგლის მცირე ზომის ფორებში იფილტრება, უჯრედები და დიდი მოლეკულები, მაგალითად ცილები, სისხლძარღვში რჩება. გამჭვირვალე, გაფილტრული სითხე ბოუმენის სივრცეში გადადის და იქიდან მილაკებით გაედინება. ზრდასრულ, ჯანმრთელ ადამიანებში თირკმლების მილაკებში დღეში 180 ლიტრი გაფილტრული სითხე გაივლის. იგი თითქმის მთლიანად (ელექტროლიტების ჩათვლით) უკან შეიწოვება თირკმელშივე. მისი დაახლოებით 1,5%-2% შარდის სახით გამოიყოფა. უკუშეწოვის განსახორციელებლად ნეფრონის სხვადასხვა ნაწილი აქტიურად გამოჰყოფს ან შეიწოვს სხვადასხვა ელექტროლიტს, რომელსაც თან წყალიც `მიჰყვება~. ნეფრონის ზოგი ნაწილი, საჭიროებისამებრ, ცვლის წყლის გატარების პროცესს, რითიც უკუშეწოვილი სითხის რაოდენობა რეგულირდება. ეს საკმაოდ რთული და მრავალსაფეხურიანი პროცესია.
მილაკის პირველ ნაწილში (პროქსიმალური კლაკნილი მილაკი) ნატრიუმის, წყლის, გლუკოზისა და სხვა გაფილტრული ნივთიერებების უდიდესი ნაწილი უკან შეიწოვება და სისხლს უბრუნდება. მილაკის შემდეგ ნაწილში (ჰენლეს მარყუჟი) ნატრიუმი, კალიუმი და ქლორი გარეთ გაედინება და, შესაბამისად, დარჩენილი სითხე უფრო მეტად არის განზავებული. ის გაივლის მილაკის მომდევნო ნაწილს (დისტალურ კლაკნილ მილაკს), სადაც დარჩენილი ნატრიუმის უდიდესი ნაწილი მილაკიდან გარეთ გაედინება კალიუმისა და მჟავას სანაცვლოდ, რომლებიც მილაკში შედის.
რამდენიმე ნეფრონის მილაკებიდან სითხე შემკრებ სადინარში გროვდება. სადინარებში ის შეიძლება განზავებული დარჩეს ან წყალი უკან, სისხლში გადავიდეს, რის შედეგადაც უფრო კონცენტრირებული შარდი წარმოიქმნება. წყლის უკუშეწოვა რამდენიმე ჰორმონით რეგულირდება, მათ შორის ანტიდიურეზული ჰორმონით (რომელსაც ჰიპოფიზი წარმოქმნის). ეს ნივთიერებები ეხმარება თირკმელს ფუნქციონირებაში, შარდის შემადგენლობის კონტროლში, წყლის და ელექტროლიტების ბალანსის შენარჩუნებაში.
ფილტრაცია და გამოყოფა: ორგანიზმში საკვების გადამუშავების პროცესში ნარჩენი ნივთიერებები წარმოიქმნება, რომლებიც სხეულიდან უნდა გამოიყოს. მათ შორის ერთ-ერთი ძირითადია შარდოვანა, რომელიც ცილების გადამუშავების შედეგად გროვდება. ის თავისუფლად გადადის გლომერულადან მილაკოვან სითხეში და რადგანაც, როგორც წესი, უკან არ შეიწოვება, შარდით გამოიყოფა.
სხვა არასასურველი ნივთიერებები, როგორიცაა მეტაბოლიზმის შედეგად წარმოქმნილი მჟავები, ბევრი ტოქსინი და წამალი, შარდში გამოიყოფა თირკმლების მილაკების უჯრედების მიერ (ისინი შარდის დამახასიათებელ სუნს განაპირობებენ).
არტერიული წნევის რეგულირება: თირკმლების კიდევ ერთი ფუნქცია არტერიული წნევის რეგულაციაა, რაც ზედმეტი ნატრიუმის ორგანიზმიდან გამოყოფის გზით ხორციელდება. თუ ნატრიუმი მცირე რაოდენობით გამოიყო, წნევა, როგორც წესი, მატულობს. რეგულაციის კიდევ ერთი გზაა სპეციფიკური ფერმენტის, რენინის, გამოყოფა. როცა წნევა ნორმაზე დაბლა ეცემა, თირკმლები სისხლში გადმოისვრიან ამ ნივთიერებას, რის შედეგად აქტიურდება რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემა, რომელიც წნევის მომატებას განაპირობებს. თირკმლების უკმარისობის მქონე ადამიანებში არტერიული წნევის რეგულირების უნარი დაქვეითებულია და წნევა ხშირად მაღალია.
ჰორმონების გამომუშავება: ჰორმონების გამოყოფის გზით თირკმლები სხვა მნიშვნელოვან ფუნქციებსაც ასრულებს, მაგალითად, არეგულირებს სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნას, ძვლების ზრდასა და განვითარებას.
თირკმლებში გამომუშავდება ჰორმონი ერითროპოეტინი, რომელიც ძვლის ტვინში სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნას უწყობს ხელს, რომლებიც შემდეგ ძვლის ტვინიდან სისხლში გადმოდის.
ჯანმრთელი ძვლების ზრდა და განვითარება რთული პროცესია, რომელიც ორგანოთა რამდენიმე სისტემაზეა დამოკიდებული, მათ შორის თირკმლებზე. მათი მეშვეობით რეგულირდება კალციუმისა და ფოსფორის შემცველობა, ანუ იმ მინერალებისა, რომლებიც აუცილებელია ძვლების სიჯანსაღისთვის. თირკმლები ამას კანში წარმოქმნილი და საკვებით მიღებული D ვიტამინის აქტიურ ფორმაში (კალციტრიოლი) გადაყვანით უზრუნველყოფენ. კალციტრიოლი მოქმედებს როგორც ჰორმონი და ასტიმულირებს კალციუმისა და ფოსფორის შეწოვას წვრილ ნაწლავში.
წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi
ბავშვი და კომპიუტერი – „ბავშვი ჰიპნოზშია…“
ბავშვი და კომპიუტერი
როგორ ფიქრობთ ვისი სისუსტეა, თუ გნებავთ უფრო კატეგორიული ვიქნები და ვიტყვი: ვისი ბრალია, როდესაც ბავშვი თავისი დღის უმეტეს ნაწილს ტელევიზორთან და კომპიუტერთან ატარებს?! ან კი ფიქრობთ, რომ ეს რაიმე დანაშაულია?! ბევრი მშობელი ფიქრობს რომ ტექნიკის ადრეულ ასაკში ათვისება ბავშვის ადრეულ განვითარებას უწყობს ხელს. უფროსებს ყოველთვის აქვთ დროის დეფიციტი, მათ ეჩქარებათ რომ მათი პატარა სწრაფად დაეუფლოს სხვადასხვა ცოდნებს და მალე გაიზარდოს, არადა თითოეულ ბავშვს თავისი განვითარების ინდივიდუალური ტემპი აქვს. მათ არ ჭირდებათ დაჩქარება, მათ მხარდაჭერა ჭირდებათ. მათ წინ კი არ არის საჭირო სიარული, არამედ უკან, რათა წაბორძიკების შემთხვევაში სწრაფად შევაშველოთ ხელი(როგორც პირდაპირი, ასევე არაპირდაპირი მნიშვნელობით). მოუსმინეთ მათ და ნუ ეცდებით უხეშად თავს მოახვიოთ თქვენი აზრი. ჩვენ დავემსგავსოთ მათ და არა ისინი დავიმსგავსოთ ჩვენ. ცოცხალი კავშირები მნიშვნელოვანია ბავშვისთვის. ვერანაირი ტექნიკა ვერ შეცვლის იმ ურთიერთობებს, რომელიც არსებობს მშობლებსა და შვილებს შორის. არანაირი ტელევიზორი და კომპიუტერი ვერ დაინახავს ბავშვის ღიმილს, სიხარულს, ტკივილს, ცრემლებს, შიშს და ვერ გახდება მისი განცდების თანაზიარი.
ეს მხოლოდ დედას და მამას შეუძლია! უფროსებისთვის ცხოვრების ტემპი დაჩქარებულია, მას სულ ეჩქარება, გადაღლილია, სამსახურშია, სახლია დასალაგებელი, სადილი მოსამზადებელი, ხშირად მსმენია დედისგან: სად მაქვს მაგის ნერვები დავუჯდე და ავუხსნა ან რაიმე ვუამბოო. არადა ასეთი მცირედი ინვესტიცია გაღებული საკუთარი ბავშვისთვის მომავალში ძალიან დიდ მოგებას მოუტანს ყველას, არა მარტო კონკრეტულ ოჯახს, არამედ ქვეყანასაც. განიცადეთ, შვილებთან ურთიერთობის უდიდესი სიამოვნება და ამით ისინიც გააძლიერეთ!!!
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi
ბავშვი და კომპიუტერი – „ბავშვი ჰიპნოზშია, ცივი ლურჯი შუქის ჰიპნოზში“
ბავშვი და კომპიუტერი
როგორ ფიქრობთ ვისი სისუსტეა, თუ გნებავთ უფრო კატეგორიული ვიქნები და ვიტყვი: ვისი ბრალია, როდესაც ბავშვი თავისი დღის უმეტეს ნაწილს ტელევიზორთან და კომპიუტერთან ატარებს?! ან კი ფიქრობთ, რომ ეს რაიმე დანაშაულია?! ბევრი მშობელი ფიქრობს რომ ტექნიკის ადრეულ ასაკში ათვისება ბავშვის ადრეულ განვითარებას უწყობს ხელს. უფროსებს ყოველთვის აქვთ დროის დეფიციტი, მათ ეჩქარებათ რომ მათი პატარა სწრაფად დაეუფლოს სხვადასხვა ცოდნებს და მალე გაიზარდოს, არადა თითოეულ ბავშვს თავისი განვითარების ინდივიდუალური ტემპი აქვს. მათ არ ჭირდებათ დაჩქარება, მათ მხარდაჭერა ჭირდებათ. მათ წინ კი არ არის საჭირო სიარული, არამედ უკან, რათა წაბორძიკების შემთხვევაში სწრაფად შევაშველოთ ხელი(როგორც პირდაპირი, ასევე არაპირდაპირი მნიშვნელობით). მოუსმინეთ მათ და ნუ ეცდებით უხეშად თავს მოახვიოთ თქვენი აზრი. ჩვენ დავემსგავსოთ მათ და არა ისინი დავიმსგავსოთ ჩვენ. ცოცხალი კავშირები მნიშვნელოვანია ბავშვისთვის. ვერანაირი ტექნიკა ვერ შეცვლის იმ ურთიერთობებს, რომელიც არსებობს მშობლებსა და შვილებს შორის. არანაირი ტელევიზორი და კომპიუტერი ვერ დაინახავს ბავშვის ღიმილს, სიხარულს, ტკივილს, ცრემლებს, შიშს და ვერ გახდება მისი განცდების თანაზიარი.
ეს მხოლოდ დედას და მამას შეუძლია! უფროსებისთვის ცხოვრების ტემპი დაჩქარებულია, მას სულ ეჩქარება, გადაღლილია, სამსახურშია, სახლია დასალაგებელი, სადილი მოსამზადებელი, ხშირად მსმენია დედისგან: სად მაქვს მაგის ნერვები დავუჯდე და ავუხსნა ან რაიმე ვუამბოო. არადა ასეთი მცირედი ინვესტიცია გაღებული საკუთარი ბავშვისთვის მომავალში ძალიან დიდ მოგებას მოუტანს ყველას, არა მარტო კონკრეტულ ოჯახს, არამედ ქვეყანასაც. განიცადეთ, შვილებთან ურთიერთობის უდიდესი სიამოვნება და ამით ისინიც გააძლიერეთ!!!
ტელევიზორთან ჯდომის დროს ბავშვი ჰიპნოზშია, ცივი ლურჯი შუქის ჰიპნოზში, ასეთი ჰიპნოზური მდგომარეობა ბავშვს ართმევს სულიერ სიმდიდრეს. ეს არაბუნებრივი უმოძრაო მდგომარეობა ფუჭად აკარგინებს ბავშვს იმ დროს, რომელიც მას უნდა გამოეყენებინა მისთვის სასიკეთო საქმინობისათვის, კერძოდ თამაშში – ეხტუნავა, ერბინა, დაკვირვებოდა გარემოს, მიებაძა ცხოველებისთვის, მოესმინა უფროსების მონაყოლისთვის, თავად მოეყოლა გამოგონილი თუ ნანახი ისტორიები, გამოეხატა ემოციები, ეყვირა, ეხატა, დახმარებოდა დედას და მამას საქმიანობაში და ასე შემდეგ. მასთან ბრძოლაში ბავშვს აქვს რეალური იარაღი- ეს მშობელია, ფხიზელი მშობელი, რომელიც ძლევს ყოველდღიურ ქაოტურ რიტმს, დაღლას და იცლის ბავშვისთვის. მშობლების გარეშე არაფერი არ გამოვა, რადგან ისინი თავიანთი პატარებისთვის ავტორიტეტები არიან. ისინი თავად ქმნიან მათგან ამ ავტრიტეტს თანდაყოლილი განწყობით: დედა არის ის ვინც ყველაფერი იცის და მამა არის ის ვისაც ყველაფერი შეუძლია. ეს არ ნიშნავს, რა თქმა უნდა, რომ მამასთან კითხვის დასასმელად არ მივა და პირიქით, რა თქმა უნდა მკაცრი გამყოფი ხაზი არ არსებობს, მაგრამ ძირითადი მოტივი ასეთია. ჩვენ, უფროსებმა, მშობლემბა არ უნდა გავაცრუოთ მათ მოლოდინი, წინააღმდეგ შემთხვევაში ავტორიტეტი აღარ შეიქმნება, შესაბამისად არ განვითარდება მოწიწების გრძნობა, შესაბამისად არ განვითარდება პატივისცემა გვერდით მდგომების მიმართ და ჯანსაღი კრიტიკის უნარი, სიტუაციების ობიექტურად შეფასების უნარი, აქ იგულისხმება ნებისმიერი ასაკი.
ეკრანის ყურებისას აქტიურია თვალი, პასიურია მთელი ორგანიზმი. ოფტალმოლოგები, თვალის ოპერაციის შემდგომ პერიოდში, ურჩევენ ტელევიზორის ყურებას,(დღეში 5 საათი), რადგან ამ დროს თვალის კუნთების აბსოლუტური სიმშვიდე მიიღწევა. და ეს არის იდეალური პირობა თვალის გამოჯანმრთელებისთვის. შესაბამისად ისმის კითხვა, რა ემართება ჯანმრთელი კუნთების მქონე ბავშვის თვალს ტელევიზორის ყურებისას. კუნთების სისტემა ერთი მთლიანობაა. როდესაც თვალი ერთ წერტილზეა ფიქსირებული, სხეულის სხვა ნაწილებიც, ასევე ერთი წერტილისაკენ არიან მიმართული.
ტელევიზორის ეკრანი შეიცავს 1920X1080 პიქსელს (PIX), კომპიუტერის – 1280X800 პიქსელს. თითოეული წერტილი იცვლება საოცარი სისწრაფით და ეკრანზე იძლევა მუდმივ მოძრავ და ფერადოვან გამოსახულებას. ბავშვი ვერ ასწრებს სივრცული ხედვისა და ფერების ხედვის დიფერენცირებას. ტიპიური ფერები პაწაწინა წერტილების სახით პროეცირდება ეკრანზე, სადაც პერსპექტივის საშუალებით სივრცული სურათის ილუზიას ქმნის. ეს პროცესი არის ის რაც ხელს უშლის თვალების ჯანმრთელ განვითარებას. მაგრამ მხოლოდ ამით არ სრულდება ეს პროცესი. დანახულს აღქმაც ჭირდება, ოპტიკურ შთაბეჭდილებას ცნობიერებაში ატანა ჭირდება და ის აზრობრივად ტვინში უნდა გადამუშავდეს. ეს პროცესი ხდება ბუნებრივად აქტიური ხედვისას, მაშინ როდესაც ბავშვი აკვირდება გარემოს და ცოცხლად განიცდის სივრცესა და ფერს. ამას ემატება ის ფაქტიც, რომ კომპიუტერიდან მომდინარე ინფორმაცია ჭარბია და ბევრად აღემატება ბავშვის აღქმის შესაძლებლობებს. მომდინარე ინფორმაციას მუდმივად მისი ტვინი ვერ აღიქვამს, ამიტომ ტვინის მხრიდან გარკვეული კომპესატორული ქმედებაა – მოსული ინფორმაციის წყვეტილად მიღება. ამის გამო ბავშვს უჭირს მიზეზ-შედეგობრივად დაალაგოს მოვლენები და სრულად გაიგოს ინფორმაცია. თავის მხრივ, ეს გარკვეულ გავლენას ახდენს ტვინის ნერვული კვანძების ჩამოყალიბებაზე, რომელიც, რა თქმა უნდა ამ დროს ჩამოყალიბების პროცესშია. ტვინი ეჩვევა რომ ის მუდმივად იღებს მზა ინფორმაციას, ამიტომ გარკვეულ წილად მას, მომავალში აღარ ეძლევა თვითმყოფადი იდეების მიღებისა და განსჯის უნარი. სამაგიეროდ აქტიურად უნვითარდება კრიტიკის, შეიძლება ითქვას, არაჯანსაღი კრიტიკის უნარი ყველას და ყველაფრის მიმართ. შემოქმედებითი უნარები უკან იხევს, ძირითადად ასეთი ადამიანები ადვილად ხედავენ სხვის ქმედებაში ნაკლს, თუმცა თავად მისი ნახევარის გაკეთებაც არ შეუძლიათ!!!
ბავშვები, სხედან რა უძრავად ეკრანებთან, მოკლებულნი არიან მათი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს მოვლენას – ცოცხალ, ხალას მოძრაობას, რომლის საშუალებითაც მათ შეუძლიათ მიბაძონ ცოცხალ თუ არაცოცხალ გარემოს, გახდნენ უფრო მეტად მოხერხებულები, ისწავლონ ხეზე ძრომიალი, ოთხზე სირბილი ან ასკინკილით ხტუნვა, ისწავლონ მიწასთან ურთიერთობა – დაბარონ, დათესონ, დარგან და ა.შ. ბავშვის ორგანიზმისთვის ძალიან არაბუნებრივია უმოძრაოდ ყოფნა, მისი სხეული მუდმივ მოძრაობაში უნდა იყოს, რა თქმა უნდა ნორმის ფარგლებში და აქ არ იგულისხმება ბავშვის მუდმივი ცქმუტვა, რომელიც სულ სხვა განხილვის საგანია. ტელევიზორთან ან კომპიუტერთან უმოძრაოდ ჯდომა, შემდგომ იწვევს ბავშვის არაბუნებრივად მოუსვენარ მოძრაობებს. ეს, შეიძლება სულაც არ იყოს გადაცემის შინაარსზე დამოკიდებული, არამედ ამ დაძალადევ და არაბუნებრივ უძრაობაზე. ბავშვები ავლენენ აგრესიას, ხდებიან პრეტენზიულები, პროვოცირებენ კონფლიქტურ სიტუაციებს, უჭირთ ბავშვებთან და ასევე უფროსებთან კონტაქტი. კითხვებზე პასუხის გაცემა, პირდაპირი, ცოცხალი ურიერთობები, თვალებში ყურება და კონკრეტულ საკითხზე ადექვატური რეაგირება(ძირითდად გრიმასებით და გაურკვეველი ბგერების გამოთქმით პასუხობენ) ან პირიქით არ გააჩნიათ დისტანციის დაცვის უნარი, ყველანაირი მოწიწებისა და რიდის გარეშე შეუძლიათ კონტაქტში შემოსვლა, შემაწუხებლადაც კი!!! მათი ინტერესი ნებისმიერი საკითხის მიმართ ზედაპირულია და უფრო დაწვრილებითი განხილვა არ აინტერესებთ!!! შესაბამისად მათი მეტყველება ხდება პრიმიტიული, რადგან მათი მიკროსოციალური სამყარო მთლიანად დაკავებულია კომპიუტერული განათლებით, წიგნთან ურთიერთობა დამღლელი და მოსაწყენია. ურჩევნიათ ადვილად აღსაქმელი მასალა, როგორიცაა დასურათებული წიგნები, კომიქსები. არადა, სწორედ წიგნს შეუძლია უკიდეგანოდ განავითაროს მისი ტვინი, ცნობიერება, აღქმა, ფანტაზია. ასეთი უნარების ადამიანი კი მომავალში აბსოლუტურად გამართული, საზოგადოებაში ინტეგრირებული, საქმიანი იქნება.
ზედაპირული და სწრაფი ინფორმაციის მიღების შედეგია ბავშვების კონცენტრაციული სისუსტე. ასეთი ბავშვები მომავალში იჩენენ მიდრეკილებას ალკოჰოლისა და ნარკონიკების მიმართ, რადგან ისინი მიჩვეულნი არიან ნებისმიერი საქმის კეთებას მარტივად – ,,ღილაკზე ხელის დაჭერით“. სირთულეები კი აშინებთ და პრობლემებიდან გაქცევას სწორედ ასე ახერხებენ. მათი ნების ძალები თითქმის განუვითარებელია, მიჩვეულნი არიან მზამზარეულ სურათ-ხატებს, ეკრანებთან ტკბობას, რომელთანაც მოშორება აგრესიას და ქაოტურობას იწვევს. ეს არის ის რეალობა, რომლის განვითარების შანსი ყველა კომპიუტერთან მჯდომ ბავშვს აქვს. ბევრი მშობელი მოისმენს ან წაიკითხავს ამდაგვარ ინფორმაცია-გაფრთხილებას და გააპროტესტებს, ეჭვს შეიტანს ფაქტების სისწორეში, ჩათვლის რომ ვაზვიადებთ, ექნება მილიონი საწინააღმდეგო არგუმენტი, რომელთაგან ყველაზე აქტუალურია – ყველას რომ აქვს, ჩემ შვილს აბა არ უნდა ჰქონდეს?! სამწუხაროდ მშობლების უმრავლესობას ეჩქარებათ შვილების გაზრდა, უნდათ რომ ადრე შეიყვანონ სკოლაში, ექსტერნად ჩააბარებინონ გამოცდები, ,,ახტუნაონ“ კლასიდან კლასში და ა.შ.
ბევრი მშობელი დამეთანხმება, ბევრიც გააპროტესტებს და კითხვას დასვამს: თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე როგორ განვითარდება ადამიანი?! დაგეთანხმებით რომ ჩვენი საქმიანობის სწრაფ და ხარისხიანად შესრულების საქმეში კომპიუტერი მნიშვნელოვან როლს თამაშობს, მის გარეშე ვერც კი წარმოგვიდგენია და რა თქმა უნდა ამას აარავინ არ უარყოფს, მაგრამ ჩემი სურვილი არ არის ვისაუბრო კომპიუტერისა და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების სასიკეთო მხარეებზე. ჩემო მიზანია მშობლებს კარგად დავანახო ბავშვებზე ტელევიზორისა და კომპიუტერის ზემოქმედების მავნე მხარეები. 12 წლმდე ბავშვს არ უნდა ჰქონდეს ურთიერთობა კომპიუტერთან, ის ცოცხალი შთაბეჭდილებებით უნდა ცხოვრობდეს. 12 წლის ზემოთ შესაძლებელია და ისიც განსაზღვრული დროით, ტელევიზორიც და კომპიუტერიც ბავშვისთვის მიუწვდომელ ადგილზე უნდა იყოს და მოზრდილ ასაკში მასთან მიახლოება უნდა ხდებოდეს მშობლების მკაცრი კონტროლის ქვეშ.
რაც უფრო დარწმუნებულები არიან მშობლები თავის სიმართლეში მით უფრო ადვილად მისაღწევია სასურველი შედეგი. მშობლებს ნამდვილად უნდა ჯეროდეთ რომ უტელევიზორობით და კომპიუტერის გარეშე მათ შვილს არაფერი არ დააკლდება, პირიქით მისი განვითარება უფრო ბუნებრივი გზით მოხდება. მე ამ შემთხვევაში არ ვგულისხმობ მშობლების გარეშე განვითარებას. ჩვენ, მშობლებს უდიდესი პასუხისმგებლობა გვაკისრია, რადგან მათ დედამიწაზე მოსვლის საშუალება მივეცით, კეთილი უნდა ვინებოთ და ყველაფერი გავაკეთოდ მათი ჯანსაღი აღზრდისთვის (,,ჯანსაღი აღზრდა“ სადისკუსიო თემაა!!!).
გასაგებია, რომ ოჯახი ვერ იქნება ტელევიზორისა და კომპიუტერის გარეშე. თანამედროვე ადამიანისათვის ამ ნივთებს, განსაკუთრებით კომპიუტერს, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვთ. ამიტომ სასურველია ისინი ბავშვისთვის მიუწვდომელ ადგილზე გვქონდეს. 12- დან 15 წლის შუალედში, როდესაც ბავშვში ნებისა და გრძნობის გარკვეული ეტაპები განვითარებულია, შესაძლებელია გარკვეული დათმობები. მინდა აღვნიშნო, რომ თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურია და ცალკეულ განხილვას მოითხოვს.
სტატიის ავტორი: ლია ბუღაძე, ექიმი-პედიატრი
„არავინ ამბობს, რამდენად საშიში ოპერაციებია – 30 დღეში ყოველი 50-ე ადამიანი კვდება“ – გიორგი ფხაკაძე
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ საქართველო დიდი გამოწვევის წინაშე დგას.
საქართველო დიდი გამოწვევის წინაშე დგას. ჯანდაცვის კუთხით კიდევ უფრო მეტი პრობლემა ჩნდება. ეს ეხება ოპერაციებს.
ბარიატრიული ოპერაცია, ანუ კუჭის ამოჭრის ოპერაცია არის კატასტროფა. 30 დღეში 100 კაციდან 2 კვდება. ეს არის მეცნიერული სტატისტიკა. ამ ოპერაციას გააჩნია პრობლემები: – ის ვიტამინები, რკინები და მინერალები, რაც უნდა მიიღოს ორგანიზმმა, კუჭიდან ვერ ხდება მისი ათვისება. ამიტომ უწევთ ნემსების გაკეთება…
არავინ ამბობს, რამდენად საშიშია ეს ოპერაციები. ამ ოპერაციიდან 30 დღეში ყოველი 50-ე ადამიანი კვდება…“ – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi









