ხუთშაბათი, მაისი 14, 2026

რესპირაციულ-ვირუსული ინფექციები ქვეყანაში კვლავ აქტიურია, მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ

რესპირაციულ-ვირუსული ინფექციები ქვეყანაში კვლავ აქტიურია, თუმცა სეზონური ვირუსების პიკი გადავლილია. ამ ეტაპზე ქვეყანაში ყველაზე გავრცელებულია რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი.

დაიკლო „ა“ გრიპის სეზონური ვირუსის შემთხვევებმა, თუმცა, მომატებულია „ბ“ გრიპის ხვედრითი წილი. დასტურდება კოვიდ 19-ის შემთხვევებიც. ჯერ კიდევ ბევრი და ყველა ასაკობრივი ჯგუფის პაციენტი მიმართავს სამედიცინო დაწესებულებებს. ინფექციონისტები შემთხვევების კლებას მარტის ბოლოს ვარაუდობენ, მოსახლეობას კი სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

„ბოლო ორი თვის განმავლობაში პირველად, გრიპი აღარ არის დომინანტური ვირუსი საქართველოში და ისევ რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი გახდა ყველაზე ხშირი. მომართვიანობა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, დაწყებული დეკემბრის ბოლო ორი კვირიდან დღემდე, რჩება მაღალი. 5-6 პაციენტი წვება ფილტვის ანთებით, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ გართულებას სწორედ გრიპის ვირუსის შემთხვევაში. გრიპი და გრიპისმაგვარი დაავადებები გადავლილია უკვე და შემდეგი კვირების განმავლობაში ველოდებით ამ შემთხვევების კლებას“, – განაცხადა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ.

„ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ბავშვის საუკეთესო ინტერესები იქნება დაცული“ – მიხეილ სარჯველაძემ შშმ ბავშვთა სერვისების გაუმჯობესების საკითხებზე შეხვედრა გამართა

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის ინიციატივით შშმ პირთა სერვისების ხარისხის გაუმჯობესებაზე მომუშავე ჯგუფის სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე, რომელსაც სამინისტროს წარმომადგენლები, სერვისის პროვაიდერები, დარგის ექსპერტები და შშმ ბავშვების მშობლები ესწრებოდნენ, რეაბილიტაცია/აბილიტაციის სერვისების გაუმჯობესებაზე იმსჯელეს.

მინისტრმა შშმ ბავშვების მშობლებთან ერთად ბოლო პერიოდში სხვადასხვა მედიასაშუალებაში გაჟღერებული ის საკითხები განიხილა, რომლებიც რეაბილიტაცია/აბილიტაციის პროგრამას უკავშირდება.

შეხვედრაზე მშობლებს ინფორმაცია მიაწოდეს იმ ახალ პროგრამასთან დაკავშირებით, რომელზეც სამინისტრო ექსპერტებთან და პროვაიდერებთან ერთად მუშაობს და რეაბილიტაცია/აბილიტაციის პროგრამის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ბავშვის საუკეთესო ინტერესები იქნება დაცული. საბჭოს წევრები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს დღეებში დაიწყება პროცედურა და გარდამავალ პერიოდში რეაბილიტაცია/აბილიტაციის პროგრამა ძველ მოდელს დაუბრუნდება. სამუშაო პროცესში კი მშობლები აქტიურად იქნებიან ჩართულები.

როგორც შეხვედრაზე შშმ ბავშვების მშობლებმა აღნიშნეს, მიმდინარე და დაგეგმილი ცვლილებები მათთვის მისაღები და ძალიან მნიშვნელოვანია.

„მე რომ არ მესაუბრა ამის შესახებ, არავინ არაფერს იტყოდა, გიორგი ფხაკაძე ქმნის დღის წესრიგს ჯანდაცვის სფეროში“

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ბარიატრიული ქირურგიის შესახებ საუბრობს:

„ჩემი სტრატეგია იყო ძალიან მარტივი. საქართველოში რამდენიმე პაციენტი გარდაიცვალა თურქეთში გაკეთებული ოპერაციის შემდეგ. მე რომ არ მესაუბრა ამის შესახებ, არავინ არაფერს იტყოდა.

გონიათ, რომ ბარიატრიული ოპერაციის შემდეგ ჩვეულებრივ ეახლებიან ხინკალსა და ხაჭაპურს.

ბარიატრიული ოპერაციის მთელი არსი არის ის, რომ ადამიანს, რომელსაც აქვს წონის პრობლემა, თუ არის BMI 35-ს ზევით, თუ აქვს თანხმლები დაავადებები, ექიმის დანიშნულების შედეგად იღებენ გადაწყვეტილებას.

თუ ადამიანი ასეთი მაღალი წონით გააგრძელებს სიცოცხლეს და მის სიცოცხლეს დაემუქრება საფრთხე, ერთ-ერთი გამოსავალი არის ოპერაცია. როდესაც ადამიანი იწონის 200 კილოს, მისი ორგანოები არის გაცხიმოვნებული…“

შენი ჯანმრთელობის სადარაჯოზე!

გიორგი ფხაკაძე ქმნის დღის წესრიგს ჯანდაცვის სფეროში…

როდის შეიძლება ჩატარდეს, ბარიატრიული ოპერაცია?

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ბარიატრიული ქირურგიის მორბიდული სიმსუქნის მკურნალობის მეთოდზე საუბრობს.

„ბარიატრიული ქირურგიის მორბიდული სიმსუქნის მკურნალობის მეთოდი.
პაციენტის მართვა უნდა ხდებოდეს სპეციალისტთა მულტიპროფილური გუნდის მიერ (ქირურგი, ენდოკრინოლოგი, ანესთეზიოლოგი, კარდიოლოგი, დიეტოლოგი, ფსიქოთერაპევტი, გასტროენტეროლოგი) საერთაშორისოდ აღიარებული გაიდლაინების მიხედვით [https://www.ifso.com https://www.eac-bs.com]
ბარიატრიული ოპერაციები ტარდება:
როდესაც სხეულის მასის ინდექსი აღემატება 40 კგ/მ2 -ს,მრავალმხრივი კომპლექსური მკურნალობა უეფექტოა ან ვერ ხერხდება მიღებული ეფექტის ხანგრძლივი დროით შენარჩუნება,
როდესაც სხეულის მასის ინდექსი აღემატება 35 კგ/მ2-ს და ამასთანავე პაციენტს აღენიშნება მეტაბოლური სინდრომით გამოწვეული ისეთი პათოლოგიები როგორიცაა მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტი, ჰეპატოსტეატოზი, ჰიპერტონული დაავადება, ოსტეოპოროზი, ქრონიკული ვენური უკმარისობა, რეპროდუქციული ფუნქციის სხვადასხვა დარღვევები და ა.შ.“
ბარიატრიული ოპერაციის შემგომი პერიოდზე იხილეთ აქ:

რა საფრთხეებს შეიცავს სქესის შეცვლის ოპერაციები ადრეულ ასაკში

საერთაშორისო სკანდალში გახვეული ექიმები. ტრანსგენდერი ადამიანების ჯანმრთელობის მსოფლიო პროფესიული ასოციაციიდან შეტყობინებებმა გაჟონა, რომლებშიც მედიკოსები თავიანთ საქმიანობაზე მსჯელობენ და შემაშფოთებელ დეტალებზე ამახვილებენ ყურადღებას.

„გარდიანი“ წერს, რომ ორგანიზაციაში მიდის მსჯელობა იმ ადამიანების მომსახურებაზე, რომლებსაც პიროვნების იდენტობის აშლილობა აქვთ.

ქირურგები ამბობენ, რომ შედეგად ვიღებთ ადამიანის სხეულს, რომელიც ბუნებაში არ არსებობს.

ექიმები 16 წლის პაციენტებში ჰორმონების მიღების შედეგად ღვიძლის კიბოს განვითარების მაღალ რისკსა და სუიციდის გახშირებულ შემთხვევებზე საუბრობენ.

რა საფრთხეებს შეიცავს სქესის შეცვლის ოპერაციები ადრეულ ასაკში ნახეთ „იმედის კვირის“ სიუჟეტი.

 

„ბარიატრიული ოპერაციის შემდეგ პაციენტების 70% ინარჩუნებს მიღწეულ შედეგს“

ბარიატრიული ოპერაციის შემდეგ, მომავალში პაციენტების მხოლოდ 70% ინარჩუნებს მიღწეულ შედეგს, ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტებთან ფსიქოლოგის მუშაობა.

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა იოაკიმეს და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის, ზოგადი, ბარიატრიული და ლაპარასკოპიული ქირურგი ხვიჩა ხაჯაველიძე გადაცემაში „იმუნიტეტი“ წონაში დაკლების მიზნით ჩატარებული ოპერაციების შესახებ და არსებულ სტატისტიკაზე საუბრობს:

„ბარიატრიული ოპერაციის გაკეთების შემდეგ წონის შენარჩუნების თვალსაზრისით, მამაკაცები 95%-ით ინარჩუნებენ, ქალბატონები 85%-ით. წარმოდგენა, რომ ოპერაციის გაკეთების შემდეგ წონაში აღარ მოვიმატებთ, მცდარია. სლივგასტექტომიის შემთხვევაში, გრძელვადიან პერსპექტივაში, წონის დაბრუნება, –  რეციდივი, 30%-ში, ხოლო ბაიპასის შემთხვევაში, 10-12%-ში ხდება. მაგრამ, თუ კარგად დავაკვირდებით, 100 ნაოპერაციევი პაციენტიდან, არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ მთელ მსოფლიოში, 70% მთელი ცხოვრება მისთვის სასურველ წონასა და შესაბამის ჯანმრთელობას ინარჩუნეს. არც ის 30% უბრუნდება საწყის ნიშნულს. აუცილებლად დავაკონკრეტებ, 30% და 12% დამოკიდებული არ არის იმაზე, რამდენად ასრულებს პაციენტი იმ დასახულ გეგმას, რომელიც დაუსახა ექიმმა გაწერის მომენტში. სულ რომ ყველანაირი რეჟიმი დაიცვას, ეს პროცენტი მაინც შეიძლება დაფიქსირდეს. თუმცა, პაციენტის ქცევას დიდი მნიშვნელობა აქვს“, – ამბობს ხვიჩა ხაჯაველიძე.

მისი თქმით, ოპერაციისთვის მზაობა მულტიდისციპლინარული გუნდის მიერ ფასდება

„ოპერაციისთვის მზაობა მულტიდისციპლინარული გუნდის მიერ ფასდება. თუმცა, რაიმე წინასწარი ვადების დაწესება, ან თერაპიული მეთოდის გამოყენება ოპერაციის წინა პერიოდში არ ხდება. ეს პრაქტიკა ადრე იყო. ამჟამად ამაზე საერთაშორისო გაიდლაინით, 2022 წელს მსოფლიოს ექსპერტებმა უარი თქვეს. ოპერაციის წინა პერიოდში მრავალფეროვანი კვლევები მულტისისტემური მიმართულებით ტარდება, – ენდოკრინული, გულ-სისხლძარღვთა, საშარდე, გინეკოლოგიური მიმართულება.

ყველა სისტემის რენტგენოლოგიური კვლევა ტარდება.უმთავრესი გასტროსკოპიული კვლევაა. ჭარბწონიანი პაციენტების უმეტესობას ან ეროზიული დაავადება, ან წყლულოვანი დაავადება აწუხებს. ეს გეგმიური ოპერაციაა, უშუალოდ კუჭზე ხდება ჩარევა და კატეგორიულად არ შეიძლება ასეთ დროს ოპერაცია. კუჭი ჯანმრთელი უნდა იყოს. შემდეგ პაციენტი სხვადასხვა სპეციალისტთან კონსულტაციას გადის. ესენია: კარდიოლოგი, თერაპევტი, ანესთეზიოლოგი, ფსიქოლოგი, ენდოკრინოლოგი. უმეტეს შემთხვევაში, ჩვენი პაციენტები ფსიქოლოგიურად უკვე მომზადებული მოდიან, მაგრამ სპეციალისტის ჩარევა მაინც აუცილებელია“, – განაცხადა ხვიჩა ხაჯაველიძე.

 

კუჭის ოპერაციის შემდეგ, ბოლო ერთ თვეში, 3 ქართველი დაიღუპა. სამივემ თურქეთში გაიკეთა ოპერაცია.

თურქეთში კუჭის ოპერაციის შემდეგ 3 ქართველი დაიღუპა

კუჭის ოპერაციის შედეგად დაღუპული ქართველი პაციენტები თურქეთში.რატომ მიმართავენ ექიმებს ჭარბწონიანები და არის თუ არა ბარიატრია პათოლოგიური სიმსუქნის ერთადერთი გამოსავალი.

კუჭის ოპერაციის შემდეგ, ბოლო ერთ თვეში, 3 ქართველი დაიღუპა. სამივემ თურქეთში გაიკეთა ოპერაცია. სისხლდენა, კახექსია, კლინიკური შოკი – სიცოცხლისთვის შეუსაბამო სიმპტომები პაციენტებს ოპერაციიდან რამდენიმე დღეში, საქართველოში დაბრუნების შემდეგ განუვითარდათ. ქართველ ექიმებს პაციენტების ხელმეორედ გაკვეთა მოუწიათ. ნანახი ქირურგებისთვის შოკის მომგვრელი აღმოჩნდა.

იმისთვის, რომ თურქი ექიმი კუჭის ოპერაციაზე დაეთანხმებინა ოთარ გოთოშიამ 10 კილო განგებ მოიმატა. ოპერაციიდან მესამე დღეს სამსუნის კლინიკიდან საქართველოში საკუთარი მანქანით დაბრუნდა. თბილისში ჩამოსვლამდე უკვე ქუთაისში შეუძლოდ გახდა.​

„რუსთავი 2“-თან საუბრისას 36 წლის ოთარ გოთოშიას დედა ამბობს, რომ მისი შვილი თურქეთში ჩატარებული ბარიატრიას შემდგომი გართულებით გარდაიცვალა.

„დედის დღეს მკვდარი შვილი მომიყვანეს,” – მისი შვილი 36 წლის ოთარ გოთოშია, კუჭის ოპერაციის მსხვერპლია. ის თურქეთში ჩატარებული ბარიატრიას შემდგომი გართულებით გარდაიცვალა

იმისთვის, რომ თურქი ექიმი კუჭის ოპერაციაზე დაეთანხმებინა 10 კილო განგებ მოიმატა. ოპერაციიდან მესამე დღეს სამსუნის კლინიკიდან საქართველოში საკუთარი მანქანით დაბრუნდა. თბილისში ჩამოსვლამდე უკვე ქუთაისში შეუძლოდ გახდა.​

“ჰაერი არ მყოფნისო, გული მტკივაო, ჭრილობა მტკივაო, დარბოდა და ვერ ვშველოდი, რაღაც გამაყუჩებელი გამომატანესო, ის დალია და თითქოს მიყუჩდა, მაგრამ ვერ იძინებდა, მერე ნემსი გაუკეთეს, დაამატეთო, დაამატეთო, აღარ უყუჩდებოდა. თურმე კუჭს დაუწყია ლპობა. ექიმმა გაჭრა და ნახა. დაითრომბა, წავიდა ინფექცია, მერე თირკმელი გაუჩერდა, მისი პატარა გული გაუჩერდა და ასე მომიკლეს შვილი, თითქოს ჩიტი მოკვდა. მე შვილს ვერავინ გამიცოცხლებს, მაგრამ სხვასაც არ გაუკეთონ,” – ამბობს გარდაცვლილის დედა.

ბარიატრიული (წონის დაკლების) ქირურგია – ღია დისკუსია… ბევრი კითხვა, ბევრი პასუხი და ბევრი არგუმენტი!..

 

 

ბარიატრიული ქირურგია, საფრთხეები, გართულებები – ბევრი კითხვა, ბევრი პასუხი და ბევრი არგუმენტი

ბარიატრიული ქირურგიის ძირითადი გართულებები/საკითხები – ბარიატრიული ოპერაცია, ანუ კუჭის ამოჭრის ოპერაცია არის კატასტროფა

  • ბარიატრიული ოპერაცია, ანუ კუჭის ამოჭრის ოპერაცია არის კატასტროფა. 30 დღეში 100 კაციდან 2 კვდება. ეს არის მეცნიერული სტატისტიკა.
  • საგანგაშო მდგომარეობაა მექსიკასა და თურქეთში.
  • დიდი ბრიტანეთის 7 მოქალაქე გარდაიცვალა თურქეთში გაკეთებული ოპერაციის შემდეგ.
  • ბარიატრიული (წონის დაკლების) ქირურგია ღია დისკუსია ბევრი კითხვა, ბევრი პასუხი და ბევრი არგუმენტი!..
    ბარიატრიული ქირურგიიდან 30 დღის შემდეგ სიკვდილიანობის მაჩვენებელია05-დან 6.68%-მდე (ასაკზე, BMI-ზე და სხვა კლინიკურ მდგომარეობებზე + ჯანდაცვის პროვაიდერებისა და დაწესებულებების ქვეყნის ხარისხზე დაყრდნობით).

ბარიატრიული ქირურგიის ძირითადი გართულებები/საკითხები:
– ბარიატრიული ოპერაციის შემდეგ სიკვდილიანობა (მამაკაცები უფრო ხშირად იღუპებიან, ვიდრე ქალები)
– გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
– ფსიქიკური აშლილობა (თვითმკვლელობა და დამოკიდებულება)
– დიაბეტი
– არასასურველი გავლენა ძვლებსა და ძვლოვანი სისტემის ჯანმრთელობაზე.
– ბარიატრიული (წონის დაკლება) ქირურგია ცვლის საჭმლის მომნელებელ სისტემას, რაც იწვევს დარღვევებს და სიმპტომებს, რომლებიც შეიძლება ავადმყოფობად ან ინვალიდობად მივიჩნიოთ.

საუკეთესო პრაქტიკა:
კანადური სტანდარტების განსაზღვრა მიზნად ისახავს სიმსუქნის მქონე პაციენტებისადმი ყოვლისმომცველი, მულტიდისციპლინური მიდგომის ხელშეწყობას, ქირურგიული და სამედიცინო მომზადების მინიმალური კვალიფიკაციის განსაზღვრას და ბარიატრიული ქირურგიული და სამედიცინო ცენტრების სერთიფიკატის შეთავაზებას. გარდა ამისა, ჩვენ ხაზს ვუსვამთ ეროვნული რეესტრის შემუშავების მნიშვნელობას ქვეყნის მასშტაბით მოვლის ხარისხის შესაფასებლად და გრძელვადიანი მკურნალობის შედეგების შესაფასებლად. ეს რეკომენდაციები ეფუძნება ექსპერტთა აზრს, ისევე როგორც უახლეს კლინიკურ მტკიცებულებებს.
გაიდლაინები კანადის ბარიატრიული ქირურგიული და სამედიცინო ცენტრებისთვის: განცხადება კანადისგან, ბარიატრიულ ექიმთა და ქირურგთა ასოციაცია.

https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC8916020/

სამწუხაროდ, ეს პროცედურა არ არის გვერდითი ეფექტების გარეშე. გვერდითი მოვლენები შეიძლება იყოს გასტროეზოფაგური რეფლუქსი, მუცლის ტკივილი, არასწორი კვება და ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტი, ნაღვლის ბუშტის კენჭები და ქირურგიული გართულებები.

თუმცა ბარიატრიული პაციენტები თავს არ თვლიან ავადმყოფებად ან ინვალიდებად, არამედ უფრო ჯანმრთელად, ვიდრე ოპერაციამდე. ამ კვლევისთვის 35 ბარიატრიული პაციენტი გამოიკითხა ამერიკის შეერთებული შტატების შუა დასავლეთში მდებარე კლინიკიდან, რათა გამოეკვლიათ თუ როგორ გრძნობენ თავს  პაციენტები ბარიატრიული ოპერაციის შემდეგ.

პაციენტები ხშირად ამცირებენ ან წყვეტენ ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს ბარიატრიული ოპერაციის შემდეგ, შემდეგ კი ცვლიან მათ დიეტური დანამატების მკაცრი რეჟიმით. მიუხედავად იმისა, რომ ეს დანამატები მიიღება დაზიანებული საჭმლის მომნელებელი სისტემის სამართავად, მათ არ აქვთ ისეთივე მოქმედების მექანიზმები, როგორც ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს.

პირველი ბარიატრიული ოპერაცია ჩატარდა 70 წლის წინ (1954 წელს).

თურქმა ექიმმა ოღუნ ერშენმა BBC-ის ჟურნალისტს ურჩია, რათა მას ჩაეტარებინა ქირურგიული ოპერაცია საზღვარგარეთ. რეპორტიორის სხეულის მასის ინდექსი  BMI 24.4 იყო, რაც ჯანსაღი წონის ფარგლებშია. კლინიკას კი მიაწოდა მცდარი ინფორმაცია, თითქოს მისი წონის ინდექსი იყო 29, კლინიკაში პაციენტის წონა არ გადაუმოწმებიათ.

შოტლანდიელი ქალი თურქეთში კუჭის ოპერაციის დროს გარდაიცვალა
BBC Disclosure-ის დოკუმენტურ ფილმში ნაჩვენებია, თუნ როგორ ურჩევდა დოქტორი ერშენი პაციენტს ოპერაციამდე, რაც შეიძლება მეტი ეჭამა, სხეულის მასისი ინდექსი 30-მდე რომ გაზედილიყო. სხვაგვარად კუჭის ოეპრაციის ჩატარებას ვერ შეძლებდნენ და ამიტომ.

გენერალური სამედიცინო საბჭოს (GMC) სპიკერმა თქვა: ”ჩვენ ვაპირებთ დავუკავშირდეთ თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს, რათა მათ გააცნობიერონ აღნიშნული ფაქტი, რაც ნაჩვენებია დოკუმენტურ ფილმში და განიხილონ ეს დარღვევები.”

ბარიატრიული ქირურგიის ეროვნული რეესტრის თავმჯდომარემ ომარ ხანმა ხაზი გაუსვა  ოპერაციის შეუქცევად რისკებს და თქვა, რომ ის არ უნდა ჩატარდეს, თუ ეს არ არის აუცილებელი.

დიდი ბრიტანეთის 7 პაციენტი გარდაიცვალა თურქეთში წონის დაკლების ოპერაციის შემდეგ.
შოტლანდიამ ასევე გააფრთხილა პაციენტები, არ გაეკეთებინათ ოპერაცია საზღვარგარეთ ისეთ კლინიკებში, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული დიდ ბრიტანეთში: „მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მივცეთ საზოგადოებას გარანტიები, რომ ეს მკურნალობა და პროცედურები ტარდება უსაფრთხო და რეგულირებულ გარემოში. თუმცა, ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია დავარეგულიროთ და შევამოწმოთ კერძო საავადმყოფოები და კერძო კლინიკები, რომლებიც უზრუნველყოფენ მკურნალობას შოტლანდიაში და, სადაც ჯანდაცვის თანამშრომლები არიან რეგისტრირებული დიდ ბრიტანეთში.”

პაციენტები, რომლებიც აირჩევენ თურქეთში ბარიატრიული ქირურგიის ჩატარებას, ემუქრებათ ინფექციების ან სხვა დაავადებების გადადების მაღალი რისკი. ეს გაზრდილი რისკი გამომდინარეობს ზოგიერთ კლინიკაში დაფიქსირებული არაადეკვატური რეგულაციისა და ზედამხედველობისგან. FCDO-ს მიერ გაცემული ბოლო გაფრთხილება კონკრეტულად ხაზს უსვამს სისხლით გადამდები ინფექციების პოტენციურ საფრთხეს, მათ შორის B ჰეპატიტს, C ჰეპატიტს და აივინფექციას. ასეთმა ინფექციებმა შეიძლება სერიოზული და გრძელვადიანი გავლენა მოახდინოს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ამიტომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პრიორიტეტის მინიჭებას ყველა საჭირო სიფრთხილის ღონისძიების განხორციელებაზე, რათა თავიდან იქნას აცილებული ასეთი ინფექციები.

ზოგიერთ შემთხვევაში, პაციენტები მოთავსებულნი არიან არასანიტარულ პირობებში.

ბარიატრიული ქირურგიის (BS) ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული გართულება, რომელიც ბოლო დროს ფართოდ იქნა განხილული, არის მისი უარყოფითი გავლენა სახსრებსა და ძვლოვანი სისტემის ჯანმრთელობაზე. კვლევებმა აჩვენა, რომ ძვლის  სიმკვრივე (BMD) მნიშვნელოვნად მცირდება BS-ის შემდგომ წლებში. მრავალი კვლევა მიუთითებს, რომ მოტეხილობების რისკი იზრდება BS-ის შემდეგ. არსებობს რამდენიმე რეკომენდაცია ძვლის ჯანმრთელობაზე BS-ის მავნე ზემოქმედების დასაძლევად.

დასასრულს, ჩვენ კატეგორიულად გირჩევთ არ ჩაიტაროთ ბარიატრიული ქირურგია საზღვარგარეთ არასაკმარისი რეპუტაციის მქონე პროვაიდერებთან, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა თურქეთი, სადაც უსაფრთხოების რეგულაციები შეიძლება არაადეკვატური იყოს. მიუხედავად იმისა, რომ არჩეული კლინიკა შეიძლება საიმედოდ გამოიყურებოდეს, თქვენ საფრთხეს შეუქმნით თქვენს ჯანმრთელობას.

და ბოლოს, საზღვარგარეთ ბარიატრიული ქირურგიის განხილვისას აუცილებელია გაითვალისწინოთ პოტენციური გავლენა თქვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ოპერაციისთვის უცხო ქვეყანაში მოგზაურობისას სტრესმა და დაძაბულობამ, გართულებების შესაძლებლობასთან და საყვარელი ადამიანების მხარდაჭერის არარსებობასთან ერთად, შეიძლება მნიშვნელოვნად იმოქმედოს თქვენს ემოციურ მდგომარეობაზე. Tonic Surgery-ში ჩვენ გთავაზობთ ყოვლისმომცველ მხარდაჭერას მოგზაურობის განმავლობაში, მათ შორის პრე და პოსტოპერაციულ კონსულტაციას, რათა დაგეხმაროთ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მართვაში, რომელიც შეიძლება წარმოიშვას.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე სწორედ ამ საკითხზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ბარიატრიული ოპერაცია, ანუ კუჭის ამოჭრის ოპერაცია არის კატასტროფა.

გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ: „საქართველო დიდი გამოწვევის წინაშე დგას. ჯანდაცვის კუთხით კიდევ უფრო მეტი პრობლემა ჩნდება. ეს ეხება ოპერაციებს.

ბარიატრიული ოპერაცია, ანუ კუჭის ამოჭრის ოპერაცია არის კატასტროფა.  30 დღის განმავლობაში 100 კაციდან 2 კვდება. ეს არის მეცნიერული სტატისტიკა. ამ ოპერაციას გააჩნია პრობლემები: – ის ვიტამინები, რკინები და მინერალები, რაც კვებით უნდა მიიღოს ორგანიზმმა, კუჭიდან ვერ ხდება მისი ათვისება. ამიტომ უწევთ ნემსების გაკეთება… არავინ ამბობს, რამდენად საშიშია ეს ოპერაციები. ამ ოპერაციიდან 30 დღეში ყოველი 50-ე ადამიანი კვდება…“ – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

გიორგი ფხაკაძემ ხაზი გაუსვა ოპერაციის შეუქცევად რისკებს და თქვა, რომ ის არ უნდა ჩატარდეს, თუ ეს არ არის აუცილებელი. პაციენტები, რომლებიც განიხილავენ წონის დაკლების ოპერაციას, უნდა გაითვალისწინონ  ოპერაციის შემდგომი პრობლემები. პაციენტებმა ბარიატრიული ოპერაცია, ანუ კუჭის ამოჭრის ოპერაცია სასურველია გაიკეთონ თავიანთივე ქვეყნებში.

„ბარიატრიული ოპერაცია გაიკეთე საქართველოში!
(არა თურქეთში)
სჯობს, საერთოდ არ გაიკეთო, თუ BMI -35-ზე ნაკლები გაქვს“ – ამბობს გიორგი ფხაკაძე.

დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან (CDC) მზარდი ცნობებია, რომ აშშ-ის მოქალაქეებს, რომლებიც წონის დაკლების ოპერაცია ჩაიტარეს მექსიკაში, დაავადდნენ მძიმე, პრეპარატებისადმი რეზისტენტული ბაქტერიით _ Pseudomonas aeruginosa.

ყველა სამედიცინო დაწესებულება ტიხუანაში (მექსიკა) და თურქეთში არის არასასურველი თქვენი ჯანმრთელობისთვის.

📌Association of Bariatric Physicians and Surgeons, 9/03/2022.
https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC8916020/

📌Bone Health after Bariatric Surgery: Consequences, Prevention, and Treatment. 31/10/2022.
https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC9744087/

📌Sick but healthy: bariatric patients and the social construction of illness and disability. 10/03/2020
https://onlinelibrary.wiley.com/doi/full/10.1111/1467-9566.13074

📌Bariatric Surgery Malnutrition Complications. 19/05/2023.
https://www.ncbi.nlm.nih.gov/books/NBK592383/

📌Men at ‘much greater’ risk of dying after weight-loss surgery. 30 /092021.
https://www.nursingtimes.net/news/research-and-innovation/men-at-much-greater-risk-of-dying-after-weight-loss-surgery-30-09-2021/

📌Bariatric surgery volume by hospital and long-term survival: population-based NordOSCo data.
16/11/2022.
https://academic.oup.com/bjs/article/110/2/177/6828839

📌Comparative Safety of Sleeve Gastrectomy and Gastric Bypass Up to 5 Years After Surgery in Patients With Severe Obesity. 6/10/2021.
https://jamanetwork.com/journals/jamasurgery/fullarticle/2784823

📌Perioperative mortality in bariatric surgery: meta-analysis. 16/07/2021.
https://academic.oup.com/bjs/article/108/8/892/6326873?login=false

📌Mortality rate after open Roux-in-Y gastric bypass: a 10-year follow-up. 13/06/2014
https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC4123842/

📌Association of Preoperative Body Weight and Weight Loss With Risk of Death After Bariatric Surgery. 14/05/2020.
https://jamanetwork.com/journals/jamanetworkopen/fullarticle/2765939?utm_campaign=articlePDF%26utm_medium%3darticlePDFlink%26utm_source%3darticlePDF%26utm_content%3djamanetworkopen.2020.4803

📌Men Die More Often Than Women After Bariatric Surgery. 30/09/2021.
https://www.medscape.com/viewarticle/960028?form=fpf

📌Life Expectancy after Bariatric Surgery in the Swedish Obese Subjects Study. 15/10/2020
https://www.nejm.org/doi/full/10.1056/NEJMoa2002449

📌Emergence of bariatric psychiatry as a new subspecialty. 19/01/2022
https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC8783166/#:~:text=Although%20symptoms%20reflecting%20anxiety%2C%20depression,surgery%20are%20suicide%20and%20addiction.

📌New Study: Weight Loss Surgery Appears to Affect Course of MS, Shortening Time to Disability Progression. 20/07/2022.
https://www.nationalmssociety.org/About-the-Society/News/New-Study-Weight-Loss-Surgery-Appears-to-Affect-Co

📌Gastrointestinal changes after bariatric surgery.
17/12/2013.
https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC4391395/

📌Bariatric Procedures: Anatomical and Physiological Changes. 21/03/2021
https://link.springer.com/chapter/10.1007/978-981-33-4702-1_4

📌Association of Bariatric Physicians and Surgeons. 9/03/2022
https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC8916020/

🇹🇷GMC to alert Turkey over weight-loss doctor’s ‘eat, eat, eat’ advice
📌https://www.bbc.co.uk/news/uk-scotland-glasgow-west-68105483
🇹🇷’My daughter died after horror Turkey weight-loss surgery,’ distraught mother tells ITV News
📌https://www.itv.com/news/2024-01-23/my-daughter-died-after-horror-turkey-weight-loss-surgery-says-distraught-mum
🇹🇷Warnings against ‘reckless’ weight loss surgery abroad
📌 https://www.bbc.co.uk/news/uk-64515557
🇹🇷Surgeon warns against weight loss operations abroad after death of young woman
📌https://news.sky.com/story/amp/surgeon-warns-against-weight-loss-operations-abroad-after-death-of-young-woman-13054683
🇹🇷Warning as investigation finds at least seven British patients have died after weight loss surgery in Turkey
📌https://www.independent.co.uk/news/uk/home-news/weight-loss-surgery-turkey-b2305164.html 🇹🇷Weight Loss Surgery in Turkey- Is it safe?
📌https://www.streamlineweightlosssurgery.com/2023/03/weightlosssurgeryinturkey-isitsafe/#:~:text=Weight%20loss%20surgery%20in%20Turkey%20has%20recently%20hit%20the%20headlines,surgery%20in%20last%20three%20years.
🇹🇷Botched by Turkish Weight Loss Company
📌 https://www.healthierweight.co.uk/blog/botched-by-turkish-weight-loss-company/
🇹🇷Cheshire man whose fiancee died in Turkey warns of medical tourism risks
📌 https://amp.theguardian.com/world/2023/oct/06/cheshire-man-whose-fiancee-died-in-turkey-warns-of-medical-tourism-risks British surgeons reveal ‘major problems’ of cheap weight-loss surgery in Turkey
📌https://www.walesonline.co.uk/news/uk-news/british-surgeons-reveal-major-problems-24924940.amp
🇹🇷 The Dangers of Going Abroad for Weight Loss Surgery
📌 https://www.healthierweight.co.uk/blog/the-dangers-of-going-abroad-for-weight-loss-surgery/ 🇲🇽The Risks of Weight Loss Surgery in Mexico and Abroad
📌https://www.guthrie.org/blog/risks-weight-loss-surgery-mexico-and-abroad
🇲🇽Weight loss surgery in Tijuana ended in complications, tragedy for two Mississippi women 📌https://www.wlox.com/2021/05/26/weight-loss-surgery-tijuana-ended-complications-tragedy-two-mississippi-women/?outputType=amp
🇲🇽Possible risks of having Bariatric Surgery Abroad
📌 https://www.tonicweightlosssurgery.co.uk/possible-risks-of-having-bariatric-surgery-abroad/
🇲🇽 The Dangers of Weight Loss Surgery in Tijuana, Mexico
📌 https://oldedelmarsurgical.com/blog/dangers-weight-loss-surgery-tijuana-mexico/
✅HMC Warns Against Undergoing Bariatric Surgeries in Unreliable Medical Centers Abroad
📌https://www.hamad.qa/EN/news/2022/July/Pages/HMC-Warns-Against-Undergoing-Bariatric-Surgeries-in-Unreliable-Medical-Centers-Abroad.aspx

#datashvil#drpkhakadze#sheniganatleba#sheniambebi #shenipulsi

რატომ იმატებენ ქალბატონები განსხვავებულად წონაში, რაზე მიუთითებს მატება სხეულის სხვადასხვა ნაწილში – ენდოკრინოლოგი შოთა ჯანჯღავა

რატომ იმატებენ ქალბატონები განსხვავებულად წონაში?

რაზე მიუთითებს მატება სხეულის სხვადასხვა ნაწილში?

საუბრობს ენდოკრინოლოგი შოთა ჯანჯღავა გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო”.

„ქალბატონი მუცლის წინა ნაწილში თუ იმატებს, სასქესო ჰორმონების ბალანსი არის შეცვლილი. უფრო მეტად ტენდენცია არის მამაკაცური ჰორმონის დონის მატების.

თითქმის იდენტური მდგომარეობაა ქალბატონებში, როდესაც მხარ-ბეჭის, მკლავების მიდამოში ხდება მატება. დამახასიათებელია ასევე ზედმეტი თმიანობა, აქაც მამაკაცური ჰორმონები გარკვეულწილად მონაწილეობენ და ასევე თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონებიც იწყებენ ხოლმე ბალანსის ცვალებადობას“, – განაცხადა ენდოკრინოლოგმა, შოთა ჯანჯღავამ.

მისი თქმით, ქალბატონების შემთხვევაში, რომლებიც მამაკაცური ტიპით იწყებენ გასუქებას, მოსალოდნელია პოლიკისტური საკვერცხეები, ხშირად აკნოზური გამონაყარია ზურგის მიდამოში, ასევე სახის მიდამოში.

„სახის მიდამოში გასუქებას არ ვეძახით, უფრო შეშუპებითი პროცესებია დამახასიათებელი, რაც შესაძლოა იყოს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ან ისეთი ჰორმონების დაქვეითებით, რომლებიც უფრო პასუხისმგებელია სითხური ბალანსის რეგულაციაზე ჩვენს ორგანიზმში. აქედან გამომდინარე, როცა პაციენტი შემოდის ვიზიტზე და ვიზუალურად ვუყურებთ (ხშირად ონლაინ კონსულტაციები არ არის სრულად ინფორმაციული, რადგან პაციენტი უნდა დავათვალიეროთ) ასევე ხელით უნდა გავსინჯოთ ცხიმოვანი მასა რა ადგილებშია, სიმაგრე როგორია ამ ცხიმოვანი მასის, რომ მიზანმიმართულად ვიმუშაოთ.

ქალბატონები, რომლებიც მამაკაცური ტიპით იწყებენ გასუქებას, მოსალოდნელია პოლიკისტური საკვერცხეები, ხშირად აკნოზური გამონაყარია ზურგის მიდამოში, ასევე სახის მიდამოში, კანის ცხიმიანობაა ცოტათი შეცვლილი და უფრო ცხიმიანია კანი. ასეთი ქალბატონები უფრო ოფლიანობისკენ არიან მიდრეკილი და ასევე აღნიშნავენ ხოლმე, რომ ოფლს ცოტა სპეციფიკური სუნი აქვს. ისინი უმეტეს შემთხვევაში უშვილობისკენ არიან მიდრეკილები, რადგან პოლიკისტური საკვერცხის დროს არ მწიფდება ფოლიკულა.

სახის მიდამოში სიმსუქნე, შეშუპება, უფრო ჰიპოთიროიდული, ანუ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებით მიმდინარე პროცესებია, რაც უკვე მთელ მეტაბოლიზმზე აისახება. ასეთი პაციენტები უფრო მოდუნებულები არიან, ძილიანობისკენ არიან მიდრეკილნი, ახასიათებთ ნერვული ლაბილობა, უმიზეზოდ შეიძლება იტირონ, შეიძლება ჰქონდეთ დეპრესიული მომენტები“, – აღნიშნა შოთა ჯანჯღავამ.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights