წითურა – მწვავე ვირუსულ-ინფექციური დაავადება. ხშირად გვხვდება 3-7 წლის ასაკის ბავშვებში. დიდებში იშვიათია და მხოლოდ იმ შემთხვევაში ვითარდება, თუ ბავშვობაში არ იყო ჩატარებული ვაქცინაცია. დაავადების ბუმი შემოდგომა-ზამთრის პერიოდშია.
მიზეზები
დაავადება ჩნდება ადამიანის ორგანიზმში ვირუსის მოხვედრით, რომელიც გადაეცემა ჰაერ-წვეთოვანი გზით. იშვიათ შემთხვევებში ვირუსი გადადის ფეხმძიმე დედიდან ნაყოფზე.
სიმპტომები
დაავადების დამახასიათებელი სიმპტომებია:
· სურდო;
· სახსრებისა და კუნთების ტკივილი;
· თავის ძლიერი ტკივილი;
· ტემპერატურის აწევა 40 გრადუსამდე;
· კისრის ლიმფური კვანძების ანთება.
2 დღის შემდეგ სხეულზე ჩნდება მოწითალო ფერის გამონაყარი.
ზოგჯერ გამონაყარი არ ფიქსირდება და დაავადება ერევათ გაციებაში, ზოგჯერ კი გამონაყარი ისეთი ძლიერია, რომ ერევათ წითელაში.
დიაგნოსტიკა
დიაგნოსტიკისთვის ექიმი-პედიატრი ატარებს:
· ცხვირის ლორწოვანის დათესვას;
· სისხლის საერთო ანალიზს.
მკურალობა
დაავადების მკურნალობა მოიცავს:
· სიცხის დამწევ პრეპარატებს;
· სედატიურ პრეპარატებს;
· ანტიჰისტამინურ პრეპარატებს.
ავადმყოფის ოთახი რეგულარულად უნდა განიავდეს და დაცული უნდა იყოს სისუფთავე.
თანდაყოლილი წითურას მკურნალობის მეთოდები ჯერჯერობით დადგენილი არ არის.
დიეტა
მკურნალობის პერიოდში პაციენტებს ენიშნებათ:
· სითხის ჭარბი მიღება (დღეში 3 ლიტრამდე);
· ვიტამინებით მდიდარი რძე-მცენარეული საკვები.
საშიშროება
რიგ შემთხვევებში წითურა იწვევს ისეთ გართულებებს როგორიცაა:
· ანგინა;
· ოტიტი;
· პნევმონია;
· ენცეფალიტი;
· ართრიტი;
· ტრომბოციტოპენური პურპურა.
ფეხმძიმობის დროს წითურამ შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის დაავადება შემდეგი ფორმებით:
· თანდაყოლილი წითურა;
· თანდაყოლილი გულის მანკი;
· სისხლის დაავადებები;
· მხედველობისა და სმენის ორგანოების დაავადება;
· შინაგანი ორგანოების დაავადება (სიყვითლე);
· თავის ტვინის დეფექტი (ტვინის მცირე ზომა, გონებრივი სისუსტე).
დიდია მუცლის მოშლის და შემდგომი უნაყოფობის ალბათობა.
რისკის ჯგუფი
ამ ჯგუფში შედიან:
· 10 წლამდე ბავშვები;
· ზრდასრულები, ვისაც ბავშვობაში არ გადაუტანია დაავადება;
· დამცავი ანტისხეულების დაბალი დონის მქონე ადამიანები;
· სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლები;
· ბაღებისა და სკოლების თანამშრომლები.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· ვაქცინაციის ჩატარება 1, 6 და 12 წლის ასაკში.
ფეხმძიმე ქალებმა დამატებით უნდა ჩაიტარონ ვაქცინაცია წითურას საწინააღმდეგო იმუნოგლობულინით.
წითურა
წითელი ბრტყელი ლიქენი ვლინდება ლორწოვან გარსზე, ტერფებზე, მხრების შიდა ნაწილზე, ფრჩხილებზე
წითელი ბრტყელი ლიქენი – წარმოადგენს კანის ქრონიკულ დაავადებას, რომელიც ვლინდება ლორწოვან გარსზე, ტერფებზე, მხრების შიდა ნაწილზე, ფრჩხილებზე.
ბავშვებსა და დიდებში ლიქენი ვლინდება პატარა პაპულების სახით. აღნიშნული დერმატოლოგიური დაავადების სიხშირე შეადგენს 1%-ს. ეს დაავადება არ არის გადამდები, რადგან მემკვიდრეობით გადაეცემა.
მიზეზები
დაავადებას იწვევს:
· მემკვიდრეობითი მიდრეკილება;
· სუსტი იმუნიტეტი;
· კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები;
· შაქრიანი დიაბეტი;
· პირის ლორწოვანი გარსის ტრავმები;
· გადატანილი ნერვულ-ფსიქიური დაზიანებები;
· პირადი ჰიგიენის ნორმების დარღვევა.
სიმპტომები
დაავადების დამაახასიათებელი სიმპტომებია:
· კანის სხვადასხვა ადგილზე გამონაყარი;
· ქავილი გამონაყარის ადგილას და მთელ სხეულზე;
· კანის ნებისმიერი დაზიანების ადგილას გამონაყარის გაჩენა;
· გამონაყარის ზომა აღწევს 1სმ-ს;
· გამონაყარი იფარება ქავილისგან გამომშრალი კანით და ხდება უხეში;
· დროთა განმავლობაში დაზიანებული კანის ადგილი ხდება მოყვითალო-მოიასამნისფრო ფერის;
· მორჩენის შემდეგ დაავადება ტოვებს მოყვისფრო ლაქებს კანზე.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება შემდეგი მეთოდები:
· დერმატოლოგთან ვიზიტი, რომელიც გარეგნულად დაათვალიერებს პაციენტს, დანიშნავს რიგ გამოკვლევებს და ანალიზებს, ასევე განსაზღვრავს დაავადების მკურნალობის მეთოდებს;
· კანის ბიოპსია;
· სისხლის ანალიზი.
მკურნალობა
დაავადების მკურნალობაში შედის:
· ინფექციის კერების სანაცია;
· აღნიშნული დაავადების გამომწვევი ნივთიერებათა ცვლის, იმუნოლოგიური და სხვა პრობელმების აღმოფხვრა;
· ანტიბიოტიკების კურსი – დაავადების პროგრესირებისას;
· ბრომის, კატაბალახას, ტრანკვილიზატორების, С, В6, В12, В15, А, Е ჯგუფის ვიტამინების მიღება;
· ანაბოლიური საშუალებების მიღება;
· კანზე ქავილის მომხსნელი საშუალებები;
· კრიოდესტრუქცია;
· რადონის და გოგირდწყალბადის აბანოები სანატორიულ-საკურორტო დაწესებულებებში.
დაავადების მკურნალობა საჭიროა კომპლექსურად, იმ მიზეზების აღმოფხვრით, რამაც მოახდინა მისი პროვოცირება. მკურნალობის მეთოდი უნდა განსაზღვროს დერმატოლოგმა.
საშიშროება
მკურნალობის არარსებობის შემთხვევაში პაციენტს შეექმნება ძლიერი დისკომფორტი, დაუქვეითდება იმუნიტეტი და შესაძლოა ძლიერ დაუზიანდეს კანის საფარი.
პროფილაქტიკა
ქრონიკული ფორმის მქონე პაციენტებს ვურჩევთ წელიწადში ერთხელ გაიარონ პროფილაქტიკური სამკურნალო კურსი სანატორიუმებში.
ზურგის კუნთების ატროფია მემკვიდრეობითი დაავადების სახეობა, რომელიც მიმდინარეობს თავის ტვინის
ზურგის კუნთების ატროფია – მემკვიდრეობითი დაავადების სახეობა, რომელიც მიმდინარეობს თავის ტვინის წინა ნაწილის ნეირონების დაზიანებით ან სრული დაკარგვით.
მიზეზები
დაავადების გადაცემა ხდება აუტოსომურ-რეცესიული ფორმით, ანუ მისი წარმოქმნისთვის საჭიროა თითო რეცესიული გენი ორივე მშობლისგან.
სიმპტომები
დაავადების პირველი სიმპტომების შემჩნევა ბავშვში შესაძლებელია პატარაობიდანვე.
სიცოცხლის პირველი ორი წლის პერიოდში განსაკუთრებული სიმპტომები არ ვლინდება, თუმცა შემდეგ ხდება სისუსტის განვითარება ფეხებში. ზოგჯერ სისუსტე შეიძლება გადავიდეს ხელებშიც.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის საჭიროა:
· ფეხმძიმობის დროს ქალის სკრინინგ-გამოკლვევა;
· ელექტრომიოგრაფია;
· ამინოტური სითხის უჯრედის შესწავლა.
მკურნალობა
რაიმე განსაკუთრებული მკურნალობის მეთოდი არ არსებობს. ავადმყოფის მდგომარეობის შემსუბუქების საშუალებას იძლევა ფიზიოთერაპია, ორთოპედიული მკურნალობა. აღნიშნული დაავადების მქონე პირებისთვის რეკომენდირებულია სპეციალური დიეტა და მთელი რიგი მედიკამენტები.
რისკის ჯგუფი
რეცესიული გენების მატარებელი მშობლების შვილები.
პროფილაქტიკა
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროფილაქტიკური ღონისძიებაა ფეხმძიმობის 14 კვირამდე სკრინინგის გაკეთება. თუ გამოვლინდა აღნიშნული დაავადების პრობლემა ნაყოფში, სპეციალისტების რეკომენდაციაა ფეხმძინობის შეწყვეტა.
წითელა – დაავადებას იწვევს წითელას ვირუსი, რომელიც გადაეცემა ჰაერ-წვეთოვანი გზით
წითელა – მწვავე ვირუსულ-ინფექციური დაავადება, რომლის ბუმია გაზაფხულზე, შემოდგომით და ზამთარში. ყველაზე ხშირად 2-დან 5 წლამდე ბავშვებს ხვდებათ, იშვიათად უფროსებს, მათ, ვისაც არ გადაუტანია წითელა ბავშვობაში.
მიზეზები
დაავადებას იწვევს წითელას ვირუსი, რომელიც გადაეცემა ჰაერ-წვეთოვანი გზით. ადამიანის ორგანიზმში ვირუსი ხვდება თვალის ლორწოვანიდან, პირიდან და ზედა სასუნთქი გზებიდან.
ასევე შესაძლებელია ნაყოფის დაავადება მუცლადყოფნის პერიოდში.
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:
· კატარალური პერიოდი (საერთო სისუსტე, ტემპერატურის აწევა 40 გრადუსამდე, მადის დაკარგვა, სახის შეშუპება და შემდეგ დაწითლება);
· გამონაყარის პერიოდი («მანანის ბურღულის» ტიპის თეთრი ლაქები ქუთუთოებთან, ტუჩებთან, ღრძილებზე, ღია ფერის გამონაყარი ყურებთან, სახეზე, კისერზე, გულმკერდზე, რომელიც ნელ-ნელა გადადის მთელ ტანზე);
· გამოჯანმრთელების პერიოდი (გამონაყარის შემცირება, კანის დახეთქვა გამონაყარის ადგილას).
დიაგნოსტიკა
დიაგნოსტიკისთვის ექიმი-პედიატრი ნიშნავს:
· სისხლის და შარდის საერთო ანალიზს;
· სეროლოგიურ და ბაქტეროლოგიურ გამოკვლევებს.
დაავადების მძიმე ფორმისას ასევე ინიშნება
· გულმკერდის უჯრედების რენტგენოგრაფია;
· ელექტროენცეფალოგრაფია.
მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მოიცავს:
· ანტიჰისტამინურ პრეპარატებს;
· სიცხის დამწევ პრეპარატებს;
· ანტიბიოტიკებს;
· პოლივიტამინებს;
· ამოსახველებელ საშუალებებს;
· მსუყე კვებას;
· პირის ღრუსა და თვალების საგულდაგულო მოვლას;
· წოლით რეჟიმს.
სიტუაციის გართულების შემთხვევაში ხდება პაციენტის ჰოსპიტალიზაცია.
დიეტა
ბავშვებისთვის რეკომენდირებულია რძე-ვიტამინური დიეტა.
წითელას დროს ინიშნება დიეტა №2, მოგვიანებით დიეტა №15.
საშიშროება
თუ არ მოხდება დაავადების დროული მკურნალობა შესაძლოა შემდეგი გართულებების განვითარება:
· პნევმონია;
· ლარინგიტი;
· ბროქნქიტი;
· ცრუ კრუპი;
· მენინგიტი;
· პოლინევრიტი;
· წითელას ენცეფალიტი.
რისკის ჯგუფი
ამ ჯგუფში შედიან:
· 5 წლამდე ასაკის ბავშვები;
· 20 წელს ზევით ადამიანები, ვისაც ბავშვობაში არ გადაუტანია წითელა.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· წითელას ვაქცინაციის ჩატარება;
· დაავადებულებთან კონტაქტისგან თავის შეკავება;
· საცხოვრებელი და სამუშაო ადგილის მუდვმიად განიავება და სისუფთავის დაცვა.
გულის თანდაყოლილი მანკი ხასიათდება გულის, მისი სისხლძარღვების, სარქვლის ანატომიური გადახრებით
გულის თანდაყოლილი მანკი – ეს არის დაავადებების ჯგუფი, რომელიც ხასიათდება გულის, მისი სისხლძარღვების, სარქვლის ანატომიური გადახრებით.
არსებობს გულის თანდაყოლილი მანკის შემდეგი სახეობები:
· თანდაყოლილი გულის მანკი სისხლის მიმოქცევის მცირე წრეში უცვლელი სისხლის მიმოქცევით;
· მანკი ფილტვებში ჭარბი სისხლის მიმოქცევით;
· მანკი ფილტვებში შეზღუდული სისხლის მიმოქცევით;
· კომბინირებული გულის მანკი.
მიზეზები
დაავადების გამომწვევი ძირითადი მიზეზებია:
· ფეხმძიმობის დროს არასასურველი ეკოლოგიური გარემო;
· ფეხმძიმობის დროს ალკოჰოლის, ნარკოტიკების გამოყენება;
· ქალის 35 წელს ზემოთ ასაკი;
· დედის მიერ ფეხმძიმობისას ვირუსული დაავადებების გადატანა.
სიმპტომები
დაავადების დამახასიათებელი სიმპტომებია:
· ტირილისა და ძუძუთი კვების დროს ბავშვის კანი უფერულდება და ლურჯდება;
· გულის მოსმენისას ისმის ხმაური;
· ბავშვს აღენიშნება გულის უკმარისობის ნიშნები;
· სუნთქვის უკმარისობის ნიშნები;
· ფიზიკური განვითარების დაქვეითება;
· ფიქსირდება გულის მუშაობისა და აგებულების დეფექტები.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის საჭიროა:
· ელექტროკარდიოგრამა;
· რენტგენოგრაფია;
· ექოკარდიოგრაფიული გამოკვლევები;
· გულის კათეტერიზაცია;
· აორტოგრაფია;
· გულის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია;
· ფონოკარდიოგრაფია.
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
· არტერიული სადინარის ნაპრალის გაკვეთა;
· ფილტვისა და ლავიწქვეშა არტერიის დაკავშირება ერთმანეთთან.
თანდაყოლილი მანკის ოპერაცია გულისხმობს საგულდაგულო ინსტრუმენტულ და კლინიკურ გამოკვლევას და დეფექტის მაქსიმალური სიზუსტით დადგენას.
საშიშროება
გულის მანკის დაგვიანებით აღმოჩენის შემთხვევაში და სათანადო მკურნალობის არარსებობისას შესაძლოა განვითარდეს ფიზიკური განვითარების პრობლემები ლეტალურ შედეგებამდე.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია ფეხმძიმე ქალს ჰქონდეს ცხოვრების ჯანსაღი წესი, შეძლებისდაგვარად იმყოფებოდეს ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, თავი დაიცვას ვირუსულ-ანთბითი პროცესებისგან, განსაკუთრებით ფეხმძიმობის დასაწყისში.
თეთრი ცხელება
თეთრი ცხელება (ალკოჰოლური დელირიუმი ) – დაავადება, რომელსაც ახასიათებს მწვავე ალკოჰოლური ფსიქოზი, რაც 2-დან 8 დღემდე გრძელდება. დაავადება ჩნდება ალკოჰოლის გამოყენებიდან 72 საათის შემდეგ. თეთრი ცხელება შეიძლება შეგვხვდეს ადამიანებში, რომლებსაც არ აქვთ ალკოჰოლზე დამოკიდებულება.
მიზეზები
დაავადება ჩნდება იმ მიზეზით, რომ ეთანოლის სისხლში მოხვედრა იწვევს ცირკულირებადი სისხლის მოცულობის დაწევას და ტვინში სითხის შემცირებას, რაც იწვევს თავის ტკივილს და ჰალუცინაციას. მისი გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს სპირტიანი სასმელის გადაჭარბებული გამოყნება ხანგრძლივი დროის მანძილზე (ალკოჰოლიზმი, თრობა).
დამატებით ფაქტორები შეიძლება იყოს:
· ღვიძლის დაავადება;
· თავის ტრამვები.
თეთრი ცხელების სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სიმპტომები:
· ილუზია;
· მხედველობითი და სმენითი ჰალუცინაციები;
· შიშის გრძნობა;
· ხასიათის სწრაფი ცვლილება;
· ძილის დარღვევა;
· მოძრაობითი აქტივობის გაზრდა;
· ძუნწსიტყვაობა.
ასევე დაავადება ვლინდება:
· კანის საფარის ჰიპერემიით (კანის მოყვითალო შეფერილობა);
· გაზრდილი ოფლიანობით;
· მადის არქონით;
· ტაქიკარდიით;
· კიდურების ან მთელი სხეულის ტრემორით;
· კუნთების სისუსტით.
დიაგნოსტიკა
დაავადების მკურნალობის მეთოდის დასადგენად, ექიმი-ნარკოლოგი ახდენს პაციენტის საერთო დათვალიერებას და ამის საფუძველზე სვამს დიაგნოზს.
თეთრი ცხელების მკურნალობა
მკურნალობა მოიცავს:
· ფსიქოტროპულ პრეპარატებს;
· წყალ-ელექტროლიტური ბალანსის აღმდგენ პრეპარატებს;
· ნეიროლეპტიკურ პრეპარატებს;
· სედატიურ პრეპარატებს.
თეთრი ცხელების მძიმე ფორმის არსებობისას მკურნალობა მიმდინარეობს სტაციონარში.
დიეტა
ალკოჰოლური დელირიუმის სიმპტომების შესამსუბუქებლად, რეკომენდირებულია შემდეგი კვების პროდუქტების გამოყენება:
· პიკულის მარილწყალი;
· კომბოსტო;
· პომიდვრის წვენი წითელი წიწაკით;
· კეფირი;
· კონსერვები;
· მჟავე კიტრი.
საშიშროება
თუ დაავადების მკურნალობა არ მოხდება დროულად, შესაძლოა შემდეგი სახის გართულებები:
· ღვიძლის დაავადეები;
· გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა;
· თავის ტვინის დასიება;
· სუიციდის ჩადენის მცდელობები;
· მუცლის ღრუში სისხლდენა;
· ალკოჰოლური ჰეპატიტი;
· იმუნიტეტის დაქვეითების ფონზე ინფექციური და ვირუსული დაავადებების სიხშირე.
შემთხვევების 10%-ში დგება ლეტალური შედეგი.
რისკის ჯგუფი
რისკის ჯგუფში შედიან:
· ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანები;
· ადამიანები, რომლებსაც გადატანილი აქვთ ქალა-ტვინის ტრამვები;
· ადამიანები, რომლებსაც გადატანილი აქვთ ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადება.
პროფილაქტიკა
დაავადების თავიდან ასაცილებლად რეკომენდირებულია:
· ალკოჰოლდამოკიდებულების მკურნალობის დროულად დაწყება;
· ალკოჰოლური სასმელის გამოყენების გაკონტროლება.
ქათმის სიბრმავე – მხედველობის არე ვიწროვდება, ძირითადი ფერების გარჩევა რთულდება
ქათმის სიბრმავე – წარმოადგენს დაავადებას, რომლის დროს პაციენტს არ შეუძლია დაინახოს ბინდში ან არასაკმარისად განათებულ სივრცეში. თვალები შუქის მიმართ ნაკლებად მგრძნობიარენი არიან. მხედველობის არე ვიწროვდება, ძირითადი ფერების გარჩევა რთულდება. ბავშვებში დაავადების დიაგნოსტირება ხდება 3 წლის ასაკში.
მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
· ორგანიზმში А ვიტამინის ნაკლებობა;
· ანემია;
· ღვიძლის არასწორი მუშაობა;
· ორგანიზმის გამოშრობა;
· გენეტიკა;
· მხედველობის ორგანოს დაავადებების არსებობა;
· როდოპსინის პიგმენტის უკმარისობა თვალის ბადურაში.
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შედმეგი სახის სიმპტომები:
· არასაკმარისი განათების დროს მხედველობის სულ უფრო დაქვეითება;
· მხედველობის სიმკვეთრის დაქვეითება;
· სიბნელეში თვალის ბადურის მგრძნობელობა;
· ფერების გარჩევის უნარის დაკარგვა;
· მხედველობის არეში წერტილების გაჩენა;
· სივრცეში ორიენტაციის გაუარესება;
· კონიუქტივიტი;
· თვალის ლორწოვანის სიმშრალე;
· თვალების ტკივილი;
· თმის მტვრევა და ცვენა;
· წყლულების გაჩენა რქოვანაზე.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას სჭირდება:
· ოფთალმოლოგის მხრიდან კომპლექსური დათვალიერება;
· სპეციალურ აპარატზე შემოწმების გავლა, რომლის საშუალებით ხდება თვალის ბადურის ანომალიების დადგენა;
· სისხლის ანალიზი;
· დაზიანებული თვალის ულტრა-ბგერითი გამოკვლევა.
მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მოიცავს:
· დიეტოთერაპიას;
· ვიტამინოთერაპიას.
თუ დაავდება თანდაყოლილია ინიშნება დაბალანსებული კვება, გარდა ამისა, აქტუალურია შემდეგი ქმედებები:
· ქირურგიული ჩარევა;
· ლაზერული თერაპია;
· თვალის დაავადებების მკურნალობა, რომლებიც იწვევენ ქათმის სიბრმავეს.
საშიშროება
კომპლექსური მკურნალობის გარეშე და А ვიტამინის ნაკლებობით შესაძლოა განვითარდეს გართულებები, დაირღვეს პერიფერიული მხედველობა. სრულფასოვანი მკურნალობის დროს შედეგი დადებითია.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· საკვებად А ვიტამინით მდიდარი პროდუქტების გამოყენება;
· ოფთალმოლოგის რეგულარული კონსულტაცია;
· მხედველობის პრობლემების დროული და საფუძვლიანი მკურნალობა.
მენჯ-ბარძაყის სახსრების დისპლაზია – ახასიათებს მენჯ-ბარძაყის სახსრების განვითარების დარღვევა
მენჯ-ბარძაყის სახსრების დისპლაზია – დაავადება, რომელსაც ახასიათებს მენჯ-ბარძაყის სახსრების განვითარების დარღვევა. ზრდასრულებში გვხვდება იშვიათად, რადგან არის თანდაყოლილი დაავადება და იკურნება ადრეულ ასაკში.
გამოიყოფა დარღვევის შემდეგი ფორმები:
· I ხარისხის – ბარძაყის სახსრის განვითარების დარღვევა მისი ძვლის შერევის გარეშე;
· II ხარისხის – ბარძაყის ძვლის მცირედი შერევა;
· III ხარისხის – ბარძაყის ძვლის სრული შერევა.
მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
· მემკვიდრეობითი ფაქტორი;
· მჯდომიარე ნაყოფი, ძალიან დიდი ან ძალიან პატარა ზომის ნაყოფი, წყლის სიმცირე;
· ფეხმძიმობის დროს ჰორმონალური დარღვევები;
· ფეხმძიმე ქალის გინეკოლოგიური დაავადებები (საშვილოსნოს მიომა);
· სამშობიარო და პოსტსამშობიარო ტრავმები;
· ცუდი ეკოლოგიური გარემო;
· აუცილებელი მინერალების და ვიტამინების უკმარისობა.
სიმპტომები
დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები:
· ბავშვის ერთი ფეხი მეორეზე მოკლეა;
· მენჯის კანზე ჩნდება დამატებითი ნაკეცი;
· დუნდულების ნაკეცები განლაგებულია ასიმეტრიულად;
· განზე გაშლისას ფეხების ასიმეტრია;
· ფეხების მოხრისას სახსრებში ისმის ტკაცუნი.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის ექიმი-ორთოპედი ატარებს შემდეგი სახის გამოკვლევებს:
· სახსრების ულტრა-ბგერით გამოკვლევას;
· სახსრების რენტგენოგრაფიულ გამოკვლევას.
მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მოიცავს:
· მედიკამენტებს;
· მასაჟებს;
· სამკურნალო ფიზკულტურას;
· ფიზიოთერაპევტულ პროცეურებს;
· სპეციალურ სახვევებს;
· ქირურგიულ ჩარევას (სახსრის ადგილას პროთეზის ჩასმა).
კონსერვატიული მკრუნალობა შედეგიანია ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში, შემდეგ უკვე საჭიროა ქირურგიული ჩარევა.
საშიშროება
თუ არ მოხდება დაავადების დროული მკურნალობა, შესაძლოა განვითარდეს შემდეგი გართულებები:
· თეძოს ამოვარდნა;
· კოჭლობა;
· სქოლიოზი;
· მენჯ-ბარძაყის სახსრის კოკსართროზი.
რისკის ჯგუფი
რისკის ჯგუფში შედიან:
· ჰორმონალური ცვლილებების მქონე ბავშვები;
· სამშობიარო ტრავმის მქონე ბავშვები;
· ნორმაზე ჭარბი ან მცირე წონით დაბადებული ბავშები.
პროფილაქტიკა
დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
· ბავშვების გაკოჭვაზე უარის თქმა;
· ფეხმძიმობის პერიოდში წარმოქმნილი დაავადებების დროული მკურნალობა;
· ბავშვისთვის მსაჟისა და სამკურნალო ვარჯიშების ჩატარება.
ტერფმრუდობა – ხასიათდება ძვალ-კუნთოვანი სისტემის ანომალიური განვითარებით
ტერფმრუდობა – დაავადება, რომელიც ხასიათდება ძვალ-კუნთოვანი სისტემის ანომალიური განვითარებით.
გამოიყოფა ტერფმრუდობის შემდეგი სახეობები:
· თანდაყოლილი;
· სინდრომული;
· პოზიციური;
· იდიოპათიური.
მიზეზები
ტერფმრუდობის მიზეზებია:
· მემკვიდრეობითი ფაქტორი;
· ფეხმძიმობის დროს ნაყოფის განვითარების დარღვევა;
· ნერვული სისტემის განვითარების მანკი;
· ფეხმძიმობის დროს დედის მიერ გადატანილი ინფექციური დაავადებები;
სიმპტომები
დაავადების სიმპტომებია:
· ტერფის არასწორი მდგომარეობა;
· ექვინუსი;
· ტერფის თითები მოხრილია შიგნით;
· ტეფში მოძრაობის შეზღუდვა;
· სიარულისას საყრდენი გადახრილია ტერფის კიდისკენ;
· წვივის კუნთის ატროფია;
· მუხლის სახსრების ფუქნციის დარღვევა.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ორთოპედი, რისთვისაც საჭიროა:
· ტერფის რენტგენოლოგიური გამოკვლევა;
· ტერფის ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;
· ტერფის კომპიუტერული ტომოგრაფია.
მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მოიცავს:
· ნერვული გამტარობის გამაძლიერებელ პრეპარატებს;
· ტერფების მასაჟს;
· სამკურნალო ვარჯიშს;
· სპეციალურ საფენებს;
· დაბინტვას;
· თაბაშირის სახვევებს;
· ფიზიოთერაპიას;
· ორთოპედიულ ფეხსაცმელს;
· ქირურგიულ ჩარევას.
2 წლამდე ბავშვებში მკურნალობა მიმდინარეობს კონსერვატიული მეთოდით, ოპერატიული ჩარევა ხდება 2 წლის ზემოთ ბავშვებში.
საშიშროება
დაავადების მკურნალობის არარსებობა იწვევს შემდეგი სახის გართულებებს:
· წვივის კუნთების სრული ატროფია;
· წვივის სახსრის დეფორმაცია;
· ტერფის ძვლების ამოვარდნა;
· ტერფის ძვლების დაშლა;
· ხერხემლის გამრუდება.
რისკის ჯგუფი
· მემკვიდრეობითი მიდრეკილების მქონე ადამიანები;
· ბიჭები.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· ფეხმძიმობის დროს წარმოქმნილი დაავადებების დროული და სრულფასოვანი მკურნალობა;
· ფეხების კუნთების გასამაგრებელი მასაჟის გაკეთება;
· ხარისხიანი ორთოპედიული ფეხსაცმლის ტარება;
· ბალახზე, ქვიშაზე, არასწორ ზედაპირზე ფეხშიშველი სიარული;
· ბავშვის სწორი სიარულის გაკონტროლება.
თეძოს მოტეხილობა წარმოადგენს თეძოს ძვლის საშიშ მოტეხილობას
თეძოს მოტეხილობა – წარმოადგენს თეძოს ძვლის საშიშ მოტეხილობას. ხშრად გვხვდება ასაკოვან ადამიანებში.
მიზეზები
აღნიშნული პრობლემის ძირითადი მიზეზებია:
· თეძოს სერიოზული ტრავმები;
· თეძოს მიკროტრავმები;
· ოსტეოპოროზი;
· ჩონჩხის ძვლების ტრავმები.
სიმპტომები
· ძლიერი ტკივილი დაზიანებულ ადგილას;
· გარე როტაცია;
· კიდურის ვიზუალური დაპატარავება;
· დაზიანებული კიდურის ჩამოკიდებულ მდგომარეობაში დაჭერა შეუძლებელია;
· ორგანიზმის საერთო სისუსტე;
· გონების დაკარგვის შეგრძნება.
დიაგნოსტიკა
აღმიშული პრობლემის დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ტრავმატოლოგი. მკურნალობის დასადგენად საჭიროა:
· რენტგენოგრაფია ორ პროექციაში;
· ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;
· კომპიუტერული ტომოგრაფია.
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
· კონსერვატიული მეთოდები, რომლის დროს ხდება მოტეხილი ნაწილის უმოძრაო მდგომარეობაში გაჩერება მანამ, სანამ ძვლები არ გამთელდება;
· ქირურგიული მკურნალობა, რომელიც ითვალისწინებს ოპერაციას, პროთეზირებას ან მოტეხილი ძვლების ფიქსაციას.
საშიშროება
დაავადების მკურნალობის გარეშე დატოვებამ შეიძლება გამოიწვიოს ინვალიდობა და ლეტალური შედეგი.
პაროფილაქტიკა
თეძოს მოტეხილობის პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია აკურატულად მოძრაობა, განსაკუთრებით მოხუცი ადამიანებისთვის.








