ხუთშაბათი, ივნისი 11, 2026

ქათმის სიბრმავე – მხედველობის არე ვიწროვდება, ძირითადი ფერების გარჩევა რთულდება

ქათმის სიბრმავე – წარმოადგენს დაავადებას, რომლის დროს პაციენტს არ შეუძლია დაინახოს ბინდში ან არასაკმარისად განათებულ სივრცეში. თვალები შუქის მიმართ ნაკლებად მგრძნობიარენი არიან. მხედველობის არე ვიწროვდება, ძირითადი ფერების გარჩევა რთულდება. ბავშვებში დაავადების დიაგნოსტირება ხდება 3 წლის ასაკში.

მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
·         ორგანიზმში А ვიტამინის ნაკლებობა;
·         ანემია;
·         ღვიძლის არასწორი მუშაობა;
·         ორგანიზმის გამოშრობა;
·         გენეტიკა;
·         მხედველობის ორგანოს დაავადებების არსებობა;
·         როდოპსინის პიგმენტის უკმარისობა თვალის ბადურაში.

სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შედმეგი სახის სიმპტომები:
·         არასაკმარისი განათების დროს მხედველობის სულ უფრო დაქვეითება;
·         მხედველობის სიმკვეთრის დაქვეითება;
·         სიბნელეში თვალის ბადურის მგრძნობელობა;
·         ფერების გარჩევის უნარის დაკარგვა;
·         მხედველობის არეში წერტილების გაჩენა;
·         სივრცეში ორიენტაციის გაუარესება;
·         კონიუქტივიტი;
·         თვალის ლორწოვანის სიმშრალე;
·         თვალების ტკივილი;
·         თმის მტვრევა და ცვენა;
·         წყლულების გაჩენა რქოვანაზე.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას სჭირდება:
·         ოფთალმოლოგის მხრიდან კომპლექსური დათვალიერება;
·         სპეციალურ აპარატზე შემოწმების გავლა, რომლის საშუალებით ხდება თვალის ბადურის ანომალიების დადგენა;
·         სისხლის ანალიზი;
·         დაზიანებული თვალის ულტრა-ბგერითი გამოკვლევა.

მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მოიცავს:
·         დიეტოთერაპიას;
·         ვიტამინოთერაპიას.
თუ დაავდება თანდაყოლილია ინიშნება დაბალანსებული კვება, გარდა ამისა, აქტუალურია შემდეგი ქმედებები:
·         ქირურგიული ჩარევა;
·         ლაზერული თერაპია;
·         თვალის დაავადებების მკურნალობა, რომლებიც იწვევენ ქათმის სიბრმავეს.

საშიშროება
კომპლექსური მკურნალობის გარეშე და А ვიტამინის ნაკლებობით შესაძლოა განვითარდეს გართულებები, დაირღვეს პერიფერიული მხედველობა. სრულფასოვანი მკურნალობის დროს შედეგი დადებითია.

პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         საკვებად А ვიტამინით მდიდარი პროდუქტების გამოყენება;
·         ოფთალმოლოგის რეგულარული კონსულტაცია;
·         მხედველობის პრობლემების დროული და საფუძვლიანი მკურნალობა.

მენჯ-ბარძაყის სახსრების დისპლაზია – ახასიათებს მენჯ-ბარძაყის სახსრების განვითარების დარღვევა

მენჯ-ბარძაყის სახსრების დისპლაზია – დაავადება, რომელსაც ახასიათებს მენჯ-ბარძაყის სახსრების განვითარების დარღვევა. ზრდასრულებში გვხვდება იშვიათად, რადგან არის თანდაყოლილი დაავადება და იკურნება ადრეულ ასაკში.
გამოიყოფა დარღვევის შემდეგი ფორმები:
·         I ხარისხის – ბარძაყის სახსრის განვითარების დარღვევა მისი ძვლის შერევის გარეშე;
·         II ხარისხის – ბარძაყის ძვლის მცირედი შერევა;
·         III ხარისხის – ბარძაყის ძვლის სრული შერევა.

მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
·         მემკვიდრეობითი ფაქტორი;
·         მჯდომიარე ნაყოფი, ძალიან დიდი ან ძალიან პატარა ზომის ნაყოფი, წყლის სიმცირე;
·         ფეხმძიმობის დროს ჰორმონალური დარღვევები;
·         ფეხმძიმე ქალის გინეკოლოგიური დაავადებები (საშვილოსნოს მიომა);
·         სამშობიარო და პოსტსამშობიარო ტრავმები;
·         ცუდი ეკოლოგიური გარემო;
·         აუცილებელი მინერალების და ვიტამინების უკმარისობა.

სიმპტომები
დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები:
·         ბავშვის ერთი ფეხი მეორეზე მოკლეა;
·         მენჯის კანზე ჩნდება დამატებითი ნაკეცი;
·         დუნდულების ნაკეცები განლაგებულია ასიმეტრიულად;
·         განზე გაშლისას ფეხების ასიმეტრია;
·         ფეხების მოხრისას სახსრებში ისმის ტკაცუნი.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის ექიმი-ორთოპედი ატარებს შემდეგი სახის გამოკვლევებს:
·         სახსრების ულტრა-ბგერით გამოკვლევას;
·         სახსრების რენტგენოგრაფიულ გამოკვლევას.

მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მოიცავს:
·         მედიკამენტებს;
·         მასაჟებს;
·         სამკურნალო ფიზკულტურას;
·         ფიზიოთერაპევტულ პროცეურებს;
·         სპეციალურ სახვევებს;
·         ქირურგიულ ჩარევას (სახსრის ადგილას პროთეზის ჩასმა).
კონსერვატიული მკრუნალობა შედეგიანია ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში, შემდეგ უკვე საჭიროა ქირურგიული ჩარევა.

საშიშროება
თუ არ მოხდება დაავადების დროული მკურნალობა, შესაძლოა განვითარდეს შემდეგი გართულებები:
·         თეძოს ამოვარდნა;
·         კოჭლობა;
·         სქოლიოზი;
·         მენჯ-ბარძაყის სახსრის კოკსართროზი.

რისკის ჯგუფი
რისკის ჯგუფში შედიან:
·         ჰორმონალური ცვლილებების მქონე ბავშვები;
·         სამშობიარო ტრავმის მქონე ბავშვები;
·         ნორმაზე ჭარბი ან მცირე წონით დაბადებული ბავშები.

პროფილაქტიკა
დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
·         ბავშვების გაკოჭვაზე უარის თქმა;
·         ფეხმძიმობის პერიოდში წარმოქმნილი დაავადებების დროული მკურნალობა;
·         ბავშვისთვის მსაჟისა და სამკურნალო ვარჯიშების ჩატარება.

ტერფმრუდობა – ხასიათდება ძვალ-კუნთოვანი სისტემის ანომალიური განვითარებით

ტერფმრუდობა – დაავადება, რომელიც ხასიათდება ძვალ-კუნთოვანი სისტემის ანომალიური განვითარებით.

გამოიყოფა ტერფმრუდობის შემდეგი სახეობები:
·         თანდაყოლილი;
·         სინდრომული;
·         პოზიციური;
·         იდიოპათიური.

მიზეზები
ტერფმრუდობის მიზეზებია:
·         მემკვიდრეობითი ფაქტორი;
·         ფეხმძიმობის დროს ნაყოფის განვითარების დარღვევა;
·         ნერვული სისტემის განვითარების მანკი;
·         ფეხმძიმობის დროს დედის მიერ გადატანილი ინფექციური დაავადებები;

სიმპტომები
დაავადების სიმპტომებია:
·         ტერფის არასწორი მდგომარეობა;
·         ექვინუსი;
·         ტერფის თითები მოხრილია შიგნით;
·         ტეფში მოძრაობის შეზღუდვა;
·         სიარულისას საყრდენი გადახრილია ტერფის კიდისკენ;
·         წვივის კუნთის ატროფია;
·         მუხლის სახსრების ფუქნციის დარღვევა.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ორთოპედი, რისთვისაც საჭიროა:
·         ტერფის რენტგენოლოგიური გამოკვლევა;
·         ტერფის ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;
·         ტერფის კომპიუტერული ტომოგრაფია.

მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მოიცავს:
·         ნერვული გამტარობის გამაძლიერებელ პრეპარატებს;
·         ტერფების მასაჟს;
·         სამკურნალო ვარჯიშს;
·         სპეციალურ საფენებს;
·         დაბინტვას;
·         თაბაშირის სახვევებს;
·         ფიზიოთერაპიას;
·         ორთოპედიულ ფეხსაცმელს;
·         ქირურგიულ ჩარევას.
2 წლამდე ბავშვებში მკურნალობა მიმდინარეობს კონსერვატიული მეთოდით, ოპერატიული ჩარევა ხდება 2 წლის ზემოთ ბავშვებში.

საშიშროება
დაავადების მკურნალობის არარსებობა იწვევს შემდეგი სახის გართულებებს:
·         წვივის კუნთების სრული ატროფია;
·         წვივის სახსრის დეფორმაცია;
·         ტერფის ძვლების ამოვარდნა;
·         ტერფის ძვლების დაშლა;
·         ხერხემლის გამრუდება.

რისკის ჯგუფი
·         მემკვიდრეობითი მიდრეკილების მქონე ადამიანები;
·         ბიჭები.

პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         ფეხმძიმობის დროს წარმოქმნილი დაავადებების დროული და სრულფასოვანი მკურნალობა;
·         ფეხების კუნთების გასამაგრებელი მასაჟის გაკეთება;
·         ხარისხიანი ორთოპედიული ფეხსაცმლის ტარება;
·         ბალახზე, ქვიშაზე, არასწორ ზედაპირზე ფეხშიშველი სიარული;
·         ბავშვის სწორი სიარულის გაკონტროლება.

თეძოს მოტეხილობა წარმოადგენს თეძოს ძვლის საშიშ მოტეხილობას

თეძოს მოტეხილობა – წარმოადგენს თეძოს ძვლის საშიშ მოტეხილობას. ხშრად გვხვდება ასაკოვან ადამიანებში.

მიზეზები
აღნიშნული პრობლემის ძირითადი მიზეზებია:
·         თეძოს სერიოზული ტრავმები;
·         თეძოს მიკროტრავმები;
·         ოსტეოპოროზი;
·         ჩონჩხის ძვლების ტრავმები.

სიმპტომები
·         ძლიერი ტკივილი დაზიანებულ ადგილას;
·         გარე როტაცია;
·         კიდურის ვიზუალური დაპატარავება;
·         დაზიანებული კიდურის ჩამოკიდებულ მდგომარეობაში დაჭერა შეუძლებელია;
·         ორგანიზმის საერთო სისუსტე;
·         გონების დაკარგვის შეგრძნება.

დიაგნოსტიკა
აღმიშული პრობლემის დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ტრავმატოლოგი. მკურნალობის დასადგენად საჭიროა:
·         რენტგენოგრაფია ორ პროექციაში;
·         ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;
·         კომპიუტერული ტომოგრაფია.

მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
·         კონსერვატიული მეთოდები, რომლის დროს ხდება მოტეხილი ნაწილის უმოძრაო მდგომარეობაში გაჩერება მანამ, სანამ ძვლები არ გამთელდება;
·         ქირურგიული მკურნალობა, რომელიც ითვალისწინებს ოპერაციას, პროთეზირებას ან  მოტეხილი ძვლების ფიქსაციას.

საშიშროება
დაავადების მკურნალობის გარეშე დატოვებამ შეიძლება გამოიწვიოს ინვალიდობა და ლეტალური შედეგი.

პაროფილაქტიკა
თეძოს მოტეხილობის პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია აკურატულად მოძრაობა, განსაკუთრებით მოხუცი ადამიანებისთვის.

სიელმე – თვალის მხედველობითი ღერძების მდგომარეობის დარღვევა, რომლის დროსაც ერთი ან ორივე თვალი გადაიხრება ღერძიდან

სიელმე (სტრაბიზმი ან ჰეტეროტოპია) — ეს არის თვალის მხედველობითი ღერძების მდგომარეობის დარღვევა, რომლის დროსაც ერთი ან ორივე თვალი გადაიხრება ღერძიდან, ანუ, თვალები იყურებიან სხვადასხვა მიმართულებით. ბავშვებში სიელმე შეიძლება განვითარდეს 2-3 წლის ასაკში.

მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
·         შორსმხედველობის, ახლომხედველობის ან ასტიგმატიზმის შედეგი;
·         თვალის ტრავმები;
·         დამბლა ან პარეზი;
·         თვალის მამოძრავებელი კუნთების განვითარების ანომალია;
·         ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადება;
·         სტრესი;
·         ინფექციური დაავადებები;
·         თვალების ზედმეტად დატვირთვა.

სიმპტომები
ძირითადი სიმპტომებია:
·         თვალების არასიმეტრიული მდებარეობა;
·         გაორება თვალებში.
·         თვალების მოჭუტვა;
·         ობიექტზე ყურებისას გადახრა ან თავის მიბრუნება.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ოფთალმოლოგი, რისთვისაც საჭიროა:
·         სპეციალური ცხრილებით ტესტირება;
·         სიელმის კუთხის განსაზღვრა;
·         თვალის მოძრაობის გამოკვლევა ყველა მიმართულებით.
ასევე შესაძლოა საჭირო გახდეს ნევროლოგის კონსულტაცია.

მკურნალობა
სიელმის მკურნალობა მოიცავს:
·         ოპტიკურ კორექციას;
·         აპარატულ პროცედურებს;
·         ორთოპტიკურ და დიპლოპტიკურ მკურნალობას;
·         ქირურგიულ ჩარევას.

საშიშროება
დროული მკურნალობის გარეშე სიელმე იწვევს ბინოკულარული მხედველობის დაკრგვას.

პროფიალქტიკა
რეკომენდირებულია:
·         მხედველობის დატვირთვის წესების დაცვა;
·         ოკულისტთან კონსულტაციის გავლა;
·         თვალის დაავადებების დროული მკურნალობა.

თვალთვალის მანია – ფსიქიკური დაავადება, რომელსაც ახასიათებს ადამიანის მხირად მუდმივი შიში, რომ ვიღაც უთვალთვალებს

თვალთვალის მანია – ფსიქიკური დაავადება, რომელსაც ახასიათებს ადამიანის მხირად მუდმივი შიში, რომ ვიღაც უთვალთვალებს, მუდმივად მოუსვენრად არის და საეჭვო ქცევები აქვს. როგორც ბოდვის სხვა სახეობები, ესეც მიეკუთვნება სიგიჟის ნიშნებს.

მიზეზები
დაავადების წრამოშობის ზუსტი მიზეზები დაუდგენელია. ექიმები ვარაუდობენ, რომ მიზეზები შეიძლება იყოს:
·         გენეტიკური მიდრეკილება;
·         ცენტრალური ნერვული სისტემის მუშაობის მოშლა;
·         ფსიქოლოგიური ტრავმები;
·         ალკოჰოლით მოწამვლა;
·         მედიკამენტებით მოწამვლა;
·         თავის ტვინის დაზიანება;
·         სტრესული აშლილობა.

სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს:
·         პაციენტს აქვს მუდმივი განცდა, რომ ვიღაც უთვალთვალებს და ემუქრება;
·         თვითიზოლაციისკენ მიდრეკილება;
·         ჩაკეტილობა;
·         უნდობლობა ადამიანების მიმართ;
·         ძილის წინ შიშის გამო უძილობა;
·         აგრესიისა და შიშის შეტევები;
·         საეჭვო ქცევები;
·         მუდმივი დაძაბულობა.

დიაგნოსტიკა
დაავადების მკურნალობის დასადგენად დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ფსიქოთერაპევტი, რომელიც ჯერ გაესაუბრება პაციენტს და ნიშნავს შემდეგ გამოკვლევებს:
·         თავის ტვინის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია;
·         თავის ტვინის რენტგენოგრაფია;
·         ელექტროენცეფალოგრაფია.

მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
·         ელექტროშოკურ თერაპიას;
·         დამამშვიდებელ პრეპარატებს;
·         ტრანკვილიზატორებს;
·         ფსიქოტროპულ პრეპარატებს;
·         ფსიქოთერაპიას.

საშიშროება
დროული მკურნალობის არარსებობამ შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი სახის გართულებები:
·         შიზოფრენია;
·         პარანოია;
·         დეპრესია;
·         საკუთარი თავისა და სხვებისთვის ზიანის მიყენება.

რისკის ჯგუფი
·         მემკვიდრეობითი მიდრეკილების მქონე ადამიანები;
·         თავის ტრავმების ან თავის ტვინზე ოპერაციის გადამტანი ადამიანები;
·         ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებების მქონე ადამიანები.

პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         ექიმ-ფსიქოთერაპევტთან კონსულტაცია;
·         თავის ტრავმებისგან თავის დაცვა;
·         ნარკოტიკებისა და ჭარბი ალკოჰოლის მიღებაზე უარის თქმა;
·         აქტიური ცხოვრების სტილის ქონა.

სასხსრების კოქსართროზი – საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის სერიოზული დაავადება

სასხსრების კოქსართროზი – საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის სერიოზული დაავადება. აღინიშნება მენჯ-ბარძაყის სახსრის დაზიანება. სტატისტიკის მიხედვით, სწორედ კოქსართროზი შეადგენს საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებათა 39-48%-ს. დაავადება ვითარდება 50 წლის შემდეგ.

მიზეზები
·         თეძოების თანდაყოლილი ამოვარდნილობა;
·         თეძო-ბარძაყის სახსრის დისპლაზია;
·         თეძოს ძვლის თავის ასეპტიკური ნეკროზი;
·         თეძო-ბარძაყის სახსრის ტრავმები;
·         ოსტეომიელიტი.

სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:
·         დაზიანებულ სახსარში ტკივილი;
·         მუხლების ტკივილი;
·         საზარდულის ტკივილი;
·         სუნთქვის გართულება;
·         კოჭლობა;
·         ქვედა კიდურების დამოკლება;
·         სისუტე კიდურებში.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტკას ატარებს ექიმი-ორთოპედი და ნიშნავს:
·         კლინიკურ დათვალიერებას;
·         კომპიუტერულ ტომოგრაფიას;
·         მაგნიტო-რეზონანსულ ტომოგრაფიას;
·         სახსრების რენტგენს.

მკურნალობა
მკურნალობა მოიცავს:
·         ტკივილების მოხსნა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით;
·         სისხლის გამაფართოვებელი პრეპარატების დახმარებით სისიხლის მიმოქცევის პროცესის გაუმჯობესება;
·         სპაზმირებული კუნთების მოსადუნებლად გამოიყენება მიორელაქსანტები;
·         რეგენერაციის პროცესის სტიმულაციისთვის გამოიყენება ქონდროპროტექტორები;
·         ძლიერი ტკივილის დროს გამაყუჩებელი პრეპარატების დანიშნვა;
·         ადგილობრივი თერაპია კომპრესების და მალამოების გამოყენებით;
·         ფიზიოთერაპია;
·         მანუალური თერაპია;
·         ღეროვანი უჯრედებით მკურნალობა;
·         ვარჯიში;
·         ზღვის წყალში ცურვა.
მესამე ხარისხის კოქსართროზის მკურნალობა რეკომენდირებულია ქირურგიული ჩარევით, რომლის დროსაც ხდება თეძო-ბარძაყის სახსრის ენდოპროთეზირება.

საშიშროება
დაავადებისას ყველაზე დიდი საშიშროება არის ორგანიზმის სამოძრაო ფუნქციის დარღვევა. ასე რომ არ მოხდეს საჭიროა სპეციალისტთან ვიზიტი და მკურნალობის ჩატარება.

პროფილაქტიკა
·         50 წლის შემდეგ მძიმე ფიზიკური დატვირთვისგან თავის დაცვა;
·         ენდოკრინოლოგთან რეგულარული ვიზიტი;
·         რეგულარული ცურვა.

თვალის ბადურას დაშლა

თვალის ბადურას დაშლა – თვალის ბადურის გარსის დაავადება, რომელსაც ახასიათებს ბადურის გამოყოფა მისი თანმხლები სისხლძარღვოვანი გარსისგან.
განვითარების ხასიათის მიხედვით გამოიყოფა:
·         ბადურას რეგმატოგენური დაშლა;
·         ბადურად ტრავმატული დაშლა;
·         ბადურას მეორადი დაშილა.

მიზეზები
დაავადების გამომწვევი ძირითადი მიზეზებია:
·         ქალა-თავის ტრავმები;
·         ზედმეტი ფიზიკური დატვირთვა;
·         თვალის ტრავმები;
·         ჰიპერტონიული დაავადება;
·         ანემია;
·         დიაბეტური რეტინოპათია.

სიმპტომები
დაავადებისთვის დამახასიათბელია:
·         თვალებში ნაპერწკლების, ზიგზაგისებური ხაზიების, შავი წერტილების გაჩენა;
·         თვალების ძლიერი ტკივილი;
·         მხედველობის სწრაფი დაქვეითება;
·         სიელმე.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი ოფთალმოლოგი. მკურნალობის დასადგენად საჭიროა:
·         თვალის შიდა წნევის ცვლილება;
·         პერიმეტრია;
·         ფერებზე ტესტირება;
·         ბიომიკროსკოპია;
·         ოფთალმოსკოპია;
·         თვალის ულტრა-ბგერითი სკანირება;
·         თავლის ულტრა-ბგერითი ბიომიკროსკოპია;
·         ელექტროოკულოგრაფია.

მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
·         ექსტრასკლერალური პლომბირება;
·         სკლერის ბალონირება;
·         ვიტრექტომია;
·         დაშლილი ნაწილის კრიოკოაგულაცია;
·         ბადურას ლაზერული კოაგულაცია.

საშიშროება
უყურადღებობით გამოწვეული გართულებები შეიძლება გახდეს შემდეგი სახის დაავადებების განვითარების მიზეზი:
·         თვალის კაკლის ჰიპოტონია;
·         თვალის კაკლის სუბატროფია;
·         ქრონიკული ირიდოციკლიტი;
·         მეორადი კატარაქტა;
·         სრული სიბრმავე.

პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია
·         ოკულლისტთან შემოწმების რეგულარულად გავლა;
·         ვიტამინებით მდიდარი საკვების გამოყენება;
·         თავისა და თვალის ტრავმებისგან თავის დაცვა;
·         კომპიუტერთან მუშაობის წესების დაცვა (დამცავი სათვალის გამოყენება და ყოველ 45 წუთში თვალების დასვენება);
·         მხედველობის გასაუმჯობესებელი ვიტმინების შემცველი პრეპარატების მიღება.

თირკმელების პოლიკისტოზი

#post_seo_title

თირკმელების პოლიკისტოზი წარმოადგენს მძიმე მემკვიდრეობით დაავადებას, რომლის დროს თირკმელებში ვითარდება მრავლობითი კისტები.

მიზეზები
თირკმლის კისტები ჩნდება აწეული პროლიფერაციის და ნეფრონების გამფილტრავი ეპითელისს დიფერენციაციის დარღვევით.

სიმპტომები
·         წელის არეში ტკივილი;
·         პოლიურია, შეშუპება, არტერიული წნევის აწევა;
·         პირის სიმშრალე, წყურვილი, თავის ტკივილი;
·         ორგანიზმის გამოშორბა, გულის რევა, ღებინება.

დიაგნოსტიკა
·         პოლიკისტოზის დიაგნოსტიკა ხდება პალპაციისა და ულტრა-ბგერითი გამოკვლევის შედეგად. გადიდებული თირკმელების პალპაცია გაცილებით იოლია.
·         სისხლშ განისაზღვრება ანემია, კრეატინის დონე.

მკურნალობა
კონკრეტული მეთოდი კისოტზის სამკურნალოდ არ არსებობს, აღნიშნული პროცესი მოიცავს მისი შემცველი სითხის პუნქციით, ხშირად ავადმყოფები საჭიროებენ მუდმივ ჰემოდეალიზს და დონორული ორგანოს გადანერგვას.

დიეტა
·         მკურნალობის დროს გამოიყენება დიეტა № 7.
·         იზღუდება ცილების, მარილების, გაზიანი სასმელის და მინერალური წყლის, კონსერვების, ცხიმიანი ხორცის და წვნიანების მიღება.
·         რეკომენდირებულია რძის პროდუქტები, უცხიმო ხორცეული, მოხარშული ბოსტნეული.

საშიშროება
პოლიკისტოზი მთავრდება თირკმლის უკმარისობით.

რისკის ჯგუფი
ადამიანები, ვისაც სანათესაოში ჰყავს მსგავსი დაავადების მქონე ადამიანები.

პროფილაქტიკა
პროფილქტიკის კონკრეტული ფორმა არ არსებობს. პრაქტიკაში მიღებულია დონორი ორგანოს გადანერგვა.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

თირკმლის უკმარისობა

თირკმლის უკმარისობა  – პათოლოგიური სინდრომი, რომელსაც ახასიათებს თირკმელების ფუნქციის ნაწილობრივი ან სრულად შეჩერება.

მიზეზები
·         თირკმლის ქსოვილების ნეკროზი;
·         თირკმლის ქსოვილების დაავადებები;
·         შარდმდენი გზების გაჭედვა;
·         შარდმდენი პრეპარატების ხშირი გამოყენება;
·         ორგანიზმის გაუწყლოება;
·         მწვავე დამწვრობები;
·         ავთვისებიანი არტერიული ჰიპერტენზია;
·         მუცლის ღრუს ორგანოებზე ოპერატიული ჩარევა.

სიმტომები
·         გამოყოფილი შარდის რაოდენობის შემცირება;
·         კიდურების დასიება;
·         გულის რევა, ღებინება;
·         გულის რითმის დარღვევა;
·         ცნობიერების დაქვეითება ან გააქტიურება.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ნეფროლოგი, რისთვისაც საჭიროა:
·         სისხლის საერთო ანალიზი;
·         შარდის კლინიკური ანალიზი;
·         ექსკრეტორული უროგრაფია;
·         თირკმელების ულტრა-ბგერითი სკანირება;
·         ანგიოგრაფია;
·         თირკმელების კომპიუტერული ტომოგრაფია;
·         დინამიური ნეფროსცინტიგრაფია.

მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
·         პლაზმოფარეზს;
·         სისხლის გადასხმას;
·         ანტიშოკურ ღონისძიებებს;
·         ცილოვანი ხსნარების შეყვანას;
·         მენჯის პუნქციას;
·         თირკმლის შეშუპების პრობლემის მოხსნას.
ქრონიკული ფორმისას საჭიროა:
·         დიეტოთერაპია;
·         ქირურგიული ჩარევა.

დიეტა
მკურნალობის დროს საჭიროა რაციონიდან შემდეგი პროდუქტების ამოღება:
·         მსუყე წვნიანები და ხორცეული;
·         სოუსები;
·         მჟაუნას და პურინის მჟავას შემცველი პროდუქტები.

საშიშროება
აუცილებელი მკურნალობის არარსებობისას შეიძლება განვითარდეს შემდეგი პრობლემები:
·         ფილტვების შეშუპება;
·         ანემია;
·         ცენტრალური ნერვული სისტემის მუშაობის დარღვევა;
·         ჰიპერკალიმია;
·         პერიკარდიტი;
·         იმუნური სისტემის გაუარესება;
·         კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობის დარღვევა;
·         ძვლის ქსოვილების დაშლა.

პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         ტრავმების, დამწვრობის, მოყინვისას ექიმთან მისვლა;
·         თირკმელების დაავადებების დროული მკურნალობა;
·         უროლოგის და ნეფროლოგის პერიოდული კონსულტაცია.

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights