ოთხშაბათი, მაისი 13, 2026

მიხელ სარჯველაძე აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიასთან ერთად, აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა.

მინისტრი მედიკამენტ „ვოსორიტიდით“ აქონდროპლაზიის სამკურნალო პროგრამის მიმდინარეობას გაეცნო. მიხეილ სარჯველაძემ მშობლებისგან მიიღო ინფორმაცია მკურნალობის პროცსეში, ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს პროგრამის განხორციელების ცალკეულ ასპექტებზე და მის შემდგომ განვითარებაზე.

მედიკამენტ „ვოსორიტიდით“ აქონდროპლაზიის სამკურნალო პროგრამა 2023 ნოემბერში ამოქმედდა და მასში პირველ ეტაპზე 6 ბენეფიციარი ჩაერთო. უახლოეს დღეებში, პროგრამას კიდევ 5 ბენეფიციარი დაემატება.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi

ქალაზიონი: ჯიბლიბო თუ რამე სხვა – როგორ ვლინდება, როდის მივმართოთ ექიმს…

ჯიბლიბო ყველასთვის ნაცნობი პრობლემაა. არაესთეტიკურთან ერთად ის მტკივნეულიცაა. არსებობს ქუთუთოს კიდევ ერთი დაავადება  – ქალაზიონი. მისი სახელი ცოტას თუ გაუგონია. მოურჩენელი, ქრონიკული ჯიბლიბო კი სინამდვილეში სხვა არაფერია, თუ არა ქალაზიონი.

მოდი, გავიგოთ, რა არის ქალაზიონი, რით განსხვავდება ჯიბლიბოსგან და როგორ უნდა მოვიქცეთ ქუთუთოს ამ დაავადების დროს.

რა არის ქალაზიონი
ქუთუთოში, წამწამების უკან, მეიბომის ჯირკვლები მდებარეობს.  მათში ცხიმოვანი სითხე გამომუშავდება, რომელიც თვალს პოხავს. უმეტესად სწორედ ამ ჯირკვლების ანთების შედეგია ჯიბლიბოც და ქალაზიონიც. ჯიბლიბო შესაძლოა განვითარდეს ბლეფარიტის (ქუთუთოს ანთების) ფონზეც.

ჯიბლიბო მწვავე პროცესია, ქალაზიონი კი ცხიმოვანი ჯირკვლების ქრონიკული ანთება. ამ დროს ქუთუთოზე მცირე ზომის გამობერილობა ჩნდება, რისი მიზეზიც მეიბომის ჯირკვლების დახშობა და სითხის შეგუბებაა.

ჯიბლიბო შესაძლოა ქუთუთოს გარეთაც განვითარდეს (ამ დროს ის მუწუკს მოგვაგონებს) და შიგნითაც. უმეტესად სწორედ შიგნითა ჯიბლიბო გადაიზრდება ქალაზიონში: სიწითლე და შეშუპება გაივლის, მაგრამ ჯირკვალი შეგუბებული სითხისგან ვერ იცლება და მასში მცირე ზომის კვანძი წარმოიქმნება. სწორედ ეს გახლავთ ქალაზიონი. ზოგჯერ კი ამ უკანასკნელს შეცდომით ჯიბლიბოდ ნათლავენ, ვინაიდან  საწყის ეტაპზე მათი ერთმანეთისგან გარჩევა არც ისე ადვილია.

როგორ ვლინდება
თავდაპირველად ქალაზიონი შესაძლოა ვერც კი შეამჩნიოთ, რადგან ტკივილი არ ახასიათებს. პროცესის პროგრესირების კვალდაკვალ ქუთუთო შუპდება, წითლდება, ზოგჯერ რბილდება კიდეც. თუ ქალაზიონი დიდი გაიზარდა, შესაძლოა თვალს მიაწვეს და მხედველობის  დაბინდვა გამოიწვიოს.

დიაგნოზი
დიაგნოზის დასმა ძნელი არ არის – დამახასიათებელი კლინიკური სურათი, ანამნეზი და ქუთუთოების დათვალიერება საკმარისია. იშვიათად ქალაზიონს ჰგავს ქუთუთოს კანის კიბოც. თუ გასინჯვისას ექიმს ავთვისებიან დაავადებაზე გაუჩნდა ეჭვი, ბიოფსიას დანიშნავს.

როდის მივმართოთ ექიმს
უმჯობესია, ნებისმიერ საეჭვო შემთხვევაში ექიმთან მიბრძანდეთ – თვალი იმდენად სათუთია, რომ მასზე ექსპერიმენტების ჩატარება არ ღირს. არც მკურნალობის ხალხური მეთოდების გამოყენებაა მიზანშეწონილი. განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ, თუ ქუთუთოზე წარმონაქმნი, მიუხედავად მკურნალობისა,  იზრდება ან ამ არეზე წამწამები ცვივა.

როგორ მკურნალობენ
ხშირად ქალაზიონი დაახლოებით ერთ თვეში თავისთავად გაივლის. არცთუ იშვიათად თავად იკურნება ჯიბლიბოც. საჭიროების შემთხვევაში კი ექიმი მალამოს ან თვალის წვეთებს გამოგიწერთ.

უსიამოვნო სიმპტომების მოსახსნელად სპეციალისტები გვირჩევენ, დღეში ოთხჯერ მაინც ქუთუთოზე 10-15 წუთით ცხელი საფენი დავიდოთ. გამოიყენეთ ისეთი ტემპერატურის წყალი, რომელშიც კომფორტულია ხელის მოთავსება (ცხელი, მაგრამ არა იმდენად, რომ დაგწვათ). კომპრესი დაარბილებს გამაგრებულ შიგთავსს, რომელიც ჯირკვლის სანათურს ახშობს და სითხის დრენირებას შეუწყობს ხელს.

არ დააწვეთ და არ მოუჭიროთ ქალაზიონს! მისი გამორწყვა არ შეიძლება! ამით არათუ ვერ მოირჩენთ ანთებას, არამედ გაირთულებთ კიდეც საქმეს.

თუ ქალაზიონი იზრდება და დიდხანს არ რჩება, ქირურგიულ მკურნალობას მიმართავენ. შედეგი უმეტესად ძალიან კარგია.  ოპერაცია მარტივია და რამდენიმე წუთს გრძელდება. თანამედროვე მიდგომით, მანიპულაცია ისე ტარდება, რომ კანზე ნაწიბური არ დარჩეს.

თუმცა შესაძლოა, კანი თავად ქალაზიონმა დააზიანოს. არც ის არის გამორიცხული, ქალაზიონის ადგილას წამწამები გაგცვივდეთ. ეს გართულებები შედარებით იშვიათია – უფრო დაავადების რეციდივია მოსალოდნელი. ამიტომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჰიგიენას: ხელები ხშირად უნდა იბანოთ, ერიდოთ ხელით თვალების სრესას, დაბინძურებულ წყალსატევში ბანაობას და სხვა – ეს ყველაფერი ქალაზიონისა და ჯიბლიბოს გაჩენის ალბათობას ზრდის.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi

„ბარიატრიული ოპერაცია არ არის პლასტიკური ქირურგია – ვეღარასდროს იქნები ისეთი, როგორიც მანამდე“ – გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტმა, ექიმმა, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელმა საქართველოში გიორგი ფხაკაძემ სოციალურ ქსელში წამოჭრა საკითხი ბარიატრიული ქირურგიის შესახებ, რისკებსა და გასათვალისწინებელი ფაქტორების შესახებ ისაუბრა.

„სამწუხაროდ, დაწესებულებები იყენებენ ყველანაირ პიარხრიკებს და ცნობილ თუ არაცნობილ ადამიანებს უკეთებენ ოპერაციებს უფასოდ.

ბარიატრიული ოპერაცია ეს არ არის პლასტიკური ქირურგია. ეს არის ძალიან რთული ოპერაცია, ახლავს ძალიან ბევრი გართულება. ოპერაციის წინ უნდა იყოს ფსიქოლოგის დასკვნა. ფსიქოლოგმა უნდა აუხსნას პაციენტს, რომ ოპერაციის შემდეგ, თუ რომელ საკვებს ვერ მიიღებს და რას ვერ გააკეთებს. მთელი ცხოვრება უნდა მიიღონ ვიტამინები, სხვადასხვა დანამატები და მინერალები. ყოველ 6 თვეში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია“, – ამბობს იორგი ფხაკაძე.

მისი თქმით, 2022 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ხდება ძვლების გამოფიტვა. ოპერაციის შემდეგ, შესაძლოა, ქრონიკული დაავადებები გართულდეს. ამას არავინ ამბობს.

როგორც გიორგი ფხაკაძემ აღნიშნა, არ დაასახელებს კლინიკებს, სადაც არაფერი არ გამოსწორდა. საქართველო დიდი გამოწვევის წინაშე დგას. ჯანდაცვის კუთხით კიდევ უფრო მეტი პრობლემა ჩნდება

„კუჭის ოპერაციის შემდეგ, შშმ პირი ხდები… ვეღარასდროს იქნები ისეთი, როგორიც მანამდე” – გიორგი ფხაკაძე ქართველ კოლეგებს და საზოგადოებას მიმართავს და ის ბარიატრიული ქირურგიის რისკებზე და საფრთხეებზე საუბრობს.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე სწორედ ამ საკითხზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ბარიატრიული ოპერაცია, ანუ კუჭის ამოჭრის ოპერაცია არის კატასტროფა.

გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ: „საქართველო დიდი გამოწვევის წინაშე დგას. ჯანდაცვის კუთხით კიდევ უფრო მეტი პრობლემა ჩნდება. ეს ეხება ოპერაციებს.

“ბარიატრიული ოპერაცია, ანუ კუჭის ამოჭრის ოპერაცია არის კატასტროფა.  30 დღის განმავლობაში 100 კაციდან 2 კვდება. ეს არის მეცნიერული სტატისტიკა. ამ ოპერაციას გააჩნია პრობლემები: – ის ვიტამინები, რკინები და მინერალები, რაც კვებით უნდა მიიღოს ორგანიზმმა, კუჭიდან ვერ ხდება მისი ათვისება. ამიტომ უწევთ ნემსების გაკეთება… არავინ ამბობს, რამდენად საშიშია ეს ოპერაციები. ამ ოპერაციიდან 30 დღეში ყოველი 50-ე ადამიანი კვდება…“ – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

გიორგი ფხაკაძემ ხაზი გაუსვა ოპერაციის შეუქცევად რისკებს და თქვა, რომ ის არ უნდა ჩატარდეს, თუ ეს არ არის აუცილებელი. პაციენტები, რომლებიც განიხილავენ წონის დაკლების ოპერაციას, უნდა გაითვალისწინონ  ოპერაციის შემდგომი პრობლემები. პაციენტებმა ბარიატრიული ოპერაცია, ანუ კუჭის ამოჭრის ოპერაცია სასურველია გაიკეთონ თავიანთივე ქვეყნებში.

„ბარიატრიული ოპერაცია გაიკეთე საქართველოში! (არა თურქეთში)

სჯობს, საერთოდ არ გაიკეთო, თუ BMI -35-ზე ნაკლები გაქვს“ – ამბობს გიორგი ფხაკაძე.

კუჭის ოპერაციის შემდეგ, ბოლო ერთ თვეში, 3 ქართველი დაიღუპა. სამივემ თურქეთში გაიკეთა ოპერაცია.

ნახეთ ვიდეო

ბარიატრიული (წონის დაკლების) ქირურგია – ღია დისკუსია… ბევრი კითხვა, ბევრი პასუხი და ბევრი არგუმენტი!..

კვლევა – თვალის გუგებზე დაკვირვებით, გულის უკმარისობით გარდაუვალი სიკვდილის დადგენა შეიძლება

ექიმებმა  დაადგინეს, რომ თუ გუგები პატარავდება, გულის უკმარისობით სიკვდილის ალბათობა იზრდება.

კიტასატოს საუნივერსიტეტო საავადმყოფოს მკვლევრები დარწმუნებულნი არიან, რომ ადამიანების თვალებს შეუძლიათ იწინასწარმეტყველონ მათი მოახლოებული სიკვდილი, გულის უკმარისობის გამო. კვლევის შედეგები გამოქვეყნდა კარდიოლოგიისადმი მიძღვნილ ერთ-ერთ ცნობილ ევროპულ პუბლიკაციაში.

მეცნიერებმა შეისწავლეს 870 პაციენტის გუგის ზომა და შემდეგ ორი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ მათ.  კვლევის შედეგად მათ დაადგინეს, რომ გულის უკმარისობით დაავადებული ადამიანები, რომელთაც პატარა გუგები ჰქონდათ, 2-ჯერ უფრო ხშირად იღუპებოდნენ, ვიდრე ისინი, ვისაც დიდი გუგები აქვთ.

გარდა ამისა, პაციენტები პატარა გუგებით, დაბრუნდნენ კლინიკაში შემთხვევათა 50%-ში. მსხვილი გუგებით კი 28%.

კვლევის წამყვანი ავტორის, დოქტორი კოჰეი ნოზაკის თქმით, კვლევამ აჩვენა, რომ გუგების ანალიზი არის ახალი მეთოდი, რომელიც დაგეხმარებათ სიკვდილის ან შემდგომი ჰოსპიტალიზაციის მაღალი რისკის მქონე პაციენტების იდენტიფიცირებაში. ეს ხელს უწყობს დროულ ჩარევას და გავლენას ახდენს პერსპექტივაზე.

გარდა ამისა, იაპონელმა მეცნიერებმა ასევე აღნიშნეს, რომ გუგებზე დაკვირვება სხვა დაავადებების დიაგნოსტირებისთვისაც გამოიყენება. მაგალითად, ალცჰაიმერის დაავადება.
ქრონიკული ფორმა ვითარდება ხანგრძლივი დროის განმავლობაში. იგი ხასიათდება შემდეგი სიმპტომებით:

ქოშინი;
შეშუპება;
დაღლილობა და ა.შ.
გულის უკმარისობის გამო საავადმყოფოში მოთავსებული ადამიანების 45%-მდე იღუპება ჰოსპიტალიზაციის შემდეგ ერთი წლის განმავლობაში. უმეტეს შემთხვევაში, ადამიანები იღუპებიან ჰოსპიტალიზაციის შემდეგ 5 წლის განმავლობაში.

ამიტომ, ნოზაკის აზრით, ძალზე მნიშვნელოვანია ისეთი მეთოდების მოძიება, რომლითაც შესაძლებელი იქნება პაციენტების იდენტიფიცირება, რომლებიც დიდი ალბათობით დაიღუპებიან ან დაბრუნდებიან კლინიკაში. თქვენ შეგიძლიათ შეამციროთ გულის უკმარისობის რისკი არა მხოლოდ ფიზიკური აქტივობით, არამედ მარილის მიღების შეზღუდვით დღეში არაუმეტეს 5 გრამით.

თავის ტკივილი ნერვული სისტემის ყველაზე გავრცელებული სამედიცინო პრობლემაა

Consilium Medulla • კონსილიუმ მედულას  სპეციალური შეთავაზება:

თავის ტკივილი ნერვული სისტემის ყველაზე გავრცელებული სამედიცინო პრობლემაა, რომელიც ფიზიკური ტკივილის გარდა, ადამიანის ცხოვრების ხარისხზე უარყოფით გავლენას ახდენს. როგორც წესი, ტკივილი 30 წუთიდან რამდენიმე საათამდე გრძელდება, თუმცა ზოგჯერ შესაძლებელია რამდენიმე დღეც კი გაგრძელდეს.

თავის ტკივილის დროს განსაკუთრებით საყურადღებო სიმპტომებია:
ტკივილის ხასიათის ცვლილება, როდესაც თავის ტკივილი განსხვავდება ადრე არსებული ტკივილებისგან;
თავის უეცარი, მწვავე ტკივილი და კისრის კუნთების რიგიდობა (დაჭიმულობა, როდესაც თავის დახრა მტკივნეული და შეუძლებელია);
თავის ძლიერი ტკივილი და მაღალი სიცხე, გულისრევის შეგრძნება, პირღებინება;
თავის ტკივილი, რომელსაც თან ახლავს ცნობიერების არევა, სისუსტე ან/და მხედველობის გაორება;
თავის ტრავმის შემდეგ აღმოცენებული ტკივილი;
თავის ტკივილი და სხეულის რომელიმე ნაწილში სისუსტე ან მგრძნობელობის დაქვეითება – ეს შესაძლოა ინსულტზე მიანიშნებდეს;
კრუნჩხვებთან დაკავშირებული თავის ტკივილი;
მუდმივი ტკივილის აღმოცენება, როცა მანამდე ეს პრობლემა საერთოდ არ არსებობდა, განსაკუთრებით 50+ ასაკში.
აღნიშნული სიმპტომების არსებობის შემთხვევაში დროულად უნდა მიმართოთ ექიმს.
18 მარტიდან 18 აპრილამდე “კონსილიუმ მედულაში” შეგიძლიათ ისარგებლოთ კლინიკის ნევროლოგთა უფასო კონსულტაციით.
მიჰყევით ბმულს და დარეგისტრირდით უფასო კონსულტაციაზე: https://shorturl.at/bmxY6
ან დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის ნომერზე: (032) 212 20 02

სიმსუქნისგან გამომდინარე ახალი საშიშროება

კორკის საუნივერსიტეტო კოლეჯის მეცნიერებმა აღმოაჩინეს სიმსუქნისგან გამომდინარე ახალი საშიშროება – დაადგინეს ჭარბი წონის დროს მოსალოდნელი დეპრესიის მტკიცებულება შუახნის და ხანდაზმულ ადამიანებში, სხვა დაავადებებისა და ცხოვრების სტილის ფაქტორებისგან დამოუკიდებლად. ამის შესახებ ნათქვამია ჟურნალ PLOS ONE-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.

მკვლევრებმა გააანალიზეს 1800-ზე მეტი ზრდასრული მოხალისის ჯანმრთელობის მონაცემები, შეადარეს სხეულის მასის ინდექსი (BMI) ფსიქიკური ჯანმრთელობის მაჩვენებლებთან. 46-დან 73 წლამდე ასაკის თითოეულმა მონაწილემ, საკუთარ სამედიცინო ჩანაწერებზე ნბა დართო მკვლევრებს. ჰემოგლობინისა და გლუკოზის დონის შესამოწმებლად სისხლის ანალიზის ჩაბარების წინა ღამეს ისინი ასევე არ ღებულობდნენ საკვებს. წონა, სიმაღლე და წელის გარშემოწერილობა ასევე გაზომეს BMI-ს გამოსათვლელად.

ექსპერტებმა დაადგინეს და აღწერეს BMI-სა და ჯანმრთელობის გაუარესების გრძნობას შორის კავშირი. ეს კორელაცია უფრო დამახასიათებელი იყო ქალებისთვის, ვიდრე მამაკაცებისთვის. ვარაუდობენ, რომ სიმსუქნის მქონე ხანდაზმულებში ფსიქიკური ჯანმრთელობის დაქვეითება, სავარაუდოდ, დაკავშირებულია სოციალურ და ფიზიკურ ფაქტორებთან, მათ შორის სოციალურ სტიგმასთან, მითებთან და დისკრიმინაციასთან.
თუმცა, სიმსუქნე ასევე იწვევს ჯანმრთელობის პრობლემებს, მათ შორის სახსრებისა და ზურგის ტკივილს, ფიბრომიალგიას და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს.

წყარო:

რა სიმპტომები ახასიათებს მონონუკლეოზის სინდრომს, რა არის გამომწვევი მიზეზი…

მონონუკლეოზი ფართოდ გავრცელებული სინდრომია. ის მეტწილად მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის კლინიკური ნიშნებით ვლინდება, თუმცა იშვიათ შემთხვევაში მას საკმაოდ მწვავე სიმპტომები და გართულებები ახასიათებს.

როდის უნდა ვიეჭვოთ მონონუკლეოზის სინდრომზე და მივმართოთ სპეციალისტს? რა შემთხვევებში იწვევს ის გართულებებს და როდის არის საჭირო სამედიცინო ჩარევა? – ამ და სხვა თემებზე თოდუას კლინიკის ვერის ფილიალის ინფექციონისტი სოფიო ნემსაძე გვესაუბრა.

რა არის მონონუკლეოზის სინდრომის გამომწვევი მიზეზი?

მონონუკლეოზის სინდრომი გამოწვეულია ძირითადად ეპშტეინ-ბარის ვირუსით (EBV), თუმცა შესაძლებელია ასევე განვითარდეს სხვა ეტიოლოგიური აგენტებითაც, ესენია: ციტომეგალოვირუსი (CMV), აივ ინფექცია (HIV), ჰერპეს ვირუსი ტიპი 6 (HSV 6), ჰერპერს ვირუსი ტიპი 7 (HSV 7), B ჰეპატიტის ვირუსი (HBV), ასევე, ტოქსოპლაზმა (Toxoplasma).

რადგანაც მონონუკლეოზის  სინდრომი მეტწილად ეპშტეინ-ბარის ვირუსითაა განპირობებული, ჯობს, აქცენტი სწორედ მასზე გავაკეთოთ. აღსანიშნავია, რომ ზრდასრული მოსახლეობის 95% სეროპოზიტურია, რაც იმას ნიშნავს, რომ ექსპოზირებულია ვირუსთან. ინფიცირება ძირითადად ბავშვთა ასაკში ხდება და უმეტეს შემთხვევაში დაავადება ამ ასაკობრივ ჯგუფში მსუბუქი სიმპტომებით მიმდინარეობს. შესაძლებელია მშობელმა ვერც შეძლოს დიფერენცირება, მაგალითად, მსუბუქად მიმდინარე სეზონურ ვირუსულ რესპირატორულ ინფექციასთან. EBV ვირუსით ინფიცირება შესაძლებელია ზრდასრულ ასაკშიც მოხდეს, რა დროსაც სიმპტომები, როგორც წესი, მეტადაა კლინიკურად გამოხატული.

ეპშტეინ-ბარის ვირუსის გავრცელება ხდება ოროფარინგეალური სეკრეტით, ინფიცირებულ ადამიანთან მჭიდრო კონტაქტისას. ვირუსის გადაცემა მწვავე პერიოდიდან 6 თვემდე შეიძლება გაგრძელდეს.

რა სიმპტომები ახასიათებს მონონუკლეოზის სინდრომს?

მონონუკლეოზის სინდრომის ძირითადი ჩივილებია ცხელება, ფარინგიტი, ტონზილიტი, კისრის მიდამოს ლიმფადენოპათია (ლიმფური კვანძების გადიდება),  ასევე, შეიძლება პაციენტს აღენიშნოს სპლენომეგალია (ელენთის გადიდება) და გამოხატული ძლიერი საერთო სისუსტე. მას შეიძლება, ასევე, ახლდეს  ყელის ინტენსიური ტკივილი, მოთეთრო-მონაცრისფრო ნადები ტონზილებზე, პეტექიური გამონაყარი რბილ სასაზე. იშვიათად ვლინდება პოლიმორფული გამონაყარი კანზეც – ის შეიძლება იყოს მაკულოპაპულარული, ურტიკარიული ან პეტექიური. ადრე მიჩნეული იყო, რომ გამონაყარი ანტიბიოტიკის მიღებით იყო განპირობებული, თუმცა დღეს ვიცით, რომ ეს კლინიკური ნიშანი მედიკამენტის გარეშე მხოლოდ ვირუსულმა ინფექციამაც შეიძლება გამოიწვიოს.

რა გართულებები შეიძლება განვითარდეს მონონუკლეოზის სინდრომის დროს?

თავიდანვე მინდა აღვნიშნო, რომ მოსახლეობაში ეპშტეინ-ბარის ვირუსზე და მისით განპირობებულ მონონუკლეოზის სინდრომზე ხშირად წარმოდგენები უტრირებულია. ცხადია, ის, როგორც სხვა ვირუსული ინფექციური დაავადებები, გართულებებს იწვევს, ზოგჯერ საკმაოდ მძიმესაც, თუმცა ძალიან იშვიათად.

რაც შეეხება ძირითად გართულებებს, ვირუსული ინფექციის მწვავე პერიოდში შეიძლება მოხდეს ტონზილების ჰიპერტროფია ანუ გადიდება იმდენად, რომ სასუნთქი გზების ობსტრუქცია გამოიწვიოს. ასევე, არსებობს ელენთის რუპტურის (გასკდომის) შესაძლებლობა ელენთის გადიდების დროს. ამასთან ერთად, არსებობს ეპიდემიოლოგიური კვლევები, რომლებიც აკავშირებენ EBV-ს მომავალში ლიმფომის ან სხვა ონკოლოგიურ პათოლოგიების, ასევე, ავტოიმუნური დაავადებების (გაფანტული სკლეროზი, სისტემური წითელი მგლურა) განვითარებასთან, თუმცა ასეთი ასოციაციები დამატებითი კვლევის საგანია.

EBV-ის იშვიათ გართულებებში შედის ჰეპატიტი, გილიენ-ბარეს სინდრომი,  კრანიალური ნერვის პარეზი, ოპტიკური ნევრიტი. მან შესაძლოა გამოიწვიოს მენინგოენცეფალიტი და ასეპტიური მენინგიტიც. ძალიან იშვიათად ეპშტეინ-ბარის ვირუსი შეიძლება იყოს „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“ სინდრომის ტრიგერი. აქვე უნდა აღვნიშნოთ EBV ვირუსის ორი უკიდურესად იშვიათი და მძიმე გართულება – ჰემოფაგოციტური ლიმფოჰისტიოციტოზი და ქრონიკული, აქტიური EBV ინფექცია.

როდის უნდა მიმართოს პაციენტმა ექიმს და როგორ ხდება მონონუკლეოზის სინდრომის დიაგნოსტიკა?

ექიმთან ვიზიტი სასურველია იმ შემთხვევაში, თუ  ჩვენ მიერ  ზემოთ  ჩამოთვლილი სიმპტომები აღენიშნა პაციენტს. ასეთ დროს მნიშვნელოვანია დაავადების მიმდინარეობის სიმძიმის შეფასება და საჭიროებისამებრ, როგორც მკურნალობის საკითხის გადაწყვეტა, ისე ფიზიკური აქტივობის შეზღუდვის საჭიროების შეფასება. ექიმმა უნდა შეაფასოს ტონზილების ჰიპერტროფიის ხარისხი და განსაზღვროს ობსტრუქციის რისკები, ასევე, სპლენომეგალიის შემთხვევაში პაციენტს მისცეს შესაბამისი რეკომენდაციები.

ხშირად მნიშვნელოვანია, მოხდეს მონონუკლეოზის სინდრომის დიფერენცირება მსგავსი სიმპტომების მქონე სხვა დაავადებებთან, რათა სწორად დაიგეგმოს მართვა. მაგალითად, A ჯგუფის სტრეპტოკოკული ფარინგიტი კლინიკურად შეიძლება ჰგავდეს

EBV ინფექციას, თუმცა მნიშვნელოვნად განსხვავებულია ამ ორი ინფექციის მკურნალობა. თუკი პირველ შემთხვევაში ანტიბიოტიკოთერაპია ინიშნება,
ეპშტეინ-ბარის ვირუსის დროს ანტიბიოტიკების გამოყენება საჭირო არაა.

რაც შეეხება დიაგნოსტირებას, ის ხდება სისხლის ლაბორატორიული კვლევებით. ასევე, საჭიროებისამებრ ინიშნება ლიმფური სისტემის და მუცლის ღრუს ექოსკოპია.

როგორ ხდება მონონუკლეოზის სინდრომის მკურნალობა?

ეპშტეინ-ბარის ვირუსი ჰერპესვირუსების ჯგუფს მიეკუთვნება და არის თვითგანვლადი ინფექცია. თუმცა გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება საჭირო გახდეს მედიკამენტური ჩარევა, რა დროსაც გამოიყენება როგორც სიმპტომურ, ისე გლუკოკორტიკოსტეროიდული ჯგუფის პრეპარატები. ამ უკანასკნელის დანიშვნა აუცილებლად უნდა მოხდეს ექიმის დანიშნულებით, კონკრეტული პაციენტების ჯგუფში  და არა რუტინულად, ყველა მწვავე EBV-ის დროს.

მიხეილ სარჯველაძემ სოციალური მუშაკის სამუშაოს მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და მათ მხარდაჭერა აღუთქვა.

ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ, სოციალურ მუშაკებს, პროფესიული დღე- სოციალური მუშაობის მსოფლიო დღე მიულოცა.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში იმყოფებოდა, სადაც სააგენტოს მუშაობის სპეციფიკას გაეცნო, სოციალური მუშაკის სამუშაოს მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და მათ მხარდაჭერა აღუთქვა.
სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში, ქვეყნის მასშტაბით, დასაქმებულია 263 სოციალური მუშაკი. ისინი მომსახურებას უწევენ ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს და მათ ოჯახებს, ხანდაზმულებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე არასრულწლოვნებსა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს. სოციალური მუშაკები უდიდეს როლს ასრულებენ ადამიანების, საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებაში.

შესაძლებლობა გაქვთ ისარგებლოთ “კონსილიუმ მედულას” ნევროლოგთა პროფესიონალური დახმარებით სრულიად უფასოდ

Consilium Medulla • კონსილიუმ მედულას  სპეციალური შეთავაზება:
თავის ტკივილი ნერვული სისტემის ყველაზე გავრცელებული სამედიცინო პრობლემაა, რომელიც, ფიზიკური ტკივილის გარდა, ადამიანის ცხოვრების ხარისხზე უარყოფით გავლენას ახდენს.
მხოლოდ 18 აპრილამდე, ყოველ სამშაბათს და ოთხშაბათს, შესაძლებლობა გაქვთ ისარგებლოთ “კონსილიუმ მედულას” ნევროლოგთა პროფესიონალური დახმარებით სრულიად უფასოდ!
გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა და დაგეგმეთ უფასო კონსულტაცია დღესვე!
იჩქარეთ, ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.

კონსილიუმ მედულა ჩართულია აკრედიტაცია კანადას საერთაშორისო სამედიცინო აკრედიტაციის პროგრამაში.

ფიტნეს ტრეკერების პოპულარობის საიდუმლო – Რატომ გაიზარდა ფიტნეს ტრეკერების პოპულარობა

ფიტნეს ტრეკერების მზარდი გამოყენება და მათი სარგებელი

თუ ფიტნესი ან ჯანსაღი ცხოვრების წესი გიზიდავთ, ფიტნეს ტრეკერები თქვენი საუკეთესო მეგობარი შეიძლება გახდეს.

ისინი აკონტროლებენ:

  • გავლილ ნაბიჯებს;
  • მანძილს;
  • დამწვარ კალორიებს;
  • გულისცემას;
  • ძილს და ა.შ.

ფიტნეს ტრეკერები ტექნოლოგიური წინსვლის დიდი ნაწილია. ბოლო ათწლეულის განმავლობაში მისი გამოყენება განსაკუთრებით გაიზარდა და დღეს პროფესიონალი ათლეტები და უბრალოდ ვარჯიშის მოყვარულებიც საკუთარი შედეგების მონიტორინგისთვის აქტიურად იყენებენ.

ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ტრეკერებს შორის ყველაზე დიდი პოპულარობით სმარტ საათები სარგებლობს და ნავარაუდებია, რომ სეგმენტურად მისი წილი 2031 წლამდე 16.6%-ით გაიზრდება. ადამიანებში ჯანმრთელობისა და ფიტნესის კუთხით ცნობიერების დონის ზრდა, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში სმარტ საათების ინდუსტრიის ზრდას ხელს შეუწყობს.

ფიტნეს ტრეკერების პოპულარობის საიდუმლო

ბუნებრივია ისმის კითხვა, – Რატომ გაიზარდა ფიტნეს ტრეკერების პოპულარობა? ერთ-ერთი Მთავარი მიზეზი ის არის, რომ მომხმარებელს რაოდენობრივი მონაცემები/რიცხვები აინტერესებს და საკუთარი შედეგებისა და მიღწევების კონტროლი სიამოვნებს. გარდა ამისა, წინა ათწლეულებთან შედარებით, საკუთარი მონაცემების კონტროლი მაქსიმალურად მომხმარებელზეა მორგებული და მიზნების პერსონალიზაციის საშუალებას იძლევა.

ამასთან, ფიტნეს საათების ინტერაქციული ბუნება ვარჯიშს უფრო სახალისოს ხდის. მაგალითად, Ხანგრძლივი ჯდომის შემდეგ მრავალფუნქციური მოწყობილობა გახსენებთ, რომ ადგომის და მოძრაობის დროა. შეგიძლიათ დღიური აქტივობის მიზანიც დაისახოთ და მათი შესრულებით კმაყოფილება განიცადოთ. საკუთარი შედეგების მუდმივი გაუმჯობესებით კი თვითკმაყოფილების შეგრძნებაც იზრდება და, თეორიულად, თქვენი ჯანმრთელობის გაუმჯობესებისკენ პროაქტიულ ნაბიჯებსაც დგამთ.

წაიკითხეთ სრულა

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights