რა გამოწვევებია ჯანდაცვის სექტორში?
საქართველოში რომელია ყველაზე გავრცელებული სიმსივნეები – რა გამოკვლევები უნდა ჩავიტაროთ პრევენციის მიზნით?
„მოწევა, ალკოჰოლის ჭარბი მიღება, ცხოვრების არაჯანსაღი წესი რისკ-ფაქტორია. ყველაზე ხშირი სიმსივნე ფილტვის კიბოა. ვინც 10 წელზე მეტია, ეწევა, პოტენციურად ონკოლოგიური პაციენტია. მას აუცილებლად დაემართება სიმსივნე. სასურველია, მწეველმა წელიწადში 2-ჯერ კომპიუტერული ტომოგრაფია, დაბალი დოზირების რადიოლოგიური კვლევა ჩაიტაროს. პატარა კერა თუ მაინც აღმოჩნდა, შეიძლება ანთებითი იყოს და არ იყოს სიმსივნე, პაციენტს ეცოდინება, რომ ამ კერას ყურადღება სჭირდება“, – განაცხადა ილია გოცაძემ.
მისი თქმით, ძალიან ხშირი პრობლემა, ღვიძლის პირველადი სიმსივნეა.
„სამწუხაროდ, ჩვენთვის ეს აქტუალურია. ძალიან ბევრი პაციენტი გვყავს, ვისაც B და C ჰეპატიტი აქვს. ნამკურნალევი პაციენტი მაინც რისკ ჯგუფშია. შესაბამისად, ყველა პაციენტი, ვისაც ქრონიკული, ან კიდევ ნამკურნალევი აქვს, ჯობს წელიწადში რამდენჯერმე ღვიძლის ექოსკოპია გაიკეთოს“, – აღნიშნა ილია გოცაძემ.
„ქალბატონებში ნომერ პირველი ძუძუს კიბოა. 45 წლის მერე წელიწადში 2-ჯერ მამოლოგთან ვიზიტი აუცილებელია. საქართველოში სკრინინგ პროგრამაც არსებობს. სიმსივნის დამახასიათებელია, მისი აგრესიული თვისებები დროთა განმავლობაში იზრდება. ნაადრევ სტადიაზე თუ ამოიკვეთა, დიდი შანსია, რომ პაციენტმა ეს დაავადება დაამარცხოს. რაც უფრო დიდხანს არსებობს ადამიანის ორგანიზმში ნებისმიერი ლოკაციის სიმსივნე, მით უფრო საშიშია. მით უფრო იზრდება იმის ალბათობა, რომ მისი მიკრომეტასტაზები და მათი კონცენტრაცია გაიზარდოს და მთელ ორგანიზმში გავრცელდეს.
კოლორექტული კიბო, ანუ ნაწლავის სიმსივნე – 95% შემთხვევაში ეს სიმსივნე კეთილთვისებიანი პოლიპიდან გადაიზრდება. შესაბამისად, კოლონოსკოპია 40-45 წლის მერე მნიშვნელოვანია. ოჯახში ვინმე თუ არის ამით დაავადებული, კოლონოსკოპიის გაკეთება აუცილებელია. ამ პოლიპების ამოჭრა, 95%-ით სიმსივნის პრევენციაა.
რაც შეეხება კუჭის კიბოს – თუ პაციენტს აქვს ქრონიკული წყლული, გასტრიტი, ან დიდი ხნის განმავლობაში აქვს ქრონიკული გასტრიტის სხვადასხვა გამოვლინება, მაგალითად, გულძმარვა, ტკივილები, აქვს რეაგირება, მაგალითად, ჩვენს კლასიკურ ქართულ სამზარეულოზე, გასტროსკოპია, კონტროლი და მკურნალობა აუცილებელია.
ძალიან ბევრი გინეკოლოგიური დაავადების პრევენცია შეიძლება, განხორციელდეს, თუ ქალბატონები 45 წლის შემდეგ გინეკოლოგებს მიმართავენ. კონტროლი საჭიროა.
ნომერ პირველი მოწოდება, ქრონიკული დაავადებების მიხედვა და მკურნალობაა. სამწუხაროდ, უმეტეს შემთხვევაში, ქრონიკული დაავადება შესაძლოა, სიმსივნედ გაიზარდოს. პაციენტს თუ ქრონიკული გასტრიტი, ან ქრონიკული კოლიტი აქვს, ან პაციენტი ეწევა და აქვს ქრონიკული ფილტვის ანთება, ან ბრონქიტი, ყველაფერი ეს რისკ-ფაქტორებია. პაციენტის განათლებაზე, მის მზაობასა და რეალურ აღქმაზე ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული.
თუ დაავადება ადრეულ ეტაპზე აღმოჩნდა, რეალური შანსია, რომ გაიმარჯვოთ“, – განაცხადა ილია გოცაძემ.
#datashvil#drpkhakadze#sheniganatleba#sheniambebi #shenipulsi
ონკოლოგიის ეროვნული საბჭოს სხდომა გაიმართა – პროგრამები, რომლის ფარგლებშიც პაციენტებისთვის, მედიკამენტები, სხივური, ჰორმონო და ქიმიოთერაპიები, ასევე, ქირურგიული ოპერაციები ფინანსდება
ენდომორფული სხეულის ტიპის ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია პროტეინებით მდიდარი საკვების მიღება (კუნთების მომატებისათვის) და კალორიული საჭმლის შემცირება
ქალების სომატოტიპოლოგია
რა არის თქვენი სომატოტიპი?
1942 წელს ამერიკელმა ფსიქოლოგმა უილიამ შელდონმა გამოაქვეყნა წიგნი „ტემპერამენტის მრავალფერო- 82 ვნება“ (The Varieties of Temperament. A psychology of constitutional differences), რომელშიც სურდა დაემტკიცებინა კავშირი ადამიანის აღნაგობასა (პიროვნების სტრუქტურულ-სტატიკურ ასპექტსა) და ტემპერამენტს (პიროვნების დინამიკურ ასპექტს) შორის.
შელდონის აზრით, სულაც არ არის გასაკვირი მათ შორის კავშირის არსებობა, რადგან სტრუქტურა განსაზღვრავს ფუნქციას. სხეულის აგებულების კომპონენტების გამოსაყოფად შელდონმა გამოიყენა ე.წ. ანთროპოსკოპული მეთოდი:
მან 4000 სტუდენტს (გახდილს) გადაუღო სურათები ანფასში, პროფილში და ზურგიდან. შემდეგ, ამ ფოტოების დათვალიერების და გარკვეული კრიტერიუმის საფუძველზე ჩატარებული ანალიზის შედეგად, შეარჩია ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული სხეულის აგებულების ვერსიები. ასეთი სულ სამი სომატოტიპი აღმოჩნდა. პირველი ტიპი ხასიათდებოდა მრგვალი ფორმებით – ძალიან დიდი მუცლით, ჭარბი ცხიმით მხრებსა და თეძოებზე, დიდი, მრგვალი თავით, დიდი შინაგანი ორგანოებით, მოდუნებული ხელ-ფეხით, ცუდად განვითარებული კუნთოვანი და ძვლოვანი სისტემებით. ეს ადამიანები, ჩვეულებრივ, ჭარბწონიანები იყვნენ.
მეორე ტიპი გამოირჩეოდა განიერი მხარბეჭით, დაკუნთული ხელ-ფეხით, კანქვეშა ცხიმის მინიმალური რაოდენობით. მათზე ამბობდნენ, „გარეგნობა დამთრგუნველად ძლიერი აქვთო“.
მესამე ტიპისთვის დამახასიათებელი იყო სიგამხდრე, ვიწრო მხარ-ბეჭი და გულმკერდი, მაღალი შუბლი, წვრილი და გრძელი ხელ-ფეხი, სუსტად განვითარებული კუნთები, კარგად განვითარებული ნერვული სისტემა.
მათზე ამბობდნენ, „სუსტი, თხელი აღნაგობა და ბრტყელი მკერდი აქვთო“. შელდონმა პირველ ტიპს ენდომორფული უწოდა, მეორეს – მეზომორფული და მესამეს – ექტომორფული. ეს სახელები უკავშირდება ჩანასახის ფურცლებს. ბიოლოგიაში, იმ დროს გავრცელებული შეხედულების თანახმად, ენდოდერმიდან (ჩანასახის შიდა ფურცლიდან) ვითარდება შინაგანი ორგანოები; მეზოდერმიდან (ჩანასახის შუა ფურცლიდან) – ძვლები, კუნთები გული, სისხლძარღვები; ხოლო ექტოდერმიდან (ჩანასახის გარე ფურცლიდან) – თმა, ფრჩხილები, რეცეპტორები და ნერვული სისტემა.
თითოეულ სომატოტიპს შელდონმა რიცხვითი ინდექსი მიაკუთვნა. ამისათვის მან შვიდქულიანი შეფასების სკალა გამოიყენა, რომელშიც 1 შეესაბამებოდა ამ ტიპის მახასიათებლების ყველაზე მცირე მოცემულობას, ხოლო 7 – ყველაზე დიდს. ამრიგად, შელდონის მიხედვით, შეგვიძლია ყოველი კონკრეტული ინდივიდიდის სხეულის აგებულება სამი ციფრით შევაფასოთ, ანუ მათი სომატოტიპი დავადგინოთ. მაგალითად, ინდივიდი, რომლის სომატოტიპიც არის 4-6-1, ხასიათდება საშუალო ხარისხის ენდომორფული და მაღალი ხარისხის მეზომორფული აგებულებით და საერთოდ არ გააჩნია ექტომორფის თვისებები. ექტომორფს აქვს მაღალი და გამხდარი სხეული, ვიწრო მხრები და კუნთოვანი მასის დაბალი პროცენტული მაჩვენებე- 83 ლი. ზოგადად, ექტომორფული სხეულის ტიპის ადამიანებს აქვთ სწრაფი მეტაბოლიზმი და ადვილად იკლებენ წონაში.
თუმცა, მათ უფრო უჭირთ კუნთოვანი მასის მომატება. ამიტომ ექტომორფებს ურჩევენ კალორიების გაზრდას, ცილებისა და ჯანსაღი ცხიმების შემცველი საკვების მიღებას. ბოსტნეული, ხილი და მთლიანი მარცვლეული შეუწყობს წონის მატებას და კუნთების შენებას. სხეულის ტიპის მახასიათებლები ექტომორფული სხეულის ტიპის მქონე ადამიანებს აქვთ ასეთი ფიზიკური მახასიათებლები: y უფრო გამხდარი სხეული; y საშუალოზე ოდნავ მეტი სიმაღლე; y სხეულის ცხიმის ნაკლები პროცენტული მაჩვენებელი; y ქალებს, როგორც წესი, აქვთ ვიწრო თეძოები და პატარა მკერდი. ენდომორფი არის სხეულის ტიპი, რომელიც ხასიათდება უფრო დაბალი სიმაღლით და სხეულის ცხიმის მაღალი შემადგენლობით. როგორც წესი, ენდომორფებს ადვილად შეუძლიათ კუნთების მასის მომატება, მაგრამ ასევე აქვთ ნელი მეტაბოლიზმი, ცხიმის დაგროვების მაღალი ტენდენცია და უფრო რთულად იკლებენ წონაში.
ამიტომ ენდომორფული სხეულის ტიპის ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია პროტეინებით მდიდარი საკვების მიღება (კუნთების მომატებისათვის) და კალორიული საჭმლის შემცირება. ენდომორფული სხეულის ტიპის მახასიათებლებია: y უფრო დაბალი სიმაღლე; y ცხიმის უფრო მაღალი პროცენტი. ქალებს უფრო მსხლის ფორმის სხეული აქვთ. მეზომორფულ ტიპს ახასიათებს უფრო გამხდარი სხეული, მეტი კუნთოვანი მასით და სხეულის ცხიმის ნაკლები პროცენტით.
მეზომორფებს აქვთ სწრაფი მეტაბოლიზმი და ადვილად შეუძლიათ კუნთების მასის მომატება და შენარჩუნება, მიუხედავად იმისა, რომ არ სჭირდებათ შემზღუდველი დიეტა წონის დასაკლებად ან კუნთების მოსამატებლად. ამიტომ მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხიმებით, ხილითა და ბოსტნეულით, მთლიანი მარცვლეულითა და ცილებით მდიდარი დაბალანსებული დიეტის შენარჩუნება. მეზომორფული სხეულის ტიპის ერთ-ერთი ფიზიკური მახასიათებელია უფრო მეტად კუნთოვანი სხეული (ნახ. 2). ნახ. 2. ქალის სხეულის აგებულების სტომატოტიპები 84 ქალები, როგორც წესი, გამოირჩევიან უფრო სპორტული აღნაგობითა და პატარა წელით.
გარდა ამისა, მეზომორფული სხეულის ტიპის მქონე ადამიანებს, ჩვეულებრივ, უადვილდებათ კუნთოვანი მასის მომატება და შენარჩუნება. მათ აქვთ უფრო სწრაფი მეტაბოლიზმი და სხეულის ცხიმის დაგროვების დაბალი ტენდენცია, შეუძლიათ წონაში ადვილად დაიკლონ.
ქალების აგებულების ტიპები არსებობს ქალის სხეულის აგებულების 5 ტიპი:
1. მსხლის ფორმის;
2. ვაშლის ფორმის;
3. მართკუთხედის ფორმის;
4. ამოტრიალებული სამკუთხედის ფორმის;
5. ქვიშის საათის ფორმის.
მსხლის ფორმის აგებულების ქალებს აქვთ ვიწრო მხრები, პატარა მკერდი, ბრტყელი მუცელი, თხელი ხელები. მათ სხეულის ქვედა ნაწილში უგროვდებათ კანქვეშა ცხიმი, აქვთ მოკლე ფეხები და არიან ზურგში მოხრილები. მსხლის ფორმის აგებულების მქონე ქალებმა ძალისმიერი ვარჯიშებით უნდა განავითარონ სხეულის ზედა ნაწილი – ზურგი და მხრის კუნთები. ყურადღება უნდა გაამახვილონ ხერხემლის გამშლელ და ზურგის კუნთებზე. სხეულის ქვედა ნაწილში ცხიმოვანი ფენის შესამცირებლად აერობული ვარჯიშები დაგეხმარებათ. აქცენტი გადაიტანეთ ფეხებზე, ასევე, კარგია მცირე წონით ვარჯიში 20- 25-ჯერ გამეორებით.
ვაშლის ფორმის აგებულების ქალებს აქვთ საშუალო სიმაღლე, ვიწრო მხრები, დიდი მკერდი, ვიწრო ბარძაყები და ბრტყელი დუნდულა კუნთები, თხელი ხელ-ფეხი, დაბალი კისერი, გვერდებისა და მკერდის გარშემოწერილობა კი – თითქმის თანაბარი.
მათ არ აქვთ გამოკვეთილი წელი. მუცელსა და წელზე გროვდება კანქვეშა და ვისცერული ცხიმი. მათთვის მიზანშეწონილია მაღალი ინტენსივობის ინტერვალური ვარჯიში, აუცილებელია რეგულარული კარდიო დატვირთვა. ძალისმიერი ვარჯიშები მიმართული უნდა იყოს ქვედა კიდურებზე, რომ გახდეს სხეულის ზედა ნაწილის პროპორციული. კარგია ჩაჯდომები, ფეხების ჭიმი პლატფორმაზე, კვადრიცეფსისა და ბარძაყის ბიცეფსის ვარჯიშები, ღერძის კლასიკური ამოწევა, ნაბიჯები (ნახ. 3).
ქალების უმრავლესობას აქვს მართკუთხედის ფორმის აგებულება, რომელსაც ახასიათებს ათლეტური აღნაგობა (მკერდის, წელისა და ბარძაყების თითქმის თანაბარი გარშემოწერილობა, ბრტყელი დუნდულა კუნთები).
ამ ტიპის ქალებს აქვთ მაღალი მეტაბოლიზმი და ნახ. 3. ქალის აგებულების ტიპები ძნელად იმატებენ წონაში. მათი მთავარი უპირატესობაა გრძელი ფეხები. ყურადღება უნდა მიაქციონ ძალისმიერ ვარჯიშსა და კვებას. ვარჯიში უნდა იყოს ინტენსიური და ხანმოკლე. მათ თანაბრად უნდა განავითარონ მხრები, ზურგი და ფეხები. უმჯობესია საბაზისო ვარჯიშები: ჩაჯდომები, ჭიმები და ყველა სახის ამოწევები.
მათ სავარჯიშო პროგრამაში აუცილებლად უნდა იყოს ჩართული მოკლე ხანგრძლივობის კარდიო ვარჯიშები. ამოტრიალებული სამკუთხედის ფორმის აგებულება: ბარძაყებზე უფრო ფართო მხრები, საშუალო ან დიდი ზომის მკერდი, კარგი ფორმის ფეხები, პატარა ზომის დუნდულა კუნთები, ვიწრო ბარძაყები და ბრტყელი საჯდომი. წელი არ არის გამოკვეთილი და ცხიმი გროვდება მუცლის არესა და სხეულის ზედა ნაწილში. უმჯობესია, ამ ტიპის აგებულების ქალებმა განავითარონ სხეულის ქვედა ნაწილი, რომ ის გაუთანაბრონ ზედა ნაწილს.
ქვიშის საათის ფორმის აგებულების ქალი არის მიმზიდველი და ლამაზი. ის საუკეთესოა ფიტნესისათვის. ამ ტიპის აგებულების ქალს აქვს პროპორციული ზედა და ქვედა ნაწილები (მკერდის და ბარძაყების გარშემოწერილობა თანაბარია), წვრილი წელი და მრგვალი ფორმის დუნდულა კუნთები, გრძელი და ლამაზი ფორმის ფეხები. ფორმების შესანარჩუნებლად საჭიროა კარდიო და ძალისმიერი ვარჯიშები. მათთვის ადვილია ცხიმის მოცილება. ვარჯიშის ძირითადი ამოცანა უნდა იყოს კუნთების სიმკვრივის მომატება. 85 ძნელად იმატებენ წონაში.
მათი მთავარი უპირატესობაა გრძელი ფეხები. ყურადღება უნდა მიაქციონ ძალისმიერ ვარჯიშსა და კვებას. ვარჯიში უნდა იყოს ინტენსიური და ხანმოკლე. მათ თანაბრად უნდა განავითარონ მხრები, ზურგი და ფეხები. უმჯობესია საბაზისო ვარჯიშები: ჩაჯდომები, ჭიმები და ყველა სახის ამოწევები. მათ სავარჯიშო პროგრამაში აუცილებლად უნდა იყოს ჩართული მოკლე ხანგრძლივობის კარდიო ვარჯიშები. ამოტრიალებული სამკუთხედის ფორმის აგებულება: ბარძაყებზე უფრო ფართო მხრები, საშუალო ან დიდი ზომის მკერდი, კარგი ფორმის ფეხები, პატარა ზომის დუნდულა კუნთები, ვიწრო ბარძაყები და ბრტყელი საჯდომი. წელი არ არის გამოკვეთილი და ცხიმი გროვდება მუცლის არესა და სხეულის ზედა ნაწილში.
უმჯობესია, ამ ტიპის აგებულების ქალებმა განავითარონ სხეულის ქვედა ნაწილი, რომ ის გაუთანაბრონ ზედა ნაწილს. ქვიშის საათის ფორმის აგებულების ქალი არის მიმზიდველი და ლამაზი. ის საუკეთესოა ფიტნესისათვის. ამ ტიპის აგებულების ქალს აქვს პროპორციული ზედა და ქვედა ნაწილები (მკერდის და ბარძაყების გარშემოწერილობა თანაბარია), წვრილი წელი და მრგვალი ფორმის დუნდულა კუნთები, გრძელი და ლამაზი ფორმის ფეხები. ფორმების შესანარჩუნებლად საჭიროა კარდიო და ძალისმიერი ვარჯიშები. მათთვის ადვილია ცხიმის მოცილება. ვარჯიშის ძირითადი ამოცანა უნდა იყოს კუნთების სიმკვრივის მომატება.
აკრედიტაცია კანადას ამჟამად გადის 24 სამედიცინო დაწესებულება საქართველოში
საქართველოში, კლინიკებმა საერთაშორისო აკრედიტაციის გავლისთვის მზადება დაიწყეს.
საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე წარმოადგენს.
საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ აკრედიტაცია კანადას ამჟამად გადის 24 სამედიცინო დაწესებულება, საქართველოში.
ქუთაისის წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის საეკლესიო საავადმყოფო ქსენონი ჩართულია აკრედიტაცია კანადას საერთაშორისო სამედიცინო აკრედიტაციის პროგრამაში.
რობოტული ქირურგიის ერა იწყება ჰოსპიტალში, რომელიც გადის მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ, მსხვილ და ძლიერ საერთაშორისო ჰოსპიტალურ Accreditation Canada საერთაშორისო ჯანდაცვის აკრედიტაციას
საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს:
„რობოტული ქირურგიის ერა, საქართველოში, იწყება MMT ჰოსპიტალში, რომელიც გადის მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ, მსხვილ და ძლიერ საერთაშორისო ჰოსპიტალურ Accreditation Canada საერთაშორისო ჯანდაცვის აკრედიტაციას.
რა არის რობოტული ქირურგია?
რატომ ვანდოთ, რობოტს ოპერაცია?
აქვს თუ არა რობორტს, ოპერაციის დამოუკიდებლად წარმართვის საშუალება?
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi
მიხელ სარჯველაძე აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიასთან ერთად, აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა.
მინისტრი მედიკამენტ „ვოსორიტიდით“ აქონდროპლაზიის სამკურნალო პროგრამის მიმდინარეობას გაეცნო. მიხეილ სარჯველაძემ მშობლებისგან მიიღო ინფორმაცია მკურნალობის პროცსეში, ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს პროგრამის განხორციელების ცალკეულ ასპექტებზე და მის შემდგომ განვითარებაზე.
მედიკამენტ „ვოსორიტიდით“ აქონდროპლაზიის სამკურნალო პროგრამა 2023 ნოემბერში ამოქმედდა და მასში პირველ ეტაპზე 6 ბენეფიციარი ჩაერთო. უახლოეს დღეებში, პროგრამას კიდევ 5 ბენეფიციარი დაემატება.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi
ქალაზიონი: ჯიბლიბო თუ რამე სხვა – როგორ ვლინდება, როდის მივმართოთ ექიმს…
ჯიბლიბო ყველასთვის ნაცნობი პრობლემაა. არაესთეტიკურთან ერთად ის მტკივნეულიცაა. არსებობს ქუთუთოს კიდევ ერთი დაავადება – ქალაზიონი. მისი სახელი ცოტას თუ გაუგონია. მოურჩენელი, ქრონიკული ჯიბლიბო კი სინამდვილეში სხვა არაფერია, თუ არა ქალაზიონი.
მოდი, გავიგოთ, რა არის ქალაზიონი, რით განსხვავდება ჯიბლიბოსგან და როგორ უნდა მოვიქცეთ ქუთუთოს ამ დაავადების დროს.
რა არის ქალაზიონი
ქუთუთოში, წამწამების უკან, მეიბომის ჯირკვლები მდებარეობს. მათში ცხიმოვანი სითხე გამომუშავდება, რომელიც თვალს პოხავს. უმეტესად სწორედ ამ ჯირკვლების ანთების შედეგია ჯიბლიბოც და ქალაზიონიც. ჯიბლიბო შესაძლოა განვითარდეს ბლეფარიტის (ქუთუთოს ანთების) ფონზეც.
ჯიბლიბო მწვავე პროცესია, ქალაზიონი კი ცხიმოვანი ჯირკვლების ქრონიკული ანთება. ამ დროს ქუთუთოზე მცირე ზომის გამობერილობა ჩნდება, რისი მიზეზიც მეიბომის ჯირკვლების დახშობა და სითხის შეგუბებაა.
ჯიბლიბო შესაძლოა ქუთუთოს გარეთაც განვითარდეს (ამ დროს ის მუწუკს მოგვაგონებს) და შიგნითაც. უმეტესად სწორედ შიგნითა ჯიბლიბო გადაიზრდება ქალაზიონში: სიწითლე და შეშუპება გაივლის, მაგრამ ჯირკვალი შეგუბებული სითხისგან ვერ იცლება და მასში მცირე ზომის კვანძი წარმოიქმნება. სწორედ ეს გახლავთ ქალაზიონი. ზოგჯერ კი ამ უკანასკნელს შეცდომით ჯიბლიბოდ ნათლავენ, ვინაიდან საწყის ეტაპზე მათი ერთმანეთისგან გარჩევა არც ისე ადვილია.
როგორ ვლინდება
თავდაპირველად ქალაზიონი შესაძლოა ვერც კი შეამჩნიოთ, რადგან ტკივილი არ ახასიათებს. პროცესის პროგრესირების კვალდაკვალ ქუთუთო შუპდება, წითლდება, ზოგჯერ რბილდება კიდეც. თუ ქალაზიონი დიდი გაიზარდა, შესაძლოა თვალს მიაწვეს და მხედველობის დაბინდვა გამოიწვიოს.
დიაგნოზი
დიაგნოზის დასმა ძნელი არ არის – დამახასიათებელი კლინიკური სურათი, ანამნეზი და ქუთუთოების დათვალიერება საკმარისია. იშვიათად ქალაზიონს ჰგავს ქუთუთოს კანის კიბოც. თუ გასინჯვისას ექიმს ავთვისებიან დაავადებაზე გაუჩნდა ეჭვი, ბიოფსიას დანიშნავს.
როდის მივმართოთ ექიმს
უმჯობესია, ნებისმიერ საეჭვო შემთხვევაში ექიმთან მიბრძანდეთ – თვალი იმდენად სათუთია, რომ მასზე ექსპერიმენტების ჩატარება არ ღირს. არც მკურნალობის ხალხური მეთოდების გამოყენებაა მიზანშეწონილი. განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ, თუ ქუთუთოზე წარმონაქმნი, მიუხედავად მკურნალობისა, იზრდება ან ამ არეზე წამწამები ცვივა.
როგორ მკურნალობენ
ხშირად ქალაზიონი დაახლოებით ერთ თვეში თავისთავად გაივლის. არცთუ იშვიათად თავად იკურნება ჯიბლიბოც. საჭიროების შემთხვევაში კი ექიმი მალამოს ან თვალის წვეთებს გამოგიწერთ.
უსიამოვნო სიმპტომების მოსახსნელად სპეციალისტები გვირჩევენ, დღეში ოთხჯერ მაინც ქუთუთოზე 10-15 წუთით ცხელი საფენი დავიდოთ. გამოიყენეთ ისეთი ტემპერატურის წყალი, რომელშიც კომფორტულია ხელის მოთავსება (ცხელი, მაგრამ არა იმდენად, რომ დაგწვათ). კომპრესი დაარბილებს გამაგრებულ შიგთავსს, რომელიც ჯირკვლის სანათურს ახშობს და სითხის დრენირებას შეუწყობს ხელს.
არ დააწვეთ და არ მოუჭიროთ ქალაზიონს! მისი გამორწყვა არ შეიძლება! ამით არათუ ვერ მოირჩენთ ანთებას, არამედ გაირთულებთ კიდეც საქმეს.
თუ ქალაზიონი იზრდება და დიდხანს არ რჩება, ქირურგიულ მკურნალობას მიმართავენ. შედეგი უმეტესად ძალიან კარგია. ოპერაცია მარტივია და რამდენიმე წუთს გრძელდება. თანამედროვე მიდგომით, მანიპულაცია ისე ტარდება, რომ კანზე ნაწიბური არ დარჩეს.
თუმცა შესაძლოა, კანი თავად ქალაზიონმა დააზიანოს. არც ის არის გამორიცხული, ქალაზიონის ადგილას წამწამები გაგცვივდეთ. ეს გართულებები შედარებით იშვიათია – უფრო დაავადების რეციდივია მოსალოდნელი. ამიტომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჰიგიენას: ხელები ხშირად უნდა იბანოთ, ერიდოთ ხელით თვალების სრესას, დაბინძურებულ წყალსატევში ბანაობას და სხვა – ეს ყველაფერი ქალაზიონისა და ჯიბლიბოს გაჩენის ალბათობას ზრდის.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi
„ბარიატრიული ოპერაცია არ არის პლასტიკური ქირურგია – ვეღარასდროს იქნები ისეთი, როგორიც მანამდე“ – გიორგი ფხაკაძე
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტმა, ექიმმა, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელმა საქართველოში გიორგი ფხაკაძემ სოციალურ ქსელში წამოჭრა საკითხი ბარიატრიული ქირურგიის შესახებ, რისკებსა და გასათვალისწინებელი ფაქტორების შესახებ ისაუბრა.
„სამწუხაროდ, დაწესებულებები იყენებენ ყველანაირ პიარხრიკებს და ცნობილ თუ არაცნობილ ადამიანებს უკეთებენ ოპერაციებს უფასოდ.
ბარიატრიული ოპერაცია ეს არ არის პლასტიკური ქირურგია. ეს არის ძალიან რთული ოპერაცია, ახლავს ძალიან ბევრი გართულება. ოპერაციის წინ უნდა იყოს ფსიქოლოგის დასკვნა. ფსიქოლოგმა უნდა აუხსნას პაციენტს, რომ ოპერაციის შემდეგ, თუ რომელ საკვებს ვერ მიიღებს და რას ვერ გააკეთებს. მთელი ცხოვრება უნდა მიიღონ ვიტამინები, სხვადასხვა დანამატები და მინერალები. ყოველ 6 თვეში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია“, – ამბობს იორგი ფხაკაძე.
მისი თქმით, 2022 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ხდება ძვლების გამოფიტვა. ოპერაციის შემდეგ, შესაძლოა, ქრონიკული დაავადებები გართულდეს. ამას არავინ ამბობს.
როგორც გიორგი ფხაკაძემ აღნიშნა, არ დაასახელებს კლინიკებს, სადაც არაფერი არ გამოსწორდა. საქართველო დიდი გამოწვევის წინაშე დგას. ჯანდაცვის კუთხით კიდევ უფრო მეტი პრობლემა ჩნდება
„კუჭის ოპერაციის შემდეგ, შშმ პირი ხდები… ვეღარასდროს იქნები ისეთი, როგორიც მანამდე” – გიორგი ფხაკაძე ქართველ კოლეგებს და საზოგადოებას მიმართავს და ის ბარიატრიული ქირურგიის რისკებზე და საფრთხეებზე საუბრობს.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე სწორედ ამ საკითხზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ბარიატრიული ოპერაცია, ანუ კუჭის ამოჭრის ოპერაცია არის კატასტროფა.
გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ: „საქართველო დიდი გამოწვევის წინაშე დგას. ჯანდაცვის კუთხით კიდევ უფრო მეტი პრობლემა ჩნდება. ეს ეხება ოპერაციებს.
“ბარიატრიული ოპერაცია, ანუ კუჭის ამოჭრის ოპერაცია არის კატასტროფა. 30 დღის განმავლობაში 100 კაციდან 2 კვდება. ეს არის მეცნიერული სტატისტიკა. ამ ოპერაციას გააჩნია პრობლემები: – ის ვიტამინები, რკინები და მინერალები, რაც კვებით უნდა მიიღოს ორგანიზმმა, კუჭიდან ვერ ხდება მისი ათვისება. ამიტომ უწევთ ნემსების გაკეთება… არავინ ამბობს, რამდენად საშიშია ეს ოპერაციები. ამ ოპერაციიდან 30 დღეში ყოველი 50-ე ადამიანი კვდება…“ – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.
გიორგი ფხაკაძემ ხაზი გაუსვა ოპერაციის შეუქცევად რისკებს და თქვა, რომ ის არ უნდა ჩატარდეს, თუ ეს არ არის აუცილებელი. პაციენტები, რომლებიც განიხილავენ წონის დაკლების ოპერაციას, უნდა გაითვალისწინონ ოპერაციის შემდგომი პრობლემები. პაციენტებმა ბარიატრიული ოპერაცია, ანუ კუჭის ამოჭრის ოპერაცია სასურველია გაიკეთონ თავიანთივე ქვეყნებში.
„ბარიატრიული ოპერაცია გაიკეთე საქართველოში! (არა თურქეთში)
სჯობს, საერთოდ არ გაიკეთო, თუ BMI -35-ზე ნაკლები გაქვს“ – ამბობს გიორგი ფხაკაძე.
კუჭის ოპერაციის შემდეგ, ბოლო ერთ თვეში, 3 ქართველი დაიღუპა. სამივემ თურქეთში გაიკეთა ოპერაცია.










