ხუთშაბათი, ივნისი 11, 2026

დუოდენიტი – თორმეტგოჯა ნაწლავის ანთება

დუოდენიტი – თორმეტგოჯა ნაწლავის ანთება
#post_seo_title

დუოდენიტი – თორმეტგოჯა ნაწლავის ანთება (როგორც წესი ლორწოვანი გარსის ანთება). ხანგრძლივი არსებობის პირობებში თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვან გარსში ვითარდება ქრონიკული დუოდენიტი. საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა; გვხვდება უპირატესად მამაკაცებში. განასხვავებენ მწვავე და ქრონიკულ, გავრცელებულ და შემოსაზღვრულ დუოდენიტებს.

მწვავე დუოდენიტი მიმდინარეობს კუჭის და ნაწლავების მწვავე ანთებასთან ერთად როგორც მწვავე გასტროენტერიტი, გასტროენტეროკოლიტი; შეიძლება იყოს კატარალური, ეროზიულ – წყლულოვანი და ფლეგმონური. ეტიოლოგია, პათოგენეზი. კვებითი ტოქსიკოინტოქსიკაციები, მოწამვლა ტოქსიკური ნივთიერებებით, ძალიან ცხარე საკვების, ასევე მაგარი ალკოჰოლური სასმელების დიდი რაოდენობით მიღება, თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის დაზიანება უცხო სხეულებით.

მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
·         საკვები ტოქსიკოინფექციები;
·         ცხარე და ცხელი საკვების ხშირად მიღება;
·         ალკოჰოლის ჭარბი გამოყენება;
·         უხეში საკვებით კუჭის ზედაპირის დაზიანება;
·         ტოქსიკური პრეპარატებით მოწამვლა, რაც იწვევს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას.

სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:
·         ეპიგასტრიის არეში ტკივილი (მუცლის ზედა ნაწილი);
·         გულის რევა და ღებინება;
·         სიმძიმის შეგრძნება კუჭში;
·         ეპიგასტრიის ადგილას ტკივილი პალპაციის დროს;
·         საერთო სისუსტე, სხეულის მაღალი ტემპერატურა.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის საჭიროა:
·         დუოდენოფიბროსკოპია – იძლევა ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთებითი პროცესის გამოვლენის საშუალებას;
·         სისხლის კლინიკური ანალიზი – იძლევა ნეიტროფილური ლეიკოციტოზის გამოვლენის საშუალებას;
·         დათვალიერება და პალპაცია – იძლევა მუცლის ღრუს წინა კედლის დაჭიმულობის დონის გარკვევის საშუალებას.

მკურნალობა
დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება:
·         დიეტოთერაპია;
·         ანტაციდური პრეპარატები;
·         მედიკამენტური მკურნალობა;
·         ქოლინოლიტური პრეპარატები;
·         ვიტამინოთერაპია.

დიეტა
დაავადების მკურნალობისას რეკომენდირებულია რძისა და მცენარეული დიეტა.

საშიშროება
დაავადების გართულებამ შეიძლება გამოიწვიოს ნაწლავში სისხლდენა, ნაწლავის პერფორაცია, ასევე შეიძლება მოხდეს მწვავე პანკრეატიტის განვითარება.

რისკის ჯგუფი
რისკის ჯგუფში შედიან:
·         ალკოჰოლიკები;
·         მწეველები;
·         მლაშე, ცხარე, მჟავე და ცხელი საკვების მოყვარულები.

პროფილაქტიკა
ჯანსაღი კვება, მოწევაზე და ალკოჰოლის ჭარბ გამოყენებაზე უარის თმქა, ასევე კარგი იქნება, თუ უარს იტყვით ე.წ. ფასტფუდის მიღებაზე.

მეტყველების დარღვევა (ენის ბორძიკი) – ახასიათებს ენის ბორძიკი, რამოდენიმეჯერ ერთი და იგივე ბგერის წარმოთქმა, რაც მთლიანობაში ართულებს მეტყველებას. ბავშვებში დეფექტი ვლინდება საუბრის ინტენსიური დაწყების პერიოდში

მეტყველების დარღვევა (ენის ბორძიკი) - ახასიათებს ენის ბორძიკი, რამოდენიმეჯერ ერთი და იგივე ბგერის წარმოთქმა, რაც მთლიანობაში ართულებს მეტყველებას. ბავშვებში დეფექტი ვლინდება საუბრის ინტენსიური დაწყების პერიოდში
#post_seo_title

ენაბორძიკობა არის მეტყველების აშლილობა, სადაც საუბრის მიმდინარეობა წყდება არანებაყოფლობითი განმეორებით და ხმის, სიმბოლოების, სიტყვების ან ფრაზების გახანგრძლივებით. მას ასევე ახასიათებს არანებაყოფლობითი პაუზები, რაც ბლოკავს  სამეტყველო აპარატს, რის შედეგადაც ადამიანს  არ შეუძლია გამოსცეს ხმა.

მეტყველების დარღვევა – მეტყველების დეფექტი, რომელსაც ახასიათებს ენის ბორძიკი, რამოდენიმეჯერ ერთი და იგივე ბგერის წარმოთქმა, რაც მთლიანობაში ართულებს მეტყველებას. ბავშვებში დეფექტი ვლინდება საუბრის ინტენსიური დაწყების პერიოდში.

ადამიანისთვის ვინც ენაბორძიკობს მნიშვნელოვან სირთულეს წარმოადგენს ბგერების განმეორებადობა. ტერმინი “ენაბორძიკი” ფარავს ფართო რანგის სირთულეებს, დაწყებული მცირე შეფერხებიდან, რომელიც ატარებს კოსმეტიკურ ხასიათს, დამთავრებული რთული სიმპტომებით, რომელიც ხელს უშლის ვერბალურ ( სიტყვიერ) კომუნიკაციას.

მიმდინარეობის მიხედვით გამოიყოფა:
·         ნევროტული ენის ბორძიკი – მეტყველების დარღვევის სიმძაფრე, ამ ფორმის მქონე ბავშვები თანატოლებზე გაცილებით გვიან იწყებენ მეტყველებას;
·         ნევროზისმაგვარი ენის ბორძიკი – ენის ბორძიკი მხოლოდ მაპროვოცირებელი ფაქტორების არსებობისას (სტრესული სიტუაცია).

მიზეზები
დღეისათვის დაუდგენელია დაავადების წარმოშობის ზუსტი მიზეზები, თუმცა ექიმები ვარაუდობენ, რომ ეს შეიძლება იყოს:
·         არასწორი მეტყველების განვითარება (სწრაფი საუბარი, ზოგიერთი სიტყვის არასწორად გამოთქმა);
·         მემკვიდრეობითი მიდრეკილება;
·         თავის ტვინის სამეტყველო ცენტრების გაზრდილი აქტივობა;
·         კვებისა და ძილის რეჟიმის დარღვევა;
·         გადატანილი დაავადებების გართულება;
·         გადატანილი სტრესული სიტუაციები;
·         ფეხმძიმობის პერიოდში გადატანილი ნერვიულობა, სტრესი, არასასურველი გარემო პირობები.

სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:
·         ტონური ენის ბორძიკი –  საუბრისას ხდება თავისებური პაუზების ფორმირება;
·         კლონური ენის ბორძიკი – ადამიანი იმეორებს ბგერებს, ხმოვნებს ან სიტყვებს;
·         შერეული ენის ბორძიკი – ტონური და კლონური ენის ბორძიკის ნარევი.

დიაგნოსტიკა
დიაგნოსტიკას ატარებს ლოგოპედი, რომელიც ახდენს პაციენტის სერთო დათვალიერებას და უსვამს შეკითხვებს, რათა მოახდინოს დარღვევის ტიპის დადგენა და მაპროვოცირებელი ფაქტორების გამოვლენა.

მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მოიცავს:
·         ლოგოპედის გაკვეთილებს;
·         სუნთქვის ვარჯიშებს;
·         დამამშვიდებელ პრეპარატებს.
დამატებით შესაძლოა საჭირო გახდეს ფსიქოლოგის კონსულტაცია.

საშიშროება
თუ არ მოხდება აღნიშნული პრობლემის დროული მკურნალობა, შესაძლო სიტუაცია მივიდეს ბავშვის ემოციურ ტრავმირებამდე.

პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         ბავშვის მეტყველების განვითარებაზე მუშაობა;
·         ლოგოპედთან დროულად მისვლა;
·         ოჯახში მშვიდი ფსიქო-ემოციური სიტუაციის უზრუნველყოფა.

ეპშტეინ-ბარის ვირუსი – შესაძლოა მთელი ცხოვრება იყოს ადამიანის ორგანიზმში და გამოიწვიოს სხვადასხვა დაავადება

ეპშტეინ-ბარის ვირუსი – დაავდება მიეკუთვნება ჰერპესოვირუსების ოჯახს, წარმოადგენს მე-4 ტიპის ჰერპესის ვირუსს. ის შესაძლოა მთელი ცხოვრება იყოს ადამიანის ორგანიზმში და გამოიწვიოს სხვადასხვა დაავადება. ეპშტეინ-ბარის ვირუსი ბავშვებში შეიძლება ადრეულ ასაკში გაჩნდეს. დამტკიცებულია, რომ მთელი დედამიწის მოსახლეობის 80% ვირუსის მატარებელია.
ვირუსის გამომწვევია შემდეგი დაავადებები:
·         ინფექციური მონონუკლეოზი;
·         ფილატოვის დაავადება;
·         მონოციტარული ანგინა;
·         გლანდების იდიოპათიური ცხელება;
·         პფეიფერის დაავადება;
·         მწვავე კეთილთვისებიანი ლიფობლასტოზი.

მიზეზები
დაავადება ვითარდება ორგანიზმში ვირუსის შეღწევის დროს, ის შეიძლება გადავიდეს ჰაერ-წვეთოვანი გზით, კონტაქტით, ტრანსფუზიური, სქესობრივი, ტრანსპლაცენტარული გზით.

სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:
·         ყელის ტკივილი;
·         სხეულის ტემპერატურის აწევა 38°-მდე;
·         სწრაფი დაღლა;
·         დაბალი შრომისუნარიანობა;
·         სხეულზე და ხელებზე პაპულარული გამონაყარი;
·         სხეულის წონის სწრაფი დაკლება;
·         კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობის დარღვევა;
·         ლიმფური კვანძების გადიდება;
·         მადის დაქვეითება;
·         სახსრების, კუნთების ტკივილი;
·         ძილის დარღვევა;
·         არითმია.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ინფექციონისტი, რისთვისაც ნიშნავს:
·         სისხლის საერთო, ბიოქიმიურ ანალიზს;
·         სეროლოგიურ გამოკვლევას;
·         იმუნოლოგიურ გამოკვლევას;
·         დნმ-დიაგნოსტიკას;
·         პჯრ-დიაგნოსტიკას (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია).

მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მოიცავს:
·         ანტიოქსიდანტებს;
·         დეტოქსიკაციურ თერაპიას;
·         ანტივირუსულ პრეპარატებს;
·         იმუნოგლობულინებს;
·         ანტიბიოტიკებს;
·         ანტიჰისტამინურ პრეპარატებს.

საშიშროება
თუ არ მოხდება დაავადების დროული მკურნალობა, შესაძლოა განვითარდეს შემდეგი სახის გართულებები:
·         ღვიძლის, ელენთის გაფართოვება;
·         ნერვული სისტემის დაზიანება;
·         გულის უკმარისობა;
·         სისტემური, აუტოიმუნური დაავადებები (სისტემური წითელი მგლურა, რევმატოიდული ართრიტი);
·         იმუნოდეფიციტი;
·         შიდსი;
·         ელენთის დაშლა;
·         ზედა სასუნთქი გზების ობსტრუქცია;
·         პნევმონია;
·         ჰეპატიტი;
·         ონკოლოგიური დაავადებები (ნაწლავის, კუჭის, ლიმფომას კიბო).
რიგ შემთხვევებში შესაძლოა ლეტალური შედეგი.

რისკის ჯგუფი
რისკის ჯგუფში შედიან:
·         5 წლამდე ასაკის ბავშვები;
·         სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანები.

პროფილაქტიკა
დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
·         იმუნიტეტის გაძლიერება;
·         თერაპევტთან ან ინფექციონისტთან ვიზიტი და პროფილაქტიკური დათვალიერება;
·         დაავადებულ ადამიანებთან კონტაქტის შეზღუდვა;
·         პირადი ჰიგიენის წესების დაცვა.

ეროზიული გასტრიტი

ეროზიული გასტრიტი – დაავადება, რომელსაც ახასიათებს კუჭის ლორწოვანი გარსის დაზიანება შემდგომი ეროზიის განვითარებით.
გამოიყოფა დაავადების შემდეგი ტიპები:
·         მწვავე ეროზიული გასტრიტი – ლორწოვანი გარსის ზედაპირული დაზიანება;
·         ქრონიკული ეროზიული გასტრიტი – ლორწოვანი გარსის ღრმა დაზიანება;
·         ანტრალური ეროზიული გასტრიტი – კუჭის ქვედა მესამედის დაზიანება;
·         რეფლუქს ეროზიული გასტრიტი – მსხვილი დაზიანებული კერების გაჩენა, რაც გამოწვეულია ქსოვილების დათხელებით.

მიზეზები
დაავადება იწვევს კუჭის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას, რასაც მივყავართ მისი ერთიანობის დარღვევამდე. ეროზიული გასტრიტის მიზეზებია:
·         კუჭ-ნაწლავის ქრონიკული დაავადებები;
·         Helicobacter pylori-ის ბაქტერია;
·         კუჭის დაზიანება (ხშირი წვა, მოწამვლა);
·         მედიკამენტების დიდი ხნით მიღება (ანალგეტიკები, ციტოსტატიკები);
·         ენდოკრინული სისტემის დაავადებები (შაქრიანი დიაბეტი);
·         ონკოლოგიური დაავადებები;
·         ცხელი და ცხარე საჭმლის მიღება;
·         ალკოჰოლის ჭარბი და ხშირი გამოყენება.

სიმპტომები
დაავადებას ახასიათბს შემდეგი სახის სიმპტომები:
·         საკვების შემდეგ და ღამის პერიოდში მუცლის არეში მწვავე ტკივილი;
·         გულძმარვა;
·         მუცლის შებერილობა;
·         გულის რევა, ღებინება;
·         დიარეა სისხლდენით.
დაავადება შეიძლება მიმდინარეობდეს შეუმჩნევლად.

დიაგნოსტიკა
დაავადების მკურნალობის დასადგენად ექიმი-გასტროენტეროლოგი ატარებს შემდეგი სახის გამოკვლევებს:
·         სისხლის საერთო ანალიზს;
·         კუჭის სეკრეციის ანალიზს;
·         კუჭის ლორწოვანის ბიოპსიას;
·         კუჭის ულტრა-ბგერით გამოკვლევას;
·         ეზოფაგოგასტროდუოდენდოსკოპიას;
·         მუცლის ღრუს რენტგენოგრაფიას.

მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მოიცავს:
·         ანტიბიოტიკებს;
·         კუჭის წვენის მჟავიანობის მარეგულირებელ პრეპარატებს;
·         კუჭის ლორწოვანი გარსის აღმდგენ პრეპარატებს;
·         სპეციალური დიეტის დაცვას.

დიეტა
მკურნალობის პერიოდში პაციენტებს ენიშნებათ დიეტა №1, რაც გამორიცხავს რაციონიდან შემდეგ პროდუქტებს:
·         ხორცისა და ბოსტნეულის მსუყე ნახარშებს;
·         ხორცისა და თევზის ცხიმიანი სორტს;
·         კონსერვებს;
·         რძემჟავა პროდუქტებს;
·         მარცვლოვანი და ბუღღულეულის ფაფებს;
·         გაზიან სასმელებს, ჩაის, ყავას, ალკოჰოლს;
·         შოკოლადს, ნაყინს.

საშიშროება
თუ არ მოხდება დაავადების დროული მკურნალობა, შესაძლოა წარმოიშვას ისეთი სახის გართულებები, როგორიცაა:
·         კუჭის სისხლდენა;
·         კუჭის პოლიპები;
·         კუჭის წყლული;
·         კუჭის კიბო.

პროფილაქტიკა
დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
·         დაბალანსებული დიეტის დაცვა;
·         სტრესისათვის თავის არიდება;
·         კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროული მკურნალობა;
·         ექიმ-გასტროენტეროლოგთან წელიწადში ორჯერ გასასინჯად მისვლა.

ვაგინიტი (კოლპიტი) – არის საშოს ლორწოვანი გარსის ანთება, რომელიც პროვოცირებულია დაავადების გამომწვევი მიკრობების აქტივობით

ვაგინიტი (კოლპიტი) – არის საშოს ლორწოვანი გარსის ანთება, რომელიც პროვოცირებულია დაავადების გამომწვევი მიკრობების აქტივობით. ვაგინიტი გინეკოლოგიაში ყველაზე გავრცელებული დაავადება.  დღეისათვის დაავადება აღენიშნება მომწიფებული ასაკის ყოველ მესამე ქალბატონს.

მიზეზები
·         სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები;
·         საკვერცხეების ფუნქციის დაქვეითება;
·         საერთო ინფექციური დაავადებები;
·         საშვილოსნოს ანთებითი დაავადებები;
·         ნაწლავის დისბაქტერიოზი;
·         ნივთიერებათა ცვლის დარღვევა;
·         ქიმიური და თერმული ფაქტორების ზემოქმედება.
ვაგინიტი ბავშვებში (5-12 წლის გოგონები) ვითარდება საშოში სისხლის ნაკადთთან ერთად ინფექციის შეჭრისას, გრიპისას, ქუნთრუშას ან წითელას დროს.

ვაგინიტის სიმპტომები
დაავადებების დამახასიათებელი სიმპტომებია:
·         საშოს ლორწოვანი გარსის სიწითლე და შესიება;
·         ჭარბი თეთრად შლა (ზოგჯერ სისხლნარევი);
·         მუცლის ქვემოთ ტკივილი;
·         გარე სასქესო ორგანოების წვა და ქავილი;
·         უსიამოვნო სუნი.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკა მოიცავს:
·         ვულვის დათვალიერება და საშოს გამოკვლევა;
·         საშოს ბაქტერიოსკოპიური და ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა;
·         სქესობრივი გზით გადამდები (პჯრ-დიაგნოსტიკა).

ვაგინიტის მკურნალობა
დაავადების მკურნალობა გულისხმობს:
·         დაავადების გამომწვევზე მოქმედი პრეპარატების დანიშვნას (აბები, მალამოები, სანთლები);
·         ხსნარებისა და ანტისეპტიკების გამოყენება ადგილობრივი მოხმარებისთვის;
·         იმუნიტეტის აწევა და საშოს ნორმალური მიკროფლორის აღდგენა.
ბავშვებში ვაგინიტის მკურნალობისთვის საჭიროა ბავშვთა გინეკოლოგთან ვიზიტი.

საშიშროება
·         ქრონიკულ ვაგინიტს მივყავართ საშვილოსნოს ყელის ეროზიამდე;
·         შესაძლოა განვითარდეს საშვილოსნოს შიდა ფენის ანთებითი პროცესი (ენდომეტრიტი);
·         ბავშვებში ხშირად ჩნდება დიდი და მცირე სასქესო ტუჩების ნაპრალები;
·         ხანდაზმულ ქალბატონებში ჩნდება საშოს კედლების ჰიპოქსია (სისხლით ნაკლებ მომარაგება), რის შედეგადაც საშოს კედლებზე ჩნდება წყლულები;
·         უშვილობის რისკი.

რისკის ჯგუფი
·         შარდსასქესო ორგანოების სხვა დაავადებების მქონე ადამიანები;
·         ადამიანები, რომლებიც იყენებენ შიდასაშვილოსნო კონტრაცეპტივებს;
·         ადამიანები, რომელბსაც მოუწესრიგებელი სქესობრივი ცხოვრება აქვთ.

პროფილაქტიკა
·         სასქესო ორგანოების ჰიგიენის დაცვა;
·         ინტიმური ჰიგიენის არომატიზირებული საშუალებების, ტამპონების, საფენების, ხელსახოცების, ასევე ანტიბაქტერიალური თვისებების მქონე საპნის გამოყენების გამორიცხვა;
·         სქესობრივი აქტის დროს პრეზერვატივის გამოყენება და შემთხვევითი სქესობრივი კავშირების გამორიცხვა;
·         ბამბის ქსოვილით შეკერილი ქვედა საცვლების გამოყენება, რომელიც ხელს უწყობს ჰაერის მოძრაობას გარე სასქესო ორგანოების მიდამოებში;
·         კვების კონტროლი: რძემჟავას შემცველი საკვების, ხილის, ბოსტნეულის გამოყენება და ტკბილეულის შეზღუდვა.

ვარიკოცელე — დაავადება, რომელიც იწვევს სათესლე ჯირკვლებისა და ბაგირაკის ვენების გაგანიერებას

ვარიკოცელე — დაავადება, რომელიც იწვევს სათესლე ჯირკვლებისა და ბაგირაკის ვენების გაგანიერებას. უფრო ხშირია მარცხენა საკვერცხის ვარიკოცელე (შემთხვევების 90-98%). მარჯვენა ან ორმხრივი ვარიკოცელე გვხვდება იშვიათად და სპეციფიკური მიზეზები აქვს, რაც დეტალურ კვლევას მოითხოვს.
სამედიცინო პრაქტიკაში ვარიკოცელე ბავშვებში ყველაზე მეტად 13-17 წლის ასაკში აღინიშნება.
გამოყოფენ შემდეგი დონის ვარიკოცელეს:
·         I დონე – ხასიათდება ბაგირაკის გადიდებით და მისი აღმოჩენა შესაძლებელია მხოლოდ დეპლეოგრაფიის ჩატარებისას.
·         II დონე – ვენების გაგანიერების დანახვა შესაძლებელია შეუიარაღებელი თვალით, როცა პაციენტი ფეხზე დგას საკვერცხის ზომა და მდგომარეობა არ იცვლება.
·         III დონე – ბაგირაკის გადიდება თვალსაჩინოა როგორც დგომისას, ისე წოლით მდგომარეობაში.
·         IV დონე – საკვერცხის და სათესლე ბაგირაკის გაგანიერება შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, საკვერცხე რბილია და ზომაში დაპატარავებული.

მიზეზები
ვარიკოცელეს წარმოშობის მიზეზებია:
·         საკვერცხის სისხლით არასწორი მომარაგება;
·         გენეტიკური მიდრეკილება სისხლძარღვების სისუსტისკენ;
·         მცირე მენჯის ვენებში გაზრდილი წნევა.

ვარიკოცელეს სიმპტომები
ვარიკოცელე მამაკაცებში შეიძლება არ იწვევდეს არანაირ პრობლემას და გამოვლენილი იქნას შემთხვევით, გამოკვლევის ჩატარების შემდეგ.
თუმცა შესაძლოა შემდეგი სახის სიმპტომების გამოვლენა:
·         სიმძმის შეგრძნება საკვერცხეებში, რომელიც ძლიერდება დიდი ხნით ფეხზე დგომის ან ფიზიკური აქტივობის შემთხვევაში;
·         ყრუ ტკივილები (შეიძლება იგრძნობოდეს წვა და ჩხვლეტა) საკვერცხეებში, ბარძაყების შიდა მხარეს.

დიაგნოსტიკა
ვარიკოცელეს მკურნალობის დასადგენად ექიმი-უროლოგი ატარებს შემდეგი სახის გამოკვლევებს:
·         დოპლეროგრაფიას;
·         ვალსალვის სინჯის ანალიზს;
·         სქესობრივი ჰორმონების გამოკვლევას;
·         სპერმოგრამას.

ვარიკოცელეს მკურნალობა
ვარიკოცელეს მკურნალობა შეუძლებელია ქირურგიული ჩარევის გარეშე, რადგან კონსერვატიული მეთოდები არაეფექტურია დაავადების ნებისმიერ სტადიაზე. დღეისათვის არსებობს ოპერაციების რამოდენიმე სახე:
·         ანტეგრადული სკლეროთერაპია;
·         ვენის მიკროქირურგიული ამოკვეთა ან გადაკვანძვა;
·         ივანისევიჩის ოპერაცია (სათესლე ვენების გადაკვანძვა);
·         პალმო-ეროხინის ოპერაცია (შიდა სათესლე ვენის გადაკვანძვა საკვერცხის ლიმფური სისხლძარღვებისგან დამოუკიდებლად);
·         ლაპარასკოპიური მკურნალობა.

საშიშროება
საკვერცხის ვარიკოცელემ შეიძლება გამოიწვიოს:
·         იშემია;
·         საკვერცხეში სკლეროტული ცვლილებები;
·         უნაყოფობა.
პროფილაქტიკა
დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
·         ზედმეტი ფიზიკური დატვირთვისთვის თავის არიდება;
·         ნაწლავების მდგომარეობისთვის ყურადღების მიქცევა;
·         ალკოჰოლის გამორიცხვა;
·         ექიმთან გამოკვლევის სისტემატიურად ჩატარება.

ვასკულიტი – დაავადების ჯგუფი, რომელსაც ახასიათებს კანისა და კანქვეშა წვრილი სისხლძრღვების კედლების მწვავე ანთება

ვასკულიტი – დაავადების ჯგუფი, რომელსაც ახასიათებს კანისა და კანქვეშა წვრილი სისხლძრღვების კედლების მწვავე ანთება. დაავადებას შეიძლება ჰქონდეს წარმოშობის პირველადი და მეორადი მიზეზები. ვასკულიტი ბავშვებში გამოირჩევა მწვავე მიმდინარეობით და სიმპტომებით.
გამოიყოფა დაავადების შემდეგი ტიპები:
·         ჰიპერერგიული ვასკულიტი – სისხლძარღვების კედლების ალტერნატიულ-ეკსუდატიური ცვლილება;
·         ჰემორაგიული ვასკულიტი – ხშირად ვლინდება კანზე სიმეტრიული ან წერტილოვანი სისხლჩაქცევების გაჩენით (დაავადების ეს ფორმა ყველაზე ხშირად გვხვდება აბვშვებში);
·         კვანძოვანი ვასკულიტი – კანქვეშა სისხლძარღვების ანთება.
დაავადებას შესაძლოა ჰქონდეს სისტემური ხასიათი, რომლის დროსაც ერთდროულად რამოდენიმე ტიპის ვასკულიტი ვლინდება.

მიზეზები
დაავადება ჩნდება ორგანიზმში იმუნური ცვლილებების გამო და მისი მიზეზებია:
·         ბაქტერიალური ან ვირუსული ხასიათის მწვავე ინფექციური დაავადებები;
·         მემკვიდრეობითი მიდრეკილება;
·         ვაქცინაციაზე ორგანიზმის ინდივიდუალური რეაქცია;
·         ბიოლოგიური საწამლავით, ქიმიური ნივთიერებებით მოწამვლა, რომლებიც შედიან პრეპარატების შემადგენლობაში (ონკოლოგიური მკურნალობისთვის);
·         ორგანიზმის ძლიერი გადახურება ან პირიქით – გადაციება;
·         სხვადასხვა სახის ლოკალიზაციისა და სიმწვავის ტრამვები;
·         კანის თერმული დაზიანებები (მზის დამწვრობა).

ვასკულიტის სიმპტომები
დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები:
·         გამონაყარი კანზე;
·         კანის ქსოვილის მგრძნობელობის დარღვევა;
·         საერთო სისუსტე;
·         მადის დაკარგვა;
·         ციებ-ცხელება;
·         კუნთების ტკივილი;
·         საფეთქლების არეში შესიება.

დიაგნოსტიკა
ვასკულიტის დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-რევმატოლოგი, რაც მოიცავს:
·         სისხლის საერთო ბიოქიმიურ ანალიზს;
·         შარდის ანალიზს;
·         კანის ბიოპსიას.

ვაკულიტის მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მოიცავს:
·         კლუკოკორტიკოიდებს;
·         ციტოსტატიკებს;
·         პლაზმოფარეზს;
·         ჰემოსორბციას;
·         ანთების საწინააღმდეგო, არასტეროიდულ პრეპარატებს.
ბავშვებში ვასკულიტის მკურნალობაში შედის ტრანსფუზიური თერაპია, ციტოსტატიკები, გლუკოკორტიკოიდები. ჰემორაგიული ვასკულიტისთვის აუციელებელ მკურნალობას წარმოადგენს ანტიბიოტიკების მიღებაც.

დიეტა
მკურნალობის პერიოდში რაციონიდან საჭიროა ყველა იმ პროდუქტის გამორიცხვა, რომლებსაც შეუძლიათ ალერგიული რეაქციების გამოწვევა (ციტრუსები, შოკოლადი, ზღვის პროდუქტი, ქათამი, კვერცხი, თაფლი, თხილი და ა.შ.). საჭიროა მხოლოდ მოხარშული საკვების მიღება.

საშიშროება
თუ არ მოხდება დაავადების დროულად მკურნალობა, შესაძლოა შემდეგი სახის გართულებების წარმოშობა:
·         თრიკმლის და ღვიძლის უკმარისობა;
·         ფილტვიდან სისხლდენა;
·         მუცლის ღრუს აბსცესები;
·         პოლინეიროპათია;
·         ნაწლავის ინვაგინაცია.

პროფილაქტიკა
დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
·         გადაციებისა და გადახურებისგან თავის დაცვა;
·         ქრონიკული და მწვავე ინფექციების სანაციის ჩატარება;
·         იმუნიტეტის გაძლიერება;
·         ფიზიკური დატვირთვის გაკონტროლება.

ვეზიკულიტი (სპერმატოცისტიტი) – სათესლე ბუშტუკების დაავადება

ვეზიკულიტი (სპერმატოცისტიტი) – სათესლე ბუშტუკების დაავადება. დაავადება შეიძლება იყოს მწვავე და ქრონიკული. ხშირად ემართებათ მამაკაცებს, რომლებსაც აწუხებთ შარდ-სასქესო ორგანოების ქრონიკული დაავადებები, პირველ რიგში პროსტატიტი.

მიზეზები
დაავადებას იწვევს სხვადასხვა ჩირქოვანი ინფექცია, მაგალითად სტაფილოკოკი, ნაწლავის ჩხირი, ჰონოკოკი და სხვა. ასევე ვეზიკულიტი შეიძლება გახდეს პროსტატიტის, შარდსასქესო სისტემის დაავადებების, ანგინის ან გრიპის მიზეზი. ინფექცია შეიძლება ორგანიზმში მოხვდეს სისხლით ან სათესლე სადინარებიდან.
ინფექციების გარდა, დაავადების გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს:
·         მჯდომიარე სამუშაო, ნაკლები ფიზიკური აქტივობა;
·         არასკმარისი ან ჭარბი სქესობრივი აქტივობა;
·         ყაბზობა;
·         გადაციება;
·         შარდსასქესო სისტემის ანთბითი დაავადებები;
·         დაბალი იმუნიტეტი.

ვეზიკულიტის სიმპტომები
·         საერთო სისუსტე;
·         ტემპერატურის აწევა (37°-მდე);
·         თავის ტკივილი და ციება;
·         საზარდულის, სწორი ნაწლავის, მუცლის ზედა ან ქვედა ნაწილის ცალმხრივი ან ორმხრივი ტკივილი;
·         ტკივილი ეაკულაციისა და დეფეკაციის დროს;
·         შესაძლოა სპერმაში გაჩნდეს სისხლი.
ქრონიკული ვეზიკულიტი ვლინდება რეგულარული ტკივილით მუცლის, საზარდულის ან თეძოს არეში.

დიაგნოსტიკა
·         პაციენტის გამოკითხვა;
·         სისხლის და შარდის საერთო ანალიზი;
·         ულტრა-ბგერითი დიაგნოსტიკა;
·         სათესლე ბუშტუკების ნაცხის დათესვა.

ვეზიკულიტის მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მიმდინარეობს კონსერვატიული მეთოდებით, როგორც წესი, სტაციონარში. ტარდება ანტიბაქტერიალური თერაპია, ფიზიოთერაპია. ინიშნება მასაჟი და ფიზიოთერაპიული პროცედურები.
ოპერაციულ გზას მიმართავენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაჩირქება აღინიშნება. ვეზიკულიტის მკურნალობას ნიშნავს ექიმი-ანდროლოგი ან უროლოგი.

საშიშროება
თუ არ მოხდება დაავადების მკურნალობა, შესაძლოა განვითარდეს შემდეგი გართულებები:
·         ინფექციის გავრცელება (იწვევს სხვა პათოლოგიებს, მაგალითად ქრონიკულ ეპიდიდიმიტს);
·         პოტენციის დარღვევა;
·         უნაყოფობა.

რისკის ჯგუფი
·         ნაკლებ მოძრავი ცხოვრების წესის მქონე პირები;
·         შარდსასქესო სისტემის ქრონიკული დაავადებების მქონე პირები;
·         უწესრიგო სქესობრივი კავშირების მქონე პირები.

პროფილაქტიკა
·         ჯანსაღი ცხოვრების წესი;
·         რეგულარული სქესობრივი ცხოვრება;
·         ინფექციური დაავდებების თანამედროვე მეთოდებით მკურნალობა;
·         იმუნიტეტის გაძლიერება.

ვენების თრომბოზი

ვენების თრომბოზი – დაავადება, რომლის დროსაც ვენებში ვითარდება თრომბები, რაც ხელს უშლის სისხლის თავისუფალ მოძრაობას. დაავადება უფრო მეტად ჩნდება ქვედა კიდურებზე.

მიზეზები
·         მუცლის ღრუს ორგანოების და დიდი სახსრების ოპერაციები;
·         ხანგრძლივი წოლითი რეჟიმი;
·         ძვლების მოტეხილობა, სისხლძარღვების დაზიანება;
·         სხვა დაავადებების გართულებები;
·         ხშირი ფრენა, საჭესთან ხანგრძლივი ჯდომა;
·         ჭარბი წონა;
·         ავთვისებიანი წარმონაქმნები;
·         ფეხმძიმობა;
·         რიგი პრეპარატების მიღება.

სიმპტომები
·         ძლიერი შეშუპება;
·         დაზიანებული ადგილების ტკივილი;
·         დაზიანებულ ადგილზე ზეწოლისას ტკივილი ძლიერდება;
·         დაზიანებულ ადგილზე კანს აქვს ლურჯი ფერი;
·         თრომბის გაჩენის ადგილზე კანი ხურს;
·         ზედა ვენების დაბერვა.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ფლებოლოგი, რისთვისაც საჭიროა:
·         BCF ნიმუშები;
·         მარშის ნიმუშები;
·         ფლებოგრაფია;
·         ვენების მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია;
·         ვენების დოპლერული ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;
·         რადიონუკლიდური სკანირება;
·         ვენების დუპლექსური სკანირება.

მკურნალობა
·         მედიკამენტური თერაპია;
·         თრომბოლიზი;
·         თრომბის ქირურგიული გზით მოცილება;
·         კავა-ფილტრის დაყენება.

საშიშროება
·         მსხვილი ვენების გაჭედვა;
·         თრომბის დაჩირქება;
·         სეფსისი;
·         განგრენა;
·         ლეტალური შედეგი.

რისკის ჯგუფი
·         მოხუცები;
·         ფეხმძიმე ქალები;
·         მძიმე ოპერაციების გადატანა, რომელთა შემდეგ საჭიროა ხანგრძლივი წოლითი რეჟიმი;
·         ჭარბწონიანები.

პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         მასაჟისა და ფეხების სპეციალური ვარჯიშის შესრულება;
·         კომპრესული თეთრეულის ტარება;
·         ფეხებზე დიდი ხნით დატვირთვის თავიდან აცილება;
·         ფეხი-ფეხ გადადებული ჯდომისგან თავის შეკავება.

ვენოზური უკმარისობა – გამოირჩევა დაავადების მწვავე და ქრონიკული ფორმები

ვენოზური უკმარისობა  – დაავადება, რომელსაც ახასიათებს ვენოზური სისტემის დარღვევა ქვედა კიდურებში. გამოირჩევა დაავადების მწვავე და ქრონიკული ფორმები.

მიზეზები
ვენოზური უკმარისობა წარმოიშობა ღრმა ვენების სარქველების მიერ სისხლის უკუ გადაცემის ფუნქციის მოშლის გამო.
დაავადების სხვა მიზეზებია:
·         მემკვიდრეობითი მიდრეკილება;
·         ვენების სარქველების ფუნქციის მოშლა;
·         თირკმელების ჰიპერთეზია;
·         ფეხების ტრავმები;
·         არტერიული ჰიპერთეზია;
·         ასაკობრივი ცვლილებები;
·         ჰორმონალური პრეპარატების მიღება;
·         მჯდომიარე ცხოვრების წესი;
·         სიმძიმეების ხშირად აწევა;
·         ჭარბი წონა.

ვენოზური უკმარისობის სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:
·         ქვედა კიდურების შეშუპება;
·         ფეხზე დიდხანს დგომის შემდეგ ქვედა კიდურების ძლიერი ტკივილი;
·         ღამის საათებში შესაძლოა კრუნჩხვითი ტკივილი კანჭის კუნთებში;
·         წვივებთან პიგმენტაცია;
·         წვივების კანის სიმშრალე და ელასტიურობის დაკარგვა;
·         კოჭების ადგილას ჩნდება ტროფიკული წყლულები;
·         დერმატიტი და ეგზემა ფეხებზე.
აღნიშნული სიმპტომები ვლინდება დაავადების პროგრესირების დონის მიხედვით:
·         თავბრუს ხვევა;
·         გულყრა;
·         გულის უკმარისობა;
·         სწრაფად დაღლა;
·         გონებრივი შესაძლებლობების მოშლა.

დიაგნოსტიკა
დაავადების სამკურნალოდ ექიმი-ფლებოლოგი ნიშნავს შემდეგ პროცედურებს:
·         ქვედა კიდურების ვენების დეპლეროგრაფიას;
·         ქვედა კიდურების ვენების ულტრა-ბგერით სკანირებას;
·         ქვედა კიდურების ფლებოგრაფიას.

ვენოზური უკმარისობის მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მოიცავს:
·         დეზაგრეგატებს;
·         სისხლის ულტრაიისფერ/ლაზერულ დასხივებას;
·         ანტიკოაგულანტებს;
·         ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს;
·         ვენომატონიზირებელ საშუალებებს;
·         სკლეროთერაპიას;
·         კომპრესიული სახვევების ტარებას.
ხშირ შემთხვევაში გამოიყენება ქირურგიული მეთოდები:
·         ვენის გადაჭრა ან გადაკვანძვა;
·         აბსცესების გაკვეთა;
·         თრომბირებული ვენების მოცილება;
·         ვენების შუნტირება და სარქველების აღდგენა.

საშიშროება
თუ არ მოხდება დაავადების დროული მკურნალობა, შესაძლოა განვითარდეს შემდეგი სახის გართულებები:
·         ვენების ვარიკოზული გაგანიერება;
·         ფლებიტი;
·         თრომბოზი.
თრომბოზი საშიშია იმით, რომ მოწყვეტილმა თრომბმა შესაძლოა გამოიწვიოს ლეტალური შედეგი.

რისკის ჯგუფი
რისკის ჯგუფში შედიან:
·         ქალბატონები;
·         ასაკოვანი ადამიანები;
·         ადამიანები, რომლებსაც აწუხებთ დამაკავშირებელი ქსოვილის დაავადებები.

პროფილაქტიკა
დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
·         ვარჯიში;
·         სუფთა ჰაერზე სეირნობა;
·         დიდი ხნის მანძილზე ერთ პოზაში ყოფნის გამორიცხვა.

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights