ოთხშაბათი, ივნისი 10, 2026

დაუნის სინდრომი – კონკრეტული მიზეზები დღემდე დაუდგენელია. ითვლება, რომ მთავარი ფაქტორი არის მემკვიდრეობითობა

დაუნის სინდრომი  – დაავადება, რომელსაც ახასიათებს ქრომოსომების ჯგუფის ანომალია, რომლის დროს ადამიანის ქრომოსომების ჯგუფი შეიცავს არა 46, არამედ 47 ქრომოსომას.

მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზეია 21 ქრომოსომიდან ერთ-ერთის გაორება. თუმცა კონკრეტული მიზეზები დღემდე დაუდგენელია. ითვლება, რომ მთავარი ფაქტორი არის მემკვიდრეობითობა.

სიმპტომები
·         ფსიქომოტორული, ფიზიკური განვითარების შეფერხება;
·         გონებრივი არასრულფასოვნება;
·         სახე ბრტყელია, ჰგავს ნიღაბს;
·         გულმკერდის დეფორმაცია;
·         სიდაბლე;
·         თვალის გუგებთან თეთრი ლაქები;
·         სიელმე;
·         დაბინდული თვალის გუგები;
·         კიდურები და თითები უფრო მოკლეა, ვიდრე ნორმალური ადამიანის;
·         ძვალ-კუნთოვანი სისტემის დარღვევა;
·         პირი მუდმივად ღიაა;
·         ენა გადიდებულია;
·         ცხვირი პატარაა.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ფსიქოლოგი, რისთვისაც საჭიროა:
·         ნაყოფის ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;
·         ამნიოცენტეზი;
·         ქირიონის ბიოპსია.

მკურნალობა
·         ნოოტროპული პრეპარატები;
·         სისხლძარღვების პრეპარატები.

საშიშროება
დაავადების გართულება შეიძლება იყოს:
·         დაქვეითებული იმუნიტეტი;
·         მწვავე ლეიკოზი;
·         გულისა და მსხვილი სისხლძარღვების მანკი;
·         უნაყოფობა;
·         კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადება.

რისკის ჯგუფი
·         გვიან ასაკში ბავშვის გაჩენა;
·         ასაკოვანი მამაკაცების შვილები.

პროფილაქტიკა
სამწუხაროდ რაიმე კონკრეტული პროფილაქტიკური მეთოდი არ არსებობს.

დემენცია  – დაავადება, რომელიც ხასიათდება მეხსიერების და გონებრივი შესაძლებლობების ნაწილობრივი დაკარგვით

დემენცია  – დაავადება, რომელიც ხასიათდება მეხსიერების და გონებრივი შესაძლებლობების ნაწილობრივი დაკარგვით

დემენცია  – დაავადება, რომელიც ხასიათდება მეხსიერების და გონებრივი შესაძლებლობების ნაწილობრივი დაკარგვით. ყველაზე მეტად დაავდება უჩნდება მოხუც ადამიანებს. ხასიათის მიხედვით დაავადება შეიძლება იყოს პირველი და მეორე ხარისხის.

მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
·         თავის ტვინის დაზიანება (ტრავმები, სიმსივნეები);
·         ტვინში ტოქსიკური ცხიმების წარმოქმნა;
·         ინსულტის, ინფარქტის, იშემიური დაავადებების შედეგად სისხლძარღვების მუშაობის დარღვევა;
·         ნერვული სისტემის დაავდებები (პარკინსონის დაავადება, ალცგეიმერის დაავადება);
·         ნივთიერებათა ცვლის დარღვევა;
·         ნეიროინფექციები (ენცეფალიტი, აივ-ინფექცია).

სიმპტომები
დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები:
·         მეხსიერების გაუარესება;
·         სივრცეში დროის ორიენტაციის არევა;
·         აზროვნების დარღვევა;
·         ყოველდღიური საქმიანობისადმი ინტერესის დაკარგვა;
·         მოთენთილობა;
·         სისუსტე;
·         თავის ტიკივილი;
·         ყურადღების გაფანტვა;
·         სოციალური აქტივობის გაუარესება;
·         სასაუბრო ფუნქციის პერიოდული დაკარგვა.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ნევროლოგი და ნიშნავს:
·         სისხლის საერთო, ბიოქიმიურ ანალიზს;
·         ნევროლოგიურ გამოკვლევებს;
·         თავის ტვინის კომპიუტერულ ტომოგრაფიას;
·         თავის ტვინის მაგნიტო-რეზონანსულ ტომოგრაფიას;
·         სეროლოგიურ ტესტებს.
დამატებით შესაძლოა საჭირო გახდეს:
·         ელექტროენცეფალოგრაფია;
·         შარდის ანალიზი;
·         თავის ქალას, გულ-მკერდის რენტგენოგრაფია;
·         ლუმბალური პუნქცია;
·         ელექტროკარდიოგრამა.

მკურნალობა
მკურნალობა მოიცავს:
·         პრეპარატები, რომლებიც მოქმედებენ აცეტილქოლინერგიკულ სისტემაზე;
·         ნეირომეტაბოლურად მოქმედი პრეპარატები;
·         ანტიქოლესტერაზული პრეპარატები;
·         NMDA–რეცეპტორებზე მოქმედი პრეპარატები;
·         ნეიროლეპტიკები;
·         ანტიდეპრესანტები.

დიეტა
პაციენტებისთვის რეკომენდირებულია რაციონში ბუნებრივი ანტიოქსიდანტის შემცველი პრეპარატების ჩართვა.

საშიშროება
თუ არ მოხდება დაავადების დროულად მკურნალობა, შესაძლოა განვითარდეს შემდეგი სახის გართულებები:
·         პიროვნული მოშლა;
·         უძილობა;
·         ტრავმატულობის მაღალი დონე;
·         სხვა ადამიანებთან ურთიერთობის პრობლემები;
·         დელირიუმი.

რისკის ჯგუფი
რისკის ჯგუფში შედიან:
·         65 წელს გადაცილებული ადამიანები;
·         ქალები;
·         მემკვიდრეობითი მიდრეკილების მქონე ადამიანები;
·         ათეროსკლეროზით დაავადებულები;
·         სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონის შემცველობის მქონე ადამიანები;
·         შაქრიანი დიაბეტის მქონე ადამიანები.

პროფილაქტიკა
დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
·         დაბალანსებული კვების ქონა;
·         მავნე ჩვევებზე უარის თქმა;
·         მუდმივი ფიზიკური ვარჯიში;
·         სტრესული სიტუაციებისთვის თავის არიდება;
·         არტერიული წნევის კონტროლი.

დღეისათვის დეპრესიის ყველაზე გავრცელებულ სახეობებს წარმოადგენს

დეპრესია – დაავადება, რომელსაც ახასიათებს ფსიქოლოგიური აშლილობა.
დღეისათვის დეპრესიის ყველაზე გავრცელებულ სახეობებს წარმოადგენს:
·         ნევროტული დეპრესია – რაც გამოწვეულია ცხოვრებისეულ სიტუაციებზე რეაგირებით;
·         ენდოგენური დეპრესია – ორგანიზმში დარღვევებით პროვოცირებული;
·         ბიოპოლარული დეპრესია – კარგი და ცუდი განწყობის მკვეთრი ცვლილებები.
მიზეზები
დაავადება წარმოიშობა მთელი რიგი ფსიქოლოგიური დარღვევებით, მისი გამომწვევი ძირითადი მიზეზებია:
·         თავის ტვინში ქიმიური პროცესების დარღვევა;
·         მემკვიდრეობითი ფაქტორი;
·         ფსიქოლოგიური ფაქტორი (ახლობელი ადამიანების გარდაცვალება, სასტიკი მოპყრობა ოჯახში);
·         ეკზოგენური სტრესული ფაქტორები (სამსახურის დაკარგვა, კონფლიქტი, ფინანსური პრობლემები);
·         ხანგრძლივი ქრონიკური დაავადებები;
·         ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მავნე გამოყენება;
·         ორგანიზმში ჰორმონების ბალანსის დარღვევა.

სიმპტომები
დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები:
·         დათრგუნული მდგომარეობა;
·         აქტივობის დაგდება;
·         სწრაფი მოთენთვა;
·         ცხოვრებისადმი ინტერესის დაკარგვა;
·         ზედმეტი მოთენთლობა, ან პირიქით – აქტივობა;
·         კონცენტრაციისა და ყურადღების გაუარესება;
·         გაღიზიანებულობა;
·         დაბალი თვითშეფასება, საკუთარ თავში დაურწმუნებლობა;
·         ძილის დარღვევა, უძილობა;
·         მადის დაკარგვა;
·         წონის სწრაფი დაკლება;
·         სქესობრივი ფუნქციის დარღვევა.

დიაგნოსტიკა
იმისათივს, რომ განისაზღვროს დაავადების მკურნალობის მეთოდი, ექიმი-ფსიქოთერაპევტი ატარებს საერთო დათვალიერებას და განსაზღვრავს დეპრესიის დონეს დეპრესიის ჰამილტონის შკალით.
ასევე შეიძლება დაინიშნოს შემდეგი გამოკვლევები და ანალიზები:
·         სისხლის ანალიზი;
·         შარდის ანალიზი;
·         ბაქტერიოლოგიური ანალიზი;
·         ელექტროკარდიოგრამა.
დამატებით შეიძლება საჭირო გახდეს თერაპევტის, ოკულისტის, ნევროლოგის, გინეკოლოგის კონსულტაცია.

მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მოიცავს:
·         ანტიდეპრესანტებს;
·         ტრანკვილიზატორებს (მწვავე დეპრესიისას);
·         ფსიქოთერაპევტულ მეთოდებს.

დიეტა
დეპრესიასთან გამკლავებისთვის პაციენტებს ენიშნებათ ხმელთაშუა ზღვის დიეტა, რომელშიც შედის ბოსტნეული, ხილი, მცენარეული ზეთ და ზღვის თევზი.

საშიშროება
თუ არ მოხდება დაავადების დროული მკურნალობა შესაძლოა პაციენტის მხრიდან ადგილი ჰქონდეს სუიციდის ჩადენის მცდელობას.

რისკის ჯგუფი:
რისკის ჯგუფში შედიან:
·         მემკვიდრეობითი მიდრეკილების მქონე ადამიანები;
·         ქალები (განსაკუთრებით ფეხმძიმობის და მენოპაუზის პერიოდში);
·         18-25, 35-40 ასაკის ადამიანები.

პროფილაქტიკა
დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
·         დასვენების სწორად ორგანიზება;
·         ძილის რეჟიმის კონტროლი;
·         ემოციური განწყობებისა  და სტრესული სიტუაციებისთვის თავის არიდება;
·         დაბალანსებული კვება.

ნებისმიერი სახის დერმატიტის საშიშროება მდგომარეობს იმაში, რომ გაღვივებულ სტადიაზე მან შეიძლება დააზიანოს შინაგანი ორგანოები და ნეგატიურად აისახოს ნერვულ სისტემაზე

დერმატიტი – ანთებითი რეაქციები, რომლებიც კანზე აისახება შინაგანი და გარეგანი გაღიზიანების დროს.

დერმატიტის სახეობები:
არსებობს დერმატიტის რამოდენიმე სახეობა:
·         კონტაქტური დერმატიტი – რეაქცია, რომელიც ჩნდება კანზე უშუალო ზემოქმედების შედეგად (გაყინვა, ქიმიური დამწვრობა).
·         ალერგიული დერმატიტი – რეაქცია, რომელიც ჩნდება კანზე ალერგენის ზემოქმედების შედეგად (სხვადასხვა ქიმიური და მცენარეული ნივთიერებები).
·         ატოპიური დერმატიტი – ქრონიკული ანთებითი დაავდებები, რომლებიც გადაეცემა გენეტიკური გზით.
·         საფენების დერმატიტი – გაღიზიანება, რომელიც ჩნდება ბავშვებში, რაც გამოწვეულია კანზე საფენის ქსოვილის მუდმივი შეხებით.
·         პერიორალური დერმატიტი – გამონაყარი პირის, ზოგჯერ თვალებისა და ლოყების გარშემო, რაც დაკავშირებულია კოსმეტიკურ საშუალებებზე, საცხებზე, კბილის პასტაზე ალერგიის ქონასთან.

სიმპტომები
დაავადების სიმპტომებია:
·         ანთებითი სიწითლე;
·         შეშუპება;
·         ქავილი;
·         აწეული ტემპერატურა, დაზიანებულ ადგილას კანის წვა;
·         კანზე ამობურცული წანაზარდები.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის ტარდება:
·         დიაგნოსტიკური სინჯების გამოკვლევა;
·         სხვადასხვა ტიპის ალერგენებზე ტესტირება;
·         იმუნური სისტემის საერთო გამოკვლევა.

მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მოიცავს:
·         სამკურნალო პრეპარატებს (ანტიჰისტამინური, ანტიალერგიული, ანთების საწინააღმდეგო და დეზინტოკსიკაციური საშუალებები);
·         საცხებს (მადეზინფიცირებელი და ანთების საწინააღმდეგო საშუალებები);
·         ქავილის საწინააღმდეგო საცხები.

საშიშროება
ნებისმიერი სახის დერმატიტის საშიშროება მდგომარეობს იმაში, რომ გაღვივებულ სტადიაზე მან შეიძლება დააზიანოს შინაგანი ორგანოები და ნეგატიურად აისახოს ნერვულ სისტემაზე, საჭმლის მომნელებელ ტრაქტზე და სასუნთქ ორგანოებზე.

პროფილაქტიკა
დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
·         იმუნური სისტემის ხელშეწყობა;
·         ალერგენებთან კონტაქტის გამორიცხვა;
·         კოსმეტიკური საშუალებების შემადგენლობისთვის ყურადღების მიქცევა;
·         ნატურალური ქსოვილისგან შეკერილი ტანსაცმლის და საცვლების ტარება.

დერმატოფიტიის უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება.

დერმატოფიტია – დაავადება, რომლის პროვოცირება ხდება Arthodermataceae-ს ჯგუფის სოკოს მიერ, რომლებიც თავის მხრივ ეკუთვნიან სამ ჯგუფს: Epidermophyton, Microsporum და Trichophyton. ყველაზე მეტად აღნიშნული ინფექცია ვლინდება სოფლებში, თუმცა დღეისათვის დაავადების გაჩენას ხელს უწყობს შინური ცხოველები. დერმატოფიტია – არის ერთად-ერთი კონტაგიოზური ინფექცია ადამიანის მიკოზებს შორის. დაავადება ეპიდემიოლოგიურია. ასეთი ტიპის სოკოვანი ინფექციები აზიანებენ ფრჩხილებს და კანს. ზრდისთვის სოკოს ესაჭიროება თმისა და ფრჩხილის რქოვანას ფენის კერატინი.
გამოიყოფა დერმატოფიტიის რამოდენიმე სახეობა:
·         საზარდულის დერმატოფიტია (ზიანდება საზარდულის ზონა);
·         ტერფების დერმტოფიტია (ზიანდება ტერფების ზონა);
·         თავის დერმატოფიტია (თავის თმიანი ნაწილის დაზიანება).

მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
·         დაავადებული ადამიანის ფეხსაცმლის გამოყენება;
·         დაინფიცირებულ ადგილზე ფეხშიშველი სიარული (როგორც წესი აბანოებში, საუნებში, აუზებზე და ა.შ.);
·         დაინფიცირებულ ადამიანთან ახლო კონტაქტი;
·         პირადი ჰიგიენის წესების დარღვევა;
·         არაჯანსაღ გარემოში ხშირად ყოფნა, სადაც იზრდება სოკო.

სიმპტომები
დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები:
·         ძლიერი ანთებით პროცესი დაზიანებულ ადგილებში;
·         ქავილი;
·         ცვალებადი კერები თავის კანზე;
·         ტერფის ვეზიკულოზური დაავადება;
·         სიწითლე;
·         კანის დახეთქვა.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვსი ტარდება:
·         დაზიანებული ნაწილების სინჯის აღება, რაც ხდება ლაბორატორიულ პირობებში;
·         გამოიყენება ვუდის ლუმინესცენტური ლამფა, რომლის სხივებში შეიძება სოკოს ელემენტების, მიკროსპორიის კერების განსაზღვრა;
·         პაციენტი უნდა მივიდეს პროფესიონალ დერმატოლოგთან.

მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მოიცავს:
·         მედიკამენტოზურ თერაპიას (ტერბინაფინი, ეკონაზოლი ან ციკლოპიროქსი);
·         ჭრილობის დამუშავება სპეციალური ხსნარით;
·         ადგილობრივი ანტისეპტიკების, კოსტიკოსტეროიდული საშუალებების მიღება;
·         კომბინირებული თერაპია.
ტერფის დერმატროფიის განსაკურნებლად გამოიყენება ადგილობრივი და სისტემური სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები. თერაპიის ხანგრძლივობაა მინიმუმ 2-კვირა. ასევე გამოიყენება ანტისეპტიკების ხსნარები, აეროზოლები, კომბინირებული საშუალებები, რომლებიც შეიცავენ ანტიმიოტიკებს.
საჭიროა დერმატოლოგთან პერმანენტული გამოკვლევების ჩატარება.

საშიშროება
დერმატოფიტიის უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება. დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს თმის ცვენა, კანის დაზიანება, ფრჩხილის ფირფიტების გაფუჭება და დაკარგვა, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა და ა.შ.

პროფილაქტიკა
პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
·         პირადი ჰიგიენის წესების დაცვა;
·         შინაურ ცხოველებთან კონტაქტის შეზღუდვა;
·         დერმატოლოგთან ვიზიტი.

დიაბეტური ნეიროპათია წარმოადგენს შაქრიანი დიაბეტის გართულებას, რაც იწვევს პაციენტის ნერვული სისტემის დაზიანებას

დიაბეტური ნეიროპათია  წარმოადგენს შაქრიანი დიაბეტის გართულებას, რაც იწვევს პაციენტის ნერვული სისტემის დაზიანებას. აღნიშნული დაავადება ხშირად ვითარდება შაქრიანი დიაბეტის გაჩენიდან 15-20 წლის შემდეგ.
ეს პრობლემა უჩნდება იმ პაციენტებს, რომლებიც დაავადებულები არიან შაქრიანი დიაბეტის 1 და 2 ტიპებით.

მიზეზები
დაავადების ძირითადი მიზეზებია:
·         შაქრის მაჩვენებლის სწრაფი ცვლილება ნორმიდან მაღალ მაჩვენებლამდე;
·         ჰიპოქსიის მდგომარეობაში მყოფი ნერვების კვების დარღვევა;
·         საკვები ნივთიერებების შეწოვისა და გადამუშავების დარღვევა.

სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:
·         კიდურების მგრძნობელობის შემცირება ტემპერატურის, ტკივილის, ვიბრაციის მიმართ (1 სტადია სუბკლინიკური);
·         მთელ სხეულში მწვავე ტკივილი, სხეულის ზოგიერთი ნაწილის და ზოგადად მგრძლობელობის დაკარგვა (მე-2 სტადია კლინიკური);
·         წვა და ტკივილი სხეულის ნებისმიერ ნაწილში, განსაკუთრებით ფეხებში, რომელიც ძლიერდება ღამის პერიოდში;
·         უმტკივნეულო ნეიროპათიის დროს ტერფებში მგრძნობელობის დაკარგვა;
·         კუნთების სისუსტე;
·         სიმძიმის შეგრძნება სიარულის დროს;
·         კანზე წყლულების გაჩენა, რომელიც წარმოიშობა შემთხვევების 70-75%-ში.
მე-3 სტადიის დროს (გართულებული) რეკომენდირებულია კიდურების ამპუტაცია. პაციენტების დაახლოებით 70% ყურადღებას არ აქცევს სიმპტომატიკას, ამიტომ გართულებულ ეტაპზე მკურნალობა არაეფექტურია. სწორედ ამიტომ, დიაბეტური ნეიროპათიის მცირე სიმპტომების დროსაც კი საჭიროა სასწრაფოდ ნევროლოგთან ვიზიტი.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის ტარდება:
·         ნევროლოგის მიერ დათვალიერება;
·         რეფლექსების შემოწმება;
·         კამერტონის მეთოდით ან ვიბრაციული მგრძნობელობის შემოწმება;
·         თბური შემოწმება (ორგანიზმის რეაქციების შემოწმება ტემპერატურულ ცვლილებებზე);
·         ნემსების ტესტი (ტკივილის შეგრძნების გადამოწმება ჩხვლეტით);
·         ელექტრონეირომიოგრაფია.

მკურნალობა
·         В ჯგუფის ვიტამინების მიღება (В1, В2, В6, В12), რომლებიც ხელს უწყობენ იმპულსების უკეთ გადაცემას;
·         ალფა-ლიპოური მჟავისი მიღება;
·         ალდოზორედუქტაზას ინჰიბიტორების მიღება;
·         აქტოვეგინის, მაგნიუმის, კალციუმის შემცველი პრეპარატების მიღება;
·         ანტიბიოტიკების მიღება განგრენის თავიდან ასაცილებლად.

საშიშროება
დაავდების მკურნალობის არ არსებობის შედეგად პაციენტი კარგავს კიდურებს, რის გამოც სრულად ირღვევა მისი ცხოვრების წესი. თუცმა დაავადების ადრეულ ეტაპზე აღმოჩენის და მკურნალობის ჩატარების შემთხვევაში არსებობს კიდურების გადარჩენის შანსი და შედეგიც დადებითია.

პროფილაქტიკა
დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
·         ექიმი-ენდოკრინოლოგისა და ექიმი-ნევროლოგის მუდმივი კონტროლი;
·         ნეიროპათიის მცირედი გამოვლინებისთანავე მედიკამენტური თერაპიის ჩატარება;
·         შაქარზე ანალიზის ჩაბარება რეგულარულად;
·         ცხოვრების ჯანსაღი წესის ქონა.

დიაბეტური რეტინოპათია – თვალის ბადურას სისხლძარღვების დაზიანება, რომელიც ჩნდება დიაბეტის დროს

დიაბეტური რეტინოპათია – თვალის ბადურას
#post_seo_title

დიაბეტური რეტინოპათიათვალის ბადურას სისხლძარღვების დაზიანება, რომელიც ჩნდება დიაბეტის დროს. აღნიშნული დაავადება იწვევს მხედველობის გაუარესებას მის სრულ დაკარგვამდე.
არსებობს დიაბეტური რეტინოპათიის რამოდენიმე ფორმა:
·         ნეპროლიფერატიული (საწყისი), რომელიც გამოირჩევა უსიმპტომო მიმდინარეობით და არ იწვევს მხედველობის ცვლილებას;
·         პრეპროლიფერატიული სტადია – გამოირჩევა მხედველობის ზომიერი კლებით;
·         პროლიფერატიული სტადია – თვალის ბადურას მწვავე შიმშილი.

მიზეზები
აღნიშნული დაავადების წარმოშობის მიზეზი არის შაქრიანი დიაბეტი. სწორედ დიაბეტური რეთინოპია ითვლება აღნიშნული დაავადების ერთ-ერთ ყველაზე მძმე გართულებად. დანარჩენი მიზეზები მდგომარეობს თვალის ბადურას სისხლძარღვების ცვლილებებში – რაც გამოიხატება გამტარობის და ახალად წარმოქმნილი სისხლძარღვების რაოდენობის გაზრდაში.

სიმპტომები
დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები:
·         მხედველობის მკვეთრი გაუარესება;
·         თვალებში შავი წერტილების გაჩენა;
·         საგნების გაორება;
·         თვალების ტკივილი.
ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები გვხვდება დაავადების გვიან ან შეუქცევად სტადიაზე. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, რაც უფრო დიდი ხანია ადამიანი დაავადებული შაქრიანი დიაბეტით, მით მეტია რეთინოპათიის გაჩენის რისკი. შაქრიანი დიაბეტით 5 წლიანი ავადმყოფობის შემდეგ, პაციენტების თითქმის 25% გრძნობს დაავადების სიმპტომებს, ხოლო 20 წლის შემდეგ – ყველა. ადამიანებმა, ვინც დიაბეტით არის დაავადებული აუცილებლად უნდა იარონ ოფთალმოლოგთან რეგულარულად, მაშინაც კი, თუ მხედველობის პრობლემები არ აწუხებთ.
თვალის შიდა სისხლჩაქცევებს როგორც წესი თან ახლავს თვალებზე ბინდის გადაკვრა, რაც დროთა განმავლობაში შეიძლება გაქრეს. გარდა ამისა, რთულდება კითხვის ან ახლო მანძილზე სამუშაოს შესრულების  შესაძლებლობა.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკა ტარდება ექიმ-ოფთალმოლოგთან. აღნიშნული დაავადების დონის განსაზღვრისთვის სპეციალისტი ამოწმებს მხედველობას, იკვლევს თვალის ბადურას სპეციალურ აპარატურაზე. დიაბეტით დაავადებულებისთვის ოფთალმოლოგთან ვიზიტი უნდა იყოს არანაკლებ ერთხელ 6 თვის მანძილზე.

მკურნალობა
ლაზერული თერაპია – გაცილებით პოპულარული და ეფექტური მეთოდია დიაბეტური რეთინოპათიის მკურნალობისთვის. აღნიშნული პროცედურა სრულდება ამბულატორულად. მისი აზრი მდგომარეობს თვალის ბადურას მოწყვლადი ადგილების დაშლაში, ასევე მასში და სისხლძარღვების გარსში ჟანგბადის პირდაპირი მოხვედრის საშუალების გაზრდაში. მნიშვნელოვანია ასევე ახლად წარმოქმნილი სისხლძარღვების თბური კოაგულაციის ჩატარება.
აქტურალურია ასევე სისტემური საშუალებების მიღება – როგორიცაა ანგიოპროტექტორები, ანტიოქსიდანტები. შესაძლებელია დაინიშონოს ადგილობრივი მკურნალობა წვეთების გამოყენებით.

საშიშროება
თუ არ მოხდება დაავადების სრული და დროული მკურნალობა, შეიძლება საქმე მივიდეს მხედველობის სრულად დაკარგვამდე.

პროფილაქტიკა
დაავადების განვითარების შესაჩერებლად, აუცილებელია ყურადრების მიქცევა იმისთვის, რომ სისხლში შაქრის დონე ნორმას არ გასცდეს. ასევე აუცილებელია რეგულარული ვიზიტი ენდოკრინოლოგთან და ოფთალმოლოგთან, გამოკვლევების ჩატარება და ანალიზების გაკეთება.

დიაბეტური ტერფი – დაავადება აზიანებს რბილ ქსოვილებს, სახსრებს და ჩნდება წყლულის სახით

დიაბეტური ტერფი  — დაავადება, რომელიც წარმოიშობა დიაბეტის გვიანი სტადიის გართულებისას. დაავადება აზიანებს რბილ ქსოვილებს, სახსრებს და ჩნდება წყლულის სახით.

მიზეზები
დიაბეტური ტერფი ჩნდება ნერვებისა და სისხლძარღვების დაზიანების შედეგად. დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
·         სისხლში შაქრის დონის სწრაფი ზრდა;
·         ქვედა კიდურებში სისხლის მიმოქცევის დარღვევა;
·         ცუდი სისხლის მიმოქცევის გამო განვითარებული ინფექცია.

სიმპტომები
დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები:
·         ძლიერი ტკივილი ფეხებში;
·         ფეხის ტერფების მგრძნობელობის დაკარგვა;
·         «ჭიანჭველების» შეგრძნება, წვა, ჩხვლეტა ტერფებში, რომელიც ქრება სიარულის დროს;
·         ფეხის კანის ფერის ცხვლილება (გაუფერულება, მოყავისფრო შეფერილობა);
·         ტერფების კანის სიმშრალე და დახეთქვა;
·         მაზოლების ხშირი გაჩენა;
·         ფეხის თითებს შუა კანზე ნაპრალების გაჩენა;
·         ფეხის ფრჩხილების დეფორმაცია;
·         ტერფის დეფორმაცია.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის ექიმი-ენდოკრინოლოგი ატარებს შემდეგი სახის გამოკვლევებს:
·         მგრძნობელობის რეფლექსების გამოკვლევას (ტკივილის და ტემპერატურულის);
·         არტერიული სისხლის მიმოქცევის მდგომარეობის გამოკვლევას (დოპლეროგრაფია);
·         ტერფებისა და სახსრების რენტგენოგრაფიას;
·         ბაქტერიოლოგიურ გამოკვლევას.

მკურნალობა
დაავადების მკურნალობა დამოკიდებულია მის ფორმაზე.
ნეიროპათიური ფორმისთვის დამახასიათებელია:
·         მკვდარი ქსოვილების ქირურგიული გზით მოცილება;
·         სპეციალური ფეხსაცმლის დანიშვნა (ტერფის დეფორმაციის დროს);
·         ანტიბაქტერიული თერაპია.
იშემიური ფორმისთვის დამახასიათებელია:
·         ანტიბაქტერიალური მკურნალობა;
·         სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებელი პრეპარატები;
·         შუნტირება;
·         თრომარკტერექტომია;
·         კიდურების ამპუტაცია (განგრენის შემთხვევაში).

საშიშროება
თუ დიაბეტი გართულდება ან დაავადების მკურნალობა დროული არ იქნება, შედეგები შეიძლება იყოს შეუქცევადი და მოხდეს შემდეგი დაავადებების წარმოშობა:
·         სოკოვანი დაავადებები გაჩენა;
·         მგრძნობელობის დაკარგვა (ადამიანმა შეიძლება ვერ იგრძნობს მიღებული ტრავმები);
·         ტერფის განგრენა.

რისკის ჯგუფი
რისკის ჯგუფში შედიან:
·         ადამიანები, ვისაც აწუხებს სისხლძარღვების დაავადებები;
·         ალკოჰოლის მომხმარებლები;
·         ქოლესტერინის მომატებული დონის მქონე პირები;
·         გართულებული დიაბეტის მქონე პირები;
·         ვისაც გადატანილი აქვს კიდურების მპუტაცია.

პროფილაქტიკა
დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
·         შაქრიანი დიაბეტის დროულად მკურნალობა;
·         დიაბეტის დროს დანიშნული დიეტის დაცვა;
·         ფეხების ჰიგიენის დაცვა.

დიათეზმა შეიძლება გამოიწვიოს ქრონიკული დაავადებების განვითარება, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს მისი დროული და სწორი მკურნალობა

დიათეზი  – ეს არის კომპლექსური სიმპტომი, რომელიც მოწმობს ბავშვის ორგანიზმში გარკვეულ პრობლემებს. დიათეზმა შეიძლება გამოიწვიოს ქრონიკული დაავადებების განვითარება, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს მისი დროული და სწორი მკურნალობა.
დღეისათვის არსებობს აღნიშნული დაავდების რამდენიმე სახეობა:
·         ჰემორაგიული დიათეზი (სისხლდენისკენ მიდრეკილება);
·         შარდმჟავა დიათეზი (პურინებისა და შარდმჟავას მიმოცვლის დარღვევა);
·         მარილიანი დიათეზი (თირკმელების პათოლოგიასთან დაკავშირებული დაავადება);
·         თირკმელების დიათეზი.

მიზეზები
დიათეზის ძირითადი მიზეზებია შემდეგი ფაქტორები:
·         ჯირკვლების პრობლემები;
·         ლიმფური პრობლემები;
·         კანის დაავადებები;
·         ნერვული აშლილობა;
·         აღნიშნული დაავადებისადმი მემკვიდრეობითი მიდრეკილება;
·         ფეხმძიმობის დროს დედის არასწორი კვება;
·         ფეხმძიმობის პერიოდში სხვადასხვა სამკურნალო პრეპარატების გამოყენება;
·         სიცოცხლის პირველ თვეებში ბავშვის არასწორი კვება;
·         დედის მიერ საკვებად ალერგიის გამომწვევი პროდუქტების გამოყენება, როგორიცაა: ციტრუსები, ყავა, მარწყვი, ხიზილალა, შოკოლადი და ა.შ.;
·         არასასურველი ეკოლოგიური სიტუაცია რეგიონში, სადაც ოჯახი ცხოვრობს.

სიმპტომები
მეძუძურ ბავშვებში დიათეზის სიმპტომები ვლინდება შემდეგი სახით:
·         ხშირი და თხელი კალა;
·         გამონაყარი ტანზე;
·         ქუთუთოების სიწითლე.
1-დან 3 წლამდე ბავშვებში სიმტომები ასეთია:
·         გამონაყარი;
·         ტკივილი მუცლის არეში;
·         ქუთუთოების სიწითლე;
·         ყელის ტკივილი;
·         ქავილი;
·         ხრინწიანი ნახველი.
3 წლის ზევით ბავშვებში სიმპტომები ვლინდება კანზე გამონაყარითა და ქავილით.

დიაგნოსტიკა
დიათეზის დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-პედიატრი სიმპტომატიკაზე დაყრდნობით, დედისა და ბავშვის გასინჯვით. აუცილებლობის შემთხვევაში პედიატრმა შეიძლება დანიშნოს ლაბორატორიული გამოკვლევები:
·         სისხლის საერთო ანალიზი;
·         შარდის საერთო ანალიზი.

მკურნალობა
დიათეზის მკურნალობის დაწყება საჭიროა მისი პირველივე ნიშნების გამოვლენისას. მკურნალობის ძირითადი მეთოდებია:
·         დიეტოთერაპია;
·         დღის რაციონალური რეჟიმი;
·         კანის მოვლა;
·         ფიზიოთერაპიული ზემოქმედება.
ალერგიული დიათეზის მქონე ბავშვებისთვის რეკომენდირებულია ძუძუთი კვება.
მედიკამენტური მკურნალობისთვის საჭიროა შემდეგი სახის პრეპარატები:
·         ანტიჰისტამინური საშუალებები;
·         სედატიური პრეპარატები;
·         В ჯგუფის ვიტამინები;
·         პრობიოტიკები.
ადგილობრივი თერაპიის მეშვეობით დიათეზის მკურნალობა გულისხმობს კანის დამუშავებას კოსმეტიკური საშუალებებით, ასევე გვირილას, სალბის, მუხის ქერქის ნახარშით დაბანას. გარდა ამისა, რეკომენდირებულია ბავშვების გაკაჟება.
დიათეზის მკურნალობის დასადგენად საჭიროა მივმართოთ ბავშვთა პედიატრს, დერმატოლოგს და ალერგოლოგს. სპეციალისტები დეტალურად გაწერენ როგორ უნდა მოვაშოროთ ბავშვს დიათზი და მათ მეთვალყურეობის ქვეშ ბავშვი განვითარდება ნორმალურად.

დიეტა
ნერვულ-ართრიტული დიათეზის მქონე ბავშვების რაციონში უნდა შეიზღუდოს ცილების შემცველი პროდუქტები.

საშიშროება
დიათზის გართულებას შეიძლება მოჰყვეს ისეთი დაავადებების განვითარება, როგორიცაა:
·         ეგზემა;
·         დერმატიტი;
·         ფსორიაზი;
·         ნეიროდერმიტი.

პროფილაქტიკა
დიათეზის პროფლაქტიკისთვის ფეხმძიმობის დროს დედას უნდა ჰქონდეს ჯანსაღი ცხოვრების წესი და რაციონიდან გამორიცხოს პროდუქტები, რომლებშიც არის ალერგენების მაღალი შემცველობა.

დიარეა (ფაღარათი) – ეს არის პათოლოგიური მდგომარეობა, რაც გამოიხატება ხშირ დეფეკაციაში და თხელი ფეკალური მასის გამოყოფაში

დიარეა (ფაღარათი) – ეს არის პათოლოგიური მდგომარეობა, რაც გამოიხატება ხშირ დეფეკაციაში და თხელი ფეკალური მასის გამოყოფაში. დიარეა ჩნდება როგორც ბავშვებში, ისე ზრდასრულებში.

მიზეზები
დაავადება წარმოიშობა ნაწლავის მიერ სითხისა და ელექტროლიტების შეწოვის პროცესის დარღვევის შედეგად. მიზეზები შეიძლება იყოს შემდეგი:
·         სეკრეტულ ფორმას იწვევენ ზოგიერთი საფაღარათო საშუალებები, მათი არასწორი დოზირებისას, შხამები, ვიბრიონი ქოლერები. წარმოიშობა თხელი უფერული მასა, სუნის გარეშე სისხლისა და ჩირქის ნარევით.
·         ექსუდიტიურ ფორმას იწვევს ნაწლავის ინფექციები (დიზინტერეა, სალმონელეზი), ჰელმინტოზი, კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტები, კუჭის დაავადებები. ასეთ დროს გამონაყოფი თხელი არ არის, ახლავს სისხლის და ჩირქის ნარევი, ზოგჯერ ღია-ყვითელი ან მომწვანო ფერი აქვს.
·         ოსმოლარული ფორმა წარმოიშობა კუჭქვეშა ჯირკვლის ფერმენტატიული ფუნქციის დარღვევით, რაც გამოწვეულია როტავირუსით ინფიცირების გამო. დაავადების სწორედ ეს ფორმა გვხვდება ყველაზე ხშირად ბავშვებში.
დიარეა ჩნდება ნაწლავის კინეტიკური ფუნქციის დარღვევის შედეგად, ამიტომ მისი გამომწვევი მიზეზი ხშირად არის სტრესი.

სიმპტომები
თხელი კალა დიარეის ერთ-ერთი ძირითადი ნიშანია, სხვა სიმპტომებია:
·         მუცელში მწვავე ტკივილი;
·         მეტეორიზმი;
·         გულის რევა, ღებინება;
·         ციებ-ცხელება;
·         ტენეზმები (დეფეკაციის ცრუ მოთხოვნილება).

დიაგნოსტიკა
ხდება კალას გამოკვლევა პათოლოგიურ ფლორაზე, მარტივ მიკროორგანიზმებზე და ჰელმინტების კვერცხებზე. თუ ფაღარათი ქრონიკულია, მაშინ აუცილებელია შინაგანი ორგანოების ულტრა-ბგერითი გამოკვლევა, კოლონოსკოპია და აუცილებლობის შემთხვევაში კანის ბიოპსია.

მკურნალობა
არ არსებობს ერთმნიშვნელოვანი პასუხი შეკითხვაზე – როგორ განვკურნოთ დიარეა? დაავადების მკურნალობა დამოკიდებულია მისი წარმოშობის მიზეზზე.
·         ინფექციური დაავადებისას ინიშნება ანტიბიოტიკები (ლევომიცეტინი, ბისეპტოლი, ნორბაქტინი), სუფანილამიდები, ნიტროფურანები.
·         თუ ფაღარათი დაკავშირებულია სტრესთან, გამოიყენება სედატიური საშუალებები და ტრანკვილიზატორები (ტაზეპამი, სედუქსენი, გრანდაქსინი, პერსენი).
·         გაუწყლოების შემთხვევაში (როგორც წესი ბავშვებში) ინიშნება სითხის გადასხმა ვენაში. რეკომენდირებულია რეგიდრონის და გასტროლიტის, სხვადასხვა ენტეროსორბენტებისა და პრობიოტიკების მიღება.

დიეტა
ინიშნება დიეტა № 4. რეკომენდირებულია ბევრი სითხის მიღება. ასევე რეკომენდირებულია ბრინჯის ნახარში, უცხიმო წვნიანები, გამომცხვარი ბოსტნეული, ორცხობილა პურის ნაცვლად. დაუშვებელია ცხიმიანის, შემწვარის, მლაშე საკვების მიღება, ასევე ხილი, წვენები, ნედლი პროდუქტი.

საშიშროება
შეიძლება განვითარდეს ორგანიზმის გაუწყლოება. განსაკუთრებით საშიშია დიარეა ბავშვებში. ნაწლავური ინფექციების დროს შესაძლოა სეფსისის განვითარება. ელექტროლიტების გამორეცხვამ შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვები და გულის გაჩერება.

რისკის ჯგუფი
ყველაზე ხშირად დიარეა ჩნდება ბავშვებში, მოხუცებში და დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე ადამიანებში.

პროფილაქტიკა
პირადი ჰიგიენის წესების დაცვა (პირველ რიგში ხელების დაბანა), საკვებად კარგად გარეცხილი პროდუქტის გამოყენება.

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights