ოთხშაბათი, მაისი 13, 2026

6 წლის პაციენტი განკურნებული დაუბრუნდა ცხოვრების აქტიურ რეჟიმს

6 წლის პაციენტს MMT Hospital-ში წარმატებით ჩაუტარდა ქირურგიული ჩარევა და განკურნებული დაუბრუნდა ცხოვრების აქტიურ რეჟიმს

#datashvil#drpkhakadze#sheniganatleba#sheniambebi #shenipulsi

MMT ჰოსპიტალი გადის მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ, მსხვილ და ძლიერ საერთაშორისო ჰოსპიტალურ Accreditation Canada საერთაშორისო ჯანდაცვის აკრედიტაციას.

დროული დიაგნოსტიკისთვის და მაღალკვალიფიციური მკურნალობისთვის, მოგვმართეთ ემ ემ ტე ჰოსპიტალში

მენტალური ჯანმრთელობა: ფიტნეს სექტორის როლი ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი გონების საზრდოობაში

მენტალური ჯანმრთელობა: ფიტნეს სექტორის როლი ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი გონების საზრდოობაში

„ევროპა აქტივის” ფიტნესისა და ფიზიკური აქტივობის ეკოსისტემაში ყველასთვის ინკლუზიური და მიმღები გარემოს წახალისებისა და დაცვის პირობითი ვალდებულების, ასევე „ევროპა აქტივის” ინკლუზიურობის კალენდრის ფარგლებში მენტალური ჯანმრთელობის ევროპული კვირეულის მეოთხე გამოცემას გთავაზობთ. ეს ჩვენს ევროპულ საქმიანობას უკავშირდება და ჩვენ მიერ დადებული  #HealthyLifestyle4All პირობის ფარგლებში განხორციელებული ცნობიერების ასამაღლებელი აქტივობების ნაწილია.

 Lenus Health-ის ჯანდაცვის ინოვაციების დირექტორი, დოქტორი იმრან რაშიდი, „ევროპა აქტივის” გუნდს ამ თემის შესახებ საუბარზე დათანხმდა.

მენტალური ჯანმრთელობის ევროპული კვირეული (EMHW)  არის შესაძლებლობა ინდივიდებისა და ორგანიზაციებისთვის, რომ მენტალური ჯანმრთელობის აღიარების, აღნიშვნისა და დაცვისთვის გაერთიანდნენ. როგორც „ევროპა აქტივის” ინკლუზიური სამუშაოების ნაწილი, ფიტნეს სექტორს ამ მნიშვნელოვანი საქმის მხარდასაჭერად იდეალური პოზიცია უკავია. მენტალური ჯანმრთელობის გამოწვევების ზრდასთან ერთად, ჯანსაღი გონებისა და სხეულების განვითარებაში დასახმარებლად ფიტნეს ექსპერტებისთვის ამაზე კრიტიკული დრო არასდროს ყოფილა.

ვარჯიშის გავლენა მენტალურ ჯანმრთელობაზე

მენტალურ ჯანმრთელობაზე რეგულარული ფიზიკური აქტივობის დადებითი გავლენა მრავალმა კვლევამ აჩვენა. ცნობილია, რომ ვარჯიში შფოთვას, დეპრესიას და სტრესს ამცირებს და საერთო ფსიქოლოგიურ მდგომარეობას აუმჯობესებს. როგორც დაბალანსებული ცხოვრების წესის აუცილებელ კომპონენტს, ვარჯიშს კოგნიტური ფუნქციის გაძლიერება, თვითშეფასების გაზრდა და სოციალური კავშირების გამყარება შეუძლია.

ფიტნეს სექტორის როლი მენტალურ ჯანმრთელობაში

ფიტნეს სექტორი მენტალური ჯანმრთელობის ხელშეწყობაში ინდივიდებისთვის ფიზიკური აქტივობისთვის უსაფრთხო და მხარდამჭერი სივრცეების უზრუნველყოფის სახით მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ფიტნეს ექსპერტებს ისეთი ინკლუზიური გარემოს შექმნა შეუძლიათ, რომელიც  სხვადასხვა საჭიროებებსა და შესაძლებლობებს აკმაყოფილებს. ეს ვარჯიშის სარგებლის ყველასთვის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.

Lenus.io-ში ასევე გამოვცადეთ, რომ ონლაინ ქოუჩინგის საშუალებით მწვრთნელებს ისეთ კლიენტებთან მუშაობის შესაძლებლობაც აქვთ, რომლებსაც შესაძლოა სოციალური ფობიები ან მსგავსი პრობლემები აწუხებდეთ. ამის გამო ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ჯანდაცვის პრევენციის მომავალი როგორც პერსონალიზებული ფიზიკური, ასევე ონლაინ მომსახურებისგან შედგება.

ფიტნეს სექტორში მენტალური ჯანმრთელობის მხრივ ცნობიერება, საერთო ჯამში, ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ისეთი ინიციატივები, როგორიცაა პერსონალისთვის მენტალური ჯანმრთელობის პირველადი დახმარების ტრენინგი, მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირებისთვის სპეციალიზებული გაკვეთილები და მენტალური ჯანმრთელობის ადგილობრივ ორგანიზაციებთან პარტნიორობა, სულ უფრო ხშირი ხდება. ეს ფიტნეს სექტორის მენტალური ჯანმრთელობისადმი თავდადებას ადასტურებს.

წარმატების ისტორიები

ევროპულ ფიტნეს სექტორში ინოვაციური პროგრამებისა და სერვისების უამრავი მაგალითია, რომელიც მენტალურ ჯანმრთელობას მხარს უჭერს:

  1. ფიტნეს ცენტრები და ონლაინ ქოუჩინგ სერვისები, რომლებიც ტრადიციულ ვარჯიშთან ერთად გონებამახვილობისა და მედიტაციის პრაქტიკებს აერთიანებს. ეს მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობისადმი ჰოლისტიკურ მიდგომას გვთავაზობს.
  2. საზოგადოებრივი პროგრამები, როგორიცაა უფასო ჯგუფური სავარჯიშო გაკვეთილები პარკებში, რომელიც სოციალური კავშირის დამყარებას უწყობს ხელს და ფიტნეს სერვისებზე წვდომის ბარიერებს აღმოფხვრის.
  3. მენტალური ჯანმრთელობის ექსპერტებთან თანამშრომლობა, რათა სავარჯიშო პროგრამები იმ პირებზე იყოს მორგებული, რომლებიც მენტალური ჯანმრთელობის გამოწვევებს ებრძვიან. ეს მათ გამოჯანმრთელებას და ამტანობის გამომუშავებას უწყობს ხელს.

მოქმედებისკენ მოწოდება

მენტალური ჯანმრთელობის ევროპული კვირეულის აღნიშვნასთან ერთად, „ევროპა აქტივი” ფიტნეს სექტორს მენტალური ჯანმრთელობის ინიციატივების შემდგომი მხარდაჭერისთვის ამ შესაძლებლობის გამოყენებისკენ მოუწოდებს. ფიტნეს ექსპერტებს მენტალური ჯანმრთელობის შესახებ განათლების თავად მიღება, მენტალურ დაავადებებთან დაკავშირებული სტიგმის შემცირებაზე მუშაობა და მენტალური ჯანმრთელობის ორგანიზაციებთან რესურსებზე წვდომის გასაუმჯობესებლად მუშაობა შეუძლიათ. მთლიანობაში, ჯანდაცვისადმი უფრო ჰოლისტიკური მიდგომა მკაცრად არის რეკომენდებული.

ჩვენ ევროპის მასშტაბით უამრავი ადამიანის ცხოვრების შეცვლა ერთად შეგვიძლია. მოდით, წარმოქმნილი ძლიერი იმპულსი არ შევწყვიტოთ და ერთად ვიმუშაოთ იმაზე, რომ მენტალური ჯანმრთელობა ფიტნეს სექტორის დღის წესრიგის განუყოფელი ნაწილი იყოს.

ფიტნეს სექტორი ცალსახად ისეთ ადგილს იკავებს, რომ მენტალური ჯანმრთელობის მხარდაჭერის კუთხით გადამწყვეტი როლის თამაში შეუძლია. ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისადმი ჰოლისტიკური მიდგომით ფიტნეს ექსპერტებს მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა იმ ადამიანებზე შეუძლიათ, რომლებსაც თავად ემსახურებიან. მენტალური ჯანმრთელობის ევროპული კვირეულის მიზანია ჯანსაღი გონებისა და სხეულის ხელშეწყობის პროცესში ვარჯიშის, ინკლუზიურობისა და თანამშრომლობის ძალა დაგვანახოს.

#datashvil#drpkhakadze#sheniganatleba#sheniambebi #shenipulsi

ფარმაცევტული სექტორისთვის იმპორტის ახალი სტანდარტის ამოქმედება გადავადდა

მზა ფარმაცევტული პროდუქციისა და ადგილობრივი წარმოებისთვის აუცილებელი აქტიური ფარმაცევტული ინგრედიენტების იმპორტის შესახებ ახალ სტანდარტების ამოქმედება 6 თვით გადავადდა.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. აქამდე ამოქმედების ვადად 1-ელი აპრილი იყო განსაზღვრული.

უწყებაში განმარტავენ, რომ ცვლილებების გადავადების ინიციატორი თავად ფარმაცევტული სექტორი იყო. შესაბამისი გადაწყვეტილება კი ჯანდაცვის მინისტრისა და მისი პირველი მოადგილის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მიიღეს.

„ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე, მინისტრის პირველ მოადგილე თამარ გაბუნიასთან ერთად, ფარმაცევტული სექტორისა და ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა, ის ცვლილებები განიხილეს, რომლებიც ქვეყანაში, მედიკამენტებისა და მათი დამზადებისთვის საჭირო ინგრედიენტების იმპორტირებისას, შესაბამისი მარეგულირებლის მიერ გაცემული დოკუმენტაციის წარმოდგენის ვალდებულებას აწესებს.

ცვლილების ამოქმედება 1-ელი აპრილიდან იგეგმებოდა, თუმცა შეხვედრაზე, სექტორის წარმომადგენლებმა, ვადის გახანგრძლივების ინიციატივა დააყენეს. მხარეები, 6-თვიან გარდამავალ პერიოდზე შეთანხმდნენ. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა, სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით, გაგრძელდება“,- აღნიშნულია ჯანდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

საგულისხმოა, რომ უწყებაში, მწარმოებელთა ინტერესების დასაცავად, ცვლილებების დაინიცირებას აანონსებენ. კერძოდ, ჯანდაცვის მინისტრის თქმით, პრიორიტეტი მედიკამენტების ხარისხის კონტროლი და მომხმარებლების ინტერესების დაცვაა, თუმცა მწარმოებლების ინტერესებიც დაბალანსებულად უნდა იყოს დაცული.

„პრიორიტეტულია, საქართველოში, მედიკამენტების სათანადო ხარისხის უზრუნველყოფა და მომხმარებლის ინტერესების მაქსიმალურად დაცვა, თუმცა მწარმოებელთა ინტერესების დაბალანსებულად დაცვის პირობით. მათი დაცვის პირობით, ისეთი შეზღუდვებისგან, რომელიც ჩაითვლება არასაჭიროდ, ზემოაღნიშნულ პრიორიტეტთან მიმართებით”,- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

შეხვედრაზე, შეთანხმდნენ, რომ სამინისტრო, უახლოეს პერიოდში, ამ კონკრეტული მიმართულებით, შესაბამის ცვლილებებს დააინიცირებს.

ახალ სტანდარტები ერთ-ერთი საკითხია, რომელიც 20 მარტს, საქართველოს ბიზნესასოციაციაში, ჯანდაცვის კომიტეტის სხდომის ფარგლებში განიხილეს. ასოციაცია კომპანიებისთვის ახალ მოთხოვნებთან შესაბამისობის მისაღწევად მცირე ვადასთან ერთად, ხაზს უსვამდა, რომ კომპანიების აზრით, წარმოდგენილი სტანდარტები შეიძლება იმაზე მკაცრიც კი იყოს, ვიდრე აშშ-სა და ევროპაშია.

მზა ფარმაცევტული პროდუქციისა და ადგილობრივი წარმოებისთვის აუცილებელი აქტიური ფარმაცევტული ინგრედიენტების საქართველოში იმპორტის ახალი წესები მთავრობის 51-52 დადენილებებით განისაზღვრა.

#datashvil#drpkhakadze#sheniganatleba#sheniambebi #shenipulsi

„ფაგებს აბსოლუტურად ამოუწურავი რესურსი აქვთ და მათი გამოყენება მრავალი მიმართულებით შეიძლება“

„ჩვენ ძალიან დაჩქარებული წესებით შევეცდებით, რომ 2026 წელს უკვე საქართველოში მთელი ეკოსისტემა იყოს შექმნილი იმისთვის, რომ აქ მიმდინარეობდეს ყველა წამყვანი ფარმაცევტული კომპანიის მიერ ფაგებზე კვლევების ჩატარება, წარმოება და შემდეგ საქართველოდან ხდებოდეს ამ პრეპარატების გაყიდვა“, – ამის შესახებ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ავთანდილ კასრაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მან საქართველოში ფაგების შექმნის ისტორიაზე და მისი გამოყენების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ასევე იმ ინოვაციაზე, რის განხორციელებასაც სააგენტო გეგმავს.

„ბიოტექნოლოგიების თემაში ვინც არის, ყველამ იცის, რომ საქართველო ნომერ პირველი სამეცნიერო ქვეყანაა. ჩვენ რაშიც პრობლემა გვაქვს, ეს არის ინფრასტრუქტურის განვითარება და პრემიერ-მინისტრის მხრიდან პრიორიტეტად გამოცხადება ამას გულისხმობდა, რომ ჩვენ მთელ ინფრასტრუქტურას მოვაწესრიგებთ, რომ შესაბამისი ეკოსისტემა იყოს – კლინიკური კვლევებისთვის, ფაგების შექმნის საერთაშორისო სტანდარტი, ასევე, წარმოების, დისტრიბუციის, ყველა სეგმენტი იყოს საქართველოში, რათა ქვეყანაში შექმნილი ფაგები მთელ მსოფლიოში იყოს მიღებული გასაყიდად. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს არის მნიშვნელოვანი ინვესტიციები.

საქართველოს მთავრობის მხრიდან პრიორიტეტების განსაზღვრა გულისხმობს, მათ შორის, ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობის აღებას სამი მიმართულებით, კერძოდ, ეს არის – ხელოვნური ინტელექტი, ფაგები და აგროტექნოლოგიები. ჩვენ გვინდა, ვიყოთ ამ მხრივ ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა. ფაგების მიმართულებით გვაქვს ამბიცია, რომ ვიყოთ გლობალური ლიდერები, რადგან სამეცნიერო მიმართულებით ეს ასეა. ახლა ჩვენ ეს უნდა გადავიტანოთ ბიზნესში. ბიზნესში იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქემდე მივიტანოთ ეს ინოვაციური ეკოსისტემის შედეგად მიღებული ეკონომიკური განვითარება“, – აღნიშნა კასრაძემ.

მისივე თქმით, ფაგებს აბსოლუტურად ამოუწურავი რესურსი აქვთ და მათი გამოყენება მრავალი მიმართულებით შეიძლება. კასრაძემ აღნიშნა, რომ ფაგებით დამზადებული პრობიოტიკები ერთ-ერთი ღირებული პროდუქტია.

„ჩვენ ძალიან დაჩქარებული წესებით შევეცდებით, რომ 2026 წელს უკვე საქართველოში მთელი ეკოსისტემა იყოს შექმნილი, რათა აქ მიმდინარეობდეს ყველა წამყვანი ფარმაცევტული კომპანიის მიერ ფაგებზე კვლევების ჩატარება, წარმოება და შემდეგ საქართველოდან ხდებოდეს ამ პრეპარატების გაყიდვა“, – განაცხადა კასრაძემ.

ფაგები, ანუ ბაქტერიული ინფექციების სამკურნალო საშუალება – გვერდითი და უკუჩვენებების გარეშე, ანტიბიოტიკებისგან განსხვავებით არ არის რეზისტენტული. მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ლაბორატორია საქართველოში შეიქმნა.

#datashvil#drpkhakadze#sheniganatleba#sheniambebi #shenipulsi

ეპოქალური ცვლილებები ინოვაციების ეკოსისტემასთან მიმართებაში

„ნამდვილად ეპოქალური ცვლილებები დააანონსა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ინოვაციების ეკოსისტემასთან მიმართებაში. რაც ყველაზე მთავარია, ძალიან მალე ეს თითოეულ მოქალაქეზე აისახება“, – ამის შესახებ ავთანდილ კასრაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ქართულ ენაზე ხელოვნური ინტელექტისა და აგროტექნოლოგიების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და სტარტაპებისთვის საგადასახადო შეღავათების ეკონომიკაზე დადებით გავლენას გაუსვა ხაზი.

„ეს იყო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, როდესაც ვამბობთ, რომ განისაზღვრება ინოვაციური სტარტაპის სტატუსის კომპანიები. ისინი ისარგებლებენ უპრეცედენტო გადასახადით. არასდროს საქართველოს ისტორიაში, არცერთ ინდუსტრიასთან მიმართებაში 0%-იანი საგადასახადო რეჟიმი, განსაკუთრებით საშემოსავლო გადასახადში [არ ყოფილა]. რატომ ვაკეთებთ ამას? სტარტეპები არის გლობალურად მასშტაბირებადი კომპანიები. დღეს 240-მდე სტარტაპი გვაქვს დაფინანსებული 38 მილიონით. აქედან 45 უკვე საერთაშორისო ბაზარზე გავიდა და ნახევარ მილიარდზე მეტი ინვესტიცია შემოიტანეს ქვეყანაში. ეს ნახევარი მილიარდი რამდენიმე წელიწადში შეიძლება 15, 50 მილიარდი გახდეს. სწორედ ეს არის ინოვაციური ეკოსისტემის შედეგი“, – ამბობს კასრაძე.

ქალწულობას არ აქვს სამედიცინო ან სამეცნიერო განმარტება და ის არის სოციალური, კულტურული და რელიგიური კონსტრუქცია

რეპროდუქტოლოგი ეკა კვირკველია ქვეყანაში არსებულ სტერეოტიპებს საკუთარი ვიდეო მიმართვებით ყოველდღიურად ამსხვრევს და სექსუალური განათლების თვალსაზრისით, საზოგადოების ცნობიერებას ამაღლებს.

ამჯერად, მან ე.წ ქალიშვილობის ინსტიტუტის შესახებ ისაუბრა.

განაგრძეთ კითხვა

„ჩვენს ქვეყანას შეუძლია, ააშენოს ძლიერი ჯანდაცვა…“ – გიორგი ფხაკაძე საქართველოშია

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე საქართველოშია.

“ძალიან დატვირთული დღეები მელოდება… 23 საავადმყოფოში მაქვს შეხვედრები. “აკრედიტაცია კანადას” ექსპერტები ჩამოდიან. გვექნება შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში, ასევე ჩვენს პარტნიორებთან და საავადმყოფოების მფლობელებთან.
ასევე გვექნება შეხვედრა ტელევიზიებთან და რადიოსთან, რადგანაც მედიაჰოლდინგი შენი》ძალიან გაძლიერდა. იქნება ხელმოწერა მემორანდუმებზე სხვადასხვა ორგანიზაციასთან.

ეს ორი კვირა იქნება ძალიან დატვირთული და არ ვიცი როგორ მოვასწრებ, მაგრამ ყველაფერი შესაძლებელია.
მიხარია, რომ მოვდივარ და წარმატებული პროექტები მომაქვს საქართველოში. დიახ, ჩვენი ქვეყანა არის ძლიერი და ჩვენს ქვეყანას შეუძლია, ააშენოს ძლიერი ჯანდაცვა”, – ამბობს გიორგი დხაკაძე.

„გაიხსენეთ, როგორ დავიწყეთ საავადმყოფოების აკრედიტაცია საქართველოში…“ – გიორგი ფხაკაძე

საქართველოში, კლინიკებმა საერთაშორისო აკრედიტაციის გავლისთვის მზადება დაიწყეს.

საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე წარმოადგენს.

„გაიხსენეთ, როგორ დავიწყეთ საავადმყოფოების აკრედიტაცია საქართველოში. აკრედიტაცია კანადას ამჟამად გადის 24 სამედიცინო დაწესებულება, საქართველოში“ – ამბობს  საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე.

გიორგი ფხაკაძე 2021 წლის 25 მარტს ამბობდა, რომ საქართველოს სამედიცინო დაწესებულებების დამოუკიდებელი შეფასებისა და აკრედიტაციის ინიციატივის განხორციელება დაიწყო.

„მეგობრებო, დავიწყეთ საქართველოს სამედიცინო დაწესებულებების დამოუკიდებელი შეფასებისა და აკრედიტაციის ინიციატივის განხორციელება
არ მეგონა, თუ ამდენი ადამიანი გამომეხმაურებოდა და დახმარების სურვილს გამოთქვამდა..დიდი მადლობა…. სიკეთე გადამდებია…
ვებგვერდი უკვე გავაკეთე, თუმცა დახვეწის პროცესშია. იქ არის ბლოგის ნაწილი…თუ თქვენ ეწვიეთ რომელიმე საავადმყოფოს, მოიწერეთ ინფორმაცია მასზე… უნდა მიუთითოთ საავადმყოფოს სახელი, მისამართი, შეაფასოთ 1-დან 5-მდე ქულით, ახსნათ, რატომაა კარგი ან ცუდი. თუ გაქვთ შესაბამისი სურათები ან ვიდეები, მიაბით ამ ინფორმაციას.
თუ თვლით, რომ თქვენი მოწოდებული ინფორმაცია უნდა იყოს კონფიდენციალური, მიუთითეთ ამის შესახებ, გადმოაგზავნეთ მეილზე და თქვენს ვინაობას ჩემს გარდა ვერავინ გაიგებს. შემდეგ ამ ინფორმაციას მე დავდებ ჩემი სახელით ვებგვერდზე.
ასე დავიწყებთ საავადმყოფოების შეფასებას. მწვანე საავადმყოფო კარგია, შავი – ცუდი, ყვითელი – სრულყოფის გზაზეა. იმედი მაქვს, ბევრი საავადმყოფი გამწვანდება
მარტო ცუდი ხომ არ არის, კარგიც გვაქვს და გაიგოს საზოგადოებამ, ვინ არის კარგი ექიმი, რომელია კარგი სამედიცინო დაწესებულება
კვირაში ერთხელ მოხდება შეჯამება და თქვენი კომენტარების საფუძველზე გამოვაცხადებ შავი, მწვანე და ყვითელი საავადმყოფოების სიას
ხალხის შეფასებას მივაწვდით შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებს, რომლებსაც პასუხის გასაცემად 3 დღე ექნებათ.
უნდა იყოს გამჭვირვალობა, საჯაროობა და დიალოგი, თუ გვინდა, განვითარებისთვის პოზიტიური შედეგი დაიდოს …უნდა ჩამოვაყალიბოთ ეს კულტურა – როცა არსებობს შეკითხვები, უნდა დავსვათ და ამ შეკითხვებზე უნდა იყოს პასუხი გაცემული…
საავადმყოფოების შავი სია გასაჯაროვდება და საზოგადოებას ეცოდინება, რომ იქ მისვლა არის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის საშიში… სხვანაირად არ გამოდის, ხარისხს სხვანაირად ვერ მივაღწევთ.
საქართველოში ბევრი კარგი სამედიცინო დაწესებულებაა, რომლებიც ბევრ რესურსს ხარჯავენ, რომ კარგად იმუშაონ, მაგრამ არ უფასდებათ, რომ ხარისხში დებენ ფულს. გვერდზე შეიძლება იყოს საავადმყოფო, რომელიც ხარისხზე საერთოდ არ ზრუნავს, მაგრამ ისიც ანალოგიურად იღებს დაფინანსებას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან. ადამიანები ერთგან ხარისხიან სამედიცინო მომსახურებას იღებენ, მეორეგან – ცუდს და სახელმწიფოში ორივე ეს დაწესებულება ერთ დონეზეა. ეს არასამართლიანია. ვიღაცამ ხომ უნდა თქვას, რეალობა როგორია?!
თვითმიზანი ვინმეს დახურვა კი არ არის, აქ საუბარია ჯანსაღ კონკურენციაზე, ხარისხის სტანდარტებზე, რამაც ქვეყანაში ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება უნდა უზრუნველყოს. ეს არის ბაზისური სტანდარტი, მინიმუმი.
როგორც კი ამ აკრედიტაციას 10 საავადმყოფო გაივლის, დავდებ შემდეგ სტანდარტს. შემდეგი სტანდარტი იქნება ვარსკვლავის მინიჭება. იქნება სულ 5 ვარსკვლავი. მაგრამ სანამ აქამდე მივალთ, სამედიცინო დაწესებულებებმა მინიმალური ხარისხის ბარიერი უნდა გადალახონ.
ახლა ყველა ერთად ვაკეთებთ იმას, რაც საქართველოში არავის გაუკეთებია, რაც ძალიან საჭიროა და რაც ყველაზე რთულია. ამ პროცესის მონაწილე ვართ ყველანი ერთად. ამას გავაკეთებთ ერთობლივი ძალებით. ეს მე კი არ მინდა, შენ კი არ გინდა, ეს ჩვენ გვინდა და ჩვენს საქართველოს სჭირდება!
მივმართავ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც, მათი დახმარება მნიშვნელოვანია. პროცესში შეიძლება, მიმართულებების მიხედვით, კერძო კომპანიებიც ჩაერთონ, რომელთაც სამედიცინო დაწესებულებებისთვის ტექნიკური აღჭურვილობა შემოაქვთ. დამიკავშირდით, რომ შევძლოთ ქვეყანაში ხარისხიანი ტექნიკური პროდუქციის შემოტანა.
ეს არის ძალიან დიდი პროცესის დასაწყისი. ჩვენ თუ არ დავიწყეთ, ამას არავინ გააკეთებს. ეს უნდა დავიწყოთ დღესვე. ეს იქნება გამჭვირვალე პროცესი და კორუფცია იქნება ნულოვან დონეზე.
პირველ 10 დაწესებულებას, რომელიც გაივლის ამ აკრედიტაციას, გავუკეთებ უფასო რეკლამას ჩემს ფეისბუქზე, რომელიც ვიზიტორების ნაკლებობას არ უჩივის…
ვიცი, რომ სამედიცინო დაწესებულებები 5000 – 10 000 დოლარს ხარჯავთ სატელევიზო რეკლამებში. ეს ფული მოახმარეთ უშუალოდ პაციენტებს, სანიტრებს, ექთნებს, ექიმებს, სამედიცინო ტექნიკურ აღჭურვილობას.
მივმართავ სამედიცინო დაწესებულებებს, ნუ დაფრთხებით, ეს ყველაფერი თქვენთვისვეა საჭირო, რომ ბაზარზე სწორი და უსაფრთხო ოპერირება შეძლოთ. დაგეხმარებით, რომ ამ მინიმალური სტანდარტების გავლა შეძლოთ, არ არის ეს რთული.
შავ სიაში მყოფებს მაქსიმალურად დაგეხმარებთ, რომ ამ ჭაობიდან ამოვიდეთ, თუ თქვენი სურვილი იქნება. თუ არ შეეცდებით სიტუაციის გამოსწორებას, ამ შავ სიას მაქსიმალურად გავასაჯაროებთ, ასეთი საავადმყოფოები პაციენტების გარეშე დარჩება და გაკოტრდება. მე არ მინდა , ეს მოხდეს. ეს არ არის ჩემი ინტერესი.
ჩემი მიზანია, რომ ექთანმა და ექიმმა იმუშაოს ერთ საავადმყოფოში და არა რამდენიმეში, ჰქონდეს კარგი, ღირსეული ანაზღაურება და კარგი სამუშაო პირობები, და პაციენტი კმაყოფილი იყოს.
გავუფრთხილდეთ სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, რესურსებს და ერთმანეთს, ძალა ერთობაშია. როგორც დავწიეთ პირბადეების ფასი და ავწიეთ ხარისხი. ასევე შევძლებთ, ავწიოთ სამედიცინო დაწესებულებების ხარისხი, ჯერ ამაში დამეხმარეთ და მერე ფასებსაც მივხედავთ…
სამედიცინო მომსახურების ფასი უნდა იყოს სამართლიანი და მისაღები პაციენტებისთვის
სამედიცინო პერსონალის ანაზღაურება უნდა იყოს ღირსეული. უნდა დაფასდეს თითოეული პროფესიონალი ექიმი, ექთანი, სანიტრი… მე ექიმი ვარ და სულ ვფიქრობ, რა მძიმე მდგომარეობაში არიან ჩვენი ექიმენი, ექთნები, სანიტრები, იმიტომ რომ სისტემა არის მახინჯი… ეს უნდა გამოსწორდეს, ეს ჩვენი, ყველას, პასუხისმგებლობაა და ჩვენ ამას შევძლებთ…
დავიწყეთ…“

დიაბეტური რეტინოპათია საწყის ეტაპზე ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს

დიაბეტური რეტინოპათია

დიაბეტით დაავადებულებს შესაძლოა განუვითარდეთ თვალის დაავადება, რომელსაც დიაბეტური რეტინოპათია ეწოდება. სისხლში გლუკოზის (შაქრის) მაღალი დონე იწვევს ბადურის სისხლძარღვების დაზიანებას. დიაბეტის დროს დაზიანებული სისხლძარძღვები შუპდება. შედეგად ფერხდება სისხლძარღვში სისხლის მოძრაობა და ზიანდება ბადურა. დროთა განმავლობაში ბადურაზე ჩნდება ახალი, პათოლოგიური სისხლძარღვები, რაც ხშირად თვალის შიგნით სისხლჩაქცევის და მხედველობის სიმახვილის მკვეთრი გაუარესების მიზეზი ხდება.
არსებობს დიაბეტური რეტინოპათიის ორი ძირითადი ტიპი:
1. არაპროლიფერაციული დიაბეტური რეტინოპათია – უმეტესწილად დაავადების ადრეულ ეტაპზე გვხვდება. ამ დროს წვრილი სისხლძარღვებიდან ჟონვადობის მატება იწვევს ბადურის შეშუპებას. კლინიკურად მნიშვნელოვანია ბადურის ცენტრალური ზონის, მაკულის შეშუპება, რაც მხედველობის სიმახვილეს მკვეთრად აუარესებს.

ბადურის სისხლძარღვებში სისხლის მიმოქცევის შეფერხებისას, ბადურა ღარიბდება ჟანგბადით. ამ პროცესს იშემია ეწოდება. ქრონიკული იშემიისას იკლებს მხედველობითი ფუნქციები, ასევე თავს იჩენს პატარა ზომის მრავალი სისხლჩაქცევა ბადურის შიგნით.
2. პროლიფერაციული დიაბეტური რეტინოპათია დაავადების უფრო მწვავე გამოვლინებაა. პროლიფერაციულ ფაზაში ჩნდება ახალი, პათოლოგიური სისხლძარღვები. ახალი სისხლძარღვები ადვილად ზიანდება, რაც თვალის შიგნით სისხლჩაქცევის მიზეზი ხდება.
დროთა განმავლობაში ბადურის ზედაპირზე ჩნდება პათოლოგიური ქსოვილი, რომელიც მჭიდროდ უკავშირდება ბადურას და ახდენს მასზე მექანიკურ ზემოქმედებას. შედეგად ვითარდება ბადურის აშრევება, რასაც ბადურის ტრაქციული ჩამოცლა ეწოდება. ბადურის ტრაქციული ჩამოცლა მკვეთრად აქვეითებს მხედველობას და შესაძლოა სრული სიბრმავე გამოიწვიოს.

განაგრძეთ კითხვა

#datashvil#drpkhakadze#sheniganatleba#sheniambebi #shenipulsi

დიაბეტური რეტინოპათია – სისხლში გლუკოზის (შაქრის) მაღალი დონე იწვევს ბადურის სისხლძარღვების დაზიანებას

დიაბეტური რეტინოპათია

დიაბეტით დაავადებულებს შესაძლოა განუვითარდეთ თვალის დაავადება, რომელსაც დიაბეტური რეტინოპათია ეწოდება. სისხლში გლუკოზის (შაქრის) მაღალი დონე იწვევს ბადურის სისხლძარღვების დაზიანებას. დიაბეტის დროს დაზიანებული სისხლძარძღვები შუპდება. შედეგად ფერხდება სისხლძარღვში სისხლის მოძრაობა და ზიანდება ბადურა. დროთა განმავლობაში ბადურაზე ჩნდება ახალი, პათოლოგიური სისხლძარღვები, რაც ხშირად თვალის შიგნით სისხლჩაქცევის და მხედველობის სიმახვილის მკვეთრი გაუარესების მიზეზი ხდება.
არსებობს დიაბეტური რეტინოპათიის ორი ძირითადი ტიპი:
1. არაპროლიფერაციული დიაბეტური რეტინოპათია – უმეტესწილად დაავადების ადრეულ ეტაპზე გვხვდება. ამ დროს წვრილი სისხლძარღვებიდან ჟონვადობის მატება იწვევს ბადურის შეშუპებას. კლინიკურად მნიშვნელოვანია ბადურის ცენტრალური ზონის, მაკულის შეშუპება, რაც მხედველობის სიმახვილეს მკვეთრად აუარესებს.

ბადურის სისხლძარღვებში სისხლის მიმოქცევის შეფერხებისას, ბადურა ღარიბდება ჟანგბადით. ამ პროცესს იშემია ეწოდება. ქრონიკული იშემიისას იკლებს მხედველობითი ფუნქციები, ასევე თავს იჩენს პატარა ზომის მრავალი სისხლჩაქცევა ბადურის შიგნით.
2. პროლიფერაციული დიაბეტური რეტინოპათია დაავადების უფრო მწვავე გამოვლინებაა. პროლიფერაციულ ფაზაში ჩნდება ახალი, პათოლოგიური სისხლძარღვები. ახალი სისხლძარღვები ადვილად ზიანდება, რაც თვალის შიგნით სისხლჩაქცევის მიზეზი ხდება.
დროთა განმავლობაში ბადურის ზედაპირზე ჩნდება პათოლოგიური ქსოვილი, რომელიც მჭიდროდ უკავშირდება ბადურას და ახდენს მასზე მექანიკურ ზემოქმედებას. შედეგად ვითარდება ბადურის აშრევება, რასაც ბადურის ტრაქციული ჩამოცლა ეწოდება. ბადურის ტრაქციული ჩამოცლა მკვეთრად აქვეითებს მხედველობას და შესაძლოა სრული სიბრმავე გამოიწვიოს.
დიაბეტური რეტინოპათიის სიმპტომები
დიაბეტური რეტინოპათია საწყის ეტაპზე ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა პროგრესირებასთან ერთად შესაძლოა თავი იჩინოს შემდეგმა სიმპტომებმა:
– მხედველობის გაუარესება
– მრავლობითი „მცურავი’’ ლაქებისა და წერტილების გაჩენა მხედველობის ველში
– ფერების აღქმის უნარის დაქვეითება
– ღამით მხედველობის გაუარესება
– უცაბედად მხედველობის დაკარგვა
– დიაბეტური რეტინოპათია როგორც წესი ორივე თვალს აზიანებს.
დიაგნოსტიკა:
თავდაპირველად დიაბეტური რეტინოპათია უსიმპტომოდ იწყება, თუმცა ოფთალმოლოგიური კვლევისას ადრეულ ეტაპზევე შესაძლებელია რეტინოპათიის ნიშნების აღმოჩენა. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია დიაბეტით დაავადებულ პაციენტებს პერიოდულად უტარდებოდეთ სრულყოფილი ოფთალმოლოგიური კვლევა. კვლევის მიზანია ადრეული ნიშნების გამოვლენისთანავე მოხდეს დროული მკურნალობის დაწყება, მომავალში დაავადების პროგრესირების შესაფერხებლად.
ეს კვლევებია:
– ვიზომეტრია – მხედველობის სიმახვილის შემოწმება
– ტონომეტრია – თვალშიდა წნევის გაზომვა
– ნაპრალოვანი სანათით თვალის წინა ნაწილის დათვალიერება
– ფუნდუსკოპია – სპეციალური მიკროსკოპით ბადურის გამოკლვევა
– ფლუორესცენტული ანგიოგრაფია – სპეციალური კონტრასტის საშუალებით სისხლძარღვების დაზიანების ხარისხის (ჟონვადობის) შეფასება
– ოპტიკურ კოჰერენტული ტომოგრაფია (OCT) – იძლევა საშუალებას მოხდეს ბადურის შრეობრივი ანალიზი
მკურნალობა:
დიაბეტური რეტინოპატიის მკურნალობა დამოკიდებულია მის სიმწვავეზე. დაავადების ადრეულ პერიოდში, ოფთალმოლოგი შესაძლოა მხოლოდ აკვირდებოდეს პაციენტის მდგომარეობას. ამ დროს მნიშვნელოვანია პაციენტმა აკონტროლოს სისხლში გლუკოზის (შაქრის) დონე და არტერიული წნევა.

დაავადების პროგრესირებასთან ერთად შესაძლოა საჭირო გახდეს ბადურის პანრეტინალური ფოტოლაზერკოაგულაცია და/ან იტრავიტრეალურად (თვალის შიგნით) მედიკამენტის შეყვანა, რაც ხელს უწყობს ბადურის ახალი სისხლძარღვებისა (ნეოვასკულარიზაცია) და მისი შეშუპების შემცირებას.

დაავადების შორსწასულ ფაზაში პაციენტებს ხშირად ესაჭიროებათ ქირურგიული ჩარევა – ვიტრექტომია. ვიტრექტომიის დროს, სისხლჩაქცევასთან ერთად ამოიკვეთება თვალის გამჭვირვალე ქსოვილი, მინისებრი სხეული. ბადურის ზედაპირიდან მოცილდება ახალი, ნაწიბუროვანი ქსოვილი (მემბრანა) და გასწორდება დანაოჭებული ბადურა. ლაზერის საშუალებით მოხდება დაზიანებული უბნების მკურნალობა. ბადურის ჩამოცლის შემთხვევაში, იგი დაუბრუნდება თავის ბუნებრივ მდებარეობას.

შეჯამება:
დიაბეტური რეტინოპათია თვალის სერიზული დაავადებაა, რომელსაც პოტენციურად სიბრმავის გამოწვევა შეუძლია. ოფთალმოლოგის მეთვალყურეობა და მკურნალობის ადრეულ სტადიაზევე დაწყება, მნიშვნელოვნად ამცირებს დაავადებასთან ასოცირებული გართულებების ალბათობას.

#datashvil#drpkhakadze#sheniganatleba#sheniambebi #shenipulsi

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights