ოთხშაბათი, მაისი 13, 2026

„პრიორიტეტი პაციენტების ინტერესების დაცვა და მაღალი ხარისხის სერვისებით უზრუნველყოფაა“-მიხეილ სარჯველაძე

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა სექტორში მიმდინარე რეფორმები განიხილეს. საუბარი შეეხო სამედიცინო დაწესებულებების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების სისტემას, სექტორში არსებულ რეგულირების მექანიზმებსა და სტანდარტებს, პირველადი ჯანდაცვის განვითარებასა და საქართველოში სამედიცინო მომსახურების განვითარებისთვის საჭირო ცვლილებებს.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ჯანდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პრიორიტეტი პაციენტების ინტერესების დაცვა და მაღალი ხარისხის სერვისებით უზრუნველყოფაა. მიხელ სარჯველაძის განმარტებით, აღნიშნულ პროცესში სამედიცინო სექტორს და მათთან აქტიურ კომუნიკაციას, მნიშვნელოვანი როლი უკავია.

სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებმა მინისტრს შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადეს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე მუშაობა, სამუშაო ფორმატში აქტიურად გაგრძელდება. შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, ჯანდაცვის ასოციაციისა და კლინიკების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

მეცნიერები სენსაციურ კვლევას აქვეყნებენ – მკურნალობამ კიბოს განადგურება გამოიწვია

ონკოპაციენტები - მედიკამენტები

აშშ–ში კიბოზე კვლევაზე ჩატარდა. შედეგები, რომლებზეც საუკეთესო მეცნიერებმა მიიღეს, იმდენად იმედის მომცემია, როგორც – არასდროს.

კვლევა მცირემაშტაბიანი იყო, ამის გამო ექსპერტები გამეორების აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ, თუმცა მონაწილე 18 ადამიანიდან, რომლებსაც სწორი ნაწლავის სიმსივნის დიაგნოზი ჰქონდათ, ყველა გამოჯანმრთელდა. ყოველი პაციენტის ორგანიზმიდან კიბო გაქრა, ის არც სამედიცინო კვლევისას, ენდოსკოპიისას, სკანირებისას და მაგნიტო რეზონანსული ტომოგრაფიისას აღარ აღმოჩნდა. ყოველი პაციენტი ერთი და იმავე წამალს იღებდა.

სტატიაში, რომელიც სამედიცინო ჟურნალში გამოქვეყნდა, სლოუნ–კატერინგის სახელობის მემორიალური ონკოლოგიური ცენტრის ექიმი, ლუის დიასი კვლევის შედეგებს აღწერს და ამბობს, რომ არ იცის არცერთი მსგავსი კვლევა ამ სფეროში, როცა მკურნალობამ ყოველ პაციენტში კიბოს განადგურება გამოიწვია.

“ჩემი აზრით, ეს კიბოს არსებობის ისტორიაში პირველად მოხდა“ – ამბობს ექიმი დიასი.

ექიმი ალან ვენჩუკი კალიფორნიის სანფრანცისკოს უნივერსიტეტიდან, რომელიც კოლორექტალური კიბოს სპეციალისტია, კვლევაში არ მონაწილეობდა, თუმცა ისიც ამბობს, რომ მსგავსი შემთხვევა აქამდე არ ყოფილა და ყოველ პაციენტში სრული რემისია აქამდე არგაგონილი ფაქტია.

კვლევაში მონაწილე პაციენტებს  სწორი ნაწლავის კიბოთი ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია უნდა გაეკეთებინათ და ნაწილს ალბათ, ქირურგიული ჩარევაც კი დასჭირდებოდა, რასაც შეიძლებოდა ნაწლავის დისფუნქცია, შარდის შეუკავებლობა და სექსუალური დისფუნქცია გამოეწვია.

მათ კვლევის დაწყების წინ ეგონათ, რომ როცა ის დამთავრდებოდა, ყველა ჩამოთვლილი პროცედურის გავლა მოუწევდათ, რადგან სინამდვილეში არავინ ელოდა, რომ სიმსივნე გაქრებოდა.

თუმცა, მათ სიურპრიზი ელოდათ: შემდგომი მკურნალობა აღარ გახდა საჭირო.

“ბედნიერების ბევრი  ცრემლი იყო “– ამბობს ექიმი ანდრეა ჩერჩეკი, სლოუნ–კეტერინგის მემორიალური ონკოლოგიური ცენტრის ონკოლოგი, რომელიც ასევე არის ამერიკის კლინიკური ონკოლოგიის ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიის ავტორი.

მისი თქმით, ერთ–ერთი სიურპრიზი ისიც იყო, რომ მკურნალობის პროცესში არცერთ პაციენტს კლინიკურად მნიშვნელოვანი გართულება არ ჰქონია.

საშუალოდ ყოველ მეხუთე პაციენტს რაიმე გვერდითი რეაქცია აქვს ისეთ წამალზე, რომელსაც პაციენტები ამ კვლევაში იღებდნენ. ეს არის დოსტარლიმაბი, რომელიც ცნობილია, როგორც საკონტროლო წერტილების ინჰიბიტორი. წამალს პაციენტებს ექვსი თვის მანძილზე ყოველ სამ კვირაში ერთხელ აძლევდნენ. მისი ერთი დოზის ფასი დაახლოებით, 11 000 დოლარია. ის კიბოს უჯრედებს გამოააშკარავებს და იმუნურ სისტემას მათი იდენტიფიცირების და განადგურების საშუალებას აძლევს.

სარედაქციო სტატიაში, რომელიც კვლევის შესახებ სტატიას თან ახლავს, ექიმი ჰანა სანოფი ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის კომპლექსური ონკოლოგიის  ცენტრიდან, რომელიც ასევე არ მონაწილეობდა კვლევაში, მას უწოდებს “მცირეს, მაგრამ დამაჯერებელს“ თუმცა დასძენს, რომ გაურკვეველია, განიკურნენ თუ არა პაციენტები სამუდამოდ.

“ძალიან ცოტაა ცნობილი იმ დროის პერიოდის შესახებ, რომელიც აუცილებელია, რათა დავრწმუნდეთ,  რომ კლინიკური პასუხი დოსტარლიმაბზე ნამდვილად განკურნებაა“– წერს ის სარედაქციო სტატიაში.

ამ კვლევაში მონაწილე პაციენტები მერკის მიერ დამზადებულ საკონტროლო წერტილების ინჰიბიტორს, ტემბროლიზუმაბს იღებდნენ თითქმის ორი წლის მანძილზე. სიმსივნე შემცირდა ან დასტაბილურდა პაციენტების მესამედიდან ნახევარში, და მათი სიცოცხლე გახანგრძლივდა. კიბო სრულად გაქნა კვლევის მონაწილეთა 10%–ში.

ამან ექიმები ჩერჩეკა და დიასი დააფიქრა, რა მოხდებოდა, თუ წამალს ბევრად ადრე გამოიყენებდნენ, ვიდრე კიბო ორგანიზმში ფართოდ გავრცელდებოდა.

საბოლოოდ, მათ არჩევანი შეაჩერეს ისეთი პაციენტების მკურნალობაზე, რომლებსაც სწორი ნაწლავის კიბო ადგილობრივად ჰქონდათ განვითარებული – სიმსივნე, რომელიც სწორ ნაწლავში, ზოგჯერ ლიმფურ კვანძებში იყო, თუმცა არა სხვა ორგანოებში.

ექიმმა ჩერჩეკმა შენიშნა, რომ ქიმიოთერაპია ვერ დაეხმარა პაციენტთა ნაწილს, ვისაც იგივე მუტაციები ჰქონდათ, როგორიც 2017 წელს კვლევაში მონაწილე პაციენტებს. იმის ნაცვლად, რომ შემცირებულიყო, მკურნალობის პროცესში მათი რექტალური კიბო გაიზარდა.

ექიმებმა ივარაუდეს, რომ საკონტროლო წერტილების ინჰიბიტორით იმუნოთერაპიას შესაძლოა ასეთი პაცენტებისთვის ქიმიოთერაპიისგან, სხივებისა და ქირურგიული ჩარევისგან თავის არიდების საშუალება მიეცა.

ექიმმა დიასმა ინჰიბიტორების მწარმოებელ კომპანიას ჰკითხა, ხომ ვერ შეძლებდნენ ისინი პატარა კვლევის დაფინანსებას, თუმცა უარი მიიღო იმ მოტივით, რომ ეს კვლევა მეტისმეტად სარისკო იყო. ექიმ დიასს და ექიმ ჩერჩეკს უნდოდათ პრეპარატი იმ პაციენტებისთვის მიეცათ, რომელთა განკურნება მკურნალობის სტანდარტული მეთოდებით შესაძლებელი იყო.

“ძალიან ძნელია სამედიცინო დახმარების სტანდარტის შეცვლა. მთელი სტანდარტული სამედიცინო მანქანა ოპერაციაზეა კონცენტრირებული“ – ამბობს ექიქმი დიასი.

ბოლოს და ბოლოს, პატარა ბიოტექნოლოგიურმა კომპანიამ –  Tesaro–მ თანხმობა განაცხადა კვლევა დაეფინანსებინა, თუმცა ის მსხვილმა კომპანიამ – GlaxoSmithKline–იყიდა. ექიმ დიასს ახლა ამ კომპანიის დარწმუნება მოუწია, რომ პატარა  კვლევა დაეფინანსებინა.

მათი პირველი პაციენტი 38 წლის საშა როტი იყო. პირველად მან რექტალური სისხლდენა 2019 წელს შენიშნა, თუმცა მთლიანობაში თავს ნორმალურად გრძნობოდა. ქალი იხსენებს, როგორ დაუსვეს კიბოს დიაგნოზი და რა მძიმე დარტყმა იყო ეს მისთვის.

მალე მას ქიმიოთერაპიის კურსი უნდა დაეწყო, თუმცა მეგობარმა დაიჟინა, რომ ჯერ ექიმ ფილიპ პატის ესტუმრებოდა. ექიმმა პატიმ აუხსნა  საშა როტის, რომ მისი აზრით, სიმსივნე იმ მუტაციას შეიცავდა, რომლის გამოც სავარაუდოდ, ქიმიოთერაპიას ეფექტი არ ექნებოდა. გაირკვა, რომ როტს ჰქონდა უფლება კლინიკურ კვლევაში მიეღო მონაწილეობა. მას რომ ქიმიოთერაპიით მკურნალობა დაეწყო, დღეს ცოცხალი აღარ იქნებოდა.

კლევაში ჩართვის  მიუხედავად, სამომავლოდ, ახალგაზრდა ქალი ნიუ-იორკში გადასვლას გეგმავდა, რათა ქიმიოთერაპიის და სხივური თერაპიის კურსები დაეწყო და არც ქირურგიულ ჩარევას გამორიცხავდა კვლევის დასრულების შემდეგ, რადგან არ იყო დარწმუნებული, რომ კვლევის ფარგლებში მკურნალობას შედეგი ექნებოდა, თუმცა მოხდა დაუჯერებელი ამბავი:

კვლევის დასრულების შემდეგ მას უთხრეს, რომ მისი კიბო სრულად გაქრა და შემდგომი მკურნალობა აღარ სჭირდებოდა. მას შემდეგ ორი წელი გავიდა, და მის ორგანიზმში კიბო აღარ გამოჩენილა.

ნეოადიუვანტური ქიმიოთერაპია და რადიაცია, რასაც მოჰყვება სწორი ნაწლავის ქირურგიული რეზექცია, არის სტანდარტული მკურნალობა ლოკალურად განვითარებული სწორი ნაწლავის კიბოსთვის. სწორი ნაწლავის კიბოს ქვეჯგუფი გამოწვეულია შეუსაბამობის აღდგენის დეფიციტით. იმის გამო, რომ შეუსაბამობის შეკეთება-დეფიციტური კოლორექტალური კიბო პასუხობს დაპროგრამებულ სიკვდილს 1 (PD-1) ბლოკადას მეტასტაზური დაავადების კონტექსტში, გამოითქვა ჰიპოთეზა, რომ საკონტროლო პუნქტის ბლოკადა შეიძლება ეფექტური იყოს პაციენტებში შეუსაბამობის აღდგენის დეფიციტით, ლოკალურად განვითარებული სწორი ნაწლავის კიბოთი.

ჩვენ დავიწყეთ პერსპექტიული მე-2 ფაზის კვლევა, რომელშიც ერთ-აგენტიანი დოსტარლიმაბი, ანტი-PD-1 მონოკლონური ანტისხეული, შეყვანილი იყო ყოველ 3 კვირაში 6 თვის განმავლობაში პაციენტებში, რომელთაც აქვთ შეუსაბამობის აღდგენა-დეფიციტური სტადიის II ან III სწორი ნაწლავის ადენოკარცინომა. ამ მკურნალობას უნდა მოჰყვეს სტანდარტული ქიმიორადიოთერაპია და ქირურგია. პაციენტები, რომლებსაც ჰქონდათ კლინიკური სრული პასუხი დოსტარლიმაბის თერაპიის დასრულების შემდეგ, განაგრძობდნენ ქიმიორადიოთერაპიისა და ოპერაციის გარეშე. პირველადი საბოლოო წერტილები არის მდგრადი კლინიკური სრული პასუხი დოსტარლიმაბის თერაპიის დასრულებიდან 12 თვის შემდეგ ან პათოლოგიური სრული პასუხი დოსტარლიმაბის თერაპიის დასრულების შემდეგ ქიმიორადიოთერაპიასთან ან მის გარეშე და საერთო პასუხი ნეოადიუვანტურ დოსტარლიმაბის თერაპიაზე ქიმიორადიოთერაპიასთან ან მის გარეშე…

“აკრედიტაცია კანადას” წარმომადგენლობის ოფიციალური ვიზიტი “კონსილიუმ მედულაში”

საქართველოში, კლინიკებმა საერთაშორისო აკრედიტაციის გავლისთვის მზადება დაიწყეს.

საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე წარმოადგენს.

გიორგი ფხაკაძე საქართველოში იმყოფება.

“აკრედიტაცია კანადას” წარმომადგენლობის ოფიციალური ვიზიტი “კონსილიუმ მედულაში”.
“აკრედიტაცია კანადა”, რომლის წარმომადგენელი საქართველოში ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძეა, საქართველოს 20-ზე მეტი კლინიკის აკრედიტაციის პროცესშია ჩართული.
ამჟამად “აკრედიტაცია კანადას” წარმომადგენლობა, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, საქართველოშია და კლინიკებთან შეხვედრებს მართავს.
“კონსილიუმ მედულა გადის მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ, მსხვილ და ძლიერ საერთაშორისო ჰოსპიტალურ Accreditation Canada საერთაშორისო ჯანდაცვის აკრედიტაციას.

“ძალიან დატვირთული დღეები მელოდება… 23 საავადმყოფოში მაქვს შეხვედრები. “აკრედიტაცია კანადას” ექსპერტები ჩამოდიან. გვექნება შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში, ასევე ჩვენს პარტნიორებთან და საავადმყოფოების მფლობელებთან.
ასევე გვექნება შეხვედრა ტელევიზიებთან და რადიოსთან, რადგანაც მედიაჰოლდინგი შენი》ძალიან გაძლიერდა. იქნება ხელმოწერა მემორანდუმებზე სხვადასხვა ორგანიზაციასთან.

ეს ორი კვირა იქნება ძალიან დატვირთული და არ ვიცი როგორ მოვასწრებ, მაგრამ ყველაფერი შესაძლებელია.
მიხარია, რომ მოვდივარ და წარმატებული პროექტები მომაქვს საქართველოში. დიახ, ჩვენი ქვეყანა არის ძლიერი და ჩვენს ქვეყანას შეუძლია, ააშენოს ძლიერი ჯანდაცვა”, – ამბობს გიორგი დხაკაძე.

 

შეიძლება იყოს 4 ადამიანი and ადამიანები, რომლებიც მეცადინეობენ გამოსახულება

„მადლობა უფალს, რომ ჩემი ექიმი ხართ! ჩემი გადამრჩენელი“ – მადლიერი პაციენტი

პაციენტი ქეთევან რეხვიაშვილი მადლობას უხდის ექიმებს გადარჩენისთვის.

„ბატონო ირაკლი! მადლობა უფალს რომ ჩემი ექიმი ხართ! ჩემი გადამრჩენელი, თქვენ მე სიცოცხლე მაჩუქეთ და შესაძლებლობა მომეცით ამ დილით შვილისთვის წარმატებული სასწავლო წელი მესურვებია.

თქვენ შესაძლებლობა მომეცით ჩემს საყვარელ პოზიტიურ სტუდენტებთან  და მოსწავლეებთან მუშაობა  ჩვეულ რეჟიმში გამეგრძელებინა, თქვენი სიტყვების დავიჯერე: „მომენდე, წამომყევი და შარშანწინდელი თოვლივით დაგავიწყებ ამ ტკივილსო”!  ღმერთმა უმრავლოს საქართველოს თქვენნაირი მამულიშვილები და პროფესიონალები“ – თქვენი მადლიერი პაციენტი ქეთევან რეხვიაშვილი

„დამიბრუნა სიცოცხლის ხალისი, გადამარჩინა და მომაბრუნა იმ ქვეყნიდან“- მადლიერი პაციენტი

სახელმძღვანელო განკუთვნილია პროფესიული და საბაკალავრო პროგრამის ექთნებისათვის.

მადლიერი პაციენტი.

„ექიმი თუ ხარ უნდა იყო ისეთი, რომ ერთი შეხედვით შეგეძლოს ადამიანის მონუსხვა, ასეთი სათნო, ლმობიერი, თბილი ადამიანი არის მცოდნე თავისი სპეციალობის, ონკოლოგი, პროფესორი ირაკლი კოხრეიძე, რომელმაც დამიბრუნა სიცოცხლის ხალისი, გადამარჩინა და მომაბრუნა იმ ქვეყნიდან. მთელი დარჩენილი სიცოცხლე ვალდებული ვარ, მადლიერება გამოვხატო ამ შესანიშნავი ექიმის მიმართ, მინდა ვუსურვო ჯანმრთელობა და დღეგრძელობა, ადამიანების გადასარჩენად!“ – თქვენი მადლიერი პაციენტი თინათინ ნებიერიძე.

თირკმლის კენჭები საშარდე გზების დახშობის ხშირი მიზეზია – ჰიდრონეფროზი თირკმლის შარდით გადავ­სება და გაფართოებაა

ჰიდრონეფროზი

ჰიდრონეფროზი თირკმლის შარდით გადავ­სება და გაფართოებაა (დილატაცია), რაც შა­რ­დის დინების და­რ­ღვევით და თირკმლებში წნე­ვის გაზრდით არის გამოწ­ვეული.
თირკმლის კენჭები საშარდე გზების დახშობის ხშირი მიზეზია.
როცა ჰიდრონეფროზი სწრაფად ვითარდება, ადამიანს შეიძლება გაუსაძლისი ტკივილი ჰქონდეს გვერდის არეში (ნეკნებსა და თეძოებს შორის სივრცე).
როცა ჰიდრონეფროზი თანდათან ვითარდება, სიმპტომები შეიძლება საერთოდ არ გამო­ვლინდეს ან ტკივილი გვერდში იყოს დროდადრო, ყრუ, მღრღნელი ხასიათის.
საწყის ეტაპზე ექიმები შარდის ბუშტის კათეტერიზაციას ან ულტრასონოგრაფიას ნიშნავენ ჰიდრონეფროზის აღმოსაჩენად, ხოლო დახშობის ზუსტი ადგილის დასადგენად შეიძლება სხვა გამოსახულებითი კვლევებიც გამოიყენონ.
მკურნალობა ობსტრუქციის მიზეზზეა და­მო­კი­დე­ბული.
ნორმაში შარდი თირკმლიდან ძალიან დაბა­ლი წნევით გაედინება. თუ დინება შეფერხდა, დახ­შობის ადგილიდან შარდი ზევით მიემართება და თან­დათან აღწევს უმცირეს მილაკებსა და თირ­კმელში მისი დაგროვების ადგილს (თირკმლის მენჯს). შედეგად თირკმელი ფართოვდება და მის შიდა სტრუქტურებზე ზეწოლა იზრდება. საშარდე გზების დახშობის გამო გაზრდილმა წნევამ შეიძლება დააზიანოს თირკმელი და მისი ფუნქცია მოიშალოს. როცა შარდის დინება შეფერხებულია, საკმაოდ ხშირია საშარდე გზე­ბის ინფექციები და კენჭების ფორმირების რის­კიც იზრდება. თუკი ორივე თირკმელი დაზიანდა, შესაძლოა თირკმლის უკმარისობა განვითარდეს.
თირკმლის მენჯისა და შარდსაწვეთის ხანგრძლივმა გაფართოებამ შეიძლება დაარღვიოს კუნთთა რიტმუ­ლი შეკუმშვები, რომლითაც შარდი შარდსაწვეთის გა­ვ­­­ლით შარდის ბუშტში ჩაედინება (პერისტალტიკა). შარდ­საწვეთების კე­დელში ნორმალური კუნთოვანი ქსო­ვილი შესაძლოა ნაწიბუროვანმა ჩაანაცვლოს, რაც გამოუსწორებელ დაზიანებას იწვევს.

წაიკითხეთ სრულა

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

როგორ განვასხვავოთ სიცივის ალერგია კანის სიმშრალისგან?

როგორ უნდა გავარჩიოთ სიცივის ალერგია კანის სიმშრალისგან?

იმუნოლოგ-ალერგოლოგი დავით თელია საუბრობს:

„სიცივის ალერგია ეს არის ურტიკარული გამონაყარი, რაც არ უნდა შეგვეშალოს სიცივისგან გამოწვეულ გამოშრობაში. სიცივის ალერგიის გატესტვა მარტივად არის შესაძლებელი, ავიღოთ ყინულის ნაჭერი, გავახვიოთ მარლაში და დავიდოთ ხელზე. დაახლოებით 5-10 წუთში თუ გამოვლინდა ალერგია, ეს ნიშნავს იმას, რომ სიცივის ალერგიასთან გვაქვს საქმე, რომელიც სავარაუდოდ დაკავშირებულია სიცივის ანტისხეულებთან.

იმუნური სისტემა რეაგირებს სიცივეზე და წარმოქმნის ანტისხეულებს.

წაიკითხეთ სრულა

ჰაიმორიტი, სინუსიტი…

ჰაიმორიტი ზედა ყბის ძვლის წიაღის ლორწოვანი გარსის ანთებაა, რომელიც, მწვავე სურდოს,  გრიპის, წითელას, ქუნთრუშასა და სხვა ინფექ-ციური დაავადებების გართულებას წარმოადგენს.

ჰაიმორიტი ჩირქოვანი ანთებითი დაავადებაა, რომელიც, როგორც წესი, ისეთი ინფექციური დაავადებების გართულების შედეგად ვითარდება, როგორიცაა: გრიპი, მწვავე რესპირატორული ინფექცია და სხვა. ოტორინოლარინგოლოგი რაულ ხინკილაძე ამბობს, რომ მკურნალობის გარეშე ჰაიმორიტს შესაძლოა საკმაოდ მძიმე გართულებები მოჰყვეს, მნიშვნელოვანია სიმპტომების ამოცნობა და ექიმისთვის დროული მიმართვა.

ჰაიმორიტი ცხვირის დანამატის ღრუს – ჰაიმორის  ანუ ზედა ყბის ღრუს (წიაღის) ანთებაა.  ადამიანს სულ ოთხი წყვილი წიაღი აქვს, ესენია: ჰაიმორის მარჯვენა და მარცხენა ღრუ, რომლებიც ზედა ყბაში არის მოთავსებული, ასევე შუბლის წიაღები, ძირითადი ძვლის წიაღები (მოთავსებულია თავის ქალას შუა ნაწილებში) და ეთმოიდური წიაღები (განლაგებულია ცხვირის ძვლის ლაბირინთის ფირფიტებში). ეს ღრუები ამოფენილია ლორწოვანი გარსით და უკავშირდება ცხვირის ღრუს ვიწრო სადინარებით. ჰაიმორის წიაღის ანთებით პროცესს ჰქვია ჰაიმორიტი.

წაიკითხეთ სრულა

რა არის ალერგიული კონიუქტივიტი, რა სიმპტომებით ვლინდება და როგორია მისი მკურნალობა

ალერგიული კონიუქტივიტი

რა არის ალერგიული კონიუქტივიტი, რა სიმპტომებით ვლინდება და როგორია მისი მკურნალობა.

რა იწვევს ალერგიულ კონიუნქტივიტს, როგორია მისი დიაგნოსტიკა და მკურნალობა. ამ თემაზე გვესაუბრება ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის ექიმი ოფთალმოლოგი, ელისო სიჭინავა.

– რა არის ალერგიული კონიუნქტივიტი?
ქუთუთოების შიგნითა ზედაპირი და თვალის კაკლის გარეთა ნაწილი რქოვანამდე დაფარულია ლორწოვანი გარსით – კონიუნქტივით, რომელიც გამოირჩევა მგრძნობელობით სხვადასხვა ალერგენისა და გამღიზიანებლის მიმართ, რაც იწვევს ალერგიულ რეაქციას მათზე და გამოიხატება ისეთი სიმპტომებით, როგორებიცაა:
– ქუთუთოების შეშუპება
– თვალების გაწითლება და ქავილი
– ცრემლდენა.

ალერგიული კონიუნქტივიტი არის ორგანიზმის რეაქცია იმ ნივთიერებებზე, რომლებიც მას პოტენციურად „მავნედ მიაჩნია“. ალერგენების ჩამონათვალი ფართოა და ხშირად მისი იდენტიფიცირება შეიძლება ვერც მოხერხდეს. ალერგენი შეიძლება იყოს:
– მცენარეების სპორები და მტვერი
– სხვადასხვა საწარმოო თუ საყოფაცხოვრებო ქიმიური საშუალებები
– კოსმეტიკა და პარფიუმერია
– მედიკამენტი
– საკვები პროდუქტი
– თამბაქოს კვამლი
– ცხოველის ბეწვი და სხვა.

ალერგიული კონიუნქტივიტი ძირითადად ორი ტიპისაა: მწვავე და ქრონიკული.
მწვავე ალერგიული კონიუნქტივიტი, იგივე “თავის ციებ-ცხელება” ძირითადად სეზონურია, ახასიათებს შეტევის სახით დაწყება ალერგენთან კონტაქტიდან ძალზე მოკლე ვადაში და ძირითადად ხანმოკლე და ეპიზოდური მიმდინარეობა. მისი სიმპტომებია:
– ქუთუთოების შეშუპება
– კონიუნქტივის ჰიპერემია და შეშუპება
– მოთეთრო ფერის ლორწოვანი გამონადენი
– ძლიერ გამოხატული ქავილი
– ზოგჯერ ცხვირიდან გამონადენი.

ქრონიკული ალერგიული კონიუნქტივიტისათვის დამახასიათებელია შედარებით ზომიერი მიმდინარეობა წლის განმავლობაში. მას შეიძლება თან ერწყმოდეს ურტიკარია და ბრონქული ასთმა.

– როგორ ხდება დიაგნოსტიკა?
ალერგიული კონიუნქტივიტის დიაგნოსტიკა ძირითადად ხდება კლინიკურად გამოხატული ნიშნების მიხედვით. ასევე გამოიყენება ალერგიული სინჯები და კონიუნქტივალური ნაცხის გამოკვლევა ეოზინიფილებზე.

– როგორ ხდება მკურნალობა?
უპირველეს ყოვლისა, აღმოფხვრილ უნდა იქნას ალერგენთან კონტაქტი. მკურნალობა დამოკიდებულია ალერგიის გამოვლენის სიმწვავესა და სიმძიმეზე.

ადგილობრივად ინიშნება:
– ცივი საფენები
– ხელოვნური ცრემლის ჯგუფის თვალის წვეთები
– ანტიჰისტამინური და პოხიერი უჯრედების მასტაბილიზებელი თვალის წვეთები
– სტეროიდები
– ადგილობრივი ვაზოკონსტრიქტორები

ზოგადი მოქმედებისთვის ინიშნება ინიშნება სისტემური ანტიჰისტამინური საშუალებები.

– რა სახის გართულება შეიძლება განვითრდეს?
უმეტეს შემთხვევაში ალერგიული კონიუნქტივიტი არ იწვევს რაიმე სერიოზულ გართულებებს, მაგრამ აუცილებელია მისი სხვა დაავადებებისგან დიფერენცირება და, კონკრეტულ შემთხვევაში, შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა სპეციალისტის მიერ, რადგან გარკვეული ჯგუფის პრეპარატების თვითნებურმა და ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება პირიქით უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს მხედველობის ორგანოზე.

#datashvil#drpkhakadze#sheniganatleba#sheniambebi #shenipulsi

ახლომხედველობა – დაავადების გამომწვევი რისკ ფაქტორები, როდის მივმართოთ ექიმს?

ახლომხედველობა
რეფრაქციის მანკები (შორსმხედველობა, ახლომხედველობა,  ასტიგმატიზმი)  დაბალი მხედველობის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია. ისინი მოსახლეობის დაახლოებით 30% –ში აღინიშნება.

ახლომხედველობა
ბოლო პერიოდში ძალიან გახშირდა ახლომხედველობა (მიოპია) ბავშვთა და მოზარდთა ასაკში, რაც კომპიუტერული ტექნიკის განვითარებასა და ახლო მანძილზე მხედველობის დატვირთვას უკავშირდება.  სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემების თანახმად საშუალოდ დაბალ კლასებში მიოპიის სიხშირე შეადგენს 6-8%-ს, სკოლის დამთავრებისთვის პროცენტული მაჩვენებელი  25-30%-მდე იზრდება, უმაღლეს სასწავლებლებში კი 50%-ს აღწევს.

რატომ არის არასასურველი ახლომხედველობის განვითარება?
მიოპია არ არის მხოლოდ ოპტიკური დეფექტი. ახლომხედველ თვალს ახასიათებს ტენდენცია პროგრესირებისკენ. პროგრესირებადი მიოპიისათვის, იმის გამო, რომ თვალის წინა-უკანა ღერძი იზრდება, დამახასიათებელია თვალის სტრუქტურებში პათოლოგიური ცვლილებების განვითარება: მინისებური სხეულის დესტრუქცია, ცენტრალური და პერიფერიული ქორიორეტინალური  დისტროფიები, ბადურის ნახეთქები და ჩამოცლა, რამაც საბოლოო ჯამში შეიძლება სიბრმავემდეც კი მიგვიყვანოს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მიოპიის პროგრესირების პრევენცია.

დაავადების გამომწვევი რისკ ფაქტორები:
– გენეტიკა – დიდია ალბათობა რომ ახლომხედველობა მშობლისგან გენეტიკურად გადაეცეს შვილს, განსაკუთრებით დიდია დაავადების რისკი თუ ორივე მშობელს აღენიშნება მიოპია.
– კითხვა და მუშაობა ახლო მანძილზე – მათ, ვინც ბევრს კითხულობს, წერს ან მუშაობს კომპიუტერთან დიდი რისკის ქვეშ არიან რომ აღმოაჩნდეთ მიოპია.
– გარემო ფაქტორები – კვლევებზე დაყრდნობით თუ დროის დიდ ნაწილს ატარებთ დახურულ სივრცეში მეტია ალბათობა რომ გაგივითარდეთ მიოპია.

როდის მივმართოთ ექიმს?
ახლომხედველობა უმეტესწილად ვითარდება ადრეული სკოლის ან სკოლამდე ასაკის ბავშვებში. ამიტომ აუცილებელია ბავშვი გაასინჯოთ ოფთალმოლოგს სკოლაში შეყვანამდე. სკოლის პერიოდში კი, მხედველობის გაუარესებისას შორ მანძილზე მზერისას.

დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს, თუ აღინიშნება ისეთი სერიოზული ჩივილები, როგორიც გახლავთ მხედველობის არეში მოცურავე შავი წერტილების ან ლაქების არსებობა, სინათლის ნათება, ფარდის მსგავსი ჩრდილი. აღნიშნული სიმპტომები ბადურის სერიოზული დაზიანების შედეგი შეიძლება იყოს, რასაც დაუყოვნებლივ სჭირდება ექიმის მეთვალყურეობა.

ახლომხედველობის შეჩერება შესაძლებელია არაქირურგიული მეთოდით:
როგორც დრომ გვაჩვენა, სათვალეები და კონტაქტური ლინზები ვერ აფერხებენ მიოპიის პროგრესირების შეჩერებას. მათი საშუალებით ხორციელდება მხოლოდ ახლომხედველობის კორექცია, რომ პაციენტმა შორ მანძილზე დაინახოს მკაფიოდ.

მიოპიის პროგრესირების შეფერხების ანუ მისი მკურნალობის  ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ მეთოდად მიჩნეულია ორთოკერატოლოგიური კორექცია ანუ ღამის ლინზებით კორექცია. მრავალრიცხოვანი კვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ ღამის  ლინზები 80% შემთხვევაში იწვევენ ახლომხედველობის პროგრესირების შეფერხებას. ორთოკერატოლოგიური კორექცია ეს არის ახლომხედველობის (მიოპიის) ერთ ერთი ყველაზე ეფექტური მკურნალობის მეთოდი ბავშვებსა და მოზარდებში, რომელიც უზრუნველყოფს მიოპიის პროგრესირების შეფერხებას.

გარდა მიოპიის პროგრესირებისა, ორთოკერატოლოგიური ლინზების (ანუ ღამის ლინზების) საშუალებით პაციენტი მთელი დღის განმავლობაში ხედავს კარგად სათვალისა და ლინზის გარეშე.    პაციენტი ლინზას იკეთებს ღამით და სძინავს  8 საათის განმავლობაში. ლინზის სპეციალური დიზაინის წყალობით რქოვანის ფორმა იცვლება დროებით და შესაბამისად თვალის გარდამტეხი ძალაც იცვლება, ანუ ხდება მიოპიის კორექცია. ლინზების კეთდება მხოლოდ ღამით და აუცილებელია დილით მოხსნა, რის შედეგადაც მხედველობის აღდგენა ხდება 100%-ით. ორთოკერატოლოგიური ლინზები ყოველ ღამე უნდა გაკეთდეს. თუ კი ლინზის მოხმარება შეწყდება მხედველობა/მიოპია დაუბრუნდება საწყის დონეს.

გახსოვდეთ, აღნიშნული მეთოდის გამოყენება უფრო ეფექტურია მცირე ასაკში, ამიტომ დაავადების ადრე აღმოჩენა
და ორთოკერატოლოგიის სრული კურსის დროულად გავლა დაგიცავთ მიოპიის პროგრესირებისაგან.

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights