ხუთშაბათი, ივნისი 11, 2026

ჰაიე ვერნიკეს სინდრომი – შუა ტვინის და ჰიპოთალამუსის მწვავე დაზიანება

ჰაიე ვერნიკეს სინდრომი - შუა ტვინის და ჰიპოთალამუსის მწვავე დაზიანება
#post_seo_title

ჰაიე ვერნიკეს სინდრომი (ვერნიკეს ენციფალოპათია) – სიმპტომები, მიზეზები და მკურნალობა. ჰაიე ვერნიკეს სინდრომი (ვერნიკეს ენციფალოპათია) – შუა ტვინის და ჰიპოთალამუსის მწვავე დაზიანება ადამიანის ორგანიზმში ტიამინის ნაკლებობის გამო.

ჰაიე ვერნიკეს სინდრომის სიმპტომები

ვერნიკეს ენციფალოპათია ხშირად იწვევს შემდეგ სიმპტომებს:

  1. კოგნიტური დარღვევები: იშემია, მეხსიერების პრობლემები, დელირიუმი.
  2. კოორდინაციის დარღვევა: ნევროლოგიური სიმპტომები, რომლებიც გართულებს მობილობას და ბალანსს.
  3. ვიზუალური დარღვევები: თვალების მოძრაობის კონტროლის პრობლემები, შეშუპება ან დიპლოპია (მაგ. თვალების დახუჭვა).
  4. ცხიმოვანი ცვლის დარღვევა: შეიძლება გამოიწვიოს ადენოქტომია ან სხვა მეტაბოლური პრობლემები.

მიზეზები
·         გასტროინტესტინალური დაავადებები;
·         ფეხმძიმობის დროს ღებინება;

სიმპტომები
·         ატაქსია;
·         მეხსიერების დაბინდვა;
·         ოფთალმოპლეგია;
·         დეზორიენტაცია;
·         აპათია;
·         გაღიზიანება.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ნევროლოგი, რისთვისაც საჭიროა: სისხლის გამოკვლევა, ზურგის ტვინის სითხის გამოკვლევა, მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია და თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია.

მკურნალობა
·         В ვიტამინის მიღება;
·         В2, В6 ვიტამინების, ასკორბინის და ნიკოტინის მჟავას, ანაბოლური სტეროიდების მიღება;
·         მაგნიუმის სულფატის 25-ე ხსნარის მიღება;
·         ფსიქოლოგიური თერაპია.

საშიშროება დაავადების გართულება შეიძლება იყოს:
·         ადამიანის ქცევისა და ცხოვრების ცვლილება;
·         თავის ტვინის მუშაობის აღდგენის შეუძლებლობა;
·         ამნეზია ან მეხსიერების ნაწილობრივად დაკარგვა;
·         ძილიანობა;
·         ცნობიერების დაკარგვა;
·         მუდმივი გულძმარვა;
·         შიზოფრენია;
·         ტვინის სიმსივნე;
·         ტვინის მუშაობის სრული ატროფია.

რისკის ჯგუფი
ძირითადად რისკის ჯგუფს წარმოადგენენ 35-დან 65 წლის ასაკამდე მამაკაცები, რომლებიც ეტანებიან ალკოჰოლს. ასევე ქალები 30-დან 65 წლის ასაკამდე.

პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         ალკოჰოლის ჭარბი გამოყენებისგან თავის შეკავება;
·         რეგულარული, სრუფასოვანი და სწორი კვება;
·         სრულფასოვანი ძილი;
·         ფიზიკური დატვირთვების რეგულარობა.

განგრენა

განგრენა – დაავადება, რომელიც ხასიათდება ქსოვილების კვდომით. აღნიშნული პრობლემა შესაძლოა გამოწვეული იყოს სისხლის მიმოქცევის უკმარისობით, ცუდი ცირკულაციით ან სისხლის მიმოქცევის სრული შეწყვეტით.
არსებობს განგრენის რამოდენიმე სახეობა:
·         მშრალი განგრენა (აზიანებს სხეულის კონკრეტულ ადგილს და არ ვრცელდება სხვაგან);
·         სველი განგრენა (ვითარდება მშრალ განგრენაზე უფრო დინამიურად და ვრცელდება მთელს სხეულზე);
·         გაზოვანი (ყველაზე ხშირად აზიანებს კიდურებს).
განგრენით შეიძლება დაზიანდეს არამარტო კონკრეტული ნაწილი, არამედ მთელი ორგანო.

მიზეზები
განგრენის ძირითადი მიზეზებია:
·         ძლიერი დაზიანებები სისხლძარღვების გახეთქვით და ნერვული დაბოლოებების დაზიანებით;
·         მაღალი და დაბალი ტეპერატურის ზემოქმედება;
·         რადიაციით დაავადება;
·         ქიმიური პრეპარატების ზემოქმედება;
·         არტერიული სკლეროზი;
·         თრომბების განვითარება;
·         ორგანიზმში სეპტიკური ან ჩირქოვანი წარმონაქმნების გაჩენა.

სიმპტომები
დაავადების სიმპტომები ვლინდება შემდეგი სახით:
·         დაზიანებული ადგილი იცვლის ფერს, ხდება შავი ან ლურჯი;
·         განგრენა შეიძლება გაჩნდეს ჟანგბადის მიწოდების შეწყვეტით ან მისი მიმოცვლის დარღვევით;
·         ჭრილობის გარშემო კანის დასიება;
·         მწვავე ტკივილი;
·         კიდურების გაყინვა;
·         კრუნჩხვა, რაც იწვევს კოჭლობას;
·         ტროფიკული წყლწყულები;
·         კიდურებში მგრძნობელობის დაკარგვა.
როგორც წესი, განგრენა სწრაფად ვითარდება ქსოვილებში, რომლებიც გულისგან შორს არის განთავსებული. ასეთ ქსოვილებს მიეკუთვნება კიდურები, ასევე ადგილები, სადაც დარღვეულია სისხლის მიმოქცევა.

დიაგნოსტიკა
განგრენის დიაგნოსტიკისთვის აუცილებელია თერაპევტთან მისვლა. ის ნიშნავს შემდეგ დიაგნოსტიკურ პროცედურებს:
·         სისხლის საერთო ანალიზს;
·         ულტრა-ბგერით გამოკვლევას;
·         კომპიუტერულ ტომოგრაფიას.
დროული დიაგნოსტიკისას სპეციალისტი გირჩევთ როგრ უნდა მოხდეს მკურნალობა.

მკურნალობა
განგრენის მკურნალობის ძირითადი მეთოდებია:
·         სისხლის გადასხმა;
·         ნეკრექტომია (ნეკროზის მოცილება ჯანსაღ ქსოვილებამდე);
·         ანტიბიოტიკების დანიშნვა;
·         განგრენის ამპუტაცია – ჯანსაღ ქსოვილებამდე.

საშიშროება
დაავდების საშიშროებას წარმოადგენს ორგანოს დაკარგვა, ასევე მთელი ორგანიზმის დაავადება, რასაც მივყავართ ლეტალურ შედეგამდე. განგრენის დროს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ხალხური მეთოდების გამოყენება. აუცილებელია ექიმთან მისვლა.

პროფილაქტიკა
განგრენის პროფილაქტიკა შეიძლება იყოს დაზიანებული ადგილის დროული დამუშავება და ანტიბიოტიკების მიღება.

განდიდების მანია – ფსიქიკური დაავადება, რომელსაც ახასიათებს ცნობიერების ან პიროვნული ქცევის დარღვევა

განდიდების მანია - ფსიქიკური დაავადება, რომელსაც ახასიათებს ცნობიერების ან პიროვნული ქცევის დარღვევა
#post_seo_title

განდიდების მანია (განდიდების ბოდვა, მეგალომანია) – ფსიქიკური დაავადება, რომელსაც ახასიათებს ცნობიერების ან პიროვნული ქცევის დარღვევა, რაც ვლინდება საკუთარი თავის მნიშვნელობის გადაფასებაში, ცნობადობის გაზრდაში, გამდიდრების სურვილში, ძალაუფლების მიღებაში, პოლიტიკური გავლენის მოპოვებაში და ა.შ. ექიმები არ თვლიან, რომ განდიდების მანია ფსიქიკის ცალკეული აშლილობაა მანიაკალური სინდრომით, პარანოიის სიმპტომით ან როგორც არასრულფასოვნების კლიმაქსის ცალკეული სახეობა.

განდიდების მანია: ფსიქიკური დაავადების საფუძვლები და სიმპტომები

განდიდების მანია (ან მეგალომანია) არის ფსიქიკური დარღვევა, რომელიც გამოირჩევა ადამიანის ცნობიერებისა და ქცევის მოშლილი მდგომარეობით. ეს მდგომარეობა იწვევს საკუთარი თავის გადაფასებას, რაც ვლინდება განსაკუთრებული მნიშვნელობის, ძალაუფლებისა და გავლენის სურვილის გაჩენით.

მიზეზები
დღემდე დაუდგენელია მიზეზები, რის გამოც ვითარდება დაავადება, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ეს შეიძლება იყოს:
·         აფექტური ფსიქოზი;
·         პორგრესული პარალიჩის გართულებები;
·         ძლიერი სტრესული სიტუაციები;
·         პარანოიდალური შიზოფრენიის ნიშნები;
·         ფსიქიკური ტრავმები, რაც იწვევს არასრულფასოვნების კომპლექსს.

სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:
·         ადამიანის მიერ საკუთარი მნიშვნელობის, ფსიქიკური და ფიზიკური შესაძლებლობების გადაფასება;
·         «ნარცისიზმი» (საკუთარი თავით ტკბობა);
·         ხასიათის ხშირი ცვლა;
·         მაღალი აქტივობა, საკუთარ თავზე საუბარი;
·         სხვისი აზრის მიმართ ინტერესის არქონა;
·         სხვების მიმართ აგრესიულობა;
·         უძილობა;
·         მხოლოდ საკუთარ იდეებზე და ფიქრებზე კონცენტრაცია.

დიაგნოსტიკა
დაავადების სამკურნალოდ დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ფსიქოთერაპევტი, რომელიც ახდენს პაციენტის საერთო დათვალიერებას, გასაუბრებას, ასევე აანალიზებს პაციენტის ქცევას, რის საფუძველზეც ხდება ინდივიდუალური მკურნალობის კურსის შერჩევა.

მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
·         ლიტიის შემცველ პრეპარატებს;
·         ფენოტიაზინებს;
·         ნეიროლეპტიკებს;
·         ძირითადი დაავადების მკურნალობას;
·         ფსიქოთერაპიას;
·         სოციალურ რეაბილიტაციას.
ხშირად მკურნალობა არ გვაძლევს სრულად გამოჯანმრთელების შედეგს, ამიტომ შეიძლება ადგილი ჰქონდეს რეციდივებს.

საშიშროება
დაავადების გართულება იწვევს:
·         დეპრესიას;
·         გონებასუსტობას.

რისკის ჯგუფი
ამ ჯგუფში შედიან:
·         ადამიანები, რომლებიც იტანჯებიან ქრონიკული სომატური დაავადებებით;
·         ადამიანები, რომლებიც მიდრეკილები არიან ხშირი სტრესისკენ;
·         ნარკო და ალკოდამოკიდებულები.

პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         ექიმ-ფსიქოთერაპევტთან პერიოდული კონსულტაციების გავლა;
·         ფსიქიკის აშლილობის გამომწვევი დაავადებების დროული გამოვლენა და მკურნალობა;
·         ემოციური და სტრესული სიტუაციებისგან თავის დაცვა;
·         ძილის რეჟიმის გაკონტროლება.

დასკვნა

განდიდების მანია არის სერიოზული ფსიქიკური დაავადება, რომელსაც შეუძლია გააღრმავოს პრობლემა არა მარტო პიროვნებისთვის, არამედ მის გარემოცვაშიც. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები, რომლებიც აღნიშნულ სიმპტომებს განიცდიან, დროულად მოიძიონ პროფესიული დახმარება.

ქრონიკული გასტრიტი იწვევს კუჭის კიბოს

ქრონიკული გასტრიტი იწვევს კუჭის კიბოს
#post_seo_title

გასტრიტი კუჭის ლორწოვანი გარსის ანთებაა, რომელიც შეიძლება იყოს მწვავე ან ატარებდეს ქრონიკულ ხასიათს. მწვავე გასტრიტი, როგორც წესი, მოულოდნელად და მძიმე ჩივილებით იჩენს ხოლმე თავს და გრძელდება რამდენიმე დღის ან კვირის განმავლობაში. ის შეიძლება უეცარმა სტრესულმა მდგომარეობამ, რაიმე ტიპის პროდუქტის მიღებამ, ბაქტერიით ინფიცირებამ ან სხვა ფაქტორებმა გამოიწვიოს.

ქრონიკული გასტრიტი კი გრძელვადიანი მდგომარეობაა – ხშირად ის თვეებისა და წლების განმავლობაში აწუხებს პაციენტს, ახასიათებს პერიოდული რემისიები და გამწვავებები. ქრონიკული გასტრიტი, უმეტესად, ნელ-ნელა ვითარდება, ხშირად ის ასოცირებულია ჰელიკობაქტერ პილორით გამოწვეულ ინფექციასთან, ავტოიმუნურ დაავადებებთან, კუჭის ლორწოვანი გარსის გამღიზიანებლების (როგორებიცაა ალკოჰოლი, თამბაქო, ზოგიერთი ტიპის საკვები) ხშირ და ხანგრძლივად მოხმარებასთან.

გასტრიტი – დაავადება, რომელსაც ახასიათებს კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება. გამოიყოფა დაავადების მწვავე და ქრონიკული ფორმები. ბავშვებში გასტრიტი დამახასიათებელია ორგანიზმის ინტენსიური ზრდის პროცესში (5-6, 9-12 წლის ასაკში).
გასტრიტის სახეობები:
·         ზედაპირული გასტრიტი (მიმდინარეობს მხოლოდ ლორწოვანი გარსის ანთება);
·         ეროზიული გასტრიტი (აღინიშნება ლორწოვანი გარსის ეროზია);
·         ატროფიული გასტრიტი (აღინიშნება ლორწოვანი გარსის შემცირება);
·         ფლეგმანოზური გასტრიტი (კუჭის წყლულის ან კიბოს გართულება, ანთებით პროცესში ჩათრეულია კუჭის ყველა ფენა).

მიზეზები
დაავდება წარმოიშობა კუჭის შიდა კედლის გარსის ანთების შედეგად (კონკრეტულად ბაქტერიის Helicobacter pilori-ის გააქტიურების შედეგად ). მწვავე გასტრიტის მიზეზებია:
·         საკვებ-ტოქსიკური ინფექციები (სალმონელეზები);
·         ძღომამდე ჭამა;
·         მოწევა და ალკოჰოლური სასმელის მავნე გამოყენება;
·         ლორწოვანი გარსის მედიკამენტებით გაღიზიანება (ანალგეტიკები, ციტოსტატიკები);
·         საკვები ალერგია;
·         სტრესი, გადაღლა, ქრონიკული უძილობა.
ქრონიკული გასტრიტის მიზეზებია:
·         მწვავე გასტრიტის მკურნალობის არ არსებობა;
·         კვების რეჟიმის ხანგრძლივი დროით დარღვევა;
·         მწარე და უხეში საკვების მიღება;
·         ცუდი ღეჭვა;
·         მემკვიდრეობითი მიდრეკილება.

სიმპტომები
დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები:
·         მუცლის ზედა ნაწილში მწვავე ტკივილის გაჩენა ან გაქრობა საკვების მიღების დროს;
·         ბოყინი;
·         გულის რევა;
·         ღებინება;
·         მეტეორიზმი;
·         წონის სწრაფი დაკლება.

დიაგნოსტიკა
დაავადების მკურნალობის დასადგენას ექიმი-გასტროენტეროლოგი ნიშნავს შემდეგი სახის გამოკვლევებს:
·         კუჭის ულტრა-ბგერით გამოკვლევას;
·         ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპიას (კუჭის დათვალიერება გასტროსკოპით);
·         კუჭის ლორწოვანის ბიოპსიას;
·         კუჭის სეკრეციის გამოკვლევას;
·         სისხლის კლინიკურ ანალიზს;
·         მუცლის ღრუს რენტგენოგრაფიას.

მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მოიცავს:
·         სპეციალური დიეტის დაცვას;
·         წამლებს, რომლებიც ახდენენ კუჭის მჟავას ნორმალიზებას;
·         პრეპარატებს, რომელბიც აღადგენენ კუჭის ლორწოვან გარსს;
·         ანტიბაქტერიალურ თერაპიას.

დიეტა
დიეტა №1 გასტრიტის დროს გამორიცხავს შემდეგი სახის პროდუქტებს:
·         პური;
·         ნახარშები;
·         მარცვლოვან-ბურღულეული და ფაფები;
·         ხორცისა და თევზის ცხიმიანი სორტს;
·         კონსერვებს;
·         რძემჟავა პროდუქტებს;
·         გაზიან სასმელებს, ჩაის, ყავას, ალკოჰოლს;
·         შოკოლადს, ნაყინს.

საშიშროება
თუ არ მოხდება დაავადების დროული მკურნალობა, შესაძლოა საქმე მივიდეს ისეთ გართულებებამდე, როგორიცაა:
·         კუჭში სისხლდენა;
·         კუჭის წყლული .
ქრონიკული გასტრიტი იწვევს კუჭის კიბოს.

პროფილაქტიკა
დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
·         რაციონალური კვების დაცვა;
·         მოწევაზე და ალკოჰოლურ სასმელებზე უარის თქმა;
·         მუცლის ღრუს დაავადებების დროული მკურნალობა;
·         წელიწადში ორჯერ ექიმ-გასტროენტეროლოგთან გეგმიური გამოკვლევის ჩატარება.

გაფანტული სკლეროზი  – ნერვული სისტემის დაავადება, რომელსაც ახასიათებს ნერვული სისტემის გარკვეული ნაწილის დაზიანება

გაფანტული სკლეროზი  – ნერვული სისტემის დაავადება, რომელსაც ახასიათებს ნერვული სისტემის გარკვეული ნაწილის დაზიანება
#post_seo_title

გაფანტული სკლეროზი  – ნერვული სისტემის დაავადება, რომელსაც ახასიათებს ნერვული სისტემის გარკვეული ნაწილის დაზიანება.

გაფანტული სკლეროზი იმუნური სისტემის ანომალიური ფუნქციონირებით გამოწვეული აუტოიმუნური დაავადებაა. ორგანიზმის იმუნური სისტემა იწყებს “ბრძოლას” საკუთარი ნერვული სისტემის წინააღმდეგ, რაც აზიანებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას. გაფანტული სკლეროზისას იმუნური სისტემის სამიზნე მიელინის გარსია. ის, ჩვეულებრივ გარს აკრავს ნერვულ ბოჭკოებს. დაავადების დროს მიელინის გარსი ზიანდება და ვითარდება ნერვების დემიელინიზაცია.

გაფანტული სკლეროზი იწვევს თავისა და ზურგის ტვინის ნერვების დემიელინიზაციას. ამის გამო აქსონები – ნერვული უჯრედების ის ნაწილები, რომლებიც უშუალოდ გადასცემენ იმპულსებს სხვა უჯრედებს – სათანადოდ ვეღარ ფუნქციობენ. მიელინი ისე აკრავს გარს ნერვს, როგორც სადენს იზოლაცია. როცა ფართოდაა გავრცელებული დემიელინიზაციის – მიელინის კარგვის პროცესი, ვითარდება დაავადების კლინიკური სიმპტომები, რადგანაც აქსონების მიერ ნერვული იმპულსების გატარების უნარი შემცირებული ან დაკარგულია. სწორედ დაზიანებული ნერვების ადგილმდებარეობა განსაზღვრავს დაავადების კლინიკურ სიმპტომებს. დემიელინიზაციის არეებში ვითარდება ანთება და შემდგომი დაზიანება, რაც აისახება მაგნიტურ-რეზონანსული კვლევით მიღებულ გამოსახულებაზე.

მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
·         გენეტიკური მიდრეკილება;
·         ხშირი ბაქტერიული და ვირუსული დაავადებები;
·         ტოქსკიური ნივთიერებებით მოწამვლა;
·         რადიაციული დასხივება;
·         თავისა და ზურგის ტვინის ტრავმები;
·         ხშირი სტრესული სიტუაცია.

სიმპტომები
·         სამოძრაო აქტივობის გაუარესება;
·         მგრძნობელობის დაქვეითება;
·         კიდურებში ჩხვლეტა და გრძნობის დაკარგვა;
·         კოორდინაციის დარღვევა;
·         მხედველობის გაუარესება;
·         საუბრის შენელება, გაურკვევლობა;
·         ყურადღების კონცენტრაციის გაუარესება;
·         გაღიზიანებულობა;
·         სწრაფი დაღლა;
·         საერთო სისუსტე;
·         სქესობრივი ფუნქციის დაქვეითება.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ნევროლოგი, რისთვისაც საჭიროა:
·         სისხლის იმუნოლოგიური ანალიზი;
·         თავის ტვინის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია;
·         ზურგის ტვინის პუნქცია;
·         ნევროლოგიური გამოკვლევა.

მკურნალობა
·         ანტივირუსული პრეპარატები;
·         ჰორმონალური თერაპია;
·         პლაზმოფარეზი;
·         ფიზიოთერაპიული მკურნალობა.

საშიშროება
დაავადების გართულება შეიძლება იყოს:
·         ეპილეპსია;
·         პარალიჩი;
·         შარდ-სასქესო სისტემის მოშლა;
·         დეპრესია;
·         თირკმლის უკმარისობა;
·         გონებრივი შესაძლებლობების დაქვეითება.

რისკის ჯგუფი
·         20-40 წლის ასაკის ადამიანები;
·         ქალები;
·         მემკვიდრეობითი მიდრეკილების მქონე ადამიანები;
·         აუტოიმუნური დაავადებების მქონე ადამიანები.

პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         ექიმი-ინფექციონისტის კონსულტაცია;
·         ექიმი-ნევროლოგის კონსულტაცია;
·         ფიზიკური ვარჯიშის რეგულარულად შესრულება;
·         დაბალანსებული კვების ქონა.

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი – ახასიათებს მსხვილი ნაწლავის ფუნქციის დარღვევა

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი – დაავადება, რომელსაც ახასიათებს მსხვილი ნაწლავის ფუნქციის დარღვევა.

მიზეზები
·         ხშირი სტრესი;
·         მუცლის ღრუს ორგანოების ტრავმები;
·         საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაავადებები;
·         ნაწლავის ჰიპერმგრძნობელობა;
·         მემკვიდრეობითი ფაქტორი.

სიმპოტმები
·         მუცლის ქვედა ნაწილში ძლიერი ტკივილი;
·         ტკივილის გაძლიერება საკვების მიღების ან დეფეკაციის დროს;
·         ღამის პერიოდში ტკივილის გავლა;
·         მუცლის შებერილობა;
·         დილაობით დიარეა;
·         შეკრულობა;
·         კალაში ლორწოს ნარევი;
·         პერიოდული გულის რევა, ღებინება;
·         სწრაფი დაღლა;
·         ძილის დარღვევა.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს გასტროენდოკრინოლოგი, რისთვისაც საჭიროა:
·         სისხლის ბიოქიმიური ანალიზი;
·         კალას ანალიზი;
·         კოპროგრამა;
·         კალას დათესვა;
·         მუცლის ღრუს ორგანოების ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;
·         ნაწლავების კომპიუტერული ტომოგრაფია;
·         მუცლის ღრუს ორგანოების რენტგენი;
·         ენდოსკოპიური გამოკვლევა.

მკურნალობა
·         მოსადუნებელი ან დიარეის საწინააღმდეგო პრეპარატები;
·         სპაზმოლიტიკები;
·         გასაუმტკივარებელი პრეპარატები;
·         დიეტის დაცვა.

დიეტა
მკურნალობის პერიოდში ინიშნება დიეტა №4, რომელიც რაციონიდან გამორიცხავს შემდეგ პროდუქტებს:
·         ცხიმიან ხორცეულს;
·         კონსერვებს;
·         მლაშე და დამარინადებულ პროდუქტს;
·         უმ ხილს და ბოსტნეულს;
·         ბურღულს;
·         ცომეულს;
·         ყავას, გაზიან სასმელს;
·         ნაყინს;
·         შოკოლადს.

საშიშროება
დაავადების გართულება შეიძლება იყოს:
·         გასტრიტი;
·         პანკრეატიტი;
·         ქოლეცისტიტი;
·         ნაღველკენჭოვანი დაავადება;
·         ნაწლავის გაუვალობა.

პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         დაბალანსებული კვება;
·         მწვავე სიტუაციებისთვის თავის არიდება;
·         აქტიური ცხოვრების წესის ქონა.

გაჭიანურებული ორსულობა (გახანგრძლივებული ორსულობა) – ორსულობა, რომელიც გრძელდება 42 კვირაზე მეტს

გაჭიანურებული ორსულობა (გახანგრძლივებული ორსულობა) – ორსულობა, რომელიც გრძელდება 42 კვირაზე მეტს
#post_seo_title

გაჭიანურებული ორსულობა (გახანგრძლივებული ორსულობა) – ორსულობა, რომელიც გრძელდება 42 კვირაზე მეტს. ნორმალური ორსულობა გრძელდება 40 კვირა ბოლო მენსტრუაციიდან ან 38 კვირა ბავშვის ჩასახვიდან.

გაჭიანურებული ორსულობა, რომელიც ცნობილია როგორც გახანგრძლივებული ორსულობა, არის მდგომარეობა, როდესაც ორსულობა გრძელდება 42 კვირაზე მეტ ხანს. ამ შემთხვევაში, ნორმალური ორსულობის ხანგრძლივობა, როგორც წესი, 40 კვირაა ბოლო მენსტრუაციიდან ან 38 კვირა ბავშვის ჩასახვიდან. როდესაც ორსულობა გრძელდება ამ პერიოდზე, შეიძლება საჭირო გახდეს განსაკუთრებული ყურადღება და მკურნალობა, რათა მშობიარობა უსაფრთხო იყოს როგორც დედისთვის, ასევე ბავშვისთვის.

მიზეზები
გაჭიანურებული ფეხმძიმობის მიზეზებია:
·         გენეტიკური მიდრეკილება;
·         ქალის მხრიდან ბავშვის გაჩენის მზაობის არქონა;
·         ფსიქიკური ტრავმები;
·         ნაყოფის იმუნური სისტემის უმწიფრობა;
·         ნაყოფის არასწორი მდგომარეობა საშვილოსნოში;
·         ენდოკრინული სისტემის პათოლოგიები;
·         С, Р, Е, В ვიტამინების ნაკლებობა ორგანიზმში;
·         გადატანილი აბორტების გართულებები;
·         მცირე მენჯის ორგანოების გადტანილი დაავადებები;
·         ჰესტოზი;
·         ლიპიდური ცვლის დარღვევა.

სიმპრომები
·         40 კვირის ვადისთვის საშვილოსნოს ყელი მომწიფებული არ არის;
·         ნაყოფის გარშემო არსებული სითხის რაოდენობის დაკლება;
·         პლაცენტას დაბერება;
·         არ ფიქსირდება «წინა სამშობიარო» ფონი;
·         ამნიომურ სითხეში არის მეკონიუმის ნაკლებობა.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს მეან-გინეკოლოგი. მკურნალობისთვის საჭიროა:
·         მცირე მენჯის ორგანოების ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;
·         ნაყოფის საკვერცხის ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;
·         ამნიოცენტეზი;
·         ბავშვის მოძრაობის შემოწმება.

მკურნალობა
·         ხელოვნური მშობიარობა;
·         საკეისრო.

საშიშროება
აღნიშნული პრობლემის გართულებები შეიძლება იყოს:
·         სამშობიარო ტრავმები;
·         ამნიონური წყლების ბავშვის ფილტვებში დაგროვება;
·         ჟანგბადის უკმარისობით გამოწვეული ბავშვის მძიმე მდგომარეობა;
·         ნაყოფის ასფიქსია.

რისკის ჯგუფი
·         მემკვიდრეობითი მიდრეკილების ქალები;
·         ფსიქოლოგიური ტრავმების გადამტანი ქალები;
·         დარღვეული მენსტრუალური ციკლის მქონე ქალები;
·         ქალები, ვისაც გაკეთებული აქვთ მშობიარობამდე აბორტი;
·         ენდოკრინული სისტემის დაავადებების მქონე ქალები.

პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         მეან-გინეკოლოგის რეგულარული კონსულტაცია;
·         შარდ-სასქესო სისტემის დაავადებების დროული მკურნალობა;
·         ფეხმძიმობის დროს არ უნდა შეიზღუდოს მოძრაობა.

მაჯის არხის გვირაბის სინდრომი – წარმოიშობა შუა ნერვის დაზიანებით

მაჯის არხის გვირაბის სინდრომი - წარმოიშობა შუა ნერვის დაზიანებით
#post_seo_title

მაჯის არხის გვირაბის სინდრომი – წარმოიშობა შუა ნერვის დაზიანებით.  

მაჯის არხი არის ერთგვარი გვირაბი ხელის გულის მხარეს, რომელშიც განთავსებულია  9 მყესი და შუათანა ნერვი. მყესები აკონტროლებენ თითების მოძრაობას, შუათანა ნერვის დამსახურებით შევიგრძნობთ ხელის გულს, მაჯას, ცერა თითს, საჩვენებელ თითს, შუა თითს და არათითის.  

მაჯის არხის სინდრომი – მდგომარეობა, როდესაც შუათანა ნერვის კომპრესიის გამო აღინიშნება დაბუჟება, სისუსტე და ტკივილი მტევანსა და თითებში.

მაჯის არხის სინდრომის პირველი გამოვლინება არის თითების დაბუჟება, დაწყებული პირველი თითიდან მეოთხე თითის ნახევარი ზედაპირის ჩათვლით. პალპაციით აღენიშნება მტკივნეულობა. სუპინაცია, პრონაციის (ხელის მტევნის გარეთ ან შიგნით მობრუნების) შემთხვევაშიც აღენიშნება ძლიერი მტკივნეულობა. ღამით სხივ-მაჯის სახსრის ძლიერმა ტკივილმა შეიძლება გამოაღვიძოს პაციენტი.

მიზეზები
·         მაჯის ნერვის დაზიანება;
·         მაჯის ნერვის შეშუპება;
·         კუნთებზე სტატიკური დატვირთვა;
·         ხელების მოუხერხებელი მდგომარეობა;
·         ხელებით ერთგვარი მოძრაობების ხანგრძლივად შესრულება;
·         ტრავმები.

სიმპტომები
·         თითბის ქავილი, კანკალი და ჩხვლეტა;
·         მგრძნობელობის დაკარგვა თითებში;
·         ხელების ტკივილი;
·         ქსოვილების შეშუპება;
·         ხელებსა და ხელის გულებზე ჩხვლეტა;
·         ზედა კიდურებში ძალის დაკარგვის შეგრძნება;
·         მტევნების ტკივილისგან გამოწვეული უძილობა;
·         დიდი თითის კუნთების ატროფია;
·         მუშტის შეკვრის შეუძლებლობა;
·         საგნების დიდი ხნის მანძილზე დაჭერის შეუძლებლობა.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის საჭიროა:
·         ნევროლოგთან ვიზიტი, რომელიც დაადგენს კუნთების დაჭიმულობის დონეს;

მკურნალობა
·         ზედა კიდურების მოქმედების შეზღუდვა;
·         ხელების დატვირთვის მინიმუმამდე დაყვანა;
·         ძვლების იმობილიზაცია;
·         ფიზიკური ვარჯიში, რომელიც ჭიმავს და ამაგრებს კუნთებს;
·         ფიზიოლოგიური თერაპია;
·         მედიკამენტოზური მკურნალობა;
·         ვიტამინოთერაპია;
·         კვების კორექცია.

საშიშროება
დაავადების მთავარი საშიშროება რომელიც მკურნალობას არ ექვემდებარება არის ხელებით ელემენტარული მოძრაობების შესრულების შეუძლებლობა. თუმცა სწორი და დროული მკურნალობისას შესაძლოა გართულებების თავიდან აცილება.

პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         კომპიუტერთან მუშაობისას ხელები უნდა ელაგოს მაგიდაზე და მტევნები არ უნდა იყოს მოხრილი;
·         სავარძელს და სკამს უნდა ჰქონდეს სახელურები;
·         სამუშაო უნდა გულისხმობდეს შუალედურ შესვენებებს.

ჰიგრომა წარმოადგენს ბუშტუკს, რომელიც შიგნიდან სავსეა სეროზულ-ფიბროზული ან სეროზულ-ლორწოვანი სითხით

ჰიგრომა წარმოადგენს ბუშტუკს, რომელიც შიგნიდან სავსეა სეროზულ-ფიბროზული ან სეროზულ-ლორწოვანი სითხით. აღნიშნული წარმონაქმნი ითვლება დადებითთვისებიან ფიბროზულ წარმონაქმნად. ის ჩნდება სახსართან ან ტერფრზე. გვხვდება მცირე ზომის ჰიგრომა, რომელიც არ იწვევს დისკომფორტს ადამიანში, თუ არ ჩავთვლით მათ შიგთავსს. უნდა ვიცოდეთ, რომ ჰიგრომა არ არის ავთვისებიანი და არ წარმოადგენს სიცოცხლისთვის საშიშროებას. თუმცა, მიუხედავად ამისა, უყრადღებოდ მისი დატოვება არ შეიძლება – საჭიროა მკურნალობა.

მიზეზები
დაავადების ძირითადი მიზეზებია:
·         მემკვიდრეობითი მიდრეკილება;
·         ერთჯერადი ტრამვები;
·         სახსრებზე და მყესებზე მუდმივი დატვირთვა;
·         ასაკობრივი ცვლილებები.
როგორც წესი, ჰიგრომა წარმოიშობა ძირითადად ქალებში 20-30 წლის ასაკში. ბავშვები და მამაკაცები ნაკლებად ავადდებიან მისით. თეორიულად წარმონაქმნი შეიძლება გაჩნდეს ნებისმიერ ადგილას, სადაც არის შემაერთებელი ქსოვილი.

სიმპტომები
·         3-6 სმ ზომის ბუშტუკი, რომელიც აშაკარად ჩანს კანქვეშ;
·         ჰიგრომაზე კანის შერევა;
·         მწვავე ტკივილი;
·         ინტენსიური დატვირთვის შემდეგ მწვავე ტკივილი;
·         უსიამოვნო ტკივილი ძვლის მოხრის ან რაიმე ნივთის აღებისას;
·         წარმონაქმნის ადგილას კანის გაუხეშება.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვსი საჭიროა:
·         პროფესიონალი ქირურგის მიერ დათვალიერება, რათა მოხდეს მკურნალობის სწორად დანიშვნა;
·         რენტგენოგრაფია;
·         ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;
·         მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია;
·         ჰიგრომას პუნქცია;
·         წარმონაქმნის ადგილის პალპაცია.

მკურნალობა
მკურნალობისთვის საჭიროა:
·         პუნქცია ენზიმების შეყვანით;
·         მალამოების სახვევები;
·         სამკურნალო ტალახის გამოყენება;
·         ჰიგრომას ქირურგიული გზით მოშორება (ოპერაცია შეიძლება ჩატარდეს ამბულატორულ პირობებში, ადგილობრივი ანესთეზიის გამოყენებით);
·         ოპერაციის შემდეგ კიდურების იმობილიზაციას ახდენენ თაბაშირის ლონგეტით, ნაკერებს ხსნიან 7-10 დღე-ღამის შემდეგ;
·         ჰიგრომას ენდოსკოპიური მკურნალობა.
სამწუხაროდ დაავადების კონსერვატორული მკურნალობა ვერ უზრუნველყოფს საჭირო შედეგს. ოპერაციული ჩარევის შემდეგ კი იკვეთება რეციდივების შემთხვევები. საქმე იმაშია, რომ თუ დაზიანებულ ადგილას დარჩა კანის დეგენერატიული ცვლილების პატარა ადგილიც კი, უჯრედები გავრცელებას იწყებენ და დაავადება ისევ ჩნდება.

საშიშროება
თავად ჰიგრომა არ არის სიცოცხლისთვის სახიფათო და ავთვისებიანი, თუმცა თავის დაზღვევის მიზნით წარმონაქმნის მოცილების შემდეგ მას აგზავნიან ჰისტოლოგიურ გამოკვლევაზე.

პროფილაქტიკა
პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
·         მოწყვლადი ადგილების მექანიკური დაზიანებებისგან დაცვა (ტერფები, ხელის ძვლები);
·         დაავადების სიმპტომების გაჩენისას ქირურგთან ვიზიტი.

გინგივიტი

გინგივიტი  – დაავადება, რომელსაც ახასიათებს ღრძლიების ლორწოვანის ანთება. დაავადება შეიძლება იყოს მწვავე ან ქრონიკული ფორმის.
გამოყოფენ დაავადების შემდეგ სახეობებს:
·         კატარალური გინგივიტი — ვლინდება ღრძილების ანთებით და დასიებით;
·         წყლულოვანი (წყლულოვან-ნეკროტული) გინგივიტი – ვლინდება ღრძილების მკვდარი ნაწილების წარმოშობით;
·         ჰიპერტროფიული გინგივიტი – ვლინდება ღრძილის ქსოვილის საგრძნობი გადიდებით და მისგან სისხლდენით;
·         ატროფიული გინგივიტი – ასეთი ფორმის დროს ხდება ღრძილის ქსოვილის დაპატარავება;
·         დესკვამატიური (გეოგრაფიული) გინგივიტი – ვლინდება ღრძილის მკვეთრი გაწითლებით და ლორწოვანი გარსის ჭარბი გამოყოფით.

მიზეზები
მიკროორგანიზმები, რომლებიც ხვდებიან პირის ღრუში საკვებიდან ან არსებობენ იქ მუდმივად, რაც გამოწვეულია ცუდი ჰიგიენისაგან. სწორედ ეს ხდება ანთებითი პროცესის ძირითადი მიზეზი.
გინგივიტის მიზეზები ხდება ასევე:
·         პირის ღრუს ცუდი ჰიგიენა (კბილებზე ნადების და ქვების გაჩენა);
·         ორალური კონტრაცეპტივების ხანგრძლივი მიღება;
·         ციკლოსპორინების ჯგუფის ანტიბიოტიკებისა და ჰიპოტენზიური საშუალებების ხანგრძლივი მიღება;
·         კბილების ზრდა (ბავშვებში);
·         С ვიტამინის უკმარისობა;
·         დაქვეითებული იმუნიტეტი;
·         ღრძილების დაზიანება;
·         ზედმეტად ცივი ან ცხელი საკვების გამოყენება.

სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:
·         ღრძილების დასიება, დაწითლება;
·         სხეულის ტემპერატურის აწევა;
·         ღრძილების გამოკვეთა;
·         ღრძილების ჰიპერპლაზია;
·         ქავილი ღრძილებზე;
·         საკვების მიღების დროს ტკივილის შეგრძნება;
·         უსიამოვნო სუნი პირში;
·         ღრძილების ატროფია (მოშიშვლებას იწყებს კბილის ძირები და ყელი).

დიაგნოსტიკა
გინგივიტის დიაგნოსტიკას ატარებს სტომატოლოგი. მკურნალობის დასადგენად ის ატარებს ვიზუალურ და ინსტრუმენტალურ დათვალიერებას. რაიმე დამატებითი გამოკვლევები საჭირო არ არის.

მკურნალობა
დაავადების აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
·         პირის ღრუს პროფესიონალურ ჰიგიენას (კბილების საფუძვლიან გამოხეხვას, პირის ღრუს ანტისეპტიკურ დამუშავებას);
·         ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს;
·         ქირურგიულ ჩარევას (ღრძილის ჰიპერტროფირებული ნაწილის მოკვეთას).

საშიშროება
თუ არ მოხდება დაავადების დროული მკურნალობა, შესაძლოა განვითარდეს შემდეგი გართულებები:
·         დაავადების ქრონიკულ ფორმაში გადასვლა;
·         პაროდონტიტი;
·         ყბების ძვლების დაინფიცირება;
·         ჰემატოგენური ინფექციები (ინფექციური ენდოკარდიტი, გლომერულონეფრიტი).

პროფილაქტიკა
დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
·         პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა;
·         მოწევაზე უარის თქმა;
·         სტომატოლოგთან რეგულარული ვიზიტი (1-2-ჯერ წელიწადში);
·         ტრიკლოზანის შემცველი კბილის პასტის გამოყენება;
·         ისეთი საკვების გამოყნება, რომელიც მდიდარია კალციუმით, კალციუმიანი პრეპატარები.

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights