ორშაბათი, ივნისი 15, 2026

აეროოტიტი: სიმპტომები, მიზეზები და მკურნალობა

აეროოტიტი: სიმპტომები, მიზეზები და მკურნალობა
#post_seo_title

აეროოტიტი: სიმპტომები, მიზეზები და მკურნალობა

აეროოტიტი – არის შუა ყურის ლორწოვანი გარსის ან მისი ელემენტების ანთება, რომელიც ვითარდება ბაროტრავმის შედეგად (ჰაერის შემცველი ორგანოების კედლების მექანიკური დაზიანება). აეროოტიტი – მფრინავების და მყვინთავების პროფესიონალური დაავადებაა, თუმცა შეიძლება იყოს არაპროფესიონალური დაავადებაც.

აეროოტიტი ძირითადად ვითარდება ბაროტრავმის შედეგად, რაც იმას ნიშნავს, რომ ჰაერის შემცველი ორგანოების კედლები მექანიკურად ზიანდება ჰაერის წნევის სწრაფი ცვლილების დროს. მაგალითად, მფრინავებში ეს ხდება, როდესაც ისინი ძრავის აფრენის ან დაშვებისა და წნევის ცვლილების შედეგად განიცდიან ყურის წნევის სხვაობას. მსგავსი ეფექტები შეიძლება ასევე შეინიშნოს მყვინთავებში, როცა წყლის დინამიკაში მათ უწევთ სწრაფი სიღრმეების შეცვლა.

მიზეზები
აეროოტიტის მიზეზებია:
·                     წნევის ცვლილება, რის შედეგადაც შუა ყურში წარმოიქმნება დაჭიმულობა ან დაფის აპკის გაბერვა;
·                     მექანიკური ტრამვები, რის გამოც ხდება დაფის აპკის სტრუქტურის მიკრო ან მაკრო დაზიანება და მისი სისხლძარღვების მთლიანობის დარღვევა.
აეროოტიტის განვითარებას ხელს უწყობს:
·                     გაციება;
·                     ალერგია;
·                     ცხვირით სუნთქვის გართულება;
·                     იმუნიტეტის დასუსტება.

აეროოტიტის სიმპტომები
აეროოტიტის სიმპტომები ვლინდება შემდეგი სახით:
·                     ყურის ტკივილი;
·                     ყურის დაგუბება;
·                     სმენის დაქვეითება;
·                     გამოხატული სიყრუე;
·                     ვესტიბულარული დისფუნქცია;
·                     თავბრუსხვევა;
·                     მდგრადი სიყრუე, რომელმაც შეიძლება გამოჯანმრთლების შემთხვევაში გაიაროს;
·                     მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა;
·                     ტემპერატურის აწევა;
·                     ორგანიზმის საერთო ინტოქსიკაცია.

დიაგნოსტიკა
დიაგნოსტიკისთვის აუცილებელია:
·                     ოტოლარინგოლოგთან შემოწმება;
·                     ენდოსკოპიური გამოკვლევა;
·                     ყურის ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;
·                     ბაქტერიოლოგიური დათესვა;
·                     ყურის ან ფილტვის ნაწილის რენტგენოგრაფია.

აეროოტიტის მკურნალობა
მკურნალობა მოიცავს:
·                     სასმენ ხვრელში სპირტიანი ხსნარის ტამპონის შეყვანას;
·                     ანტიბიოტიკების მიღებას;
·                     სასმენ მილში პოლიცენტრის მიმართულებით ჰაერის დაბერვას;
·                     ქირურგიულ ჩარევას;
·                     მირინგოპლასტიკას;
·                     ტიმპანოპლასტიკას;
·                     რეკონსტრუქციულ ოპერაციებს (სასმენი ნიჟარის იმპლანტაცია, სტაპედოპლასტიკა);
·                     პაციენტების სამსახურიდან გათავისუფლებას, თუ მათი სამუშაო უკავშირდება ფრენას, წყალქვეშა საქმიანობას, მიწიდან 20 მეტრზე ზემოთ ასვლას და ა.შ.

საშიშროება
აეროოტიტი გართულებების გარეშე და სრულად იკურნება, ხდება სმენის აღდგენაც.  მე-3 და მე-4 ხარისხის აეროოტიტმა შეიძლება მიგვიყვანოს ყურის დაფის აპკზე ნახვრეტების გაჩენამდე, რაც სრული სიყრუით და შესიებული წარმონაქმნების გაჩენით მთავრდება. აეროოტიტის გართულებები იყოფა მათი სირთულის მიხედვით:
·                     მსუბუქი (სერიოზული ანთბითი პროცესის თანხლებით);
·                     საშუალო (ჩირქოვანი ოტიტის თანხლებით);
·                     მძიმე სტადია (კატარალური და ჩირქოვანი ლაბირინტიტის განვითარება).

პროფილაქტიკა
პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია
·                     გადაციებისგან თავის დაცვა;
·                     გაციების და ანთებით პროცესების დროული მკურნალობა;
·                     იმ პაციენტების მხრიდან სამუშაოზე უარის თქმა, რომელთა პროფესიული საქმიანობა იწვევს აეროტიტს;
·                     ჯანსაღი ცხოვრების წესი;
·                     ოტოლარინგოლოგთან რეგულარული ვიზიტი.

აზარტულობა – წარმოადგენს ფსიქოლოგიური დამოკიდებულების სახეობას, გამოიხატება აზარტული თამაშების მოთხოვნილებაში, რაც გამოწვეულია

აზარტულობა - წარმოადგენს ფსიქოლოგიური დამოკიდებულების სახეობას, გამოიხატება აზარტული თამაშების მოთხოვნილებაში, რაც გამოწვეულია
#post_seo_title

აზარტულობა  – წარმოადგენს ფსიქოლოგიური დამოკიდებულების სახეობას, გამოიხატება აზარტული თამაშების მოთხოვნილებაში, რაც გამოწვეულია სოციალრი, მატერიალური და ოჯახური ფასეულობებისადმი ინტერესის დაკარგვით. აშლილობის გავრცელებულ ფორმებს შორის არის: კაზინოში თამაში, კომპიუტერული თამაში.

რა არის აზარტულობა?

აზარტულობა წარმოადგენს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულ ფსიქოლოგიურ აშლილობას, როდესაც ადამიანი სისტემატურად და ზედმეტად ჩაერთვება აზარტულ თამაშებში, როგორიცაა კაზინოები, სპორტული პარკები ან ონლაინ თამაშები. ასეთი ადამიანები ხშირად კარგავენ სენს ერთიან რეალობასთან და ხშირად უგულებელყოფენ მათ მატერიალურ და ემოციურ მდგომარეობას, რაც თამაშების გამო შეიძლება სერიოზულ საფრთხეში აღმოჩნდეს.

აზარტული თამაშების სხვადასხვა ფორმები

  1. კაზინო: კაზინოში აზარტული თამაშები ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა, სადაც ადამიანები ცდილობენ მოიგონ, რაც ხშირად არის ფინანსური ნგრევის მიზეზი.
  2. კომპიუტერული აზარტული თამაშები: თანამედროვე ციფრული ეპოქა მოიცავს უამრავ ონლაინ თამაშს, რომელთა შორისაც არის აზარტული თამაშები, რომლებსაც ათასობით ადამიანი იყენებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

დაავადების მიზეზები:
·         არაფორმირებული ფსიქიკა (მოზარდობის ასაკი);
·         სექსუალური დაუკმაყოფილებლობა;
·         ცხოვრებაში ნათელი მომენტების უკმარისობა/არქონა.

სიმპტომები
·         ავადმყოფი ბევრს საუბრობს საყვარელ თამაშზე, მუდმივად ფიქრობს რა ითამაშოს;
·         თამაშისთვის თავის დანებების სურვილის არ ქონა, იძულებით თავის დანებებისას აგრესიულობა, თამაშის განახლებისას ემოციური აღგზნება;
·         საჭმლისადმი ინტერესის დაკარგვა;
·         თამაშის დასრულების ზუსტი დროის განსაზღვრის პრობლემა;
·         ძილის დროის შეზღუდვა;
·         პირადი ჰიგიენის, ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ურთიერთობის წესების დარღვევა;
·         ერთ დროს საყავარელი საქმიანობისადმი ინტერესის დაკარგვა.

დიაგნოსტიკა
აზარტულობის მკურნალობის დასადგენად ექიმი-ნარკოლოგი ატარებს საერთო დათვალიერებას და ესაუბრება პაციენტს იმ მიზეზების დასადგენად, რომლებიც თამაშის სურვილს იწვევს, ასევე არკვევს იყო თუ არა თამაში შეწვეტის მცდელობა და როგორ აისახება პაციენტის ცხოვრებაზე აზარტული თამაშები.

სტადიები
აზარტულობა, როგორც დაავადება ვლინდება სამ სტადიად: I სტადია – თამაშის დიდი სურვილი. ამ სტადიაზე აზარტთან ბრძოლას არ იწყებენ, რადგან ის ზედაპირულად ვლინდება. მოტივი «ვითამაშო – არ ვითამაშო» ამ შემთხვევაში არ არსებობს. ადამიანს შეუძლია უარი თქვას თამაშზე, მაშინაც კი, თუ მას ამის სურვილი აქვს. გაუცნობიერებლად მოთამაშე სულ უფრო ხშირად იწყებს თამაშს და ყოველ ჯერზე უფრო მაღალ ფსონებს დებს, ასევე გაუცნობიერებლად აგრძელებს სეანსებს.
II სტადია – ავადმყოფს ძალიან უჭირს საკუთარი თავისთვის თამაშის აკრძალვა. «ვითამაშო – არ ვითამაშო»-ს შორის არჩევა, ის უფრო ბოლო ვარიანტისკენ იხრება, თუმცა ამ შემთხვევაშიც თამაში სულ უფრო ითრევს მაინც, ჩნდება გარდაუვალი გამარჯვების მოლოდინი და წარმატების რწმენა. ფულადი მოგება იდება ახალ ფსონებში. ამ ეტაპზე მანიის მკურნალობა მიმდინარეობს ადვილად, თუმცა სიტუაციის გართულების გაუგებრობის გამო, მოთამაშე ექიმთან იშვიათად ხვდება.
III სტადია – ფსიქოლოგიური კუთხით ამ სტადიაში მყოფი მოთამაშის პორტრეტის აღწერა ხდება შემდეგნაირად: ადამიანი ზის კომპიუტერთან, მისი სახის გამომეტყველება გადმოსცემს ძლიერ ემოციურ აღგზნებას. თამაში გრძელდება განუსაზღვრელი დროით. «დასვენების» დროს ავადმყოფი გეგმავს თამაშის სამომავლო ნაბიჯებს. კიდევ ერთხელ თამაშის სურვილი ხდება გადაულახავი. მესამე სტადიაზე თამაშის მანიის მკურნალობის საკითხი უკვე მწვავედ დგას.

შედეგები
თუ დაავადებას დროულად არ მიექცევა სათანადო ყურადრება, სიტუაცია ხდება კრიტიკული. მოთამაშე კარგავს თავის სოციალურ სტატუსს, წყვეტს ურთიერთობას მეგობრებთან. აღინიშნება პიროვნული დეგრადაცია, ადამიანს უგროვდება ვალები (თუ თამაში რეალურ ფულზე იყო).
დაავადებული არ ფიქრობს, როგორც შეიძლება ამ მანიისგან გათავისუფლდეს და თვლის, რომ მას ტყუილად ადანაშაულებენ. ის ყურადღებას არ აქცევს გარეგნობას, არ აინტერესებს რა ხდება გარშემო. შესაძლოა ოჯახის დანგრევა, სამსახურის დაკარგვა, კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენა.

მკურნალობა
მანიის სამკურნალო ეფექტურ მეთოდებს შორის არის:
·         წამლების მიღება – რომელბიც მიმართულია განწყობის სტაბილიზაციისკენ და ანტიდეპრესანტები მიმართულია თამაშის თანმხლები პრობლემების ჩახშობისკენ – მაგალითად დეპრესიის. მხოლოდ მათი გამოყენებით თამაშის მანიის განკურნება შეუძლებელია. საჭიროა მკურნალობის შევსება ფსიქოთერაპიით.
·         ფსიქოთერაპია – გამოხმაურებების თანახმად, თამაშის მანიის მკურნალობა ეფქტურია, თუ გამოიყენება კოგნიტური ქცევის თერაპია. მისი მინდინარეობის დროს სპეციალისტი ასწავლის პაციენტს თამაშის სურვილის მოკვლის მეთოდებს, ქცევაზე ყურადღების კონცენტრაციას. გამოვლენილი არაჯანსაღი და ნეგატიური ქცევა იცვლება პოზიტიურით და რაციონალურით.
·         ურთიერთდახმარების ჯგუფში ჩართვა – «ანონიმური მოთამაშეების» შეხვედრისას იმართება საუბარი თემაზე, თუ როგორ უნდა გათავისუფლდნენ თამაშის მანიისგან. ჯგუფის წევრები ერთმანეთს უზიარებენ ემოციურ განცდებს, პრობლემებს და წარმატებებს. ისინი აანალიზებენ, როგორ შეიცვლება მათი ცხოვრება აზარტული თამაშების შეწყვეტის შემდეგ. შეხვედრაზე ხშირად იწვევენ ყოფილ აზარტულ მოთამაშეებს, რომლებიც ყვებიან სად და როგორ მოახერხეს ამ მანიისთვის თავის დანებება.
მანიის მკურნალობა ყველა პაციენტისთვის ინდივიდუალურია და ამას წყვეტს ექიმი, გამომდინარე იქედან, თუ რომელი სიმპტომი დომინირებს. თუმცა სრული კრუსის გავლის შემდეგაც კი, ადამიანს შეუძლია ისევ დაიწყოს თამაში, განსაკუთრებით მაშინ, თუ ურთიერთობა აქვს მოთამაშეებთან. თამაშის სურვილის კვლავ გაჩენის შემთხვევაში სასურველია ფსიქოთერაპევტთან ვიზიტი, რათა გამოირიცხოს თამაშზე დამოკიდებულების ხელახლა გაღვივება.

რისკის ჯგუფი
აღნიშნულ მანიას არ გააჩნია განსაკუთრებით გამოყოფილი რისკ-ჯგუფი, რადგან ის თანაბრად შეიძლება დაემართოს როგორც ზრდასრულებს, ისე ბავშვებს, თუმცა დადგენილია, რომ მამაკაცებს გაცილებით ხშირად ემართებათ, ვიდრე ქალებს.

პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია ხშირად თამაშისთვის, ასევე სათამაშო კლუბებისთვის და კაზინოებისთვის თავის არიდება.

ათერომა არის კანის ქონის ჯირკვლის რეტენციული კისტა, რომელიც წარმოიქმნება ჯირკვლის გამომტანი სადინარის დახშობით

ათერომა არის კანის ქონის ჯირკვლის რეტენციული კისტა, რომელიც წარმოიქმნება ჯირკვლის გამომტანი სადინარის დახშობით
#post_seo_title

ათერომა არის კანის ქონის ჯირკვლის რეტენციული კისტა, რომელიც წარმოიქმნება ჯირკვლის გამომტანი სადინარის დახშობით.

ათერომა – ეს არის ცხიმიანი ჯირკვლის კისტა, რომელიც შევსებულია ხაჭოსებრი შიგთავსით და აქვს უსიამოვნო სუნი. ეს კეთილთვისებიანი სიმსივნე შეიძლება სხულის ნებისმიერ ნაწილზე გაჩნდეს, სადაც არის ცხიმიანი ჯირკვლები, მაგრამ ლოკალიზაციის ყველაზე ხშირი ადგილებია: სახე, ყელი, ზურგი, თეძოები, ფეხები. ზოგჯერ ერთდროულად რამოდენიმე ასეთი კისტა წარმოიშობა. დაავადება აღენიშნებათ როგორც ბავშვებს, ისე ზრდასრულებს.

წარმოიქმნება სხეულის ნებისმიერ ადგილზე, სადაც იზრდება თმა, თუმცა უპირატესი ლოკალიზაციაა თავის, სახის (განსაკუთრებით პირის ქვემოთ), ზურგის, კისრის კანის, სასქესო ორგანოების მიდამო. ისინჯება ზედაპირულად განლაგებული მკვრივ-ელასტიური წარმონაქმნი მკვეთრი კონტურებით, მოძრავი, წარმონაქმნის ზემოთ კანი არ ნაოჭდება. კანზე წარმოქმნის ცენტრთან ახლოს ზოგჯერ მკვეთრად ისახება გაფართოებული ობტიერისებული გამომტანი სადინარი. დიფერენზიებული დიაგნოზი ტარდება ეპითელურ ცისტებთან, რბილი ქსოვილების სიმსივნეებთან ( ფიბრომებთან, ლიპომებთან).

მიზეზები
ათერომის წარმოშობის ძირითადი მიზეზებია:
·                     ცხიმიანი ჯირკვლების გამტარობის დახშობა;
·                     თმის ფოლიკულის შეშუპება;
·                     ჯირკვლის სადინარების დამაზიანებელი ტრამვა;
·                     მაპროვოცირებელი ფაქტორებია: ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, ტესტოსტერონის მაღალი დონე, კანის მაღალი ცხიმიანობა.

ათერომას სიმპტომები
პირველად ათერომას აქვს შემდეგი სიმპტომები:
·                     კანქვეშ ხდება მსხვილი წარმონაქმნის პალპაცია. მისი ზომები ვარირებს ლობიოს მარცვლიდან თხილის ზომამდე;
·                     ახასიათებს ტკივილი, სიწითლე, სხეულის ტემპერატურის აწევა;
მეორადი ათერომა, რომელსაც ასევე უწოდებენ ცხიმოვანი ჯირკვლების რეტენციულ კისტას, წარმოიქმნება სახეზე, ცხვირის ნესტოებზე, ზურგზე და დუნდულებზე. ეს ათერომა მოლურჯო ფერისაა და ფარულად წყლულში გადადის.

დიაგნოსტიკა
დიფერენციალური დიაგნოსტიკა ტარდება კანის ავთვისებიანი წარმონაქმნებით, კარბუნკულით და აბსცესით.

ათერომას მკურნალობა
როგორ უნდა მოხდეს დაავადების მკურნალობა, წყვეტს მხოლოდ ექიმი. არსებობს რამოდენიმე ქირურგიული მეთოდი, რომლის მიხედვითაც ტარდება მკურნალობა:
·                     ათენორმას მოცილების პირველი მეთოდი: ხსნიან წანაზარდს, გამოდევნიან შიგთავსს, შემდეგ აცილებენ კისტის კაფსულას;
·                     მეორე მეთოდი: კისტას კვეთნ გარსთან ერთად;
·                     მესამე მეთოდი: ფრთხილად კვეთენ ათერომას გარსთან ერთად ჯანმრთელი კანის ფარგლებამდე.
ოპერაცია, რომლის დროსაც ხდება ათერომას მოკვეთა, ტარდება ადგილობრივი გაუმტკივარებით. ოპერაციის ღირებულება დამოკიდებულია შერჩეულ მეთოდზე, ათერომას ზომასა და მისი ლოკალიზაციის ადგილზე.

დიეტა
რეციდივირებადი ათერომას შემთხვევაში საჭიროა დიეტის დაცვა ცხიმებისა და ნახშირწყლების შემცირებით.

საშიშროება
·                     ათერომები ხშირად წყლულდება. ამის მიზეზი არის ის ცხიმიანი ჯირკვლები, რომლებიც შესანიშნავი ადგილია ლპობითი მიკრობების გასამრავლებლად;
·                     მკურნალობის გარეშე წანაზრდი იზრდება და აზიანებს კანის ჯანსაღ ნაწილს;
·                     სიმსივნე შეიძლება გადაიზარდოს ავთვისებიანში.

რისკის ჯგუფი
·                     მამაკაცები 20-35 წლის ასაკში (ნივთიერებათა ცვლის განსაკუთრებულობის გამო);
·                     ავადმყოფები, რომლებსაც აღენიშნებათ კანის სებორეული ცვლილება და ჭარბი ჩირქოვანი გამონაყარი;
·                     ადამიანები, რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ ცხიმიან და შემწვარ საკვებს.

პროფილაქტიკა
·                     სახის კოსმეტიკური წმენდა – საუკეთესო პროფილაქტიკაა ჯირკვლების ბლოკირება;
·                     პირადი ჰიგიენის დაცვა;
·                     ცხიმიანი საკვების გამოყენების შემცირება.

რა არის ათეროსკლეროზი?

ცერებრიალური ათეროსკლეროზი: ყველაფერი რაც უნდა იცოდეთ
#post_seo_title

რა არის ათეროსკლეროზი?

ათეროსკლეროზი ქრონიკული დაავადებაა, რომელიც იწვევს სისხლძარღვების შევიწროებასა და არტერიების დახშობას. ამ დროს ირღვევა ორგანიზმში სისხლის მიმოქცევა, რაც ხელს უშლის სასიცოცხლო ორგანოების ნორმალურ ფუნქციონირებას. 

ათეროსკლეროზმა, შესაძლოა, გავლენა მოახდინოს მთელი სხეულის არტერიებზე, რაც იწვევს სხვადასხვა გართულებებს იმის მიხედვით, თუ რომელი არტერიაა დაზიანებული. იგი ისეთი დაავადებების გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს, როგორიცაა:

ათეროსკლეროზი – დაავადება, რომელიც ვითარდება ლიპიდების ცვლის დარღვევით და თან ახლავს ქოლესტერინის დაგროვება სისხლძარღვების შიდა ფენებში. ათეროსკლეროზის პროგრესირება იწვევვს არტერიული სისტემის კრიტიკულ შევიწროვებას და ქსოვილებსა და ორგანოებში იშემიურ ცვლილებებს.

მიზეზები
პათოლოგიურ პროცესს წარმოშობს ლიპიდების სისხლძარღვების კედლებში დაგროვება, რასაც იწვევს:
·                     გაცხიმოვნება;
·                     შაქრიანი დიაბეტი;
·                     დიეტის დარღვევა;
·                     ჰიპერტონიული დაავადება;
·                     მოწევა;
·                     მემკვიდრეობითი მიდრეკილება;
·                     ჰიპოდინამია.

ათეროსკლეროზის სიმპტომები
სისხლძარღვების ათეროსკლეროზული დაზიანების ნიშები დამოკიდებულია ფოლაქების ადგილმდებარეობაზე. ეს შეიძლება იყოს სვადასხვა სახის დაავადებები;
·                     დროგამოშვებით კოჭლობა;
·                     გულის იშემიური დაავადება;
·                     ინსულტი;
·                     განგრენა;
·                     მეზენტერიული ტრომბოზი.

დიაგნოსტიკა
სისხლძარღვების ათეროსკლეროზის მკურნალობა იწყება ხარისხიანი ლაბორატორიული და ინსტრუმენტალური კვლევით:
·                     სისხლის ბიოქიმიური ანალიზის ჩატარება ლიპიდურ ფრაქციებთან კავშირში;
·                     არტერიოგრაფია;
·                     გულის ასკულატაცია;
·                     გულის კუნთის რენტგენოგრაფია;
·                     გულის ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;
·                     კიდურების სისხლძარღვების დოპლეროგრაფია.

ათეროსკლეროზის მკურნალობა
ათეროსკლეროზის თერაპია გამოიხატება მედიკამენტოზური და არამედიკამენტოზური მეთოების შეთავსებით პათოლოგიური მდგომარეობის კორექტირებისთვის:
·                     ჰიპოლიპიდემიური პრეპარატების დანიშნვა;
·                     მავნე ჩვევებზე უარის თქმა;
·                     სხეულის წონის ნორმალიზება;
·                     დიეტის დაცვა;
·                     ფსიქოლოგირუი კომფროტის შექმნა;
·                     რენტგენენდოვასკულარული ოპერატიული ჩარევის განხორციელება.

დიეტა
ათეროსკლეროზიანმა პაციენტებმა უარი უნდა თქვან:
·                     ცხიმიანი ხორცსა და ქონზე;
·                     ცხიმიან რძის პროდუქტებზე;
·                     ალკოჰოლზე;
·                     საკონდიტრო ნაწარმზე.

საშიშროება
ათეროსკლეროზის დროს შეიძლება გამწვავდეს:
·                     მიოკარდის ინფარქტი;
·                     იშემიური ინფარქტი;
·                     ჰემორაგიული ინსულტი;
·                     კიდურების განგრენა.

რისკის ჯგუფი
დაავადება უვითარდება ადამიანებს:
·                     ვისაც აქვთ ნაკლებ მოძრავი ცხოვრების სტილი;
·                     ვინც დიდი რაოდენობით იყენებს ცხოველური ცხიმის შემცველ საკვებს;
·                     მწეველებს;
·                     ვისაც გააჩნიათ მძიმე ფსიქოლოგიური დატვირთვა;
·                     ვისაც აწუხებთ ჭარბი წონა.

პროფილაქტიკა
პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
·                     მოწევაზე და ალკოჰოლზე უარის თქმა;
·                     უპირატესობის მინიჭება სრულფასოვანი დასვენებისთვის;
·                     რაც შეიძლება მეტი ხილის და ბოსტნეულის ჩართვა რაციონში;
·                     სტრესის მომხსნელი, მოსადუნებელი მეთოდების გამოყენება.

ათეროსკლეროზის ადრეული დიაგნოსტირება და მკურნალობა გადამწყვეტ როლს ასრულებს გულის შეტევის, ინსულტის და სხვა გულ-სისხლძარღვთა პრობლემების თავიდან აცილებაში.

სახის კანის გამონაყარი

xr:d:DAGCAK4jeKw:17,j:5787549939022729529,t:24041009

სახის კანის გამონაყარი  (აკნე) – კანის საფარის დაავადება, რომელსაც ახასიათებს კანზე კომედონებისა და ჩირქოვანი გამონაყარის არსებობა, რომლებიც ლოკალიზდებიან მხრებზე, გულ-მკერდზე, სახეზე.

მიზეზები
·         კანის გარქოვანება;
·         ორგანიზმში ცხიმების რაოდენობის დარღვევა;
·         ცხიმოვანი ჯირკვლების აქტივობის გაზრდა;
·         კანის დაზიანება;
·         ანაბოლური სტეროიდების მიღება;
·         ჰორმონალური აქტივობა.

სიმპტომები
·         შავი, ნაცრისფერ-ყავისფერი წერტილები;
·         თეთრი წერტილები;
·         წითელი კვანძები;
·         ჩირქოვანი გამონაყარი.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს დერმატოლოგი, რისთვისაც საჭიროა:
·         სისხლის ანალიზი ჰორმონებზე;
·         სისხლის ბიოქიმიური ანალიზი;
·         ნაწლავის დისბაქტერიოზის ანალიზი;
·         სისხლის კლინიკური ანალიზი.

მკურნალობა
·         ანთებითი პროცესის და კანის ცხიმიანობის საწინააღმდეგო მალამოები და ლოსიონები;
·         ანტიბიოტიკები, ჰორმონალური პრეპარატები.
კანის გასაწმენდად საჭიროა:
·         კრიოთერაპია;
·         კანის პილინგი;
·         სახის მასაჟი.

დიეტა
დაავადების მკურნალობისას საჭიროა დიეტის დაცვა, რომელიც ზღუდავს შემდეგ პროდუქტებს:
·         ტკბილეული;
·         ცხარე;
·         ცხიმიანი;
·         ყავა;
·         რძის პროდუქტები.

საშიშროება
გართულებული აკნე კანზე ტოვებს ნაწიბურებს, რომელთა მოცილება შესაძლებელია მხოლოდ კოსმეტოლოგიურ კაბინეტში.

რისკის ჯგუფი
·         მოზარდები;
·         უხარისხო კოსმეტიკური საშუალებების მომხმარებლები;
·         არასწორი კვების მქონე პირები.

პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         სახისა და ტანის კანის რეგულარული მოვლა;
·         ცხიმიანი კოსმეტიკის გამოყენებისგან თავის შეკავება;
·         დაბალანსებული დიეტის დაცვა.

ალერგიული დერმატიტი

xr:d:DAGCAK4jeKw:17,j:5787549939022729529,t:24041009

ალერგიული დერმატიტი – კანის დაავადება, რომელიც ვლინდება ალერგენთან კონტაქტისას კანის დაგვიანებული რეაქციით.

მიზეზები
ალერგიული დერმატიტის მიზეზების დადგენა მარტივი არ არის, რამდენადაც დაავადების გამოვლენა ხდება გამაღიზიანებელთან კონტაქტიდან რამოდენიმე დღის შემდეგ. დაავადების პროვოცირება შეიძლება მოახდინოს მედიკამენტებმა; საყოფაცხოვრებო ქიმიის საშუალებებმა; ჰაერში გავცელებულმა ნივთიერებებმა, ნატურალურმა ან ხელოვნურმა პოლიმერებმა და ა.შ.
ქალებს ალერგიული დერმატიტი ხშირად ჩნდება სახეზე. მიზეზი ამის არის უხარისხო კოსმეტიკა. წამწამების ასაპრეხი საშუალება შეიძლება ქუთუთოების დერმატიტის გაჩენის მიზეზი გახდეს. ხელისა და ფეხის დერმატიტი შეიძლება გამოიწვიოს საპონმა და სხვა მოვლის საშულებამ.

სიმპტომები
·         სიწითლე;
·         შეშუპება;
·         ბუშტუკების წარმოქმნა;
·         სისველე;
·         ქავილი;
·         ასევე მოსალოდნელია მეორეხარისოვანი კერების წარმოქმნა, რომლებიც შეიძლება პირველადი კერისგან საკმაოდ მოშორებით გაჩნდეს (მაგალითად სახეზე ალერგიული დერმატიტი);
·         გამაღიზიანებლების ხელახალი მოქმედების შემდეგ დერმატიტი შეიძლება გადავიდეს ეგზემაში.

მიზეზები
ალერგიული რეაქციები ხშირია ბავშვებში, რადგან მათი ორგანიზმი არ არის შეგუებული გარემოს ზემოქმედებას. არის მოსაზრება, რომ ალერგიული დერმატიტი ბავშვებში შეიძლება გაჩნდეს ზედმეტი ჭამისგანაც კი, რადგან მიღებული ჭარბი საკვები ცუდად გადამუშავდება ბავშვის ღვიძლის მიერ. ასაკის მატებასთან ერთად ჰიპერმგრძნობელობა მცირდება.

დიაგნოსტიკა
ექიმისთვის სირთულეს არ წარმოადგენს დიაგნოზის დასმა. ალერგენის დასაზუსტებლად კეთდება დიაგნოსტიკური სინჯები. მაგალითად, ზრდასრულებში ალერგიული დერმატიტის გამოვლენისას შეიძლება შემოწმდეს მგრძნობელობა ისეთ ნივთიერებებზე, რომლებთანაც მუშაობენ საწარმოებში, ბავშვებში ტესტირება ხდება გავრცელებული ალერგენების ჯგუფებზე – ცხოველის ბეწვი, მცენარეების მტვერი, მტვერი.

მკურნალობა
პირველ რიგში მკურნალობა მდგომარეობს ალერგენის ლიკვიდაციაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაღიზიანების მიმართ მგრძნობელობის დაწევა ხდება სპეციალური პრეპარატებით. ასევე გამოიყენება მალამოები და საცხები. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში მკურნალობა მიმდინარეობს ჰორმონალური თერაპიის ფორმით.

დიეტა
კვება ალერგიული დერმატიტის დროს:
·         უნდა გამოირიცხოს ნახევარფაბრიკატი წვნიანები, ე.წ. ფასტ-ფუდი, კეტჩუპი – ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც შეიცავს ქიმიურ საღებავებს და არომატიზატორებს;
·         არასეზონური ხილი, შემწვარი, ცხარე, მლაშე საკვები.

საშიშროება
ქავილისგან დაზიანებული კანის ადგილი შეიძლება დაინფიცირდეს ბაქტერიებით. მკურნალობის გარეშე დატოვებული დერმატიტი დიდი ალბათობით გადაიზრდება ეგზემაში.

რისკის ჯგუფი
·         ადრეული ასაკის ბავშვები;
·         ალერგიული დაავადებების მქონე ადამიანები;
·         ჰიპერმგრძნობიარე კანის მქონე ადამიანები;
·         მწეველები და ნარკოდამოკიდებულები;
·         კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქრონიკული დაავადებების, სასუნთქი ორგანოებისა და ნერვული სისტემის პრობლემების მქონე ადამიანები.

პროფილაქტიკა
თუ დაავადების დიაგნოზი უკვე დასმულია ბავშვებსა და დიდებში პროფილაქტიკა მდგომარეობს ალერგენთან კონტაქტის შეწყვეტაში.

ალერგიული რინიტი

xr:d:DAGCAK4jeKw:19,j:954061638165402101,t:24041009

ალერგიული რინიტი – ზედა სასუნთქი გზების დაავადება, რომელიც გამოწვეულია ალერგიული რეაქციით.

მიზეზები
დაავადება ვითარდება ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპების გამო.

სიმპტომები
·         სურდო;
·         გაჭედილი ცხვირი;
·         ხშირი ცემინება;
·         ყელში ქავილის შეგრძნება;
·         შეტევის ფორმის ხველა;
·         თვალების ქავილი, ცრემლდენა;
·         შუქის მიმართ თვალების მაღალი მგრძნობელობა;
·         ყნოსვის დაკარგვა.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ალერგოლოგი, რისთვისაც საჭიროა:
·         სისხლის საერთო ბიოქიმიური ანალიზი;
·         იმუნოგრამა;
·         ცხვირიდან გამონადენი სისველის გამოკვლევა;
·         რინოსკოპია;
·         კანის პროვოკაციული ტესტები.

მკურნალობა
·         იმუნოთერაპია;
·         ანტიჰისტამინური პრეპარატები;
·         ცხვირის სისხლძარღვების შემავიწროვებელი პრეპარატები;
·         მემბრანოსტაბილიზატორები;
·         ადგილობრივი მოქმედების გლუკოკორტიკოსტეროიდები;
·         სამკურნალო ფიზკულტურა;
·         ინჰალაცია.

დიეტა
მკურნალობის დროს საჭიროა დიეტის დაცვა, რომელიც რაციონიდან გამოირცხავს შემდეგი სახის პროდუქტებს:
·         ქათმის ხორცი, კვერცხი;
·         ხილი;
·         თაფლი;
·         პროდუქტების, რომლებიც შეიცავენ საკვებ დანამატებს და საღებავებს.

საშიშროება
დაავადების გართულება შეიძლება იყოს:
·         სინუსიტი;
·         ოტიტი;
·         ჭინჭრის ციება;
·         ბრონქიალური ასთმა;
·         კვინკეს შეშუპება;
·         ატოპიური დერმატიტი.

რისკის ჯგუფი
·         მემკვიდრეობითი მიდრეკილების ადამიანები;
·         დაბინძურებულ გარემოში მაცხოვრებლები;
·         ბავშვები, რომლებიც ხშირად ავადდებიან ინფექციური დაავადებებით.

პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         ალერგენთან კონტაქტისგან თავის შეკავება;
·         ზაფხულში ქუჩაში ნაკლები დროის გატარება;
·         სახლის საგულდაგულოდ დასუფთავება;
·         ახალი კოსმეტიკური საშუალების გამოყენებამდე დატესტვა ამტანობაზე;
·         სწორი კვება.

ალკოჰოლური ჰეპატიტი

xr:d:DAGCAK4jeKw:21,j:8793702690041674180,t:24041009

ალკოჰოლური ჰეპატიტი (ცხიმოვანი ჰეპატიტი, ალკოჰოლური სტეატონეკროზი) – დაავადება, რომელსაც ახასიათებს ღვიძლის ქსოვილის დამაზიანებელი ანთებითი პროცესი. წარმოიქმნება ალკოჰოლით ღვიძლის ტოქსიკური დაზიანების შედეგად. გამოიყოფა დაავადების ქრონიკული და მწვავე ფორმები.

მიზეზები
ალკოჰოლით ტოკსიკური მოწამვლა იწვევს ღვიძლის ანთებას და მისი უჯრედების კვდომას, რომლებიც ირევა ფიბროზულ ქსოვილთან. მწვავე ალკოჰოლური ჰეპატიტის ძირითადი მიზეზია ალკოჰოლის გამოყენება. ალკოჰოლის მიღება შეიძლება იყოს ერთჯერადად და დიდი რაოდენობით ან ხანგრძლივი. დაავადების განვითარებაზე მოქმედებს შემდეგი ფაქტორები:
·         გენეტიკური მიდრეკილება;
·         არასწორი კვება (ცილების არასაკმარისად მიღება);
·         სიმსუქნე;
·         ჰეპატოტროპული ვირუსებით დაინფიცირება.

სიმპტომები
დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები:
·         თვალის კაკლების ლორწოვანი გარსის გაყვითლება;
·         დეპრესიული განწყობა;
·         მადის დაკარგვა;
·         გულის რევა, ღებინება;
·         ტკივილი ჭიპის არეში;
·         კიდურების მგრძნობელობის დარღვევა;
·         ტახიკარდია;
·         სხეულის მასის მკვეთრი დაკლება;
·         არტერიული წნევის დაწევა;
·         სახეზე და ტანზე სისხლჩაქცევების გაჩენა;
·         ჰემატომების გაჩენისკენ მიდრეკილება;
·         ყურქვეშა სანერწყვე ჯირკვლების გადიდება.

დიაგნოსტიკა
ალკოჰოლური ჰეპატიტის დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ჰეპათოლოგი. მკურნალობის დასადგენად ის ნიშნავს:
·         სისხლის საერთო ბიოქიმიურ ანალიზს;
·         კოაგულოგრამას;
·         შარდის და კალას საერთო ანალიზს;
·         მუცლის ღრუს ორგანოების ულტრა-ბგერით გამოკვლევას;
·         ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპიას;
·         ღვიძლის ბიოპსიას.

მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მოიცავს:
·         დეზინტოკსიკაციურ ხსნარებს;
·         გლუკოზისა და ვიტამინების ხსნარებს;
·         იმუნომამოდულირებელ საშუალებებს;
·         ჰეპატოპროტექტორებს;
·         ნაღვლის ბუშტის პრეპარატებს;
·         ღვიძლის ტრანსპლანტაციას (რთულ შემთხვევებში).

დიეტა
მკურნალობის პერიოდში ინიშნება დიეტა №5, რომელიც რაციონიდან გამორიცხავს შემდეგ პროდუქტებს:
·         მარცვლეული, პური;
·         ცხიმიანი ხორცი, თევზი, ქათმის ხორცი და მათგან მომზადებული წვნიანები;
·         მოხარშული კვერცხი;
·         მჟაუნა, ხახვი, ისპანახი;
·         ბოლოკი;
·         კონსერვები, შებოლილი და დამარინადებული პროდუქტი;
·         ხილისა და კენკროვანების მჟავე სახეობები;
·         ნაყინი, შოკოლადი;
·         მდგოვი, წიწაკა;
·         კაკაო, მაგარი ყავა;
·         გაზიანი სასმელები;
·         სპირტიანი სასმელები.

საშიშროება
თუ არ მოხდება დაავადების დროული მკურნალობა, შესაძლოა განვითარდეს შემდეგი სახის გართულებები:
·         კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის დარღვევა;
·         ღვიძლის უკმარისობა;
·         ნაღვლის ბუშტის გზების დაზიანება.

პროფილაქტიკა
პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
·         ალკოჰოლზე უარის თქმა;
·         დაბალანსებული კვების დაცვა.

ალცგეიმერის დაავადება – ცენტრალური ნერვული სისტემის დეგენერატიული დაავადება, რომელსაც ახასიათებს გონებრივი შესაძლებლობების ნელ-ნელა დაქვეითება

xr:d:DAGCAK4jeKw:28,j:4943125013462169594,t:24041010

ალცგეიმერის დაავადება (ალცგეიმერის ტიპის დემენცია) – ცენტრალური ნერვული სისტემის დეგენერატიული დაავადება, რომელსაც ახასიათებს გონებრივი შესაძლებლობების ნელ-ნელა დაქვეითება. დაავადება მოქმედებს მეხსიერებაზე, მეტყველებაზე, ლოგიკურ აზროვნებაზე. დღეისათვის დაავადება წარმოადგენს მოხუცებში გონებასუსტობის განვითარების მიზეზს.

მიზეზები
დაავადების წარმოშობის ზუსტი მიზეზები დღემდე დაუდგენელია. ექიმები ვარაუდობენ, რომ ალცგეიმერის მიზეზი ხდება:
·         გენეტიკური მიდრეკილება;
·         დიდი რაოდენობით ნერვული უჯრედების დაშლა;
·         ორგანიზმში ასაკობრივი ცვლილებები;
·         თავის ტრამვები;
·         ტვინის სიმსივნე;
·         ტოქსიკური მეტალებით მოწამვლა;
·         ჰიპოტირეოზი.

ალცგეიმერის დაავადების სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სიმპტომები:
·         მეხსიერების დარღვევები (ადამიანი სწრაფად ივიწყებს უახლოეს წარსულში მომხრად მოვლენებს);
·         ავადმყოფი ვერ ცნობს ადამიანებს, საგნებს;
·         დეპრესია;
·         შფოთვა;
·         ემოციური აშლილობა;
·         დროსა და სივრცეში დეზორიენტაცია;
·         ჰალუცინაციის წარმოქმნა;
·         ჩვეული საქმიანობისა და ცხოვრებისადმი აპათია;
·         სიარულის პრობლემა («არეული სიარული»);
·         აფაზია (მეტყველების ნაწილობრივ ან სრულად მოშლა);
·         პიროვნული ორიენტაციის დარღვევა.

დაიგნოსტიკა
ალცგეიმერის დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ნევროლოგი. ის ნიშნავს მთელ რიგ გამოკვლევებს, რომელთა შორის არის:
·         თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია;
·         თავის ტვინის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია;
·         ელექტროენციფალოგრამა;
·         სისხლის ბიოქიმიური გამოკვლევა.
აუცილებლობის შემთხვევაში პაციენტს აგზავნიან ექიმ-ფსიქოთერაპევტთან.

ალცგეიმერის დაავადების მკურნალობა
მკურნალობას სრული გამოჯანმრთელება არ ახლავს. მკურნალობა მხოლოდ აფერხებს პროცესის განვითარებას და გამოიყენება:
·         ანტიდეპრესანტები;
·         კრუნჩხვების დაწინააღმდეგო პრეპარატები;
·         ჰოლინესტერაზი ინჰიბიტორები.

საშიშროება
შეუძლებელია იმის დადგენა, თუ როგორ უნდა მოხდეს ალცგეიმერის დაავადების მკურნალობა, მაგრამ მედიკამენტოზური თერაპიის არარსებობამ შეიძლება ისეთ გართულებებამდე მიგვიყვანოს, როგორიცაა:
·         თანმდევი ინფექციები (პნევმონიები);
·         ტრამვები, უბედური შემთხვევები.
2-8 წლის შემდეგ დგება ლეტალური შედეგი.

რისკის ჯგუფი
რისკის ჯგუფში არიან:
·         65 წელს ზემოთ ადამიანები;
·         მემკვიდრეობითი მიდრეკილების ადამიანები;
·         ქალები;
·         დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები;
·         თავის ტრავმების მქონე ადამიაენბი;
·         მაღალი ქოლესტერინის მქონე ადამიანები;
·         არტერიული წნევის დარღვევების მქონე ადამიანები.

პროფილაქტიკა
დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
·         საკვებში დიდი რაოდენობით ხილისა და ბოსტნეულის გამოყენება;
·         სიგარეტისა და ალკოჰოლის გამოყენებაზე უარის თქმა;
·         სუფთა ჰაერზე დიდი დროის გატარება;
·         სისხლში ინსულინისა და ქოლესტერინის დონის კონტროლი;
·         არტერიული წნევის კონტროლი.

ანაფილაქტიკური შოკი  – ალერგიული რეაქციის მწვავე გამოვლინება, რაც სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

ანაფილაქტიკური შოკი  – ალერგიული რეაქციის მწვავე გამოვლინება, რაც სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
#post_seo_title

ანაფილაქტიკური შოკი  – ალერგიული რეაქციის მწვავე გამოვლინება, რაც სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენს. შემთხვევების 20% მთავრდება ლეტალური შედეგით. ანაფილაქტიკური შოკი ბავშვებში უფრო იშვიათად გვხვდება, ვიდრე დიდებში.

ანაფილაქსია არის ორგანიზმის  მწვავე, სიცოცხლისთვის საშიში, სისტემური, გენერალიზებული რეაქცია სხვადასხვა სახის ალერგენის მიმართ. ანაფილაქსიური შოკი ძირითად შემთხვევებში ვითარდება ძალიან სწრაფად, ალერგენის ორგანიზმში მოხვედრიდან რამდენიმე წუთში, თუმცა იშვიათ შემთხვევებში შესაძლოა რამდენიმე საათის შემდეგაც განვითარდეს. მისი განვითარება არ არის დამოკიდებული ალერგენის დოზაზე და უმნიშვნელო რაოდენობამაც კი შესაძლოა გამოიწვიოს ანაფილაქსიური შოკი. რაც უფრო სწრაფად ვითარდება რეაქცია, მით უფრო მძიმეა მისი საბოლოო შედეგი.

მიზეზები
ანაფილაქტიკური შოკი წარმოიქმნება ორგანიზმის უცხო ნივთიერებებთან ურთიერთობისას;
რეაქციის წარმოქმნის მიზეზები:
·         მწერების ნაკბენი;
·         მედიკამენტები (ვაქცინები, პენიცილინი);
·         საკვები ალერგენები (ხილი, არაქისი, შოკოლადი);
·         მტვრის ალერგია.

ანაფილაქტიკური შოკის სიმპტომები
დაავადების პირველადი გამოვლენა ხდება ალერგენთან ურთიერთობიდან რამოდენიმე წამში ან 5 საათის მანძილზე და გამოიხატება:
·         თავის ტკივილში;
·         გულმკერდის ტკივილში;
·         ტემპერატურის აწევაში;
·         სუსტი პულსი;
·         კანის ჰიპერემია (სიწითლე).
დაავადების მახასიათებელი სიმპტომების დაყოფა შეიძლება მისი გამოვლინების ლოკალიზაციის მიხედვით:
·         გამონაყარი კანზე – ქავილი, ჭინჭრის ნასუსხის მაგვარი გამონაყარი, კვინკეს შეშუპება;
·         ნერვული სისტემა – თავის ტკივილი, გულის რევა, კრუნჩხვები, გაუცნობიერებელი შარდვა, გონების დაკარგვა;
·         სასუნთქი ორგანოები – ხუთვა, ზედა სასუნთქი ორგანოების სპაზმი;
·         გული – მწვავე მიოკარდიტი, მიოკარდის ინფარქტი.

დიაგნოსტიკა
დაავადების გამოსაკვლევად ექიმი-ალერგოლოგი ნიშნავს მთელ რიგ ანალიზებსა და გამოკვლევებს:
·         სისხლის საერთო და ბიოქიმიურ ანალიზს;
·         კანის ტესტებს;
·         იმუნოლაბორატორიული სინჯები.

ანაფილაქტიკური შოკის მკურნალობა
დაავადების სამკურნალოდ საჭიროა:
·         ალერგენთან ურთიერთობის სასწრაფოდ შეწყვეტა;
·         ალერგენის შეყვანის ან მწერის ნაკბენის ადგილას სახვევის გადაჭერა;
·         ავადმყოფის დაწვენა;
·         ენის დაფიქსირება ასფიქსიის თავიდან ასაცილებლად;
·         ადრენალინის შეყვანა;
·         ჟანგბადის მიწოდების უზრუნველყოფა;
·         ანტიალერგიული საშუალებების შეყვანა.
შესაძლოა საჭირო გახდეს შემდეგი სამედიცინო დახმარების გაწევა:
·         ხელოვნური სუნთქვა;
·         გულის დახურული მასაჟი;
·         ტრაქეოსტომია;
·         ბრონქების ინკუბაცია.

საშიშროება
ანაფილაქტიკურმა შოკმა შესაძლოა გამოიწვიოს სერიოზული გართულებები:
·         სუნთქვის მწვავე უკმარისობა;
·         ფილტვების უკმარისობა;
·         გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა;
·         თავის ტვინის შესიება;
·         ლეტალური შედეგი.

რისკის ჯგუფი
რისკის ჯგუფს წარმოადგენენ
·         ქალები;
·         ალერგიის მქონე ადამიანები;
·         ასთმით დაავადებული ადამიანები;
·         ადამიანები, რომლებმაც ადრე გადაიტანეს ანაფილაქტიკური შოკი.

პროფილაქტიკა
პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
·         წამლების შერჩევა მათი ამტანობის შესაბამისად;
·         არ დაუშვათ ერთდროულად სხვადასხვა მედიკამენტის მიღება;
·         რაციონიდან შესაძლო ალერგენების გამორიცხვა;
·         ჰიპოალერგიული დიეტის დაცვა;
·         რესტორნებსა და კაფეებში საკვების შემადგენლობის დაზუსტება;
·         მწერის ნაკბენის თავიდან ასაცილებლად პარკების, ტყეებისა და წყალსატევების სიახლოვეს ყოფნისთვის თავის არიდება.

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights