ხუთშაბათი, ივნისი 11, 2026

ბეკის საროიდი

ბეკის სარკოიდი – წარმოადგენს კანის გავრცელებულ დაავადებას. აღნიშნული პრობლემა კანის სარკოიდოზის ნაირსახეობაა.  დაავადების განსაკუთრებულობა იმაშია, რომ მისი არსებობისას ტუპერკულოზური რეაქციები უარყოფითია, ხოლო კვეიმის რეაქცია – დადებითი.   
 
მიზეზები
·         იმუნოლოგიური;
·         ეკოლოგიური;
·         გენეტიკური.
 
სიმპტომები
·         ქრონიკული დაღლილობის სინდრომი;
·         მადის დაქვეითება;
·         აპათიურობა;
·         მოთენთილობა;
·         წონის დაკარგვა;
·         ტემპერატურის აწევა;
·         მშრალი ხველა;
·         კუნთების და სახსრების ტკივილი;
·         გულმკერდის არეში ტკივილი;
·         ხუთვა;
·         მხედველობის დაქვეითება;
·         ბოლო სტადიაზე ზიანდება ღვიძლი, თირკმელები და თავის ტვინი.
 
დიაგნოსტიკა
·         დერმატოლოგის კონსულტაცია;
·         გულმკერდის რენტგენი;
·         სპირომეტრია;
·         სისხლის ბიოქიმიური ანალიზი;
·         სცინტიგრაფია;
·         ბრონქოსკოპია;
·         ფილტვების ბიოპსია.
 
მკურნალობა
·         მონოთერაპია;
·         კორტიკოსტეროიდული პრეპარატები;
·         მლარიის საწინააღმდეგო პრეპარატები;
·         ციტოსტატიკების მიღება;
·         სანატორიული მკურნალობა;
·         ვიტამინოთერაპია;
·         დიათერმოკოაგულაცია;
·         კრიოთერაპია;
·         ულტრა-ბგერითი დასხივება;
·         ბუკის სხივები.
 
საშიშროება
დროული და სათანადო მკურნალობისას შედეგი დადებითია.
 
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         ცხოვრების ჯანსაღი წესი;
·         ქიმრეაგენტების შემცველი პრეპარატების მიღება;
·         კალციუმის მაღალი შემცველობის პრეპარატების მიღებისგან თავის შეკავება;
·         პირდაპირი მზის სხივების ქვეშ ყოფნისგან თავის შეკავება.

ბელის დამბლა – დაავადება, რომელსაც ახასიათებს ანთებითი პროცესი, რაც აზიანებს სახის ნერვს

xr:d:DAGCd9ubXew:32,j:1994393685244889490,t:24041513

ბელის დამბლა (სახის ნერვის ნევრიტი) – დაავადება, რომელსაც ახასიათებს ანთებითი პროცესი, რაც აზიანებს სახის ნერვს.

მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
·         თავის ქალის ტრავმები;
·         ინფექციები;
·         ძლიერი გადაციება;
·         იშემიური, ჰემორაგიული ინსულტი;
·         სახის ნერვის სისიხლის მიმოქცევის დარღვევა;
·         თავში სიმსივნური დაავადებების არსებობა.

სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:
·         ასიმეტრიული ღიმილი;
·         ერთი თვალი არ იხუჭება ბოლომდე;
·         ძილის დროს იბერება ქუთუთო;
·         სახის ცალი მხარე უძრავია;
·         თვალიდან მუდმივი ცრემლდენა ან პირიქით, თვალის სიმშრალე;
·         სმენის გაუარესება;
·         გემოს შეგრძნების დაკარგვა.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ნევროლოგი. მკურნალობის დასადგენად საჭიროა:
·         სისხლის საერთ ანალიზი;
·         თავის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია;
·         ანგიორგრაფია;
·         თავის კომპიუტერული ტომოგრაფია;
·         ელექტრომიოგრაფია.

მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
·         გასაუმტკივარებელი პრეპარატები;
·         დიურეტიკები;
·         ვირუსების საწინააღმდეგო პრეპარატები;
·         А, В, С ჯგუფის ვიტამინები;
·         გლუკოკორტიკოსტეროიდები;
·         ანტიაგრეგანტები;
·         ფიზიოთერაპევტული პროცედურები;
·         ნეიროტროფიკები;
·         ქირურგიული მკურნალობა.

საშიშროება
თუ არ მოხდება დროული მკურნალობა შეიძლება გაჩნდეს შემდეგი გართულებების საშიშროება:
·         მიმიკური კუნთების კონტრაქტურა;
·         სინკინეზია;
·         ნევროლოგიური დეფექტი.

პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         დაბალანსებული დიეტა;
·         თავის ტრავმებისგან თავის დაცვა;
·         გადაციებისგან თავის დაცვა;
·         პირის ღრუსა და ცხვირ-ხახის ინფექციური დაავადებების დროული მკურნალობა.

ბლეფარიტი

xr:d:DAGCd9ubXew:34,j:615166301663721835,t:24041513

ბლეფარიტი – წარმოადგენს თვალის დაავადებათა მთელ ჯგუფს, რომელიც ხასიათდება თვალის ქუთუთოების კიდურების ანთებით.
არსებობს ბლეფარიტის 4 სახეობა:
·         ქავილით;
·         წყლულით;
·         დემოდეკოზური;
·         ალერგიული.
ლოკალურობის მიხედვით ბლეფარიტი არის:
·         წინა ზღვრული (წარმოიქმნება ქუთუთოს წინა ზღვარზე);
·         უკანა ზღვრული;
·         შიდა (როცა დაავადება თვალის შიგნით მიმდინარეობს და მოიცავს თვალის გუგას და კონიუქტივს).

მიზეზები
ბლეფარიტის მიზეზებია:
·         თვალის უფრო სერიოზული დაავადებები, როცა ბლეფარიტი მხოლოდ მათ შედეგს წარმოადგენს;
·         ორგანიზმის იმუნიტეტის დაწევა;
·         ალერგიული რეაქცია;
·         რეფრაქციის დარღვევა (შორსმხედველობა, ახლომხედველობა);
·         პარაზიტული დაავადებები;
·         ავიტამინოზი;
·         ენდოკრინული ცვლილებები;
·         მძიმე მედიკამენტების მიღება;
·         სტრესი;
·         მავნე ჩვევები;
·         კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პათოლოგიები;
·         მემკვიდრეობა.

ბლეფარიტის სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სიმპტომები:
·         ქავილი თვალების არეში;
·         თვალებში სიმძიმის შეგრძნება, განსაკუთრებით ქუთუთოების;
·         თვალების დაღლის მაღალი დონე;
·         თვალების კიდურების შესიება;
·         სიწითლე;
·         მძაფრ შუქზე მომატებული რეაქცია;
·         ქავილით გარქოვანებული ადგილები ან «ქერტლი» ქუთუთოებზე;
·         წამწამების არასწორი ზრდა ან ცვენა.

დიაგნოსტიკა
ბლეფარიტის დიაგნოსტიკისთვის საჭიროა შემდეგი მანიპულაციები:
·         გამოცდილ ოფთალმოლოგთან შემოწმების გავლა;
·         თვალის გამოკვლევა სადიაგნოსტიკო ნათურით;
·         კონიუქტივის ნაცხის მიკრობული და უჯრედოვანი შემადგენლობის ლაბორატორიული გამოკვლევა;
·         წამწამების მიკროსკოპული გამოკვლევა დემოდექსზე.

ბლეფარიტის მკურნალობა
როგორ ვუმკურნალოთ ბლეფარიტს? დაავადების მკურნალობის თანამედროვე მეთოდი მოიცავს შემდეგ კომპლექსურ ქმედებებს:
·         თვალის დამუშავებას სპეციალური ხსნარით (ბლეფაროგელი, დემალანი, ტეტრაციკლის მალამო, ჰიდროკორტიზონი და ა.შ.) რომელთა გამოყენება დამოკიდებულია ბლეფარიტის ტიპზე;
·         თვალის ანტისეპტიკური დამუშავება (მირამისტინი, კალენდულას ნაყენი);
·         ანტიბიოტიკების შემცველი თვალის წვეთების გამოყენება (ტობრადექსი, მაქსიტორლი);
·         ქუთუთოების მასაჟი;
·         ფიზიოთერაპიული პროცედურები;
·         «სიდორენკოს სათვალის» გამოყენება (ქუთუთოების მასაჟით უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა);
·         ვიტამინოთერაპია (ლუტეინის მიღება);
·         დაავადების მიზეზების მოსპობა, მაგალითად, როცა არსებობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ან ენდოკრინული სისტემის დარღვევები.
როგორ უნდა მოხდეს ბლეფარიტის მკურნალობა პროფესიონალი ოფთალმოლოგი პირველივე დათვალიერების და დაავადების ზუსტი დიაგნოსტირების შემდეგ იტყვის.

საშიშროება
კომპლექსური და დროული მიდგომის შემდეგ ბლეფარიტის მკურნალობა შედეგიანია და მას არ მოჰყვება მხედველობის სერიოზული გართულებები. რიგ შემთხვევებში ბლეფარიტის გართულებას წარმოადგენს მხედველობის სიმკვეთრის სემცირება, ასევე თვალის ბადურის და რქოვანას პრობლემები და ა.შ. ასევე დაავადების შედეგი შეიძლება იყოს თვალის ქუთუთოების არაესთეტიკურობა. თუმცა საბოლოოდ ბლეფარიტისგან განკურნების შედეგი დამაკმაყოფილებელია.

პროფილაქტიკა
დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
·         პირადი ჰიგიენის წესების დაცვა;
·         ოფთალმოლოგთან რეგულარული ვიზიტი (წელიწადში მინიმუმ ერთხელ);
·         იმ დაავადებების თანამედროვე მეთოდებით აღმოფხვრა, რომლებიც ხელს უწყობენ ბლეფარიტის წარმოქმნას;
·         მავნე ჩვევებზე უარის თქმა.

ბოუენის დაავადება – დაავადებას შეუძლია დააზიანოს როგორც კანის ნაწილი, ასევე ლორწოვანი გარსი

ბოუენის დაავადებას ხშირად ეძახიან შიდაეპიდერმალურ კიბოს. აღნიშნული პრობლემა დერმატოლოგიური ხასიათისაა და წარმოადგენს კანის ზედაპირზე წერტილოვან ან მრავალწერტილოვან წარმონაქმნებს. დაავადებას შეუძლია დააზიანოს როგორც კანის ნაწილი, ასევე ლორწოვანი გარსი.

მიზეზები
ბოუენის დაავადების ძირითადი მიზეზებია:
·         ქიმიური ნივთიერებების კონცეროგენული ურთიერთქმედება;
·         ულტრაიისფერი დასხივება;
·         იონიზირებადი რადიაცია;
·         ტრავმული დაზიანებები, რომელსაც ახლავს ნაწიბურების გაჩენა;
·         ქრონიკული დერმატოზები (მაგალითად, ლორწოვანი გარსის წითელი ანამორფები, დიოქსიდური წითელი მგლურა, დისტროფიული ბულოზური ეპიდერმოლიზი).

ბოუენის დაავადების სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:
·         მომრგვალებული და არასწორი შემოწერილობის მოწითალო ლაქები;
·         ლაქები, რომლებიც ნელ-ნელა ემსგავსება მოწითალო ფირფიტებს დახეთქილი ზედაპირით;
·         გამონაზარდის ზედაპირიდან ქავილით წარმოქმნილი თეთრი და მოყვითალო ნადების მოშორების შეუძლებლობა;
·         წანაზარდიდან უსისხლო, სველი გამონადენი;
·         წანაზარდის არაერთგვაროვანი ზედაპირი;
·         თმით დაფარული წანაზარდები, ატროფია, ჰიპერკერატოზი ახალ წანაზარდზე;
·         წანაზარდების დაწყულება – ეს სიმპტომი, როგორც წესი, ადასტურებს ბოუენის დაავადების გადასვლას ბრტყელუჯრედოვან კიბოში.
შიდაეპიდერმალური კიბო მიმდინარეობს წანაზარედების ერთმანეთთან შერწყმით, რომლებიც იძენენ ხავერდოვან ტექსტურას. თუ სიმსივნე ჩნდება მაგალითად ფრჩხილის არეში, ამან შეიძება გამოიწვიოს ფრჩხილის ფირფიტის ფორმის ცვლილება და მის გარშემო კანის დახეთქვა. იშვიათია, როცა წანაზარდს აქვს მუქი ფერი.

დიაგნოსტიკა
ბოუენის დაავადების დიაგნოსტიკისთვის აუცილებელია შემდეგი მანიპულაციები:
·         დერმატოლოგთან ვიზიტი;
·         წანაზარდის ბიოპსიის ჩატარება;
·         მასალის რამოდენიმე მონაკვეთზე ჰისტოლოგიური გამოკვლევის ჩატარება.
ბოუენის დაავადება ხშირად ერევათ ფსორიაზში, ეგზემაში, მეჭეჭში, ტუბერკულოზურ მგლურაში, ზედაპირულ ბაზალიომაში, ბოუენოიდურ პაპულეზში. სწორედ ექიმის კვალიფიკაციაზეა დამოკიდებული დაავადების ზუსტი დიაგნოსტიკა და პრობლემის დროული მკურნალობის კომპლექსი.

ბოუენის დაავადების მკურნალობა
დაავადების მკურნალობა გულისხმობს:
·         წანაზარდების ქირურგიულ მოშორებას;
·         წანაზარდების ლაზერული თერაპიით მოშორებას;
·         კრიოდესტრუქციის მეთოდის გამოყენებას;
·         ელექტროკუაგულაციას;
·         ციტოსტატიკურ თერაპიას (ციტოტსტატიკური წამლების მიღება);
·         რენტგენოთერაპიას.

საშიშროება
დროული მკურნალობის შედეგი დადებიათია. მთავარი საშიშროება არის იმაში, რომ დროთა განმავლობაში დაავადება შეიძლება გადაიზარდოს ბრტყელუჯრედოვან კიბოში, სიმსივნის ზრდითა და მეტასტაზების წარმოქმნით. თუმცა ოპტიმალური თერაპიისას ასეთი გართულებების თავიდან აცილება შესაძლებელია. გამოუვლენელი ბოუენის დაავადება ყოველთვის გადადის ბრტყელუჯრედოვან კიბოში, რომელიც თავის მხრივ აქვს მძიმე პროგნოზი, ლეტალური დასასრულით.

პროფილაქტიკა
პროფილაქტიკური ზომებისთვის რეკომენდირებულია 40 წელზე ზემოთ მყოფი ადამიანებში კანზე ნებისმიერი წანაზარდის გაჩენისას სასწრაფოდ მისვლა ექიმ-დერმატოლოგთან ან ონკოლოგთან.

ბოქვენის ტილი

ბოქვენის ტილი (ფტირიაზი) – ერთ-ერთი პარაზიტული დაავადებაა, რომელსაც იწვევს ბოქვენის ტილები. გადადების ძირითადი გზა არის სქესობრივი.

მიზეზები
პედიკულესის ამ სახეობის გამომწვევია ბოქვენის ტილი, რომელსაც ახასიათებს შემდეგი ნიშნები:
·         სიგრძე დაახლოებით 2 მმ;
·         ადამიანის სისხლით კვება;
·         კვების არარსებობის შემთხვევაში კვდება 24 საათში;
·         აქტიურია მაღალი ტემპერატურის დროს.
დაავადება გადამდებია:
·         სქესობრივი კონტაქტით;
·         საერთო ჰიგიენური ნივთების, თეთრეულის გამოყენებისას;
·         საუნებში, აუზებში ხშირი სიარული და ა.შ.
მოკლე საინკუბაციო პერიოდის შემდეგ, რომელიც გრძელდება 1-3 დღე, ვითარდება ბოქვენის პედიკულესი.

სიმპტომები
·         ქავილი ბოქვენისა და პერიანალურ ნაწილში;
·         ქავილის გამწვავება ღამის პერიოდში;
·         კანის ჰიპერემია;
·         მკერდისა და მუცლის არეში მოცისფრო ლაქების გაჩენა, რაც გამოწვეულია ტილის ნაკბენით.

დიაგნოსტიკა
დაავადების გამოსავლენად ტარდება:
·         დაავადების მახასიათებელი კლინიკური ნიშნებისა და ტილის კვერცხების აღმოჩენა;
·         კვერცხებისა და ტილების მიკროსკოპია.

მკურნალობა
დღეისათვის შემუშავებულია მრავალი სახეობის სამკურნალო პრეპარატი ბოქვენის ტილის საწინააღმდეგოდ. მათი გამოყენების ძირითადი პრინციპები შემდეგია:
·         პრეპარატი ისმევა ბოქვენის თმის საფარზე და პერიანალურ ნაწილში;
·         რეკომენდირებულია თმის საფარის გაპარსვა;
·         პრეპარატის გაჩერება საჭიროა გარკვეული დროით (30-40 წუთი);
·         შემდეგ საჭიროა პრეპარატის ჩამობანა წყლითა და საპნით;
·         როგორც წესი საკმარისია ინსექტიციდის ერთხელ გამოყენება;
·         პარტნიორებმა ერთდროულად უნდა გაიარონ მკურნალობა;
·         მკურნალობის დროს საწოლის და პირადი თეთრეული უნდა დამუშავდეს სადეზინფექციო ხნარით (უნდა გამოიხარშოს და დაუთვდეს ორივე მხრიდან).

საშიშროება
დაავადება არ წარმოადგენს დიდ საშიშროებას, თუმცა რიგ შემთხვევებში შეიძლება მოახდინოს ალერგიული რეაქციების პროვოცირება. საშიშია კანის საფარის დაზიანებაც, რადგან კანზე ნაკბენი ადგილები შეიძლება გახდეს სხვა ინფექციების განვითარების საბაბი.

რისკის ჯგუფი
·         მოუწესრიგებელი სქესობრივი ცხოვრების მქონე პირები;
·         ადამიანები, რომელბიც არ იცავენ პირადი ჰიგიენის ნორმებს.

პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         პირადი ჰიგიენის დაცვა;
·         შემთხვევით სქესობრივ კონტაქტზე უარის თქმა.

დღეისათვის ბრონქიტი აღიარებულია სასუნთქი ორგანოების ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დაავადებად

დღეისათვის ბრონქიტი აღიარებულია სასუნთქი ორგანოების ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დაავადებად
#post_seo_title

ბრონქიტი ბრონქების ლორწოვანი გარსის ანთებითი დაავადებაა. არსებობს ბრონქიტის ორი ფორმა: მწვავე და ქრონიკული. დაავადების გავრცელებული სიმპტომებია მშრალი ან სველი ხველა და სხეულის ტემპერატურის მომატება.

ბრონქიტი  – ბრონქების დაავადება, რომელსაც ახასიათებს ლორწოვანი გარსის ანთება. დღეისათვის ბრონქიტი აღიარებულია სასუნთქი ორგანოების ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დაავადებად. გამოყოფენ მწვავე და ქრონიკულ ბრონქიტს.

ბრონქიტი სასუნთქი გზების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ავადობის სიხშირე განსაკუთრებით მაღალია წელიწადის ცივ პერიოდში, ამიტომ ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ბრონქიტის სიმპტომების ამოცნობა, რათა დროული და სწორი მკურნალობით თავიდან ავიცილოთ დაავადების გართულება.

ბრონქიტის მარტივი ფორმის პარალელურად არსებობს:
·         ჩირქოვანი ბრონქიტი (ხასიათდება ჩირქოვანი ნახველის გამოყოფით);
·         ობსტრუქციული ბრონქიტი (თან ახლავს ბრონქების სპაზმა).

მიზეზები
ბრონქიტი ვითარდება ბრონქების ლორწოვანი გარსის გაღიზიანებისა და შეშუპების შედეგად. ანთებითი პროცესის მიზეზები ხდება:
·         ვირუსები (ისეთი, რომელბიც იწვევენ მწვავე რესპირატორულ დაავადებებს);
·         ტოქსიკური ქიმიკატები და ქიმიური ნივთიერებები;
·         მტვერი;
·         ალერგენები.
დაავადების განვითარებასა და გამწვავებაზე მოქმედებს შემდეგი ფაქტორები:
·         მოწევა;
·         გადაციება;
·         ცხვირით სუნთქვის დარღვევა;
·         ფიზიკური ცვლილებები (მკერდის ქსოვილის დეფორმაცია);
·         ქრონიკული დაავადებები.
ბავშვებში ბრონქიტის პროვოცირება შეიძლება გამოიწვიოს:
·         ექსუდატიურმა დიათეზმა;
·         რაქიტმა;
·         წითელამ;
·         ყივნახველამ.

ბრონქიტის სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:
·         მშრალი ან სველი ხველა;
·         საერთო უგუნებობა;
·         ქოშინი;
·         ტემპერატურის აწევა 38 გრადუსამდე.

დიაგნოსტიკა
დაავადების მკურნალობის დასანიშნად ექიმი-პულმოლოგი ატარებს:
·         ფილტვების ფონენდოსკოპით მოსმენას;
·         ბრონქოსკოპიას (ტრაქეის და ბრონქების მოსმენა);
·         ნახველის ანალიზს;
·         ფილტვების რენტგენს;
·         ფილტვების კომპიუტერულ ტომოგრაფიას (ქრონიკული ბრონქიტის დროს).

ბრონქიტის მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მოიცავს:
·         მცენარეული ნაყენი გამოყენებას ნახველის მოსაღებად, ამოსახველებელ საშუალებებს;
·         ბრონქების გასაფართოვებელ პრეპარატებს;
·         ანტიბიოტიკებს.

საშიშროება
ქრონიკული ბრონქიტის ეტაპზე ან აუცილებელი მკურნალობის არარსებობისას არის ისეთი საშიში გართულებების განვითარების დიდი რისკი, როგორიცაა:
·         პნევმონია;
·         ბრონქიოლიტი;
·         სუნთქვის ან გულის უკმარისობა;
·         ტუპერკულოზი;
·         ფილტვების კიბო.

პროფილაქტიკა
ბრონქიტის გაჩენის რისკის შესამცირებლად რეკომენდირებულია:
·         იმუნიტეტის გაძლიერება;
·         სიგარეტზე უარის თქმა;
·         სამუშაო სივრცის ან ოთახის განიავება;
·         გადაციებისგან თავის დაცვა;
·         სუნთქვის ვარჯიშების რეგულარულად ჩატარება.

ბრტყელტერფიანობა – დაავადება, რომელსაც ახასიათებს ტერფის დეფორმაცია

ბრტყელტერფიანობა – დაავადება, რომელსაც ახასიათებს ტერფის დეფორმაცია
#post_seo_title

ბრტყელტერფიანობა არსებობს როგორც თანდაყოლილი, ისე შეძენილი, მათ შორის ყველაზე გავრცელებული ფორმა კი სტატიკური (შეძენილი) ბრტყელტერფიანობაა, რომელიც წონის მატებითა თუ ტერფის რეგულარული ჭარბი დატვირთვით არის გამოწვეული. არის შემთხვევები, როდესაც ეს დაავადება ვითარდება ორსულობის დროს ან არასწორად შერჩეული ფეხსაცმლის ტარების შემდეგ. მას ახასიათებს ისეთი სიმპტომები როგორიცაა: ტკივილი, დაღლა, სიმძიმის შეგრძნება და დისკომფორტი კოჭ-წვივის სახსარში. იქიდან გამომდინარე, რომ ბრტყელი ტერფი შესაძლოა, ხერხემლის გამრუდების, ვენური უკმარისობისა ან სხვა გართულებების მიზეზი გახდეს, ბრტყელტერფიანობის გამომწვევ მიზეზებს სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს და სწორი მკურნალობა დროულად უნდა დაიწყოს.

ბრტყელტერფიანობა – დაავადება, რომელსაც ახასიათებს ტერფის დეფორმაცია.
განვითარების მიხედვით გამოყოფენ:
·         გრძივ ბრტყელტერფიანობას;
·         განივ ბრტყელტერფიანობას.

მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
·         მემკვიდრეობითი ფაქტორი;
·         ტერფისა და ტერფის ძვლის პრობლემები;
·         რაქიტის გართულებები;
·         პოლიომიელიტის გართულებები.

სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს:
·         ფეხების სწრაფი დაღლა;
·         დღის ბოლოს ფეხების დასიება და სიმძიმის შეგრძნება;
·         ფეხსაცმელი სწრაფად ჯდება და იცვითება შიდა მხრიდან;
·         ქალებს დისკომფორტს უქმნის ქუსლიანი ფეხსაცმელი;
·         ტერფის გაფართოვება;
·         თეძოების, წელის, წვივების ტკივლი.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ორთოპედი და ნიშნავს:
·         საერთო კლინიკური დათვალიერება;
·         ტერფების რენტგენი;
·         ტერფების პლანტოგრაფია.

მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
·         მასაჟს;
·         მანუალურ თერაპიას;
·         ფიზიოთერაპიულ პროცედურებს;
·         ორთოპედიული ფეხსაცმლის ტარებას;
·         სამკურნალო ფიზკულტურას;
·         აბაზანებს ფეხებისთვის;
·         ქირურგიულ ჩარევს.

საშიშროება
დაავადების გართულებები შეიძლება იყოს:
·         ფეხის თითების დეფორმაცია;
·         ართროზი;
·         სქოლიოზი;
·         მენისკის დაავადებები;
·         ოსტეოქონდროზი;
·         ხერხემლის თიაქარი;
·         რადიკულიტი;

რისკის ჯგუფი
·         ქალები, განსაკუთრებით ფეხმძიმეები;
·         ჭარბი წონის ადამიანები;
·         ძირითადად მჯდომიარე ცხოვრების წესის მქონე პირები;
·         ადამიანები, ვისი პროცესიაც დაკავშირებულია ხანგრძლივად ფეხზე დგომასთან.

პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         ბალახზე, ქვიშაზე, არათანაბარ ზედაპირზე ფეხშიშველი სიარული;
·         სიარულის სისწორისთვის ყურადღების მიქცევა;
·         კუნთების, ტერფების გასამაგრებელი ვარჯიშის შესრულება;
·         ხარისხიანი ფეხსაცმლის შერჩევა;
·         ერთი და იგივე პოზაში დიდხანს ყოფნისგან თავის შეკავება.

ბუასილი

ბუასილი – დაავადება, რომელსაც ახასიათებს სწორი ნაწლავისა და ანალური ხვრელის ვენოზური კვანძების ანთება და გადიდება. გამოიყოფა დაავადების პირველადი და მეორადი ტიპი.

მიზეზები
·         მჯდომიარე ცხოვრების წესი;
·         მემკვიდრეობითობა;
·         მენჯის დამაკავშირებელი ქსოვილის სისუსტე;
·         ქრონიკული შეკრულობა ან აშლილობა;
·         ჭარბი წონა;
·         სიმძიმეების აწევა;
·         ტკბილი, მჟავე, მწარე საკვების ჭარბი გამოყენება.
ბავშვებში ბუასილს იწვევს ხშირი შეკრულობა და ქოთანზე დიდხანს ჯდომა.

სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:
·         ჰემოროიდალური კვანძების გადიდება;
·         ანალური ხვრელის ქსოვილების გაღიზიანება, ძლიერი ტკივილი დეფეკაციისას;
·         სისხლდენა დეფეკაციისას;
·         ლორწოვანი გამონაყოფი ანალური ხვრელიდან.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-პროქტოლოგი. მკურნალობის დასადგენად ინიშნება:
·         სისხლის საერთო ანალიზი;
·         კალას ანალიზი;
·         სწორი ნაწლავის პალპაცია;
·         რექტორომანოსკოპია;
·         ანოსკოპია;
·         კოლონოსკოპია.
დამატებით ინიშნება მუცლის ღრუს ორგანოების ულტრა-ბგერითი გამოკვლევა და გასტროსკოპია.

მკურნალობა
·         საფაღარათო პრეპარატები;
·         ვენოზური კედლების გამამკვრივებელი პრეპარატები;
·         ანთების საწინააღმდეგო სანთლები, მალამოები;
·         ელექტროკოაგულაცია;
·         სკლეროთერაპია;
·         ლიგირება ლატექსის რგოლებით;
·         ჰემოროიდალური კვანძების ქირურგიული გზით მოცილება.

საშიშროება
მკურნალობის არარსებობის შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს:
·         ანალური ქავილი;
·         ანალური ხვრელის კანის დახეთქვა;
·         უწყვეტი სისხლდენა ანალური ხვრელიდან;
·         ანალური ხვრელის გარშემო კანის ანთება და დაჩირქება;
·         ჰემოროიდალური ვენების თრომბოზი;
·         დეფეკაციის შეუკავებლობა.

რისკის ჯგუფი
·         ადამიანები, რომლებიც ძირითადად ზიან ან ერთ პოზაში ყოფნა უწევთ;
·         მოხუცები;
·         ფეხმძიმე ან ახალნამშობიარები ქალები;
·         სპორტსმენები.

პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         ფიზიკური ვარჯიშების მუდმივად შესრულება;
·         კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროული მკურნალობა;
·         პირადი ჰიგიენის დაცვა;
·         ნატურალური ქსოვილით შეკერილი თეთრეულის გამოყენება.

ბულიმია – ახასიათებს ნერვულ-ფსიქიკური აშლილობა, რომელიც ვლინდება გაუკონტოლებელ ჭამაში

ბულიმია – ახასიათებს ნერვულ-ფსიქიკური აშლილობა, რომელიც ვლინდება გაუკონტოლებელ ჭამაში
#post_seo_title

ბულიმია – დაავადება, რომელსაც ახასიათებს ნერვულ-ფსიქიკური აშლილობა, რომელიც ვლინდება გაუკონტოლებელ ჭამაში. დაავადება წარმოადგენს ადიქციის (აკვიატებული იდეა) ერთ-ერთ სახეობას საკვებთან მიამართებაში. ყველაზე ხშირად ბულიმიით დაავადებული არიან ქალები.

ბულიმია: სიმპტომები, მიზეზები და მკურნალობა

ეს დაავადება წარმოადგენს ადიქციის ერთ-ერთ სახეობას საკვებთან მიმართებაში და განსაკუთრებით ხშირად ახასიათებს ქალებს.

მიზეზები დაავადება ყველაზე ხშირად წარმოიშობა ფსიქიკური დარღვევების შედეგად, რაც დაკავშირებულია ემოციონალურ მდოგმაროებასთან. ბულიმიის სხვა მიზეზებია:
·         თავის ტვინის ქერქის კვებითი ცენტრის დაზიანება;
·         ნივთიერებათა ცვლის დარღვევა;
·         ჰიპოთალამო-ჰიპოფიზარული უკმარისობა.

ბულიმიის სიმპტომები
დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები:
·         საკვების ჭარბად მოხმარება, სწრაფი ჭამა, ცუდი ღეჭვა და ყლაპვა;
·         ყოველი ჭამის შემდეგ გულის რევა;
·         წონის ხშირი ცვლილება;
·         ჩაკეტილობა;
·         საერთო სისუსტე;
·         ხშირი ფარინგიტი, ანგინა;
·         საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები;
·         დერმატიტისკენ მიდრეკილება;
·         სტომატოლოგიური დაავადებები;
·         ნერწყვის ჭარბი გამოყოფა;
·         კანის გამოშრობა.

დიაგნოსტიკა
იმისათვის, რომ მოხდეს დაავადების დიაგნოსტიკა, ექიმი-ფსიქოთერაპევტი ატარებს პაციენტის საერთო დათვალიერებას და იკვლევს დაავადების კლინიკურ ნიშნებს. დამატებით რეკომენდირებულია ასევე ექიმ-სტომატოლოგთან და გასტროენტეროლოგთან გამოკვლევა.

ბულიმიის მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მოიცავს:
·         ანტიდეპრესანტებს;
·         ფსიქოთერაპიის სეანსებს;
·         სპეციალურ დიეტას;
·         არსებული ფიზიოლოგიური პათოლოგიების მკურნალობა.

დიეტა
იმისათვის, რომ საბოლოოდ გაირკვეს, როგორ უნდა გავუმკლავდეთ ბულიმიას, პაციენტებმა უნდა დაიცვან სპეციალური დიეტა – მიიღონ საკვების შეზღუდული რაოდენობა დროის ერთი და იგივე მონაკვეთებში. პროდუქტი მდიდარი უნდა იყოს სახამებლით და ცილებით. თუ მკურნალობა მიმდინარეობს სტაციონარში, მედპერსონალმა უნდა გამორიცხოს საკვების მიღების შემდეგ ღებინება.

საშიშროება
თუ არ მოხდება დაავადების დროული მკურნალობა შესაძლოა განვითარდეს ისეთი სახის გართულებები, როგორიცაა:
·         სტომატოლოგიური დაავადებები (პაროდონტიტი, პაროდონტოზი);
·         მენსტრუალური ციკლის დარღვევა;
·         საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები (გასტრიტი, ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთება, ქრონიკული ყაბზობა);
·         ენდოკრინული დაავადებები (ჰიპოტირეოზი, შაქრიანი დიაბეტი);
·         გულის უკმარისობა;
·         შიდა სისხლდენა.
დაავადების გართულების შემთხვევაში შესაძლოა ადგილი ჰქონდეს სუიციდის ფაქტს.

რისკის ჯგუფი
რისკის ჯგუფში შედიან:
·         ქალბატონები 15-16, 22-25, 27-30 წლის ასაკში;
·         გამხდარი ქალბატონები.

პროფილაქტიკა
დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
·         მშობლებმა განუვითარონ ბავშვებს სწორი თვითშეფასება, არ გამოიყენონ საკვები დასჯის ან წახალისების მიზნით;
·         მოზარდობის ასაკში ბალანსირებული კვების დაცვა (მრავალფეროვანი და ვიტამინებით მდიდარი საკვების გამოყენება), ჯანსაღი ცხოვრების წესის ქონა.

ბულიმია – ეს არის სერიოზული დაავადება, მაგრამ დროული ყურადღება და შესაბამისი მკურნალობა შეიძლება დაეხმაროს თქვენს ჯანმრთელობას და კეთილდღეობას.

#drpkhakadze

ბურსიტი

xr:d:DAGCd9ubXew:38,j:2543832841144272381,t:24041513

ბურსიტი – დაავადება, რომელსაც ახასიათებს სახსრების ლორწოვანი ნაწილის ანთება. დაავადებას შეიძლება ჰქონდეს მწვავე და ქრონიკული ხასიათი. იდაყვის სახსრის ბურსიტი წარმოადგენს დაავადების ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ფორმას.

მიზეზები
დაავადება წარმოიშობა სინოვიური აბგის ანთბის შედეგად, რასაც მივყავართ ექსუდატის (ანთბით სითხე) დაგროვებამდე. დაავადების მიზეზებია:
·         სახსრების ტრავმები;
·         სახსრების ხანგრძლივი მექანიკური დაზიანება;
·         მარილების დაგროვება (რევმატოიდული დაავადებების დროს);
·         ჩირქოვანი ანთბით პროცესი;
·         ზოგიერთი დაავადების გართულება.

ბურსიტის სიმპტომები
დაავდებისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია:
·         იდაყვების სახსრების ბურსიტი– ტკივილი სახსრების არეში, გადიდება, კანის სიწითლე, სხეულის ტემპერატურის აწევა;
·         მუხლის სახსრის ბურსიტი– სახსრის შესიება, სხეულის ტემპერატურის აწევა, საერთო სისუსტე, შემცივნება, მოდუნება;
·         ტერფის ბურსიტი– შესიება ტერფის არეში, შესაძლოა განვითარდეს ქუსლთან;
·         მხარის სახსრის ბურსიტი– მოძრაობის დროს ტკივილი, მხარის შესიება, კუნთის გადიდება, ტკივილი მხარზე შეხებისას;
·         ბარძაყის სახსრის ბურსიტი – თეძოების მოძრაობის დროს ტკივილი, თეძოს ზედა ნაწილის შესიება, დატვირთვის დროს ფეხების სახსრების ტკივილი.
ქრონიკული ბურსიტი გამოირჩევა სიმპტომების ნაკლები გამოხატულებით. ასეთ დროს სახსრებში ჩნდება მრგვალი ფორმის მქონე შესიება სიწითლის და ტკივილის გარეშე.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის ექიმი-ორთოპედი ატარებს:
·         საერთო დათვალიერებას;
·         პალპაციურ გამოკვლევას;
·         აბგის პუნქციას;
·         სახსრების რენტგენოგრაფიას;
·         ართროგრაფიას;
·         სახსრების ულტრა-ბგერით გამოკვლევას.
საჭიროა ბურსიტის ართრიტისგან გარჩევა.

ბურსიტის მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მოიცავს:
·         ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს;
·         გამაყუჩებელ პრეპარატებს;
·         კორტიკოკოსტეროიდებს;
·         ყინულის კომპრესებს;
·         ანტიბიოტიკებს;
·         ანთებითი სითხის მოცილებას;
·         აბგის დრენირებას;
·         სინოვიური აბგის ქირურგიული გზით მოშორებას.

საშიშროება
თუ არ მოხდება დაავადების დროულად მკურნალობა, ამან შეიძლება მიგვიყვანოს ქრონიკული ფორმის განვითარებამდე და ისეთი სახის გართულებებამდე როგორიცაა:
·         ოსტეომიელიტი;
·         ართრიტი;
·         ღრმულების წარმოქმნა;
·         სეპსისი.

პროფილაქტიკა
დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
·         სპორტსმენებმა, მძიმე წარმოებებში მომუშავეებმა თავი აარიდონ სახსრების ტრავმებს (დამცავი სახვევების გამოყენება);
·         ინფექციისთვის თავის არიდების მიზნით, საჭიროა პორეზების, სახსრების არეში ტრამვების დროულად დამუშავება.

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights