რა გავლენას ახდენს სტრესი ადამიანის ცხოვრებაში და რატომ არის მნიშვნელოვანი დასვენება?
თირკმლებისა და საშარდე გზების ბიოლოგია
თირკმლებისა და საშარდე გზების ბიოლოგია
ადამიანს ორი თირკმელი აქვს.
საშარდე გზების დანარჩენი ნაწილებია: ორი შარდსაწვეთი (ისინი თითოეულ თირკმელს აკავშირებს შარდის ბუშტთან), შარდის ბუშტი და შარდსადენი (მილი, რომელიც შარდის ბუშტიდან სხეულის გარეთ მიემართება). თითოეული თირკმელი მუდმივად წარმოქმნის შარდს, რომელიც შარდსაწვეთების გავლით შარდის ბუშტში დაბალი წნევით ჩაედინება. შემდეგ შარდი შარდსადენის გავლით გამოდის სხეულიდან, მამაკაცებში პენისით, ხოლო ქალებში – ვულვის სიახლოვეს. შარდში ნორმაში, როგორც წესი, არ არის ბაქტერიები და სხვა პათოლოგიური მიკროორგანიზმები.
თირკმლები
თირკმლები ლობიოს მარცვლის ფორმის ორგანოებია, რომელთა სიგრძე დაახლოებით 12 სანტიმეტრია. ისინი ხერხემლის აქეთ-იქით, საჭმლის მომნელებელი ორგანოების შემცველი მუცლის ღრუს უკანაა განთავსებული. თითოეული მათგანი სისხლს აორტის ტოტებიდან – თირკმლების არტერიებიდან იღებს. სისხლი მათგან უფრო და უფრო მცირე არტერიებში მიედინება, რომელთაგან ყველაზე მცირე ზომისას არტერიოლები ეწოდება. არტერიოლებიდან სისხლი გლომერულებში, ანუ გორგლებში გადადის, სადაც უმცირესი სისხლძარღვების – კაპილარების ქსელია განთავსებული. გლომერულებიდან სისხლი არტერიოლებით გამოდის და პატარა ვენებში გადაედინება, რომლებიც ერთიანდება და წარმოქმნის თირკმლის ვენას, რომელსაც ამ ორგანოდან სისხლი გააქვს.
ნეფრონი თირკმლის უმცირესი, მიკროსკოპიული ერთეულია, რომელიც ფილტრავს სისხლს და წარმოქმნის შარდს. თითოეულ თირკმელში დაახლოებით ერთი მილიონი ნეფრონია. ისინი შედგება გლომერულის, მილაკისა და შემკრები სადინარისგან. გლომერულას, ანუ გორგალს, გარს აკრავს თხელი, თასის ფორმის ბოუმენის კაფსულა. კაფსულის შიგნით არსებული ბოუმენის სივრციდან გაფილტრული სითხე (შარდი) მილაკით გაედინება. ნეფრონის მესამე ნაწილი შემკრები სადინარია, რომელშიც შარდი რამდენიმე მილაკიდან გროვდება. თითოეული მილაკი, თავის მხრივ, სამი ერთმანეთთან დაკავშირებული ნაწილისგან შედგება: პროქსიმალური კლაკნილი მილაკი, ჰენლეს მარყუჟი და დისტალური კლაკნილი მილაკი.
თირკმელში ორი ნაწილი გამოიყოფა: გარეთა (ქერქოვანი) ნაწილი და შიგნითა (ტვინოვანი) ნაწილი. ყველა გლომერულა გარეთა ნაწილშია მოთავსებული, მილაკები კი – როგორც ქერქოვან, ისე ტვინოვან ნაწილებში. ათასობით ნეფრონის შემკრები სადინარიდან შარდი თირკმლების ფიალებში ჩაედინება. თითოეულ თირკმელში რამდენიმე ფიალაა, რომლებიც ცენტრალურ სივრცეს – თირკმლების მენჯს უკავშირდება. მენჯიდან შარდი შარდსაწვეთში გადადის.
ფრჩხილ-კვირისტავის სინდრომი
წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)
რატომ ვიმატებთ წონაში სტრესის დროს და რა ზემოქმედებას ახდენს კორტიზოლი ცხომივან უჯრედებზე
რატომ ვიმატებთ წონაში სტრესის დროს და რა ზემოქმედებას ახდენს კორტიზოლი ცხომივან უჯრედებზე (ადიპოციტებზე).
ჩვენ არ ვართ დაზღვეული სტრესისაგან, რთული სამუშაო გრაფიკი, ძილის ნაკლებობა, ოჯახური პრობლემები და უმრავი სხვა ფაქტორი, რომელიც განაპირობებს სტრესს.
ცნობილი ენდოკრინოლოგის, ჰანს სელიეს თეორიის თანახმად, სტრესი არსებობს ორი ტიპის:
დისტრესი (ნეგატიური) და ეუტსტრესი (სასარგებლო სტრესი)
დისტრესი შეიძლება იყოს ფსიქო-ემოციური, ინფორმატიული და ფიზიოლოგიური.
ყველა ამ ნეგატიური სტრესის სახეობას აერთინებს ერთი რამ, -კორტიზოლის დონის სიჭარბე ორგანიზმში. თუმცა თავად კორტიზოლი არ წარმოადგენს საფრთხეს ჩვენი ორგანიზმისათვის, თუ მისი დონე არის ზომიერი.
ფიზიკური დატვირთვის დროს ასევე გამოიყოფა კორტიზოლი და თუ ფიზიკური დატვირთვა ორგანიზმისათვის არ არის ძალიან მაღალი, კორტიზოლი 45 წუთის განმავლობაში დგება საწყის ნორმაში. ასეთი ვარჯიში პოზიტიურ სტრესს მიუკუთვნება (ეუტსტრესი)
კორტიზოლი:
სტრესის ჰორმონია, რომელიც წარმოიქმნება თირკმელზედა ჯირკვლების მიერ. სტრესის და ინტენსიური ვარჯიშის დროს, შეიძლება, მისი დონე. კორტიზოლი არეგულირებს მეტაბოლიზმს, ხელს უწყობს სისხლში გლუკოზის შენარჩუნებას.
თუ ადამიანი ქრონიკული სტრესის მდგომარეობაში იმყოფება ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო, შეიძლება, ვარჯიშმა გაამწვავოს მისი ფიზიკური მდგომარება. ასევე ფსიქოემოციურ და ინფორმატიულ დისტრესს შეუძლია გამოიწვიოს სომატური რეაქციები.
კორტიზოლი და გაცხიმოვნება:
გლუკოკორტიკოიდებს შეუძლიათ მადის გაზრდა მსუყე საკვების მიმართ (მაღალკალორიული საკვები)
თეთრი ცხიმოვანი ქსოვილის გადანაწილება მუცლის ღრუში;
აბდომინურ გაცხიმოვნებას და მის არაკეთილსასურველ მეტაბოლურ შედეგებს.
ბეტა-ადრენორეცეპტორები და ალფა-ადრენორეცეპტორები – ცხიმოვანი უჯრედების (ადოციტების) ზედაპირზეა განლაგებული,
ისინი არეგულირებენ მეტაბოლიზმს და ცხიმოვანი ქსოვილის ფუნქციებ.
ასევე ამ რეცეპტორებზე ზეგავლენას ახდენენ კატეხოლომინები (ადრენალინი, ნორადრენალინი, დოფამინი), ისინი გამოიყოფიან ვარჯიშის დროს,
ალფა-ადრენორეცეპტორები:
ალფა-ადრენორეცეპტორები იყოფა ორ ქვეტიპად: ალფა-1 და ალფა-2.
ალფა-1 ადრენორეცეპტორები, ჩვეულებრივ, დაკავშირებულია ლიპოლიზის ინჰიბიციასთან (ცხიმის დაშლა) და სისხლძარღვთა შეკუმშვის სტიმულაციასთან (ვაზოკონსტრიქცია).
ალფა-2 -ადრენორეცეპტორები მონაწილეობენ ლიპოლიზის ინჰიბირებაში,
ბეტა-ადრენორეცეპტორები:
ბეტა-ადრენორეცეპტორები ასევე იყოფა ორ ქვეტიპად: ბეტა-1 და ბეტა-2.
ბეტა-1 ბეტა-ადრენორეცეპტორები ძირითადად განლაგებულია გულის კუნთზე და შეუძლია გულის შეკუმშვების სიხშირისა და სიძლიერის გაზრდა.
ბეტა-2 ბეტა-ადრენორეცეპტორები, მეორე მხრივ, ძირითადად გვხვდება ბრონქებისა და სისხლძარღვების გლუვ კუნთში. ისინი ხელს უწყობენ გლუვი კუნთების მოდუნებას, ბრონქებისა და სისხლძარღვების გაფართოებას. ცხიმოვან ქსოვილთან დაკავშირებით, ბეტა-ადრენორეცეპტორების გააქტიურებამ შეიძლება ხელი შეუწყოს ლიპოლიზს (ცხიმების დაშლას) და ცხიმოვანი მჟავების გამოყოფას.
მეორე მხრივ, ალფა-ადრენორეცეპტორების გააქტიურებამ, შეიძლება, გამოიწვიოს ლიპოლიზის ინჰიბირება და შეამციროს ცხიმოვანი მჟავების გამოყოფა. ბეტა- და ალფა-ადრენორეცეპტორების გააქტიურების უნიკალურკომბინაციას შეუძლია გავლენა მოახდინოს მეტაბოლურ პროცესებსა და ცხიმოვანი ქსოვილის რეგულირებაზე. ცხიმოვანი ქსოვილის ალფა და ბეტა ადრენორეცეპტორები რეაგირებენ სხვადასხვა ჰორმონებსა და მედიატორებზე.
კორტიზოლის მაღალი დონის გახანგრძლივებით, მაგალითად, ქრონიკული სტრესის დროს, შეიძლება, შესუსტდეს კორტიზოლის მოქმედება ბეტა-ადრენორეცეპტორებზე და ამის ნაცვლად გააქტიურდეს ალფა-ადრენორეცეპტორები, რაც იწვევს ლიპოლიზის ინჰიბირებას. ასევე ამ რეცეპტორების გააქტიურება დამოკიდებულია ინდივიდუალურ მგრძნობელობაზე, ზოგ ადამიანს უფრო მგრძნობიარე აქვს ბეტა რეცეპტორები, ვიდრე ალფა, აქედან გამომდინარე, ზოგი ჰორმონების სტიმულირება (ადრენალინი, ნორადრენალინი, კორტიზოლი) იმოქმედებს იმ რეცეპტორებზე, რომლებიც უფრო მგრძნობიარეა მათ მიმართ. ამრიგად, კორტიზოლი გავლენას ახდენს ცხიმოვანი ქსოვილის ორივე ტიპის რეცეპტორზე, მაგრამ ეფექტები შეიძლება დამოკიდებული იყოს სტრესის ხანგრძლივობასა და დონეზე და ორგანიზმის ინდივიდუალურ რეაქციაზე. მნიშვნელოვანია ბალანსის შენარჩუნება და ქრონიკული სტრესის შემცირება, რადგან ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს მეტაბოლურ პროცესებსა და ორგანიზმში ცხიმოვანი ქსოვილის განაწილებაზე.
ეს იმ ჰორმონებისა და მედიატორების მცირე ჩამონათვალია, რომლებზეც რეაგირებენ ცხიმოვანი ქსოვილის ალფა და ბეტა-ადრენორეცეპტორები. ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლისა და მეტაბოლური პროცესების რეგულირებაში. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ ჰორმონების გამომუშავების დონე და ხანგრძლივობა შეიძლება განსხვავდებოდეს ვარჯიშის ტიპისა და ინტენსივობის, ორგანიზმის ინდივიდუალური მახასიათებლებისა და სხვა ფაქტორების მიხედვით. ბოლო კვლევების თანახმად დადგინდა, რომ კორტიზოლის (VO2-ის) დონე ჟანგბადის მაქსიმალური მოხმარების 60% ინტენსივობიდან იწყებს ზრდას ვარჯიშის ინტენსივობის ზრდის პროპორციულად, მაშინაც კი, თუ ის ხანგრძლივი არაა. მაღალი ინტენსივობის ვარჯიშის დაწყებიდან უკვე ერთი წუთის შემდეგ ააქტიურებს კორტიზოლის გამომუშავებას. თუმცა VO2-ის 50%-იანი და უფრო დაბალი ინტენსივობა არ იწვევს კორტიზოლის დონის მნიშვნელოვან ზრდას! კვლევებმა აჩვენა, რომ კორტიზოლის გაზრდილმა დონემ შეიძლება გავლენა მოახდინოს ლეპტინის დონეზე ორგანიზმში. ზოგიერთ შემთხვევაში, მომატებულმა კორტიზოლმა შეიძლება გამოიწვიოს ლეპტინის (პეპტიდური ჰორმონი, რომელიც თრგუნავს შიმშილის გრძნობას) დონის დაქვეითება ან ამ ჰორმონის მიმართ მგრძნობელობის ცვლილება, მაგალითად, მადის ცვლილება, გამოხატული – საკვების მიღების გაზრდისკენ.
კორტიზოლის კონცენტრაცია იზრდება ძალისმიერი ვარჯიშისას, მაგრამ არის მოკლევადიანი და არ იწვევს კუნთოვანი ქსოვილის კატაბოლიზმს, მაგრამ ზრდის მადას. გაზრდილი სტრესით, კორტიზოლის ამაღლებული დონე ნარჩუნდება დღეებისა და კვირების განმავლობაში. გარდა ამისა, მკაცრი დიეტების დროს, კორტიზოლი, აკავებს სითხეს ორგანიზმში. ვარჯიშის დროს კორტიზოლის კონცენტრაცია სისხლში პირველ წუთებში იზრდება დაახლოებით 60 გ/დლ-მდე, შემდეგ მცირდება დაახლოებით 35 გ/ დლ-მდე და უკვე დაახლოებით 45 წუთში იწყებს ისევ მატებას, შემდეგ ასევე სწრაფად იკლებს ნორმამდე. ე. ი. შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ჭარბი წონის ადამიანისათვის მაღალი ინტენსივობის დატვირთვამ შესაძლოა წონის კლების ნაცვლად წონის მატება გამოიწვიოს, ვინაიდან მაღალმა კორტიზოლმა შეიძლება დააქვეითოს ლიპტინის დონე (რაც გაზრდის მადას) და გაააქტიუროს ცხიმოვან უჯრედებზე განლაგებული ალფა რეცეპტორები, რაც შეიძლება ლიპოლიზის ნაცვლად ლიპოგენეზის (ცხიმის დაგროვება) მიზეზი გახდეს.
აერობული ვარჯიშის სიმძლავრე განისაზღვრება ჟანგბადის მოხმარების დონით (VO2 max) როდესაც დატვირთვის სიმძლავრე შეადგენს 20-25%-ს (ჩვეულებრივი სიარული), ენერგიის ძირითადი წყაროა ტრიგლიცერიდები (ცხიმი). თუმცა, სიხარული რომ ნაადრევი არ აღმოჩნდეს, უნდა დავაზუსტოთ, რომ საუბარია ინტრამუსკულურ და არა კანქვეშა ცხიმზე. მცირე რაოდენობით ენერგია ისევ სისხლში არსებული გლუკოზისა და ცხიმოვანი მჟავების ხარჯზე მოდის. გარდა ამისა, პროცესში ერთვება კუნთებში არსებული გლიკოგენი, ეს კი ერთდროულად რამდენიმე წყაროდან მიღებულ ენერგიას ნიშნავს, თუმცა, მთავარი წყარო მაინც ცხიმია. ეს ხდება საფუძველი არასწორი შეხედულებების პულსის გარკვეულ ზონებში „ცხიმისმწველი ვარჯიშების“ შესახებ და ა.შ. როგორც აღვნიშნეთ, ეს მხოლოდ ინტრამუსკულური ცხიმია, რომელსაც ბევრი არაფერი აქვს საერთო პრობლემურ ადგილებში დაგროვილ ცხიმთან. როდესაც დატვირთვის სიმძლავრე შეადგენს 85%-ს (სწრაფი სირბილი), ენერგიის მთავარი წყაროა კუნთების გლიკოგენი. სისხლში გლუკოზის მოხმარების დონე იზრდება. ინტრამუსკულური ცხიმისა და სისხლიდან ცხიმმჟავების მოხმარება ოდნავ მცირდება. მთლიანი ენერგეტიკული ხარჯი უკვე საკმაოდ დიდია. დატვირთვის შემდგომი მატებით დაიხარჯება უფრო მეტი კუნთოვანი გლიკოგენი და ნაკლები ცხიმი
დასკვნა:
ცხიმის ენერგიად გამოყენება არ იწყება 40-წუთიანი კარდიოს შემდეგ; ცხიმის „ენერგიად გამოყენება“ შეიძლება დაიწყოს კარდიოს პირველი წუთებიდან, თუმცა ეს მაინც ინტრამუსკულური და არა კანქვეშა ცხიმია; ყოველ შემთხვევაში, კალორიების დეფიციტის გარეშე, ინტრამუსკულური ცხიმი შეივსება საკვებიდან, ისე რომ არ შეეხება პრობლემურ ადგილებში დაგროვილ ცხიმს. ორგანიზმი ყოველთვის მოიხმარს ადვილად ხელმისაწვდომ სუბსტრატებს, რათა არ დახარჯოს ენერგია დეპონირებული სუბსტრატების დაშლაზე. ამიტომ, როდესაც ვარჯიშის შემდეგ ან მის დროს თქვენ აღგენიშნებათ სისხლში გლუკოზის შემცირება, ამის გამო გრძნობთ თავბრუსხვევას ან გულისრევას. ეს კი ნიშნავს, რომ ორგანიზმში ადვილად ხელმისაწვდომი სუბსტრატები ამოიწურა და გლიკოგენის ან ცხიმის დაშლას დრო სჭირდება.

„მინდა დიდი მადლობა მოვუხადო იმ საღამოს მომუშავე ყველა პერსონალს…“-მადლიერი პაციენტი
მადლიერი პაციენტი
„2016 წლის 11 სექტემბერს მოვხვდი თქვენს კლინიკაში ენტეროვირუსის დიაგნოზით, მინდა დიდი მადლობა მოვუხადო იმ საღამოს მომუშავე ყველა პერსონალს, ასეთი სითბოსთვის და დიდი ყურადღებისთვის.
მიხარია, რომ არსებობენ კიდევ ასეთი თბილი ადამიანები. დიდი მადლობა ყველას იმ სითბოსთვის, რაც მე იმ საღამოს დავინახე ჩვენს მიმართ. გაიხარეთ და უფალი გფარავდეთ, მიყვარხართ ყველა. კიდევ მადლობა.“
მაია ზურბაია
ექიმისთვის არ არსებობს უფრო დიდი ბედნიერება, ვიდრე მადლიერი პაციენტის სიტყვები
სიახლეები კიბოს ვაქცინის შესახებ…
დაიწყო ინოვაციური დამხმარე ტექნოლოგიების და საკორექციო საშუალებების დაფინანსება…
„ყბის ტკაცუნი და ყურის ტკივილი…“ – რა სიმპტომებით ვლინდება საფეთქლის-ქვედა ყბის სახსრების დაავადება და რა ფაქტორები ახდენს ამ დაავადების პროვოცირებას?
რა სიმპტომებით ვლინდება საფეთქლის-ქვედა ყბის სახსრების დაავადება და რა ფაქტორები ახდენს ამ დაავადების პროვოცირებას?
საუბრობს “ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის” ყბა-სახის ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვანო საფარიშვილი გადაცემაში „იმუნიტეტი“:
„პირველი, რაც გამოხატულია, პაციენტს ყურის მიდამოში ტკივილები ეწყება. უფრო ხშირად ჩვენთან გოგონები მოდიან, რადგანაც სველი თავით გარეთ, ქარში გადიან. ყველა სახსარს თავისი სინოვიალური სითხე აქვს. ასევეა საფეთქელ-ქვედა ყბის სახსარის შემთხვევაშიც. არსებობს დისკო. დისკოსთან როკისებურმა მორჩმა ხახუნი რომ შეამციროს, ზუსტად ეს სითხე განაპირობებს. შესაძლოა, მწვავე ვირუსმა სინოვიალური სითხის ანთება გამოიწვიოს. ამ პროცესის დროს სითხე სქელდება და უფრო ბლანტი ხდება. შესაძლოა, პრობლემას ვირუსული ართროზები და ართრიტები იწვევდეს. ასევე ნაწილობრივი, ან სრული ადენტიები, ანუ პირის ღრუში კბილები არ არსებობს, ან ნაწილობრივაა. ასეთ დროს პაციენტის ტკივილს სხვა ჩივილი ემატება და ე.წ. ტკაცუნი ეწყება.
ზოგჯერ ამბობენ: “როდესაც ვმეტყველებ, საღეჭ რეზინს ვღეჭავ, ვიკვებები, ყურში შრიალის, ტკაცუნის ხმა მესმის. იმდენად ხმაურიანია, რომ სტუმრად როცა ვარ, ჩემ გვერდზე მჯდომი წუხდება და მერიდება.” ეს უკვე ძალიან შორს წასული პროცესებია. მყოლია პაციენტები, რომლებიც პირს ვეღარ აღებდნენ.“
მისი თქმით, საფეთქელ-ქვედა ყბის სახსარი ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული სახსარია. ის, დღის განმავლობაში, 2000-მდე მოძრაობას ასრულებს, – ღეჭვა, მეტყველება, მთქნარება და სხვა
„სტატისტიკურად, საფეთქელ-ქვედა ყბის პრობლემა, საზოგადოების 25%-დან 65%-მდე აწუხებს. აქედან, 16%-დან 30%-მდე ახალგაზრდაა. მათი ასაკი 20-დან 35 წლამდე მერყეობს. საფეთქელ-ქვედა ყბის სახსარი ძვლოვანი და ხრტილოვანი სტრუქტურებისაგან, ასევე, მყესებისა და კუნთებისაგან შედგება. ძვლოვანი სტრუქტურა, რომელიც ქვედა ყბის გაგრძელებაა, სასახსრე ფოსოშია მოთავსებული. ძვლები ერთმანეთთან კუნთებითა და მყესებითაა დაკავშირებული. როკისებრი მორჩის სასახსრე თავსა და სასახსრე ფოსოს შორის სასახსრე დისკოა მოთავსებული. დისკოს ფუნქციაა, ხელი შეუწყოს ქვედა ყბის მოძრაობას და ისრიალოს. ზოგჯერ ამ ფუნქციას ვერ ასრულებს და პრობლემა იქმნება.
პირველად ყურის მიდამოში ტკივილები იწყება. უფრო ხშირად გოგონები მოგვმართავენ, რადაგანაც ისინი სველი თავით გარეთ, ქარში გადიან. ყველა სახსარს თავისი სინოვიალური სითხე აქვს. ასევეა საფეთქელ-ქვედა ყბის სახსარის შემთხვევაშიც. როგორც აღვნიშნეთ, არსებობს დისკო. დისკოსთან როკისებურმა მორჩმა ხახუნი რომ შეამციროს, ზუსტად ეს სითხე განაპირობებს. მწვავე ვირუსმა შესაძლოა, სინოვიალური სითხის ანთება გამოიწვიოს. სინოვიალური სითხის ანთების დროს სითხე სქელდება და უფრო ბლანტი ხდება. სასახსრე ჩანთაში არსებული ხრტილი ტლანქად მუშაობს და ტკივილი იწყება. პრობლემას შესაძლოა, ვირუსული ართროზები და ართრიტები იწვევდეს. ასევე ნაწილობრივი, ან სრული ადენტიები, – პირის ღრუში კბილები არ არსებობს, ან ნაწილობრივაა. ასეთ დროს, პირის ღრუში ღეჭვის წნევა არათანაბარია, რომელიმე სახსარზე მოდის დატვირთვა და იცვითება. პაციენტის ტკივილს სხვა ჩივილი ემატება და ე.წ. ტკაცუნი ეწყება. ზოგჯერ ყურში შრიალის, ტკაცუნის ხმა ესმით. ეს უკვე ძალიან შორს წასული პროცესებია. მყოლია პაციენტები, რომლებიც პირს ვეღარ აღებდნენ.
მაპროვოცირებელი ფაქტორებია: სველი თმა, კონდიციონერთან სველი, გაოფლილი სახით ყოფნა. შეიძლება მაპროვოცირებელი ბავშვობის ასაკში არასწორი თანკბილვა გახდეს“, – აღნიშნა ვანო საფარიშვილმა.
#datashvil#drpkhakadze#sheniganatleba#sheniambebi #shenipulsi
რა იწვევს ბავშვებში თავის ტკივილს…
ექიმი-პედიატრი ინგა მამუჩიშვილი ინფორმაციას ავრცელებს, – რა შეიძლება იყოს ბავშვებს შორის თავის ტკივილის ყველაზე ხშირი მიზეზები:
„რა შეიძლება, იყოს ბავშვებში თავის ტკივილის უხშირესი მიზეზი? დიდხანს ყოფნა დახურულ სივრცეში (ჰიპოქსია), ხანგრძლივი მეცადინეობა, გონების დაძაბვა, გაჯეტებთან არარეგლამენტირებული ურთიერთობა, ფიქსირებული ან არასწორი პოზა ჯდომის ან წოლის დროს, რაც ართულებს სისხლძარღვებში სისხლის მიწოდებას, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, ემოციური და ინფორმაციული სტრესი, ტემპერატურის მატება, პარანაზალურიწიაღების ანთებითი პროცესი‼️! თუ ჩივილი ხშირია, აუცილებლად მიმართეთ ექიმს‼️ ჯანმრთელობა ჩვენს პატარებს…“
ახალი კვლევა – იშვიათი გენეტიკური ვარიანტები უცნაურად არის დაკავშირებული ცაციობასთან
ახალი კვლევა ადამიანებში ცაციობის განვითარებას კონკრეტული გენების იშვიათ ვარიანტებს უკავშირებს.
იმის დადგენა, თუ როგორ განასხვავებს ეს ვარიაციები ცაციებს დანარჩენებისგან, შეიძლება სხვადასხვა საკითხის გარკვევაში დაგვეხმაროს. მაგალითად, როგორ ხდის გენები ადამიანებს ნეიროგანვითარებითი აშლილობების ან ნეიროდეგენერაციული დაავადებების განვითარებისკენ მიდრეკილს.
ნიდერლანდების მაქს პლანკის ფსიქოლინგვისტიკის ინსტიტუტის მკვლევრებმა 350 000 ადამიანის გენეტიკური მონაცემები შეისწავლეს. მიაგნეს გარკვეულ პოტენციურ მსგავსებებსა და განსხვავებებს თავის ტვინთან დაკავშირებულ აშლილობებსა და კოდირების იმ იშვიათ ფაქტორებს შორის, რომლებიც ცაციობას იწვევს.
შეზღუდული ორიენტაციები, რომლებიც ადამიანის ხელების სარკეში ანარეკლებს წააგავს, ბიოლოგიაში საოცრად გავრცელებულია. ხშირად, მოლეკულებსაც კი ხშირად აქვთ თანმიმდევრული ორიენტაცია, რასაც ქირალურობას უწოდებენ. მაგალითად, ცილების საშენ მასალას ცაცია სტრუქტურა აქვს, ყველა ცოცხალი არსების დნმ-ს სპირალებს კი მარჯვენა მიმართულება.
თუმცა, ყოველთვის აშკარა არ არის, რატომ ანიჭებს ბუნება უპირატესობას კონკრეტულ მიმართულებებს. როგორც ჩანს, მათთვის, ვისთვისაც ორივე ხელი თანაბრად მოსახერხებელია, თანაბარია შანსი, რომ ან ცაცია იყოს, ან მემარჯვენე. თუმცა, ცაცია მხოლოდ ადამიანთა დაახლოებით 10 პროცენტია.
„ეს ზოგადი ტენდენცია ძირითადად ყველგან ერთნაირია და სტაბილურია ადამიანის ისტორიის განმავლობაში“, — წერენ გენეტიკოსი კლაიდ ფრანკსი და მისი კოლეგები პუბლიკაციაში.
ცაციები უფრო მეტად არიან წარმოდგენილი გარკვეული ნეიროგანვითარებითი აშლილობების მქონეებში. მრავალი კვლევის თანახმად, რომელიმე ხელის უპირატესი გამოყენება და ენა ერთმანეთთან ახლო კავშირშია. სულ უფრო მეტი მტკიცებულება ამას ჩვენს გენებს უკავშირებს.










