ორშაბათი, ივნისი 15, 2026

“MMT ჰოსპიტალი, გურამ ქარაზანაშვილის ხელმძღვანელობით, აკრედიტაციის შემდეგ ეტაპზე გადავიდა” -გიორგი ფხაკაძე

2024 წლის 1-ელ აპრილს “აკრედიტაცია კანადას” წარმომადგენლობის ოფიციალური შეხვედრა გაიმართა “MMT ჰოსპიტალის” -ის წარმომადგენლობასთან.

“აკრედიტაცია კანადა”, რომლის წარმომადგენელი საქართველოში ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძეა, საქართველოს 20-ზე მეტი კლინიკის აკრედიტაციის პროცესშია ჩართული.

ამჟამად “აკრედიტაცია კანადას” წარმომადგენლობა, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, საქართველოშია და კლინიკებთან შეხვედრებს აქტიურ რეჟიმში მართავს.

შეხვედრას ესწრებოდნენ, “MMT ჰოსპიტალის” ხელმძღვანელი, უროლოგი, პროფესორი, საქართველოში ქირურგიის თანამედროვე ტექნოლოგიის დამფუძნებელი, გურამ ქარაზანაშვილი და ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, საქართველოში “აკრედიტაცია კანადას” წარმომადგენელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე. 

ნაყოფიერი შეხვედრის შესახებ “შენი პულსი” გიორგი ფხაკაძეს ესაუბრა:

“ჩვენ – “აკრედიტაცია კანადა” და “MMT ჰოსპიტალი” რამდენიმე თვეა, ვთანამშრომლობთ აკრედიტაციის პროცესის გაუმჯობესებისთვის. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა თანამშრომლობა “MMT ჰოსპიტალთან”, რომელიც არის მოწინავე თავის დარგში საქართველოში და არა მარტო საქართველოში.

პრაქტიკულად, ეს არის ერთადერთი საავადმყოფო, რომელმაც შემოიტანა ტექნოლოგიური სიახლეები ჩვენს რეგიონში. ქირურგიაში ახალი მიდგომები სწორედ ამ კლინიკაშია დანერგილი. ესეც ერთ-ერთი მანიშნებელია იმისა, რომ კლინიკები, სადაც “აკრედიტაცია კანადა” მუშაობს, არის ყველაზე მოწინავე თავის დარგში.

ისინი ყოველთვის ცდილობენ სერვისის გაუმჯობესებას და რაც მთავარია, არიან პაციენტზე ორიენტირებული. მარტო იმიტომ კი არა, რომ ისინი ახალი ტექნოლოგიებითა და მეთოდოლოგიებით მუშაობენ და აუმჯობესებენ კლინიკურ მაჩვენებლებს, პაციენტებს უფრო კარგი შედეგი აქვთ ოპერაციის შემდეგ, არამედ უფრო ნაკლები ზიანის მომტანი ოპერაციები ტარდება…

 მიხარია, რომ “MMT ჰოსპიტალში ” დანერგილია ყველაზე მოწინავე და პაციენტზე გათვლილი ტექნოლოგიები.
ჩვენი გუნდი აქტიურად არის ჩართული აკრედიტაციის პროცესის გაუმჯობესებაში. ამ კლინიკაში ჩვენ ვატარებთ ყოველკვირეულ შეხვედრებს და რეგულარულ ტრენინგებს. აქ ჩამოდიან საერთაშორისო ექსპერტები, რომლებიც კლინიკას უტარებენ ტრენინგებს და “ქოუჩინგს”. ჩვენ გვიხარია, რომ არა მარტო ხელმძღვანელი, არამედ თანამშრომლებიც არიან ამ პროცესში ჩართული და უკვე ვამჩნევთ წინსვლას.
იმედი გვაქვს, რომ აკრედიტაციის დროს “MMT ჰოსპიტალი” იქნება რეგიონში პირველი აკრედიტებული სამედიცინო დაწესებულება, რომელიც ქირურგიაში უახლესი ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი.”

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის მოდელი იცვლება

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის მოდელი იცვლება და პაპ-ტესტიდან Hr-HPV დნმ ტესტირებაზე გადადის. ამ საკითხთან დაკავშირებით ეროვნულ სკრინინგ ცენტრში, თბილისის მასშტაბით, კიბოს სკრინინგის პროგრამაში ჩართული სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლებისთვის ტრენინგი გაიმართა.

ტრენინგის მონაწილეებს ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორი საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის პროგრამის ცვლილების მნიშვნელობაზე, ამ პროცესში ცენტრის ჩართულობასა და საშვილოსნოს ყელის კიბოს პროგრამის ეფექტიანად განხორციელების წინაპირობებზე ესაუბრა.

#datashvil#drpkhakadze#sheniganatleba#sheniambebi #shenipulsi

რა არის ალერგია, რამდენად საშიშია და რატომ გავრცელდა ის ბოლო წლებში?

რა არის ალერგია, რამდენად საშიშია და რატომ გავრცელდა ის ბოლო წლებში?

საუბრობს ექიმი, ალერგოლოგი  ქეთი ომიაძე გადაცემაში „იმუნიტეტი“:
„ამის რამდენიმე ახსნა არსებობს.. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თეორია გახლავთ ე.წ. „ჰიგიენური თეორია“, რომლის მიხედვითაც ადამიანი იმუნური სისტემის განვითარების პერიოდში, ანუ ბავშვობის ასაკში თუ იმყოფება, თუ იზრდება ის სტერირულ გარემოში, რაც დამახასიათებელია არის განვითარებული ქვეყნებისთვის, მისი იმუნური სისტემა, მისი წონასწორობა გადახრილი არის ალერგიული და ზოგადად იმუნური სისტემის ავტოიმუნური დაავადებისაკენ.
თუ მას ნაკლები შეხება აქვს ინფექციებთან, მიწასთან, ეს გარკვეულწილად, „მეგობარი ბაქტერიები“, მათთან ურთიერთობა აღმოჩნდა, რომ სასარგებლოა იმ კუთხით, რომ ალერგიული დაავადებები ნაკლებად ვლინდება ისეთ ადამიანებში, ვისაც მეტი კონტაქტი აქვს ინფექციასთან…“
◽

#datashvil#drpkhakadze#sheniganatleba#sheniambebi #shenipulsi

ახალი თაობა, როგორც ახალი შესაძლებლობა საქართველოს ჯანდაცვის განვითარებისთვის

ახალი თაობა, როგორც ახალი შესაძლებლობა საქართველოს ჯანდაცვის განვითარებისთვის.

„ისეთი უნარების განვითარებაზე ვმუშაობთ, რაც 21-ე საუკუნეში რეალურად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“.

„ორგანიზაციის მთელი აზრი არის ის, რომ კონფლიქტის გარეშე მოაგვაროს მოცემული პრობლემები…“

#datashvil#drpkhakadze#sheniganatleba#sheniambebi #shenipulsi

„ჰოსპიტალური სერვისების დაფინანსების რეფორმა საქართველოში: შედეგები და გამოწვევები“

„ჰოსპიტალური სერვისების დაფინანსების რეფორმა საქართველოში: შედეგები და გამოწვევები“

სწორედ ამ თემაზე გაიმართა ღონისძიება, რომელიც საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ, ასევე ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროექტის „ძლიერი საპარლამენტო ინსტიტუციები საქართველოში“ მხარდაჭერით ჩატარდა.

შეხვედრას პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე და საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე უძღვებოდნენ…

ეს ფოტო მრევლის გადაღებულია – გიორგი ფხაკაძე სტუმრებთან ერთად მცხეთაში იმყოფებოდა, სადაც სვეტიცხოველი და ჯვრის მონასტერი დაათვალიერა და სანთლები დაანთო

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე საქართველოში იმყოფება.

„აკრედიტაცია კანადას” წარმომადგენლობა, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით კლინიკებთან შეხვედრებს აქტიურ რეჟიმში მართავს.

“აკრედიტაცია კანადას” წარმომადგენლობის ოფიციალური შეხვედრა გაიმართა “საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმეს და წმინდა ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის” წარმომადგენლებთან. აღნიშნული სამედიცინო დაწესებულება საერთაშორისო ჯანდაცვის აკრედიტაციისთვის ემზადება.

შეხვედრის შემდეგ გიორგი ფხაკაძე სტუმრებთან ერთად მცხეთაში იმყოფებოდა, სადაც სვეტიცხოველი და ჯვრის მონასტერი დაათვალიერა და სანთლები დაანთო.

ეს ფოტო მრევლის გადაღებულია.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტმა, ექიმმა, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელმა საქართველოში გიორგი ფხაკაძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ მცხეთაში სტურემბთან ერთად იმყოფებოდა. ფოტო მრევლმა გადაიღო და გაუგზავნა.

„განსაკუთრებულად მიყვარს მცხეთა. ძალიან წყნარი და ლამაზი ქალაქია. საქართველოში როცა ჩამოვდივარ, ყოველთვის ვსტუმრობ მცხეთას სტუმრებთან ერთად“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.

ალერგია

ალერგია – დაავადებათა ჯგუფი, რომელიც გამოირჩევა ზოგიერთი გარემო პირობების ზემოქმედების მიმართ ორგანიზმის მაღალი მგრძნობელიობით (ალერგენებით) და ვლინდება იმუნური სისტემის მხრიდან საპასუხო რეაქციებით სხვადასხვა სიმპტომების ფორმებში.

ალერგიის სახეობები:

·         ატოპიური დერმატიტი  – კანის ქრონიკული ალერგიული დაავადება;
·         ალერგიული რინიტი – ცხვირის ლორწოვანი გარსის დაავადება;
·         ალერგიული კოიუქტივიტი – თვალების დაავადება;
·         პოლინოზი – ალერგია მტვერზე;
·         ჭინჭრის ციება – ხასიათდება კანზე სხვადასხვა ზომის ბურთულების გარჩენით;
·         ალერგია საკვებზე –  წარმოიქმნება გარკვეული საკვები პროდუქტების მიღებისას.

მიზეზები

ბევრ ადამიანს აინტერესებს, როგორ აიცილოს თავიდან ალერგია. ალრგიული რეაქციები წარმოიშობა ზოგიერთი გარემო პირობების ზემოქმედების მიმართ ორგანიზმის მაღალი მგრძნობელიობის გამოხატვის შედეგად.
შესაძლო ალერგენები:
·         მტვერი და სახლის მტვრის клещи;
·         მზე (ულტრაიისფერი სხივები);
·         აბები (ანტიბიოტიკები);
·         საკვები (თხილი, კვერცხი, რძე, მარცვლეული, ციტრუსი, თაფლი);
·         მწერების ნაკბენი;
·         მატყლი, ცხოველის ნერწყვი;
·         ტანსაცმლის ქსოვილი (სინთეთიკური ნაჭერი);
·         მეტალები;
·         ქიმიური საწმენდი და ჰიგიენური საშუალებები;
·         აყვავებული მცენარეების მტვერი.

ალერგიის სიმპტომები

ალერგიის სიმპტომები დამოკიდებულია დაავადების სახეობაზე და ვლინდება შემდეგი სახით:
·         ალერგიული ასთმა (ხველა, ქოშინი, სუნთქვის დარღვევა);
·         ალერგიული გრიპი (ცემინება, ცხვირის ლორწოვანის ქავილი, გამონადენი ცხვირიდან, გაჭედილი ცხვირი);
·         ალერგიული კონიუქტივიტი (თვალების გაწითლება, ცრემლდენა, ქუთუთოების ქავილი);
·         ატოპიური დერმატიტი (გამონაყარი, ქავილის თანხლებით);
·         ანაფილაქტიკური შოკი (გონების დაკარგვა, სუნთქვის გაჩერება).
მეორადი სიმპტომები:
·         თავის ტკივილი;
·         მადის დაკლება;
·         მოთენთილობის შეგრძნება;
·         გულის რევა, ღებინება;
·         გაღიზიანებულობა.

დიაგნოსტიკა

ალერგიის დიაგნოსტირებას ახდენს ექიმი-ალერგოლოგი. ამისათვის ის აკეთებს:
·         სისხლის საერთო ანალიზს;
·         ცხვირიდან გამონადენის და სისველის ანალიზს;
·         იმუნოგრამას;
·         რინოსკოპიას;
·         პროვოკაციულ და კანის ტესტებს.
დამატებითი დიაგნოსტიკისთვის შესაძლოა დაინიშნოს:
·         კალას (განავლის) ანალიზი;
·         მუცლის ღრუს ულტრა-ბგერით გამოკვლევა;
·         ენდოსკოპიური გამოკვლევა.

ალერგიის მკურნალობა

მკურნალობა მოიცავს:
·         ანტიჰისტამინურ პრეპარატებს;
·         ადგილობრივი მოქმედების გლუკოკორტიკოსტეროიდებს;
·         სისხლძარღვების შემავიწროვებელ საშუალებას ცხვირისთვის;
·         ინჰალაციას;
·         იმუნოთერაპიას.

საშიშროება

ალერგიის არადროულად მკურნალობას შესაძლოა მოყვეს გართულებები, როგორიცაა:
·         დაავადების უფრო რთულ ან ქრონიკულ ფორმაში გადასვლა;
·         ზედა სასუნთქი გზების შეშუპება;
·         ანაფილაქტიკური შოკი.

პროფილაქტიკა

ალერგიის თავიდან ასაცილებლად დაიცავით პროფილაქტიკის წესები:
·         ჰიპოალერგიული დიეტისგან თავის შეკავება;
·         შესაძლო ალერგენებთან კონტაქტის გამორიცხვა;
·         ზაფხულში ნაკლები დროის გატარება ქუჩაში (მზის ალერგიული რეაქციის დროს);
·         სახლში საფუძვლიანი დასუფთავების მუდმივად ჩატარება.

ალვეოლიტი

ალვეოლიტი  – კბილბუდის, ღრმულის, ბუშტუკის ანთება.

გამოყოფენ დაავადების შემდეგ სახეობებს:
·         ფიბროზირებადი იდიოპათიური ალვეოლიტი (წარმოშობის მიზეზი დაუდგენელია);
·         ფიბროზირებადი ტოქსიკური ალვეოლიტი (წარმოიშობა ინტოქსიკაციის შედეგად);
·         ფიბროზირებადი ალერგიული ალვეოლიტი (წარმოიშობა ალერგენთან ურთიერთქმედების გშედეგად).

მიზეზები

დაავადება წარმოიშობა ალვეოლების და ფილტვის ქსოვილის ორმხრივი ანთების შედეგად. ალვეოლიტს შესაძლოა ახლდეს ფილტვის ფიბროზი.
დაავადების წარმოშბის მიზეზებია:
·         მემკვიდრეობითი ფაქტორი;
·         ვირუსები (ჰერპესის ვირუსი, ადენოვირული, С ჰეპატიტის ვირუსი);
·         გასტროეზოფაგული რეფლუქსი;
·         დაბინძურებული გარემო;
·         ალერგენებთან ურთიერთქმედება (მტვერი, ცხოველის ბეწვი, კოსმეტიკური საშუალებები, სამკურნალო მედიკამენტები და სხვა);
·         ქიმიური ნივთიერებებით ინტოქსიკაცია;
·         მკერდის ქსოვილის რადიოაქტიური დასხივება;
·         მოწევა.
ბავშვებში გავრცელებულია ტოქსიკური და ალერგიული ტიპის ალვეოლიტები.

ალვეოლიტის სიმპტომები

ალვეოლიტს ახასიათებს შემდეგი სიმპტომები:
·         მუდმივი ქოშინი, გაძლიერებული საკვების მიღებისა და ფიზიკური დატვირთვის შემდეგ;
·         მკერდის ქვედა ჯირკვლების ტკივილი;
·         კუნთებისა და სახსრების ტკივილი;
·         წონის მკვეთრი დაგდება;
·         თითების დამაბოლოვებელი ფალანგების გადიდება;
·         საერთო სისუტე.

დიაგნოსტიკა

მკურნალობის დასადგენად ექიმი-პულმოლოგი ატარებს:
·         სისხლის საერთო ანალიზს;
·         ფილტვების რენტგენოგრაფიას;
·         ბრონქოსკოპიას;
·         ფილტვების მაგნიტო-რეზონანსულ ტომოგრაფიას;
·         ფილტვების კომპიუტერულ ტომოგრაფიას;
·         ჰისტოლოგიურ გამოკვლევას;
·         ფილტვის ბიოპსიას;
·         კანის, პროვოკაციულ სინჯებს.

ალვეოლიტის მკურნალობა

დაავადების სამკურნალოდ ინიშნება:
·         ციტოსტატიკები;
·         გლუკოკორტიკოსტეროიდები;
·         ჟანგბადის თერაპია;
·         მკერდის ქსოვილის მასაჟი;
·         სუნთქვითი ვარჯიშები.
კონსერვატორული ტიპის მკურნალობის არაეფექტურობისა და დაავადების გართულების შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს ფილტვის გადანერგვა.

საშიშროება

ალვეოლიტის დროულად გამოვლენის და მკურნალობის არ არსებობის პირობებში, შესაძლოა განვითარდეს ისეთი მძიმე დაავადებები როგორიცაა:
·         ფილტვების ემფიეზმა;
·         გულის დასიება;
·         ფილტვების შეშუპება;
·         ფილტვების უკმარისობა;
·         გულის უკმარისობა.
არსებობს ლეტალური შედეგის დიდი ალბათობა.

რისკის ჯგუფი

რისკის ჯგუფს წარმოადგენს:
·         მამაკაცები;
·         50 წელს გადაშორებული ადამიანები;
·         ალერგიული რეაქციების მქონე ადამიანები;
·         ადამიანები, რომლებიც ინდუსტრიულ ან დაბინძურებულ რაიონებში ცხოვრობენ.

პროფილაქტიკა

დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
·         ფილტვების დაავადების დროული მკურნალობა;
·         ტოქსიკურ, ქიმიურ და ალერგენულ ნივთიერებებთან კონტაქტის შეზღუდვა;
·         სუნთქვითი ვარჯიშის რეგულარულად შესრულება;
·         მოწევაზე უარის თქმა.

ალოპეცია

ალოპეცია (გამელოტება) – გამოიხატება თმის ლოკალური ცვენით ტანის ან თავის ნაწილებში. დაავადება შუახნის ასაკში ვლინდება, მაგრამ არსებობს ასევე ბავშვების ალოპეცია.

მიზეზები

პათოლოგია სხვადასხვა სახის არსებობს:
·         ანდროგენეტიკური – ატარებს გენეტიკურ ხასიათს. პათოლოგიის მიზეზი არის დეჰიდროტესტოსტერონის ჰორმონის უარყოფით გავლენა თმის ფოლიკულაზე. მხოლოდ 5-7% შემთხვევებში პათოლოგია არის პირველადი გენში.
·         დიფუზიური – წარმოიშობა სხვადასხვა ფაქტორების ზემოქმედებით, მაგალითად: რადიაციის, შხამების, წამლების ან არასწორი დიეტის ზემოქმედების შედეგად.
·         კეროვანი – შესაძლოა ატარებდეს დროებით ხასიათს, ვლინდება ტრამვის, სტრესის, გადატანილი ოპერაციების ან მწვავე დაავადების შემდეგ. წარმოშობის მიზეზები ნაკლებად შესწავლილია.
·         ნაწიბუროვანი – ვითარდება პერეზის, ტრამვის ან დამწვრობის ადგილას.

ალოპეციის სიმპტომები

ანდროგენეტიკური დაავადების ტიპი წარმოადგენს ყველაზე გავრცელებულ სახეობას (დაახლოებით 90%). ამ ტიპის ალოპეციის სიმპტომები გამოიხატება შემდეგნაირად:
·         მამაკაცებს თმა უთხელდებათ და სცვივათ შუბლისა და გვირგინის არეში;
·         ქალებს თმის გაყოფის ადგილას და მის გვერდით ნაწილებში.
დანარჩენ შემთხვევაში კერებს შეიძლება ჰქონდეთ ნებისმიერი სხვა ფორმა და ლოკალიზაცია.

დიაგნოსტიკა

·         ვიზუალური დათვალიერება;
·         ტესტი ჰორმონებზე;
·         თმის სპექტროსკოპია.

ალოპეციის მკურნალობა

ანდროგენეტიკური ალოპეციის მკურნალობა შესაძლებელია სხვადასხვა მეთოდებით:
·         მედიკამენტური თერაპია. თანამედროვე პირობებში გამოიყენება ორი პრეპარატი, რომლებიც დროებით ზემოქმედებას ახდენენ. ეს არის მინოქსიდილი და ფინასტერიდი (განკუთვნილია მხოლოდ მამაკაცებისთვის). თმა აღარ ცვივა სანამ პაციენტი იღებს წამლებს.
·         ლაზერული თერაპია. ასევე დროებით ზემოქმედებას ახდენს. პროცედურების შეწყვეტის შემდეგ თმა უბრუნდება ძველ, გამოფიტულ მდგომარეობას.
·         თმის ტრანსპალნტაცია. გადანერგვისთვის გამოიყენება კეფისა და გვერდითი ნაწილების თმა, რადგან ამ ნაწილში თმა არ განიცდის დეჰიდროტესტოსტერონის ზემოქმედებას. ამ მეთოდით ხორციელდება ალოპეციის მკურნალობა ქალბატონებში, რადგან მათ უფრო მწვავედ გადააქვთ დაავადება.
დიფუზიური ალოპეციის მკურნალობა  მდგომარეობს მიზეზის მოსპობაში, რომელიც იწვევს მოცემულ მდგომარეობას. შემდეგ გამოიყენება თმის ზრდის სტიმულატორები და ფიზიოთერაპია.
კეროვანი ფორმის მკურნალობის მეთოდი შემუშავებული არ არის. შესაძლებელია კორტიკოსტეროიდების მიღება, მაგრამ ისინი იწვევენ თმის ზრდას გარკვეულ ნაწილში, არ კურნავენ დაავადებას და არ იძლევიან რეციდივების გარანტიას.
ნაწიბუროვანი პათოლოგიის მოშორება შესაძლებელია მხოლოდ ქირურგიული მეთოდით.
როგორ უნდა განხორციელდეს დაავადების მკურნალობა წყვეტს ექიმი-ტრიქოლოგი (დიაგნოსტიკის შედეგებზე დაყრდნობით).

საშიშროება

დაავადების გაჩენისას არსებობს თმის სრულად გაცვენის საშიშროება.

რისკის ჯგუფი

·         პირები, რომლებსაც აქვთ მემკვიდრეობითი მიდრეკილება.
·         რადიოაქტიულ ზონებში მყოფი ან ქიმიურ ნივთიერებებთან კონტაქტის მქონე პირები.

პროფილაქტიკა

ექიმთან დროულად მისვლა.

ამბლიოპია

ამბლიოპია წარმოადგენს მხედველობის ერთმხრივი ან ორმხრივი დაქვეითებას, რომელიც დაკავშირებული არ არის მხედველობითი ანალიზატორის ორგანულ პრობლემასთან, ასევე არ ექმვემდებარება ოპტიკურ კორექციას. დაავადებისას შეუძლებელია გამოხედვის მყარი ფიქსაცია, მას თან ახლავს ფერების აღქმის, სივრცეში ორიენტაციის დარღვევა, მხედველობის და სინათლის შეგრძნების  დაქვეითება.
მიზეზები

ამბლიოპიის განვითარების მიზეზებია:
·         სიელმე (ამ დროს შეინიშნება დისბინოკულური ამბლიოპია);
·         ახლო ან შორსმხედველობის მაღალი დონე;
·         გამოხატული ასტიგმატიზმი (რეფრაქციული ამბლიოპია);
·         მზის სხივების გამტარობის მიმართ თვალზე წინააღმდეგობის გაზრდა (ბელმო, კატარაქტა, ტრამვის შემდგომი იარა);
·         თვალის მამოძრავებელი კუნთების დაზიანება;
·         გუგის შევიწროვება;
·         ზედა ქუთუთოს დაშვება;
·         ემოციონალური სტრესი.

ამბლიოპიის სიმპტომები

ამ დაავადებას პაციენტების უმეტესობა ვერ ამჩნევს (სიელმის მქონეთა გარდა).  ამბლიოპიის სიმტომები ვლინდება შემდეგი სახით:
·         თვალების სხვადასხვა ოპტიკური ძალის ქონა;
·         მიუჩვეველ ადგილებსა და უცნობ პირობებში მხედველობს დარღვევა;
·         მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა;
·         კითხვისას თვალების გაქცევა;
·         უმოქმედო თვალის დახურვა;
·         საინტერესო საგანზე ყურებისას თავის დახრა;
·         ფერების აღქმის დარღვევა;
·         სინათლის აღქმის დონის დადაბლება;
·         თვალების მყარად დაფიქსირების შეუძლებლობა;
·         სწრაფად დაღლა;
·         თავის ტკივილი;
·         თავბრუს ხვევა.

დიაგნოსტიკა

ამბლიოპიის დიაგნოსტირებისთვის საჭიროა შემდეგი მანიპულაციების ჩატარება:
·         კომპლექსური ოფთალმოლოგიური გამოკვლევის ჩატარება (ოკულისტი იკვლევს თვალის გუგას, კაკალს, აფასებს სინათლის შუქზე თვალის რეაქციას);
·         ოფთალმოლოგიური ტესტების ჩატარება (მხედველობის სიმახვილის შემოწმება, ფერადი ტესტირება, პერიმეტრია, ტესტი რეფრაქციაზე);
·         ოფთალმოსკოპია;
·         ბიომიკროსკოპია;
·         თვალის ფსკერის გამოკვლევა გოლდმანის ლინზით;
·         რეფრაქციული გარემოს გამჭვირვალობის განსაზღვრა;
·         თვალის ულტრა-ბგერით გამოკვლევა;
·         სინაპტოფორზე სიელმის კუთხის გაზომვა;
·         რეფრაქტომერტიისა და სკიასკოპიის ჩატარება;
·         ტონომეტრია;
·         ელექტრორეტინოგრაფია;
·         ნევროლოგის კონსულტაცია.

ამბლიოპიის მკურნალობა

ამბლიოპიისა და სიელმის მკურნალობა რეკომენდირებულია ჩატარდეს 6-7 წლის ასაკში. 11-12 წლის ბავშვებში, სამწუხაროდ, დაავადება უკვე აღარ ექვემდებარება მკურნალობას.
ამბლიოპიის მკურნალობა:
·         კატარაქტის მოშორება;
·         ფტოზის ქირურგიული გამოსწორება;
·         გამწოვი თერაპია;
·         ვიტრექტომია;
·         სიელმის ქირურგიული კორექცია;
·         მხედველობის ოპტიმალური კორექცია (სათვალის ან კონტაქტური ლინზის შერჩევა);
·         ლაზერული კორექცია;
·         აქტიური და პასიური პლეოპტიკა (თვალიების დაწებება);
·         «ამბლიოკორზე» ვარჯიში;
·         ლაზეროსტიმულაცია;
·         შუქსტიმულაცია;
·         ელექტროსტიმულაცია;
·         ელექტრომაგნიტური სტიმულაცია;
·         რეფლექსოთერაპია;
·         მედიკამენტური ელექტროფარეზი;
·         დამამშვიდებელი საშუალებების მიღება;
·         ფსიქოთერაპია;
·         ვიბროსტიმულაცია.
როგორ განვკურნოთ დაავადება 1-4 წლის ბავშვებში? მოცემულ სიტუაციაში გამოიყენება პენალიზაცია – დომინირებადი თვალის მხედველობის მიზანმიმართული დაქვეითება ჰიპერკორექციის ან თვალში ატროპინის ჩაწვეთებით. ასეთ დროს მხედველობის სიმახვილე იკლებს და ამბლიოპტიური თვალი იწყებს აქტიურად მუშაობას.

საშიშროება

ამბლიოპიის საშიშროება დამოკიდებულია დაავადების გამოვლენის მიზეზსა და დროზე. რაც უფრო ადრე დავიწყებთ პრობლემის კორექციას, მით უფრო მალე და კარგი რეზულტატი იქნება. ბავშვებისთვის რეკომენდირებულია აქტიური მკურნალობა 7 წლამდე, სანამ არ არის დასრულებული თვალის ფორმირება. თანადროული და კომპლექსური მიდგმოისას შესაძლებელია სრული გამოჯანმრთელება.

პროფილაქტიკა

პროფილაქტიკური ზომები:
·         ოფთალმოლოგთან რეგულარული ვიზიტი;
·         თვალის ვარჯიშის ჩატარება;
·         სათვალის, ლინზის, ოკლუდერის ტარება.

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights