მადლიერი პაციენტი

მადლიერი პაციენტი

ახალი კვლევის ფარგლებში სპეციალისტებმა ამ საკითხისადმი მიძღვნილი 212 ნაშრომი გააანალიზეს და დაასკვნეს, რომ, ზოგადად, შეხება ნებისმიერი ასაკის ადამიანის ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას აუმჯობესებს.
„აქამდეც ვიცოდით, რომ შეხება ჯანმრთელობაზე ზემოქმედების მხრივ მნიშვნელოვანია, მაგრამ, მრავალი კვლევის მიუხედავად, უცნობი იყო, როგორ უნდა გამოვიყენოთ ის ოპტიმალურად, კონკრეტულად რა ეფექტს უნდა ველოდოთ და როგორია გავლენის მქონე ფაქტორები”, – აცხადებენ ავტორები.
მათ მიერ შესწავლილ ნაშრომებში 12 966 ადამიანის მონაცემებია გაერთიანებული. ამ ინფორმაციის ანალიზმა აჩვენა, რომ შეხება შესაძლოა, ტკივილის, შფოთვისა და დეპრესიის შემსუბუქებაში დაგვეხმაროს. ეს ეფექტი დაფიქსირდა როგორც ბავშვებში, ისე ზრდასრულებში.
მსგავსი ზემოქმედება სხვადასხვა ტიპის ფიზიკური კონტაქტისას ვლინდება, იქნება ეს ჩახუტება თუ მასაჟი. ამის მიუხედავად, ყველაზე ეფექტიანი თავსა და სახეზე შეხება აღმოჩნდა, ყველაზე დადებითი რეაქციების გამომწვევი კი ხანმოკლე და ხშირი შეხება.
დადგინდა ისიც, რომ ჩვილებში მშობლებთან შეხება უფრო შედეგიანია, მოზრდილებში კი სხვაობას არ გვაძლევს, ახლობელია თუ არა ადამიანი. რა თქმა უნდა, დადებითი ეფექტის მისაღებად შეხება სასურველიც უნდა იყოს, ხოლო რეაქციები აბსოლუტურად ინდივიდუალურია.
ახალმა კვლევამ, რომელიც მოიცავს 1400 ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგურის მონაცემებს მთელს ჩინეთში, აჩვენა, რომ თვითმკვლელობის მაჩვენებელი იზრდება ჰაერის ხარისხის დაქვეითებით. ის ასევე გვიჩვენებს, თუ როგორ დაეხმარა ქვეყნის მასშტაბით, მთავრობის მიერ განხორციელებულმა გეგმამ ჰაერის დაბინძურების შემცირების მიზნით, რამდენიმე წელიწადში ათიათასობით თვითმკვლელობის თავიდან აცილება.
კვლევის თანახმად,როცა ჰაერის ხარისხი უარესდება, სუიციდის შემთხვევები იმატებს. საინტერესოა, რომ სახელმწიფოში ემისიების შესამცირებლად შემოღებული ცვლილებების შედეგად სულ რამდენიმე წელში თვითმკვლელობის მაჩვენებელმაც იკლო.
ჩინეთს აქვს რამდენიმე ყველაზე დაბინძურებული ქალაქი მსოფლიოში, მისი მეტროპოლიები დაფარულია სქელი სმოგით, რომელიც მძიმედ ეკიდება მილიონობით ურბანულ მაცხოვრებელს.
ჩინეთის ზოგიერთი ქალაქი მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე დაბინძურებული ჰაერის მქონე ადგილებს შორისაა, სადაც შენობები სქელ სმოგშია მოქცეული. ამავე დროს, სუიციდის გლობალური შემთხვევების დაახლოებით 16% სწორედ ამ ქვეყანაში ფიქსირდება. ეკონომისტთა ჯგუფმა ეს ორი ასპექტი დააკავშირა და მათ შორის გარკვეული ურთიერთდამოკიდებულება გამოავლინა.
2013 წელს ჩინეთში ჰაერის დაბინძურების პრევენციისა და კონტროლის სამოქმედო გეგმა გააქტიურდა. ის ინდუსტრიული ემისიების შემცირებას, ტრანსპორტის გამონაბოლქვის კონტროლს, გასათბობად ბუნებრივ აირზე გადასვლასა და მზისა და ქარის ენერგიის გამოყენების წახალისებას გულისხმობდა. ამ პერიოდში ქვეყანაში სუიციდის მაჩვენებელმა მნიშვნელოვნად იკლო.
2010-2021 წლებში თვითმკვლელობების ყოველწლიური მაჩვენებელი ყოველ 100 000 ადამიანზე 10.88-დან 5.25-მდე შემცირდა. ამაზე ჰაერის ხარისხის გავლენის გამოსაკვლევად, გუნდმა სხვადასხვა ფაქტორი გააანალიზა.
ჰონკონგის ჩინეთის უნივერსიტეტის ეკონომისტმა პენ ჟანგმა და მისმა კოლეგებმა ისარგებლეს ამ “გასაოცარი” ტენდენციებით, რათა დაენახათ, შეეძლოთ თუ არა ჰაერის დაბინძურების ეფექტის იზოლირება სუიციდის რისკზე სხვა ფაქტორებისგან, რომლებიც დაკავშირებულია თვითმკვლელობასთან.
მათ ყურადღება მეტეოროლოგიურ ფენომენზე გაამახვილეს, რომელსაც თერმული ინვერსია ეწოდება. ამ დროს ჰაერის ზედა შრე მის ქვემოთ მოქცეულ ცივ და დაბინძურებულ აირს ზედაპირთან ახლოს უბიძგებს, რაც რამდენიმე საათს გრძელდება. ქვეყნის მასშტაბით ამას ჰაერში მცირე ზომის ნაწილაკების (PM2.5) ყოველკვირეული საშუალო შემცველობის დაახლოებით 1%-მდე გაზრდა შეუძლია.
„მიუხედავად იმისა, რომ რჩება ბევრი ღია კითხვა ჰაერის ხარისხთან, ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და თვითმკვლელობას შორის კავშირთან დაკავშირებით, ეს ანალიზი აქტუალურობას მატებს მთელ მსოფლიოში დაბინძურების კონტროლის პოლიტიკის მოწოდებებს“, წერს გუნდი.
სხვა კვლევებით დადგინდა, რომ ეს ნაწილაკები შესაძლოა, ტვინში მოხვდეს და სულ რაღაც 24 საათში მისი ქიმია შეცვალოს. შედეგად კი, არაა გამორიცხული, ეს უარეს მენტალურ ჯანმრთელობასა და, პოტენციურად, ემოციების რეგულაციის სირთულეს დაედოს საფუძვლად.
ამ და სხვა მონაცემების საფუძველზე ავტორებმა დაადგინეს, რომ იმ კვირებში, როცა თერმული ემისიები ფიქსირდებოდა, სუიციდის შემთხვევებიც მოულოდნელად იმატებდა. აღნიშნული ეფექტი მხოლოდ 7 დღის განმავლობაში შეინიშნებოდა.
„ეს თვითმკვლელობის ‘დამატებითი’ შემთხვევებია, ანუ ისინი არ დაფიქსირდებოდა, ჰაერის ხარისხი რომ არ გაუარესებულიყო”, – წერია ახალ ნაშრომში.
საბედნიეროდ, ბოლო წლებში ამ მხრივ ჩინეთში სიტუაცია გამოსწორდა. მეცნიერები სუიციდის მაჩვენებლის კლების თითქმის 10%-ს სწორედ ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას უკავშირებენ. ეს 2013-17 წლებში 46 000 “გადარჩენილ” სიცოცხლეს ნიშნავს.
რა თქმა უნდა, ამ ორ ფაქტორს შორის პირდაპირი მიზეზშედეგობრივი დამოკიდებულების შესახებ მრავალი კითხვა არსებობს, მაგრამ საკითხის შესასწავლად პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა. მხარეებმა გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. განიხილეს ბავშვთა დაცვის, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები.
ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, იესპერ მოლერმა მადლიერება გამოხატა სამინისტროს მიმართ, გაეროს ბავშვთა ფონდთან 25-წლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და საქართველოში, ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში გაწეული ძალისხმევისთვის. მან ხაზი გაუსვა იმ მნიშვნელოვან პროგრესსაც, რომელიც საქართველოში ბოლო ათწლეულების განმავლობაშია მიღწეული.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბავშვთა დახმარების უნივერსალური მიმართულებით, მუშაობა აქტიურად გაგრძელდება.
ძალაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც ქიმიოთერაპიასთან, ჰორმონოთერაპიასთან და იმუნოთერაპიასთან დაკავშირებული პროგრამული მედიკამენტები, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვისაა საჭირო, სრულად დაფინანსდება.
საქართველოს მთავრობის დადგენილებაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, 25 000 ლარიანი ლიმიტის ფარგლებში სამედიცინო სერვისი, სხივური თერაპია და გამოკვლევებიც დაიფარება.
“მომსახურება (გამოკვლევები, პროცედურები, სხივური თერაპია) ანაზღაურდება სრულად, მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდის გარეშე, წლიური 25 000 ლარის ლიმიტის ფარგლებში;
ქიმიო, ჰორმონო და სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტები ანაზღაურდება სრულად, მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდის გარეშე,” – აღნიშნულია საქართველოს მთავრობის დადგენილებაში, რომელიც 16 აპრილით თარიღდება.

“აღნიშნული ღონისძიება გახლავთ ევროპულ სისტემაში ბიოსამედიცინო და ჯანდაცვით მეცნიერებებში სადოქტორო განათლების ორგანიზაციის – ORPHEUS-ის ყოველწლიური
კონფერენცია, რომელსაც „მასპინძლობს“ დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.
ORPHEUS-ი აერთიანებს 131 უნივერსიტეტს 42 ქვეყნიდან; მას როგორც ორგანიზაციას, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, აღნიშნული ტიპის „Research on Research”კონფერენციების ორგანიზების 20-წლიანი გამოცდილება აქვს.

🔸„ვადასტურებთ“ ამ ორგანიზაციის მაღალ რეპუტაციას დარგის სამეცნიერო წრეებში, კერძოდ სადოქტორო სწავლების შეფასების სტანდარტებსა და PHD ტრენინგის ორგანიზებას „საუკეთესო პრაქტიკის“ რეკომენდირების საკითხში.

ღონისძიებაზე განიხილება ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის (EUA) რეფორმა, რომელიც ეხება განახლებულ შეთანხმებას კვლევის შეფასებაში ერთიანი მიმართულების დაფუძნების შესახებ და თუ როგორ შეუძლიათ უნივერსიტეტებს და/ან სადოქტორო პროგრამებს ბიოსამედიცინო და ჯანდაცვით მეცნიერებებში „უპასუხონ“
EUA-ს შეთანხმებას რეფორმის ფარგლებში.

კონფერენციაში მონაწილეობისათვის საქართველოს სტუმრობს ; ავტორიტეტული ინსტიტუციების წარმომადგენლები, მათ შორის:
▪️ ORPHEUS-ის პრეზიდენტი: პროფესორი ჯონ კრიმერსი;
▪️ AMSE-ს პრეზიდენტი: პროფესორი ჰარმ პიტერსი;
▪️ AMEE-ს პრეზიდენტი: პროფესორი სუბჰა რამანი;
▪️ CoARA კოალიციის დამფუძნებელი, EUA-ს შეთანხმების ავტორი, EUA-CDE პრეზიდენტი: პროფესორი სტეფან ბერგმანსი;
▪️ ANVUR: პროფესორი მენიკო რიზი, უნივერსიტეტებისა და კვლევითი ცენტრების შეფასების იტალიის ეროვნული სააგენტო, CoARA (კოალიცია კვლევითი შეფასებისათვის) გლობალური ინიციატივის – მართვის საბჭოს წევრი.
▪️ WFME-ს პრეზიდენტი: პროფესორი რიკარდო ლეინ-ბორკესი;
▪️ ORPHEUS-ის ყოფილი პრეზიდენტი: პროფესორი ბობ ჰარისი სადოქტორო სწავლების დირექტორი კაროლინსკას უნივერსიტეტში და სხვა, გამოცდილი ექსპერტები.
კონფერენციას აქვს დიდი მნიშვნელობა მედიცინისა და ჯანდაცვით მეცნიერებებში უნივერსიტეტთა განვითარებისთვის როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე;
განვმარტავთ: მიგვაჩნია, რომ ევროპასთან ასოციაცია და/ან დაახლოება არ/ვერ წყდება მხოლოდ სამთავრობო სტრუქტურების დონეზე; ამ საქმეში
ყველამ (სხვა ინსტიტუციებმა და დაინტერესებულმა ჯგუფებმა) თავისი წვლილი უნდა შეიტანოს;”
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18 აპრილიდან დედაქალაქში და საქართველოს ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთიდან, სამხრეთ-დასავლეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის განპირობებული.
„აღსანიშნავია, რომ ტრანსასაზღვრო დაბინძურება წლის განმავლობაში გარკვეულ დღეებში ფიქსირდება ანალოგიური სინოპტიკური სიტუაციის დროს.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით.
ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ და მიიღოს ჯანდაცვითი რეკომენდაციები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე https://www.air.gov.ge.

ნინო ენდელაძე იურიდიულ დეპარტამენტს უხელმძღვანელებს „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის“, ფრანგული ორგანიზაცია „აკრედიტაცია საზღვრებს გარეშეს“, „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოს წარმომადგენლობასა და მედიაჰოლდინგ „შენის“ ფარგლებში.

აქვე აღსანიშნავია, რომ ნინო ენდელაძე უკვე აქტიურად არის ჩართული მედიაჰოლდინგის „შენი უფლებების“ პლატფორმის საქმიანობაში და არაერთ საინტერესო ბლოგსა თუ სტატიას სთავაზობს მკითხველს.

გაგაცნობთ ნინო ენდელაძის პროფესიულ გამოცდილებას:
ნინო ენდელაძეს აქვს იურიდიულ სფეროში მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი – 2024 წლიდან.
ააიპ ,,სამედიცინო მოწყობილობების მწარმოებელთა იმპორტიორთა და დისტრიბუტორთა ასოციაციის” იურდიული დეპარტამენტის უფროსი – 2024 წლიდან.
საერთაშორისო შრომის უსაფრთხოების მენეჯერი (IOSH) – 2022 წლიდან.
ნეირო-ლინგვისტური პროგრამირების სერტიფიცირებული პრაქტიკოსი – 2022 წლიდან.
ააიპ ,,ინვიტრო დიაგნოსტიკის პროდუქციის იმპორტიორთა ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორი -2021 წლიდან.
შპს ,,კონსალტინგ მენეჯმენტის კორპორაციის’’ დირექტორი – 2021 წლიდან.
საერთაშორისო ხარისხის მართვის შიდა აუდიტორი ISO9001:2018 – 2020 წლიდან.
საერთაშორისო ხარისხის მართვის მენეჯერი ISO9001 -2017 წლიდან.
საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი – 2012 წლიდან.
2009 წელს დაამთავრა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი წარჩინებით მიენიჭა ბაკალავრის ხარისხი.
2012 წელს დაამთავრა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი წარჩინებით მიენიჭა მაგისტრის ხარისხი.
„სახსრების ენდოპროთეზირების“ პროგრამის ფარგლებში, 2023 წლიდან დღემდე, 196 ბენეფიციარი დაფინანსდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 1 140 200 ლარი გაიცა“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
დედაქალაქის მერმა ყურადღება „500-ლარიანი მედიკამენტების დაფინანსების“ პროგრამის შესახებაც გაამახვილა და აღნიშნა, რომ თბილისის მერია შესაბამისი სამედიცინო საჭიროების მქონე მოქალაქეების მხარდაჭერას მომავალშიც აქტიურად განაგრძობს.
„მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში სოციალური მიმართულება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ბევრი საინტერესო პროგრამა ხორციელდება იმისთვის, რომ მოქალაქეებს დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ. ეს ყველაფერი მომავალშიც გაგრძელდება. ერთ-ერთ მთავრობის სხდომაზე განვაცხადე, რომ ვიწყებდით „სახსრების ენდოპროთეზირების“ პროგრამის დაფინანსებას. ეს პროგრამა დღემდე წარმატებით მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც უკვე 196 ბენეფიციარი დაფინანსდა. მიმდინარე წლის ბიუჯეტში ამ პროგრამისთვის, დაახლოებით, 1 500 000 ლარია გამოყოფილი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, საპენსიო ასაკის სოციალურად დაუცველი მოქალაქე ჯანმრთელობის ცნობის წარდგენის საფუძველზე, მისთვის გამოწერილ მედიკამენტებს სასურველ აფთიაქში იღებს.
„მერიის „500-ლარიანი მედიკამენტების დაფინანსების“ პროგრამის ფარგლებში, დღეის მდგომარეობით, დაფინანსებულია 125 966 მომართვა. აღნიშნული პროგრამა 2022 წლიდან ხორციელდება და საპენსიო ასაკის სოციალურად დაუცველი პირებისთვისაა განკუთვნილი. მედიკამენტები გაიცემა ექიმის დანიშნულებისამებრ. მოქალაქე ჯანმრთელობის ცნობა #100-ით, მისთვის გამოწერილ მედიკამენტებს სასურველ აფთიაქში იღებს. წლის განმავლობაში, ერთ ბენეფიციარს პროგრამის ფარგლებში, 500 ლარის მედიკამენტის მიღება შეუძლია. პროგრამის 2024 წლის ბიუჯეტი 9 864 000 ლარია. პირველ რიგში, ჯანმრთელობა მინდა ვუსურვო ყველას. დედაქალაქის მერია მზადაა, გვერდში დაგიდგეთ და მდგომარეობა შეგიმსუბუქოთ“, – განაცხადა თბილისის მერმა.