როგორც მკვლევრები აღნიშნავენ, მეხსიერების დაქვეითება ალკოჰოლის მოხმარების საკმაოდ გავრცელებული შედეგია. მიზეზების გასაგებად, მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი 18-დან 22 წლამდე ასაკის 79 მოხალისე სტუდენტზე.
ყველა მათგანი აღჭურვილი იყო მაჯის სენსორებით, რათა ეკონტროლებინათ ალკოჰოლური ინტოქსიკაციის დონე. მათ ასევე სთხოვეს შეევსოთ კითხვარები ყოველ დილით, სადაც ეწერა, სვამდნენ თუ არა წინა ღამეს და ახსოვდათ თუ არა საღამოს მოვლენები.
ექსპერიმენტის დროს, რომელიც ერთი თვე გაგრძელდა, დაფიქსირდა ალკოჰოლის დალევის 486 ეპიზოდი, საიდანაც 147-ს მოჰყვა ამნეზია. ექსპერიმენტის მონაწილეთა 69.3%-ს ამ დროის განმავლობაში ერთხელ მაინც განუცდია „ალკოჰოლური აშლილობა”.
ყველა შეგროვებული მონაცემების შედარებით, კვლევის ავტორებმა შეძლეს გამოეჩინათ სამი ძირითადი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს მეხსიერების დაკარგვაზე დალევის შემდეგ: ალკოჰოლური ინტოქსიკაციის მაჩვენებელი, მისი ხანგრძლივობა და პიკური მნიშვნელობა.
მკვლევრების აზრით, ალკოჰოლური ინტოქსიკაციის სიხშირის სწრაფი ზრდა ზრდის მეხსიერების დაკარგვის რისკს 2,69-ჯერ. სისხლში ალკოჰოლის პიკური კონცენტრაცია ზრდის გათიშვის რისკს 2,93-ჯერ. მაგრამ ინტოქსიკაციის ხანგრძლივობას აქვს ყველაზე ძლიერი ეფექტი: ალკოჰოლის ხანგრძლივი მიღებისას დროებითი ამნეზიის რისკი 4,16-ჯერ იზრდება.
ამავდროულად, კვლევის ავტორებმა აღიარეს, რომ მიღებული შედეგების რეპრეზენტაციულობა იდეალური არ არის.
ასევე აღნიშნულია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, მოსწავლეებმა შესაძლოა ვერ გააცნობიერონ, რომ მათ ჰქონდათ მეხსიერების დაქვეითება და აშკარად არ ჩაწერეს ეს კითხვარში.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
ქირურგიული მანიპულაციები და სხვადასხვა დიაგნოსტიკური პროცედურები წარმოუდგენელია ანესთეზიის გარეშე.
ანესთეზია ხელოვნური გზით ტკივილის შეგრძნების დათრგუნვაა. ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ქირურგიული ჩარევებისთვის ფუნქციონირებს ულტრათანამედროვე ვენტილაცია–კონდიცირების სისტემითა და უახლესი აპარატურით აღჭურვილი ოთხი საოპერაციო ბლოკი, უახლესი ანგიოგრაფიული ლაბორატორია და სისხლძარღვთა საოპერაციო.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის ანესთეზიოლოგიის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს რევაზ ვაჩეიშვილი.
ჩვენი კლინიკის ანესთეზიოლოგიის დეპარტამენტი აღჭურვილია კომპანია Drager–ის წარმოების საანესთეზიო აპარატებით, სისხლის გაზების ანალიზატორებით, საინფუზიო მოწყობილობებით, ინვაზიური და არაინვაზიური, ახალი თაობის კარდიომონიტორებით.
ანესთეზიოლოგიურ დეპარტამენტში გამოიყენება ანესთეზიის შემდეგი სახეები:
ზოგადი ბალანსირებული ანესთეზია;
ტოტალური ინტრავენური ანესთეზია;
რეგიონული ანესთეზიის სხვადასხვა მეთოდები;
ინტრავენური სედაცია ამბულატორიულ ქირურგიაში და საოპერაციოს გარეთ დიაგნოსტიკური გამოკვლევების ჩატარებისთვის;
ტკივილის სინდრომის ეტიოპათოგენეზური პროფილაქტიკა და მკურნალობა;
მექანიკური ვენტილაციით მკურნალობის თანამედროვე მეთოდები ფილტვის მწვავე დაზიანებისა და მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომის მქონე პაციენტებში;
ანესთეზიისა და ინტენსიური თერაპიის ახალი მეთოდები;
ანესთეზიის შესახებ გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის ანესთეზიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რეზი ვაჩეიშვილი.
– რას გულისხმობს ტერმინი ანესთეზია?
– ტერმინი ანესთეზია ბერძნული წარმოშობისაა და სიტყვასიტყვით ნიშნავს „უგრძნობლობას“.
– რას გვეტყვით ანესთეზიისთვის მოსამზადებელ პროცედურებზე?
– თითოეული ანესთეზიის სახეობა ირჩევა პაციენტის ქირურგიული ოპერაციის მიხედვით. ანესთეზიის დაწყებამდე ექიმი ანესთეზიოლოგი ეცნობა პაციენტის ისტორიას, კრეფს ანამნეზს ჯანმრთელობის მდგომარეობის, ცხოვრების სტილის, ალერგიის, მავნე ჩვევებისა თუ მისი თანმხლები დაავადებების შესახებ და ა.შ.
– პაციენტები აცხადებენ, რომ ნარკოზის შემდეგ მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემა აქვთ. კიდევ რა გართულებები შეიძლება გამოვლინდეს?
– როგორც ყველა დარგში ანესთეზიის დროსაც არსებობს გვერდითი ეფექტები და გართულებები. რასაკვირველია, ეს რისკები ექიმ ანესთეზიოლოგს დაჰყავს მინიმუმამდე. გვერდითი მოვლენების უმრავლესობა ოპერაციის შემდეგ მალევე ქრება და არ გრძელდება დიდხანს. საუბარია: გულისრევაზე, ღებინებაზე, კანკალსა და შემცივნების შეგრძნებაზე, მეხსიერების დაქვეითებაზე, შარდის ბუშტის პრობლემაზე, ყელისა და თავის ტკივილზე, ტუჩის ან კბილის დაზიანებაზე. თანამედროვე აპარატურითა და მედიკამენტებით ისეთი, როგორიც ჩვენს კლინიკაშია, გართულებები მინიმუმამდეა დაყვანილი. ამასთან, შესაძლო გართულებებს წარმოადგენს საანესთეზიო საშუალებების მიმართ სერიოზული ალერგიული რეაქცია.
აღსანიშნავია, რომ გეგმიური ოპერაციების დროს რისკები და გართულებები მინიმუმამდეა დაყვანილი, რადგან ანესთეზიოლოგი წინასწარ აფასებს მდგომარეობას და პაციენტს აძლევს გარკვეულ რეკომენდაციებს, მაგალითად, რომ უნდა დაიკლოს წონაში, შეწყვიტოს სიგარეტის მოწევა, ჩაიტაროს ალერგოლოგის, კარდიოლოგის, თერაპევტის კონსულტაცია.
– რას გვეტყვით ანესთეზიის სახეებზე?
– არსებობს ანესთეზიის სხვადასხვა სახეები: სპინალური ანესთეზია, ეპიდურული ანესთეზია, რეგიონული ანესთეზია, ინტრავენური ანესთეზია სპონტანური სუნთქვის შენარჩუნებით, ზოგადი ბალანსირებული ანესთეზია და ა.შ.
ენდროტრაქეალური ნარკოზი გულისხმობს სასუნთქი გზების პროთეზირებას, ინტუბირებას და აპარატულ სუნთქვაზე გადაყვანას. ამ დროს პაციენტს აპარატი საჭირო მოცულობით აწვდის აირსა და ჟანგბადის კონცენტრაციას. არსებობს ენდოტრაქეალური ანესთეზიის კომბინირებული და ბალანსირებული სახეობები. ენდოტრაქეალური ნაჩვენებია პაციენტების ჯანმრთელობის ზოგადი მძიმე მდგომარეობის დროს. მუცლის ღრუზე ოპერაციების ჩატარებისას, მედიკამენტები ინდივიდუალურად შეირჩევა პაციენტის ზოგადი მდგომარეობიდან გამომდინარე.
რეგიონული ანესთეზიის დროს მგრძნობელობა ითიშება სხეულის გარკვეულ ნაწილში, შესაბამისად, პაციენტი აბსოლიტურად საღ გონებაზეა. ანესთეტიკი შეგვყავს უშუალოდ ნერვულ წნულში და ხდება ამა თუ იმ ორგანოს გაუტკივარება. ამ მეთოდს ფართოდ ვიყენებთ ზედა კიდურებზე ოპერაციის დროს.
სპინალური ანესთეზიის დროს საანესთეზიო საშუალება შედის ზურგის ტვინის მახლობელ სივრცეში. პრეპარატი აღწევს ნერვულ ბოჭკოებში და ბლოკავს ნერვული იმპულსის გადაცემას. გაუტკივარების ეს სახე უფრო ხშირად გამოიყენება მენჯის ღრუს ორგანოებსა და ქვემო კიდურების ოპერაციის დროს. ანესთეზიისას პაციენტი წევს გვერდზე ან ზის. ნემსის შეყვანა აბსოლიტურად უმტკივნეულოა. ბლოკის დადგომის შემდეგ სურვილისამებრ, პაციენტი შეიძლება იყო გონზე (არ განიცდიდეს რაიმე სახის ტკივილს) ან შეუძლია დაიძინოს.
ინტრავენური ანესთეზია გამოიყენება მცირე მასშტაბის მანიპულაციებისა და ოპერაციების დროს. ამ შემთხვევაში პაციენტი იძინებს მედიკამენტის საშუალებით და შენარჩუნებულია სპონტანური სუნთქვა.
ეპიდურული ანესთეზია განვითარებულ ქვეყნებში ფართოდ დანერგილი მეთოდია. ამ დროს ანესთეტიკი შეჰყავთ ხერხემლის გარკვეულ სივრცეში, რომელსაც ეპიდურული სივრცე ეწოდება. ვბლოკავთ იმ ნერვებს, რომლებიც იმპულსებს თავის ტვინისკენ გზავნიან. ეპიდურულ ანესთეზიას აქვს ბევრი დადებითი მხარე, მაგალითად, პაციენტი არის ნათელ გონებაზე, მშობიარობის დროს აღიქვამს და შეიგრძნობს შვილის დაბადების ბედნიერებას. ეპიდურულ ანესთეზიას ხშირად ვიყენებთ მასშტაბური ოპერაციების შემდეგ პოსტოპერაციულ პერიოდში.
კლინიკა “კონსილიუმ მედულას” გინეკოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ონკოგინეკოლოგმა და მამოლოგმა, პროფესორმა ალექსანდრე ბერიშვილმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში „ძუძუს კიბო ახალგაზრდებში – თანამედროვე მიდგომები და გამოწვევები“, რომელიც ევროპის ონკოლოგთა სკოლის, საქართველოს ონკოლოგთა სკოლის, თოდუას სამედიცინო ცენტრისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზებით თბილისში ჩატარდა.
კონფერენციაზე უცხოელმა და ქართველმა ონკოლოგებმა განიხილეს ძუძუს კიბოს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მიდგომები. კონფერენციის სპიკერთა შორის იყვნენ საერთაშორისო ექსპერტები: ვალერიო ნარდონე (კამპანიის უნივერსიტეტი), ფატიმა კარდოზო (შანპალიმოს კლინიკა, ლისაბონის უნივერისტეტი), მატეო ლამბერტინი (სანმარტინოს ჰოსპიტალი და გენუის უნივერსიტეტი), ედუარდო ბონჩი (შანპალიმოს კლინიკა, ლისაბონის უნივერისტეტი), იულიუ ჰატიეგანუს მედიცინისა და ფარმაციის უნივერსიტეტი, კლუჟ-ნაპოკა, რუმინეთი).
პროფესორმა ალექსანდრე ბერიშვილმა კონფერენციის მონაწილეებს გააცნო მამოგრაფიის კონტროლით ვაკუუმ ასისტირებული, სტერეოტაქტიკური ბიოფსიების ჩატარებაში კლინიკა „კონსილიუმ მედულას“ გამოცდილება და მიღებული შედეგები.
სარძევე ჯირკვლის ვაკუუმ ასისტირებული ბიოფსია (VAB /Vacuum-assisted breast biopsy) ამბულატორიული პროცედურაა, რომელიც ტარდება სპეციალური აპარატით, მამოგრაფიის კონტროლით. პროცედურის ჩატარების ჩვენებაა რადიოლოგიურად გამოვლენილი ძუძუს არაპალპირებადი მცირე ზომის კვანძოვანი წარმონაქმნების დიაგნოსტირება, ასევე, რადიოლოგიურად აღწერილი მიკროკალცინატების ჯგუფების გენეზის დადგენა ონკოლოგიური დაავადების გამოსარიცხად. პროცედურის ბოლოს, სიმსივნის სარეცლის მარკირების მიზნით, შესაძლებელია მასში მეტალის კლიპის იმპლანტაცია. მეთოდის დიაგნოსტიკური ღირებულება 98 პროცენტს უტოლდება. სარძევე ჯირკვლის ვაკუუმ ასისტირებული ბიოფსიის პროცედურა ქირურგიული ჩარევის უსაფრთხო ალტერნატივაა.
სამედიცინო სიახლე – როგორ მოქმედებს გარემო ბავშვის მეხსიერებასა და დასწავლის უნარზე?
ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია გადაცემაში „პირადი ექიმი“ სამედიცინო სიახლეზე საუბრობს :
„ძალიან მნიშვნელოვანი გამოცემა Environment International ახალ კვლევას აქვეყნებს, რომელშიც ესპანელი მეცნიერების ხანგრძლივი მუშაობის შედეგებია ასახული. ეს მრავალწლიანი კვლევის შეჯამებაა, რომელიც ესპანეთის 4 სხვადასხვა რეგიონში 1700-ზე მეტი ქალბატონის შვილების ჯანმრთელობის შესწავლითა და შეფასებით შედგა. კვლევამ მიზნად დაისახა, შეესწავლა სასკოლო ასაკის ბავშვების ყურადღების კონცენტრაციის უნარი და მეხსიერების თავისებურება, განსაკუთრებით მუშა მეხსიერების რესურსი.
მეცნიერებმა ეჭვი გამოთქვეს, რომ ამ ყველაფერზე გავლენა, შესაძლოა, გარემომ მოახდინოს. თავდაპირველად კონკრეტული ფაქტორები, რომლებიც მტკიცებით გამოიწვევდა ასეთ ხარვეზებს, დასახელებული არ იყო, მაგრამ კვლევამ აჩვენა, რომ გამონაბოლქვში, აზოტის ოქსიდის არსებობა ბავშვების ჯანმრთელობაზე გადამწყვეტ გავლენას ახდენს. მკვლევარებმა აზოტის ოქსიდთან ბავშვების ექსპოზიცია შეისწავლეს. მარტივად რომ ვთქვათ, დააკვირდნენ, როგორი იყო საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ჰაერის დაბინძურება, გამონაბოლქვით დატვირთვა და ამ გამონაბოლქვში აზოტის ოქსიდის არსებობა. ეს ყველაფერი ბავშვების ასაკობრივ განვითარებასთან ერთად გაითვალისწინეს. იყვნენ, თუ არა ისინი დედის ორსულობის პერიოდში ამ გარემოში. სიცოცხლის პირველ წლებში ამავე გარემოში რჩებოდნენ თუ არა, როგორი იყო მათი განვითარება 4, 6, 8 წლის ასაკში. ორ ჯგუფად დაყვეს და 4-დან 6 წლამდე და 6-დან 8 წლამდე ასაკში ბავშვების ყურადღების კონცენტრაციის უნარი და მუშა მეხსიერების ხარვეზი შეაფასეს. მათ ჰაერის დაბინძურებასა და მეხსიერების პრობლემებთან პირდაპირი ასოციაცია აღმოაჩინეს.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ თუ ბავშვები სიცოცხლის პირველი-ორი წლის მანძილზე აზოტის ოქსიდით დატვირთულ გარემოში არიან, მაშინ მათ 4-დან 8 წლამდე ასაკში ყურადღების კონცენტრაციის ხარვეზი აუცილებლად გამოუვლინდებათ. განსაკუთრებით, ვაჟებს. ეს ხარვეზები დაუყოვნებლივ არ ვლინდება.
საგულისხმოა, რომ უკვე სასკოლო ასაკში ასეთ ბავშვებს ძალიან მკაფიოდ გამოხატული ყურადღების კონცენტრაციის ხარვეზი აქვთ და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ დაბადებიდან პირველი ორი წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ და სეირნობდნენ იმ გარემოში, სადაც დიდი რაოდენობით გამონაბოლქვი და ამ გამონაბოლქვში ძალიან დიდი რაოდენობით აზოტის ოქსიდი იყო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა.
ამ მომენტიდან უკვე ვიცით, რომ განსაკუთრებით უნდა გავუფრთხილდეთ პატარებს, რადგან დაბინძურების ხარისხი, გარემოს სხვადასხვა ექსპერტის მიხედვით, მიწიდან 1 მეტრამდე სიმაღლეში განსაკუთრებით მაღალია. ჩვენი პატარები ერთ მეტრს არ აღემატებიან, მაშინაც კი, როცა მათ ეტლით ვასეირნებთ. ამიტომ, გარემოს დაბინძურების რისკი ბავშვების ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გრძელვადიან პერსპექტივაში აუცილებლად გასათვალისწინებელია, თუნდაც დღევანდელ სამედიცინო სიახლეზე დაყრდნობით.“
პლასტმასის ფართოდ გავრცელება ჩვენს სამყაროში დიდ რისკს უქმნის გარემოს და ჩვენს ჯანმრთელობას. ცნობილია, რომ მიკრო და ნანო პლასტმასები, ჯანმრთელობის სხვა პრობლემებთან ერთად, დაკავშირებულია ენდოკრინული სისტემის დარღვევებთან, კიბოსთან და უნაყოფობასთან.
ერთ-ერთმა ახალმა კვლევამ საკმაოდ შემაშფოთებელი შედეგები აჩვენა და დაადგინა, რომ მიკროპლასტმასების არსებობამ შესაძლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაზიანებაც გამოიწვიოს!
კვლევის ფარგლებში შეისწავლეს 200-ზე მეტი იმ ადამიანის სამედიცინო ინფორმაცია, რომლებსაც, საძილე არტერიის უსიმპტომო დაავადების გამო, საძილე არტერიაზე ჩაუტარდათ ქირურგია, ენდარტერექტომია.
კვლევამ მიკროპლასტმასის ან უფრო მცირე ზომის, ნანოპლასტმასის ნაწილაკები აღმოაჩინა ამ პირების თითქმის 60%-ის საძილე არტერიაში.
კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ეს ადამიანები 4,5-ჯერ უფრო ხშირად განიცდიდნენ გულის შეტევას, ინსულტს ან სიკვდილს, ოპერაციიდან მომდევნო 34 თვის განმავლობაში, ვიდრე ისინი, ვისი არტერიებიც იყო პლასტმასისგან სუფთა!
რათქმაუნდა, უფრო მეტი კვლევებია საჭირო ადამიანის ორგანიზმზე პლასტმასის მავნე ზეგავლენაში სრულად გასარკვევად, თუმცა, ერთი რამ დანამდვილებით ვიცით, რომ მნიშვნელოვანი და საჭიროა შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად შევზღუდოთ პლასტმასის მოხმარება.
ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში პლასტმასები იმდენად გავრცელებულია, რომ შეიძლება ძნელი იყოს მათი სრულად თავიდან აცილება, თუმცა, ნაჭრის პარკების, უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული, საკვებისა და სასმელის კონტეინერების და მაღალი ხარისხის წყლის ფილტრების გამოყენებით, შევძლებთ მინიმუმამდე დავიყვანოთ მიკროპლასტმასების ჩვენს ორგანიზმში შეღწევა.
რაც უფრო ნაკლებად ვიყიდით და გამოვიყენებთ პროცესირებულ და შეფუთულ საკვებს, მით უფრო ნაკლები რაოდენობის პლასტმასთან გვექნება ყოველდღიურად კონტაქტი და შეძლებისდაგვარად, თავიდან ავიცილებთ მასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემების განვითარებას.
კვლევის შესახებ წერს აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი, ქეთი შავლიაშვილი.
The widespread presence of plastics in our environment presents various health and environmental risks, including endocrine disruption, cancer, infertility, and more.
A recent alarming study has revealed a potential link between microplastics and cardiovascular damage. Research involving over 200 individuals undergoing surgery found that nearly 60% had microplastics or even smaller nano plastics present in a major artery.
Those individuals with plastic particles in their arteries were 4.5 times more likely to experience heart attacks, strokes, or death within about 34 months post-surgery compared to those without plastic contamination.
More comprehensive studies are needed to fully understand the impact of plastics on our health. To reduce exposure, we can consider using cloth produce bags, glass and stainless steel containers for food and beverages, and investing in a quality water filter.
Choosing less processed and packaged foods can also help minimize interactions with plastics in everyday life.
New York Times იუწყება, რომ სტარტაპმა დიდი რაოდენობით ბიოლოგიური მონაცემები მიაწოდა მსხვილ ენობრივ მოდელს (LLM). ამით მკვლევრებს CRISPR-ზე დაფუძნებული გენის რედაქტირების ახალი ტექნოლოგიის შექმნა სურდათ.
მკვლევრების მიზანია შექმნან გენების რედაქტირების ახალი მიდგომები, რომლებიც უფრო ეფექტური და ქმედუნარიანია, ვიდრე არსებული ბიოლოგიური მექანიზმები. ეს საშუალებას მოგვცემს თავიდან ავიცილოთ დაავადებები და სხვა პათოგენები.
სტარტაპი სახელად Profluent აცხადებს, რომ ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ერთი ასეთი ტექნოლოგია ადამიანის დნმ-ის რედაქტირებისთვის უკვე გამოიყენა. საუბარია OpenCRISPR-1-ზე, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ შემუშავებული პირველი მსგავსი ტექნოლოგიაა.
სტარტაპში ამბობენ, რომ “ტექნოლოგია ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ნულიდან შეიქმნა”.
„ეს ნიშნავს, რომ მომავალში ხელოვნური ინტელექტი ასეთ ტექნოლოგიებსაც შეიმუშავებს, რაც მედიცინის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია”, — თქვა სტარტაპის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ალი მადანმა.
ექსპერტების თქმით, ის, რაც ნამდვილად აფერხებს გენის რედაქტირების სფეროს, არის პრეკლინიკური კვლევების სიმცირე. სწორედ უშუალო კვლევებით უნდა დადასტურდეს საბოლოოდ, არის თუ არა დნმ-ის ეს ცვლილებები უსაფრთხო და ეფექტური. მიუხედავად უამრავი ოპტიმიზმისა, მეცნიერები კვლავ ფრთხილობენ და ჯერ კიდევ საუბრობენ ადამიანის დნმ-ის რედაქტირების შესაძლო გვერდით ეფექტებზე.
სწორედ ამიტომ, ამ დარგში ხელოვნური ინტელექტის გამოჩენა მნიშვნელოვანია და ამან შეიძლება კვლევების პროცესი დააჩქაროს. Profluent-ში სურთ თავიანთი მოდელი სხვა მკვლევრებსაც მიაწოდონ, რითაც სისტემის დახვეწა და გაუმჯობესება მოხდება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24 აპრილიდან თბილისსა და საქართველოს ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის განპირობებული.
როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, ტრანსასაზღვრო დაბინძურება წლის განმავლობაში გარკვეულ დღეებში, ანალოგიური სინოპტიკური სიტუაციის დროს ფიქსირდება.
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით.
ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ და მიიღოს ჯანდაცვითი რეკომენდაციები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე – https://www.air.gov.ge “, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თანამედროვე მედიცინა ამ სახელწოდებით ისეთ პათოლოგიურ მდგომარეობას მოიხსენიებს, რომელსაც ნერვული სისტემის ამა თუ იმ დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვს, თუმცა ლაბორატორიულ– ინსტრუმენტული კვლევები ცენტრალური და პერიფერიული ორგანოების დაზიანებას გამორიცხავს.
ფუნქციური ნერვული აშლილობა იშვიათი დაავადებების ნუსხაშია შეტანილი, თუმცა საერთაშორისო მონაცემებით ირკვევა, რომ ნევროლოგთან ამბულატორიული ვიზიტის მიზეზთა ტოპათეულში შედის, რაც მას ისეთივე აქტუალურს ხდის როგორიც, მაგალითად, პარკინსონის დაავადება ან გაფანტული სკლეროზია. ფუნქციური ნერვული აშლილობის სინონიმებია:
• კონვერტაციის დარღვევა;
• ფსიქოგენური კრუნჩხვა ` მოძრაობის დარღვევა;
• დისოციაციური კრუნჩხვა ` მოტორული აშლილობა;
• არაეპილეფსიური კრუნჩხვა.
დაავადება ნერვული სისტემის მუშაობის დარღვევით არის გამოწვეული და არა ორგანული დაზიანებით. დარღვეულია თავის ტვინსა და პერიფერიულ ნერვებს შორის საინფორმაციო სიგნალების გაგზავნა და მიღება.
სხვა იშვიათი დაავადებების მსგავსად, ფუნქციური ნევროლოგიური აშლილობის ზუსტი მიზეზი დღემდე უცნობია. ფროიდი და მისი თანამოაზრეები მას ნევროლოგიური სიმპტომების მქონე ფსიქიკურ აშლილობად მიიჩნევდნენ, თუმცა 2000-იანი წლების შემდეგ ჩატარებულმა ნეირომეცნიერულმა კვლევებმა დარღვევის სპეციფიკური ნიშნები გამოავლინა და ის ცალკე ნოზოლოგიად გამოყვეს.
არასაკმარისი ცოდნის გამო ფუნქციურ ნერვულ აშლილობას დიდი ხნის განმავლობაში უგულებელყოფდნენ ექიმები და მკვლევრები, მაგრამ დღეს მას უკვე სათანადო ყურადღება ექცევა, რადგან უნარშეზღუდულობისა და სიცოცხლის ხარისხის დაქვეითების ერთ-ერთი მიზეზია და შესაძლოა, ქრონიკული დაღლილობისა და ტკივილის სინდრომების განვითარება მოჰყვეს.
ვის და რატომ ემართება
დაავადების გავრცელების ზუსტი სტატისტიკა უცნობია. საერთაშორისო მონაცემებით, ყოველწლიურად 100 000-დან 2-5 შემთხვევა ფუნქციური ნერვული აშლილობის წილად მოდის. დაავადებამ ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება იჩინოს თავი, თუმცა იშვიათად გვხვდება ათ წლამდე. განსაკუთრებით ხშირია მოზარდ ასაკში და უმეტესად მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს აღენიშნებათ.
ფუნქციური ნერვული დარღვევის უშუალო მიზეზი, როგორც ვთქვით, უცნობია. მის განვითარებაში წვლილი შეაქვთ განსაზღვრულ ბიოლოგიურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ ფაქტორებს, რომელთაგან ზოგიერთი ტვინს ავადმყოფობის მიმართ მეტად მოწყვლადს ხდის, ზოგი გამშვები მექანიზმის როლს ასრულებს, ზოგი კი მდგომარეობის გაუმჯობესებას უშლის ხელს. ბიოლოგიური ფაქტორი (ფიზიკური ტრავმა, ტკივილი, ინფექცია) ნერვული აშლილობის ყველაზე ცნობილი გამშვები მექანიზმია, შფოთვის პანიკური შეტევა, დეპრესია და ბავშვობის ტრავმა კი ფსიქოლოგიურ რისკფაქტორებს განეკუთვნება. რაც შეეხება სოციალურ ფაქტორებს, არასრულფასოვანი ოჯახური ცხოვრება და სამსახურის სიძულვილი პათოლოგიურ მდგომარეობის უფრო მეტად ამძიმებს. თუმცა ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ზემოთ ჩამოთვლილი რისკფაქტორების მქონე ყველა ადამიანს ფუნქციური ნერვული აშლილობა არ უვითარდება, ისევე როგორც არავინაა მისგან დაზღვეული.
როგორ ვლინდება
მეცნიერები თავის ტვინს ხშირად კომპიუტერს ადარებენ, რათა უკეთ აგვიხსნან ამ ორგანოს მუშაობასთან დაკავშირებული ესა თუ ის საკითხი. კომპიუტერის მსგავსად, თავის ტვინსაც აქვს ისეთი “ნაწილები”, რომელთა საშუალებითაც ის საკუთარ სტრუქტურებთან, გარე სამყაროსა და სხეულის სხვა ნაწილებთან ამყარებს კავშირს. ნერვული სისტემის ფუნქციური აშლილობის დროს ტვინის “პროგრამულ” ნაწილში ხარვეზებია, რომლებიც განსაზღვრული სიმპტომებით ვლინდება. ეს სიმპტომები სხვადასხვა პაციენტთან სხვადასხვა სიხშირითა და ინტენსივობით იჩენს თავს. უმეტესობა უჩივის ე.წ. დისოციაციურ შეტევებს (დისსოციატივე ატტაცკ) – უეცარ უნებლიე ხანმოკლე მოძრაობებს, რომლებიც ხშირად ეპილეფსიურ გულყრას ჰგავს, თუმცა, მისგან განსხვავებით, თავის ტვინის ანომალიური ელექტრული აქტივობა არ უდევს საფუძვლად. ამ ტიპის შეტევები უმეტესად ახალგაზრდა ქალებთან გვხვდება და მკურნალობას მეტ-ნაკლებად ემორჩილება.
მოძრაობის ფუნქციურმა აშლილობამ შესაძლოა გამოიწვიოს სიარულის სირთულე, ტრემორი (კიდურების უკინტროლო კანკალი ან სისუსტე), დისტონია (კუნთების უნებლიე შეკუმშვა, რომელიც ვლინდება ნელი განმეორებითი მოძრაობებით ან უჩვეულო პოზით), ზოგჯერ – მთელი სხეულის პარალიზი. არსებობს ფუნქციური აშლილობის გამომხატველი სხვა სახის სიმპტომებიც, რომლებიც მოიცავს თავბრუხვევას, სენსორულ პრობლემებს (მხედველობის, მგრძნობელობისა და სმენის დაქვეითება), მეტყველების დარღვევას და კოგნიტიურ პრობლემებს (დაბნეულობა, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, ხანმოკლე ან ხანგრძლივი მეხსიერების დაქვეითება, განსჯის უნარისა და იდენტობის დაკარგვა). ფაქტობრივად, ტვინის მიერ კონტროლირებადი ნებისმიერი ფუნქცია შეიძლება დაირღვეს. ზოგჯერ ირღვევა შინაგანი ორგანოების (შარდის ბუშტის) მუშაობაც.
თუმცა, როგორც უკვე ვთქვით, ფუნქციური ნერვული აშლილობა რეალური პათოლოგიური მდგომარეობაა ჭეშმარიტი სიმპტომებით, რომელთა მართვა და პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესება შესაძლებელია.
როგორ ისმება დიაგნოზი თანამედროვე მიდგომით, ფუნქციური ნერვული აშლილობის დიაგნოზს შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე სვამენ:
• ერთი ან მეტი სიმპტომი, რომლებიც ვლინდება ნებაყოფლობითი მოტორული (კუნთების მოძრაობას) ან სენსორული (მხედველობა, სმენა, შეხება, გემო, ყნოსვა) ფუნქციის მოშლით და აქვეითებს სიცოცხლის ხარისხს;
• სათანადო კვლევებით ორგანული ნერვული დაავადების გამორიცხვა.
მომდევნო ნაბიჯი იმ (ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური, სოციალური) რისკფაქტორების გამოვლენაა, რომლებსაც შეუძლია, ხელი შეუწყოს აშლილობის განვითარებას ან დაამძიმოს ის.
როგორ მკურნალობენ
ფუნქციური ნერვული დაავადების მკურნალობა კომპლექსური და ხანგრძლივი პროცესია. მისი ძირითადი მიზანი ტვინის “გადამზადებაა”. ვინაიდან პრობლემა ისაა, რომ ტვინსა და ნერვებს შორის ინფორმაციის მიმოცვლაა დარღვეული, მკურნალობა ნორმალური ფუნქციების ხელახლა დასწავლას ისახავს მიზნად. ამ აშლილობის სამკურნალო ჯადოსნური წამალი არ არსებობს. უფრო მეტიც: ფარმაკოთერაპია მხოლოდ გამოხატული დეპრესიისა და შფოთვის დროს ერთვება საქმეში. უმეტესად საჭიროა მულტიდისციპლინური გუნდის (ნევროლოგი, ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, ფიზიკური თერაპევტი) შექმნა და თითოეული პაციენტისთვის მკურნალობის ინდივიდუალური გეგმის შემუშავება.
საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის გაფორმდა სასესხო შეთანხმება ჯანდაცვის სექტორის გაძლიერების პროგრამის თაობაზე.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის განვითარების ბანკის საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა, ლესლი ბეარმან ლამმა.
ბანკის მიერ, ჯამში, გამოყოფილი იქნება ფინანსური რესურსი 46,275,000 ევროს ოდენობით. სასესხო შეთანხმებით 2024 წელს გათვალისწინებულია პირველი ტრანშის – 23,137,500 ევროს ჩამორიცხვა, ხოლო მეორე ტრანშის მიღება იგეგმება 2025 წელს.
პროგრამით გათვალისწინებულია პირველადი ჯანდაცვის, სპეციალიზებული ამბულატორიული მოვლისა და დიაგნოსტიკური სერვისებისთვის მოსახლეობისთვის შეთავაზებული შეღავათების გაზრდა და ფინანსური ხელმისაწვდომობის ბარიერების შემცირება, მომსახურების მიწოდების გაუმჯობესება მომსახურების ყველა დონეზე, ციფრული საინფორმაციო სისტემების გაუმჯობესება, რომელიც საჭიროა ჯანდაცვის პროგრამებისა და ჯანდაცვის სექტორზე სახელმწიფო ხარჯების უფრო ეფექტურად მართვისთვის, მმართველობის გაუმჯობესებასა და გაწეული მომსახურების ხარისხის ანგარიშვალდებულება.
19 აპრილს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სტუმრობდა, რომელმაც საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ინფორმირებულობის მნიშვნელოვნებაზე ისაუბრა.
– ბატონო გიორგი, რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოების განათლება და ინფორმირებულობა ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესებისთვის, რა საფრთხეს უქმნის ინფოდემია ზოგადად მსოფლიოს და კონკრეტულად საქართველოს?
– როცა საუბარია სწორ ინფორმაციაზე, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ მისი წყარო – ვინ ამბობს, ვინაა ის ადამიანი და რა დგას მის უკან, ანუ ყოველთვის უნდა ვეძებოთ ინფორმაციის პირველწყარო. სამწუხაროდ, პანდემიის დროს, ინფოდემიამ უფრო მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ვიდრე თვითონ ვირუსმა, რაშიც ექიმების დანაშაულიცაა, რადგან არ გვქონდა სწორი კომუნიკაცია მოსახლეობასთან. საუბედუროდ, ჩვენთვის არავის უსწავლებია მოქალაქეებთან საუბარი და მათთვის საინტერესო თემების მარტივ ენაზე ახსნა.
სიხარულით მინდა აღვნიშნო, რომ 18-20 აპრილს ჯანდაცვის სამინისტროსა და დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის ორგანიზებით, საქართველომ ORPHEUS-ისყოველწლიურ კონფერენციას უმასპინძლა. ბედნიერი ვარ, რომ ამ დღეებში თბილისი უმაღლესი სამედიცინო განათლების სადოქტორო პროგრამების დედაქალაქად იქცა, რადგან პროფესორები და სამედიცინო უნივერსიტეტების წარმომადგენლები თითქმის მთელი მსოფლიოდან გვეწვივნენ. სწორედ კომუნიკაციის, ინფორმაციის მარტივ და გასაგებ ენაზე მიწოდების პრობლემები განვიხილეთ კონფერენციაზე.
– ბრწყინვალედ შეძელით პანდემიის დროს მოსახლეობის ინფორმირება. რა არის მთავარი ადამიანებთან ურთიერთობისას?
– სოციალურ მედიაში საქმიანობის სოლიდური გამოცდილება მაქვს და სავარაუდოდ, სწორედ ეს გამოცდილება დამეხმარა, მოსახლეობას ყოველთვის მისთვის მისაღებ, გასაგებ ენაზე ვესაუბრებოდი და როგორც ჩანს, ეს აღმოჩნდა ყველაზე ეფექტური. ზოგჯერ პუბლიკის ყურადღების მისაქცევად უხეშობის გამოყენებაც ამართლებს. მაგალითად, უზარმაზარი პოპულარობა მოიპოვა ჩემმა გამოთქმამ, როცა გაბრაზებულმა ვთქვი, „ყველას თავში ქვა გიხლიათ-მეთქი“.
– ადრე ინფორმაციის დეფიციტს ვუჩიოდით, ახლა კი, პირიქით, მისი სიჭარბე აღმოჩნდა პრობლემური, რადგან ზღვარი წაიშალა სანდო და ე.წ. ყვითელ ინფორმაციას შორის. როგორ უნდა დავიცვათ მოსახლეობა არასწორი ინფორმაციისგან და როგორ მივაწოდოთ სწორი, კვალიფიციური ინფორმაცია?
– ძალიან მალე შეიქმნება მედიაჰოლდინგი, რომელიც სისტემატურად მიაწვდის მოსახლეობას ინფორმაციას ჯანდაცვაზე სხვადასხვა პლატფორმიდან. რა თქმა უნდა, Google-ს ჩვენ ვერ შევცვლით, თუმცა მაქსიმალურად ვეცდებით თანამედროვე ტექნოლოგიების ჩვენს სასარგებლოდ გამოყენებას და სწორი ინფორმაციის გავრცელებას. ყველა ექიმი ვერ იქნება კარგი კომუნიკატორი. მეტიც, ხშირად კარგ ექიმს საერთოდ არ გამოსდის პაციენტთან ურთიერთობა და პირიქით, საოცრად კომუნიკაბელურ, თუმცა ცუდ ექიმებს თავგამოდებით აწყდებიან პაციენტები.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ საერთო ჯამში საქართველოში 123 სამედიცინო დაწესებულებაა ქირურგიისა და რეანიმაციის ლიცენზიით. სწორედ ახლა ვახორციელებთ კანადელებთან ერთად 24 სამედიცინო დაწესებულების საერთაშორისო აკრედიტაციას, რაც ავტომატურად გამოავლენს საუკეთესოს მათ შორის. რა თქმა უნდა, ზოგ კლინიკაში მომსახურება ძვირია, ზოგში კი, შედარებით იაფი, თუმცა სწორედ სიძვირე განსაზღვრავს ხარისხს, რადგან წარმოუდგენელია ჯანდაცვა იყოს იაფი.
– ტექნოლოგიების ეპოქაში, თითქოს გაქრა ექიმის პაციენტთან პირადი ურთიერთობის აუცილებლობა. თქვენი აზრით, რამდენად საჭოროა ექიმისა და პაციენტის ინტენსიური კომუნიკაცია?
– ექიმისა და პაციენტის ურთიერთობის არ არსებობა – გლობალური პრობლემაა, რისი მთავარი მიზეზი ბიუროკრატიაა, რადგან კომპიუტერის ეკრანს მიჩერებული ექიმი, რომელსაც უამრავი ანკეტის შევსება უწევს, უბრალოდ დრო არ რჩება პაციენტთან საუბრისთვის, არადა სწორედ ადამიანური ურთიერთობა, ექიმის თბილი სიტყვა და პაციენტის ნდობაა მთავარი და ყველაზე ფასეული, რასაც ვერანაირი ტექნოლოგია ვერ ჩაანაცვლებს.
– რა გამოსავალს ხედავთ არსებული სიტუაციიდან, რამდენად შესაძლებელია ექიმისა და პაციენტის დაახლოება?
– კარგი ექიმების სიმცირეს მთელი მსოფლიო განიცდის, თუმცა საქართველოში კატასტროფული მდგომარეობაა, რადგან სულ უფრო მცირდება კვალიფიციური ექიმების რაოდენობა, მაშინ როცა იზრდება მოსახლეობის რიცხვი. მართალია, თანამედროვე ტექნოლოგიები, ვაქცინები და ახალი თაობის მედიკამენტები მაქსიმალურად უწყობენ ხელს სიცოცხლის გახანგრძლივებას, მაგრამ ნაკლებად კვალიფიციური მედიკოსების ფონზე ყველა მიღწევა უფასურდება. ჩემი აზრით, ექიმს არა მხოლოდ პრაქტიკული გამოცდილება, არამედ აკადემიური განათლებაც უნდა ჰქონდეს, რადგან სხვანაირად შეუძლებელია პაციენტთან სრულფასოვანი კომუნიკაცია.