ოთხშაბათი, მაისი 13, 2026

ტეტანუსი

ტეტანუსი – მწვავე ინფექციური დაავადება, რომელისაც ახასიათებს ცენტრალური ნერვული სისტემის მძიმე დაზიანება.
 
სიმპტომები

თავის ტკივილი;
ჭარბი ოფლიანობა;
გაღიზიანებულობა;
კუნთების კანკალი იმ ადგილებში, სადაც ბაქტერია მოხვდა;
ბაქტერიის მოხვედრის ადგილებში მწვავე ტკივილი;
ტრიზმი;
დისფაგია;
მიმიკური მუსკულატურის სპაზმები;
კიდურების კრუნჩხვები;
გახშირებული სუნთქვა;
კუნთების დაჭიმულობის გამო დეფეკაციისა და შარდვის შეფერხება;
მუცლის ღრუს კუნთების გამაგრება;
ოპისტოტონუსი.

 
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ინფექციონისტი, რისთვისაც საჭიროა:

გამაღიზიანებლის მოხვდერის ადგილის ნაცვეთის ანალიზი;
ნაცხის ანალიზი ცხვირ-ხახიდან, საშოდან, საშვილოსნოდან.

 
მკურნალობა

სედატიური პრეპარატები;
ნეიროპლეგიური საშუალებები;
ანტიბიოტიკები;
იმუნოგლობულინი.

 
საშიშროება

კუნთების დაშლა;
ძვლების მოტეხილობა;
ასფიქსია;
ხერხემლის კომპრესიული დეფორმაცია;
მიოკარდის ინფარქტი;
კორონარული სპაზმი;
პნევმონია.

 
რისკის ჯგუფი

ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლები;
ახალშობილები;
სოფლის მეურნეობის დარგში დასაქმებულები;
მოხუცები;
ავთვისებიანი სიმსივნეების მქონე ადამიანები;
მძიმე დამწვრობების გადამტანი ადამიანები.

 
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:

ტეტანუსზე ვაქცინაცია;
სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
ტრავმებისა და მოტეხილობებისგან თავის დაცვა;
ჭრილობის საგულდაგულოდ დამუშავება;
ქირურგთან დროულად ვიზიტი.

ტენდოვაგინიტი

ტენდოვაგინიტი – წარმოადგენს დაავადებას, რომელიც დაკავშირებულია მყესის ბუდის ანთებით პროცესთან.  
 
მიზეზები

კუნთების დაჭიმვა, სიცივის ზემოქმედება;
დაინფიცირება;
ჩირქოვანი ართრიტი;
პანარიცეა;
დაინფიცირებული ჭრილობები;
ოსტეომიელიტი;
კანის საფარის დახეთქვა;
რევმატიზმისას რეაქტიული ანთება.

 
სიმპტომები

მყესების ტკივილი;
კანის სიწითლე;
მყესების შეშუპება;
დასიება;
სხეული ტემპერატური აწევა;
ციება;
ლიმფური კვანძების გადიდება;
ორგანიზმის სისუტე;
მოდუნება;
მოძრაობის დროს ტკივილის შეგრძნება. 

 
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის საჭიროა:

ქირურგის, რევმატოლოგის, თერაპევტის კონსულტაცია;
სისხლის საერთო ანალიზი;
რენტგენოგრამა;
კომპიუტერული ტომოგრაფია;
ულტრა-ბგერითი გამოკვლევა. 

 
მკურნალობა

კიდურების იმობილიზაცია;
ფიზიოთერაპიული პროცედურები;
მედიკმენტოზური მკურნალობა;
ვიტამინოთერაპია;
ქირურგიული ჩარევა.

 
საშიშროება
მკურნალობა დადებით შედეგებს იძლევა იმ შემთხვევაში, თუ დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა მოხდება. სხვა შემთხვევებში მკურნალობა ხანგრძლივად გრძელდება, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს რეციდივებს და ქრონიკულ ფორმაში გადასვლას. დაავადების პროგრესმა კი შეიძლება სერიოზული გართულებები გამოიწვიოს.
 
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:

ძლიერი ფიზიკური დატვირთვისგან თავის დაცვა;
ტრავმების თავიდან აცილება;
ჯანსაღი ცხოვრების წესი;
სპორტი.

ტენდინიტი

ტენდინიტი – წარმოადგენს მყესის ქსოვილის ანთებას, რომელიც მიმდინარეობს ან ძვალთან მიერთების წერტილში, ან კუნთისა და მყესის გადაბმის ადგილში.
 
მიზეზები

სახსრებზე ხანგრძლივი ფიზიკური დატვირთვა;
ტრავმები;
ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციები;
რევმატიული დაავადებები;
მედიკამენტების მიღებისას სხეულის ალერგიული რეაქცია;
ორგანიზმის ანატომიური თავისებურებები.

 
სიმპტომები

ძლიერი ტკივილი;
მოძრაობის შეზღუდვა;
მყესის პალპაციისას გაზრდილი მგრძნობელობა;
მოძრაობის დროს ჭრიალი;
კიდურების დაწითლება;
მხრის მოძრაობის შეზღუდვა;
კიდურების მოძრაობის ამპლიტუდის შემცირება;
ტკივილი, რომელიც ღამით ძლიერდება და ხშირად ხელს უშლის ძილს;
სიარულის დროს სირთულეები;
ხელებით ნივთების დაჭერის პრობლემა. 

 
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის საჭიროა:

სხეულის კონკრეტული ნაწილების პალპაცია;
მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია;
ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;
კომპიუტერული ტომოგრაფია;
სისხლის საერთო ანალიზი. 

 
მკურნალობა

პაციენტისთვის სრული სიმშივდის უზრუნველყოფა;
ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების მიღება;
კორტიკოსტეროიდების ინექცია დაავადების ადგილებში;
ფიზიოთერაპია;
ოპერატიული ჩარევა. 

 
საშიშროება
მკურნალობის არარსებობა იწვევს სერიოზულ გართულებებს, რაც გამოიხატება სამოძრაო აპარატის ფუნქციის დარღვევაში და ზოგადად მოძრაობისა და ელემენტარული მანიპულაციების შესრულების შესაძლებლობის არქონაში.
 
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:

ვარჯიშის ან ფიზიკური დატვირთვის წინ კუნთების გახურება;
ორგანიზმის ფიზიკური გადატვირთვისგან დაცვა;
სრულფასოვანი დასვენება.

სწორი ნაწლავის ფისტულა

სწორი ნაწლავის ფისტულა – დაავადება, რომელიც ახლავს ქრონიკულ პარაპროქტიტს და ახასიათებს სწორ ნაწლავზე ღრმა ფისტულების გაჩენა.
 
მიზეზები

მწვავე პარაპროქტიტის გართულებები;
სწორი ნაწილავის რეზექციის შემდგომი გართულებები;
სამშობიარო ტრავმები;
გინეკოლოგიური ოპერაციების გართულებები;
სხვა დაავადებების არსებობა.

 
სიმპტომები

პერიანალურ ნაწილში კანის დაზიანება და ჭრილობის დიდი ხნის მანძილზე შეუხორცებლობა;
ჭრილობიდან ჩირქდენა;
ჭრილობის გარშემო ქავილი და კანის დაზიანება;
ძლიერი ტკივილი სფინქტერში, რომელიც კიდევ უფრო მწვავდება სიარულის, დეფეკაციის, ხველებისა და ცემინების დროს.

 
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს პროქტოლოგი, რისთვისაც საჭიროა:

ანოსკოპია;
რექტორომანოსკოპია;
სწორი ნაწლავის ფისტულის ზონირება;
ფისტულოგრაფია;
ირიგოსკოპია;
სფინქტერომეტრია;
ულტრასონოგრაფია.

 
მკურნალობა

ანტიბიოტიკები;
ფიზიოპროცედურები;
ქირურგიული ჩარევა.

 
საშიშროება
თუ არ მოხდება დაავადების დროული და სათანადო მკურნალობა, შესაძლოა შემდეგი სახის გართულებების წარმოშობა:

პოტენციის დაქვეითება;
ანალური ხვრელისა და სწორი ნაწლავის დეფორმაცია;
ანალური სფინქტერის ფუნქციის დარღვევა;
ანალური ხვრელის კედლებზე ნაპრალების გაჩენა.

 
რისკის ჯგუფი

პარაპროქტიტით დაავადებულები;
საჭმლის მონელების დარღვევების მქონე პირები;
სწორი ნაწლავის პრობლემების მქონე პირები.

 
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:

სწორი ნაწლავის ტრავმებისა და პარაპროქტიტის დროული მკურნალობა;
სწორი კვება;
დღეში მინიმუმ 1,5-2 ლიტრი წყლის დალევა;
პირადი ჰიგიენის წესების დაცვა.

სქოლიოზი

სქოლიოზი – დაავადება, რომელიც ხასიათდება ხერხემლის გვერდითი გამრუდებით.
 
არსებობს დაავადების შემდეგი სახეობები:

ხერხემლის კისრის ნაწილის სქოლიოზი;
ხერხემლის გულმკერდის ნაწილის სქოლიოზი;
ხერხემლის წელის ნაწილის სქოლიოზი.

 
მიზეზები

ხერხემლის მალების განუვითარებლობა;
დამატებით მალების წარმოქმნა;
ჰორმონალური განვითარების დარღვევა.

 
სიმპტომები

თავის დახრილი მდგომარეობა, ერთი მხარი მეორეზე მაღლაა აწეული;
ხერხემლის სიმრუდე და კისრის ასიმეტრია ფიქსირედება ნებისმიერ მდგომარეობაში;
კუზის განვითარება;
გამრუდებულ ადგილას კუნთების გაჭიმვა, ნეკნების ჩავარდნა.

 
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ორთოპედი, რისთვისაც საჭიროა:

ხერხემლის ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;
ხერხემლის რენტგენი;
ხერხემლის მაგნიტო-რეზონანსული გამოკვლევა;
ხერხემლის კომპიუტერული ტომოგრაფია;
მალათშორისი დისკების კონსტრასტული დიაგნოსტიკა;
ხერხემლის ელექტროსპონდილოგრაფია.

 
მკურნალობა

მანუალური თერაპია;
სამკურნალო ფიზკულტურა;
კორსეტის ტარება;
ორთოპედიული ფეხსაცმელი;
ოპერატიული ჩარევა.

 
საშიშროება
დაავადების გართულება შეიძლება იყოს:

ხშირი ბრონქიტი, პნევმონია;
გულის იშემია;
გულის უკმარისობა;
ფილტვების უკმარისობა;
ქრონიკული ქოლეცისტიტი, პანკრეატიტი;
ზურგის ტვინის ფუნქციის დარღვევა.

 
რისკის ჯგუფი

კუნთებისა და ნერვული სისტემის დაავადებების მქონე ადამიანები;
ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესის მქონე ადამიანები;
ხერხემლის თანდაყოლილი ანომალიების მოქნე ადამიანები;
ქვედა კიდურების დაავადებების და დეფორმაციის მქონე ადამიანები.

 
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:

სწორი პოზის გაკონტროლება;
გამაჯანსაღებელი ვარჯიში;
20 წუთში ერთხელ სხეულის მდგომარეობის შეცვლა.

სუნთქვის უკმარისობა

სუნთქვის უკმარისობა – პათოლოგიური სინდრომი, რომელიც წარმოიშობა როგორც ზოგიერთი დაავადების გართულება, რომლის დროს აღინიშნება ფილტვებში გაზების მიმოცვლის დარღვევა. გამოიყოფა დაავადების მწვავე და ქრონიკული ფორმები.
 
მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:

სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადებები (ბრონქიტი, ბრონქოლიტი, ემფიზემა, ბრონქიალური ასთმა);
ფიზიოლოგიური პრობლემები (აპნოე, გასუქება, მედიკამენტური ინტოქსიკაცია);
კუნთების ტონუსის მოდუნება (სიდტროფია, პოლიომიელიტი);
ფილტვების ქსოვილების ტრავმები (ფიბროზი, ალვეოლიტი, შეშუპება);
სარძევე ჯირკვლების დაზიანება.

 
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:

ციანოზი (კანის ლურჯი შეფერილობა);
ხუთვა;
სუნთქვის გართულება;
სარძევე ჯირკვლების ტკივილი;
გახშირებული სუნთქვა;
არითმია;
ცნობიერების მოშლა.

 
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-პულმოლოგი, რისთვისაც ნიშნავს:

სისხლის ბიოქიმიურ ანალიზი;
სისხლის მჟავა-ტუტოვანი შემადგენლობის შესწავლა;
სპირომეტრია;
ფილტვების რენტგენოლოგიური გამოკვლევა;
ფილტვების კომპიუტერული გამოკვლევა;
ბრონქოსკოპია.

 
მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მოიცავს:

ანტიბიოტიკებს;
ბრონქოლიტიკებს;
ჟანგბადის თერაპიას;
სარძევე ჯირკვლების მასაჟს;
დიურეტიკებს;
ბრონქების სეკრეტის ასპირაციას;
ინჰალაციას;
სამკურნალო ფიზკულტურას.

ძირითადი მკურნალობა მიმართული უნდა იყოს სუნთქვის უკმარისობის გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრისკენ.
 
საშიშროება
მკურნალობის არარსებობის შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს შემდეგი სახის გართულებები:

გულის უკმარისობა;
ფილტვების ჰიპერტენზია;
გულის გადიდება.

გართულების შემთხვევაში შესაძლოა ლეტალური შედეგი დადგეს.
 
რისკის ჯგუფი
რისკის ჯგუფში შედიან:

სამრეწველო რაიონებში მცხოვრები ადამიანები;
სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები;
მწეველები;
ალერგიული რეაქციების მქონე ადამიანები;·      
მავნე წარმოებებში მომუშავეები

 
პროფილაქტიკა
დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:

ფილტვების დაავადებების დროული მკურნალობა;
ალერგენებთან, ტოქსიკურ და ქიმიურ ნივთიერებებთან კონტაქტის შეზღუდვა;
რეგულარული სუნთქვის ვარჯიშების შესრულება;
მოწევაზე უარის თქმა;
აქტიური ცხოვრების წესის ქონა.

სტრიები

სტრიები  –  პრობლემა, რომელიც ქალების უმეტესობისთვის ცნობილია. ის წამოიშობა მშობიარობის შემდგომ პერიოდში, ძუძუთი კვების შემდეგ და ჭარბი წონის სწრაფი დაკარგვისას.   
 
მიზეზები

კანის არასაკმარისი ელასტიურობა;
კანის ცუდი რეგენერაციული შესაძლებლობები;
კანის უჯრედების შიდა მიკროტრავმები;
სქესობრივი მომწიფება;
ფეხმძიმობა;
მემკვიდრეობითობა;
წონის სწრაფი აკრეფა და დაგდება;
იცენკო-კუშიგინის სინდრომი;
ენდოკრინული დაავადებების დროს ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპია;
დაუბალანსებელი კვება;
მშობიარობის შემდეგ ქალის ორგანიზმის ადაპტაცია;
ნაკლებ მოძრავი ცხოვრების წესი.

 
სიმპტომები

ჰორიზონტალურად ან ვერტიკალურად განლაგებული მოვარდისფრო ზოლები;
პრიალა ზედაპირის მქონე ზოლები;
სტრიების წარმოქმნის ადგილებში კანის სიმშრალე. 

 
დიაგნოსტიკა
სტრიები საშიში არ არის ჯანმრთელობისთვის, მაგრამ ყოველთვის აჭიროა მათი გაჩენის მიზეზების დადგენა, რაშიც დაგვეხმარებიან – დიეტოლოგი, გინეკოლოგი, გასტროენტეროლოგი და ა.შ.
 
მკურნალობა

გაჭიმული ადგილების გასწორება;
გამწოვი საცხები და ემულსიები;
მეზოთერაპია;
მასაჟი;
დამატენიანებელი საცხების გამოყენება. 

 
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:

ჯანსაღი კვება;
მავნე ჩვევებზე უარის თქმა;
დამატენიანებელი კოსმეტიკის გამოყენება;
სპორტით დაკავება;
სპეციალური კოსმეტიკის გამოყენება ფეხმძიმობის და ძუძუთი კვებით დროს;
კონტრასტული შხაპი;
მასაჟი.

ტაქიკარდია

ტაქიკარდია – სამედიცინო ტერმინია და წარმოადგენს არითმიის ტიპს, რომლის დროსაც გულისცემის სიხშირე წუთში 100 დარტყმას აჭარბებს. სტრესმა, ტრავმამ ან დაავადებამ შესაძლოა გულისცემა გაზარდოს, მაგრამ ტაქიკარდიისას მსგავსი ფიზიკური აქტივობების გარეშე გული არაბუნებრივად ჩქარდება. ტაქიკარდია მკურნალობის გარეშე  გულის ნორმალური ფუნქციონირების მოშლას იწვევს, მათ შორის გულის უკმარისობას, ინსულტს, გულის მოულოდნელ გაჩერებას ან სიკვდილსაც კი.
 
 
გულის პათოლოგიური ტაქიკარდია ვლინდება:

კისრის ძარღვების გამოკვეთილი პულსაციით;
გულისცემის გრძნობით;
გულყრით;
თავბრუსხვევით;
მოუსვენრობის გრძნობით.

 
 
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს კარდიოლოგი, რისთვისაც საჭიროა:

ელექტროკარდიოგრამა;
ექოკარდიოგრამა;
გულის მაგნიტო-რეზოანსული ტომოგრაფია.

 
პარალელურად ინიშნება:

სისხლის საერთო ანალიზი;
ელექტროენცეფალოგრაფია;
კორონოგრაფია.

 
 
მკურნალობა

გულის პათოლოგიების გამომწვევი დაავადებების მკურნალობა.
შრომისა და დასვენების რეჟიმის ნორმალიზება.
სპირტიან სასმელზე, მოწევაზე, დიდი რაოდენობით ჩაის და ყავის მიღებაზე უარის თქმა.
სედატიური თერაპიის გამოყენება.
მაგნიუმის და კალიუმის შემცველი პრეპარატების გამოყენება.
ანტიარითმიული თერაპიის გამოყენაბა.

 
 
დიეტა
ტაქიკარდიის დროს რაციონიდან ამოსაღებია შემდეგი პროდუქტები:

კოფეინის შემცველი სასმელები და პროდუქტი;
ალკოჰოლი;
ცხარე, მლაშე, შებოლილი და ცხიმიანი საკვები;
სოუსები;
ცხიმიანი ნაღები და არაჟანი;
სოდის შემცველი პროდუქტები;
კვერცხი.

 
 
ყოველდღიურ მენიუში უნდა შედიოდეს:

ნატურალური წვენები;
ბოსტნეული;
ხილი;
რძე;
რძემჟავა პროდუქტები;
დიეტური ხორცი.

 
 
საშიშროება
დაავადების გართულება შეიძლება იყოს:

გულის გაჩერება;
გონების ხშირი დაკარგვა;
ინსულტი;
გულის უკმარისობა;
თრომბოფლებიტი.

 
 
რისკის ჯგუფი

მოცუხები;
ახალშობილები;
გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადების მქონე ადამიანები;
სპორტსმენები.

 
 
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:

ალკოჰოლზე და მოწევაზე უარის თქმა;
არტერიული წნევის კონტროლი;
ცხოველური ცხიმების შემცირება საკვებში და რაც შეიძლება მეტი ხილისა და ბოსტნეულის გამოყენება;
სისხლში ქოლესტერინის დონის გაკონტროლება;
კარდიოლოგთან ყოველწლიურად ვიზიტი.​​​​​​​

სტრეპტოდერმია – წარმოადგენს კანის ინფექციურ დაავადებას, რომელიც გამოწვეულია სტრეპტოკოკური მიკროფლორით

სტრეპტოდერმია - წარმოადგენს კანის ინფექციურ დაავადებას, რომელიც გამოწვეულია სტრეპტოკოკური მიკროფლორით
#post_seo_title

სტრეპტოდერმია: აღწერა, სიმპტომები და მკურნალობა

სტრეპტოდერმია – წარმოადგენს კანის ინფექციურ დაავადებას, რომელიც გამოწვეულია სტრეპტოკოკური მიკროფლორით.  

მიზეზები

პათოლოგიური აგენტების ორგანიზმში მოხვედრა;
სტრეპტოკოკური ინფექციის დამატება ორგანიზმში უკვე არსებულ ინფექციურ დაავდებებთან.
დაავადების დინამიურ განვითარებას ხელს უწყობს შემდეგი ფაქტორები:
ჰორმონალური ცვლილებები;
კანის рН-ის ცვლილება;
ქრონიკული ანთებითი პროცესები;
ალერგიისკენ მიდრეკილება;
ჭინჭრის ციება;
ატოპიური და სებერული დერმატიტი.

სიმპტომები

მრგვალი, მოვარდისფრო ფერის ლაქები;
ჩირქოვანი გამონაყარი კანზე;
წყლულების მოშუშების შემდეგ ნაპრალების გაჩენა;
ღრმა იარები;
წვა;
ქავილი;
დაინფიცირებული კანის ძლიერი სიმშრალე.

ბავშვებში სიმპტომები ვლინდება შემდეგი სახით:

ტემპერატურის აწევა;
ლიმფური კვანძების გადიდება;
საერთო სისუსტე;
მოვარდისფრო წყლულოვანი გამონაყარი, რომელიც თავისით სკდება;
წყლულების მოშუშების შემდეგ რჩება მოყვითალო-მოყვისფრო ქერქი;
ვარდისფერი კანი ეროზიის ნიშნებით.

დიაგნოსტიკა

დერმატოლოგის კონსულტაცია;
დაზიანებული კანის ნაცვეთის ანალიზი;
ბაქტერიოლოგიური დათესვა;
სისხლის ანალიზი.

მკურნალობა

ადგილობრივი პრეპარატების მიღება;
ვიტამინოთერაპია;
ჰემოთერაპია;
სისხლის ულტრაიიფერი დასხივება;
კანის დაზიანებული ადგილების ულტრაიისფერი დასხივება;
წყალთან კონტაქტის შეზღუდვა;
ავადმყოფის 10 დღით იზოლაცია;
სპეციალური დიეტა;
კერების დამუშავება 1-2%-იანი აზოტის ნიტრატით.

ბავშვებში მკურნალობისთვის საჭიროა:

ჭრილობების დამუშავება ანტისეპტიკური ხსნარებით;
კარანტინი;
ანტიბაქტერიული პრეპარატების გამოყენება.

საშიშროება
დაავადებას არ მოჰყვება გართულებები, თუ მოხდება მისი დროული და სათანადო მკურნალობა.

პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:

ცხოვრების ჯანსაღი წესი და მავნე ჩვევებზე უარის თქმა;
სრულფასოვანი კვება;
იმუნური სისტემის სტიმულაცია;
პირადი ჰიგიენის წესების დაცვა.

დასკვნა

სტრეპტოდერმია სერიოზული დაავადებაა, თუმცა მისი პროფილაქტიკა და მკურნალობა შესაძლებელია. ყოველთვის მნიშვნელოვანია თქვენი და თქვენი ოჯახების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით სწორი ინფორმაციის ქონა.

დასკვნითი რჩევა: თუ ფიქრობთ, რომ სტრეპტოდერმია გაქვთ, ნუ დააყოვნებთ ექიმის დახმარებას!

სტომატიტი

სტომატიტი – დაავადება, რომელსაც ახასიათებს პირის ღრუს ლორწოვანი გარსის სხვადასხვა ეტიოლოგიის ანთებითი პროცესი.
 
მიზეზები

მიკროპლაზმის ვირუსის ბაქტერიების ზემოქმედება;
ორგანიზმში В ჯგუფის ვიტამინების, ფოლიუმის მჟავას, რკინის, თუთიის უკმარისობა;
პირის ღრუს ტრავმები, ზედმეტად მყარი საკვების მიღება, არასწორად ჩასმული პროთეზი;
პირადი ჰიგიენის წესების დარღვევა;
უსუფთაო პროდუქტის ჭამა;
ნატრიუმის სულფატის შემცველი კბილის პასტის დიდი ხნით გამოყენება;
შარდმდენი და ნერწყვის შემამცირებელი პრეპარატების დიდი ხნით გამოყენება.

 
სიმპტომები

კატარალური სტომატიტი – შეშუპება, ლორწოვანის გაწითლება, სისხლდენა ლორწოვანი გარსიდან, ჭარბი ნერწყვდენა, საკვების მიღების დროს ტკივილი, ლორწოვან გარსზე თეთრი ნადების გაჩენა;
წყლულოვანი სტომატიტი – ზიანდება მთელი ლორწოვანი გარსი, იწევს სხეულის ტემპერატურა, დიდდება ლიმფური კვანძები;
აფტოზური სტომატიტი – ლორწოვან გარსზე მრავალრიცხოვანი წყლულების გაჩენა, რომლებიც დაფარულია მონაცრისფრო ნადებით;
ალერგიული სტომატიტი – შეიძლება მოიცავდეს სტომატიტის სხვა სახეობებს.

 
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს სტომატოლოგი, რისთვისაც საჭიროა:

საერთო დათვალიერება;
პჯრ-დიაგნოსტიკა კანდიდოზისა და ჰერპესის გამოსავლენად;
ნაცხის ანალიზი პირის ლორწოვანიდან.

 
მკურნალობა

ანსეთეტიკების დაბალპროცენტიანი ხსნარით პირის ღრუს გამორეცხვა;
ანტიბაქტერიული საშუალებები;
ვირუსებისა და სოკოს საწინააღმდეგო მალამოები;
ეპითელიუმის შესახორცებელი პრეპარატები;
ფიზიოთერაპია.

 
დიეტა
დაავადების მკურნალობის დროს საჭიროა დიეტის დაცვა, რომელიც რაციონიდან გამოირცხავს:

მლაშეს;
ცხარეს;
ტკბილეულს;
ფორთოხლის და პომიდვრის წვენს;
სპირტიან სასმელს.

 
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:

პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა;
წელიწადში ორჯერ სტომატოლოგთან ვიზიტი;
დაბალანსებული კვების ქონა.

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights