ხუთშაბათი, ივნისი 11, 2026

„ონკოლოგიური პაციენტების 14%-სთვის 25000-ლარიანი ლიმიტი საკმარისი არ იყო…“

„ონკოლოგიური პაციენტების 14%-სთვის 25000-ლარიანი ლიმიტი საკმარისი არ იყო, შესაბამისად ეს გარკვეულ პრობლემებს ბადებდა“, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

მისი თქმით, ამიტომ, სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ 25000-ლარიანი ლიმიტის კალკულაციიდან ონკოლოგიური მედიკამენტები გამოიტანოს.

„საკითხი ამგვარად იყო – რეგულაცია რომელიც მოქმედებდა, იყო გამოთვლილი საშუალო მაჩვენებელი, ან შედარებით მაღალი ზღვარი, რომლის ფარგლებში ხორციელდებოდა ონკოლოგიური პაციენტებისთვის პროგრამა, რომელიც უდიდესი უმრავლესობისთვის საკმარისი იყო ყველანაირი მომსახურებით. მაგრამ ონკოლოგიური პაციენტების 14% არსებობდა, რომელთათვისაც სამწუხაროდ 25000-იანი ლიმიტი საკმარისი არ იყო, შესაბამისად ეს გარკვეულ პრობლემებს ბადებდა. ეს არ ნიშნავს, რომ სახელმწიფო მათ უყურადღებოდ ტოვებდა და არ ჰქონდათ შესაძლებლობა მაგალითად სხვა პროგრამების საშუალებით რომ მკურნალობა ხელმისაწვდომო ყოფილიყო, თუმცა საკითხის ამგვარი რეგულირება გარკვეულ უკმაყოფილებას და დისკომფორტს იწვევდა. აქედან გამომდინარე, მივიღეთ შექმნილი მდგომარეობა მხედველობაში და ვფიქრობ, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც მედიკამენტები 25 000-იანი კალკულაციიდან გამოვიყვანეთ, რაც ნიშნავს იმას, რომ პრაქტიკულად არავის ექნება რისკი იმისა, რომ 25000-იან ლიმიტს მიაღწიოს და ამის გამო რაღაც პრობლემები შეექმნას დაფინანსებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მედიკამენტების ღირებულებების ანაზღაურებას, როგორც აღვნიშნეთ, ეს ხელმისაწვდომი ექნება. ეს ეხება სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ პროგრამებს. არის მაგალითად მოწინავე, ინოვაციური მედიკამენტები, რომელიც ბუნებრივია შესაძლოა სახელმწიფო პროგრამით არ ფინანსდებოდეს, მაგრამ ძალიან მაღალი ხარისხის მედიკამენტები საბედნიეროდ ხელმისაწვდომია, შესაბამისად პრაქტიკულად ლიმიტის გარეშე ამ მედიკამენტებზე წვდომა ექნებათ პაციენტებს. ეს პროცესი მარტივი არ იყო. პირველივე დღიდან პრემიერისგან მივიღეთ დავალება, რომ ამ საკითხებზე გვემუშავა და რაც შეიძლება უმტკივნეულო გაგვეხადა პროგრამის მუშაობა თითოეულ ონკოლოგიურ პაციენტთან მიმართებით“, – განაცხადა მინისტრმა.

„25 000-ლარიანი ლიმიტის ფარგლებში, სამედიცინო სერვისი, სხივური თერაპია და ის გამოკვლევები დაიფარება, რომელიც ონკოპაციენტს ესაჭიროება“ – გაბუნია

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ქიმიოთერაპიასთან, ჰორმონოთერაპიასთან და იმუნოთერაპიასთან დაკავშირებული მედიკამენტები, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვისაა საჭირო, სრულად დაფინანსდება.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, წლის განმავლობაში, 25 000-ლარიანი ლიმიტის ფარგლებში სამედიცინო სერვისი, სხივური თერაპია და ის გამოკვლევები დაიფარება, რომელიც პაციენტს მკურნალობის დაგეგმვისა და მკურნალობის შედეგის შეფასების მიზნით ესაჭიროება.

სამინისტროს განცხადებით, რაც შეეხება მედიკამენტებს, 25 000-ლარიანი ლიმიტის კალკულაციიდან ცალკე იქნება გამოტანილი ონკოლოგიური მედიკამენტები, რომელიც გათვალისწინებულია შესაბამისი სახელმწიფო პროგრამით. ცვლილება შეეხება იმ პაციენტებსაც, რომლებსაც ამ დროისთვის, შეიძლება, ამოწურული ჰქონდეთ 25 000-ლარიანი ლიმიტი.

თამარ გაბუნიას განმარტებით, აღნიშნულის შედეგად, პაციენტს შესაძლებლობა აქვს გაიდლაინების შესაბამისად მკურნალობის სრული კურსი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფაროს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ 5 აპრილს გამართულ ბრიფინგზე განაცხდა: „მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 25 ათას-ლარიანი ლიმიტის კალკულაციიდან ცალკე იქნება გამოტანილი ონკოლოგიური მედიკამენტები, რომელიც გათვალისწინებულია შესაბამისი სახელმწიფო პროგრამით“

“ჩემი ოცნება ახდა!” – გიორგი ფხაკაძე აფთიაქში შემთხვევით აღმოჩენილმა სიურპრიზმა აღაფრთოვანა

ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი,⁴ პროფესორი გიორგი ფხაკაძე facebook ლაივში ინოვაციური ტექნოლოგიის შესახებ საუბრობს, რომელიც საქართველოში, საბურთალოზე ერთ-ერთ აფთიაქ “ფარმსახლში”, როგორც თავად აღნიშნა, შემთხვევით აღმოაჩინა. 

როგორც გაირკვა, პროფესორი ფხაკაძე აფთიაქში D ვიტამინის საყიდლად შევიდა და აღმოაჩინა, რომ ამ აფთიაქს აქვს რობოტული დანადგარი, რომელიც ფარმაცევტის მითითებით თავად არჩევს შესაბამის მედიკამენტს და ფარმაცევტს ადგილზე მისდის სპეციალური მოწყობილობით.

ფხაკაძემ გაიხსენა, რომ მსგავსი ინოვაციური დანადგარი დაახლოებით 2 წლის წინ საფრანგეთში ნახა და მისი ოცნება იყო, რომ ზუსტად ასეთი თანამედროვე ტექნოლოგია საქართველოშიც ენახა… ამიტომ საბურთალოზე აფთიაქში შემთხვევითმა აღმოჩენამ პროფესორი განაცვიფრა და მან ემოციები ვერ დაფარა…

როგორც facebook ლაივში აფთიაქის ფარმაცევტმა განმარტა, ინოვაციური დანადგარი ზოგავს ენერგიას და მაქსიმალური სიზუსტით მუშაობს.

ფხაკაძე აცხადებს, რომ სწორედ ეს არის თანამედროვე, ხარისხიანი ჯანდაცვისკენ გადადგმული ნაბიჯი და უნდა, რომ მსგავსი რობოტული დანადგარები საქართველოს ყველა აფთიაქში იხილოს.

ფხაკაძის აღფრთოვანება აფთიაქის დიზაინმაც გამოიწვია, რადგან ეკომეგობრულ ინტერიერში, აფთიაქის შუაგულში შენარჩუნებულია ცოცხალი ხე, რაც ეკოლოგიური თვალსაზირისით მნიშვნელოვანი განაცხადია.

როგორც ფარმაცევტმა ფხაკაძეს განუცხადა, ინოვაციური რობოტული დანადგარი აღნიშნულ აფთიაქს აქვს ვაკეშიც და რუსთავის ფილიალშიც.

დანადგარი უზრუნველყოფს მედიკამენტების იდენტიფიცირებას და თაროებზე დასახელების მიხედვით ზუსტ განლაგებასაც – მაქსიმალურად ზოგავს ადამიანური რესურსის ენერგიას და მაქსიმალურად ამცირებს შეცდომის რისკს. 

გიორგი ფხაკაძის ყურადღება აფთიაქში წარმოდგენილმა ფრანგული და სხვა ევროპული წარმოების პროდუქციამაც მიიპყრო. პროფესორის თქმით, ზუსტად ის პროდუქცია იხილა დახლებზე, რაც პარიზში, მის სახლთან მდებარე აფთიაქებშია წარმოდგენილი. “ეს არის ჩემი ოცნება –  საქართველოში ვიხილო თანამედროვე, მაღალი ხარისხის ჯანდაცვა და ჩემი ოცნება ახდა!” – აცხადებს გიორგი ფხაკაძე. 

საქართველო, თბილისი – 2024 წლის 6 აპრილი ✅️

საფრანგეთი, პარიზი – 2022 წლის 4 ნოემბერი ✅️

გიორგი ფხაკაძისა და ციცინო შურღაიას ცოცხალი დებატები ბარიატრიულ ქირურგიაზე (ვიდეო)

{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":["local"],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{"transform":1},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":true,"containsFTESticker":false}

ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, პროფესორი
გიორგი ფხაკაძე და ცნობილი პლასტიკური ქირურგი, პროფესორი ციცინო შურღაია ბარიატრიულ ქირურგიაზე (კუჭის ოპერაციაზე) საუბრობენ.

გიორგი ფხაკაძემ საკუთარ რეზიდენციაში მეგობრებთან შეხვედრის დროს facebook ლაივში ისაუბრა ბარიატრიაზე, რომელიც აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც თავად დაიწყო ამაზე საუბარი.

“მსოფლიოში მილიარდ ადამიანს აწუხებს ჭარბი წონა და იმიტომ წამოვწიე ეს თემა, რომ ბევრი იკეთებდა თურქეთში ამ ოპერაციას… ცუდი შედეგი იყო და ზოგჯერ სამწუხაროდ, სასიკვდილო განაჩენიც დადგა. ყოველთვის ვამბობდი და ახლაც ვამბობ, უნდა ვიმკურნალოთ საქართველოში, რადგან საქართველოში არიან ძალიან ძლიერი ექიმები და სხვათაშორის ბრიტანეთის და იტალიის ჯანდაცვის სამინისტრო უწევს რეკომენდაციას საკუთარ მოქალაქეებს, რომ არ გაიკეთონ ბარიატრიული ოპერაცია თურქეთში.
ბარიატრია კონკრეტული სამედიცინო მანიპულაციაა და რატომაა საჭირო, რომ გაიკეთო იქ, სადაც ცხოვრობ? – იმიტომ, რომ ოპერაციის შემდეგ აუცილებელია მოვლა – დიეტა, წამლები და ა.შ.”

გიორგი ფხაკაძესთან ერთად აღნიშნულ თემაზე ციცინო შურღაიამაც ისაუბრა:

“ეს არ არის პლასტიკური ქირურგია, ეს არის ჯანმრთელობისთვის, რადგან არაფერი ისე არ ვნებს ადამიანის სისხლძარღვებს, გულს, შინაგან ორგანოებს და ტვინს ისე, როგორც ჭარბი წონა.”

გიორგი ფხაკაძე:

“ბარიატრიული ოპერაცია კეთდება მაშინ, როცა ყველა სხვა გზამ არ იმუშავა… ამ ოპერაციას სჭირდება კარგად მომზადება და არა ისე, როგორც თურქეთში ხდება – დილით მიდიან, გაიკეთებენ ოპერაციას და ღამით უკან აბრუნებენ.

ციცინო შურღაია: “ეს ბიზნესია…”

გიორგი ფხაკაძე:

“დიახ, არაერთი ადამიანი გარდაიცვალა ამ მანკიერ “კანტორებში” გაკეთებული ოპერაციებით, რადგან ის კლინიკები, სადაც ეს ოპერაციები კეთდება, არ არის აკრედიტირებული.
მსოფლიოში არის მარტო ორი ძლიერი მააკრედიტირებელი ორგანო accreditation canada და joint commission international, სხვა დანარჩენზე არ ვლაპარაკობ…”

ციცინო შურღაია:

“ბარიატრიული ოპერაცია ვისაც სჭირდება, ის 125 კგ-ზე მეტია ანუ დიდი შანსია თრომბოემბოლიის და ოპერაციამდე პროქსიპარინი მაინც უნდა გაკეთდეს, წინა დღით… უნდა მომზადდეს პაციენტი. რაც შეეხება იმას, რომ ზოგჯერ დიეტით ვერ იკლებს წონას ადამიანი – აღმოაჩინეს სიმსუქნის გენი და სამწუხაროდ, ან არის ორგანიზმში უფრო მეტი ცხიმის დამშლელი ფერმენტები, ან – არა.

როდესაც 60 კგ -ს და მეტს იკლებს ადამიანი ბარიატრიული ოპერაციის შემდეგ, აქ იწყება კატასტროფა – ხელებზე და ფეხებზე კანი საშინლად აქვთ ჩამოკიდებული. ბრახიოპლასტიკაზე რომ მავაჭრათ ეს კანი, გამოდის, რომ მხარი იფრო ვიწროა, ვიდრე წინა მხარი და რახიტიან ადამიანს ემსგავსება…
ამიტომ თუკი გონება ჭკუას იმორჩილებს, ე.ი. ეს ადამიანი მართავს საკუთარ თავს – უნდა ჩაიდო თავში, რომ ვითომ გაიკეთე ეს ბარიატრიული ოპერაცია და ჭამეთ იმდენი, რაც ხელის გულზე დაგეტევათ ყოველ 3 საათში… ბარიატრიული ოპერაციის შემდეგ სულ სხვა ცხოვრება იწყება. კუჭს გაჭრიან, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ორგანოს….”

„მივიღეთ გადაწყვეტილება, 25 ათას ლარიანი ლიმიტის კალკულაციიდან ცალკე იქნება გამოტანილი ონკოლოგიური მედიკამენტები, რომელიც გათვალისწინებულია შესაბამისი სახელმწიფო პროგრამით“ – მიხეილ სარჯველაძე

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 25 ათას ლარიანი ლიმიტის კალკულაციიდან ცალკე იქნება გამოტანილი ონკოლოგიური მედიკამენტები, რომელიც გათვალისწინებულია შესაბამისი სახელმწიფო პროგრამით“, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, პრაქტიკულად გამოირიცხება იმის შესაძლებლობა, რომ რომელიმე პაციენტისთვის ლიმიტის გამო ხელმიუწვდომელი გახდეს სახელმწიფოს დაფინანსებული მკურნალობის სრული კურსი.

„ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში დანიშვნის პრაქტიკულად პირველივე დღიდან დავიწყეთ ინტენსიური მუშაობა ონკოლოგიური პაციენტების პრობლემებზე. ეს იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი კობახიძის პრაქტიკულად პირველი დავალება, რომელიც მისგან მივიღე. ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საკითხი, რომელიც აწუხებდა ონკოლოგიური პაციენტების უმრავლესობას, ეს იყო დაწესებული 25 000-იანი ლიმიტი იმ დაფინანსებისა, რომელსაც ანაზღაურებს სახელმწიფო. ამ მუშაობის შედეგად, რომელიც მოიცავდა არაერთ შეხვედრას შესაბამის კლინიკებთან, ფარმაცევტულ სექტორთან, სპეციალისტებთან, პარლამენტთან, ასევე თავად ონკოლოგიურ პაციენტებთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ბატონ ირაკლი კობახიძესთან შეთანხმებით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 25 000-იანი ლიმიტის კალკულაციიდან ცალკე იქნება გამოტანილი ონკოლოგიური მედიკამენტები, რომელიც გათვალისწინებულია შესაბამისი სახელმწიფო პროგრამით. ამგვარად, პრაქტიკულად გამოირიცხება იმის შესაძლებლობა, რომ რომელიმე პაციენტისთვის ლიმიტის გამო ხელმიუწვდომელი გახდეს სახელმწიფოს დაფინანსებული მკურნალობის სრული კურსი. ეს ცვლილება შეეხება იმ პაციენტებსაც, რომლებსაც უკვე ამ დროისთვის შეიძლება ჰქონდეთ ამოწურული აღნიშნული 25 ათასიანი ლიმიტი. დაწყებულია მომზადება ამ გადაწყვეტილების საფუძველზე შესაბამის ნორმატიულ აქტებში ცვლილებების შესატანად, რაც უახლოეს დღეებში განხორციელდება.

პარალელურად დაგვჭირდება იმაზე მუშაობის გაგრძელება, რომ ადგილი არ ჰქონდეს და გამოირიცხოს პაციენტების ინტერესებთან არათავსებადი გადახარჯვების შემთხვევები. გაგრძელდება მუშაობა ყველა სხვა მიმართულებით, რაც აუცილებელია პაციენტების პრობლემების გადაჭრისათვის. ეს იმისათვის, რათა ამ მუშაობის შედეგად პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი იყოს მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისი და სახელმწიფოს მეტი სახსრები რჩებოდეს ისევ პაციენტთა საკეთილდღეოდ ამ სახსრების გამოსაყენებლად. გვაქვს იმედი, რომ სამედიცინო და ფარმაცევტული სექტორი და თავად ონკოლოგიური პაციენტები კვლავ აქტიურად იქნებიან ჩართული ჩვენთან ერთად მუშაობის პროცესში“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

„მნიშვნელოვანია, სამედიცინო ბიზნესთან პარტნიორული ურთიერთობა გვქონდეს“ – ახალმა მინისტრმა სამედიცინო სექტორთან დამოკიდებულება სწრაფად შეცვალა

xr:d:DAGBhznMY_s:51,j:6967492544090736240,t:24040513

მთავრობა სამედიცინო დარგთან მიდგომას ცვლის.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამედიცინო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჰოსპიტალური და ფარმაცევტული ინდუსტრიის მხრიდან მოსახლეობისათვის უწყვეტი, ხელმისაწვდომი და ხარისხიანი სერვისის მიწოდების აუცილებლობას.

აღინიშნა, რომ სახელმწიფოსთვის უმთავრესი პრიორიტეტია პაციენტის ინტერესების დაცვა, რის უზრუნველსაყოფადაც სამედიცინო სექტორისა და კლინიკების წარმომადგენლებთან აქტიურ თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

შეხვედრისას ყურადღება დაეთმო მთავრობის მიდგომებს სექტორში არსებული პრობლემების გადაწყვეტის მიმართულებით, ასევე საკითხებს, რომელთა გადაჭრაც სამედიცინო სექტორისთვის პრიორიტეტულია.

ჯანდაცვის სისტემაში არსებულ საკითხებზე ბიზნესის ხედვა საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ წარადგინა და აღინიშნა, რომ მოქალაქეებისა და პაციენტების ინტერესების მაქსიმალური დაცვა, მათთვის ხარისხიანი და უწყვეტი სერვისის მიწოდება არის საერთო პრინციპი, რაზეც სახელმწიფო და კერძო სექტორი თანხმდებიან და ამ მიმართულებით თანამშრომლობა გაგრძელდება.

„ზოგიერთი რეფორმა საჭიროებს მეთოდოლოგიურ კორექტირებას და ეს ახლა, სამუშაო პროცესია. ამიტომ, გვექნება ხშირი კომუნიკაცია და დისკუსია. საბოლოო ჯამში, ყველას გვაქვს ერთი ამოცანა, რომ მოსახლეობას მიეწოდებოდეს უწყვეტი, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი სერვისი. ეს არის როგორც ჰოსპიტალური, ასევე ფარმაცევტული კუთხითაც“, – განაცხადა სოსო ფხაკაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მოკლე კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემაც. მისი თქმით სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტი პაციენტების საუკეთესო ინტერესის დაცვაა და შეხვედრა სწორედ იმისთვის იმართება, რომ ეს ინტერესი მაქსიმალურად იყოს დაცული

„ჯანმრთელობის დაცვის სექტორში, სახელმწიფოს გაცხადებული პოლიტიკაა, რომ რაც შეიძლება მეტი უნდა გაკეთდეს პაციენტის საუკეთესო ინტერესის დასაცავად, დასაკმაყოფილებლად და უზრუნველსაყოფად. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს აქტიური თანამშრომლობა იმ დარგთან, რასაც სამედიცინო საზოგადოება და კლინიკები ჰქვია.

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ აქ გვქონდეს პარტნიორული დამოკიდებულება და ურთიერთობა. მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია მივიღოთ მათგან და გავუზიაროთ ჩვენი გადაწყვეტილებების მოსალოდნელობის შესახებ ინფორმაცია, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ მთავარი პრიორიტეტი, პაციენტის ინტერესების დაკმაყოფილება იყოს მაქსიმალურად შესაძლებელი“, – განაცხადა მინისტრმა.

როგორ ჩანს, სამედიცინო სექტორთან დაკავშირებით მიდგომა იცვლება. საქართველოს ბიზნეს ასოციაციას აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ დაადასტურა, რომ ჯანდაცვის ახალი მინისტრის მოსვლის შემდეგ უწყებასთან კომუნიკაციის პრობლემა აღმოიფხვრა, რაც დისკუსიის და კომპრომისების შესაძლებლობებს იძლევა.

„კომუნიკაციის პრობლემა იყო. ერთ თვეში რაც ახალი მინისტრი დაინიშნა, იმდენჯერ იყო შეხვედრა სექტორთან, ამდენჯერ მგონი, ბოლო 4 წლის განმავლობაში არ ყოფილა. სწორია, რომ მოსმენა დაიწყო. ეს ნიშნავს, რომ დაიწყებ, სწორ დასკვნებს გააკეთებს ის, ვინც პოლიტიკას გეგმავს“, – აღნიშნა ვეფხვაძემ.

გუშინდელი შეხვედრიდან კერძო სექტორს არსებულ პრობლემებზე კონკრეტული გადაწყვეტების მოსმენის მოლოდინი არც ჰქონიათ, მთავარი მიზანი იყო სექტორში არსებული გამოწვევების დასახელება.

„კონკრეტულ პასუხს, ცხადია, გუშინდელ შეხვედრაზე არც ველოდებოდი, საათნახევარში კონკრეტული პასუხი ვერ იქნებოდა. გუშინდელი შეხვედრიდან რაც გამოვიტანეთ, იყო ღია და კეთილგანწყობილი დამოკიდებულება ბიზნესის წარმომადგენლების მიმართ და იმის შესახებ ოპტიმიზმი, რომ კონკრეტულ საკითხებზე გარკვეული კომპრომისები იქნება.

ათი საკითხით მივედით და ჩვენ არ გვაქვს იმის ილუზია, რომ ათივე ისე უნდა გადაწყდეს, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია. ცხადია, პოლიტიკის დამდგენს აქვს თავისი სტანდარტები და ამ სტანდარტებს და ჩვენს ხედვებს შორის, ვფიქრობ, კომპრომისის მიღწევა სავსებით რეალურია“, – აღნიშნა „საქმიანი დილის“ ეთერში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა.

სამედიცინო სექტორის წარმომადგენელთა და პრემიერის და ჯანდაცვის მინისტრის შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჰოსპიტალური სექტორის DRG მეთოდოლოგიით დაფინანსებასაც, რეფერენტულ ფასებს, ფარმაცევტული ინგრედიენტების საქართველოში იმპორტის ახალ სტანდარტებს და სხვა საკითხებს.

#datashvil#drpkhakadze#sheniganatleba#sheniambebi #shenipulsi

რატომ ავადობენ, ბავშვები ხშირად? – ძირითადად დამნაშავე მშობელია

ბავშვები ავადობენ,
#image_title

რატომ ავადობენ, ბავშვები ხშირად?

„არ ირბინო, გაოფლიანდები“

„ფეხშიშველი ნუ დარბიხარ, ავად გახდები“

„არ გაჭუჭყიანდე“

„ხელი არ მოკიდო, დაისვრები“

„ძაღლს არ მიეკარო, ბეწვი გადაგეყლაპება“

ალბათ, ხშირად გაგიგიათ მსგავსი ფრაზები „ზედმეტად მზრუნველი“ მშობლებისაგან, რომლებიც ფიქრობენ, რომ აღზრდის ასეთი მეთოდებით ბავშვს სხვადასხვა საფრთხეს არიდებენ. სინამდვილეში კი სრულიად გაუცნობიერებლად, შვილების ჯანმრთელობასა და იმუნიტეტს სერიოზულ საფრთხეს უქმნიან.

მშობლების ნაწილი შვილებს სტერირულ გარემოში ზრდის. ასმევს მხოლოდ გადადუღებულ ან თბილ წყალს, უკრძალავს ქვიშაში თამაშს, უზღუდავს საგნებთან შეხებას, აცმევს ზედმეტად თბილად, არ გაყავს სასეირნოდ ცივ ამინდში ან არ აჭმევს ნაყინს ყელის გაციების შიშით.

რეალურად კი ამ გზით ბავშვს იმ სასარგებლო მიკრობებს არიდებს, რომელიც მისთვის არათუ საზიანო, არამედ სასიკეთოა.

სწორედ აქედან გამომდინარე ექიმები მუდმივად აღნიშნავენ, რომ ბავშვი თუ ხშირად ავადობს, ძირითადად დამნაშავე მშობელია.

 

საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის განვითარების პერსპექტივები და ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული სტრატეგია განიხილეს

xr:d:DAGBhznMY_s:16,j:6331359080801685455,t:24040509

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ალი ქაან ორბაინს შეხვდა.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ორი ქვეყნის ჯანდაცვის უწყებებს შორის არსებული მჭიდრო და ეფექტიანი თანამშრომლობის მნიშვნელობა. აღინიშნა, რომ თურქეთი საქართველოს მეგობარი და საიმედო პარტნიორია.

მხარეებმა, საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის განვითარების პერსპექტივები და ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული სტრატეგია განიხილეს, რომელიც ადგენს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის განვითარების მკაფიო გეზს 2030 წლამდე და განსაზღვრავს მისი განხორციელებისთვის საჭირო სტრატეგიულ მიმართულებებს.

ყურადღება გამახვილდა სახელმწიფოს მიერ მოსახლეობისთვის მაღალხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით უკვე გატარებულ და მიმდინარე რეფორმებსა და ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების თურქეთში მკურნალობის პროგრამაზე. პროგრამა თითოეულ ბენეფიციარს თანაბარ შესაძლებლობას აძლევს მიიღოს მაღალტექნოლოგიური, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება, რომელიც მოიცავს დიაგნოსტიკასა და მკურნალობის კურსს. ბენეფიციარებს მკურნალობის მიღება თურქეთის 4 წამყვან კლინიკაში შეუძლიათ.

ელჩმა ჯანდაცვის სამინისტროში მიმდინარე პროცესები დადებითად შეაფასა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოთქვა. თავის მხრივ, სარჯველაძემ დიპლომატს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე და განხორციელებული პროექტების აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ქართული მათემატიკური და ნეირომეცნიერებების საერთაშორისო ტრიუმფი…

xr:d:DAGBhznMY_s:9,j:8257773816365324779,t:24040508
„პულსის” ექსკლუზივი
ქართული მათემატიკური და ნეირომეცნიერებების საერთაშორისო ტრიუმფი…
„დავიწყეთ იმ იდეის განხორციელება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია დღეს ეპილეპტოლოგიაში…“
„ჩვენ გვინდოდა გვენახა, როგორია ტვინის აქტივობის სქემები, მოდელები სხვადასხვა სიტუაციაში…“
„თითოეული ასეთი მაგალითი საკმაოდ ფუნდამენტური კვლევა საბოლოო ჯამში გადაიზარდა პრაქტიკულ…“

 

რატომ გახანგრძლივდა სეზონური ვირუსების პერიოდი…

რატომ გახანგრძლივდა სეზონური ვირუსების პერიოდი…

სეზონური ვირუსები ისევ ცირკულირებს. წინა წლებთან შედარებით წელს სხვადასხვა ვირუსით დაინფიცირების მაჩვენებელი მარტის ბოლოსაც მაღალი იყო. არ მცირდება რისკგჯუფების ჰოსპიტალიზაციის სტატისტიკაც.

ვირუსების გავრცელების პროცესის გახანგრძლივებას ექიმები რამდენიმე ფაქტორით ხსნიან. ერთ-ერთ მიზეზად ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი სახელდება.

„თუ გადავხედავთ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სტატისტიკას, ნათელია, რომ მიუხედავად გაზაფხულის პერიოდისა, როდესაც მოლოდინი გვქონდა, რომ გრიპისა და გრიპისმაგვარი დაავადებების შემთხვევები მკვეთრად შემცირდებოდა, ასეთი შემცირება არ არის. გრიპი კვლავ რჩება ერთ-ერთ წამყვან ვირუსად, მსუბუქი და საშუალო შემთხვევების რაოდენობა რჩება პრაქტიკულად უცვლელი. მაღალ ციფრებზე 100 ათას მოსახლეზე 200-მდეა შემთხვევების რაოდენობა.

გრიპისა და გრიპისმაგვარი დაავადებების პიკი გადავლილია, მაგრამ ინფიცირების მაჩვენებელი მაინც რჩება მაღალი, თუმცა მნიშვნელოვნად არის შემცირებული მძიმე შემთხვევების რაოდენობა, პრაქტიკულად განახევრებულია…“ – განაცხადა  იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ.

 

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights