პარასკევი, ივნისი 12, 2026

ახალი კვლევა – წამალი, რომელიც პარკინსონის პროგრესირებას ანელებს

xr:d:DAGB0EEP1sk:12,j:9132598356955403528,t:24040809

პარკინსონი პროგრესირებადი ნეიროდეგენერაციული დაავადებაა, რომელიც მთელ მსოფლიოში დაახლოებით 10 მილიონ ადამიანს აქვს. მისი განკურნების მეთოდი ჯერ არაა შემუშავებული, სიმპტომები კი კანკალს, შენელებულ მოძრაობას, ბალანსის დაცვისა და მეტყველების პრობლემებს მოიცავს, რაც დროთა განმავლობაში უარესდება.

ახალი კვლევა ასეთი პაციენტებისთვის იმედის მომცემია, რადგან მეცნიერთა მიერ გამოცდილმა პრეპარატმა პარკინსონთან ასოცირებული გართულებული მოძრაობის პროგრესირება გარკვეულწილად შეანელა. ეს მედიკამენტი დიაბეტის სამკურნალოდ გამოიყენება, GLP-1 რეცეპტორის გამააქტიურებელი ფარმაკოლოგიური საშუალებების ტიპს მიეკუთვნება და ნეირონების დაცვის პოტენციალი აქვს.

ესაა ლიქსისენატიდი, რომელიც Adlyxin-ისა და Lyxumi-ს ბრენდის სახელით იყიდება. კლინიკურ კვლევაში პარკინსონის ადრეული სტადიის მქონე 156 ადამიანი ჩართეს, რომელთა ნაწილსაც ამ პრეპარატს აძლევდნენ (ინიექციის სახით), ნაწილს კი — პლაცებოს. ერთ წელში პირველ ჯგუფში შემავალი პაციენტების მდგომარეობის ანალიზმა აჩვენა, რომ მათ, მეორე ჯგუფისგან განსხვავებით, მოძრაობის პრობლემები არ გართულებიათ.

ავტორები აღნიშნავენ, რომ ეს ეფექტი ძნელად შესამჩნევია და მხოლოდ პროფესიონალების მიერ შეიძლება, გამოვლინდეს. ამისთვის სპეციალისტებმა პაციენტებს რამდენიმე დავალება მისცეს, მაგალითად, მათ წინ უნდა გაევლოთ, ფეხზე ამდგარიყვნენ, ხელები აემოძრავებინათ და ა.შ.

მეცნიერების თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ დაავადება ნელა პროგრესირებს, არაა გამორიცხული, დამატებით 1 წელში მედიკამენტის დადებითი გავლენა უფრო კარგად გამოჩნდეს. ისინი ამბობენ, რომ ეს პირველი ასეთი “მკაფიო” შედეგია, რომელიც ნეიროდამცველობითი ეფექტით შეიძლება, აიხსნას. ამის მიუხედავად, სავარაუდოდ, ის ექსპერტებისგან მსგავს შეფასებას ჯერ, ალბათ, ვერ მიიღებს.

რაც შეეხება პრეპარატის უკუჩვენებებს, ყველაზე მეტად ეს იყო თავბრუსხვევა, გულისრევა და გულძმარვა. ასევე, კვლევის საკმაოდ ბევრ მონაწილეს წონის კლებაც დაუფიქსირდა. მეცნიერები ამბობენ, რომ პარკინსონის სამკურნალოდ ამ მედიკამენტის გამოსაყენებლად კიდევ ბევრი ცდის ჩატარებაა საჭირო, რათა მის ეფექტიანობასა და უსაფრთხოებაში დავრწმუნდეთ.

#datashvil#drpkhakadze#sheniganatleba#sheniambebi #shenipulsi

ბოტულიზმი –  სიფრთხილის ზომები!!!

xr:d:DAGB0EEP1sk:8,j:7012528833150549470,t:24040809
ბოტულიზმი –  სიფრთხილის ზომები!!!
ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ კონსერვების მომზადებისას:
„პროდუქტი უნდა იყოს ზედმიწევნით კარგად გარეცხილი გამდინარე წყლით, რამოდენიმე საათის განმავლობაში. კარგად უნდა გავრეცხოთ, რომ ის ნიადაგის ნაწილაკები მაქსიმალურად მოშორდეს პროდუქტს. განსაკუთრებით მაღალი რისკი მწვანილშია, ამიტომ მწვანილი ჯერ უნდა გააჩეროთ წყალში რაღაც დროის განმავოლობაში და შემდერგ გამდინარე წყალში კარგად გაირეცხოს…“

ახალი კვლევა – სიცოცხლისთვის საშიში ელექტროსიგარეტი – “ვეიპი” გულის დაავადებების რისკს ზრდის

xr:d:DAGB0EEP1sk:6,j:1497871085215070336,t:24040808

სიცოცხლისთვის საშიში ელექტროსიგარეტი – “ვეიპი” გულის დაავადებების რისკს ზრდის – ახალი კვლევა.

ელექტროსიგარეტი გულის დაავადებების რისკს ზრდის. კვლევის შედეგები ცნობილია.

კარდიოლოგები და მეცნიერები ოთხი წლის განმავლობაში იკვლევდნენ ე.წ. ვეიპის გავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე.

არსებობდა მოსაზრება, რომ ვეიპები სიგარეტის უკეთესი ალტერნატივაა, თუმცა დაკვირვებამ აჩვენა, რომ ელექტროსიგარეტის მომხმარებლებს 19%-ით უფრო ხშირად აწუხებთ გულის უკმარისობა, ვიდრე არამწეველებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ყოველწლიურად 8 მილიონი ადამიანი იღუპება მოწევისგან, ამიტომ უამრავი ადამიანი ამბობს უარს ტრადიციულ თამბაქოზე და ელექტრონულ სიგარეტზე გადადის, თუმცა აღმოჩნდა, რომ უსაფრთხო არც ეს არის.

ამერიკული კვლევა და ექიმების რჩევები:

 

ამ გასაოცარი მიკროსკოპული არსებების ცილების გამოყენება დაბერების პროცესთან შესაწინააღმდეგებლად და უჯრედების ხანგრძლივად შესანახად შეგვიძლია

xr:d:DAGB0EEP1sk:5,j:1645363972331149771,t:24040808

ვაიომინგის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა, კოლეგებთან ერთად, ლაბორატორიული ექსპერიმენტისას ტარდიგრადების, იგივე წყლის დათვების, ცილები ადამიანის უჯრედებში შეიტანეს, რამაც იქ მოლეკულური პროცესები შეანელა. ეს ნიშნავს, რომ ამ გასაოცარი მიკროსკოპული არსებების ცილების გამოყენება დაბერების პროცესთან შესაწინააღმდეგებლად და უჯრედების ხანგრძლივად შესანახად შეგვიძლია.

ტარდიგრადები, რომელთა ზომაც ნახევარ მილიმეტრზე ნაკლებია, გამძლეობით გამოირჩევიან, რადგან უკიდურესად მკაცრ პირობებში გადარჩენას ახერხებენ. ისინი ასეთ გარემოში ცხოველქმედებას დროებით აჩერებენ, შემდეგ კი ისევ ჩვეულ მდგომარეობას უბრუნდებიან, რასაც ბიოსტაზი ეწოდება.

მაგალითად, წყლის დათვებს შეუძლიათ, რომ გადაურჩენ სრულად გამოშრობას, აბსოლუტურ 0-თან ახლო ტემპერატურაზე გაყინვასა და 148 გრადუს ცელსიუსზე მეტ ტემპერატურაზე გაცხელებას. ასევე, იმაზე ათასობით ძლიერ რადიაციულ დასხივებას, ვიდრე ადამიანი იტანს და კოსმოსურ ვაკუუმში ყოფნასაც კი.

ბიოსტაზის მდგომარეობის მისაღწევად ისინი სწორედ CAHS D-ის სახელით ცნობილ ცილებს იყენებენ, რომლებიც უჯრედებში ერთგვარ გელს წარმოქმნის. შედეგად, სასიცოცხლო პროცესები ნელდება.

“როდესაც ეს ცილები ადამიანის უჯრედებში შევიტანეთ, ისინი გელად გარდაიქმნა და მეტაბოლიზმი ზუსტად ისე შეანელა, როგორც ტარდიგრადებში. მათ მსგავსად, თუ ადამიანის უჯრედებსაც ბიოსტაზის მდგომარეობაში გადაიყვან, სტრესის მიმართ ისინიც მეტად გამძლე გახდება და წყლის დათვების ზოგიერთ უნარს მიიღებს”, — აცხადებენ ავტორები.

რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ბიოსტაზის მაპროვოცირებელი სტრესის ფაქტორის მოხსნისას გელად გარდაქმნილი ცილები იშლება და ადამიანის უჯრედებში ისევ ნორმალური მეტაბოლიზმი გრძელდება. ეს ნიშნავს, რომ ზემოხსენებული პროცესი შექცევადია, როგორც ამ არსებებში.

“ჩვენი შედეგები გზას უხსნის ისეთ ტექნოლოგიებს, რომლებიც უჯრედების ან მთლიანი ორგანიზმების ბიოსტაზში გადაყვანაზეა კონცენტრირებული, რათა დაბერება შეანელოს და [მედიკამენტების] სტაბილურობა გაზარდოს ან [უჯრედების] შენახვა გააუმჯობესოს”, — ამბობენ სპეციალისტები.

მათმა წინა კვლევამ აჩვენა, რომ წყლის დათვების ბუნებრივი და მოდიფიცირებული ცილების გამოყენება ჰემოფილიისა თუ სხვა დაავადებების სამკურნალო პრეპარატების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად შეგვიძლია ისე, რომ მათი გაყინვა აღარ იყოს საჭირო.

ახალი ნაშრომი გამოცემაში Protein Science გამოქვეყნდა.

„რა წამსაც გაფორმდება ახალი ნორმატივები, იმ ონკოპაციენტებს, რომლებსაც უკვე ამოწურული ჰქონდათ 25 000-ლარიანი ლიმიტი, ახალი რეჟიმით ექნებათ ამ ლიმიტით სარგებლობის შესაძლებლობა“-მიხეილ სარჯველაძე

„რა წამსაც გაფორმდება ახალი ნორმატივები, იმ ონკოპაციენტებს, რომლებსაც უკვე ამოწურული ჰქონდათ 25 000 ლარიანი ლიმიტი, ახალი რეჟიმით ექნებათ ამ ლიმიტით სარგებლობის შესაძლებლობა“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„არის გარკვეული რაოდენობა ონკოპაციენტებისა, რომელთაც უკვე ამოწურული ჰქონდათ ეს 25 000-ლარიანი ლიმიტი და შესაბამისად, ჰქონდათ ეს პრობლემა. მათთან მიმართებაშიც გავრცელდება ახლად მიღებული გადაწყვეტილება. ეს ნიშნავს იმას, რომ რა წამსაც გაფორმდება ეს გადაწყვეტილება, ამ პაციენტებს ახალი რეჟიმით ექნებათ სარგებლობის შესაძლებლობა და ის, რომ ამ ნორმატიული აქტის მიღებამდე ამოეწურათ ლიმიტი, არ ნიშნავს, რომ მათ რაიმე დაბრკოლება ან წინაღობა შეექმნებათ ამ მინიჭებული შესაძლებლობით სარგებლობაში“,- აღნიშნა სარჯველაძემ.

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ქიმიოთერაპიასთან, ჰორმონოთერაპიასთან და იმუნოთერაპიასთან დაკავშირებული მედიკამენტები, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვისაა საჭირო, სრულად დაფინანსდება.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ 5 აპრილს გამართულ ბრიფინგზე  განაცხდა:  „მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 25 ათასლარიანი ლიმიტის კალკულაციიდან ცალკე იქნება გამოტანილი ონკოლოგიური მედიკამენტები, რომელიც გათვალისწინებულია შესაბამისი სახელმწიფო პროგრამით“.

მიხეილ სარჯველაძე, ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საოკუპაციო ხაზთან, ახლად გახსნილ სოფლის ამბულატორიაში იმყოფებოდა

xr:d:DAGB0EEP1sk:3,j:1954986444229542680,t:24040808
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საოკუპაციო ხაზთან, ახლად გახსნილ სოფლის ამბულატორიაში იმყოფებოდა.
შეიძლება იყოს 4 ადამიანი and საავადმყოფო გამოსახულება
უწყების ხელმძღვანელი, საოკუპაციო გამყოფი ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებს გაეცნო, სამედიცინო პერსონალს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და ჯანმრთელობის მსოფლიო დღე მიულოცა. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებების სრულად დაკმაყოფილება.
ერგნეთის ამბულატორია, ადგილობრივ მოსახლეობას პირველადი ჯანდაცვის სამედიცინო მომსახურებას უწევს. სამედიცინო დაწესებულება კვალიფიციური პერსონალითაა დაკომპლექტებული.
სოფლის ამბულატორია ერგნეთის 300-მდე მცხოვრებს, იმუნიზაციას, კიბოს სკრინინგსა და სხვა სამედიცინო სერვისს სთავაზობს.
შეიძლება იყოს 3 ადამიანი and საავადმყოფო გამოსახულება
საქართველოს მასშტაბით, სულ 1004 სოფლის ამბულატორიაა, საიდანაც 34 ე.წ. საზღვრისპირასაა.

ჯანმრთელობის მსოფლიო დღე აღინიშნება, რომელიც ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად

xr:d:DAGB0EEP1sk:2,j:7182539715329612410,t:24040808
7 აპრილს ჯანმრთელობის მსოფლიო დღე აღინიშნება, რომელიც ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა სახელმწიფოს პრიორიტეტია.სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სქემებით მოცულია მოსახლეობის უდიდესი ნაწილი.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ფინანსდება, როგორც გეგმური, ისე გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებები, ოჯახის ექიმის და ექიმ-სპეციალისტების მომსახურება, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები, ქირურგიული მომსახურებები და სხვა;
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა, თითოეული ბენეფიციარისთვის, მათი შემოსავლის მიუხედავად, თანაბრად ხელმისაწვდომია. ფინანსდება, როგორც ონკო-ქირურგია, ისე ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპიები.
გარდა ამისა, სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ონკოლოგიური მედიკამენტები დაფინანსდება 25 000-ლარიანი ლიმიტის გარეშე და პაციენტთათვის ხელმისაწვდომი იქნება მკურნალობის სრული კურსი;
ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვის მკურნალობა სახელმწიფოს მიერ სრულად ფინანსდება, როგორც საქართველოში ისე თურქეთში, ისრაელსა და ესპანეთში წამყვან, მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო დაწესებულებებში. დაფინანსება მოიცავს დიაგნოსტიკასა და სტანდარტული მკურნალობის კურსს: ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას, ოპერაციულ ჩარევას. ასევე – პროტონოთერაპიას, პაციენტის საჭიროებებიდან გამომდინარე;
საყოველთაოა ჯანდაცვის პროგრამის გარდა, ჯანდაცვის სამინისტრო, ახორციელებს ტუბერკულოზის მართვის, C ჰეპატიტის, იშვიათი დაავადებების,დიაბეტისა და სხვა დაავადებების სამკურნალო არაერთ პროგრამას;
სამედიცინო სერვისების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ამოქმედებულია ქირურგიული და რეანიმაციული მომსახურებების ახალი სანებართვო პირობები. გარდა ამისა, 2025 წლიდან საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკა, ვალდებული იქნება საერთაშორისო აკრედიტაციის სტანდარტები დააკმაყოფილოს.

„ონკოლოგიური პაციენტების 14%-სთვის 25000-ლარიანი ლიმიტი საკმარისი არ იყო…“

„ონკოლოგიური პაციენტების 14%-სთვის 25000-ლარიანი ლიმიტი საკმარისი არ იყო, შესაბამისად ეს გარკვეულ პრობლემებს ბადებდა“, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

მისი თქმით, ამიტომ, სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ 25000-ლარიანი ლიმიტის კალკულაციიდან ონკოლოგიური მედიკამენტები გამოიტანოს.

„საკითხი ამგვარად იყო – რეგულაცია რომელიც მოქმედებდა, იყო გამოთვლილი საშუალო მაჩვენებელი, ან შედარებით მაღალი ზღვარი, რომლის ფარგლებში ხორციელდებოდა ონკოლოგიური პაციენტებისთვის პროგრამა, რომელიც უდიდესი უმრავლესობისთვის საკმარისი იყო ყველანაირი მომსახურებით. მაგრამ ონკოლოგიური პაციენტების 14% არსებობდა, რომელთათვისაც სამწუხაროდ 25000-იანი ლიმიტი საკმარისი არ იყო, შესაბამისად ეს გარკვეულ პრობლემებს ბადებდა. ეს არ ნიშნავს, რომ სახელმწიფო მათ უყურადღებოდ ტოვებდა და არ ჰქონდათ შესაძლებლობა მაგალითად სხვა პროგრამების საშუალებით რომ მკურნალობა ხელმისაწვდომო ყოფილიყო, თუმცა საკითხის ამგვარი რეგულირება გარკვეულ უკმაყოფილებას და დისკომფორტს იწვევდა. აქედან გამომდინარე, მივიღეთ შექმნილი მდგომარეობა მხედველობაში და ვფიქრობ, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც მედიკამენტები 25 000-იანი კალკულაციიდან გამოვიყვანეთ, რაც ნიშნავს იმას, რომ პრაქტიკულად არავის ექნება რისკი იმისა, რომ 25000-იან ლიმიტს მიაღწიოს და ამის გამო რაღაც პრობლემები შეექმნას დაფინანსებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მედიკამენტების ღირებულებების ანაზღაურებას, როგორც აღვნიშნეთ, ეს ხელმისაწვდომი ექნება. ეს ეხება სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ პროგრამებს. არის მაგალითად მოწინავე, ინოვაციური მედიკამენტები, რომელიც ბუნებრივია შესაძლოა სახელმწიფო პროგრამით არ ფინანსდებოდეს, მაგრამ ძალიან მაღალი ხარისხის მედიკამენტები საბედნიეროდ ხელმისაწვდომია, შესაბამისად პრაქტიკულად ლიმიტის გარეშე ამ მედიკამენტებზე წვდომა ექნებათ პაციენტებს. ეს პროცესი მარტივი არ იყო. პირველივე დღიდან პრემიერისგან მივიღეთ დავალება, რომ ამ საკითხებზე გვემუშავა და რაც შეიძლება უმტკივნეულო გაგვეხადა პროგრამის მუშაობა თითოეულ ონკოლოგიურ პაციენტთან მიმართებით“, – განაცხადა მინისტრმა.

„25 000-ლარიანი ლიმიტის ფარგლებში, სამედიცინო სერვისი, სხივური თერაპია და ის გამოკვლევები დაიფარება, რომელიც ონკოპაციენტს ესაჭიროება“ – გაბუნია

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ქიმიოთერაპიასთან, ჰორმონოთერაპიასთან და იმუნოთერაპიასთან დაკავშირებული მედიკამენტები, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვისაა საჭირო, სრულად დაფინანსდება.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, წლის განმავლობაში, 25 000-ლარიანი ლიმიტის ფარგლებში სამედიცინო სერვისი, სხივური თერაპია და ის გამოკვლევები დაიფარება, რომელიც პაციენტს მკურნალობის დაგეგმვისა და მკურნალობის შედეგის შეფასების მიზნით ესაჭიროება.

სამინისტროს განცხადებით, რაც შეეხება მედიკამენტებს, 25 000-ლარიანი ლიმიტის კალკულაციიდან ცალკე იქნება გამოტანილი ონკოლოგიური მედიკამენტები, რომელიც გათვალისწინებულია შესაბამისი სახელმწიფო პროგრამით. ცვლილება შეეხება იმ პაციენტებსაც, რომლებსაც ამ დროისთვის, შეიძლება, ამოწურული ჰქონდეთ 25 000-ლარიანი ლიმიტი.

თამარ გაბუნიას განმარტებით, აღნიშნულის შედეგად, პაციენტს შესაძლებლობა აქვს გაიდლაინების შესაბამისად მკურნალობის სრული კურსი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფაროს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ 5 აპრილს გამართულ ბრიფინგზე განაცხდა: „მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 25 ათას-ლარიანი ლიმიტის კალკულაციიდან ცალკე იქნება გამოტანილი ონკოლოგიური მედიკამენტები, რომელიც გათვალისწინებულია შესაბამისი სახელმწიფო პროგრამით“

“ჩემი ოცნება ახდა!” – გიორგი ფხაკაძე აფთიაქში შემთხვევით აღმოჩენილმა სიურპრიზმა აღაფრთოვანა

ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი,⁴ პროფესორი გიორგი ფხაკაძე facebook ლაივში ინოვაციური ტექნოლოგიის შესახებ საუბრობს, რომელიც საქართველოში, საბურთალოზე ერთ-ერთ აფთიაქ “ფარმსახლში”, როგორც თავად აღნიშნა, შემთხვევით აღმოაჩინა. 

როგორც გაირკვა, პროფესორი ფხაკაძე აფთიაქში D ვიტამინის საყიდლად შევიდა და აღმოაჩინა, რომ ამ აფთიაქს აქვს რობოტული დანადგარი, რომელიც ფარმაცევტის მითითებით თავად არჩევს შესაბამის მედიკამენტს და ფარმაცევტს ადგილზე მისდის სპეციალური მოწყობილობით.

ფხაკაძემ გაიხსენა, რომ მსგავსი ინოვაციური დანადგარი დაახლოებით 2 წლის წინ საფრანგეთში ნახა და მისი ოცნება იყო, რომ ზუსტად ასეთი თანამედროვე ტექნოლოგია საქართველოშიც ენახა… ამიტომ საბურთალოზე აფთიაქში შემთხვევითმა აღმოჩენამ პროფესორი განაცვიფრა და მან ემოციები ვერ დაფარა…

როგორც facebook ლაივში აფთიაქის ფარმაცევტმა განმარტა, ინოვაციური დანადგარი ზოგავს ენერგიას და მაქსიმალური სიზუსტით მუშაობს.

ფხაკაძე აცხადებს, რომ სწორედ ეს არის თანამედროვე, ხარისხიანი ჯანდაცვისკენ გადადგმული ნაბიჯი და უნდა, რომ მსგავსი რობოტული დანადგარები საქართველოს ყველა აფთიაქში იხილოს.

ფხაკაძის აღფრთოვანება აფთიაქის დიზაინმაც გამოიწვია, რადგან ეკომეგობრულ ინტერიერში, აფთიაქის შუაგულში შენარჩუნებულია ცოცხალი ხე, რაც ეკოლოგიური თვალსაზირისით მნიშვნელოვანი განაცხადია.

როგორც ფარმაცევტმა ფხაკაძეს განუცხადა, ინოვაციური რობოტული დანადგარი აღნიშნულ აფთიაქს აქვს ვაკეშიც და რუსთავის ფილიალშიც.

დანადგარი უზრუნველყოფს მედიკამენტების იდენტიფიცირებას და თაროებზე დასახელების მიხედვით ზუსტ განლაგებასაც – მაქსიმალურად ზოგავს ადამიანური რესურსის ენერგიას და მაქსიმალურად ამცირებს შეცდომის რისკს. 

გიორგი ფხაკაძის ყურადღება აფთიაქში წარმოდგენილმა ფრანგული და სხვა ევროპული წარმოების პროდუქციამაც მიიპყრო. პროფესორის თქმით, ზუსტად ის პროდუქცია იხილა დახლებზე, რაც პარიზში, მის სახლთან მდებარე აფთიაქებშია წარმოდგენილი. “ეს არის ჩემი ოცნება –  საქართველოში ვიხილო თანამედროვე, მაღალი ხარისხის ჯანდაცვა და ჩემი ოცნება ახდა!” – აცხადებს გიორგი ფხაკაძე. 

საქართველო, თბილისი – 2024 წლის 6 აპრილი ✅️

საფრანგეთი, პარიზი – 2022 წლის 4 ნოემბერი ✅️

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights