ოთხშაბათი, მაისი 13, 2026

ტუბერკულოზი

ტუბერკულოზი მსოფლიოში ყველაზე მომაკვდინებელი ინფექციური დაავადებაა
#post_seo_title

ტუბერკულოზი – ტუბერკულიოზი ინფექციური დაავადებაა, რომელსაც რამდენიმე სახეობის მიკრობაქტერია იწვევს და ეს ხშირად პაციენტისთვის ფილტვების გამართულად ფუნქციონირების მთავარი ხელის შემშლელი ფაქტორია.

მსოფლიოში ტუბერკულიოზი გარდაცვალების 10 ყველაზე ხშირ მიზეზს შორის მოწინავე ადგილს იკავებს. მიკრობაქტერია შეიძლება იყოს ჩასუნთქულ ჰაერში, ნახველის წვეთებში, ჭურჭელზე და ა.შ. ტუბერკულოზი არა მარტო ჰაერწვეთოვანი გზით გადამდები ინფექციაა, არამედ მტვრითაც გადაიტანება

მიზეზები
დაავადება ჩნდება ორგანიზმის Mycobacterium tuberculosis-ით დაინფიცირებისას და გადაედება ჰაერ-წვეთოვანი გზით.

სიმპტომები

მშრალი ხველა, რომელიც ძლიერდება ღამით და დილით, ახლავს სისხლიანი ნახველი;
თავის ტკივილი, ღებინება, მენინგიტის სიმპტომები;
მუცლის ტკივილი, კუჭის მოქმედების დარღვევა;
სახსრების, ძვლების ტკივილი, მოტეხილობების გაზრდა;
ზურგის ტკივილი, შარდში სისხლის ნარევი, ნეფრიტის სიმპტომები;
კანქვეშ მყარი კვანძების გაჩენა, რომლებიდანაც დროთა განმავლობაში ხაჭოსებრი გამონადენი გადმოდის.

ბავშვებში ტუბერკულოზის სიმპტომებია:

ტაქიკარდია;
საერთო სისუსტე;
ჰიპერთერმია;
მადის დაკარგვა;
წონის დაკლება;
ჭარბი ოფლიანობა.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ინფექციონისტი, რისთვისაც საჭიროა:

გულმკერდის ორგანოების ფლუოროგრაფია;
ფილტვების რენტგენი;
ფილტვების, თავის ტვინის, ხერხემლის, სახსრების კომპიუტერული ტომოგრაფია;
ფილტვების და ლიმფური კვანძების ბიოპსია;
თავის ტვინის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია;
მუცლის ღრუს ორგანოების, შარდის ბუშტის, თირკმელების ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;
დერმატოლოგიური გამოკვლევა.

მკურნალობა

მედიკამენტოზური მკურნალობა;
ფიზიოთერაპია;
ქირურგიული ჩარევა;
სამკურნალო ფიზკულტურა.

საშიშროება
დაავდების გართულება შეიძლება იყოს:

ფილტვების სისხლდენა;
ტუპერკულოზური პლევრიტი;
უნაყოფობა;
პნევმოტორაქსი;
ფილტვისმიერი გული;
სუნთქვის უკმარისობა;
გულის უკმარისობა;
ფისტულების გაჩენა;
თირკმლის უკმარისობა.

რისკის ჯგუფი

შაქრიანი დიაბეტით დაავადებულები;
თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მქონე პირები;
აივ და შიდსის ვირუსის მქონე პირები;
კორტიკოსტეროიდების დიდი ხნის მანძილზე მიმღები პირები;
არასაკმარისი წონის მქონე პირები.

პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:

ფლუოროგრაფიის ყოველწლიურად ჩატარება;
ვაქცინაციის ჩატარება;
იმუნიტეტის გაძლიერება.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ტროფიკული წყლული

ტროფიკული წყლული – დაავადება, რომელსაც ახასიათებს კანზე ან ლორწოვან გარსზე წყლულების გაჩენა. მტკივნეული გამონაყარი დიდი ხნის მანძილზე არ შუშდება და მოცილება ქირურგიული ჩარევის შედეგადაა შესაძლებელი. ტროფიკული წყლული უმეტესად ტროფიკული სარტყელის ქვეყნებშია გავრცელებული
 
 
 
მიზეზები

ვენების ვარიკოზული გაგანიერება;
ვენების ქრონიკული უკმარისობა;
ლიმფომის მიმოცვლის დარღვევა;
პოსტთრომბოფლებიური დაავადება;
შაქრიანი დიაბეტი;
ჰიპერტონია;
ათეროსკლეროზი;
გაყინვა, დამწვრობა;
ცხოვრების ნაკლებმოძრავი წესი.

 
სიმპტომები

კუნთების შეშუპება და სიმძიმის შეგრძნება;
კუნთების კრუნჩხვები ღამით;
წვივების წვა და ქავილი;
კანის ალაგ-ალაგ ჰიპერპიგმენტაცია;
ეგზემისა და დერმატიტის გაჩენა;
დაზიანებულ ნაწილში კანის გასქელება;
მუქი წითელი ფერის ლაქების გაჩენა;
დაზიანებული ადგილებიდან ჩირქოვანი გამონადენი.

 
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ფლებოლოგი, რისთვისაც საჭიროა:

სისხლის საერთო ანალიზი;
ქვედა კიდურების ულტრა-ბგერითი და დოპლეროგრაფიული გამოკვლევა;
ბაქტერიოლოგიური, ციტოლოგიური გამოკვლევა;
ულტრა-ბგერითი დუპლექსური გამოკვლევა;
ფუნქციონალური სინჯები;
ქვედა კიდურების რეოვაზოგრაფია;
წყლულის ზედაპირის და სიღმის ბიოპსია.

 
მკურნალობა

ელასტიური კომპრესია;
მედიკამენტოზური პრეპარატები;
ადგილობრივი მკურნალობა;
სისხლის გაწმენდა.

 
საშიშროება

სეფსისი;
ოსტეომიელიტი;
ართრიტი;
ჩირქოვანი ვარიკოთრომბოფლებიტი;
ალერგიული დერმატიტი;
მეორადი ლიმფოდემა.

 
რისკის ჯგუფი

მემკვიდრეობითი მიდრეკილების მქონე პირები;
ვენების ვარიკოზული გაგანიერების მქონე პირები;
ღრმა ვენების თრომბოზის მქონე პირები;
გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პირები;
შაქრიანი დიაბეტის მქონე პირები.

 
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:

კომპრესული თეთრეულის ტარება;
ერთ პოზაში დიდ ხანს ყოფნისგან თავის შეკავება და მეტი მოძრაობა;
გადაციებისგან თავის დაცვა;
სამკურნალო ვარჯიში.

ტრიქომონიაზი

ტრიქომონიაზი – იმ ინფექციებს შორის ყველაზე გავრცელებულ ფორმაა, რომლებიც გადაეცემა სქესობრივი ურთიერთობის დროს. დადგენილია, რომ ამ დაავადებით დაინფიცირებულია პლანეტის ყოველი მეათე მცხოვრები და უმეტესად სიმპტომები სხვა სგგდ-ების მსგავსია, ამიტომ დიფერენცირება ჭირს. ტრიქომონიაზს იწვევს წვრილი ერთუჯრედოვანი პარაზიტი
 
მიზეზები
დაავადების გამომწვევია – ვაგინალური ბაქტერია ტრიქომონადა (Trichomonas vaginalis).
 
სიმპტომები
სიმპტომები ქალებში:

შარდვისა და სქესობრივი კავშირისას ტკივილი;
ჰიპერემია და გარე სასქესო ორგანოების ქავილი;
გამონადენი, რომელსაც უსიამოვნო სუნი და მოყვითალო ფერი აქვს.

 
სიმპტომები მამკაცებში:

ურეტრადან გამონადენი, უსიამოვნო შეგრძნება შარდვისას;
გართულებების დროს პროსტატიტის განვითარება.

 
დიაგნოსტიკა

მიკროსკოპული მეთოდი;
მოლეკულარულ-ბიოლოგიური გამოკვლევები;
კულტურალური გამოკვლევა.

 
მკურნალობა

ანტიბიოტიკები;
დაავადების ფორმიდან გამომდინარე, შესაძლოა დაინიშნოს მთელი რიგი სამკურნალო პროცედურები;
მკურნალობის პერიოდში სქესობრივი კონტაქტისგან თავის შეკავება, რადგან ეს იწვევს პარტნიორის დაავადების საშიშროებას.

 
რისკის ჯგუფი
მოუწესრიგებელი სქესობრივი კავშირების მქონე ადამიანები.
 
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:

პირადი ჰიგიენის ნორმების დაცვა;
შემთხვევითი სქესობრივი კავშირებისგან თავის დაცვა;
დაცული სქესობრივი აქტი.

ტრაქომა

ტრაქომა – ბაქტერიული ინფექციაა, რომელიც ვრცელდება დაინფიცირებული ადამიანების თვალებთან, ქუთოთოებთან და ცხვირის ან ყელის სეკრეტთან პირდაპირი კონტაქტით. ტრაქომა გადამდებია და თითქმის ყოველთვის აზიანებს ორივე თვალს. იგი იწყება თვალებისა და ქუთუთოების მსუბუქი ქავილით და გაღიზიანებით, საბოლოოდ კი იწვევს თვალის ტკივილს და მხედველობის დაბინდვას. მკურნალობის გარეშე ტრაქომამ შეიძლება სიბრმავე გამოიწვიოს. ტრაქომას ადრეული მკურნალობის შემთხვევაში შესაძლებელია მისი გართულებების თავიდან არიდება.
 
მიზეზები

ქლამიდიები, რომლებიც პარაზიტობენ უჯრედებს შიგნით;
დაავდებული ლორწოვანიდან ჯანსაღზე დაინფიცირებული ნივთიერების გადატანა;
დასუსტებული იმუნიტეტი;
ალერგია;
თვალის სხვა დაავადებების არსებობა;
ექიმის დანიშნულების შეუსრულებლობა ამა თუ იმ დაავადების მკურნალობაზე. 

 
სიმპტომები

კონიუქტივის ანთებით პროცესი, გაწითლება, გაღიზიანება;
ქუთუთოს ჩაბრუნება;
თვალების ტკივილი, ქავილი;
რქოვანას ამღვრეული ფერი.

 
დიაგნოსტიკა

ოფთალმოლოგის კონსულტაცია;
ოპტიკური საშუალებებით გამოკვლევა;
კონიუქტივის ნაცვეთის ანალიზი;
სისხლის საერთო ანალიზი.

 
მკურნალობა

თვალის დამუშავება ანტიბიოტიკებით;
ფოლიკულას გამოტანა პაციენტის მიერ;
დაზიანებული ადგილის ანტიბიოტიკების შემცველი ხსნარით მობანა.

 
საშიშროება
დაავადების გართულება შეიძლება იყოს მხედველობის დაქვეითება, ქუთუთოს ჩაბრუნება, რქოვანას ფერის ამღვრევა. მთლიანობაში, დორული მკურნალობის არსებობის პირობებში შედეგი დადებითია. 
 
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:

კონტაქტური ლინზების მოხმარების წესების დაცვა;
ოფთალმოლოგთან რეგულარული ვიზიტი.

ტრაქეიტი

ტრაქეიტი – ტრაქეის ლორწოვანი გარსის ანთებით პროცესი. გამოიყოფა დაავადების მწვავე და ქრონიკული ფორმები.
 
მიზეზები

ვირუსული ინფექცები;
გადაციება;
ცივი და ცხელი ჰაერი, რომელიც აღიზიანებს ლორწოვან გარსს;
სტრეპტოკოკული ან სტაფილოკოკური ინფექცია.

 
ფაქტორები, რომელბიც ზრდიან დაავადების განვითარების რისკს:

მოწევა;
ალკოჰოლის ხშირი გამოყენება;
თირკმელების და გულის დაავადებები;
ცხვირ-ხახის ქრონიკული დაავადებები;
ფილტვების ემფიზემა.

 
სიმპტომები

დაავადების დასაწყისში მშრალი ხველა;
სისველე ცხვირში;
გულმკერდის და ყელის ტკივილი;
ჩახლეჩილი ხმა.

 
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ოტოლარინგოლოგი, რისთვისაც საჭიროა პაციენტის სპეციალური ხელსაწყოებით დათვალერება.
 
მკურნალობა

სითხის დიდი რაოდენობით მიღება;
ანტიბიოტიკები;
მდოგვის საფენები გულმკერდისთვის;
მალამოები;
ანტივირუსული პრეპრატები;
ხველის საწინააღმდეგო პრეპარატები;
ამოსახველებელი პრეპარტები;
ინჰალაცია.

 
საშიშროება
დაავადების გართულება შეიძლება გახდეს ბრონქიტი.
 
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:

გადაციებისგან თავის დაცვა;
მოწევაზე უარის თქმა;
ალკოჰოლზე უარის თქმა;
ცხვირ-ხახის დაავადებების დროული მკურნალობა.

ტოქსიკოდერმია

ტოქსიკოდერმია  –  დაავადება, რომელსაც ახასიათებს კანის საფარის მარტივი ტოქსიკო-ალერგიული ანთებითი პროცესი.
 
მიზეზები
დაავადება ჩნდება ალერგენის ზემოქმედებით, რომელიც კანში აღწევს ჰემატოგენური გზით.
 
სიმპტომები

კანზე გამონაყარი;
გენიტალიის, პირის ღრუს ლორწოვანი გარსისა და ტუჩების დაზიანება;
გამონაყარი ქავილი, წვა და ტკივილი.

 
ზოგადი სიმპტომები

საერთო მოთენთილობა;
უძილობა;
გაღიზიანება;
სხეულის ტემპერატურის აწევა;
სახსრების ტკივილი.

 
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს დერმატოლოგი, რომელიც საერთო ჩივილების გარკვევისა და ანამნეზის აღების შემდეგ ნიშნავს:

გამონადენის ბაქტ-დათესთვას;
ნაცხების მიკროსკოპიას;
კანის ნაცვეთის ანალიზს;
ტესტს სიფილისზე;
სისხლის და შარდის საერთო ანალიზს;
კოაგულოგრამას.

 
შესაძლოა საჭირო იყოს კარდიოლოგის, გასტროენტეროლოგის, ნეფროლოგის კონსულტაცია და დამატებით შემდეგი ღონისძიებები: 

ელექტროკარდიოგრამა;
ექოკარდიოგრამა;
მუცლის ღრუს ორგანოების ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;
თირკმელების ულტრა-ბგერითი ან კომპიუტერული გამოკვლევა.

 
მკურნალობა

ანტიჰისტამინური პრეპარატები;
მადენსესიბილიზებელი პრეპარატები;
შარდმდენი პრეპარატები;
სისხლის გაწმენდა;
გლუკოკორტიკოსტეროიდები;
ანთების და ქავილის საწინააღმდეგო მალამოები.

 
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:

ერთი და იგივე პრეპარატების ხანგრძლივად მიღებისგან თავის შეკავება;
პრეპარატების მიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით;
პრეპარატების აუტანლობის დროული დადგენა.

ტიფლიტი

ტიფლიტი – წარმოადგენს  ბრმა ნაწლავის ანთებით პროცესს.
  
მიზეზები

სეპსისი;
ტიფი;
კრონის დაავადება;
მწვავე აპენდიციტი;
ნაწლავის ტუბერკულოზი და სხვა დაავადებები.

 
სიმპტომები

ყრუ ტკივილები;
ჭამის შემდეგ მუცლის ჭვალი;
მუცლის შებერილობა;
წელის ტკივილი;
მადის დაკარგვა, ფაღარათი, შეკრულობა;
გულის რევა;
მუცლის წინა კედლის დაჭიმულობა;
ორგანიზმის საერთო სისუსტე;
თავის ტკივილი, მიგრენი. 

 
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის აუცილებელია:

გასტროენტეროლოგის კონსულტაცია;
კალას ანალიზი;
ირიგოსკოპია;
პარიეტოგრაფია.

 
მკურნალობა

ჯანსაღი და სრუფასოვანი კვება;
ნაწლავის მასაჟი;
ადგილობრივი თბილი პროცედურები;
ფერმენტების მიღება;
ინფუზიური თერაპია;
სხვა პრობლემების მოგვარება. 

 
საშიშროება
ტიფლიტის დროს შესაძლოა შემდეგი გართულებები: პარატიფლიტი, მეზადენიტი და სხვა.
 
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:

ნაწლავის ინფექციური დაავადებების მკურნალობა;
დიარეის და შეკრულობის დროული მკურნალობა;
კვების რეჟიმის დაცვა;
მავნე ჩვევებზე უარის თქმა;
ანთებითი პროცესების ჩაქრობა.

ტიფი

ტიფი – დაავადების ჯგუფი, იწვევს ორგანიზმში ბაქტერიების შეღწევას, რომლებიც აზიანებენ შინაგან ორგანოებს, სისხლს, ნერვულ სისტემას.
 
მიზეზები

დატილიანება და ტილების ნაკბენების ნაფხანის გაღიზიანება;
სპიროქეტებით დაავადება;
სალმონელით დაავადება.

 
სიმპტომები

ციებ-ცხელება,
ზურგში ტკივილები,
ვარდისფერი გამონაყარი კანზე,
ტემპერატურის აწევა 40 გრადუსამდე,
ორიენტაციის დარღვევა;
კუნთების ტკივილი,
გულის რევა, ღებინება,
კანის სიმშრალე,
სიყვითლე,
ღვიძლის და ელენთის გადიდება
შეკრულობა,
დიარეა,
მეტეორიზმი.

 
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოტიკას ატარებს ინფექციონისტი, რისთვისაც საჭიროა:

სისხლის, შარდის, კალას ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა;
სეროლოგიური რეაქცია;
კანის ალერგიული სინჯები.

 
მკურნალობა

ანტიბიოტიკები;
ადსორბენტები;
დიეტა.

 
დიეტა
მკურნალობის დროს ინიშნება დიეტა, რომლის დროს აუცილებელია წვნიანების მიღება. გამორიცხულია ცხიმიანი ხორცის სახეობები, ცხარე, მარვცლოვანები და კომბოსტო.
 
საშიშროება
დაავადების გართულება შეიძლება იყოს:

ფსიქოზი;
თრომბოფლებიტი;
მიოკარდიტი;
ნაწლავის პერფორაცია;
პერიტონიტი;
შინაგანი სისხლდენა.

 
რისკის ჯგუფი

უსახლკაროები;
კვების მრეწველობისა და საზოგადოებრივი კვების ობიექტების მომუშავეები.

 
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:

პედიკულიოზის განვითარების თავიდან აცილება;
სასმელი წყლისა და საკვების მდგომარეობის გაკონტროლება;
მღრღნელებისა და მწერების საწინააღმდეგო სადეზინფექციო პროცედურების ჩატარება.

ტიროზინემია

ტიროზინემია – წარმოადგენს ღვიძლის ფერმენტის არასაკმარის აქტივობას, რომელიც წარმოქმნის ტიროზიის ამინომჟავას.
 
მიზეზები
დაავადების გამომწვევი ძირითადი მიზეზია – მემკვიდრეობა.
 
სიმპტომები

რაქიტი, რომელიც არ ექვემდებარება მკურნალობას D ვიტამინის მიწოდების დროსაც;
ღვიძლის ციროზის მსგავსი ნიშნები;
კანის მზარდი პიგმენტაცია. 

 
ახალშობილებში სიმპტომები შემდეგია:

ღებინება;
ფაღარათი;
ოფლიანობა;
შეშუპება;
შეხტუნება;
თვალის კაკლების ტრიალი;
მუცლის შებერილობა;
წონაში ცუდად მატება;
ბავშვი გვიან იწყებს თავის დაჭერას და დაჯდომას;
მკურნალობის არარსებობისას ინტელექტის დაქვეითება. 

 
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ენდოკრინოლოგი, რისთვისაც საჭიროა ელექტროენცეფალოგრაფია. ასევე შესაძლოა საჭირო გახდეს პედიატრის და დიეტოლოგის კონსულტაცია.
 
მკურნალობა
დაავადების მკურნალობის ძირითად ფორმას წარმოადგენს დიეტოთერაპია. პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ პროდუქტებში ვალინის დოზა არ უნდა აღემატებოდეს 75-100 მგ-ს ბავშვის 1 კგ მასაზე. კომპლექსური მკურნალობისას სწრაფად ქრება ღებინება, ბავშვი ვითარდება ნორმალურად და იმატებს წონაში.
 
საშიშროება
ტიროზინემიის დროს ბავშვის ექსტრენული მკურნალობისას სიკვდილიანობა დგება 6 თვის შემდეგ, ღვიძლის უკმარისობის გამო. აუცილებელია დაავადების დიაგნოსტირება, რათა მოხდეს სათანადო მკურნალობის დანიშვნა, დადებითი შედეგის მისაღებად.
 
პროფილაქტიკა
სპეციალრი პროფილაქტიკური ღონისძიებები აღნიშნული დაავადებისთვის არ არსებობს. მთავარია სრულფასოვანი ცხოვრება და ექიმის დანიშნულების დაცვა.

რა არის ტვინის შერყევა?

რა არის ტვინის შერყევა?
#post_seo_title

ტვინის შერყევა: მიზეზები, სიმპტომები და მკურნალობის მეთოდები 

რა არის ტვინის შერყევა?

ტვინის შერყევა — ეს ტვინის რღვევაა, რომელიც დროებით არღვევს ნერვულ სისტემას. ამ მდგომარეობის დროს ტვინი შესაძლოა გავლენას განიცდიდეს სხვადასხვა მექანიზმებით: ტრავმების შედეგად მცირდება სისხლის მიმოქცევა ან ხდება ქსოვილის დაჭიმვა და დაზიანება. მიუხედავად იმისა, რომ ტვინის შერყევა უმეტეს შემთხვევაში არ იწვევს ხანგრძლივ ტვინის დაზიანებებს, მან შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი გართულებები.

ტვინის შერყევა – ხასიათდება ტვინის ფუნქციის ხანმოკლე დარღვევით, რაც გამოწვეულია ტრავმების შედეგად.

სიმპტომები

გონების დაკარგვა;
ღებინება;
პულსის აჩქარება და შენელება;
სუნთქვის გახშირება;
არტერიული წნევის აწევა;
თავის ტკივილი;
თავბრუს ხვევა;
კრუნჩხვები;
ყურებში ხმაურის შეგრძნება;
სახეზე სისხლის მოწოლა;
ძილის დარღვევა.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ნევროლოგი, რისთვისაც საჭიროა:

თავის ქალისა და ხერხემლის კისრის ნაწილის რენტგენი;
ენცეფალოგრაფია;
ექოენცეფალოსკოპია;
თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია;
თავის ტვინის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია;
თავის ფუძის გამოკვლევა;
ზურგის ტვინის პუნქცია.

მკურნალობა

ანალგეტიკები;
სედატიური პრეპარატები;
საძილე საშუალებები;
სისხლძარღვების, მეტაბოლიური თერაპია;
მატონიზირებელი საშუალებები.

საშიშროება
დაავადების გართულება შეიძლება იყოს:

წონასწორობის დაკარგვა;
ფსიქიკის შეცვლა;
კიდურების კანკალი;
პოსტტრავმული ტკივილი.

პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:

რიგი სპროტული აქტივობისას თავის დამცავი საბურავის გამოყენება;
საშიში საყოფაცხოვრებო ფაქტორების გამორიცხვა;
ავტომანქანის მართვისას ღვედის გამოყენება.

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights