პარასკევი, ივნისი 12, 2026

ახალი კვლევა – იშვიათი გენეტიკური ვარიანტები უცნაურად არის დაკავშირებული ცაციობასთან

xr:d:DAGCAK4jeKw:6,j:6323478292557933889,t:24041008

ახალი კვლევა ადამიანებში ცაციობის განვითარებას კონკრეტული გენების იშვიათ ვარიანტებს უკავშირებს.

იმის დადგენა, თუ როგორ განასხვავებს ეს ვარიაციები ცაციებს დანარჩენებისგან, შეიძლება სხვადასხვა საკითხის გარკვევაში დაგვეხმაროს. მაგალითად, როგორ ხდის გენები ადამიანებს ნეიროგანვითარებითი აშლილობების ან ნეიროდეგენერაციული დაავადებების განვითარებისკენ მიდრეკილს.

ნიდერლანდების მაქს პლანკის ფსიქოლინგვისტიკის ინსტიტუტის მკვლევრებმა 350 000 ადამიანის გენეტიკური მონაცემები შეისწავლეს. მიაგნეს გარკვეულ პოტენციურ მსგავსებებსა და განსხვავებებს თავის ტვინთან დაკავშირებულ აშლილობებსა და კოდირების იმ იშვიათ ფაქტორებს შორის, რომლებიც ცაციობას იწვევს.

შეზღუდული ორიენტაციები, რომლებიც ადამიანის ხელების სარკეში ანარეკლებს წააგავს, ბიოლოგიაში საოცრად გავრცელებულია. ხშირად, მოლეკულებსაც კი ხშირად აქვთ თანმიმდევრული ორიენტაცია, რასაც ქირალურობას უწოდებენ. მაგალითად, ცილების საშენ მასალას ცაცია სტრუქტურა აქვს, ყველა ცოცხალი არსების დნმ-ს სპირალებს კი მარჯვენა მიმართულება.

თუმცა, ყოველთვის აშკარა არ არის, რატომ ანიჭებს ბუნება უპირატესობას კონკრეტულ მიმართულებებს. როგორც ჩანს, მათთვის, ვისთვისაც ორივე ხელი თანაბრად მოსახერხებელია, თანაბარია შანსი, რომ ან ცაცია იყოს, ან მემარჯვენე. თუმცა, ცაცია მხოლოდ ადამიანთა დაახლოებით 10 პროცენტია.

„ეს ზოგადი ტენდენცია ძირითადად ყველგან ერთნაირია და სტაბილურია ადამიანის ისტორიის განმავლობაში“, — წერენ გენეტიკოსი კლაიდ ფრანკსი და მისი კოლეგები პუბლიკაციაში.

ცაციები უფრო მეტად არიან წარმოდგენილი გარკვეული ნეიროგანვითარებითი აშლილობების მქონეებში. მრავალი კვლევის თანახმად, რომელიმე ხელის უპირატესი გამოყენება და ენა ერთმანეთთან ახლო კავშირშია. სულ უფრო მეტი მტკიცებულება ამას ჩვენს გენებს უკავშირებს.

რა საფრთხეს შეიცავს ე.წ. „ხლოპიები“ – რატომ არ უნდა აჭამოთ ბავშვებს ე.წ. „ხლოპიები“

xr:d:DAGB6Ox9z7A:15,j:2862461877705198881,t:24040909
რატომ არ უნდა აჭამოთ ბავშვებს ე.წ. „ხლოპიები“
აღმოჩნდა თუ არა ჩვენ მიერ შემოწმებული ყველაზე პოპულარული ბრენდის „ხლოპიები“ გენმოდიფიცირებული?
გადაცემაში „იმედის დღე“ მარიამ მდინარაძემ „საიმედო რეკომენდაციების” რუბრიკის ფარგლებში სპეციალური სიუჟეტი მოამზადა და ქართულ ბაზარზე არსებული რამდენიმე პროდუქტი განიხილა.

მაიკლ მოსი, წიგნის “მარილი, შაქარი, ცხიმი” ავტორი, პულიცერის პრემიის ლაურეატი ამბობს: “ასეთი ტიპის მშრალი საუზმე, როგორც წესი, დიდი რაოდენობით შაქარსა და მარილს შეიცავს. სწორედ ამის გამო არ უნდა აჭამოთ ის ბავშვებს, რადგანაც მარილიც და შაქარიც გემოს ბუნებრივი გამაძლიერებელია, რომელიც ენის რეცეპტორებს ააქტიურებს. ეს კი მომავალში შესაძლოა, ძალიან დიდი პრობლემა გახდეს, რადგან ბავშვებს ჯანსაღი საუზმე აღარ მოეწონებათ. ჩემი რეკომენდაციაა, ბავშვებს ასეთი ტიპის ფანტელები თავიდანვე არ გაასინჯოთ, ან იშვიათად აჭამოთ, რომ მათ შაქრისა და მარილის გარეშე გემოს აღქმა არ დაუქვეითდეთ.”

შემადგენლობის გარდა, ენერგეტიკულ ღირებულებასაც აუცილებლად უნდა გავეცნოთ. კალორიულობა მეტ-ნაკლებად ყველას ერთნაირი აქვს. უნდა მივაქციოთ ყურადღება იმას, რომ ცილის შემცველობა ჰქონდეს მეტი და შაქრის შემცველობა ნაკლები და ყველაზე მნიშვნელოვანი – იყოს ბოჭკოვანი ნივთიერებებიც. ბოჭკოვანი ნივთიერებები, გარდა იმისა, რომ ძალიან სასარგებლოა, შაქრის ათვისებას ხელს უშლის. მაგალითად, თუ ბოჭკოვან ნივთიერებებთან ერთად შაქარს ვიღებთ, შაქარი ჩვენი ორგანიზმისათვის გაცილებით ნაკლებად საზიანო ხდება. ასევე, სიუჟეტის ავტორმა ერთ-ერთი ბრენდის მიერ წარმოებული ე.წ. ხლოპია შეამოწმა და ის გენმოდიფიცირებული არ აღმოჩნდა. ამიტომაც, რეკომენდაციაა, რომ თუ ბავშვს არ გაუსინჯავს, ისე კარგი მჭამელია და საუზმობს, უმჯობესია, არ გავასინჯოთ. ე.წ. ხლოპია არ შეიძლება, ყოველდღიური საუზმის ნაწილი იყოს, მაგრამ კვირაში 1-2-ჯერ საფრთხეს არ წარმოადგენს, მით უფრო, რომ ბავშვები მას რძესთან ერთად მიირთმევენ, რძე კი საჭირო პროდუქტია.

ვრცლად  სიუჟეტში ნახეთ:

 

ფაგების ცნობადობის გაზრდა მომხმარებელთა ახალ სეგმენტებში იგეგმება

xr:d:DAGB6Ox9z7A:5,j:593773560203017183,t:24040908

ფაგების მნიშვნელობა უახლოეს წლებში, მთელ მსოფლიოში კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა მსოფლიოს ერთ-ერთ გამოწვევად რჩება. ეს პრობლემა კი სულ უფრო ღრმავდება.

„ბიოქიმფარმის“ მენეჯერის რატი ღოლიჯაშვილის განცხადებით,  ანტიბიოტიკებისადმი გამძლე ინფექციების მიზეზით მსოფლიოში ყოველწლიურად მილიონ 300 ათასი ადამიანი იღუპება, 2050 წლისთვის კი ამ მიზეზით ყოველწლიურად დაღუპულთა რაოდენობა  10 მილიონს მიაღწევს.

ამ ფონზე საქართველოს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, განავითაროს ანტიბიოტიკების უსაფრთხო ალტერნატივის – ფაგების წარმოება. მისი თქმით, ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის პრობლემა განსაკუთრებით პანდემიის დროს გამოჩნდა. ამიტომ, შესაძლო ახალი პანდემიის დროს ეს საფრთხე კიდევ უფრო დიდი იყოს.

რატი ღოლიჯაშვილის განცხადებით, ნებისმიერი ვირუსული პანდემიის გვერდით იქნება ანტიბიოტიკური რეზისტენტობა. მისივე განმარტებით, ყველა ფაგი ყველა ანტიბიოტიკს ვერ ჩაანაცვლებს, მაგრამ ყველა ძირითადი ინფექცია შეიძლება ნამკურნალევი იქნას ფაგებით ან ფაგებისა და ანტიბიოტიკების კომბინაციით, როცა ფაგი ანტიბიოტიკის მოქმედებას აძლიერებს.

რაც შეეხება პროდუქციის სამიზნე აუდიტორიას, „ბიოქიმფარმის“ ხელმძღვანელის თქმით, მშობლების სეგმენტში ფაგების ცნობადობა 100 პროცენტიანია, რადგან ანტიბიოტიკების გამოყენებას განსაკუთრებით ბავშვებში ვერიდებით. ახლა კი კომპანია კიდევ უფრო აქტიურ და კარგი გაგებით აგრესიულ კამპანიას იწყებს, რათა ფაგების ცნობადობა სხვა სეგმენტშიც გაიზარდოს.

შეგახსენებთ, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ათი წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ  საქართველო ფაგების ტექნოლოგიებში პიონერია და დღეს, როდესაც მსოფლიო მასშტაბით განსაკუთრებით იზრდება ფაგებზე მოთხოვნა, საქართველოს შეუძლია, მსოფლიოს შესთავაზოს მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური პროდუქტები ამ მიმართულებით.

jandacva.ge

ხშირად უშვილობის მთავარი მიზეზი ფუნქციური ენდოკრინული დარღვევებით არის განპირობებული

xr:d:DAGB0EEP1sk:33,j:9132598363561061803,t:24040811

უშვილობა ქალებში – რამდენიმე მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული: შარდსასქესო  ორგანოების  თანდაყოლილი  და  შეძენილი დეფექტები; თვითნებითი აბორტები,  მცირე მენჯის ღრუში შეხორცებითი პროცესები; ვენერიული დაავადებები ,  ფალოპის მილების გაუვალობა; ჰიპერპროლაქტინემია; ჰორმონალური დისბალანსი;  შარდსასქესო სფეროს ინფექციური დაავადებები; ფსიქოსექსუალური დარღვევები;     მენსტრუალური  ციკლის  დარღვევა.  იმუნური დარღვევები – წყვილთა შეუთავსებლობა, გენეტიკური დაავდებები, საშვილოსნოს და საშვილოსნოს ღრუს პათოლოგიები – მიომა (ფიბროიდები), ენდომეტრიოზი.   მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი უამრავი მიზეზისა არსებობს დაუდგენელი მიზეზით გამოწვეული უშვილობაც.

უშვილობა ქალებში – ხშირად უშვილობის მთავარი მიზეზი ფუნქციური ენდოკრინული დარღვევებით არის განპირობებული. ჰორმონალური დისბალანსის დროს ხდება კვერცხუჯრედის ან სპერმატოზოიდის მოუმწიფებლობა, რაც საბოლოოდ იწვევს უნაყოფობას.

უნაყოფობის გამომწვევ მიზეზებს შორის მნიშვნელოვანია სასქესო ჰორმონების სეკრეციის ჭარბი წონით ან ცხიმოვანი ქსოვილის დეფიციტით განპირობებული მეორეული ცვლილებები.

ასევე ანთებითი დაავადებები რასაც, თავის მხრივ, იწვევს სხვადასხვა ინფექცია. ისინი აზიანებენ ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციულ ორგანოებს, ქალებში იწვევს საშვილოსნოს მილების გაუვალობას, შეხორცებებს, კაცებში _ თესლგამომტანი სადინარის დახშობას და აზოოსპერმიას _ სპერმაში სპერმატოზოიდების არ არსებობას.

უშვილობა შეიძლება იყოს პირველადი და მეორადი. როცა წყვილი – ქალი და მამაკაცი ერთი წლის განმავლობაში ეწევა რეგულარულ სქესობრივ ცხოვრებას, არ იყენებს ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს და არ დგება ორსულობა, ეს პირველადი უშვილობაა. მეორადია (შეძენილი) – როცა  წყვილებს  შორის  ადგილი  ჰქონდა  ჩასახვის  პროცესს, მაგრამ  ამის  შემდგომ  ჩასახვა  აღარ  ხდება.

უშვილობის დროს საჭიროა კომპლექსური კვლევებით იქნეს დიაგნოსტირებული გამომწვევი მიზეზი.

MMT ჰოსპიტალის ქალთა და მამაკაცთა ჯანმრთელობის ცენტრი გთავაზობთ უშვილობის დიაგნოსტიკასა და მკურნალობას! 032 2 23 40 23

MMT Hospital · ემ ემ ტე ჰოსპიტალი ჩართულია აკრედიტაცია კანადას საერთაშორისო სამედიცინო აკრედიტაციის პროგრამაში.

კვლევის საგანგაშო შედეგები – ბავშვებს, რომლებიც ეკრანთან საათზე მეტს ატარებენ, ტვინის თეთრი ნივთიერება ნაკლებად აქვთ განვითარებული

ფსიქოლოგიური დახმარებისა და ფსიქოთერაპიის ცენტრი სოციალურ ქსელში საგანგაშო კვლევის შედეგებს აქვეყნებს:

“ეს არის პირველი კვლევა, რომელიც სკოლამდელი ასაკის ბავშვებში ეკრანთან გატარებულ დიდ დროსა და ტვინის სტრუქტურის განვითარების დაბალ მაჩვენებელს ზომავს. კვლევის ავტორი ცინცინატის ბავშვთა საავადმყოფოს პედიატრი და კლინიკური კვლევების ხელმძღვანელი ჯონ ჰიუტონია. კვლევა ჟურნალ JAMA Pediatrics-ში 4 ნოემბერს გამოქვეყნდა.
ბოლო ათწლეულში პატარები ეკრანთან უფრო და უფრო დიდ დროს ატარებენ. ექსპერტებს კი აინტერესებთ, რა გავლენა აქვს მათ ტვინზე ტელევიზორთან, სმარტფონთან დაპლანშეტთან გატარებულ დროს სწორედ ტვინის განვითარების უმნიშვნელოვანეს პერიოდში.
3-დან 5 წლამდე ბავშვების ტვინს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI) ჩაუტარეს. ახალ კვლევაში 47 ბავშვი მონაწილეობდა, 27 გოგონა და 20 ბიჭი იყო,რომლებიც საბავშვო ბაღში არ დადიოდნენ.

ტომოგრაფიის ჩატარებამდე, ბავშვებს მისცეს კოგნიტური ტესტები, მშობლებმა კი შეავსეს ამერიკის პედიატრების აკადემიის (AAP) მიერ შემუშავებული ტესტი, რომელიც ზომავს ეკრანთან გატარებულ დროს. სკანირების შედეგად აღმოჩნდა, რომ იმ ბავშვებს, რომლებიც ეკრანთან რეკომენდირებულ 1 საათზე მეტს ატარებენ, ტვინის თეთრი ნივთიერება ნაკლებად აქვთ განვითარებული (სურათზე ჩანს ლურჯი ფერით). ტვინის ეს ნაწილი პასუხისმგებელია მეტყველებისა და კოგნიტური უნარების განვითარებაზე. ნაცრისფერი ნივთიერება შეიცავს

ტვინის უჯრედების დიდ ნაწილს, რომელთა საშუალებითაც სხეული გადაწყვეტილებებს იღებს. თეთრი ნივთიერება შედგება ნეირონებისგან, რომლებიც აკავშირებს ტვინის უჯრედებს ნერვულ სისტემასთან. “წარმოიდგინეთ, რომ ეს თეთრი ნივთიერება არის სადენები, როგორიც აქვს ტელეფონს, და ისინი ტვინის სხვადასხვა ნაწილებს უკავშირდება და ერთმანეთთან კომუნიკაციაში ეხმარება”, მათი განვითარების დაბალი დონე ტვინის ფუნქციონირებას ანელებს. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ის ბავშვები, რომლებიც დიდ დროს ატარებდნენ ეკრანთან და მშობლებთან ურთიერთობის დაბალი მაჩვენებელი ჰქონდათ, ტვინის თეთრი ნივთიერება ნაკლებად განვითარებული აქვთ. ისეთი ქცევები, როგორიცაა კითხვა, სირბილი, ვარჯიში და მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრის სწავლა ტვინის თეთრი ნივთიერების სტრუქტურასა და ორგანიზებულობას აუმჯობესებს. კვლევის მიხედვით ბავშვები ეკრანთან საშუალოდ 2 საათს ატარებდნენ. არჩევისას კითხვარი კი ამ ქცევას ერთიდან ხუთ საათამდე ზომავდა. ტელევიზორის ხშირი ყურება აფერხებს ბავშვების ყურადღების მდგრადობას და და თავისუფალ აზროვნებას. ამ დროს იზრდება კვების დარღვევების ჩვევების რისკიც და ქცევის პრობლემებიც. ეკრანთან გატარებული ჭარბი დრო ასევე აჩვენებს მეტყველების დაგვიანებას, ძილის პრობლემებს, ძირითადი ფუნქციების მოშლას და აქვეითებს მშობლისა და შვილის ურთერთობის ხარისხს.

ცნობილია, რომ ბავშვები, რომლებიც ეკრანებთან დიდ დროს ატარებენ, ისეთი ოჯახებიდან არიან, სადაც უფროსებიც დიდ დროს უთმობენ ტელევიზორს. თუ ბავშვი 5 საათს ატარებს ეკრანთან, იმის შანსი, რომ მშობელი 10 საათი აკეთებდეს იგივეს, მაღალია. აქედან გამომდინარე, მათ ერთმანეთთან საურთიერთოდ დრო თითქმის არ რჩებათ. ასეთი ცხოვრების სტილის შემთხვევაში, ბავშვები ეკრანს ვერ წყდებიან ჭამის დროს, ან მაშინ, როდესაც დასაძინებლად მიდიან.
ექსპერტების თქმით, შემაშფოთებელია ის ასაკი, რომლიდანაც ბავშვები ეკრანებზე დამოკიდებულებას ავლენენ. კვლევაში მონაწილეთა 90% პროცენტი დროის დიდი ნაწილის გატარებას ტექნოლოგიებთან 1 წლის ასაკიდან იწყებს: “ჩვენს ჩატარებულ რამდენიმე კვლევაში 2-დან სამ თვემდე ასაკის ბავშებს უკვე ტექნოლოგიებთან შეხება აქვთ”.
ტვინი ყველაზე სწრაფად პირველი ხუთი წლის განმავლობაში ყალიბდება, ამიტომ ეს ასაკი ბავშვებში ყველაზე მნიშვნელოვანია.ესაა ეტაპი, როდესაც ტვინი ყველაზე პლასტიურია და გარემოდან ყველაფერს იღებს.ის აყალიბებს ძლიერ კავშირს, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში გრძელდება.

წყარო:By Sandee LaMotte, CNN, November 4, 2019″

სტატიის ავტორი : ფსიქოთერაპევტი დარეჯან თოლორდავა 

წყარო : mshoblebi.ge

“აკრედიტაცია კანადა” აძლიერებს საქართველოს ჯანდაცვას

{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":["local"],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":false,"containsFTESticker":false}

საქართველოში ყველაზე ძლიერი საერთაშორისო სამედიცინო მააკრედიტირებელი ორგანიზაცია, “აკრედიტაცია კანადის” მორიგი ოფიციალური ვიზიტი დასასრულს უახლოვდება.
შეხვედრა კლინიკა “ვივამედთან” 

“აკრედიტაცია კანადის” აღმასრულებელმა დირექტორმა კატერინა ტარასოვამ და ორგანიზაციის ევროპის ოფისის ხელმძღვანელმა, იულია შერბინამ, ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტის, პროფესორ გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართეს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, საქართველოს საპატრიარქოში და იმ სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესი “აკრედიტაცია კანადის” ჩართულობით მიმდინარეობს.

შეხვედრა საპატრიარქოში

შეხვედრა “ვივამედში”


შეხვედრა “MMT ჰოსპიტალში”

ცნობისთვის – “აკრედიტაცია კანადა”, რომლის წარმომადგენელი საქართველოში პროფესორი გიორგი ფხაკაძეა, საქართველოს 20-ზე მეტი კლინიკის აკრედიტაციის პროცესშია ჩართული, მათშორის არის “საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმეს და წმინდა ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი” და ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფო “ქსენონი”.

შეხვედრა საპატრიარქოში

საქართველოს საპატრიარქოშიაკრედიტაცია კანადის” ოფიციალურ წარმომადგენლობას შეხვდნენ გორის და ატენის მიტროპოლიტი, მეუფე ანდრია გვაზავა; ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, მეუფე იოანე გამრეკელი; “საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმეს და წმინდა ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის” დირექტორი, ვეფხვია ოდიშარია” და კლინიკის წარმომადგენელი ექიმები.

შეხვედრა საპატრიარქოში

ჯანდაცვის სამინისტროში ნაყოფიერი შეხვედრის შემდეგ “აკრედიტაცია კანადის” აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ მათ მიერ სამედიცინო დაწესებულებების არჩევა სქართველოში 3 კრიტერიუმის მიხედვით მოხდა:

“როცა სამინისტროში გვკითხეს, თუ რატომ ვატარებთ საერთაშორისო აკრედიტაციას მხოლოდ 24 სამედიცინო დაწესებულებაში, ვუპასუხეთ, რომ ჩვენ ავირჩიეთ ის კლინიკები, რომელთა პრიორიტეტია:

✅️ პაციენტზე ორიენტირება;
✅️ სერვისებისა და ინფრასტრუქტურის ხარისხზე ორიენტირება;
✅️ სურვილი, გადავიდნენ თანამედროვე ჯანდაცვის სისტემაზე” – აცხადებს კატერინა ტარასოვა.

შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში

ოფიციალური ვიზიტის დასასრულს “აკრედიტაცია კანადის” აღმასრულებელი დირექტორი კატერინა ტარასოვა, ევროპის ოფისის ხელმძღვანელი იულია შერბინა და პროფესორი გიორგი ფხაკაძე ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ “ერისიონის” კონცერტს დაესწრნენ.

რესტორანი “ქვევრი”

“აკრედიტაცია კანადის” წარმომადგენლობა იმყოფებოდა რესტორან “ქვევრში“, სადაც კიდევ ერთხელ გაეცნენ ქართული სუფრას, ტრადიციებსა და კულტურას.

სტუმრები აღფრთოვანებული დარჩნენ ქართული კულტურითა და ტრადიციებით და აღნიშნეს, რომ საქართველოს შთაბეჭდილებებით აღსავსენი ტოვებენ.

საღამო “თბილისი პარაგრაფში”

ერისიონის” კონცერტი ფილარმონიაში

აქვე აღსანიშნავია, რომ “აკრედიტაცია კანადის” წარმომადგენლობამ ოფიციალური ვიზიტის დასასრული აღნიშნა “პარაგრაფ თბილისში” – რომელიც არის ნათელი მაგალითი ქართული და უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შერწყმისა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში უმაღლესი საერთაშირისო სტანდარტების დანერგვა შესაძლებელია შესაბამისი ინფრასტრუქტურითა და თანამედროვე, მრავალფუნქციური კომპლექსით.

მადლიერი პაციენტები – წერილი ექიმს

მადლიერი პაციენტები – წერილი ექიმს:

„ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისათვის, იმ შრომისთვის და წვალებისთვის, რაც ჩემთან ერთად გამოიარეთ. სიტყვები არ მაქვს, მადლობა როგორ გადაგიხადოთ.

გვიყვარხართ ძალიან!..“

ექვსწლიანი პაუზის შემდეგ, სამედიცინო შემთხვევებთან დაკავშირებულ რეცენზირებას სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება განახორციელებს

xr:d:DAGB0EEP1sk:50,j:3497469338251851115,t:24040813

2024 წელს (ისევე როგორც 2013-2018 წლებში), სამედიცინო შემთხვევებთან დაკავშირებულ რეცენზირებას სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება განახორციელებს.

აღნიშნული მომსახურების შესახებ შესაბამისი ხელშეკრულება სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოსთან უკვე გაფორმდა.

„გაერთიანების აღმასრულებელი მდივნის არჩილ მორჩილაძის განცხადებით, გაერთიანებამ ექვსწლიანი პაუზის შემდეგ რეცენზირების პროცესში ჩართვა ახალი გარემოებების გათვალისწინებით გადაწყვიტა, კერძოდ, კლინიკების სავალდებულო აკრედიტაციის პროცესმა, მისი განცხადებით, პირველ ეტაპზე უნდა გააუმჯობესოს პაციენტებთან ურთიერთობის საკითხები, ასევე საერთაშორისო აკრედიტაციის სტანდარტით ყველა დაწესებულებამ რეალურად უნდა შექმნას ეთიკური კომიტეტი, რომლებიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ პაციენტების საჩივრების კლინიკაშივე დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ განხილვის პროცესში.

საერთაშორისო პრაქტიკით საჩივრების მინიმუმ 50% კლინიკებში განიხილება და მომხმარებელი აღარ აგრძელებს დავას სხვა ინსტანციებში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

პირველი პრეცედენტი საქართველოში – “ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი ” “აკრედიტაცია კანადაში” გადაპორტირდა

{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":["local"],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{"transform":1},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":true,"containsFTESticker":false}

ბათუმში “მედცენტრის ჰოსპიტალი” საერთაშორისო ჯანდაცვის აკრედიტაციის პროცესს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი მააკრედიტირებელი ორგანოს, “აკრედიტაცია კანადის” ჩართულობით გადის. 

2024 წლის 8 აპრილს “აკრედიტაცია კანადის” წარმომადგენლობის ოფიციალური შეხვედრა გაიმართა აღნიშნული სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლებთან.

აკრედიტაცია კანადა”, რომლის წარმომადგენელი საქართველოში ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძეა, საქართველოს 20-ზე მეტი კლინიკის აკრედიტაციის პროცესშია ჩართული.

ამჟამად “აკრედიტაცია კანადას” წარმომადგენლობა, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, საქართველოშია და კლინიკებთან შეხვედრებს აქტიურ რეჟიმში მართავს.

ნაყოფიერი შეხვედრის შემდეგ “შენი პულსი” ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალის ხელმძღვანელ კახაბერ კაცაძეს ესაუბრა:

“დღეს შეხვედრა გაიმართა ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში, რომელიც გახდა “მედცენტრის” ნაწილი და “მედცენტრი”, თავის მხრივ, არის აჭარაში ყველაზე მსხვილი ჯანდაცვის სერვისების მომწოდებელი სამედიცინო კორპორაცია. ჩვენ დავიწყეთ “აკრედიტაცია კანადასთან” თანამშრომლობა.

ეს არის პირველი პრეცენდენტი საქართველოში, როცა კლინიკა ერთი მააკრედიტირებელი ორგანიზაციიდან გადავიდა მეორე მააკრედიტირებელ ორგანიზაციასთან, რის გამოც მოხარული ვართ, რადგან “აკრედიტაცია კანადის” ძირითადი პრინციპი არის პაციენტის უსაფრთხოება, ხარისხის გაუმჯობესება და რაც მთავარია, ის ითხოვს, რომ კლინიკა გადავიდეს თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებზე.

მოლაპარაკების შედეგად, “აკრედიტაცია კანადამ” განიხილა ჩვენი თხოვნა და პრაქტიკულად, ჩვენ დავაკმაყოფილეთ მისი სამი მოთხოვნა. შესაბამისად, მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ შევერთებულიყავით “აკრედიტაცია კანადას.”

დღეს არის ჩამოსული “აკრედიტაცია კანადის” საერთაშორისო ექსპერტი ბატონი, ალესანდრო ბურიანი და ჩვენი კლინიკის ყველა თანამშრომელი ჩართულია ტრენინგში, რომელიც ტარდება საქართველოს ყველა იმ  საავადმყოფოში, რომლებიც გადის აკრედიტაციის პროცესს “აკრედიტაცია კანადის” ჩართულობით.

ჩვენ კოლექტივში მზაობა მაღალია, რათა აკრედიტაციის პროცესი გაძლიერდეს და გვსურს, მივაწოდოთ აჭარის მოსახლეობას საუკეთესო, უსაფრთხო და საერთაშორისო დონის სტანდარტები.

აკრედიტაცია კანადა” არის ყველაზე ძლიერი, უდიდესი და უძველესი მააკრედიტირებელი ორგანო საქართველოში, რომელიც არის დაფუძნებული კანადაში. 15 ათასზე მეტი სამედიცინო დაწესებულება გადის აკრედიტაციას ამ ორანიზაციის ჩართულობით.

ჩვენთვის მთავარი არის უსაფრთხოება, ხარისხი და ის სტანდარტები, რომელსაც გვთავაზობს “აკრედიტაცია კანადა”, რათა საერთაშორისო მოთხოვნები იყოს დაკმაყოფილებული.” -განაცხადა კახაბერ კაცაძემ.

როგორ აორთქლებენ პროსტატის ადენომას MMT ჰოსპიტალში

xr:d:DAGB0EEP1sk:27,j:8515605215898077576,t:24040811

როგორ აორთქლებენ პროსტატის ადენომას   – თუკი პროსტატის ადენომა დიდი ზომისაა (200 გრამამდე) და მის მოშორებას სხვა კლინიკებში ღია ოპერაციით გთავაზობენ, ნუ იჩქარებთ, ჩვენ უსისხლოდ მოგაშორებთ პრობლემას.

რევოლუციური სამედიცინო ტექნოლოგია MMT ჰოსპიტალში – პროსტატის ადენომის მკურნალობა პლაზმა ვაპორიზაციით ანუ უსისხლოდ აორთქლებით.

ნახეთ როგორ ტარდება ეს ოპერაცია. პაციენტი კი მეორე-მესამე დღეს სახლში ეწერება.

ეს მხოლოდ MMT ჰოსპიტალშია შესაძლებელი

MMT Hospital · ემ ემ ტე ჰოსპიტალი ჩართულია აკრედიტაცია კანადას საერთაშორისო სამედიცინო აკრედიტაციის პროგრამაში.

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights