ფეხმძიმეების ტოქსიკოზი – მდგომარეობა, რომელსაც ახასიათებს ორგანიზმის ადაპტაციის დარღვევა ფეხმძიმობის მიმართ. წარმოშობის ვადის მიხედვით გამოიყოფა:
· ადრეული ტოქსიკოზი – ჩნდება ფეხმძიმობის პირველ ტრიმესტრში და წყდება მეორე ტრიმესტრის დასაწყისში (პირველი 12 კვირა);
· გვიანი ტოქსიკოზი – წარმოიშობა მეორე და მესამე ტრიმესტრში.
მიზეზები
· გამოუძინებლობა;
· გადაღლა;
· არასწორი კვება;
· მრავალნაყოფიანი ფეხმძიმობა;
· კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადება.
სიმპტომები
· გულის რევა, რომელიც ძლიერდება დილაობით;
· ხანგრძლივი ღებინება;
· ჭარბი ნერწყვდენა;
· თავბრუსხვევა;
· პულსის და არტერიული წნევის დარღვევა;
· სწრაფი დაღლა;
· სისუსტე.
ტოქსიკოზის ფორმების მიხედვით გამოიყოფა:
· მსუბუქი ფორმა;
· საშუალო ფორმა;
· მძიმე ფორმა.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს გინეკოლოგი, რისთვისაც საჭიროა:
· ანამნეზის შეგროვება;
· გინეკოლოგიური დათვალიერება;
· მცირე მენჯის ორგანოების ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;
· სისხლის და შარდის საერთო ანალიზი.
მკურნალობა
· გულის რევის სიმპტომების მომხსნელი პრეპარატები;
· სედატიური პრეპარატები;
· ფოლიუმის მჟავას შემცველი პრეპარატები;
· სამკურნალო ფიზკულტურა.
დიეტა
ტოქსიკოზის სიმპტომების თავიდან ასაცილებლად ან მაქსიმალურად შესამცირებლად საჭიროა საჭმლის მიღება ყოველ 2-3 საათში, მცირე ულუფებით. რაციონიდან გამოსარიცხია ცხიმიანი, შებოლილი, ცხარე საკვები. ასევე უნდა შეიზღუდოს შოკოლადის და მლაშე საკვების მიღება. საკვები უნდა იყოს გრილი, არც ძალიან ცხელი და არც ძალიან ცივი.
სასმელად პაციენტმა უნდა გამოიყენოს უგაზო მინერალური წყალი, ღია ფერის ჩაი ლიმნით, ბალახეული ნაყენები და ჩაი, ქაცვის მორსი, ვაშლის წვენი, წყალი ლიმნის წვენის დამატებით.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· სუფთა ჰაერზე ჰოფნა;
· გულის რევის გამომწვევი მიზეზების თავიდან აცილება;
· მეან-გინეკოლოგთან რეგულარულად ვიზიტი.
ფეხმძიმეების ტოქსიკოზი
ფერადი ლიქენი
ფერადი ლიქენი – წარმოადგენს ეპიდერმისის რქოვანას ფენის დაავადებას, რომელიც გამოწვეულია Malassezia-ს ჯგუფის სოკოს და მისი ფომების შედეგად: ოვალური – Pityrosporum ovale, მრგვალი – Pityrosporum orbiculare და მიცელიალური – Malassezia furfur.
მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
· მემკვიდრეობითი ფაქტორი;
· ჭარბი ოფლიანობა;
· სხვისი ტანსაცმლის ტარება;
· პირადი ჰიგიენის დაუცველობა;
· სოკოთი დაავადებული ნივთების მოხმარება;
· დაინფიცირებულთან მჭიდრო კონტაქტი.
დაავადების განვითარებას ხელს უწყობს ორგანიზმში არსებული შემდეგი პრობლემები:
· შაქრიანი დიაბეტი;
· ფეხმძიმობა;
· ჰორმონალური დისბალანსი;
· კუშინგის სინდრომი;
· მძიმე სომატიკური დაავადებები;
· ტუბერკულოზი.
სიმპტომები
· კანზე სხვადასხვა ზომის, მოყვითალო-მოყავისფრო ლაქები;
· მრგვალი, ოვალური, ცილინდრული ფორმის ლაქები, რომლებიც ერთმანეთს უერთდება გაშლილად და გეოგრაფიულ რუკას ჰგავს;
· ლაქების განლაგება ზურგის ზედა ნაწილში;
· კანის დახეთქვა;
· ლაქების ტრანსფორმაცია აქრომიაში.
სტრუქტურის მიხედვით გამოიყოფა:
· ყვითელი ლიქენი;
· შავი ლიქენი;
· აქრომიული ლიქენი.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის საჭიროა:
· ვუდის ნათურის გამოყენება;
· ლაბორატორიული მეთოდებით გამოკვლევა;
· კულტურალური გამოკვლევების ჩატარება;
· დიფერენციალური დიაგნოსტიკის გამოყენება.
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
· სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენება ყოველდღიურად და რეგულარულად;
· ანტიმიკოტიკური ხსნარების წასმა;
· ანტიმიკოტიკების მიღება.
საშიშროება
თუ განხორციელდება დაავადების დროული და სწორი მკურნალობა, შედეგი ყოველთვის დადებითია. განმეორებითი რეციდივები არ აღინიშნება. მკურნალობის კურსს ნიშნავს ქეიმი-მიკოლოგი.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· პირადი ჰიგიენის ნორმების დაცვა;
· სპეციალისტთან დროულად მისვლა;
· ტანსაცმლის და თეთრეულის დეზინფექცია;
· ჭარბ ოფლდენასთან ბრძოლა;
· სინთეტიკური სამოსის ტარებისგან თავის შეკავება;
· კანის და თმის ოპტიმალური მოვლა.
ფეოქრომოციტომა
ფეოქრომოციტომა – დაავადება, რომელსაც ახასიათებს ქრომაფინული ქსოვილის შეშუპება, რაც იწვევს ორგანიზმში ჰორმონების ჭარბ სინთეზს.
შეშუპების ლოკალიზაციის ადგილები შეიძლება იყოს:
· თირკმელზედა ჯირკვლები;
· აორტის შიდა ნაწილი;
· მკერდის ნაწილი;
· შარდის ბუშტი;
· სიმპათიკური პარაგანგლიები.
მიზეზები
დაავადების გამომწვევი ზუსტი მიზეზები დღემდე დაუდგენელია. ექიმიები თვლიან, რომ დაავადების განვითარებაზე გავლენას ახდენს მემკვიდრეობითი ფაქტორი და ორგანიზმში ჰორმონალური ცვლიელბები, რაც იწვევს სისხლში ადრენალინის ცვლილებას.
სიმპტომები
· არტერიალური ჰიპერტენზია;
· ნივთიერებათა ცვლის დარღვევა;
· კუნთების შევიწროვება;
· ვერტიკალურ მდგომარეობაში სხეულის ყოფნისას წნევის დაწევა;
· კანის გაუფერულება;
· წონის სწრაფი დაკარგვა;
· შეკრულობა;
· ჭარბი ოფლიანობა;
· გახშირებული გულისცემა;
· ძლიერი თავის ტკივილი;
· მოუსვენრობის შეგრძნება.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ენდოკრინოლოგი, რისთვისაც საჭიროა:
· სისხლის საერთო ანალიზი;
· შარდის ანალიზი;
· თირკმელზედა ჯირკვლების ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;
· თირკმელზედა ჯირკვლების კომპიუტერული ტომოგრაფია;
· თირკმელზედა ჯირკვლების მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია;
· ჰორმონალური გამოკვლევა.
მკურნალობა
· ადრენალინის მოქმედების შესამცირებელი პრეპარატები;
· არტერიული წნევის დასარეგულირებელი პრეპარაეტბი;
· გულის უკმარისობის საწინააღმდეგო პრეპარატები;
· სისხლძარღვების გასაფართოვებელი პრეპარატები.
საშიშროება
დაავადების გართულება შეიძლება იყოს:
· მიოკარდის ინფარქტი;
· ინსულტი;
· თრკმელების სისხლძარღვების ათეროსკლეროზი;
· გულის უკმარისობა;
· შაქრიანი დიაბეტი;
· ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა;
· ფილტვების შეშუპება.
რიკის ჯგუფი
· მემკვიდრეობითი მიდრეკილების მქონე პირები;
· 30-50 წლის ასაკის ქალები;
· 14 წლამდე ბიჭები;
· ნეიროფიბრომატოზით დაავადებულები;
· ჰიპელია-ლინდაუს დაავადების მქონე პირები.
პროფილაქტიკა
დაავადების პროფილაქტიკის მიზნით რისკის ჯგუფში მყოფი ადამიანებისთვის რეკომენდირებულია გამოკვლევების რეგულარულად ჩატარება, რაც გამოავლენს მუტანტურ გენებს, რომელბსაც შეუძლიათ დაავდების განვითარების პროვოცირება.
ფარინგიტი
ფარინგიტი – საყლაპავის ლიმფიდური ქსოვილის ლორწოვანის ანთება.
მიზეზები
· ვირუსები;
· ბაქტერიები;
· სოკო.
არაინფექციური მიზეზები:
· ორგანიზმის გადაციება;
· ცივი სასმელის და საკვების მიღება;
· ცხარე საკვების მიღება;
· მოწევა.
სიმპტომები
· ყელის ტკივილი;
· ყელში ქავილის შეგრძნება;
· მშრალი ხველა;
· მაღალი ტემპერატურა (38 გრადუსამდე);
· კისრის ლიმფური კვანძების გადიდება.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ოტოლარინგოლოგი, რისთვისაც საჭიროა:
· ფარინგოსკოპია;
· ყელის ნაცხის ბაქტერიოლოგიური და ვირუსოლოგიური გამოკვლევა.
მკურნალობა
· ყელის გამორეცხვა;
· აეროზოლის გამოყოენება;
· ინჰალაცია;
· ყელის ტკივლის საწინააღდეგო საფენები;
· ანტიბიოტიკები.
დიეტა
დაავადების მკურნალობისას რეკომენდირებულია დიეტის დაცვა, რომელიც გამორიცხავს ცხარე, ცხელ, ცივ, მლაშე საკვებს. საჭიროა დიდი რაოდენობით თბილი სითხის მიღება.
რისკის ჯგუფი
· მწეველები;
· მავნე საწარმოებში მომუშავე პირები.
საშიშროება
დაავდების გართულება შეიძლება იყოს:
· ლარინგიტი;
· ტრაქეიტი;
· ქრონიკული ტონზილიტის გართულება.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· გადაციებისგან თავის დაცვა;
· ძალიან ცივი ან ცხელი საკვების მიღებაზე უარის თქმა;
· სწორი სუნთქვის გაკონტროლება;
· მოწევაზე უარის თქმა;
· ალკოჰოლზე უარის თქმა.
უძილობა (ინსომნია) – ძილის დარღვევა, რომელიც ხასიათდება დიდი ხნის მანძილზე უძილობით
უძილობა (ინსომნია) – ძილის დარღვევა, რომელიც ხასიათდება დიდი ხნის მანძილზე უძილობით.
უძილობას შეუძლია თქვენი დღეები ნამდვილ კოშმარად აქციოს და გამოიწვიოს დაღლილობა, მოთენთილობა, ასევე გავლენა მოახდინოს ემოციურ მდგომარეობაზე.
ხანგრძლივი დროის განმავლობაში უძილობა იწვევს ჯანმრთელობის მძიმე პრობლემებს, როგორიცაა – გულის, გასტროენტეროლოგიური და მეტაბოლური დაავადებები.
მიზეზები
უძილობის მიზეზებია:
· ფსიქოლოგიური აშლილობა (სტრესი, ნევროზი, დეპრესია);
· ქრონიკული გადაღლილობა;
· არაკომფორტული საწოლი;
· ძილის წინ მაგარი ჩაის ან ენერგეტიკული სასმელის გამოყენება;
· ძილის წინ მძიმე საკვების მიღება;
· ფიზიოლოგიური დამოკიდებულება;
· ძილის წინ სხვადასხვა პრეპარატების მიღება;
· გამაღიზიანებელი ხმაური, სუნები;
· საათის სარტყელის ცვლილება;
· პერიოდული ღამისთევა (ცვალებადი გრაფიკის მქონე პროფესიების წარმომადგენლები);
· ზოგიერთი ქრონიკული დაავადება (ტკივილის, გართულებული სუნთქვის, ხშირი შარდდენის გამომწვევი).
სიმპტომები
დაავადების სიმპტომებია:
· დიდი ხნის მანძილზე უძილობა;
· მოკლე, წყვეტილი ძილი;
· ძილის დროს ხშირად გაღვიძება, რის შემდეგაც ჩაძინება რთულია;
· სრულფასოვანი ძილის უკმარისობა;
· ხშირი ღამის კოშმარები;
· გაღვიძების შემდეგ დაღლილობის და მოთენთილობის შეგრძნება;
· გაღიზიანებადობის მომატება.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ნერვოლოგი. უძილობის სამკურნალოდ ის ატარებს ანამნეზის შეკრებას, საერთო დათვალიერებას და ნიშნავს:
· პოლისომნოგრაფიულ გამოკვლევას;
· ელექტროენციფალოგრაფიას;
· მაჯის აკტოგრაფით გამოკვლევა (აპარატი, რომელიც ჰგავს მაჯის საათს და ახდენს თქვენი ზოგადი მდგომარეობის შესახებ მონაცემების დაფიქსირებას)
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
· ანტიდეპრესანტებს;
· სედატიურ პრეპარატებს;
· საძლე პრეპარატებს;
· სახალხო მედიცინის საშუალებებს (სამკურნალო ბალახებს, დამამშვიდებელი საშულებებით გაჯერებული აბაზანები).
საშიშროება
თუ დაავადების მკურნალობა არ მოხდება დროულად, ამან შეიძლება გამოიწვიოს აქსილიტელური სტრესი, რაც თავის მხრივ უარყოფითად აისახება სწავლის, შრომის და მეხსიერების პროცესზე.
პროფილაქტიკა
პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
· ძილის წინ გამაღიზიანებელი და გასართობი ფაქტორების გამორიცხვა;
· ძილის წინ სახლის განიავება;
· საღამოს სუფთა ჰაერზე გასეირნება;
· თბილი აბაზანების მიღება დამამშვიდებელი ზეთებით;
· 18:00-ის შემდეგ მაგარი ჩაის ან ყავის გამორიცხვა;
· დღისი ძილის გამორიცხვა;
· ძილის წინ მწარე, მჟავე ან ცხიმიანი საკვების მიღების გამორიცხვა;
· რეგულარულად ერთი და იგივე დროს დაწოლა და ადგომა (დაძინება/გაღვიძება).
ურეტრიტი
ურეტრიტი – დაავადება, რომელსაც ახასიათებს საშარდე არხის ანთება.
არსებობს ურეტრიტის შემდეგი ფორმები:
· ჰონორეული;
· ტრიქომონადული;
· ბაქტერიული;
· ვირუსული;
· კანდიდამიკოტური.
ურეტრიტი შეიძლება იყოს:
· ინფექციური;
· არაინფექციური.
მიზეზები
· ინფექციური გამაღიზიანებლები;
· გადაციება;
· შარდკენჭოვანი დაავადება;
· ორგანიზმის გაუწყლოება.
სიმპტომები
· შარდვისას წვა და ტკივილი;
· საშარდე გზიდან ჩირქოვან-ლორწოვანი გამონადენი.
მამკაცებში სიმპტომები უფრო მწვავედ ვლინდება, ვიდრე ქალებში.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს უროლოგი, რისთვისაც საჭიროა:
· ნაცხის საერთო ანალიზი;
· პროსტატის ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;
· შარდის ბუშტის გამოკვლევა;
· ურეტრადან გამონადენის დათესვა.
მკურნალობა
· ანტიბაქტერიული თერაპია;
· პიტოთერაპია.
ქრონიკული ფორმის მკურნალობა გულისხმობს:
· იმუნოთერაპიას;
· საშარდე არხის გაფართოვებას;
· საშარდე არხში ანტიბაქტერიული პრეპარატების შეყვანას.
დიეტა
დაავდების დროს საკვებად არ უნდა გამოიყენოთ:
· ხახვი, ნიორი;
· ბოლოკი, პირშუშხა;
· ისპანახი, მჟაუნა;
· ტკბილეული, სანელებლები;
· ცხიმიანი საკვები, ხორცეული;
· ლუდი.
საშიშროება
მამაკაცებში დაავადების გართულება შეიძლება იყოს:
· საკვერცხის ანთება;
· ბალანიტი, ბალანოპოსტიტი;
· ვეზიკულიტი;
· საშარდე არხის შევიწროვება.
ქალებში დაავდების გართულება შეიძლება იყოს:
· ცისტიტი;
· საშოს მიკროფლორის დარღვევა;
· უნაყოფობა.
რისკის ჯგუფი
· შარდკენჭოვანი დაავადებების მქონე პირები;
· არარეგულარული შარდდენის მქონე პირები;
· პირები სქესობრივ პარტნიორს ხშირად იცვლიან.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· ჰიგიენის ნორმების დაცვა;
· შარდ-სასქესო სისტემის დაავადბებების დროული მკურნალობა;
· დაბალანსებული დიეტის და წყლის მიღების რეჟიმი.
ურემია
ურემია – წარმოადგენს დაავადებას, რომლის დროსაც ადამიანის ორგანიზმში აღინიშნება ცილოვანი ნივთიერებების ცვლის დარღვევა, რაც გამოწვეულია თირკმელების მუშაობის დარღვევით. დაავადება შეიძლება იყოს მწვავე და ქრონიკული ფორმის.
მიზეზები
· შოკი;
· სისხლის მიმოქცევის დარღვევა;
· ტრავმები;
· დამწვრობა;
· მოყინვა;
· საკვებით მოწამვლა;
· ნეფროსკლეროზი;
· გლომერულონეფრიტი;
· ქრონიკული ნეფრიტი;
· პიელონეფრიტი;
· საშარდე გზების გაუვალობა;
· შეშუპება;
· თირკმელების სისხლძარღვების გაჭედვა;
· თიკმელებში კისტების გაჩენა;
· თირკმელებში კენჭები;
· შაქრიანი დიაბეტი;
· წინამდებარე ჯირკვლის ადენომა.
სიმპტომები
· ორგანიზმის ინტოქსიკაცია;
· ღია ფერის შარდი;
· მცირერიცხოვანი შარდვა;
· სისხლში აზოტის მომატება;
· პრეკამატოზური მდგომარეობა;
· კუჭ-ნაწლავის ფუნქციის მოშლა;
· მადის დაკარგვა;
· საკვებზე უარის თქმა;
· დიდი რაოდენობით წყლის მოხმარება;
· პირში მწარე გემო;
· პირიდან ამიაკის სუნი;
· დიარეა სისხლდენით;
· ცენტრალური ნერვული სისტემის მოშლა;
· სასუნთქი გზების გაღიზიანება;
· სხეულის ტემპერატურა 35С;
· მხედველობის მკვეთრი დაქვეითება ან სიბრმავე;
· კაქესია;
· ანემია;
· კანის სიმშრალე;
· ქავილი მთელ სხეულზე;
· ტროფიკული წყლულები;
· ანთებითი პროცესები;
· კანის საფარზე ნადები.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის საჭიროა:
· უროლოგთან ვიზიტი;
· შარდის საერთო ანალიზი;
· სისხლის საერთო ანალიზი;
· შარდ-სასქესო გზების ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;
· შარდის ბუშტის და თირკმელების კომპიუტერული ტომოგრაფია;
· მაგნიტო რეზონანსული ტომოგრაფია;
· რენტგენოგრაფია;
· ძრითადი დაავადებების მკურნალობა.
მკურნალობა
· კუჭის გამორეცხვა აზოტის შლაკებისგან გასაწმენდად;
· ოყნები;
· მოსადუნებელი საშუალებების გამოყენება;
· ცილების შემცველი საკვების გამოყენების შეზღუდვა;
· ვენაში 40%-იანი გლუკოზის შეყვანა;
· გულის უკმარისობის საშუალებების მიღება.
საშიშროება
ძირითად საშიშროებას წარმოადგენს ორგანიზმის დაავადება აზოტის ნაერთებით, რამაც საბოლოოდ შეიძლება გამოიწვიოს ლეტალური შედეგი.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია დაავადების გამომწვევი სხვა ფაქტორების დროული მკურნალობა.
ურეაპლაზმოზი
ურეაპლაზმოზი – სქესობრივი გზით გადამდები ერთ-ერთი დაავადება. დაავადება სიმპტომებით ვლინდება მიკროორგანიზმების კონცრენტრაციის ზღვრული მდგომარეობისას.
მიზეზები
· სქესობრივი კონტაქტი დაავადებულთან;
· დაავადებული დედის შობილი ჩვილები.
სიმპტომები
· ურეტრადან უფერული გამონადენი;
· წინამდებარე ჯირკვლის ანთება;
· შარდვისას ტკივილი და ცუდი შეგრძნება.
სიმპტომები ქალებში:
· მუცლის ქვედა ნაწილის ტკივილი და სქესობრივი ორგანოების ანთებით პროცესები;
· შარდვისას ზომიერი ტკივილი;
· საშოდან გამჭვირვალე გამონადენი.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის საჭიროა:
· პჯრ-დიაგნოსტიკა;
· გამონადენისა და ნაცხის მიკროსკოპია.
მკურნალობა
· თერაპია ტარდება გამაღიზიანებლის დიდი რაოდენობით არსებობის შემთხვევაში;
· პროფილაქტიკური მკრუნალობა შეიძლება დაინიშნოს ფეხმძიმობის დაგეგმვის შემთხვევაში;
· ანტიბაქტერიული პრეპარატები უნდა დაინიშნოს ორგანიზმის მგრძნობელობის შესაბამისად;
· ფეხმძიმობის დროს დასაშვებია ზოგიერთი მაკროლიდის გამოყენება.
საშიშროება
დაავადების საშიშროებას წარმოადგენს უნაყოფობა.
რისკის ჯგუფი
ამ ჯგუფში ძირითადად შედიან მოუწესრიგებელი სქესობრივი კავშირის მქონე პირები.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· ბარიერული კონტრაცეპტივების გამოყენება;
· შემთხვევითი სქესობრივი კავშირებისგან თავის შეკავება;
· გინეკოლოგთან, უროლოგთან, ანდროლოგთან რეგულარული ვიზიტი.
უიპლის დაავადება
უიპლის დაავადება – წარმოადგენს დაავადებას, რომელიც აზიანებს წვრილ ნაწლავს და სხვა შინაგან ორგანოებს. დაავადების დროს მისი გამომწვევი ბაცილები ეკვრიან წვრილი ნაწლავის ლორწოვან გარსს, რაც სისხლში საჭმლის მომნელებელი ფერმენტების მიერ დაშლილი საკვები ნივთიერებების შეწოვის მიზეზი ხდება.
სარისკო ჯგუფს წარმოადგენენ 50 წლის და უფროსი მამაკაცები. ამასთან, ბოლო დროს დაავადება გვხვდება ახალგაზრდა მამაკაცებშიც.
დაავადებას აქვს სამი სტადია:
· არანაწლავური გამოვლენის პერიოდი;
· ნაწლავის მიერ შეწოვის პროცესის დარღვევა;
· პოლიორგანული გამოვლინებების სტადია.
მიზეზები
უიპლის დაავადება ვითარდება ორგანიზშმი Tropheryma whippelii-ის ბაცილების შეღწევისა და დაგროვების შედეგად, რომელიც აზიანებს წვრილი ნაწლავის ლორწოვან გარსს, ამასთან, ინფექცია შეიძლება გავრცელდეს სხვა ორგანოებზე (მაგალითად: ტვინზე, გულზე, თვალებზე, სახსრებზე და ა.შ.).
უიპლის დაავადების სიმპტომები
დაავადების სიმპტომები ვლინდება შემდეგნაირად:
· ცხელება, ტკივილი სახსრების არეში, კანის სიწითლე, კუნთების ტკივილი;
· შემცივნება;
· ლიმფური ჯირკვლების გადიდება;
· კუჭის აშლა, დიარეა დღე-ღამეში 10-ჯერ, კუპრისებური განავალი;
· სისხლის მიმოქცევის დონის დაწევა;
· ნივთიერებათა ცვლის დარღვევა;
· სისხლდენა;
· მუცლის შებერილობა, ტკივილი ჭიპის არეში;
· წონის დაკარგვა;
· მოთენთილობა;
· ორგანიზმში ვიტამინებისა და მინერალების უკმარისობა;
· გულის რევა, ღებინება, მადის დაკარგვა;
· გულის კუნთებისა და სარქველების დაზიანება;
· თვალის ლორწოვანის ანთება;
· უძილობა, მეხსიერების გაუარესება;
· არტერიული წნევის დაცემა.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტირებას ახორციელებს ექიმი-გასტროენტეროლოგი. უიპლის დაავადებაზე ეჭვის გაჩენის შემთხვევაში პაციენტის გასინჯვა შეიძლება მოიცავდეს:
· წვრილი ნაწლავის ლორწოვანას ბიოპსიას;
· გადიდებული ლიმფური კვანძის ბიოპსიას;
· კალას ანალიზს;
· ენდოსკოპიურ პროცედურებს (ენტეროსკოპიას, ფიბროდუოდენოსკოპიას, ეიუნოსკოპიას ან ფიბროილეოკოლონოსკოპიას);
· საყლაპავის რენტგენს;
· მუცლის ღრუს ორგანოების ულტრა-ბგერით გამოკვლევას;
· მუცლის ღურს ორგანოების მაგნიტო-რეზონანსულ ტომოგრაფიას;
· მუცლის ღრუს ორგანოების კომპიუტერულ ტომოგრაფიას;
· ქსოვილის ნიმუშის ჰისტოლოგიურ კვლევას.
უიპლის დაავადების მკურნალობა
უიპლის დაავადების მკურნალობა ხანგრძლივ პიეროდს მოიცავს – დაახლოებით ერთ წელს. მკურნალობის მეთოდებში შედის:
· დიდი რაოდენობით ცილების დიეტა, ცხიმების გამორიცხვით;
· ანტიბიოტიკების კურსი;
· ანტიმიკრობული საშუალებების მიღება;
· ჰორმონალური თერაპია;
· კალციუმის, მაგნიუმის, რკის და კალიუმის მიღება;
· ვიტამინების თერაპია (D, A, B).
საშიშროება
დროული მკურნალობის არარსებობის შემთხვევში უიპლის დაავადებამ შეიძლება მიგვიყვანოს ორგანიზმის ცხოველქმედების ესრიოზულ მოშლამდე, რის ფონზეც შეიძლება განვითარდეს ლეტალური შედეგი. თერაპიის არარსებობის და სიმპტომების მომატების შემთხვევაში პაციენტი კვდება დაავადების მეორე სტადიაზე.
პროფილაქტიკა
პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
· ჯანსაღი ცხოვრების წესი;
· სწორი კვება;
· გასტროენტეროლოგთან ყოველწლიური ვიზიტი.
ტურეტას სინდრომი
ტურეტას სინდრომი – ცენტრალური ნერვული სისტემის გენეტიკური დაავადება, რომლის დროსაც პაციენტები გაფანტულები, მგრძობიარეები და ემოციურები არიან და მხედველობით-სივრცითი ფუნქციების პრობლემები და კომპლექსური მოტორული და ვოკალური ტიკები ახასიათებთ. ამ ყველაფერს ხშირ შემთხვევაში ახლავს დეპრესიისაკენ მიდრეკილება, კონცეტრაციის უნარის დაქვეითება და სხვა. ტურეტას სინდრომი ქრონიკული დაავადების ხასიათს ატარებს, ამიტომ განკურნება შეუძლებელია.
მიზეზები
დაავადების გამომწვევი ზუსტი მიზეზები დღემდე დაუდგენელია. ითვლება, რომ დაავადება ვითარდება თავის ტვინის ქერქის და ქერქქვეშა სტრუქტურების დისფუნქციის შედეგად.
სიმპტომები
სახის, კისრის და მხრის კუნთების მრავალჯერადი და გაუკონტროლებელი კანკალი;
ენისა და ტუჩების ხშირი მოძრაობა;
ხშირი ხველა და ამოხველება;
ერთი და იგივე მოძრაობის, სიტყვების ხშირი გამეორება;
რიგი სიტყვების წამოძახება, რომლებიც ხშირად უცენზურო ფორმისაა.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ნევროლოგი, რისთვისაც საჭიროა:
თავის ტვინის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია;
თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია.
მკურნალობა
ანტიფსიქოტროპული პრეპარატები;
ანტიჰიპერტენზული საშუალებები.
საშიშროება
დაავადების გართულება შეიძლება იყოს:
ბავშვის სოციალური ადაპტაციის დარღვევა;
დეპრესიისა და ნევროზისკენ მიდრეკილება.
რისკის ჯგუფი
გენეტიკური მემკვიდრეობის მქონე ბავშვები.
პროფილაქტიკა
სამწუხაროდ, რაიმე კონკრეტული პროფილაქტიკური მეთოდი არ არსებობს.










