მადლიერი პაციენტები – წერილი ექიმს:
„ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისათვის, იმ შრომისთვის და წვალებისთვის, რაც ჩემთან ერთად გამოიარეთ. სიტყვები არ მაქვს, მადლობა როგორ გადაგიხადოთ.
გვიყვარხართ ძალიან!..“
მადლიერი პაციენტები – წერილი ექიმს:
„ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისათვის, იმ შრომისთვის და წვალებისთვის, რაც ჩემთან ერთად გამოიარეთ. სიტყვები არ მაქვს, მადლობა როგორ გადაგიხადოთ.
გვიყვარხართ ძალიან!..“
2024 წელს (ისევე როგორც 2013-2018 წლებში), სამედიცინო შემთხვევებთან დაკავშირებულ რეცენზირებას სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება განახორციელებს.
აღნიშნული მომსახურების შესახებ შესაბამისი ხელშეკრულება სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოსთან უკვე გაფორმდა.
„გაერთიანების აღმასრულებელი მდივნის არჩილ მორჩილაძის განცხადებით, გაერთიანებამ ექვსწლიანი პაუზის შემდეგ რეცენზირების პროცესში ჩართვა ახალი გარემოებების გათვალისწინებით გადაწყვიტა, კერძოდ, კლინიკების სავალდებულო აკრედიტაციის პროცესმა, მისი განცხადებით, პირველ ეტაპზე უნდა გააუმჯობესოს პაციენტებთან ურთიერთობის საკითხები, ასევე საერთაშორისო აკრედიტაციის სტანდარტით ყველა დაწესებულებამ რეალურად უნდა შექმნას ეთიკური კომიტეტი, რომლებიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ პაციენტების საჩივრების კლინიკაშივე დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ განხილვის პროცესში.
საერთაშორისო პრაქტიკით საჩივრების მინიმუმ 50% კლინიკებში განიხილება და მომხმარებელი აღარ აგრძელებს დავას სხვა ინსტანციებში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ბათუმში “მედცენტრის ჰოსპიტალი” საერთაშორისო ჯანდაცვის აკრედიტაციის პროცესს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი მააკრედიტირებელი ორგანოს, “აკრედიტაცია კანადის” ჩართულობით გადის.

2024 წლის 8 აპრილს “აკრედიტაცია კანადის” წარმომადგენლობის ოფიციალური შეხვედრა გაიმართა აღნიშნული სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლებთან.
“აკრედიტაცია კანადა”, რომლის წარმომადგენელი საქართველოში ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძეა, საქართველოს 20-ზე მეტი კლინიკის აკრედიტაციის პროცესშია ჩართული.

ამჟამად “აკრედიტაცია კანადას” წარმომადგენლობა, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, საქართველოშია და კლინიკებთან შეხვედრებს აქტიურ რეჟიმში მართავს.
ნაყოფიერი შეხვედრის შემდეგ “შენი პულსი” ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალის ხელმძღვანელ კახაბერ კაცაძეს ესაუბრა:
“დღეს შეხვედრა გაიმართა ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში, რომელიც გახდა “მედცენტრის” ნაწილი და “მედცენტრი”, თავის მხრივ, არის აჭარაში ყველაზე მსხვილი ჯანდაცვის სერვისების მომწოდებელი სამედიცინო კორპორაცია. ჩვენ დავიწყეთ “აკრედიტაცია კანადასთან” თანამშრომლობა.
ეს არის პირველი პრეცენდენტი საქართველოში, როცა კლინიკა ერთი მააკრედიტირებელი ორგანიზაციიდან გადავიდა მეორე მააკრედიტირებელ ორგანიზაციასთან, რის გამოც მოხარული ვართ, რადგან “აკრედიტაცია კანადის” ძირითადი პრინციპი არის პაციენტის უსაფრთხოება, ხარისხის გაუმჯობესება და რაც მთავარია, ის ითხოვს, რომ კლინიკა გადავიდეს თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებზე.
მოლაპარაკების შედეგად, “აკრედიტაცია კანადამ” განიხილა ჩვენი თხოვნა და პრაქტიკულად, ჩვენ დავაკმაყოფილეთ მისი სამი მოთხოვნა. შესაბამისად, მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ შევერთებულიყავით “აკრედიტაცია კანადას.”
დღეს არის ჩამოსული “აკრედიტაცია კანადის” საერთაშორისო ექსპერტი ბატონი, ალესანდრო ბურიანი და ჩვენი კლინიკის ყველა თანამშრომელი ჩართულია ტრენინგში, რომელიც ტარდება საქართველოს ყველა იმ საავადმყოფოში, რომლებიც გადის აკრედიტაციის პროცესს “აკრედიტაცია კანადის” ჩართულობით.
ჩვენ კოლექტივში მზაობა მაღალია, რათა აკრედიტაციის პროცესი გაძლიერდეს და გვსურს, მივაწოდოთ აჭარის მოსახლეობას საუკეთესო, უსაფრთხო და საერთაშორისო დონის სტანდარტები.
“აკრედიტაცია კანადა” არის ყველაზე ძლიერი, უდიდესი და უძველესი მააკრედიტირებელი ორგანო საქართველოში, რომელიც არის დაფუძნებული კანადაში. 15 ათასზე მეტი სამედიცინო დაწესებულება გადის აკრედიტაციას ამ ორანიზაციის ჩართულობით.
ჩვენთვის მთავარი არის უსაფრთხოება, ხარისხი და ის სტანდარტები, რომელსაც გვთავაზობს “აკრედიტაცია კანადა”, რათა საერთაშორისო მოთხოვნები იყოს დაკმაყოფილებული.” -განაცხადა კახაბერ კაცაძემ.
როგორ აორთქლებენ პროსტატის ადენომას – თუკი პროსტატის ადენომა დიდი ზომისაა (200 გრამამდე) და მის მოშორებას სხვა კლინიკებში ღია ოპერაციით გთავაზობენ, ნუ იჩქარებთ, ჩვენ უსისხლოდ მოგაშორებთ პრობლემას.
რევოლუციური სამედიცინო ტექნოლოგია MMT ჰოსპიტალში – პროსტატის ადენომის მკურნალობა პლაზმა ვაპორიზაციით ანუ უსისხლოდ აორთქლებით.
ნახეთ როგორ ტარდება ეს ოპერაცია. პაციენტი კი მეორე-მესამე დღეს სახლში ეწერება.
ეს მხოლოდ MMT ჰოსპიტალშია შესაძლებელი
MMT Hospital · ემ ემ ტე ჰოსპიტალი ჩართულია აკრედიტაცია კანადას საერთაშორისო სამედიცინო აკრედიტაციის პროგრამაში.

რადიო “პოზიტივი” მედიაჰოლდინგ “შენის” პარტნიორი გახდა.
ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე, რომელიც მედიაჰოლდინგ “შენის” დამფუძნებელია, რადიო “პოზიტივის” ხელმძღვანელ კონსტანტინე წივწივაძეს შეხვდა და საერთო საქმიანობის დეტალებზე ესაუბრა.
რადიო “პოზიტივი” უკვე წლებია, 104.3 სიხშირეზე მაუწყებლობს და მსმენელს გემოვნებიან მუსიკას და საინფორმაციო გადაცემებს სთავაზობს.
მედიაჰოლდინგი “შენი” კი ქართულ მედიასივრცეში ახლად დაფუძნებულია და 11 ვებგვერდითა და 15-ზე მეტი სოციალური ქსელით სრულიად საქართველოს მოსახლეობას აწვდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებს სხვადასხვა მიმართულებით.
მხარეებმა შეხვედრაზე გამოხატეს კმაყოფილება პარტნიორული შეთანხმების შესახებ და იმედოვნებენ, რომ აღნიშნული სიახლე ორივე მედიასაშუალების წარმატების საწინდარი იქნება.
პარკინსონი პროგრესირებადი ნეიროდეგენერაციული დაავადებაა, რომელიც მთელ მსოფლიოში დაახლოებით 10 მილიონ ადამიანს აქვს. მისი განკურნების მეთოდი ჯერ არაა შემუშავებული, სიმპტომები კი კანკალს, შენელებულ მოძრაობას, ბალანსის დაცვისა და მეტყველების პრობლემებს მოიცავს, რაც დროთა განმავლობაში უარესდება.
ახალი კვლევა ასეთი პაციენტებისთვის იმედის მომცემია, რადგან მეცნიერთა მიერ გამოცდილმა პრეპარატმა პარკინსონთან ასოცირებული გართულებული მოძრაობის პროგრესირება გარკვეულწილად შეანელა. ეს მედიკამენტი დიაბეტის სამკურნალოდ გამოიყენება, GLP-1 რეცეპტორის გამააქტიურებელი ფარმაკოლოგიური საშუალებების ტიპს მიეკუთვნება და ნეირონების დაცვის პოტენციალი აქვს.
ესაა ლიქსისენატიდი, რომელიც Adlyxin-ისა და Lyxumi-ს ბრენდის სახელით იყიდება. კლინიკურ კვლევაში პარკინსონის ადრეული სტადიის მქონე 156 ადამიანი ჩართეს, რომელთა ნაწილსაც ამ პრეპარატს აძლევდნენ (ინიექციის სახით), ნაწილს კი — პლაცებოს. ერთ წელში პირველ ჯგუფში შემავალი პაციენტების მდგომარეობის ანალიზმა აჩვენა, რომ მათ, მეორე ჯგუფისგან განსხვავებით, მოძრაობის პრობლემები არ გართულებიათ.
ავტორები აღნიშნავენ, რომ ეს ეფექტი ძნელად შესამჩნევია და მხოლოდ პროფესიონალების მიერ შეიძლება, გამოვლინდეს. ამისთვის სპეციალისტებმა პაციენტებს რამდენიმე დავალება მისცეს, მაგალითად, მათ წინ უნდა გაევლოთ, ფეხზე ამდგარიყვნენ, ხელები აემოძრავებინათ და ა.შ.
მეცნიერების თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ დაავადება ნელა პროგრესირებს, არაა გამორიცხული, დამატებით 1 წელში მედიკამენტის დადებითი გავლენა უფრო კარგად გამოჩნდეს. ისინი ამბობენ, რომ ეს პირველი ასეთი “მკაფიო” შედეგია, რომელიც ნეიროდამცველობითი ეფექტით შეიძლება, აიხსნას. ამის მიუხედავად, სავარაუდოდ, ის ექსპერტებისგან მსგავს შეფასებას ჯერ, ალბათ, ვერ მიიღებს.
რაც შეეხება პრეპარატის უკუჩვენებებს, ყველაზე მეტად ეს იყო თავბრუსხვევა, გულისრევა და გულძმარვა. ასევე, კვლევის საკმაოდ ბევრ მონაწილეს წონის კლებაც დაუფიქსირდა. მეცნიერები ამბობენ, რომ პარკინსონის სამკურნალოდ ამ მედიკამენტის გამოსაყენებლად კიდევ ბევრი ცდის ჩატარებაა საჭირო, რათა მის ეფექტიანობასა და უსაფრთხოებაში დავრწმუნდეთ.
#datashvil#drpkhakadze#sheniganatleba#sheniambebi #shenipulsi
სიცოცხლისთვის საშიში ელექტროსიგარეტი – “ვეიპი” გულის დაავადებების რისკს ზრდის – ახალი კვლევა.
ელექტროსიგარეტი გულის დაავადებების რისკს ზრდის. კვლევის შედეგები ცნობილია.
კარდიოლოგები და მეცნიერები ოთხი წლის განმავლობაში იკვლევდნენ ე.წ. ვეიპის გავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე.
არსებობდა მოსაზრება, რომ ვეიპები სიგარეტის უკეთესი ალტერნატივაა, თუმცა დაკვირვებამ აჩვენა, რომ ელექტროსიგარეტის მომხმარებლებს 19%-ით უფრო ხშირად აწუხებთ გულის უკმარისობა, ვიდრე არამწეველებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ყოველწლიურად 8 მილიონი ადამიანი იღუპება მოწევისგან, ამიტომ უამრავი ადამიანი ამბობს უარს ტრადიციულ თამბაქოზე და ელექტრონულ სიგარეტზე გადადის, თუმცა აღმოჩნდა, რომ უსაფრთხო არც ეს არის.
ამერიკული კვლევა და ექიმების რჩევები:
ვაიომინგის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა, კოლეგებთან ერთად, ლაბორატორიული ექსპერიმენტისას ტარდიგრადების, იგივე წყლის დათვების, ცილები ადამიანის უჯრედებში შეიტანეს, რამაც იქ მოლეკულური პროცესები შეანელა. ეს ნიშნავს, რომ ამ გასაოცარი მიკროსკოპული არსებების ცილების გამოყენება დაბერების პროცესთან შესაწინააღმდეგებლად და უჯრედების ხანგრძლივად შესანახად შეგვიძლია.
ტარდიგრადები, რომელთა ზომაც ნახევარ მილიმეტრზე ნაკლებია, გამძლეობით გამოირჩევიან, რადგან უკიდურესად მკაცრ პირობებში გადარჩენას ახერხებენ. ისინი ასეთ გარემოში ცხოველქმედებას დროებით აჩერებენ, შემდეგ კი ისევ ჩვეულ მდგომარეობას უბრუნდებიან, რასაც ბიოსტაზი ეწოდება.
მაგალითად, წყლის დათვებს შეუძლიათ, რომ გადაურჩენ სრულად გამოშრობას, აბსოლუტურ 0-თან ახლო ტემპერატურაზე გაყინვასა და 148 გრადუს ცელსიუსზე მეტ ტემპერატურაზე გაცხელებას. ასევე, იმაზე ათასობით ძლიერ რადიაციულ დასხივებას, ვიდრე ადამიანი იტანს და კოსმოსურ ვაკუუმში ყოფნასაც კი.
ბიოსტაზის მდგომარეობის მისაღწევად ისინი სწორედ CAHS D-ის სახელით ცნობილ ცილებს იყენებენ, რომლებიც უჯრედებში ერთგვარ გელს წარმოქმნის. შედეგად, სასიცოცხლო პროცესები ნელდება.
“როდესაც ეს ცილები ადამიანის უჯრედებში შევიტანეთ, ისინი გელად გარდაიქმნა და მეტაბოლიზმი ზუსტად ისე შეანელა, როგორც ტარდიგრადებში. მათ მსგავსად, თუ ადამიანის უჯრედებსაც ბიოსტაზის მდგომარეობაში გადაიყვან, სტრესის მიმართ ისინიც მეტად გამძლე გახდება და წყლის დათვების ზოგიერთ უნარს მიიღებს”, — აცხადებენ ავტორები.
რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ბიოსტაზის მაპროვოცირებელი სტრესის ფაქტორის მოხსნისას გელად გარდაქმნილი ცილები იშლება და ადამიანის უჯრედებში ისევ ნორმალური მეტაბოლიზმი გრძელდება. ეს ნიშნავს, რომ ზემოხსენებული პროცესი შექცევადია, როგორც ამ არსებებში.
“ჩვენი შედეგები გზას უხსნის ისეთ ტექნოლოგიებს, რომლებიც უჯრედების ან მთლიანი ორგანიზმების ბიოსტაზში გადაყვანაზეა კონცენტრირებული, რათა დაბერება შეანელოს და [მედიკამენტების] სტაბილურობა გაზარდოს ან [უჯრედების] შენახვა გააუმჯობესოს”, — ამბობენ სპეციალისტები.
მათმა წინა კვლევამ აჩვენა, რომ წყლის დათვების ბუნებრივი და მოდიფიცირებული ცილების გამოყენება ჰემოფილიისა თუ სხვა დაავადებების სამკურნალო პრეპარატების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად შეგვიძლია ისე, რომ მათი გაყინვა აღარ იყოს საჭირო.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Protein Science გამოქვეყნდა.
„რა წამსაც გაფორმდება ახალი ნორმატივები, იმ ონკოპაციენტებს, რომლებსაც უკვე ამოწურული ჰქონდათ 25 000 ლარიანი ლიმიტი, ახალი რეჟიმით ექნებათ ამ ლიმიტით სარგებლობის შესაძლებლობა“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
„არის გარკვეული რაოდენობა ონკოპაციენტებისა, რომელთაც უკვე ამოწურული ჰქონდათ ეს 25 000-ლარიანი ლიმიტი და შესაბამისად, ჰქონდათ ეს პრობლემა. მათთან მიმართებაშიც გავრცელდება ახლად მიღებული გადაწყვეტილება. ეს ნიშნავს იმას, რომ რა წამსაც გაფორმდება ეს გადაწყვეტილება, ამ პაციენტებს ახალი რეჟიმით ექნებათ სარგებლობის შესაძლებლობა და ის, რომ ამ ნორმატიული აქტის მიღებამდე ამოეწურათ ლიმიტი, არ ნიშნავს, რომ მათ რაიმე დაბრკოლება ან წინაღობა შეექმნებათ ამ მინიჭებული შესაძლებლობით სარგებლობაში“,- აღნიშნა სარჯველაძემ.
ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ქიმიოთერაპიასთან, ჰორმონოთერაპიასთან და იმუნოთერაპიასთან დაკავშირებული მედიკამენტები, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვისაა საჭირო, სრულად დაფინანსდება.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ 5 აპრილს გამართულ ბრიფინგზე განაცხდა: „მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 25 ათასლარიანი ლიმიტის კალკულაციიდან ცალკე იქნება გამოტანილი ონკოლოგიური მედიკამენტები, რომელიც გათვალისწინებულია შესაბამისი სახელმწიფო პროგრამით“.