პარასკევი, ივნისი 12, 2026

კვლევა – ქალებში ალკოჰოლის ხშირი მოხმარება ინფარქტით სიკვდილის რისკს ზრდის

ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ადამიანებს, რომლებიც მოიხმარდნენ ალკოჰოლს მაღალი დონით, უფრო მეტად უვითარდებოდათ გულის კორონარული დაავადება.

კარდიოლოგიის ამერიკულ კოლეჯში წარმოდგენილი კვლევის თანახმად, ეს ასოციაცია ძლიერი იყო ქალებში, განსაკუთრებით მათ შორის, ვინც ბოლო სამი თვის განმავლობაში ერთ დღეში სამი ან მეტი ალკოჰოლური სასმელი მიირთვა.

„ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ქალებში ალკოჰოლის მოხმარების პრევალენტობა იზრდება, რადგან ისინი თავს დაცულად გრძნობენ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან. მაგრამ ეს კვლევა აჩვენებს, რომ ამ ასაკობრივ ჯგუფშიც კი, ქალები, რომლებიც დღეში ერთ სასმელზე რეკომენდებულზე მეტს სვამენ, გულის კორონარული დაავადების რისკის ქვეშ არიან“, – თქვა კვლევის წამყვანმა ავტორმა ჯამალ რანამ.

კვლევაში მონაწილეთა ალკოჰოლის მოხმარება კლასიფიცირდა როგორც დაბალი (1-2 სასმელი კვირაში მამაკაცებისთვის და ქალებისთვის), ზომიერი (კვირაში 3-14 სასმელი მამაკაცებისთვის და 3-7 სასმელი კვირაში ქალებისთვის) ან მაღალი (15 ან კვირაში მეტი სასმელი).

მკვლევრები მონაწილეებს ოთხი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ. ამ პერიოდში სულ 3 108 პაციენტს დაუდგინდა გულის კორონარული დაავადება.

ქალებს, რომლებიც ამ კატეგორიაში მოხვდნენ, 68%-ით უფრო მეტად უვითარდებოდათ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ვიდრე, მათ, ვინც ამბობდნენ, რომ ზომიერად სვამდნენ.

„ვფიქრობ, სკოლის ასაკიდანვე საჭიროა ცნობიერების ამაღლება სკრინინგის მნიშვნელობასთან დაკავშირებით, რადგან სიმსივნური დაავადების აღმოჩენა ადრეულ ეტაპზევე შეიძლება ამ პროგრამით“

„ჩემთან უკვე მოდის პაციენტი, რომელსაც ონკოლოგიური დაავადების ან ძალიან მაღალი რისკი აქვს, ან უკვე აქვს დიაგნოზირებული სიმსივნე მესამე ან მეოთხე სტადიით. ეს ნიშნავს, რომ მესამე სტადიის პაციენტებს სჭირდებათ როგორც ოპერაცია, ასევე, შემდგომი თერაპია, ხოლო მეოთხე სტადიის შემთხვევაში, სჭირდებათ ძალიან ბევრი ტესტის ჩატარება და შემდგომ უკვე ხანგრძლივი მკურნალობა მთელი ცხოვრების განმავლობაში. ამიტომ ამ დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოვლენა ნაკლებად ტრავმულია, ხარჯეფექტურია და ფსიქოლოგიურადაც იმდენად დამთრგუნველი არ არის, როგორც მძიმე სტადიის დროს“, – აცხადებს კლინიკა „კონსილიუმ მედულას“ კლინიკური ონკოლოგი თამთა მახარაძე for.ge-სთან საუბრისას.

ონკოლოგიური დაავადებების დასამარცხებლად დროულ დიაგნოსტიკას აზრი მაშინ აქვს, თუკი მთელი საქართველოს მოსახლეობის 70%- ზე მეტი იქნება ჩართული სკრინინგის პროგრამაში. იმის მიუხედავად, რომ საზოგადოებას პერიოდულად აწვდით ინფორმაციას სკრინინგის აუცილებლობის შესახებ, ჩვენი საზოგადოება მაინც აგვიანებს გამოკვლევებზე მისვლას. რა სირთულეს აწყდებით ამ მხრივ, განსაკუთრებით, რეგიონებში?

– საქართველოში სკრინინგის პროგრამა 50- დან 70 წლის მოსახლეობისთვის ფინანსდება. თუმცა თუ არსებობს დაავადების მაღალი რისკი, სკრინინგ პროგრამაში მონაწილეობის დაწყება უმჯობესია ახალგაზრდა ასაკშივე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რათა საწყის ეტაპზევე მოხდეს დაავადების აღმოჩენა, ასეთ შემთხვევაში, მკურნალობაც ნაკლებად ტრავმულია და გამოსავალიც ბევრად უკეთესი იქნება, ვიდრე დაგვიანებულ სტადიებზე აღმოჩენისას. ქვეყნის მასშტაბით თუ შევხედავთ, სკრინინგ პროგრამას მაშინ აქვს რეალური გავლენა მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, თუკი მოიცავს სამიზნე პოპულაციის მინიმუმ 75%- ს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ეს პროგრამა უფასოა, ძალიან მარტივია ამ ტიპის კვლევა და არანაირ ინვაზიურ ჩარევას არ მოითხოვს პაციენტში, მაინც ბევრად დაბალია მომართვიანობა და ახლოსაც არ არის სამიზნე მაჩვენებელთან. ეს უფრო მეტად რეგიონებში შეიმჩნევა, მაგრამ დედაქალაქშიც დაბალია აქტივობა.

როგორ ფიქრობთ, რეგიონებში თვლიან, რომ ჯანმრთელ გარემოში ცხოვრობენ, ჯანსაღად იკვებებიან და ამიტომაც არ დაემართებათ ონკოლოგიური დაავადება? თუ გადაულახავ ბარიერად რჩება ექიმთან ვიზიტის შიში?

– რამდენიმე მიზეზია. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია შიში, რამე არ აღმომაჩნდეს. მეორე ბარიერია, რომ ფიქრობენ, მათ არ დაემართებათ ეს დაავადება. ასევე, მნიშვნელოვანია განათლების პრობლემა, რადგან ზოგიერთს არ ესმის კლინიკური პროგრამის მნიშვნელობა და ფიქრობენ, მხოლოდ მაშინ უნდა მიმართონ სკრინინგ ცენტრს, თუ რაიმე ჩივილი გამოუვლინდებათ, რაც კავშირში იქნება სიმსივნესთან.

თქვენ აღნიშნეთ, რომ დაავადების მაღალი რისკის არსებობისას სკრინინგ პროგრამით სარგებლობა ახალგაზრდულ ასაკში უკეთეს შედეგს იძლევა, ანუ საუბარია 50 წლამდე პერიოდზე. ვინაიდან სკრინინგ პროგრამით გათვალისწინებული უფასო პროგრამა 50-დან 70 წლამდე მოსახლეობას შეეხება, 50 წლამდე პაციენტებს რა თანხის გადახდა მოუწევთ?

– ეს არის ძალიან მარტივი ტესტი – განავლის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე, რაც დაახლოებით 25- დან 50 ლარის ფარგლებშია. ეს არ არის კოლოსალური თანხა. ასევე, თუ ოჯახის ექიმი დაასაბუთებს, რომ აღნიშნულ პაციენტს ონკოლოგიური დაავადებების განვითარების მაღალი რისკი აქვს, შესაძლოა გამონაკლისის დაშვება სკრინინგ ცენტრის მიერ და აღნიშნული ტესტის ჩატარება. დიაგნოსტიკა არ არის რეალური პრობლემა. პრობლემაა პაციენტების მიმართვიანობის დეფიციტი.

პირადად თქვენ, როგორც კლინიკურ ონკოლოგს, უკვე მაღალი რისკის მქონე პაციენტებთან გიწევთ ურთიერთობა, როცა დაავადება შორსწასულია. რა პრობლემას აწყდებით პაციენტების მდგომარეობის სირთულის გათვალისწინებით?

– ჩემთან უკვე მოდის პაციენტი, რომელსაც აქვს ან ძალიან მაღალი რისკი, ან სიმპტომები, ან უკვე არის დიაგნოზირებული სიმსივნე. ონკოლოგები პრობლემას ვაწყდებით იმ კუთხით, რომ დიაგნოზდასმული პაციენტების უმეტესობას, მინიმუმ, მესამე ან მეოთხე სტადიის სიმსივნე აქვთ. ეს კი ნიშნავს, რომ მესამე სტადიის მქონე პაციენტებს სჭირდებათ როგორც ოპერაცია, ასევე, შემდეგ ქიმიოთერაპია, ხოლო მეოთხე სტადიის შემთხვევაში, სჭირდებათ ძალიან ბევრი ტესტის ჩატარება, რასაც სახელმწიფო ვერ აფინანსებს და შემდეგ უკვე ძალიან ხანგრძლივი მკურნალობა მთელი მათი ცხოვრების განმავლობაში. პირველი- მეორე სტადიის დროს მკურნალობა მხოლოდ ოპერაციით შემოიფარგლება, ძალიან ადრეულ სტადიაში თუ მოხდა ამ დაავადების დაფიქსირება, ამ შემთხვევაში, ოპერაციაც ენდოსკოპიურად შეიძლება ჩატარდეს. ამიტომ როგორც პაციენტისთვის, ასევე, სახელმწიფოსა და ექიმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოვლენა, რადგან ბევრად ნაკლებ ტრავმულია, ხარჯეფექტურია და ფსიქოლოგიურადაც პაციენტისთვის იმდენად დამთრგუნველი არ არის, როგორც მძიმე თერაპიული მკურნალობა იქნებოდა.

ენდოსკოპიური ოპერაცია მარტივია?

– ენდოსკოპიური ოპერაცია ძალიან მარტივია. როგორც კოლონოსკოპია კეთდება, ისე კამერით შედიან ნაწლავში და დაზიანების ამოკვეთას ახდენენ, თუკი ის ადრეულ სტადიაზეა აღმოჩენილი. ანუ პაციენტი მიმართავს სკრინინგ პროგრამას, თუ დადებითი ტესტი აღმოჩნდება, კოლონოსკოპია უკეთდება, რაც გულისხმობს ნაწლავის გამოკვლევა წვრილკამერიანი მილით. ამ დროს პაციენტს სძინავს, ეს პროცედურაც არ არის მტკივნეული.

ამ პროცედურას რამდენი დრო სჭირდება?

– დაახლოებით ათი წუთი.

შორსწასული პროცესების დროს პაციენტების ნაწილს ვერც ქიმიოთერაპია შველის და ზოგჯერ იღუპებიან. რამდენად ამართლებს ქიმიოთერაპია?

– ქიმიოთერაპიის ორი სახე არსებობს, ერთია პროფილაქტიკური ქიმიოთერაპია, რომელიც მესამე სტადიის, ზოგ შემთხვევაში, მეორე სტადიის პაციენტებს სჭირდებათ ოპერაციის შემდეგ იმისთვის, რომ დაავადების გავრცელების რისკი მინიმუმამდე დავიდეს. ხოლო ქიმიოთერაპიის მეორე ვარიანტი გამოიყენება მეოთხე სტადიის დროს, ამ ქიმიოთერაპიის მიზანი უკვე არის დაავადების შეჩერება, ან უკანდახევის გამოწვევა. პირველ შემთხვევაში, ქიმიოთერაპია ბევრად ამართლებს და იმ ჯგუფთან შედარებით, ვინც ვერ ან არ გაიკეთა ქიმიოთერაპია, ბევრად უკეთესი გამოსავალი აქვთ იმ პაციენტებს, ვისაც ჩაუტარდა პროფილაქტიკური ქიმიოთერაპია. უკვე გავრცელებული სიმსივნის შემთხვევაში კი, როგორც გითხარით, მიზანია დაავადების შეჩერება ან უკანდახევა და ადამიანის ცხოვრების ხარისხის გამოსწორება.

ალტერნატივას რაც შეეხება, ადამიანთა ნაწილი მიმართავს ხალხურ საშუალებებს, ასევე, იოგის ვარჯიშებს, რომ აიცილონ დაავადებისგან გამოწვეული სირთულეები. ცხადია, როდესაც დაავადება მოდებულია ორგანიზმში, ძნელია რამის გამოსწორება, მაგრამ საწყის სტადიაზე რამდენად ამართლებს ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა თუნდაც ვარჯიშის მეშვეობით?

– ვარჯიში ძალიან კარგია, თუ თან ახლავს რეგისტრირებულ, დადასტურებულ თერაპიას. ვარჯიში ყოველთვის კარგია, როგორც ჯანსაღი ცხოვრების წესის ერთ-ერთი ნაწილი, მაგრამ მხოლოდ იოგა, ან მხოლოდ ხალხური მედიცინა ამ პრობლემას ვერ მოერევა. ათი ათასობით ადამიანზე ჩატარებული კვლევის მქონე, რეგისტრირებულ პრეპარატებსაც კი უჭირთ ამ სირთულის პრობლემასთან გამკლავება, მით უმეტეს, ხალხურ მედიცინას, რომელიც არანაირ მტკიცებით მედიცინას არ ეფუძნება. ამდენად, ვერანაირად ვერ მივცემთ პაციენტებს რეკომენდაციას ამ მეთოდის გამოყენებისათვის.

ონკოლოგიის, როგორც მედიცინის დარგის, განვითარების მიუხედავად, მთელ მსოფლიოში ონკოლოგიური დაავადებების ციფრი წლიდან წლამდე იზრდება. რამდენად მზარდია ეს მონაცემები საქართველოში?

– ციფრები მზარდია და ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს, როგორც ეკოლოგიური ფაქტორები, ისე ცხოვრების წესი- ალკოჰოლის მოხმარება, სიმსუქნე, ბევრი რისკფაქტორი იწვევს კონკრეტულად ნაწლავის დაავადებას. დიაგნოსტირების მეთოდები ბევრად უფრო განვითარდა, ამიტომ დაავადების აღმოჩენაც უფრო მეტად ხდება. ალბათ, სკოლის ასაკიდანვე საჭიროა ცნობიერების ამაღლება სკრინინგის მნიშვნელობასთან დაკავშირებით არა მარტო კოლორექტული კიბოს შესახებ, არამედ სხვა სიმსივნური დაავადებების აღმოჩენაც შეიძლება სკრინინგ პროგრამით. თუ, ვთქვათ, სკრინინგ პროგრამაში ვერ მიიღო ადამიანმა მონაწილეობა, ამის მიუხედავად, ნებისმიერი პატარა სიმპტომის დროს, რაც თუნდაც თეორიულად მიუთითებს ნაწლავის სიმსივნის შესახებ, აუცილებლად დროულად უნდა მიმართოს ექიმს, რათა დროულად მოხდეს ჩარევა.

წყარო:

ანტიმიკრობულ რეზისტენტობაზე მიმართული ღონისძიებების გაძლიერებასა და გადამდები დაავადებების ზედამხედველობისა და კონტროლის მიმართულებით ისაუბრეს

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, პირველ მოადგილე თამარ გაბუნიასთან ერთად, ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის (ECDC) ცენტრის დირექტორს, ანდრეა ამონს შეხვდა.
მხარეებმა ანტიმიკრობულ რეზისტენტობაზე მიმართული ღონისძიებების გაძლიერებასა და გადამდები დაავადებების ზედამხედველობისა და კონტროლის მიმართულებით ისაუბრეს.
განიხილეს ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება და ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის აქტივობებსა და ინიციატივებში საქართველოს სრულფასოვანი მონაწილეობის შესაძლებლობები, რაც განსაკუთრებით აქტუალური გახდა საქართველოს მიერ, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების შემდეგ.
ანდრეა ამონი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრშიც იმყოფებოდა, სადაც დარგის სპეციალისტებთან ერთად, საქართველოს მიერ განხორციელებული პროგრესი შეაფასა და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
საქართველოში ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის დირექტორის ვიზიტი წარმოადგენს ახალი კანდიდატი ქვეყნების – საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვისთვის დაწყებული კონსულტაციების პროცესის ნაწილს, რომელიც მიზნად ისახავს, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მარეგულირებელი ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის რეგულაციებთან დაახლოების გზაზე, ქვეყნების საჭიროებების განსაზღვრასა და მხარდამჭერი ღონისძიებების ერთობლივად დაგეგმვას.

საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის დაზღვეულები უცხოეთშიც იმკურნალებენ

„საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის“ ერთ-ერთი ძლიერი მხარე – ჯანმრთელობის დაზღვევა კომპანიის მხრიდან

პერმანენტული ზრუნვით, სადაზღვევო სერვისები მუდმივ და პრიორიტეტულ განახლებას განიცდის. ბოლო დროს კიდევ ერთი – არცთუ უმნიშვნელო სიახლე განხორციელდა საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის დაზღვეულთათვის.

ამის შესახებ კომპანიის სამედიცინო დაზღვევის დირექტორმა, თამარ ცინცაბაძემ იუსაბრა.

თამარ ცინცაბაძემ განმარტა, თუ რას მოიცავს და რას შეეხება კომპანიის მიერ დაზღვეულთათვის ბოლო დროს განხორციელებული სიახლე.

„მოგეხსენებათ სადაზღვევო კომპანია მუდმივად უნდა თავაზობდეს დაზღვეულებს სადაზღვევო სერვისების სულ უფრო მაღალ სტანდარტს, მითუმეტეს თუ საქმე ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნების, სრულფასოვანი ფუნქციონირებისა და შრომისუნარიანობის გრძელვადიან სტაბილურ მდგომარეობას შეეხება.

საქართველოს სადაზღვევო ჯგუფიც ამ სტრატეგიიდან გამომდინარე, გაცდა მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისების მხოლოდ საქართველოში შეთავაზების არეალს. საყოველთაოდ ცნობილია, და ბოლო წლებში განსაკუთრებულად გააქტიურებულია საქართველოდან უპირატესად ჩვენ მეზობელ ქვეყნებში პაციენტთა ვიზიტები. ჩვენ შევძელით რომ ამ ვითარების საუკეთესო გამოსავალი შეგვეთავაზებინა ჩვენი დაზღვეულებისათვის არამარტო სადაზღვევო კონტრაქტით გათვალისწინებული, არამედ სხვა სერვისების მიღების დროსაც, რომელსაც ასეთი კლინიკები მაღაკვალიფიციურად ახორციელებენ.

დაზღვეულთა სურვილის შესაბამისად, ჩვენი კომპანიის ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისის არსებობისას, მათ უკვე შეუძლიათ ისარგებლონ ისეთი მაღალი სტანდარტის (ევროპული და ამერიკული სერთიფიცირებით) თურქულ ქსელებში როგორიცაა Medicana Health Group, Türkiye Hospital, Adalya და ასევე დუბაიში მდებარე American Academy of Cosmetic Surgery Hospital-ი. ასე რომ, ჩვენ დაზღვეულ ათეულობით ათას პიროვნებას, ახალი შესაძლებლობები გაუჩნდა.

საქართველოს სადაზღვევო ჯგუფმა, აღნიშნულ ქსელებთან პარტნიორული ხელშეკრულება გააფორმა და ისინი სამედიცინო პროვაიდერთა ჩამონათვალში შეიყვანა. თუმცა მათთან ურთიერთობა მარტო სამედიცინო სერვისების მიწოდებით არ შემოიფარგლება და ის მოიცავს ისეთი მომსახურების მიწოდებასაც, რომელიც გარდაუვალია უცხოეთში პაციენტის ყოფნის დროს, მაგალითად შეთავაზებაშია სრულფასოვანი სატრანსფერო მომსახურება, თარჯიმანი და თავზემდგომის განთავსება. შეთავაზების ალგორითმი მარტივია: თუ დაზღვეულს სურს აირჩიოს ეს კლინიკები – კომპანია დააფინანსებს ქართული კლინიკების ფასის შესაბამისად, მიეხმარება ყველა საკითხის შეთანხმებაში და უზრუნველყოფს დათქმულ ფასდაკლებას”, – დასძინა მან.

მედიკანა ჯგუფი

მედიკანა 30 წელზე მეტია ოპერირებს ჯანდაცვის სექტორში. არის კომპანიების კონგლომერატი, რომელიც ზრუნავს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაზე,

კომპანია მართავს 16 ჰოსპიტალს თურქეთის 7 ქალაქში – სტამბოლში, ანკარაში, იზმირში, კონიაში, სამსუნში, სივასსა და ბურსაში. მედიკანას 16 ჰოსპიტალი შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე. https://www.medicanainternational.com/en/hospitals.

თურქეთის ჰოსპიტალი

Türkiye Hospital იკავებს მოწინავე პოზიციებს თავისი რეპუტაციით, კლინიკური სრულყოფილებითა და უახლესი მკურნალობის ტექნოლოგიაში მუდმივი ინვესტიციით. Türkiye Hospital არის თანამედროვე მედიცინისა და ქირურგიის სფეროში მოწინავე მთელ რეგიონში. turkiyehastanesi.com

ადალაია

ADALYA არის ერთ-ერთი წარმატებული და პროფესიონალთა გუნდით დაკომპლექტებული სტომატოლოგიური კლინიკა ანტალიაში.

კლინიკა აკრედიტებულია AACI-ში (American Accreditation Commission International), მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აკრედიტაციის ორგანოში. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ კლინიკის ვებ გვერდს. https://adalyadentalclinic.com.

ამერიკული აკადემიის კოსმეტიკური ქირურგიის კლინიკა

ამერიკული აკადემიის კოსმეტიკური ქირურგიის კლინიკა (AACSH) გახლავთ ყოვლისმომცველი სამედიცინო დაწესებულება, რომელიც აკმაყოფილებს რეგიონის საჭიროებებს ოპტიმალური მოვლის, სერვისების, ტრენინგის და საზოგადოების ინფორმირებულობის უზრუნველყოფით.

https://www.aacsh.com.

მეტი დეტალები იხილეთ კომპანიის საიტზე ან დაუკავშირდით ცხელ ხაზს ნომერზე: +995 32 2 244 111

რობოტით დამხმარე ქირურგიის უპირატესობები

დღეს, ქირურგია განიცდის მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას, რობოტული ქირურგიისა და მინიმალური ინვაზიური ტექნიკის მიღწევების წყალობით. პროსტატექტომია, ნეფრექტომია და ცისტექტომია, რომლებიც ოდესღაც ასოცირდებოდა საავადმყოფოში ყოფნისა და გამოჯანმრთელების ხანგრძლივ პერიოდთან, ახლა უფრო დიდი სიზუსტით და ეფექტურობით ტარდება, რაც იწვევს გაუმჯობესებულ შედეგებს.

რობოტით დამხმარე ქირურგიის უპირატესობები
რობოტული ქირურგია (Robotic Assisted Surgery) გთავაზობთ რამდენიმე უპირატესობას ტრადიციულ მიდგომებთან შედარებით. გაუმჯობესებული ვიზუალიზაციისა და მოხერხებულობის წყალობით, ქირურგებს შეუძლიათ კომპლექსური პროცედურების ჩატარება უფრო დიდი სიზუსტით და კონტროლით. ეს ნიშნავს მცირე ჭრილობებს, სისხლის დაკარგვის შემცირებას და გართულებების რისკს. შედეგად, პაციენტები, რომლებსაც უტარდებათ რობოტით დამხმარე პროცედურები, საავადმყოფოში უფრო მცირე ხნით არიან, უფრო სწრაფად გამოჯანმრთელების პერიოდია და გაუმჯობესებული პოსტოპერაციული შედეგები.

მინიმალურად ინვაზიური ტექნიკა გაძლიერებული აღდგენისთვის
გარდა რობოტიკისა, თანამედროვე ჯანდაცვაში გადამწყვეტ როლს თამაშობს მინიმალური ინვაზიური ქირურგიული ტექნიკა. მცირე ჭრილობებისა და სპეციალიზებული ინსტრუმენტების გამოყენებით, ქირურგებს შეუძლიათ ქირურგიული ადგილის წვდომა მიმდებარე ქსოვილების მინიმალური დარღვევით. ეს იწვევს პაციენტების ნაკლებ ტკივილს, ნაწიბურების შემცირებას და ჩვეულ საქმიანობას უფრო სწრაფად დაბრუნებას. გარდა ამისა, მინიმალური ინვაზიური მიდგომები ხშირად ინარჩუნებენ სხეულის მნიშვნელოვან ფუნქციებს, როგორიცაა შარდის შეკავება, რაც იწვევს ცხოვრების უკეთეს გრძელვადიან ხარისხს.

პაციენტების გაძლიერება ცნობიერების გზით
როგორც პაციენტებს, ქირურგიული მოვლის უახლესი მიღწევების შესახებ ინფორმაცია გვაძლევს უფლებას მივიღოთ გადაწყვეტილებები ჩვენი მკურნალობის ვარიანტების შესახებ. რობოტით დამხმარე ქირურგიისა და მინიმალური ინვაზიური ტექნიკის უპირატესობების გაგებით, ჩვენ შეგვიძლია საკუთარი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ადვოკატირება. პროსტატექტომია, ნეფრექტომია თუ ცისტექტომია, იმის ცოდნა, რომ ეს ინოვაციური მიდგომები გვთავაზობენ საავადმყოფოში ხანმოკლე ყოფნის, აღდგენის უფრო სწრაფ პერიოდს და შარდის ფუნქციის უკეთ შენარჩუნებას, შეიძლება უზრუნველყოს დარწმუნება და თავდაჯერებულობა მკურნალობის მოგზაურობის დროს.

რობოტიკისა და მინიმალური ინვაზიური ქირურგიის გამოყენება წარმოადგენს მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს თანამედროვე ჯანდაცვის სფეროში, რაც პაციენტებს უფრო მეტ კომფორტს, სწრაფ აღდგენას და გაუმჯობესებულ შედეგებს სთავაზობს. ინფორმირებული და გაძლიერებული ყოფნით, ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ეს მიღწევები თავდაჯერებულად, იმის ცოდნა, რომ ისინი წარმოადგენენ ქირურგიული მოვლის მომავალს.

წყარო

როგორ მოქმედებს ცხოვრების უმოძრაო წესი რეპროდუქციულ სისტემაზე?

როგორ მოქმედებს ცხოვრების უმოძრაო წესი რეპროდუქციულ სისტემაზე?
საუბრობს რეპროდუქტოლოგი, მედიცინის დოქტორი ლალი ფხალაძე:
„პირველ რიგში, ცხოვრების უმოძრაო წესი ადინამია გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული.
ერთ-ერთი ასეთი რისკი შეიძლება იყოს ე.წ. მენჯის სისხლსავსეობის სინდრომი. მამაკაცებში ამას ვარიკოცელეს უწოდებენ, როდესაც ხდება სასქესო ვენების გაფართოება და სტაზი. დღეს არსებობს მტკიცებულებები, რომ ვარიკოცელე შეიძლება იწვევდეს მამაკაცის უნაყოფობას…“

კვლევა – კლიმატის ცვლილება დაკავშირებულია ინსულტების ზრდასთან

ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ინსულტით გამოწვეული სიკვდილიანობა და ჯანმრთელობის პრობლემები ექსტრემალურ ტემპერატურებთან დააკავშირეს, რაც 1990 წლიდან მოყოლებული ფიქსირდება.

რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ კლიმატის ცვლილება ინსულტის პირდაპირი მიზეზია, მაგრამ მიანიშნებს, რომ შესაძლოა, მათ შორის გარკვეული ბმა არსებობდეს. მაგალითად, დადგინდა, რომ გასულ წელს ინსულტით სიკვდილის 500 000-ზე მეტი შემთხვევა არაოპტიმალურ ტემპერატურას უკავშირდებოდა. ასე ნაკლებ სიკვდილიანობასთან ასოცირებულ თეორიულ უსაფრთხო ზღვარზე მაღალ ან დაბალ მაჩვენებელს ეწოდება.

საინტერესოა, რომ უკანასკნელი მონაცემების თანახმად, მსგავსი ტენდენცია კაცებში უფრო მეტად გამოვლინდა, ვიდრე ქალებში. ასევე გაირკვა, რომ ამ მხრივ ყველა ასაკობრივი კატეგორია მოწყვლადია.

“ბოლო წლებში ტემპერატურის მკვეთრმა ცვლილებებმა ადამიანთა ჯანმრთელობაზე იქონია გავლენა და საყოველთაო შეშფოთება გამოიწვია. ჩვენმა კვლევამ ცხადყო, რომ ტემპერატურის ასეთმა ცვლილებამ შესაძლოა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ინსულტის შემთხვევები გაახშიროს, განსაკუთრებით ხანდაზმულ პოპულაციასა და იმ არეალებში, სადაც ჯანდაცვა ყველაზე თანაბრად არ ვრცელდება”, — აცხადებენ ავტორები.

მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში 2020 წლიდან 2021 წლამდე პერიოდში ინსულტით განპირობებული სიკვდილიანობის მაჩვენებელი 100 000-ში 38.8-დან 100 000-ში 41.1-მდე გაიზარდა. ეს მხოლოდ ექსტრემალურ სიცხეებს სულაც არ უკავშირდება. მაგალითად, 2019 წელს ინსულტის შემთხვევების უმეტესობა დაბალი ტემპერატურით იყო განპირობებული.

საქმე ისაა, რომ სიცივე სისხლძარღვების შემჭიდროებას იწვევს, რაც წნევას ზრდის, ეს კი ინსულტის რიკს-ფაქტორია. ასეთი ცივი აირები პოლარულ რეგიონებშია კონცენტრირებული, მაგრამ კლიმატის ცვლილების გამო სხვა არეალებშიც ვრცელდება. ამ ყველაფრის მიუხედავად, უკანასკნელმა კვლევამ გახშირებული ინსულტის სიცხესთან კავშირი გამოავლინა.

საინტერესოა, რომ მაღალ ტემპერატურასთან ასოცირებული მსგავსი სიკვდილიანობა ცენტრალურ აზიაში ჭარბობდა. იქიდან გამომდინარე, რომ გლობალური დათბობა მწვავდება, სავარაუდოდ, მომავალში ეს ადამიანთა ჯანმრთელობაზეც კიდევ უფრო მეტად აისახება.

რა მიზეზებითაა გამოწვეული ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულება და არის თუ არა ეს დაავადება

ნარკოლოგი თათა ასათიანი გესაუბრებათ, რა მიზეზებითაა გამოწვეული ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულება და არის თუ არა ეს დაავადება.
ასევე, მოისმენთ, როგორ მიმდინარეობს მკურნალობის პროცესი და რამდენად მნიშვნელოვანია ცურვა დეტოქს თერაპიის შემდეგ, რეაბილიტაციის დროს.
ვაკის საცურაო აუზი წარმოგიდგენთ რუბრიკას „ექიმი გირჩევთ“, რომლის ფარგლებშიც, სხვადასხვა პროფილის, კვალიფიციური და პროფესიონალი ექიმები გაგიზიარებენ ჯანსაღ ცხოვრებასთან დაკავშირებულ რჩევებს.
ვაკის საცურაო აუზი ინვესტირება ჯანმრთელობაში!

 

ფილერი ორგანიზმში გაქვავდა – საბედისწერო პლასტიკური ოპერაცია

მექსიკელი ქალის, იერედ ლიკონას სრულყოფილი სხეულის მიღების ოცნება საბედისწერო აღმოჩნდა. ახლა ის პაციენტია, რომელსაც ექიმებმა საჯდომის კუნთი მოკვეთეს. მიზეზი კი, შემავსებელი ფილერი ორგანიზმში გაქვავება გახდა.

როგორც გაირკვა, ქალს არალეგალური შემავსებელი გაუკეთეს. მოგვიანებით მედიკოსებმა აღმოაჩინეს, რომ ფილერმა გაჟონა და მისი ქსოვილი დაინფიცირდა.

„მე ექიმს ვენდობიდი, მათ კი გაუფრთხილებლად პოლიმერები გამიკეთეს. საშინელი რეაქცია გამოიწვია. ოპერაციას აღარასდროს გავიკეთებ… საშინელი ტკივილი დამეწყო. სარკეში ვუყურებდი ჩემს თავს და ვერ გამეგო რა ხდებოდა, ნამდვილი კოშმარი იყო. როგორც ამიხსნეს, ამ მდგომარეობას ASIA სინდრომი ჰქვია, ეს ანთებითი პროცესია, რომელსაც ორგანიზმში შემავსებლის შეყვანა იწვევს“,- განაცხადა იერიდმა.

Doctors had to chop off a large part of Yered's behind

მშრალი თვალის სინდრომი XXI საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ოფთალმოლოგიური პრობლემა

xr:d:DAGCAK4jeKw:55,j:3631451635324615629,t:24041013

მშრალი თვალის სინდრომი

XXI საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ოფთალმოლოგიური პრობლემა.

 

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights