ხუთშაბათი, ივნისი 11, 2026

პროფესორი გიორგი ფხაკაძე თბილისში ბიოსამედიცინო და ჯანდაცვით მეცნიერებებში სადოქტორო განათლების ინოვაციური სტრატეგიების კონფერენციას ესწრება

{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":["local"],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{"transform":1},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":true,"containsFTESticker":false}
2024 წლის 18-20 აპრილს „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ ტარდება საერთაშორისო კონფერენცია, თემაზე – „ბიოსამედიცინო და ჯანდაცვით მეცნიერებებში სადოქტორო განათლების ინოვაციური სტრატეგიები და კონცეფციები“, რომელსაც ესწრება საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე. 

 

“აღნიშნული ღონისძიება გახლავთ ევროპულ სისტემაში ბიოსამედიცინო და ჯანდაცვით მეცნიერებებში სადოქტორო განათლების ორგანიზაციის – ORPHEUS-ის ყოველწლიური
კონფერენცია, რომელსაც „მასპინძლობს“ დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

 

ORPHEUS-ი აერთიანებს 131 უნივერსიტეტს 42 ქვეყნიდან; მას როგორც ორგანიზაციას, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, აღნიშნული ტიპის „Research on Research”კონფერენციების ორგანიზების 20-წლიანი გამოცდილება აქვს.

🔸„ვადასტურებთ“ ამ ორგანიზაციის მაღალ რეპუტაციას დარგის სამეცნიერო წრეებში, კერძოდ სადოქტორო სწავლების შეფასების სტანდარტებსა და PHD ტრენინგის ორგანიზებას „საუკეთესო პრაქტიკის“ რეკომენდირების საკითხში.

ღონისძიებაზე განიხილება ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის (EUA) რეფორმა, რომელიც ეხება განახლებულ შეთანხმებას კვლევის შეფასებაში ერთიანი მიმართულების დაფუძნების შესახებ და თუ როგორ შეუძლიათ უნივერსიტეტებს და/ან სადოქტორო პროგრამებს ბიოსამედიცინო და ჯანდაცვით მეცნიერებებში „უპასუხონ“
EUA-ს შეთანხმებას რეფორმის ფარგლებში.

კონფერენციაში მონაწილეობისათვის საქართველოს სტუმრობს ; ავტორიტეტული ინსტიტუციების წარმომადგენლები, მათ შორის:
▪️ ORPHEUS-ის პრეზიდენტი: პროფესორი ჯონ კრიმერსი;
▪️ AMSE-ს პრეზიდენტი: პროფესორი ჰარმ პიტერსი;
▪️ AMEE-ს პრეზიდენტი: პროფესორი სუბჰა რამანი;
▪️ CoARA კოალიციის დამფუძნებელი, EUA-ს შეთანხმების ავტორი, EUA-CDE პრეზიდენტი: პროფესორი სტეფან ბერგმანსი;
▪️ ANVUR: პროფესორი მენიკო რიზი, უნივერსიტეტებისა და კვლევითი ცენტრების შეფასების იტალიის ეროვნული სააგენტო, CoARA (კოალიცია კვლევითი შეფასებისათვის) გლობალური ინიციატივის – მართვის საბჭოს წევრი.
▪️ WFME-ს პრეზიდენტი: პროფესორი რიკარდო ლეინ-ბორკესი;
▪️ ORPHEUS-ის ყოფილი პრეზიდენტი: პროფესორი ბობ ჰარისი სადოქტორო სწავლების დირექტორი კაროლინსკას უნივერსიტეტში და სხვა, გამოცდილი ექსპერტები.

 

კონფერენციას აქვს დიდი მნიშვნელობა მედიცინისა და ჯანდაცვით მეცნიერებებში უნივერსიტეტთა განვითარებისთვის როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე;

განვმარტავთ: მიგვაჩნია, რომ ევროპასთან ასოციაცია და/ან დაახლოება არ/ვერ წყდება მხოლოდ სამთავრობო სტრუქტურების დონეზე; ამ საქმეში
ყველამ (სხვა ინსტიტუციებმა და დაინტერესებულმა ჯგუფებმა) თავისი წვლილი უნდა შეიტანოს;”

დედაქალაქში და საქართველოს ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18 აპრილიდან დედაქალაქში და საქართველოს ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთიდან, სამხრეთ-დასავლეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის განპირობებული.

„აღსანიშნავია, რომ ტრანსასაზღვრო დაბინძურება წლის განმავლობაში გარკვეულ დღეებში ფიქსირდება ანალოგიური სინოპტიკური სიტუაციის დროს.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით.

ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ და მიიღოს ჯანდაცვითი რეკომენდაციები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე https://www.air.gov.ge.

გიორგი ფხაკაძის ორგანიზაციების იურიდიული დეპარტამენტის უფროსად ნინო ენდელაძე დაინიშნა

{"remix_data":[],"source_tags":[],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":false,"containsFTESticker":false}
საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტის, პროფესორ გიორგი ფხაკაძის გადაწყვეტილებით, საქართველოში მისი ხელმძღვანელობის ქვეშ არსებული ორგანიზაციების იურიდიული დეპარტამენტის უფროსად ნინო ენდელაძე დაინიშნა.

 

ნინო ენდელაძე იურიდიულ დეპარტამენტს უხელმძღვანელებს „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის“, ფრანგული ორგანიზაცია „აკრედიტაცია საზღვრებს გარეშეს“, „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოს წარმომადგენლობასა და მედიაჰოლდინგ „შენის“ ფარგლებში.

აქვე აღსანიშნავია, რომ ნინო ენდელაძე უკვე აქტიურად არის ჩართული მედიაჰოლდინგის „შენი უფლებების“ პლატფორმის საქმიანობაში და არაერთ საინტერესო ბლოგსა თუ სტატიას სთავაზობს მკითხველს.

გაგაცნობთ ნინო ენდელაძის პროფესიულ გამოცდილებას:

ნინო ენდელაძეს აქვს იურიდიულ სფეროში მუშაობის  15 წლიანი გამოცდილება.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი  – 2024 წლიდან.

ააიპ ,,სამედიცინო მოწყობილობების მწარმოებელთა იმპორტიორთა და დისტრიბუტორთა ასოციაციის” იურდიული დეპარტამენტის უფროსი – 2024 წლიდან.

საერთაშორისო შრომის უსაფრთხოების მენეჯერი (IOSH) – 2022 წლიდან.

ნეირო-ლინგვისტური პროგრამირების სერტიფიცირებული პრაქტიკოსი – 2022 წლიდან.

ააიპ ,,ინვიტრო დიაგნოსტიკის პროდუქციის იმპორტიორთა ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორი -2021 წლიდან.

შპს ,,კონსალტინგ მენეჯმენტის კორპორაციის’’  დირექტორი – 2021 წლიდან.

საერთაშორისო ხარისხის მართვის შიდა აუდიტორი ISO9001:2018 – 2020 წლიდან.

საერთაშორისო ხარისხის მართვის მენეჯერი ISO9001 -2017 წლიდან.

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი – 2012 წლიდან.

2009 წელს დაამთავრა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი წარჩინებით მიენიჭა ბაკალავრის ხარისხი.

2012 წელს დაამთავრა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი წარჩინებით მიენიჭა მაგისტრის ხარისხი.

 

„სახსრების ენდოპროთეზირების“ პროგრამით 196 ბენეფიციარი, „500-ლარიანი მედიკამენტების დაფინანსების“ პროგრამის ფარგლებში კი 125 966 მომართვა დაფინანსდა

„სახსრების ენდოპროთეზირების“ პროგრამის ფარგლებში, 2023 წლიდან დღემდე, 196 ბენეფიციარი დაფინანსდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 1 140 200 ლარი გაიცა“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

დედაქალაქის მერმა ყურადღება „500-ლარიანი მედიკამენტების დაფინანსების“ პროგრამის შესახებაც გაამახვილა და აღნიშნა, რომ თბილისის მერია შესაბამისი სამედიცინო საჭიროების მქონე მოქალაქეების მხარდაჭერას მომავალშიც აქტიურად განაგრძობს.

„მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში სოციალური მიმართულება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ბევრი საინტერესო პროგრამა ხორციელდება იმისთვის, რომ მოქალაქეებს დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ. ეს ყველაფერი მომავალშიც გაგრძელდება. ერთ-ერთ მთავრობის სხდომაზე განვაცხადე, რომ ვიწყებდით „სახსრების ენდოპროთეზირების“ პროგრამის დაფინანსებას. ეს პროგრამა დღემდე წარმატებით მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც უკვე 196 ბენეფიციარი დაფინანსდა. მიმდინარე წლის ბიუჯეტში ამ პროგრამისთვის, დაახლოებით, 1 500 000 ლარია გამოყოფილი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საპენსიო ასაკის სოციალურად დაუცველი მოქალაქე ჯანმრთელობის ცნობის წარდგენის საფუძველზე, მისთვის გამოწერილ მედიკამენტებს სასურველ აფთიაქში იღებს.

„მერიის „500-ლარიანი მედიკამენტების დაფინანსების“ პროგრამის ფარგლებში, დღეის მდგომარეობით, დაფინანსებულია 125 966 მომართვა. აღნიშნული პროგრამა 2022 წლიდან ხორციელდება და საპენსიო ასაკის სოციალურად დაუცველი პირებისთვისაა განკუთვნილი. მედიკამენტები გაიცემა ექიმის დანიშნულებისამებრ. მოქალაქე ჯანმრთელობის ცნობა #100-ით, მისთვის გამოწერილ მედიკამენტებს სასურველ აფთიაქში იღებს. წლის განმავლობაში, ერთ ბენეფიციარს პროგრამის ფარგლებში, 500 ლარის მედიკამენტის მიღება შეუძლია. პროგრამის 2024 წლის ბიუჯეტი 9 864 000 ლარია. პირველ რიგში, ჯანმრთელობა მინდა ვუსურვო ყველას. დედაქალაქის მერია მზადაა, გვერდში დაგიდგეთ და მდგომარეობა შეგიმსუბუქოთ“, – განაცხადა თბილისის მერმა.

სისტემატური ვარჯიში სტრესს ამცირებს, ძილს აუმჯობესებს და დეპრესიისა თუ შფოთვითი აშლილობის სიმპტომებსაც

  1. ძლიერი სხეული ძლიერი გონების ტოლფასია: როდესაც ფიზიკურად თავს კარგად გრძნობთ, ეს თქვენს გონებაზეც აისახება. სისტემატური ვარჯიში სტრესს ამცირებს, ძილს აუმჯობესებს და დეპრესიისა თუ შფოთვითი აშლილობის სიმპტომებსაც კი ებრძვის. გახდით საკუთარი თავის შედარებით მშვიდი და ბედნიერი ვერსია!
  2. გარდერობის მეომარი: ფიტნესის მიზანი მხოლოდ კარგი ფიგურის ქონა არაა (თუმცა ესეც არ არის ცუდი მიზანი!). საკუთარ სხეულში თავი თავდაჯერებულადაც უნდა იგრძნოთ. ფიზიკური აქტივობა ჯანსაღი წონის შენარჩუნებასა და გაძლიერებაში გეხმარებათ, რათა სასურველი სამოსი ამაყად მოირგოთ.
  3. ასაკი მხოლოდ ციფრებია: ფიტნესი ახალგაზრდობის შესანარჩუნებელი ჯადოსნური ელექსირია (მაგრამ, ზღაპრული ელექსირებისგან განსხვავებით, საეჭვო გემო არ აქვს!). ის თქვენს ძვლებსა და კუნთებს აძლიერებს, წონასწორობასა და კოორდინაციას აუმჯობესებს და აქტიურად და დამოუკიდებლად ცხოვრების ხანგრძლივობას ზრდის. დაფიქრდით წინ რამდენი დაუვიწყარი თავგადასავალი გელით!

განაგრძეთ კითხვა

„მადლობა ექიმებს პროფესიონალიზმისთვის…“ – მადლიერი პაციენტი

მადლიერი პაციენტი

„წმინდა იოანე მოწყალის სახელობის პრივატ კლინიკაში გავიკეთე ნაღვლის ბუშტის ოპერაცია. მქონდა ნაღვლის ბუშტის კენჭოვანი დაავადება. ჩამიტარდა ნაღვლის ბუშტის ლაპაროსკოპიული ოპერაცია.

მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ქირურგ ბესო ასანიძეს პროფესიონალიზმისთვის, მედპერსონალს ასეთი სითბოსთვის და დიდი ყურადღებისთვის“.

მაკა დათაშვილი

როგორ შევაჩეროთ სლოკინი, რა იწვევს სლოკინს – მეცნიერება სლოკინის შესახებ

2021 წელს სლოკინის შესაჩერებლად გამოუშვეს სპეციალური საწრუპი, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, სლოკინს ტრადიციულ მეთოდებზე უკეთ აჩერებს. თუმცა თუკი ახლა გუგლავთ, როგორ შეიძლება სლოკინის შეჩერება, დიდი ალბათობით, უფრო მყისიერი გამოსავალი გჭირდებათ, ამიტომ სტატიას ბოლომდე ჩაუყევით და გაიგეთ, რა არის სლოკინი, რა იწვევს მას და, ბოლოს და ბოლოს, როგორ შევაჩეროთ ის.

რა არის სლოკინი და რა იწვევს მას
სლოკინი არის დიაფრაგმის (კუნთი, რომელიც გამოყოფს მკერდს მუცლისგან და მნიშვნელოვან როლს ასრულებს სუნთქვაში) უნებლიე შეკუმშვა. ყოველ შეკუმშვას მოჰყვება ვოკალური იოგების უეცარი დახურვა, რაც წარმოქმნის დამახასიათებელ ხმას.

ზოგიერთი ადამიანისთვის დიდი ხნის განმავლობაში (ზოგჯერ 68 წლამდეც კი) სლოკინი შეიძლება იყოს ჯანმრთელობის პრობლემის ნიშანი. თუმცა ეს შემთხვევა უფრო კომპლექსურია და მოითხოვს სამედიცინო პროფესიონალის გამოკვლევას, ამიტომ მას აქ არ განვიხილავთ. ამის ნაცვლად, გეტყვით, რა მოუხერხოთ ჯანსაღ სლოკინს, რომელიც ზოგჯერ ძალიან შემაწუხებელი ხდება.

სამწუხაროდ, უვნებელი სლოკინი შეიძლება გამოწვეული იყოს უამრავი მიზეზით. ჩვენი დიაფრაგმის სპაზმში ჩაგდება შეუძლია არასასიამოვნო აქტივობების ფართო სპექტრს, დაწყებული ძალიან სწრაფი ან ბევრი ჭამით და დამთავრებული გაზიანი ან ცივი სასმელების ან ალკოჰოლის დალევით. თუნდაც შხაპის მიღებამ ან შოკის, მოულოდნელობის ან სტრესული სიტუაციის განცდამ შეიძლება გამოიწვიოს სლოკინის შეტევა.

სლოკინი, რომელიც არ ჩერდება, შეიძლება იყოს უვნებელი, მაგრამ შემთხვევების კვლევებმა აჩვენა, რომ იგი ასევე შეიძლება ასოცირდებოდეს ინფექციასთან, ორგანოთა დაზიანებასთან ან დაავადებასთან, ასევე ზოგიერთ კეთილთვისებიან სიმსივნესა და კიბოსთან. ასე რომ, თუკი აღგენიშნებათ ახალი და მუდმივი სლოკინი, რომელიც გრძელდება 48 საათზე მეტ ხანს, სჯობს, თქვენს ჯანდაცვის პროვაიდერს გაესაუბროთ.

როგორ შევწყვიტოთ სლოკინი
1985 წლის ნაშრომში საუბარია პაციენტზე, რომელსაც 8 წელზე მეტი ხნის განმავლობაში აწუხებდა სლოკინი და, გავრცელებული ინფორმაციით, მიიღო 60 000-ზე მეტი წერილი განკურნების რეკომენდაციებით. ამ კონკრეტულმა პაციენტმა საბოლოოდ სლოკინის შეწყვეტა წმინდა იუდას ლოცვას მიაწერა, თუმცა, თუკი ეს თქვენს რელიგიურ მრწამსს არ შეესაბამება, ანდაც უბრალოდ არ გჯერათ, უკეთეს საშუალებებს შემოგთავაზებთ.

ზოგიერთი ანეკდოტური სამკურნალო საშუალება, როგორიცაა სუნთქვის შეკავება (მოკლე დროით), ქაღალდის ჩანთაში ჩასუნთქვა, ან მოხრილ მდგომარეობაში წყლის დალევა, შეიძლება ითქვას, იზიარებს მიდგომას იმით, რომ გავლენას ახდენს დიაფრაგმაზე.

მიუხედავად იმისა, რომ 2013 წლის ნაშრომმა სამართლიანად დაასკვნა, რომ რანდომიზებულ პლაცებოზე კონტროლირებადი კვლევების გარეშე შეუძლებელია ამგვარი მკურნალობის ეფექტურობის დადასტურება ან უარყოფა, შესაძლოა, მიზეზი, რის გამოც ასეთი მიდგომები ფართოდ გავრცელდა, დაკავშირებულია იმ ფაქტთან, რომ კუნთის დაჭიმვას სპაზმის შეჩერება შეუძლია.

NHS ინგლისს აქვს ვრცელი სია რჩევებისა, თუ როგორ შეიძლება სლოკინის შეწყვეტა. ისინი მხარს უჭერენ სუნთქვას ქაღალდის ჩანთის მეთოდით, ასევე სუნთქვის ხანმოკლე დროით შეკავებას და რამდენიმე სხვა მიდგომას:

მუხლები მკერდთან მიიტანეთ და დაიხარეთ წინ;
დალიეთ ცივი წყალი (ტემპერატურულ ცვლილებებს სლოკინის გამოწვევასთან ერთად მის შეჩერებაც შეუძლია);
დააგემოვნეთ რაღაც მძაფრი, როგორიცაა ლიმონი ან ძმარი.
ჰარვარდის სამედიცინო სკოლა გვთავაზობს სამ-საფეხურიან მეთოდს:

ღრმად ჩაისუნთქეთ და შეიკავეთ სუნთქვა 10 წამის განმავლობაში;
ამოსუნთქვის გარეშე, შეისუნთქეთ ცოტა მეტი ჰაერი;
გაიმეორეთ მე-2 პუნქტი და ამოისუნთქეთ.
ითვლება, რომ მეთოდი შეკუმშავს სლოკინს როგორც სპაზმურ დიაფრაგმაზე მოქმედებით, ასევე ორგანიზმში ნახშირორჟანგის დონის ხანმოკლე გაზრდით.

რადგან სლოკინის მიზეზები და მისი შეწყვეტის მეთოდები თქვენთვის უკვე ცნობილია, იმედია, სამომავლოდ ადვილად მოახერხებთ მისგან თავის დაღწევას.

“ვინც ბაღში არ ატარებს ბავშვს, სკოლაში იწყებს ვირუსებით ავადმყოფობას”

xr:d:DAGCAK4jeKw:7,j:5474549762386504802,t:24041008

“ბავშვი იმუნიტეტის აქტიურ განვითარებას იწყებს 2-წლიდან 6 წლამდე იმიტომ, რომ დედისგან მიღებული იმუნიტეტის კარგვა ხდება, იმუნიტეტი წარმოიქმნება ვირუსებთან ურთიერთობით, იმუნიტეტის წამალი არ არსებობს, ან რა უნდა გააძლიერო რაც არ არის, მჯო-მ ნორმად მიიჩნია, რომ ბავშვი ავადობს ვირუსული ინფექციით წელიწადში 6-8 ჯერ, რათა შეიქმნას იმუნოლოგიური მეხსიერება, მერწმუნეთ, ვინც ბაღში არ ატარებს ბავშვს, სკოლაში იწყებს ავადმყოფობას!

ამიტომ შეიძლება ერთადერთი რამ მოგიწოდოთ ყველას. ბავშვს ნუ მიიყვანთ ბავშვთა დაწესებულებაში ავადმყოფობის პერიოდში, სხვის შვილებსაც გაუფრთხილდით და თქვენც დაიცავით გართულებებისგან, ცხვირთან მოუსვით ანტივირუსული მაზი, რომელიც მექანიკურად იცავს ვირუსის ლორწოვანში შეჭრისგან და არის “არამოძალადე” იმუნომოდულატორი, აცერთ სეზონურ გრიპზე, დაიცავით ყველამ ჰიგიენის ნორმები, ყოველ 2 საათში გაანიავონ ბაღში ოთახები, ოღონდ ნუ მოაქცევენ ბავშვებს ორპირში. მასწავლებელი ვალდებულია, არ მიიღოს ავადმყოფი ბავშვი”, – ამბობს ცნობილი პედიატრი ინგა მამუჩიშვილი.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi

VIDEO: ხელის პროთეზი ქალის ძვლებს, კუნთებსა და ნერვებს შეეზარდა ტექნოლოგიებიon 05/12/2023 192 VIEWS

50 წლის შვედ ქალს, რომელმაც ხელი ფერმაში მომხდარი ინციდენტისას დაკარგა, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი პროთეზი დაუყენეს, რომელიც ამავე დროს, ტრანსფორმაციულიც აღმოჩნდა.
ბიონიკური ხელი ეფუძნება რევოლუციურ ტექნოლოგიას, რომელიც პირდაპირ მომხმარებლის ძვლებს, კუნთებსა და ნერვებს უერთდება და წარმოქმნის ადამიანი-მანქანის ინტერფეისს; შედეგად, ხელოვნურ ინტელექტს თავის ტვინის სიგნალების ზუსტ, მაგრამ მარტივ მოძრაობებად გადათარგმნა შეუძლია.

ქალი, რომელსაც ბიონიკური ხელი დაუყენეს, სახელად კარინი (გვარი ანონიმურია), ახლა გარკვეულწილად გრძნობს შეხებას და ინდივიდუალურად ამოძრავებს ხუთ ბიონიკურ თითს, თანაც 95-პროცენტიანი წარმატებით.

კარინმა ოცი წელი იცხოვრა მარჯვენა ხელის გარეშე, მაგრამ ახლა, მას უკვე შეუძლია ყოველდღიური საქმიანობის 80 პროცენტის შესრულება, მაგალითად, საკვების მომზადება, საგნების აღება, ჩანთებისა და ტანსაცმლის შეკვრა გახსნა, კარის ჩამკეტის დატრიალება, ხრახნების დაჭერა.

გარდა ამისა, პროთეზული ხელის დაყენების შემდეგ, მნიშვნელოვნად შემცირდა კარინის ყრუ ტკივილიც, რომელიც მისი თქმით, ისეთი იყო, თითქმის ხელს ხორცსაკეპ მანქანაში ყოფდა.

„პროთეზით ყველაფერს უკეთესად ვაკონტროლებ, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, ტკივილი შემიმსუბუქდა. დღეს გაცილებით ნაკლები მკურნალობა მჭირდება“, — ამბობს კარინი.

ინჟინერთა საერთაშორისო ჯგუფმა, რომელმაც კარინის ბიონიკური ხელი შექმნა, მისი წარმატების შესახებ ახლახან გამოაქვეყნა პუბლიკაცია ჟურნალ Science Robotics-ში.

შვედ, იტალიელ და ავსტრალიელ მკვლევართა განცხადებით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც შიდა ელექტროდების მქონე რობოტულმა ხელმა გრძელვადიანი სიცოცხლისუნარიანობა აჩვენა იდაყვს ქვემოთ ამპუტაციის შემთხვევებში.

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights