ხუთშაბათი, აგვისტო 6, 2026

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: აუცილებლად დიდი სიფრთხილეა საჭირო ამ მიმართულებით. იქ არის გარკვეული კლინიკური მაჩვენებლები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პაციენტი. ყველა ეს საკითხი მოითხოვს სკრუპულოზურ მუშაობას. საბედნიეროდ, დღეს უკვე ამ ფაზაში ვართ, როდესაც ამ საკითხებზე მუშაობა იწყება. ეს არის მოსალოცი ამბავი

„სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ უწყვეტად განხორციელდეს ყველა ის დაგეგმილი აქტივობა, რომელიც საქართველოსთვის შეიძლება საინტერესო და მნიშვნელოვანი იყოს“
#post_seo_title

 

აუცილებლად დიდი სიფრთხილეა საჭირო ამ მიმართულებით. იქ არის გარკვეული კლინიკური მაჩვენებლები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პაციენტი. ყველა ეს საკითხი მოითხოვს სკუპტულოზურ მუშაობას.

საბედნიეროდ დღეს უკვე ამ ფაზაში ვართ, როდესაც უკვე ამ საკითხებზე მუშაობა იწყება. ეს არის მოსალოცი ამბავი, – განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე საუბრისას.

 

მისი თქმით, მედიკამენტის დანიშვნა უნდა მოხდეს დიდი სიფრთხილით.

„მოსამზადებელი სამუშაოები საკმაოდ დიდი მოცულობის არის. ეს გულისხმობს პაციენტების ინდივიდუალური გამოკვლევებიდან დაწყებული დამთავრებული ექიმების ტრენინგებით. ამასთან დაკავშირებით შეთანხმებული ვართ კომპანიასთან, რომ ამ კუთხით გვექნება თანამშრომლობა.

აუცილებლად დიდი სიფრთხილეა საჭირო ამ მიმართულებით. იქ არის გარკვეული კლინიკური მაჩვენებლები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პაციენტი. იმავდროულად, რაც პოტენციური შეიძლება გვერდითი მოვლენები იყოს, იმის მართვისთვის მონაცემები, რომელიც აუცილებლად პერმანენტულად უნდა ვაკვირდებოდეთ და ა.შ. ყველა ეს საკითხი მოითხოვს სკუპტულოზურ მუშაობას. საბედნიეროდ დღეს უკვე ამ ფაზაში ვართ, როდესაც უკვე ამ საკითხებზე მუშაობა იწყება. ეს არის მოსალოცი ამბავი და ეს არის ამბავი, რომელიც რეალურად ზრდის ამ დაავადებასთან ბრძოლის რეალურ შესაძლებლობას საქართველოსთვის“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ცნობისთვის, იტალიურ კომპანია „იტალ ფარმაკოსთან“ ​მედიკამენტ „ჯივინოსტატის“ შეძენის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის არის განკუთვნილი.

„ჩვენ რამდენიმე სხვა მიმართულებით ვაგრძელებთ მოლაპარაკებასა და მუშაობას და უახლოეს დღეებში გადაწყვეტილება მიღებული იქნება“ -მიხეილ სარჯველაძე

„მსჯელობა საჭიროა არა ცხელ გულზე და არა ემოციებით, არამედ აუცილებელია პრაგმატული არგუმენტებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და თითოეულ მედიკამენტზე შეგვიძლია ვთქვათ რა კონკრეტული საკითხებია განსახილველი“ - ჯანდაცვის მინისტრი
„ახლა ვიმყოფები მსოფლიო ჯანდაცვის ასამბლეაზე, სადაც ძალიან ბევრ ქვეყანასთან მოგვიწია შეხვედრა. პრაქტიკულად არავის მსოფლიოში დღეს არ აქვს რეალური პასუხი - უკლებლივ ყველა არის ამ ძიების პროცესში“ - მიხეილ სარჯველაძე დიუშენის პრეპარატებზე

ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა, რომ საქართველოში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების რაოდენობა დაახლოებით 80-ია, მაგრამ მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ ყველასთან მიმართებაში არ გამოიყენება.

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების რაოდენობა დაახლოებით 80-ია, თუმცა ყველასთან მიმართებაში ეს მედიკამენტები გამოყენებადი არ არის. რიცხვი, რომლის ფარგლებშიც ვარაუდობთ რომ ეს მედიკამენტი იქნება რელევანტური, ვფიქრობთ რომ ეს იქნება დაახლოებით 35, თუმცა, ჩვენ რამდენიმე სხვა მიმართულებით ვაგრძელებთ მოლაპარაკებასა და მუშაობას და უახლოეს დღეებში გადაწყვეტილება მიღებული იქნება“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

სახელმწიფო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ ყიდულობს – ხელშკრულება გაფორმებულია

Italfarmaco საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას ეხმიანება

Assorted pills and capsules scattered on a lab counter with a blurred pharmacy backdrop; an inset shows pills on blister packs.
Italfarmaco საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას ეხმიანება

იტალიური ფარმაცევტული კომპანია Italfarmaco განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან “ჯივინოსტატის“ ხელმისაწვდომობის შესახებ შეთანხმება გააფორმა.

პრეპარატი განკუთვნილია დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის (DMD) მქონე პაციენტების სამკურნალოდ.

კომპანიის ინფორმაციით, 2025 წლის ივნისში ევროკომისიის მიერ გაცემული ავტორიზაციის საფუძველზე, შეთანხმების ფარგლებში „ჯივინოსტატი“ საქართველოში ხელმისაწვდომი გახდება 6 წლისა და უფროსი ასაკის იმ პაციენტებისთვის, რომლებიც მკურნალობის დაწყების დროს დამოუკიდებლად გადაადგილდებიან და პრეპარატს კორტიკოსტეროიდებთან ერთად მიიღებენ.

Italfarmaco-ს განმარტებით, მართვადი ხელმისაწვდომობის მექანიზმი მიზნად ისახავს საქართველოში შესაბამისი პაციენტებისთვის ინოვაციურ მედიკამენტზე წვდომის უზრუნველყოფას და ასახავს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მუდმივ ძალისხმევას, იშვიათი დაავადებების სამკურნალო თერაპიების ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად.

Italfarmaco-ში აცხადებენ, რომ სამინისტროსთან თანამშრომლობას გააგრძელებენ, რათა ხელი შეუწყონ პრეპარატის დანერგვის პროცესს და ქვეყნის მასშტაბით დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის მულტიდისციპლინური სამედიცინო მომსახურების განვითარებას.

„ეს მნიშვნელოვანი ეტაპი ასახავს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მტკიცე ერთგულებას იშვიათი დაავადებების მქონე ადამიანებისთვის სამედიცინო დახმარების გაუმჯობესებისადმი, ასევე, ამ პროცესში ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის საზოგადოებისა და Italfarmaco-ს შორის არსებულ კონსტრუქციულ თანამშრომლობას“, – განაცხადა Italfarmaco Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ფრანჩესკო დი მარკომ.

მისივე თქმით, კომპანია მიესალმება შეთანხმებას და მადლობას უხდის სამინისტროს იმ პრაქტიკული გადაწყვეტილებების მოძიებისთვის, რომლებიც შესაბამისი პაციენტებისთვის მკურნალობის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.

„ჩვენი პარტნიორობის ფარგლებში, ველით, რომ საქართველოში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების მხარდაჭერის მიმართულებით ძალისხმევას კვლავ გავაგრძელებთ“, – აღნიშნა დი მარკომ.

კომპანიის განცხადებით, ევროკომისიის გადაწყვეტილება ეფუძნება EPIDYS-ის III ფაზის მრავალცენტრიანი, რანდომიზებული, ორმაგად ბრმა, პლაცებოკონტროლირებადი კლინიკური კვლევის შედეგებს.

კვლევაში მონაწილეობდა 6 წლისა და უფროსი ასაკის 179 ბიჭი, რომლებიც დამოუკიდებლად გადაადგილდებოდნენ. ისინი კორტიკოსტეროიდულ თერაპიასთან ერთად დღეში ორჯერ იღებდნენ ან „ჯივინოსტატს“ ან პლაცებოს.

კვლევამ მიაღწია ძირითად მიზანს და აჩვენა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ოთხსაფეხურიანი კიბის ავლის ტესტის შედეგებში. ასევე, დაფიქსირდა დადებითი შედეგები მეორეხარისხოვანი შეფასების კრიტერიუმებში, მათ შორის North Star Ambulatory Assessment (NSAA)-ისა და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით ცხიმოვანი ინფილტრაციის შეფასების მიმართულებით.

კომპანიის ინფორმაციით, „ჯივინოსტატით“ მკურნალობა NSAA-ის მაჩვენებლების გაუარესებას 40%-ით ამცირებდა, რაც მიუთითებს, რომ პრეპარატს დაავადების პროგრესირების შენელების პოტენციალი აქვს.

Italfarmaco-ს ცნობით, „ჯივინოსტატის“ გამოყენებისას დაფიქსირებული გვერდითი მოვლენების უმეტესობა მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის იყო. კვლევის შედეგები 2024 წლის მარტში სამედიცინო ჟურნალ The Lancet Neurology-ში გამოქვეყნდა.

კომპანია ასევე აღნიშნავს, რომ მიმდინარე ღია გაფართოებული კვლევის (EPIDYS Open-Label Extension) შუალედური ანალიზის მიხედვით, „ჯივინოსტატით“ ნამკურნალებ პაციენტებში დამოუკიდებელი გადაადგილების დაკარგვის მედიანური ასაკი 17,3 წელს შეადგენდა, მაშინ, როდესაც ადრე გამოქვეყნებულ კვლევებში, სადაც პაციენტები მხოლოდ კორტიკოსტეროიდებით მკურნალობდნენ, ეს მაჩვენებელი 11-13,4 წელი იყო.

„მიხარია, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ამ ნაბიჯს გადადგამს და ბევრი სხვა ქვეყნისთვის სამაგალითო იქნება – მაისის ბოლოს ბრიტანეთის მარეგულირებელმა მიიღო გადაწყვეტილება და ცნო დასაშვებად „ჯივინოსტატის“ გამოყენება, ეს გადაწყვეტილება იყო ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი“-მიხეილ სარჯველაძე

„დაწესებულება შეუფერხებლად გააგრძელებს ფუნქციონირებას“-მიხეილ სარჯველაძე
#post_seo_title

ეს ერთ-ერთი ის მედიკამენტია, რომელზეც დასაწყისშიც, როდესაც პირველად გაჩნდა საზოგადოებაში ინტერესი და საერთოდ, ეს თემა, ჩვენ ვამბობდით, რომ ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი, პერსპექტიული მედიკამენტი იყო.

მანამდეც და შემდგომაც განსაკუთრებული ინტერესით ვაკვირდებოდით პროცესს, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატთან“ დაკავშირებით.

მან აღნიშნული მედიკამენტის გარშემო მიმდინარე პროცესზე ისაუბრა.

„მაგალითად, მაისის ბოლოს, 28 მაისს ბრიტანეთის მარეგულირებელმა მიიღო გადაწყვეტილება და ცნო დასაშვებად „ჯივინოსტატის“ გამოყენება, რომელსაც ევროპული სააგენტოს დასტური ჰქონდა, თუმცა, კვლევები კიდევ მიმდინარე იყო.

დიუშენთან დაკავშირებული პროცესები ძალიან სწრაფად ვითარდება, ცვლილებაც საკმაოდ ბევრია და ყველა განსაკუთრებული სიფრთხილით აკვირდება ამ პროცესებს. მაისის გადაწყვეტილება ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი.

ცოტა უფრო ადრე „ჯივინოსტატთან“ დაკავშირებით უარყოფითი იყო საფრანგეთის გადაწყვეტილება და ხარჯის და სარგებლის თანაფარდობაზე იყო ხაზი გასმული. არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ივლისში დანიამ სათანადო მტკიცებულებების არქონის გამო უარი განაცხადა და თავი შეიკავა ამ მედიკამენტის დანერგვისგან.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, რომელსაც სჭირდება განსაკუთრებული სიფრთხილე იმიტომ, რომ საუბარია ძვირადღირებულ მედიკამენტზე, რომელიც მეცნიერებისთვის ჯერ უცნობია, პრაქტიკულად, ახალია. აქედან გამომდინარე აბსოლუტურად გასაგებია სიფრთხილე.

მე ძალიან დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო იტალიურ მხარეს, რომელთანაც გვქონდა მოლაპარაკებები ამ ხნის განმავლობაში და რომელთანაც გავაგრძელებთ თანამშრომლობას. ძალიან კარგი, კონსტრუქციული თანამშრომლობა წარიმართა. მათ შორის, მათ ვესაუბრებით, რომ ყველა სიახლესთან დაკავშირებით, რომელიც ამ იმპლემენტაციის პროცესის თანმხლები იქნება, ბუნებრივია, თანამშრომლობის გაგრძელება მოგვიწევს.

ძალიან სწრაფად, აგვისტოშივე გვექნება შესაძლებლობა, რომ იმპლემენტაციის პროცესის განხორციელებაზე ერთობლივად დავიწყოთ მუშაობა. ეს გულისხმობს პროტოკოლების, წესების მომზადებას, სათანადო კლინიკური ბაზის, მონიტორინგის, ყველა ინსტრუმენტის გამოყენებას, რომელიც აუცილებელია მედიკამენტების იმპლემენტაციისთვის”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მისი შეფასებით, სიფრთხილის მიუხედავად, ეს არის გაბედული გადაწყვეტილება.

„ნამდვილად მიხარია, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ამ ნაბიჯს გადადგამს და ბევრი სხვა ქვეყნისთვის სამაგალითო იქნება”, – აღნიშნა მინისტრმა.

დღეს გამართულ ბრიფინგზე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ ყიდულობს – ხელშკრულება გაფორმებულია.

რა კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს პაციენტი იმისთვის, რომ პრეპარატ „ჯივინოსტატით“ იმკურნალოს – მიხეილ სარჯველაძე განმარტავს

„სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ უწყვეტად განხორციელდეს ყველა ის დაგეგმილი აქტივობა, რომელიც საქართველოსთვის შეიძლება საინტერესო და მნიშვნელოვანი იყოს“
#post_seo_title

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატის“ შეძენის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა.

მისივე თქმით, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც ამ მედიკამენტს შეიძენს და შეიტანს დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამაში.

“დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მედიკამენტთან დაკავშირებით მინდა გაცნობოთ, რომ დღეს წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები იტალიურ კომპანიასთან, რომელთანაც გაფორმდა ხელშეკრულება მედიკამენტ „ჯივინოსტატის“ შეძენის შესახებ.

ეს მედიკამენტი განკუთვნილია დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის პაციენტებისთვის 6 წლის ასაკიდან გადაადგილების უნარის შენარჩუნებამდე. საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც ამ მედიკამენტს შეიძენს და შეიტანს დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამაში“,- აღნიშნა მინისტრმა.

ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განმარტა, თუ რა კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს პაციენტი იმისთვის, რომ პრეპარატ „ჯივინოსტატით“ იმკურნალოს.

როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ პრეპარატის გამოყენება იწყება 6 წლის ზემოთ ასაკიდან და პაციენტს დამოუკიდებლად გადაადგილების უნარი უნდა გააჩნდეს.

“რაც შეეხება “ჯივინოსტატის” გამოყენების კრიტერიუმებს, თუ ვისთან მიმართებით იქნება გამოყენებადი, ძირითადი ფაქტორი არის ის, რომ 6 წლამდე არ გამოიყენება ეს მედიკამენტი, 6 წლიდან იწყება. დაწყების საფუძველია, რომ გადაადგილების უნარი უნდა გააჩნდეს. სხვათა შორის, გადაადგილების უნარიც საჭიროებს დაზუსტებას. აქ იგულისხმება ის, რომ შეეძლოს დამოუკიდებლად ნაბიჯების გადადგმა. შესაბამისად, ამის მიხედვით განისაზღვრება. კრიტერიუმი შეიძლება იყოს ჯანმრთელობის მდგომარეობის გარკვეული მახასიათებლები. აქ საუბარია მაგალითად იმაზე, რომ თრომბოციტების კონკრეტული დონე უნდა იყოს, რომ დამაკმაყოფილებლად ჩაითვალოს და ა.შ. ამ ასაკობრივი ჯგუფის უდიდესი უმრავლესობისთვის, თუ არა 100 %-ისთვის იქნება ეს მედიკამენტი ხელმისაწვდომი. ვისთვისაც არა, იქაც არსებობს შესაძლებლობა, რომ შემდეგ ჩაერთოს ამ პროგრამაში”, – განაცხადა სარჯველაძემ.

მინისტრის განმარტებით, 6 წელზე ზემოთ პაციენტი, რომელსაც დამოუკიდებლად გადაადგილება შეუძლია, დაახლოებით 30-35-ია. ამასთან, მისი თქმით, იტალიელები გამოთქვამენ მზადყოფნას, ჩამოვიდნენ საქართველოში და ერთად მომზადდეს პროგრამა, რომ გამართულად ფუნქციონირებდეს.

რაც შეეხება სხვა პრეპარატის შემოტანის საკითხს, ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ამ საკითხზე მოლაპარაკებები უახლოეს პერიოდში დასრულდება. მინისტრმა აღნიშნული პრეპარატის სახელწოდება არ დააკონკრეტა.

“ძალიან მალე შეიძლება დასრულდეს. არ ვაპირებთ ამასთან დაკავშირებით დიდხანს ფიქრს, რადგან საკმაოდ ნათლად არის გამოკვეთილი, ყველა ფაქტორის მხედველობაში მიღებით, ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილებები იქნება მიღებული”, – განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატის“ შეძენის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. მისივე თქმით, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც ამ მედიკამენტს შეიძენს და შეიტანს დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამაში.

„დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტთან დაკავშირებით ფინანსური საკითხი არასდროს განიხილებოდა, როგორც წინაღობა და რაიმე ბარიერი“-მიხეილ სარჯველაძე

„დაწესებულება შეუფერხებლად გააგრძელებს ფუნქციონირებას“-მიხეილ სარჯველაძე
#post_seo_title

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატის“ შეძენის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა.

მისივე თქმით, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც ამ მედიკამენტს შეიძენს და შეიტანს დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამაში.

“დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მედიკამენტთან დაკავშირებით მინდა გაცნობოთ, რომ დღეს წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები იტალიურ კომპანიასთან, რომელთანაც გაფორმდა ხელშეკრულება მედიკამენტ „ჯივინოსტატის“ შეძენის შესახებ.

ეს მედიკამენტი განკუთვნილია დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის პაციენტებისთვის 6 წლის ასაკიდან გადაადგილების უნარის შენარჩუნებამდე. საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც ამ მედიკამენტს შეიძენს და შეიტანს დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამაში“,- აღნიშნა მინისტრმა.

ამასთან, მინისტრი დასძენს, რომ პარალელურად გრძელდება მოლაპარაკებები დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო კიდევ ერთი მედიკამენტის შემოტანის თაობაზე.

„რაც შეეხება მეორე მედიკამენტს, რომელზეც ადრე იყო საუბარი, მინდა აღვნიშნო, რომ მოლაპარაკებები რამდენიმე მიმართულებით კვლავ გრძელდება და ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში, წარმატებით დასრულება, რასთან დაკავშირებითაც მოსახლეობას ინფორმაციას გავუზიარებთ”,- აღნიშნა სარჯველაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტთან დაკავშირებით ფინანსური საკითხი არასდროს განიხილებოდა, როგორც წინაღობა და რაიმე ბარიერი.

მინისტრმა მედიასთან განმარტა, რომ “ჯივინოსტატი” “საკმაოდ ძვირადღირებული” მედიკამენტია.

“არასდროს ყოფილა ნათქვამი, რომ ფინანსური ბარიერი შეიძლება წარმოადგენდეს წინაღობას ამ გადაწყვეტილების მიღებისთვის. სხვათა შორის, უნდა ვთქვა, რომ ძალიან ბევრი ცდილობდა ასე წარმოეჩინა, მაგრამ ყოველთვის ხაზგასმით აღინიშნებოდა ჩვენს მიერ, რომ ფინანსური ფაქტორი არ განიხილებოდა, როგორც წინაღობა, დამაბრკოლებელი ფაქტორი ამ მედიკამენტის შეძენისთვის”, – განაცხადა სარჯველაძემ.

მინისტრმა არ დააკონკრეტა, თუ რა უჯდება მედიკამენტ “ჯივინოსტატის” შეძენა სახელმწიფოს.

“რაც შეეხება საკითხს, რამდენი დაუჯდება სახელმწიფოს, მე ამაზე არ ვარ უფლებამოსილი, რომ პასუხი გაგცეთ. ამას ითვალისწინებს, მათ შორის ის სამართლებრივი ჩარჩო, რომლის მეშვეობითაც იქნა შეძენილი ეს მედიკამენტი, ასეა განსაზღვრული კანონმდებლობით, რომლითაც გათვალისწინებულია ინოვაციური მედიკამენტების შეძენის შესაძლებლობა ქართული კანონმდებლობის მიხედვით, როგორც ბევრ სხვა ევროპულ სახელმწიფოს გააჩნია. ამის მიხედვით გათვალისწინებულია კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება, მათ შორის ყველა კომერციულ საკითხთან დაკავშირებით. ეს ვალდებულება ჩვენც აღებული გვაქვს, ასეთია მოთხოვნა, რომელიც მწარმოებელ კომპანიებს აქვთ. აქედან გამომდინარე, მე ამაზე უფლებამოსილი არ ვარ. საზოგადოებას კარგად მოეხსენება, რომ იაფი წამალი ნამდვილად არ არის, ძვირადღირებული მედიკამენტია, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ განიხილებოდა და არც განიხილებოდა ჩვენს მიერ, როგორც წინაღობა ამ გადაწყვეტილების მიღებისთვის”, – განაცხადა სარჯველაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ”ჯივინოსტატის” ის დოზა შემოვა ქვეყანაში, რაც აუცილებელი იქნება ყველა პაციენტის მომსახურებისთვის”.

„საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც ამ მედიკამენტს შეიძენს და შეიტანს დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამაში“-მიხეილ სარჯველაძე

ლუგარის ლაბორატორიისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობის შეჩერება
#post_seo_title

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატის“ შეძენის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა.

მისივე თქმით, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც ამ მედიკამენტს შეიძენს და შეიტანს დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამაში.

“დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მედიკამენტთან დაკავშირებით მინდა გაცნობოთ, რომ დღეს წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები იტალიურ კომპანიასთან, რომელთანაც გაფორმდა ხელშეკრულება მედიკამენტ „ჯივინოსტატის“ შეძენის შესახებ.

ეს მედიკამენტი განკუთვნილია დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის პაციენტებისთვის 6 წლის ასაკიდან გადაადგილების უნარის შენარჩუნებამდე. საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც ამ მედიკამენტს შეიძენს და შეიტანს დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამაში“,- აღნიშნა მინისტრმა.

ამასთან, მინისტრი დასძენს, რომ პარალელურად გრძელდება მოლაპარაკებები დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო კიდევ ერთი მედიკამენტის შემოტანის თაობაზე.

„რაც შეეხება მეორე მედიკამენტს, რომელზეც ადრე იყო საუბარი, მინდა აღვნიშნო, რომ მოლაპარაკებები რამდენიმე მიმართულებით კვლავ გრძელდება და ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში, წარმატებით დასრულება, რასთან დაკავშირებითაც მოსახლეობას ინფორმაციას გავუზიარებთ”,- აღნიშნა სარჯველაძემ.

წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები მედიკამენტ „ჯივინოსტატის“ შეძენის შესახებ, რომელიც განკუთვნილია დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის – მიხეილ სარჯველაძე

„მსჯელობა საჭიროა არა ცხელ გულზე და არა ემოციებით, არამედ აუცილებელია პრაგმატული არგუმენტებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და თითოეულ მედიკამენტზე შეგვიძლია ვთქვათ რა კონკრეტული საკითხებია განსახილველი“ - ჯანდაცვის მინისტრი
„ახლა ვიმყოფები მსოფლიო ჯანდაცვის ასამბლეაზე, სადაც ძალიან ბევრ ქვეყანასთან მოგვიწია შეხვედრა. პრაქტიკულად არავის მსოფლიოში დღეს არ აქვს რეალური პასუხი - უკლებლივ ყველა არის ამ ძიების პროცესში“ - მიხეილ სარჯველაძე დიუშენის პრეპარატებზე

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები იტალიურ კომპანია Italfarmaco-სთან, რომელთანაც გაფორმდა ხელშეკრულება მედიკამენტ “ჯივინოსტატის” შეძენის შესახებ.

მინისტრის განცხადებით, ეს მედიკამენტი განკუთვნილია დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის 6 წლის ასაკიდან გადაადგილების უნარის შენარჩუნებამდე.

“წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები იტალიურ კომპანია Italfarmaco-სთან, რომელთანაც გაფორმდა ხელშეკრულება მედიკამენტ “ჯივინოსტატის” შეძენის შესახებ. ეს მედიკამენტი განკუთვნილია დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის 6 წლის ასაკიდან გადაადგილების უნარის შენარჩუნებამდე. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც შეიძენს ამ მედიკამენტს და მას დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამაში შეიტანს,” – განაცხადა მინისტრმა ბრიფინგზე.

მეთილაცია — როგორ არეგულირებს ორგანიზმის „ქიმიური ჩამრთველები“ ჯანმრთელობას

მეთილაციის პროცესის სურათი
მეთილაცია, როგორც გენების ექსპრესიისა და უჯრედული ენერგიის მართვის სისტემა, მნიშვნელოვან როლს ასრულებს მეტაბოლურ ჯანმრთელობაში. მისი ბიოქიმიისა და კვებითი დამოკიდებულების გაგება კლინიკურ პრაქტიკას აძლევს მოქმედების ინფორმაციას.

მეთილაცია — პროცესი, რომლის დროსაც თქვენი სხეული პატარა ქიმიურ ნიშნებს, მეთილ ჯგუფებს, მიამაგრებს დნმ-ს, ცილებსა და ნეიროტრანსმიტერებს.

ეს პროცესი ფუნქციონირებს როგორც გენების ექსპრესიის, განწყობის რეგულაციის, დეტოქსიკაციისა და უჯრედული ენერგიის მართვის სისტემა. მეთილაციის ციკლების ბიოქიმიისა და მათი კვებითი დამოკიდებულების გაგება კლინიკოსებსა და ინდივიდებს აძლევს მოქმედების ინფორმაციას მეტაბოლური ჯანმრთელობის ოპტიმიზაციისთვის.

ძირითადი მიგნებები

  • მეთილაცია მუშაობს ორი ურთიერთდაკავშირებული ციკლის მეშვეობით: ფოლატის ციკლი (ფოლატის მეთილ-ფოლატად გადაქცევა) და მეთიონინის ციკლი (SAMe-ს წარმოება, სხ body’s მთავარი მეთილის დონორი)
  • B ვიტამინები (B2, B6, B9, B12), მაგნიუმი, თუთია და სელენი ფუნქციონირებენ როგორც აუცილებელი კოფაქტორები; ნებისმიერი მათგანის დეფიციტი შეიძლება შეამციროს მეთილაციის ეფექტურობა, თუნდაც სხვა სუბსტრატები საკმარისი იყოს
  • მეთილაციის ფერმენტების გენეტიკური ვარიანტები (მაგ., MTHFR პოლიმორფიზმები) შეიძლება საჭიროებდეს წინასწარ მეთილირებული B ვიტამინების ფორმების დამატებას (მეთილფოლატი, მეთილკობალამინი) სინთეზური ფოლიუმის მჟავის ნაცვლად
  • დარღვეული მეთილაცია ასოცირდება მომატებულ ჰომოცისტეინთან, დაღლილობასთან, განწყობის დარღვევებთან და დეტოქსიკაციის შემცირებულ შესაძლებლობასთან
2 ძირითადი ციკლი
ფოლატის ციკლი და მეთიონინის ციკლი, B12-ისა და თუთიის მეშვეობით ურთიერთდაკავშირებული, ქმნიან ინტეგრირებულ მეთილაციის გზას, რომელიც აკონტროლებს ასობით ბიოქიმიურ რეაქციას

მეთილაციის კოფაქტორები და მათი ფუნქციური როლები

აუცილებელი მიკრონუტრიენტები, რომლებიც საჭიროა მეთილაციის ციკლის ეფექტური ფუნქციონირებისათვის

B12 (მეთიონინის ციკლის გადაცემა)

კრიტიკული

B9/ფოლატი (მეთილაციის სუბსტრატი)

კრიტიკული

B6 (ფერმენტის კოფაქტორი)

მაღალი

მაგნიუმი (ATP ენერგიის წარმოება)

მაღალი

თუთია (ფერმენტის ფუნქცია)

საშუალო-მაღალი

სელენი (ანტიოქსიდანტი ფერმენტის მხარდაჭერა)

საშუალო

წყარო: ბიოქიმიური ლიტერატურის მიმოხილვა | Georgian Medical Journal News

ფოლატის ციკლი: B9-ის აქტიურ მეთილ-ფოლატად გარდაქმნა

ფოლატის ციკლი იწყება, როდესაც დიეტური ფოლატი (ვიტამინი B9) ენზიმატურად გარდაიქმნება თავის აქტიურ ფორმად, მეთილ-ფოლატად, რომელიც ხდება სუბსტრატი, რომელსაც შეუძლია მეთილის ჯგუფების გადაცემა ქვემდგომ რეაქციებზე. ეს გარდაქმნის პროცესი კრიტიკულად დამოკიდებულია ფერმენტზე მეთილენტეტრაჰიდროფოლატ რედუქტაზა (MTHFR), ასევე კოფაქტორებზე, მათ შორის B2 (რიბოფლავინი), B3 (ნიაცინი) და B6 (პირიდოქსინი).

გენეტიკური ვარიაციები MTHFR-ში — განსაკუთრებით C677T და A1298C პოლიმორფიზმები — დაახლოებით 30–50%-ში გვხვდება და შეიძლება შეამციროს ფერმენტის აქტივობა 35–70%-ით, მოსახლეობის გენეტიკის ლიტერატურის მიხედვით. ინდივიდებს, რომლებიც ამ ვარიაციებს ატარებენ, შეიძლება არ შეეძლოს სინთეზური ფოლიუმის მჟავის ეფექტურად გარდაქმნა ბიოხელმისაწვდომ მეთილ-ფოლატად, რომელიც საჭიროა მეთილაციის რეაქციებისთვის.

ეს ბიოქიმიური შეზღუდვა გამოიწვია კლინიკური რეკომენდაციის გაჩენას, რომელიც უფრო და უფრო აღიარებულია ფუნქციურ და ინტეგრაციულ მედიცინის პრაქტიკებში ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში, რომ ინდივიდებმა, რომლებსაც აქვთ დოკუმენტირებული MTHFR ვარიაციები ან რომლებიც არ რეაგირებენ სტანდარტულ ფოლიუმის მჟავაზე, შეიძლება მიიღონ სარგებელი პირდაპირი მეთილფოლატის (5-მეთილტეტრაჰიდროფოლატის) დამატებით. ეს წარმოადგენს სუბსტრატზე დაფუძნებულ, ფერმენტზე დამოკიდებულ მიდგომას ფოლატის ციკლის მხარდაჭერისთვის.

მეთიონინის ციკლი: SAMe როგორც უნივერსალური მეთილის დონორი

მეთიონინის ციკლი გარდაქმნის ამინომჟავას მეთიონინს (დიეტური ცილიდან მიღებული) S-ადენოზილმეთიონინად (SAMe), სხ body’s მთავარ და ყველაზე მრავალფეროვან მეთილის დონორად. SAMe თავის ლაბილურ მეთილის ჯგუფს გადასცემს ასობით ქვემდგომ მეთილაციის რეაქციას, რომლებიც გავლენას ახდენენ ნეიროტრანსმიტერების სინთეზზე, დნმ-ის მეთილაციაზე, ფოსფოლიპიდების მეტაბოლიზმზე და II ფაზის დეტოქსიკაციის გზის გააქტიურებაზე.

მას შემდეგ, რაც SAMe გადასცემს თავის მეთილის ჯგუფს, ის ხდება S-ადენოზილჰომოცისტეინი (SAH), რომელიც შემდეგ კვლავ მეთიონინად გარდაიქმნება გზით, რომელიც კრიტიკულად დამოკიდებულია ვიტამინ B12-ზე და ფოლატზე. თუ B12 ან ფოლატის ხელმისაწვდომობა არასაკმარისია, ჰომოცისტეინი გროვდება — ბიომარკერი, რომელიც უფრო და უფრო აღიარებულია კარდიოვასკულარული რისკის შეფასებაში. მომატებული ჰომოცისტეინი (კლინიკურ პრაქტიკაში ხშირად განისაზღვრება როგორც >15 µmol/L) ასოცირებულია სისხლძარღვოვანი ენდოთელიუმის დისფუნქციასთან და თრომბოზული რისკის გაზრდასთან.

ევროპული კლინიკური პრაქტიკაში, SAMe ზოგჯერ ინიშნება როგორც თერაპიული აგენტი განწყობის მხარდაჭერისა და ღვიძლის ჯანმრთელობისთვის, მისი როლის გამო ნეიროტრანსმიტერების მეტაბოლიზმში და ღვიძლის დეტოქსიკაციაში. SAMe-ს მტკიცებულებათა ბაზა განწყობის დარღვევებში საშუალოა; SAMe-ს დამატების სისტემური მიმოხილვები აჩვენებს ეფექტურობას, რომელიც შეესაბამება ზოგიერთ ტრიაციკლურ ანტიდეპრესანტს მცირე კვლევებში, თუმცა უფრო დიდი რანდომიზებული კონტროლირებული კვლევები კვლავ შეზღუდულია.

ურთიერთდაკავშირებული კოფაქტორები: B12, თუთია და გადამუშავების კავშირი

ფოლატის და მეთიონინის ციკლები არ ფუნქციონირებენ იზოლირებულად. B12 (კობალამინი) მოქმედებს როგორც აუცილებელი კოფაქტორი ფერმენტში მეთიონინის სინთაზა, რომელიც კატალიზირებს მეთილის ჯგუფის გადაცემას მეთილ-ფოლატიდან პირდაპირ მეთიონინის ციკლში, აქტიური მეთიონინის რეგენერაციას. თუთია ასრულებს მრავალ დამხმარე როლს: ის სტაბილიზებს B12-ს, ხელს უწყობს ჰომოცისტეინის რემეთილაციას და ფუნქციონირებს როგორც კოფაქტორი მრავალ მეთილაციასთან დაკავშირებულ ფერმენტში.

მაგნიუმი და ATP (ადენოზინტრიფოსფატი) უზრუნველყოფენ ენერგიის ვალუტას, რომელიც საჭიროა მეთილაციის რეაქციებისთვის. მაგნიუმის დეფიციტი — რომელიც სავარაუდოდ 50–60%-ს შეეხება განვითარებულ ქვეყნებში კვებითი მიღების გამოკითხვების მიხედვით — შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს მეთილაციის ეფექტურობა, ფოლატის ან B12-ის სტატუსის მიუხედავად. სელენი მხარს უჭერს ანტიოქსიდანტ ფერმენტის ფუნქციას აქტიური მეთილაციის გზების ქვემდგომში, იცავს ახლად მეთილირებულ მოლეკულებს ოქსიდაციური დაზიანებისგან.

ეს სისტემური ურთიერთდამოკიდებულება ნიშნავს, რომ მეთილაციის შესაძლებლობის ოპტიმიზაცია მოითხოვს მრავალ მიკრონუტრიენტების შეფასებასა და შევსებას ერთდროულად. B12-ისა და ფოლატის დამატება, საკმარისი მაგნიუმისა და თუთიის გარეშე, შეიძლება გამოიწვიოს არასაკმარისი კლინიკური შედეგები.

კლინიკური შედეგები: ბლოკირებული მეთილაცია დაავადების მექანიზმად

დარღვეული მეთილაციის შესაძლებლობა — იქნება ეს გენეტიკური ვარიაციების, კვებითი დეფიციტის, გარემოს ტოქსიკური ტვირთის ან ქრონიკული სტრესის გამო — გამოიხატება სიმპტომებისა და ბიოქიმიური დარღვევების კონსტელაციით. დაღლილობა, კოგნიტიური ნისლი, განწყობის დარღვევა (განსაკუთრებით დაბალი დოფამინის ან სეროტონინის დაკავშირებული დეპრესია), სტრესის მდგრადობის დაქვეითება და დეტოქსიკაციის შემცირებული შესაძლებლობა არის ყველაზე ხშირად მოხსენებული კლინიკური პრეზენტაციები.

ბიოქიმიურ დონეზე, მეთილაციის არასაკმარისობა იწვევს პლაზმის ჰომოცისტეინის მომატებას, დნმ-ის მეთილაციის შემცირებას (რაც გავლენას ახდენს ეპიგენეტიკურ გენების ჩახშობაზე და სიმსივნის სუპრესორულ გენების ექსპრესიაზე), კრეატინისა და კარნიტინის სინთეზის დარღვევას (ენერგიის სუბსტრატები) და II ფაზის დეტოქსიკაციის ფერმენტების აქტივობის შემცირებას (განსაკუთრებით გლუტათიონი S-ტრანსფერაზები და კატექოლ-ო-მეთილტრანსფერაზა, ან COMT). ეს უკანასკნელი განსაკუთრებით კლინიკურად მნიშვნელოვანია ინდივიდებში, რომლებიც ექვემდებარებიან ქსენობიოტიკებს, მძიმე მეტალებს ან ენდოგენურ ესტროგენებს, სადაც მეთილაციის საკმარისი დეტოქსიკაციის შესაძლებლობა ხდება დამცავი.

ეფექტური მეთილაციის ფუნქცია — რომელსაც მხარს უჭერს საკმარისი B ვიტამინები, მაგნიუმი, თუთია და სელენი — უზრუნველყოფს სტაბილურ ნეიროტრანსმიტერების სინთეზს, მტკიცე დნმ-ის შეკეთების შესაძლებლობას, ეფექტურ დეტოქსიკაციას და მდგრადობას მეტაბოლურ და ფსიქოლოგიურ სტრესთან.

— ბიოქიმიური ლიტერატურის მიმოხილვა, მრავალ ინსტიტუტი

რას ნიშნავს ეს

პაციენტებისთვის: თუ განიცდით აუხსნელ დაღლილობას, განწყობის ცვლილებებს, ცუდი დეტოქსიკაციის სიმპტომებს ან გაქვთ MTHFR ვარიაციების ოჯახური ისტორია, მიკრონუტრიენტების შეფასება (B12, ფოლატი, მაგნიუმი, თუთია) და მეთილირებული B ვიტამინების დამატების განხილვა შეიძლება საჭირო იყოს. კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ჯანდაცვის პროვაიდერთან დამატებების დაწყებამდე, განსაკუთრებით თუ იღებთ მედიკამენტებს ან გაქვთ კონკრეტული ჯანმრთელობის მდგომარეობები.
კლინიკოსებისთვის: განიხილეთ მეთილაციის სტატუსი, როგორც კომპლექსური მეტაბოლური შეფასების ნაწილი პაციენტებში, რომლებსაც აქვთ დაღლილობა, განწყობის დარღვევები, მომატებული ჰომოცისტეინი ან ცუდი დეტოქსიკაცია. შეუკვეთეთ პლაზმის ჰომოცისტეინი, მეთილმალონური მჟავა (MMA), B12, ფოლატი და მაგნიუმი. პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ დოკუმენტირებული MTHFR ვარიაციები ან რომლებიც ვერ იტანენ ფოლიუმის მჟავას, დანიშნეთ წინასწარ მეთილირებული B ვიტამინის ფორმები (5-მეთილტეტრაჰიდროფოლატი, მეთილკობალამინი). დარწმუნდით, რომ მაგნიუმისა და თუთიის საკმარისობაა, სანამ მეთილაციის გზის გაუმჯობესებას ელოდებით. ეს მიდგომა უფრო და უფრო სტანდარტულია ფუნქციურ მედიცინაში, მაგრამ ჯერ კიდევ ნაკლებად გამოიყენება პირველადი ჯანდაცვის სფეროში.
პოლიტიკის შემქმნელებისთვის: ამჟამინდელი დიეტური მითითებები B ვიტამინებისა და მინერალებისთვის დადგენილი იყო ათწლეულების წინ და არ ითვალისწინებს მოსახლეობის გენეტიკურ ჰეტეროგენობას (MTHFR-ის გავრცელება), ტოქსიკური ტვირთის ზრდას ან თანამედროვე სტრესის დატვირთვას. განიხილეთ მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიკრონუტრიენტების სახელმძღვანელოების გადახედვა, რომ ასახოს მეთილაციის მეცნიერება და უზრუნველყოს, რომ მოწინავე დამატებითი ფორმულაციები, რომლებიც შეიცავს მეთილირებულ ნუტრიენტებს, ხელმისაწვდომი და ზუსტად მონიშნულია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სარგებლისთვის.

ხშირად დასმული კითხვები

რა არის MTHFR და რატომ არის მნიშვნელოვანი?

MTHFR (მეთილენტეტრაჰიდროფოლატ რედუქტაზა) არის ფერმენტი, რომელიც გარდაქმნის ფოლატს მის აქტიურ მეთილირებულ ფორმად, მეთილ-ფოლატად. ამ ფერმენტში გენეტიკური ვარიაციები (რომლებიც დაახლოებით 30–50%-ში გვხვდება) ამცირებს ფერმენტის აქტივობას, რაც ართულებს სინთეზური ფოლიუმის მჟავის გადამუშავებას. თუ გაქვთ MTHFR ვარიაცია და სტანდარტული ფოლიუმის მჟავის დამატებები არ აუმჯობესებს თქვენს სიმპტომებს, მეთილფოლატის დამატებაზე გადასვლა შეიძლება უფრო ეფექტური იყოს.

უნდა მივიღო მეთილირებული B ვიტამინები, თუნდაც არ მქონდეს MTHFR ვარიაცია?

მეთილირებული B ვიტამინები ბიოხელმისაწვდომია ყველასთვის და გვერდს უვლიან ფერმენტული გარდაქმნის საჭიროებას. დოკუმენტირებული MTHFR ვარიაციების, ცუდი მეთილაციის სიმპტომების ან ქრონიკული ჯანმრთელობის მდგომარეობების მქონე პირებისთვის, მეთილირებული ფორმები უფრო პირდაპირ გზას სთავაზობენ. თუმცა, ზოგადი მოსახლეობისთვის, რომელსაც აქვს საკმარისი ფერმენტული ფუნქცია და მიკრონუტრიენტების სტატუსი, სტანდარტული B ვიტამინების დამატება, როგორც წესი, საკმარისია. ინდივიდუალური შეფასება კლინიკოსის მიერ რეკომენდირებულია.

შეიძლება თუ არა მაღალი ჰომოცისტეინის შექცევა?

მომატებული ჰომოცისტეინი ხშირად რეაგირებს მიზნობრივ B12, B6, ფოლატის და ზოგჯერ ბეტაინის დამატებაზე, მაგნიუმისა და თუთიის შევსებასთან ერთად. კლინიკური რეაგირება, როგორც წესი, 8–12 კვირას მოითხოვს. ცხოვრების წესის ფაქტორები — მათ შორის სტრესის შემცირება, რეგულარული ფიზიკური აქტივობა და ალკოჰოლისა და მოწევის შემცირება — ასევე მხარს უჭერს ჰომოცისტეინის ნორმალიზაციას. იმუშავეთ თქვენს ჯანდაცვის პროვაიდერთან ჰომოცისტეინის დონის მონიტორინგზე და დამატებების რეგულირებაზე რეაგირების მიხედვით.

მეთილაციის განვითარებადი მეცნიერება წარმოადგენს პარადიგმის ცვლილებას იმის გაგებაში, თუ როგორ განსაზღვრავს გენეტიკური წინასწარგანწყობა, კვებითი სტატუსი და გარემოს ფაქტორები მეტაბოლურ ჯანმრთელობასა და დაავადების რისკს. როგორც ეპიგენეტიკური კვლევები აგრძელებს იმ მექანიზმების გახსნას, რომლითაც მეთილაციის სტატუსი გავლენას ახდენს გენების ექსპრესიასა და გრძელვადიან ჯანმრთელობის შედეგებზე, კლინიკური პრაქტიკა პირველადი ჯანდაცვის, ფუნქციური მედიცინისა და ფსიქიატრიის სფეროში უფრო და უფრო ინტეგრირებს მეთილაციის შეფასებასა და ოპტიმიზაციას კომპლექსურ პაციენტთა შეფასებაში. მეთილაციის მეცნიერების ინტეგრაცია ძირითად სამედიცინო განათლებასა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სახელმძღვანელოებში რჩება მნიშვნელოვან საზღვრად მოსახლეობის ჯანმრთელობის შედეგების გაუმჯობესებისთვის.

სამეცნიერო წყარო — BMC Genomics / PMC

წყარო — Methylation is your body’s on/off switch for health

საუბარი შეეხო ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებს. ყურადღება დაეთმო ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების  მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობებს

Diplomatic meeting between Georgia and EU representatives at a conference table with flags in the background
მიხეილ სარჯველაძე შვეიცარიული ფარმაცევტული კომპანია Roche-ს ფარმაცევტული მიმართულების აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე შვეიცარიული ფარმაცევტული კომპანია Roche-ს ფარმაცევტული მიმართულების აღმასრულებელ დირექტორს, ტერეზა გრეჰემს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და Roche-ს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებს. ყურადღება დაეთმო ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების  მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობებს.

საუბარი ასევე შეეხო პრეპარატ ელევიდისს, რომელიც  დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალოდ გამოიყენება.

შეხვედრას ესწრებოდნენ ჯანდაცვის სამინისტროს სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი ლელა სულაბერიძე, Roche-ს საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაიკლ ობერრაიტერი და Roche Georgia-ს კავკასიის ქვეყნების მიმართულების ხელმძღვანელი მაკა ასათიანი.

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights