„ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების განხორციელებისათვის გამოიყო 26 492 433 ლარი“
„ონკოლოგიის დაფინანსებაზე 2012 წლის განმავლობაში, დანახარჯი შეადგენდა სულ 13 მილიონს ლარს, 2024 წელს დაგეგმილი ხარჯის ოდენობა შეადგენს 229 მილიონ ლარს“
პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში, ჯანდაცვის პროგრამებზე საუბრისას, მიხეილ სარჯველაძემ ონკოლოგიის მზარდ დაფინანსებაზე ისაუბრა. მინისტრის თქმით, როგორც სხვა პროგრამების, ისე ონკოლოგიის დაფინანსება, ყოველწლიურად, მკვეთრად იზრდება და უფრო მეტ სერვისებსა და ბენეფიციარს მოიცავს.
„ონკოლოგიის დაფინანსებაზე, 2012 წლის განმავლობაში, დანახარჯი შეადგენდა სულ 13 მილიონს ლარს. ახლა გეტყვით დინამიკას, მაგალითად უკანასკნელი სამი წლის მანძილზე, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ქიმიო, ჰორმონო და სხივურ თერაპიაზე, მედიკამენტების ჩათვლით:
• 2019 წელს – 36 მლნ ლარი
• 2020 წელს – 39 მლნ ლარი
• 2021 წელს – 123 მლნ ლარი
• 2022 წელს – 143 მლნ ლარი
• 2023 წელს – 174 მლნ ლარი
წელს დაგეგმილი ხარჯის ოდენობა შეადგენს 229 მლნ ლარს. გარდა ამისა, ონკოლოგიური პაციენტების საჭიროებების დაფარვა ხდება რეფერალური დახმარების პროგრამის ფარგლებშიც“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
მისივე თქმით, სახელმწიფო არ აპირებს მიღწეულით დაკმაყოფილებას და პროგრამა კვლავაც გააგრძელებს ზრდასა და განვითარებას.
ჯანდაცვის მინისტრი, პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში, წარსდგა. საკანონმდებლო ორგანოში, მიხეილ სარჯველაძემ, დეპუტატებს, სამინისტროს მიერ განხორციელებული საქმიანობის, მიღწევების, გამოწვევების და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
„ადრეული დიაგნოსტიკა აუცილებლად იქნება ერთ-ერთი საკვანძო მიმართულება,რაზედაც სახელმწიფო მომდევნო პერიოდში აუცილებლად გაამახვილებს ყურადღებას“
ადრეული დიაგნოსტიკა აუცილებლად იქნება ერთ-ერთი საკვანძო და ცენტრალური მიმართულება,რაზედაც მომდევნო პერიოდში სახელმწიფო გაამახვილებს ყურადღებას, – აღნიშნულის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ, პარლამენტში, “მინისტრის საათის“ ფორმატში,სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„გვაქვს ე.წ. სკრინინგის შედარებით დაბალი მაჩვენებელი საშუალო ევროპულ მაჩვენებელთან შედარებით, მიუხედავად ბოლო წლების განმავლობაში დაფიქსირებული დადებითი დინამიკისა. ეს მიმართულება აუცილებლად იქნება ერთ-ერთი საკვანძო და ცენტრალური მიმართულება, რაზედაც მომდევნო პერიოდში სახელმწიფო გაამახვილებს ყურადღებას, რადგან ადრეული დიაგნოსტიკა განსაკუთრებით ონკოლოგიაში არის ის, რაც რეალურს ხდის გამოთქმას – კიბო განაჩენი არ არის“,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
„ადრეული დიაგნოსტიკა აუცილებლად იქნება ერთ-ერთი საკვანძო მიმართულება,რაზედაც სახელმწიფო მომდევნო პერიოდში აუცილებლად გაამახვილებს ყურადღებას“
ადრეული დიაგნოსტიკა აუცილებლად იქნება ერთ-ერთი საკვანძო და ცენტრალური მიმართულება,რაზედაც მომდევნო პერიოდში სახელმწიფო გაამახვილებს ყურადღებას, – აღნიშნულის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ, პარლამენტში, “მინისტრის საათის“ ფორმატში,სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„გვაქვს ე.წ. სკრინინგის შედარებით დაბალი მაჩვენებელი საშუალო ევროპულ მაჩვენებელთან შედარებით, მიუხედავად ბოლო წლების განმავლობაში დაფიქსირებული დადებითი დინამიკისა. ეს მიმართულება აუცილებლად იქნება ერთ-ერთი საკვანძო და ცენტრალური მიმართულება, რაზედაც მომდევნო პერიოდში სახელმწიფო გაამახვილებს ყურადღებას, რადგან ადრეული დიაგნოსტიკა განსაკუთრებით ონკოლოგიაში არის ის, რაც რეალურს ხდის გამოთქმას – კიბო განაჩენი არ არის“,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
„საქართველოს აქვს ვეებერთელა პოტენციალი, რისი ძირითადი ბირთვიც გახლავთ ძალიან მაღალი დონის სამედიცინო პერსონალი“
საქართველოს აქვს ვეებერთელა პოტენციალი, რისი ძირითადი ბირთვიც გახლავთ ძალიან მაღალი დონის სამედიცინო პერსონალი,-აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში განაცხადა.
უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, მიუხედავად საქართველოში მკურნალობის შესაძლებლობების თვალსაზრისით არსებული სირთულეებისა, საქართველოს ამ მიმართულებით დიდი პოტენციალი გააჩნია.
„ქართველი ექიმები არიან ის ხალხი, რომელიც საკუთარი კვალიფიკაციით ტოლს არ დაუდებენ არც ერთი ქვეყნის კოლეგებს. საქართველო მართლაც გამორჩეული ქვეყანაა მათ შორის მედიცინის სფეროში უმაღლესი აკადემიური ტრადიციებით და მე მინდა ამ მაღალი ტრიბუნიდან ქედი მოვიხარო უდიდესი ქართველი მედიკოსების წინაშე და დავადასტურო ჩემი დიდი პატივისცემა მათ მიმართ.
სამწუხაროდ, მომიწევს იმის აღნიშვნაც, რომ დღეს, რბილად რომ ვთქვათ, ყველა ექიმის მიმართ თანაბარი პატივისცემით ვერ ვიქნებით განმსჭვალული და ექიმთა ერთი მცირე ნაწილის არაკვალიფიციურობას ან არაკეთილსინდისიერებას აქვს მთლიანად სექტორის რეპუტაციული დაზიანების ძალზედ დიდი ნეგატიური რესურსი. ასობით ექიმის წარმატებული მკურნალობის წარმატებული ისტორია შეიძლება ჩრდილში მოექცეს ერთის კვალიფიკაციის დეფიციტის გამო, რაც დასანანია.
ამავე მიმართულებით ჩვენ გვაქვს დაწყებული მუშაობა, რომ აღნიშნული გამოწვევები იქნეს დაძლეული, რისთვისაც აუცილებელი იქნება უმაღლესი სამედიცინო განათლების ხარისხის გაუმჯობესება და მასთან ერთად ზრუნვა უწყვეტი დიპლომისშემდგომი განათლების გაღრმავების მიმართულებით“.-განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
„აბსოლუტური ამორალურობაა, ცალკეული ადამიანების მხრიდან, ისტერიკის და პანიკის დათესვის მცდელობა, რომ ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს შეუქმნან პანიკური მდგომარეობა“
აბსოლუტური ამორალურობაა, ცალკეული ადამიანების მხრიდან, ისტერიკის და პანიკის დათესვის მცდელობა, რომ ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს შეუქმნან პანიკური მდგომარეობა, თითქოს მათი შვილებისთვის მკურნალობა აღარ იქნება ხელმისაწვდომი. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ეს არის უტიფარი ტყუილი, – აღნიშნულის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში, დეპუტატების კითხვებზე საუბრისას განაცხადა.
მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ მსგავსი დეზინფორმაციის გამავრცელებელი პირები საკუთარ, ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს უფრო წინ აყენებენ, ვიდრე რეალობასა და პატარა პაციენტების ინტერესებს.
„ყველა ვინც ეუბნება, თითოეული ონკოლოგიური პაციენტი ბავშვის მშობელს ამას, არის დღეს პოლიტიკური მაროდიორი. ის არის ადამიანი, რომელიც ყველაფერს კადრულობს, ადამიანების შეცდომაში შესაყვანად და პოლიტიკური დივიდენდების დასაწერად. ეს არ არის, სხვა სფერო სადაც შეიძლება მოკრძალებული პასუხი გასცე. ეს არის სფერო, სადაც აბსოლუტურად გადაჭრით უნდა თქვა, რომ არცერთ ონკოლოგიურ პაციენტ ბავშვს ასეთი პრობლემა არ შეექმნება. ამის სადარაჯოზე, სახელმწიფო, გამართული იდგება რა თქმა უნდა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
„ბავშვთა და შშმ პირთა უფლებებზე განსაკუთრებული ზრუნვა სახელმწიფოს უმთავრესი პრიორიტეტია“-მიხეილ სარჯველაძე
ბავშვთა და შშმ პირთა უფლებებზე განსაკუთრებული ზრუნვა სახელმწიფოს უმთავრესი პრიორიტეტია, – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„შშმ პირთა უფლებებზე მუშაობა გაგრძელდება იმ საუკეთესო სტანდარტების გამოყენებით,რაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ საქართველოს ახალმა კანონმა დაადგინა.
მთავარ სამომავლო გეგმად უნდა გამოვყოთ მუშაობის აქტიურად გაგრძელება ე.წ. ბიო-ფსიქო-სოციალურ მოდელზე გადასვლასთან დაკავშირებით მოსამზადებლად. ამ მიმართულებით ასევე პრიორიტეტი იქნება სერვისების ხარისხი და იმ დეფიციტების აღმოფხვრა, რაც დაკავშირებულია შშმ პირთა დასაქმებასთან“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
გიორგი ფხაკაძე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) 77-ე ასამბლეას ესწრება – ინტერვიუ ჟენევიდან
საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 77 -ე ასამბლეას ესწრება, რომელიც ყოველწლიურად ქალაქ ჟენევაში გაერო-ს მთავრ შტაბ ბინაში ტარდება.

Sheniekimi.ge გიორგი ფხაკაძეს ჟენევაში დაუკავშირდა:
“ახლა ვიმყოფები გაეროს სათავო ოფისში ასამბლიაზე. აქ მთელი მსოფლიოდან იკრიბებიან ჯანდაცვის მინისტრები, ექსპერტები და ჯანდაცვის სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებიც მუშაობენ სამედიცინო საკითხებზე.
ეს არის მთავარი ადგილი ერთი კვირის მანძილზე, როცა ჟენევა ხდება მსოფლიო ჯანდაცვის ცენტრი.
ასამბლიაზე განიხილება გლობალური საკითხები, ხდება ახალი მიღწევების და გამოწვევების გაზიარება. ძველი შეცდომების გააზრება და გზების პოვნა მათ გამოსასწორებლად.

ეს არის უნიკალური პლატფორმა შეხვედრებისთვის, რომელიც იძლევა საშუალებას – ვისწავლოთ, გავიზიაროთ და დავნერგოთ საუკეთესო პრაქტიკა ჯანდაცვის სფეროში.
მე, როგორც მოგეხსენებათ, ვმუშაობ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიგრაციისაა და ჯანმრთელობის დეპარტამენტში და ჩამოვაყალიბე, შევიმუშავე სტრატეგია – თუ როგორ უნდა იყოს დანერგილი ჯანდაცვის სპეციალისტების კომპეტენციები, რომლებიც მუშაობენ მიგრანტებთან და ლტოლვილებთან.
დაამტკიცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ და ამჟამად ამ სტრატეგიას ვნერგავ, როგორც ექსპერტი, მსოფლიოს მასშტაბით.
ეს სტრატეგია უკვე დავნერგეთ ნიგერიაში, ახლა კი სენაგლსა და მალიშიც გავემგზავრები… შემდეგ კი აღნიშნული პროექტის დასანერგად აღმოსავლეთ ევროპას და ლათინოამერიკასაც ვეწვევი…” – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.
„DRG-ი არის უალტერნატივოდ სწორი მიდგომა, რომელიც გააჩენს ხარჯების რაციონალურად ხარჯვის უკეთეს შესაძლებლობას“
„ჯანდაცვაზე გაწეული სახელმწიფო დანახარჯები 2012 წელს 450 მილიონს შეადგენდა, 2024 წელს კი 1,62 მილიარდზე მეტს შეადგენს“- მიხეილ სარჯველაძე
პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას მიხეილ სარჯველაძემ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მნიშვნელობასა და მის 11-წლიან შედეგებზე ისაუბრა.
ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებამ მოსახლეობას ხარისხიან და სიცოცხლისთვის აუცილებელ სამედიცინო სერვისებზე წვდომა გაუმარტივა და მოქალაქეთა ჯიბიდან დანახარჯები მკვეთრად შემცირდა.
„სამწუხაროდ, როგორც ჩანს, საქართველოს ბევრი დრო აქვს დაკარგული წინა წლებში ჯანდაცვის სექტორის სწორად მართვის თვალსაზრისით. ვიღაც ამას კარგად ნიღბავდა, ვიღაცას აქა-იქ წამოსცდებოდა კიდევაც, მაგრამ საბოლოო ჯამში, 2012 წლის მიწურულამდე საქართველოს ჯანდაცვის სისტემა იმართებოდა იმ პრინციპით, რომ პაციენტის კეთილდღეობაზე თანხის ხარჯვას თვლიდნენ შავ ხვრელში ფულის გადაყრად.
ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით, მისი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში, 2013 წლიდან დაიწყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელმაც ჯანდაცვის სისტემა საქართველოში დააყენა სწორი და შეუქცევადი განვითარების რელსებზე. შეიძლება ითქვას, რომ ჯანდაცვის კონსტიტუციური უფლების რეალიზების საქმისადმი სერიოზული მიდგომა საქართველოში სწორედ ამ დროიდან იწყება და ეს პროგრამაც არის ჯანდაცვის სისტემის განვითარების მთავარი ხერხემალი“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ჯანდაცვის მინისტრმა, საკუთარი განცხადების დასტურად, ჯანდაცვაზე გაწეული სახელმწიფო დანახარჯები მოიყვანა, რომელიც 2012 წელს 450 მილიონს შეადგენდა, 2024 წელს კი 1,62 მილიარდ ლარზე მეტს შეადგენს.
„სხვაობა, მოგეხსნებათ, რომ არამც უბრალოდ შთამბეჭდავია, არამედ ვსაუბრობთ სრულიად სხვადასხვა მიდგომაზე. წლებია მზარდი დინამიკა ნარჩუნდება ამ მიმართულებით“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მინისტრი, პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში, წარსდგა. საკანონმდებლო ორგანოში, მიხეილ სარჯველაძემ, დეპუტატებს, სამინისტროს მიერ განხორციელებული საქმიანობის, მიღწევების, გამოწვევების და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.






