შაბათი, ივნისი 13, 2026

ტვინის ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს

#image_title

მეცნიერები ადამიანის ტვინისა და კომპიუტერის ერთმანეთთან დამაკავშირებელ ინტერფეისებზე აქტიურად მუშაობენ. ესაა ჩიპი, რომელიც ტვინში წარმოქმნილ ელექტრულ იმპულსებს აფიქსირებს და შიფრავს. მსგავსი ტექნოლოგია პარალიზებულ ადამიანებს სხვებთან კომუნიკაციის საშუალებას მისცემს და ცხოვრების ხარისხს გაუუმჯობესებს.

სპეციალისტები ტვინის იმპლანტებს უკვე ადამიანებზე ცდიან. მათ შორისაა ილონ მასკის კომპანია Neuralink, რომლის პაციენტიც ლეპტოპში ჭადრაკსა და Mario Kart-ს “ტელეპათიურად” თამაშობს.

ეს ტექნოლოგია იმ ადამიანებსაც დაეხმარება, რომელთაც ჯანმრთელობის პრობლემების გამო მეტყველება არ შეუძლიათ. ამის მიუხედავად, ფიქრის სიტყვებად გარდაქმნა მარტივი ნამდვილად არაა. პაციენტებმა უნდა წარმოიდგინონ, როგორ ამბობენ კონკრეტულ სიტყვას, რის შედეგადაც ტვინში სპეციფიკური სიგნალი წარმოიქმნება, რომელსაც სისტემა იმახსოვრებს და შემდეგ ჯერზე მის იდენტიფიცირებას ახერხებს.

ჯერჯერობით 100%-იანი სიზუსტე მიღწეული არაა, მაგრამ ახალმა ინტერფეისმა იმედის მომცემი შედეგები აჩვენა. ის კალიფორნიის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში მომუშავე მეცნიერებმა შექმნეს და 2 პაციენტ კაცზე გამოცადეს, რომელთაც ოთხივე კიდურის დამბლა აქვთ. ერთი 33 წლისაა, მეორე კი — 39-ის.

სპეციალისტებმა მიკროელექტროდები მათ ტვინში ჩანერგეს, კერძოდ სომატოსენსორულ ქერქსა და სუპრამარგინალურ ხვეულში, რომელიც აქამდე მსგავს კვლევებში არ ჩაურთავთ. ინტერფეისი 6 სიტყვაზე გაწვრთნეს — “ფრონტი”, “კოვბოი”, “პითონი”, “კოვზი”, “ცურვა” და “ტელეფონი”. ასევე, 2 გამოგონილ სიტყვაზე, რომლებიც ინგლისურად ასე ჟღერს: ““nifzig” და “bindip”. მიზანი იმის გარკვევა იყო, საჭიროა თუ არა სიტყვას ჰქონდეს შინაარსი, რათა სისტემამ ეფექტიანად იმუშაოს.

ცდისპირებს თითოეულ სიტყვას ეკრანზე უჩვენებდნენ ან თავად უმეორებდნენ, შემდეგ კი სთხოვდნენ, 15 წამის განმავლობაში წარმოედგინათ, როგორ ამბობდნენ მას. შედეგად, მკვლევრებმა ინტერფეისის მეშვეობით რეალურ დროში სიტყვების გაშიფვრა შეძლეს. ერთი პაციენტის შემთხვევაში სიზუსტე 79% იყო, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, მაგრამ ვოკალიზებული სიტყვების გაშიფვრის ცდებისას მცირედით ჩამოუვარდება. მეორე ინდივიდის შემთხვევაში 23%-იანი სიზუსტე დაფიქსირდა.

რა თქმა უნდა, ტექნოლოგიის დასახვეწად საჭიროა, ის უფრო მეტ ადამიანზე გამოიცადოს და სიტყვების რაოდენობაც გაიზარდოს. ამის მიუხედავად, ამ კვლევამ ცხადყო, რომ სუპრამარგინალური ხვეული კარგი სამიზნე რეგიონია, რაც სამომავლოდ გასათვალისწინებელია.

„შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვებისა და მოზარდების საჭიროებებზე მორგებული პროგრამები იხვეწება და უფრო სრულყოფილი ხდება“

#image_title

თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე აცხადებს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვებისა და მოზარდების საჭიროებებზე მორგებული პროგრამები, რომლებსაც დედაქალაქის მერია ახორციელებს, წლიდან წლამდე იხვეწება და უფრო სრულყოფილი ხდება.

ზურაბ ჩიკვილაძის თქმით, წარმატებით ხორციელდება პროგრამა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო მომსახურების“ შესახებ.

მისივე განცხადებით, მიმდინარე წელს აღნიშნული პროგრამით მოსარგებლეთა რაოდენობის ზრდის გარდა, დაიხვეწა მისი გამოყენების შესაძლებლობა, რამაც მოსარგებლეს თავისუფალი არჩევანის საშუალება მისცა. პროგრამა პირველი მაისიდან 15 სექტემბრის ჩათვლით მოქმედებს და ვაუჩერის მფლობელს სასურველი დროის შერჩევა თავად შეუძლია.

„თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაწყებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო მომსახურების პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს და იხვეწება.

წელს პროგრამით გათვალისწინებული ვაუჩერების რაოდენობა გაიზარდა და 3000-ს გადააჭარბა. პროგრამა გახდა უფრო მოქნილი. თუ ადრე მუნიციპალიტეტი იღებდა გადაწყვეტილებას ვაუჩერით მოსარგებლეს რომელ სასტუმროში უნდა დაესვენა, დღეს მოსარგებლე არჩევანში თავისუფალია. მუდამ მზად ვართ, ჩვენს ბავშვებსა და მოზარდებს გვერდით დავუდგეთ მათი საჭიროებებიდან გამომდინარე“, – განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

კიბოს ნიშნები, რომლებიც, შეიძლება, ჭამის დროს გამოვლინდეს

მიღებული საკვების მონელების შეფერხების შეგრძნება, გულისრევა ან ნაადრევი დანაყრება – ეს ნიშნები შეიძლება მიუთითებდეს კუჭის კიბოზე.

თუ შეამჩნევთ ამ სიმპტომებს, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს. ამასთან, შესაბამისი სიმპტომები, შესაძლოა ასოცირებული იყოს არა კიბოსთან, არამედ კუჭ-ნაწლავის სხვა პათოლოგიასთან, მაგრამ ჯერ ყველაზე საშიში ვარიანტები უნდა გამოირიცხოს.

კუჭის კიბოს დიაგნოსტიკისთვის ექიმები მიმართავენ ფიბროგასტროდუოდენოსკოპიის მეთოდს (FGDS). ეს პროცედურა ტარდება 45 წლიდან, ხოლო 60 წელს გადაცილებულებს ყოველწლიურად ესაჭიროებათ მისი ჩატარება.

კუჭის კიბოს რისკ-ფაქტორებია: Helicobacter pylori ბაქტერიით ინფექცია, ჭარბი წონა და უმოძრაო ცხოვრების წესი, ცოცხალი ბოსტნეულის და ხილის არასაკმარისად მოხმარება და ნიტრატებით გაჯერებული საკვების მიღება.

წყარო

“შენი აზრი” – გიორგი ფხაკაძე საქართველოში პაციენტთა კმაყოფილების კვლევის პროცესს იწყებს

#image_title

საქართველოს სამედიცინო სექტორში მნიშვნელოვანი სიახლეა – ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტის, გიორგი ფხაკაძის ინივიატივით, “საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი”, კლინიკებში პაციენტთა ჩართულობის მიზნით, მათი გამოკითხვის პროცესს იწყებს. “შენი აზრი” – ჰქვია სისტემას, რომლის ფარგლებშიც QR კოდის მეშვეობით შეძლებთ, საკუთარი აზრი დააფიქსიროთ კონკრეტულ კლინიკაში მიღებული მომსახურების შესახებ. 

Sheniekimi.ge აღნიშნული საკითხის დეტალების გასარკვევად პროფესორ გიორგი ფხაკაძეს ესაუბრა:

“გვაქვს ძალიან სასიხარულო ამბავი, ვინაიდან “საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი”, რომელიც არის „აკრედიტაცია კანადის“ ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში და ახორციელებს 24 სამედიცინო დაწესებულების საერთაშორისო აკრედიტაციას, დღეიდან იწყებს პაციენტის გამოკითხვის სისტემას, რომელსაც ჰქვია შენი აზრი“.

ეს უპრეცედენტო კამპანიაა და პირველად ჩვენ ვთავაზობთ არა მარტო იმ საავადმყოფოებს, რომლებიც “აკრედიტაცია კანადის” ჩართულობით გადიან აკრედიტაციის პროცესს, არამედ ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებას საქართველოში.

მათ შეუძლიათ, მონაწილეობა მიიღონ  და ჩაერთონ პაციენტის კმაყოფილების ერთიან კვლევაში.

ძირითადი დებულება პაციენტის კმაყოფილებისა არის ის, რომ ეს არის დამოუკიდებელი გამოკითხვა და არის 100%-ით კონფიდენციალური.

პაციენტებს შეუძლიათ ეს კითხვარი შეავსონ ტელეფონის მეშვეობით სახლში, საავადმყოფოში ან იმ ადგილას, სადაც მათთვის უფრო კომფორტულია. პაციენტს აბსოლუტურად ყველანაირად დამოუკიდებელ გარემოში, ყველანაირი ზეწოლის გარეშე, შეუძლია შეავსოს ეს კითხვარი.

ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ყოველთვიურად მიღებულ ინფორმაციას მივაწვდით ამ კვლევაში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებებს და ისინი თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას, თუ როგორ გამოიყენონ აღნიშნული კვლევის შედეგები.

შეიძლება ეს გამოიყენონ შიდა ხარისხის გაუმჯობესებისათვის ან თუ გადაწყვეტენ, ეს ანგარიში გაასაჯაროონ და ჩართონ პაციენტები ამ საკითხების განხილვაში – ეს მხოლოდ ამ კლნიკების გადასაწყვეტი იქნება.

აქვე აღვნიშნავ, რომ ჩვენ აპრილში უკვე ავამოქმედეთ პაციენტთა საბჭოების სამდივნო, პროექტს ჩვენი ორგანიზაცია ახორციელებს. მისი ძირითადი ფუნქციაა საავადმყოფოებში პაციენტთა საბჭოების მართვა და იმის გამო, რომ ამის გამოცდილება საქართველოში ჯერ არ არის, ნამდვილად რთულია…

„აკრედიტაცია კანადაში“ ჩართულ სამედიცინო დაწესებულებებსა და სხვა საავადმყოფოებს, სურვილისამებრ, ვთავაზობთ, მონაწილეობა მიიღონ ჩვენი გამოკითხვის სისტემაში ან დავეხმაროთ მათ პაციენტთა საბჭოების მართვაში.

ჩვენ ვიყენებთ უმაღლეს ევროპულ და  საერთაშორისო სტანდარტებს, რასაც ჰქვია ინფორმაციის დაცულობა და გადამუშავება.

ჩვენ მზად ვართ, კლინიკებს დავეხმაროთ გამოკითხვების ჩატარებაში, გამოკითხვების ანალიზების მომზადებასა და ყოველთვიურად საავადმყოფოსთვის მიწოდებაში. თუ საავადმყოფოს სურვილი ექნება, ვმართოთ პაციენტთა საბჭოები. შესაბამისად, ძალიან მოხარული ვართ, რომ ორშაბათიდან უკვე ვიწყებთ ამ პროექტს.”

#image_title

https://www.surveymonkey.com/r/sheniekimi

პირველმა ფიტნეს აკადემიამ დაიწყო ფიტნეს ინსტრუქტორების გადამზადების ინტენსიური ტრენინგი რეგიონებში არსებულ ახალ და მოქმედ ფიტნეს კლუბებში

როგორ ამოვიცნოთ დეპრესია?

დეპრესია
#image_title

დეპრესია (ძირითადი დეპრესიული აშლილობა) არის გავრცელებული და სერიოზული სამედიცინო დაავადება, რომელიც უარყოფითად აისახება იმაზე, თუ როგორ გრძნობთ თავს, როგორ ფიქრობთ და როგორ მოქმედებთ.

საბედნიეროდ, ის ასევე განკურნებადია. დეპრესია იწვევს სევდის განცდას და/ან ინტერესის დაკარგვას იმ აქტივობების მიმართ, რომლებიც ადრე გსიამოვნებდათ. ამან შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა ემოციური და ფიზიკური პრობლემები და შეამციროს თქვენი მუშაობის უნარი სამსახურში და სახლში.

საწუხაროდ დეპრესია იმ რთული დაავადებების რიცხვშია, რომელთა მკურნალობის უგულებელყოფამ შეიძლება ადამიანი სუიციდამდე ან სუიციდის მცდელობამდე მიიყვანოს.

დეპრესიის ზუსტი გამომწვევი მიზეზები დღემდე უცნობია. იგი შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანმა უარყოფითმა ცხოვრებისეულმა ცვლილებებმაც, მაგალითად, სამსახურის დაკარგვამ, განქორწინებამ, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემის აღმოჩენამ — განსაკუთრებით იმ ადამიანებში, რომლებიც გენეტიკურად თუ სხვა მიზეზებით უკვე იყვნენ დეპრესიის მაღალი რისკის ქვეშ.

განგრძობითი სირთულეები, მაგალითად, ხანგრძლივი უმუშევრობა, ძალადობრივ ან ცივ ურთიერთობაში ყოფნა, მარტოობა ან სამსახურებრივი სტრესი ზრდის დეპრესიის რისკს. არსებობს ორი ტიპის დეპრესია:

ეგზოგენური დეპრესია – გარე ფაქტორებით გამოწვეული სტრესი, არასასიამოვნო მოვლენა და ა.შ.

ენდოგენური – ბიოლოგიური ფაქტორებიდან გამომდინარე;

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ  თვითმკურნალობით არ იკურნება და ასევე არაფერი სამარცხვინო არ არის თუ ამ დაავადებით ხართ დაავადებული. დეპრესია ზუსტად ისეთი დაავადებაა, როგორიცაა კუჭის წყლული, შაქრიანი დიაბეტი ან სხვა დაავადებები. შემთხვევების 70% იკურნება და ქრონიკული დეპრესიის შემთხვევაში შეიძლება მისი მართვა ისე, რომ ამ დაავადებამ იქონიოს ადამიანის ცხოვრების ხარისხზე ნეგატიური ზეგავლენა.

როგორ ამოვიცნოთ დეპრესია?

დეპრესიის დასადგენად არსებობს 3 ძირითადი სიმპტომი და 7 დამატებითი სიმპტომი. თუ ადამიანს ძირითადი სიმპტომებიდან და დამატებითი ორ-ორი სიმპტომი ახასიათებს და ეს სიმპტომები 2 კვირის განმავლობაში სისტემური ხასიათისაა, მაშინ სავარაუდოდ ამ ადამიანს აქვს დეპრესია.

დეპრესიის 10 სიმპტომი:

ძირითადი სიმპტომები:

  1. სტაბილურად დაქვეითებული ხასიათი;
  2. ანჰედონია – სიამოვნების და სიხარულის მიღების დაქვეითება;
  3. ენერგიის დაქვეითება, ნაკლებობა, გადაწვის შეგრძნება;

დამატებითი სიმპტომები:

  1. კონცენტრაციის უნარის დარღევა, დაქვეითება;
  2. დაქვეითებული, დაბალი თვითშეფასება. ამ დროს ადამიანი საკუთარ მნიშვნელობას, ფასეულობას ვეღარ ხედავს, განიცდის;
  3. დანაშაულის გადაჭარბებით აღქმა. ადამიანი ვეღარ ასხვავებს შეცდომებსა და დანაშაულს. უმნიშვნელო შეცდომასაც დანაშაულად მიიჩნევს;
  4. მომავლის პესიმისტური ხედვა;
  5. მადის დაქვეითება, თუმცა ატიპიური დეპრესიის დროს პირიქით მადის მომატება ხდება;
  6. ძილის დარღვევა. უფრო ხშირად ქრონიკული ძილიანობა, თუმცა ატიპიური დეპრესიის დროს შეიძლება პირიქითაც იყოს ანუ უძილობას ჰქონდეს ადგილი;
  7. სუიციდის ტენდენციები;

დეპრესიისთვის დამახასიათებელი გრძნობები და განცდები:

  • სევდა, ნაღველი;
  • უბედურება;
  • უხალისობა;
  • ადვილად გაღიზიანებადობა, დაძაბულობა, შფოთვა;
  • ემოციური გადატვირთულობა;
  • დანაშაულის გრძნობა;
  • იმედგაცრუება;
  • სასოწარკვეთა;
  • თავდაჯერების ნაკლებობა, საკუთარი მნიშვნელობის/ფასეულობის დაქვეითება;
  • ორჭოფობა, ეჭვი;
  • ყურადღების გაფანტულობა;

დეპრესიისათვის დამახასიათებელი ფიქრები:

  • „ვერაფერს მივაღწიე”
  • „უსარგებლო ვარ”
  • „არაფერი გამომდის”
  • „ჩემი ბრალია”
  • „უარესის ღირსიც ვარ”
  • „ჩემს თავს არაფერი კარგი არ ხდება”
  • „უაზრო, მომაბეზრებელი და უშინაარსოა სამყარო”
  • „არაფერი არ მაბედნიერებს”
  • „ეს არასდროს შეიცვლება”
  • „სიცოცხლეს აზრი არ აქვს”
  • „უჩემოდ ყველა უკეთ იქნება”

დეპრესიის ქცევითი სიმპტომები

  • ოჯახის წევრებისა და მეგობრებისგან ჩამოშორება;
  • მუდმივად სახლში დარჩენა (სოციალური იზოლაცია);
  • საყვარელი აქტივობების შეწყვეტა;
  • სამსახურის საქმეების ან სკოლის დავალებების შეუსრულებლობა;
  • ალკოჰოლისა და დამამშვიდებლების იმედად ყოფნა;

დეპრესიის ფიზიკური სიმპტომები

  • მუდმივი დაღლილობა და ენერგიის ნაკლებობა, გადაწვის შეგრძნება;
  • შეუძლოდ, ცუდად ყოფნა;
  • მუცლის, თავის ან კუნთების ხშირი ტკივილი
  • გულისრევის შეგრძნება;
  • ძილის პრობლემები;
  • მადის დაკარგვა ან ცვლილება;
  • წონის მნიშვნელოვანი მატება ან კლება;

როგორ გავუმკლავდეთ დეპრესიას?

აუცილებლად მიმართეთ ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტს (ფსიქიატრს, ფსიქოთერაპევტს);

დაისახეთ რეალისტური მიზნები დეპრესიის ფონზე. ძალიან ბევრს ნუ აიღებთ საკუთარ თავზე. დიდი ამოცანები დაყავით პატარა მიზნებად, დაადგინეთ პრიორიტეტები და ყურადღება გაამახვილეთ პირველხარისხოვან ამოცანებზე;

დრო გაატარეთ მეგობრებთან ერთად, გაუზიარეთ თქვენი ემოციები და ენდეთ მათ;

აუცილებლად აკეთეთ ისეთი აქტივობები რაც სიამოვნებას განიჭებთ;

იყავით ფიზიკურად აქტიური,- ისეირნეთ, ივარჯიშეთ;

იკვებეთ ჯანსაღად და შეეცადეთ მიიღოთ მეტი ცილა და მინიმუმამდე დაიყვანოთ ნახშირწყლები;

შეეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე და ფოკუსირება მოახდინოთ სასიამოვნო, პოზიტიურ შინაარსებზე;

დეპრესია არის დაავადება, რომელიც თვითმკურნალობით არ იკურნება და შესაძლებელია თვითმკურნალობის მცდელობამ დაამძიმოს თქვენი ფსიქიკური მდგომარეობა. ამიტომ აუცილებელია მიმართოთ კვალიფიციურ სპეციალისტს.

დაიმახსოვრეთ, დეპრესია განაჩენი არ არის.

ვიზიტის დასანიშნათ დაუკავშირდით: +995 595 75 11 22

ნინი ჭაჭია – ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, სერტიფიცირებული ქოუჩი, NLP ოსტატი  https://www.ninichachia.ge/

„C ჰეპატიტის მიმართულებით ქვეყანას არაჩვეულებრივი შედეგები აქვს“ – მიხეილ სარჯველაძე

#image_title

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, პირველ მოადგილე თამარ გაბუნიასთან ერთად, აშშ CDC-ს საქართველოს ოფისისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა.

უწყების ხელმძღვანელმა საერთაშორისო პარტნიორებს საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიღწევები, არსებული გამოწვევები, მათი გადაჭრის გზები და სამომავლო გეგმები გააცნო.
ასევე, ისაუბრეს ელიმინაციის სტრატეგიის ასპექტებზე, გადაცემის პრევენციის გზებზე, ინფიცირებული პირების გამოვლენაზე, ლაბორატორიული დიაგნოსტიკის მეთოდების გაუმჯობესებასა და ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლებაზე.

როგორც შეხვედრაზე მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ვირუსული ჰეპატიტის დიაგნოსტიკამ და მკურნალობაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობამ დაავადების ტვირთი მნიშვნელოვნად შეამცირა. ინფიცირებულთა რაოდენობა, ისევე როგორც ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი, მკვეთრად არის შემცირებული.

აშშ CDC-ს საქართველოს ოფისისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრმა უწყების მიერ გადადგმული ნაბიჯები მოიწონა და საქართველოს წარმატებაზე გაამახვილა ყურადღება.
თავის მხრივ, მიხეილ სარჯველაძემ სამინისტროს სახელით ცენტრის წარმომადგენლებს, ვირუსული ჰეპატიტის ელიმინაციის მიმართულებით საქართველოს პროგრესის აღიარებისთვის მადლობა გადაუხადა.

სამედიცინო დავების რიცხვი გაიზარდა – რაზე უჩივიან პაციენტები კლინიკებს?

ჰოსპიტალური სექტორი - DRG სისტემის მექანიზმის ცვლილები
სამედიცინო დავების რიცხვი გაიზარდა – რაზე უჩივიან პაციენტები კლინიკებს?
სტუმარი: მეგი საჯაია (Megi Sajaia) – საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაცია • Health Federation of Georgia-ის ხელმძღვანელი

როდის არის კვება მკურნალობის მთავარი საშუალება, რომელ პროდუქტებთან უნდა ვიყოთ ფრთხილად…

5 ჯანსაღი პროდუქტი, რომელთა მოხმარებისასაც ზომიერებაა საჭირო

როდის არის კვება მკურნალობის მთავარი საშუალება, რომელ პროდუქტებთან უნდა ვიყოთ ფრთხილად…

საუბრობს ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია გადაცემაში”პირადი ექიმი”:

„არის განსაკუთრებული მდგომარეობა, როდესაც კვებას სამკურნალო დატვირთვა აქვს. ხშირად ვამბობთ, რომ სხვადასხვა დაავადების შემთხვევაში საკვები პროდუქტები პროფილაქტიკურ როლს ასრულებს. მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია, ბალანსირებული კვებით ონკოლოგიური პრობლემები, ანთება, გულ-სისხლძარღვთა პრობლემები თავიდან ავიცილოთ.  არის მდგომარეობები, როდესაც კვება დამხმარე ფუნქციას ასრულებს.  შაქრიანი დიაბეტის მართვის დროს, მედიკამენტებთან ერთად, კვებას ერთ-ერთი წამყვანი როლი აქვს.

არის შემთხვევები, როდესაც კვება პაციენტის მდგომარეობის გამოსასწორებლად ერთადერთი ინსტრუმენტია. მაგალითად, ბავშვების შემთხვევაში ფენილკეტონურია. კვება თუ არ გამოვასწორეთ, ბავშვის მდგომარეობაში არაფერი შეიცვლება. ნებისმიერი პროცედურა, ნებისმიერი სამკურნალო მეთოდი, დიაგნოზი შეიძლება, ადამიანის ჩვეული კვების მოდელის ცვლილების წინაპირობა გახდეს. კვება განსაზღვრავს, გვექნება თუ არა ესა თუ ის დიაგნოზი და პირიქითაც, დიაგნოზი განსაზღვრავს, როგორი იქნება ჩვენი კვების მოდელი.

თუ ადამიანს საკუთარი დაავადების გამო დისკომფორტი აქვს, უნებურად კვებას ზღუდავს. თუ პაციენტს კონკრეტული კვლევებისთვის კვების კონტროლი სჭირდება,  საკვების მიღებას უნებურად ზღუდავს.
ფაქტორები შეიძლება ოპერაციული ჩარევა ან ხანგრძლივი მკურნალობა იყოს. შესაძლოა, ამან კვებაში გარკვეული შეზღუდვები გამოიწვიოს. პაციენტის კვება დიდ ყურადღებას მოითხოვს, თუ რამდენიმე სხვადასხვა ნიშანია გამოხატული. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი ნიშანი მოკლე დროში შეცვლილი სხეულის მასაა. ეს განსაკუთრებით საყურადღებოა, თუ ბოლო 3 თვის განმავლობაში ადამიანს წონა მკვეთრად შეეცვალა. ასევე თუ უკანასკნელი დღეების მანძილზე წონაში კლება თვალშისაცემია. საყურადღებოა ულუფასთან დაკავშირებული მინიშნებაც. თუ ადამიანმა მკვეთრად გაზარდა ან მკვეთრად შეამცირა მისი ჩვეული ულუფა, ან საკვების მიღების დრო შეცვალა, ყურადღება უნდა მივაქციოთ.

მარილმგრძნობიარე ჰიპერტენზიის დროს მარილით დატვირთვა ძალიან სახიფათო გადაწყვეტილებაა. ისევე, როგორც შეშუპების დროს სითხის დამატებით შეკავება. ტკბილი პროდუქტების გამოყენება, ადვილად შეთვისებადი ნახშირწყლების ხარჯზე, ეს ერთ-ერთი ყველაზე არაგონივრული გადაწყვეტილებაა, რადგანაც ფუჭი კალორიებით და არასაკმარისი საკვები ნივთიერებებით ვიტვირთებით. აღარაფერს ვამბობ თვითნებურად ცხიმით ან სხვა დანამატით დატვირთვაზე.

წყლით შევსება ეს არის ის უნივერსალური და მარტივი რეკომენდაცია, რომელიც მეტ-ნაკლებად უმრავლეს შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ. მაგრამ, არის გამონაკლისებიც. მაგალითად, თირკმლის მდგომარეობა. ან ზოგიერთი პათოლოგია, როდესაც წყლის რაოდენობა მკაცრად უნდა ვაკონტროლოთ.

პაციენტის როლში, ადამიანისათვის ხანგრძლივად შეზღუდული კვება, როგორი დასაბუთებულიც არ უნდა იყოს, როგორი მკაცრი არჩევანითაც არ უნდა იყოს განპირობებული, არ შეიძლება, სასარგებლო იყოს. ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შეზღუდული კვება კრიტიკულად უნდა გადაიხედოს და ეტაპობრივად ან ერთბაშად გადაიხედოს. ეს შეიძლება საფეხურებრივი შემცირება ან მკვეთრი ზიგზაგების სახით იყოს. ორგანიზმისათვის გაცილებით დამზოგავი საფეხურებრივი გაფართოებაა. შეზღუდული კვება თუნდაც სხეულის კორექციისათვის, თუნდაც სეზონურად, თუნდაც გუნება-განწყობის, რიტუალური კვების შესაბამისად, აუცილებლად კრიტიკულ შეფასებას მოითხოვს.“

კვლევა – ბავშვის IQ დამოკიდებულია დედის სისხლის ჯგუფზე

კვლევა – ბავშვის IQ

ბავშვის შესაძლებლობების დაახლოებით 70% დედისგან არის გადაცემული და ისინი დიდწილად განისაზღვრება ქალის სისხლის ჯგუფის მიხედვით.

კვლევა აშშ-ს სტენფორდის უნივერსიტეტის გენეტიკოსებმა გამოაქვეყნეს. მათმა ნაშრომმა აჩვენა, რომ დედები, რომლებსაც აქვთ პირველი სისხლის ჯგუფი, უფრო მაღალი IQ-ის მქონე შვილებს აჩენენ.

პირველი სისხლის ჯგუფის ქალების ბავშვებს აქვთ ინტელექტის მაღალი დონე. ეს გამოწვეულია იმით, რომ ასეთი დედებისთვის უფრო რთულია დაორსულება, რაც განაპირობებს უკეთესი ხარისხის ემბრიონების ბუნებრივ შერჩევას. მათი შვილები არა მხოლოდ უფრო ჭკვიანები არიან, არამედ აქვთ უფრო ძლიერი იმუნური სისტემა და ხშირად აჩვენებენ მოტორული კოორდინაციის მაღალ დონეს და აქვთ სხვადასხვა ნიჭი, მათ შორის კრეატიულობა და ინტელექტუალური შესაძლებლობები.

მეოთხე ჯგუფის სისხლის მქონე ქალები ყველაზე ხშირად აჩენენ სპორტსმენებს, ამ ჯგუფის სისხლი ითვლება “ყველაზე ახალგაზრდა” და უიშვიათესად. სისხლის მესამე ჯგუფის მქონე დედების შთამომავლები უფრო შემოქმედებითად არიან განვითარებულნი, მათი შვილები ხშირად ხდებიან მხატვრები და პოეტები.

წყარო:

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights