ხუთშაბათი, ივნისი 11, 2026

როდის არის კვება მკურნალობის მთავარი საშუალება, რომელ პროდუქტებთან უნდა ვიყოთ ფრთხილად…

5 ჯანსაღი პროდუქტი, რომელთა მოხმარებისასაც ზომიერებაა საჭირო

როდის არის კვება მკურნალობის მთავარი საშუალება, რომელ პროდუქტებთან უნდა ვიყოთ ფრთხილად…

საუბრობს ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია გადაცემაში”პირადი ექიმი”:

„არის განსაკუთრებული მდგომარეობა, როდესაც კვებას სამკურნალო დატვირთვა აქვს. ხშირად ვამბობთ, რომ სხვადასხვა დაავადების შემთხვევაში საკვები პროდუქტები პროფილაქტიკურ როლს ასრულებს. მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია, ბალანსირებული კვებით ონკოლოგიური პრობლემები, ანთება, გულ-სისხლძარღვთა პრობლემები თავიდან ავიცილოთ.  არის მდგომარეობები, როდესაც კვება დამხმარე ფუნქციას ასრულებს.  შაქრიანი დიაბეტის მართვის დროს, მედიკამენტებთან ერთად, კვებას ერთ-ერთი წამყვანი როლი აქვს.

არის შემთხვევები, როდესაც კვება პაციენტის მდგომარეობის გამოსასწორებლად ერთადერთი ინსტრუმენტია. მაგალითად, ბავშვების შემთხვევაში ფენილკეტონურია. კვება თუ არ გამოვასწორეთ, ბავშვის მდგომარეობაში არაფერი შეიცვლება. ნებისმიერი პროცედურა, ნებისმიერი სამკურნალო მეთოდი, დიაგნოზი შეიძლება, ადამიანის ჩვეული კვების მოდელის ცვლილების წინაპირობა გახდეს. კვება განსაზღვრავს, გვექნება თუ არა ესა თუ ის დიაგნოზი და პირიქითაც, დიაგნოზი განსაზღვრავს, როგორი იქნება ჩვენი კვების მოდელი.

თუ ადამიანს საკუთარი დაავადების გამო დისკომფორტი აქვს, უნებურად კვებას ზღუდავს. თუ პაციენტს კონკრეტული კვლევებისთვის კვების კონტროლი სჭირდება,  საკვების მიღებას უნებურად ზღუდავს.
ფაქტორები შეიძლება ოპერაციული ჩარევა ან ხანგრძლივი მკურნალობა იყოს. შესაძლოა, ამან კვებაში გარკვეული შეზღუდვები გამოიწვიოს. პაციენტის კვება დიდ ყურადღებას მოითხოვს, თუ რამდენიმე სხვადასხვა ნიშანია გამოხატული. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი ნიშანი მოკლე დროში შეცვლილი სხეულის მასაა. ეს განსაკუთრებით საყურადღებოა, თუ ბოლო 3 თვის განმავლობაში ადამიანს წონა მკვეთრად შეეცვალა. ასევე თუ უკანასკნელი დღეების მანძილზე წონაში კლება თვალშისაცემია. საყურადღებოა ულუფასთან დაკავშირებული მინიშნებაც. თუ ადამიანმა მკვეთრად გაზარდა ან მკვეთრად შეამცირა მისი ჩვეული ულუფა, ან საკვების მიღების დრო შეცვალა, ყურადღება უნდა მივაქციოთ.

მარილმგრძნობიარე ჰიპერტენზიის დროს მარილით დატვირთვა ძალიან სახიფათო გადაწყვეტილებაა. ისევე, როგორც შეშუპების დროს სითხის დამატებით შეკავება. ტკბილი პროდუქტების გამოყენება, ადვილად შეთვისებადი ნახშირწყლების ხარჯზე, ეს ერთ-ერთი ყველაზე არაგონივრული გადაწყვეტილებაა, რადგანაც ფუჭი კალორიებით და არასაკმარისი საკვები ნივთიერებებით ვიტვირთებით. აღარაფერს ვამბობ თვითნებურად ცხიმით ან სხვა დანამატით დატვირთვაზე.

წყლით შევსება ეს არის ის უნივერსალური და მარტივი რეკომენდაცია, რომელიც მეტ-ნაკლებად უმრავლეს შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ. მაგრამ, არის გამონაკლისებიც. მაგალითად, თირკმლის მდგომარეობა. ან ზოგიერთი პათოლოგია, როდესაც წყლის რაოდენობა მკაცრად უნდა ვაკონტროლოთ.

პაციენტის როლში, ადამიანისათვის ხანგრძლივად შეზღუდული კვება, როგორი დასაბუთებულიც არ უნდა იყოს, როგორი მკაცრი არჩევანითაც არ უნდა იყოს განპირობებული, არ შეიძლება, სასარგებლო იყოს. ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შეზღუდული კვება კრიტიკულად უნდა გადაიხედოს და ეტაპობრივად ან ერთბაშად გადაიხედოს. ეს შეიძლება საფეხურებრივი შემცირება ან მკვეთრი ზიგზაგების სახით იყოს. ორგანიზმისათვის გაცილებით დამზოგავი საფეხურებრივი გაფართოებაა. შეზღუდული კვება თუნდაც სხეულის კორექციისათვის, თუნდაც სეზონურად, თუნდაც გუნება-განწყობის, რიტუალური კვების შესაბამისად, აუცილებლად კრიტიკულ შეფასებას მოითხოვს.“

კვლევა – ბავშვის IQ დამოკიდებულია დედის სისხლის ჯგუფზე

კვლევა – ბავშვის IQ

ბავშვის შესაძლებლობების დაახლოებით 70% დედისგან არის გადაცემული და ისინი დიდწილად განისაზღვრება ქალის სისხლის ჯგუფის მიხედვით.

კვლევა აშშ-ს სტენფორდის უნივერსიტეტის გენეტიკოსებმა გამოაქვეყნეს. მათმა ნაშრომმა აჩვენა, რომ დედები, რომლებსაც აქვთ პირველი სისხლის ჯგუფი, უფრო მაღალი IQ-ის მქონე შვილებს აჩენენ.

პირველი სისხლის ჯგუფის ქალების ბავშვებს აქვთ ინტელექტის მაღალი დონე. ეს გამოწვეულია იმით, რომ ასეთი დედებისთვის უფრო რთულია დაორსულება, რაც განაპირობებს უკეთესი ხარისხის ემბრიონების ბუნებრივ შერჩევას. მათი შვილები არა მხოლოდ უფრო ჭკვიანები არიან, არამედ აქვთ უფრო ძლიერი იმუნური სისტემა და ხშირად აჩვენებენ მოტორული კოორდინაციის მაღალ დონეს და აქვთ სხვადასხვა ნიჭი, მათ შორის კრეატიულობა და ინტელექტუალური შესაძლებლობები.

მეოთხე ჯგუფის სისხლის მქონე ქალები ყველაზე ხშირად აჩენენ სპორტსმენებს, ამ ჯგუფის სისხლი ითვლება “ყველაზე ახალგაზრდა” და უიშვიათესად. სისხლის მესამე ჯგუფის მქონე დედების შთამომავლები უფრო შემოქმედებითად არიან განვითარებულნი, მათი შვილები ხშირად ხდებიან მხატვრები და პოეტები.

წყარო:

ცვლილებები იგეგმება როგორც ჯანმრთელობის, ასევე სოციალური დაცვის მიმართულებით

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, 2025 წლის პრიორიტეტების საჯარო განხილვა მოეწყო. მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ მომდევნო წლის პროგრამების პროექტები და სიახლეები, სამედიცინო დაწესებულებების და სერვისების განმახორციელებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნო.
გეგმის თანახმად, 2025 წელს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად, 34 პროგრამას განახორციელებს. ცვლილებები იგეგმება როგორც ჯანმრთელობის, ასევე სოციალური დაცვის მიმართულებით, კერძოდ:
მოსახლეობისათვის ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამის ფარგლებში
– გენეტიკური დაავადების მქონე, 18 წლამდე ასაკის ბავშვების გენურ პროფილირებასთან (მოლეკულურ-გენეტიკური კვლევა) დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება.
– 30 წლამდე ასაკის შშმ სტატუსის მქონე პირებს, პროგრამით გათვალისწინებული პროპორციების დაცვით, დაუფინანსდებათ სტომატოლოგიური (თერაპიული, ქირურგიული) სამედიცინო მომსახურება.
– შეიცვლება პროგრამით განსაზღვრული დაფინანსების სქემა და მოიხსნება გარკვეული შეზღუდვები.
გულის ქირურგიის დამატებითი სამედიცინო მომსახურების პროგრამის ფარგლებში
– მოიმატებს იმ სამედიცინო მომსახურების დაფინანსების ტარიფი, რომლის ღირებულება არ არის განსაზღვრული DRG მეთოდით.
ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურების პროგრამის ფარგლებში
– გაიზრდება იმ მედიკამენტების დაფინანსების წლიური ლიმიტი 70 000 ლარამდე, რომელიც არ ფინანსდება მოქმედი სახელმწიფო სამედიცინო პროგრამებით.
– გაიზრდება დაფინანსების წლიური თანხა 70 000 ლარამდე, ინდივიდუალური და კორპორაციული დაზღვევის მოსარგებლეებისთვის, რომელთაც ამოეწურებათ შესაბამისი ლიმიტი.
მოზრდილი მოსახლეობის სამედიცინო რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში
– იგეგმება მოზრდილი მოსახლეობისათვის მიწოდებული სამედიცინო რეაბილიტაციის სერვისებისა და დაფინანსების მოცულობის გაზრდა.
უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროგრამის ფარგლებში
– ისარგებლებს ასევე ის წყვილი, რომელთაგან ერთ-ერთი უწყვეტად რეგისტრირებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არანაკლებ 1 წლის განმავლობაში, ხოლო მეორე კი ვაუჩერის გაცემის მომენტისათვის მაინც.
ამბულატორიული მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევის პროგრამის ფარგლებში
– სამედიცინო მომსახურება, რომლის ღირებულება 3000 ლარზე მეტია წლიური შემოსავალით 40 000 ლარი და მეტი, პაციენტებს დაუფინანსდებათ პროგრამით განსაზღვრული ტარიფის 70%. ხოლო, ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული პაციენტებს, პროგრამით განსაზღვრული ნებისმიერი მომსახურება დაუფინანსდებათ ტარიფის 100% -ით.
ცვლილებებია დაგეგმილი სახსრების ენდოპროტეზირების და ზოგიერთი სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების პროგრამებშიც
– პირებს, რომელთა წლიური შემოსავალი არის 40 000 ლარი და მეტი, პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება დაუფინანსდებათ მოთხოვნილი თანხის 70%-ით.
გაიზრდება 100 წელს გადაცილებული მოქალაქეების და ახალშობილი ტყუპების ოჯახების ერთჯერადი მატერიალური დახმარება 1500 ლარამდე.
შშმ სტატუსის მქონე მშობელთა და ორსულთა ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამით
– თანხა 2000 ლარის ოდენობით გაიცემა 3 წლამდე ასაკის ბავშვის (ნაცვლად ერთ წლამდე ასაკის ბავშვისა) შშმ სტატუსის მქონე მშობელზე.
დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში გაიზრდება დღიური დაფინანსების ოდენობა.

ვაქცინებმა 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა…

ახალი კვლევის მიხედვით, მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 1974 წელს გლობალური იმუნიზაციის გაფართოებული პროგრამა დაიწყო, ამ თარიღიდან დღემდე, ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.

გონების 5 სავარჯიშო, რომლებიც შეცვლის თქვენს ცხოვრებას

თუ გაწუხებთ ცუდი ფიქრები, ვერ ივიწყებთ წარსულის ნეგატიურ მოგონებებს ან გაშინებთ მომავალი, მუდმივად ხართ გაღიზიანებული, ხართ უენერგიო, მუდამ მოთენთილი, ვერ კითხულობთ გრძელ პოსტებს(ჩემს კედელზე ვიდეოებია, ვისაც ენერგია არ აქვს ბოლომდე რომ წაიკითხოს, ვერ უყურებთ გრძელ ვიდეოებს, დაკარგული გაქვთ ყველაფრის ინტერესი და ხალისი, ან გაქვთ ფსიქიკური აშლილობის ფონზე გამოწვეული ჯამრთელობის პრობლემები, რომლებსაც ექიმები ვერ შველიან და გეუბნებიან რომ ეს ყველაფერი თქვენს თავშია, გარედან ვერავინ დაგეხმარებათ, ეს თქვენ უნდა გააკეთოთ.

გთავაზობთ 5 კვირიან, უფასო, დისტანციურ, თვითგანვითარების სისტემას, რომელიც დაგეხმარებათ ამ ყველა პრობლემის 100%-ით მოგვარებაში. დღეში 15-30 წუთი ვარჯიშით, 5 კვირის შემდეგ, თქვენ დაიწყებთ პოზიტიურად აზროვნებას და სხეული აივსება სიხარულის სასიცოცხლო ენერგიით.

სავარჯიშო 1 . თქვენ მოიპოვებთ სრულ კონტროლს თქვენს ფიზიკურ სხეულზე, ისწავლით მის მართვას. გახდებით თავშეკავებული და გაწონასწორებული. ფიზიკური სხეული თქვენი ინსტრუმენტია, რომლის მართვაც თქვენ შეგიძლიათ.

სავარჯიშო 2. თქვენ ისწავლით თქვენი აზრების მართვას. ყველა აზრი გონებიდან მოდის, რომელიც თქვენ მანამდე მოიზიდეთ ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად. გონებაც ასევე თქვენი ინსტრუმენტია, რომლის მართვაც თქვენ ასევე შეგიძლიათ.

სავარჯიშო 3. თქვენ ისწავლით ფიზიკური სხეულის მოდუნებას, დააწყნარებთ თქვენ ნერვულ სისტემას და კუნთებს, რათა მოიხსნათ დაძაბულობა, რაც გამოიწვევს სისხლის იდეალურ მიმოქცევას, ტვინის და მთელი სხეულის იდეალურად კვებას. ეს სავარჯიშოები ასევე ნებისყოფის გაძლიერების თვითნებური ვარჯიშია. ნებისყოფა ცნობიერი გონების უნარია და მისი განვითარების ერთ-ერთი საშუალება ეს სავარჯიშოებია. საბოლოო ჯამში თქვენ მოიპოვებთ ფიზიკური სხეულის თავისუფლებას.

სავარჯიშო 4. თქვენ განთავისუფლდებით გონებრივი დაძაბულობისაგან და მოიპოვებთ აზრის თავისუფლებას.

სავარჯიშო 5. თქვენ ისწავლით გამოიწვიოთ თქვენ თავში პოზიტიური ემოციები, რაც ენერგიულობის, ჯანმრთელობის და სულიერი სიმშვიდის წყაროა.

ჩვენ ყველანი ვართ სულიერი არსებები, ანუ ვართ სულები, ფიზიკური სხეული და გონება ჩვენი ინსტრუმენტებია, რომელთა სწორად მართვა და გამოყენება უნდა ისწავლოთ. თუ მათ ვერ მართავთ, რა თქმა უნდა უბრალოდ დინაბას მიჰვყვებით, რაც ცხოვრებაში გემართებათ თქვენი ცნობიერი თუ გაუცნობიერებელი აზრების გამო, თქვენ მას ბედს მიაწერთ. თქვენს ბედს თქვენ ჰქმნით და ის 100% თქვენს ხელში იქნება როდესაც გონების ცნობიერად გამოყენებას დაიწყებთ.

როგორც ფიზიკურ სხეულს სჭირდება კვება, დასვენება და ვარჯიში, ასევე სჭირდება გონებასაც კვება, დასვენება და ვარჯიში, გონების კვება წიგნების კითხვით ხდება, თქვენი ფიქრები თქვენი გონებიდან მოდის და ამიტომ აუცილებელია ისწავლოთ გონების მართვა.

დეტალებისთვის დაუკავშირდით გონების აკადემიას

https://www.facebook.com/bacho.khikhadze

წყარო:

წარმოგიდგენთ მეცნიერ ქალებს, რომლებსაც უმნიშვნელოვანესი აღმოჩენები ეკუთვნით

ისტორიის განმავლობაში ქალებმა მეცნიერებაში უამრავ ტექნოლოგიურ მიღწევებს დაუდეს საფუძველი და კაცობრიობისთვის უმნიშვნელოვანესი აღმოჩენებიც გააკეთეს. თუმცა, ბევრი მათგანი ჩრდილქვეშ დარჩა და მხოლოდ ცოტა ხნის წინ დაიწყეს მათზე საუბარი.

წარმოგიდგენთ მეცნიერ ქალებს, რომლებსაც უმნიშვნელოვანესი აღმოჩენები ეკუთვნით:

ლიზ მეიტნერი: ბირთვული დაშლა

ლიზ მეიტნერმა აღმოაჩინა ურანის ნამდვილი ძალა – კერძოდ ის, რომ ატომის ბირთვები ზოგიერთი რეაქციის დროს იყოფა. სამწუხაროდ, აღმოჩენა მიაკუთვნეს მის ლაბორატორიულ პარტნიორს ოტო ჰანს, რომელმაც 1944 წელს ნობელის პრემია მიიღო ქიმიაში.

მარგარეტ ნაიტი: ქაღალდის ჩანთა კვადრატული ფსკერით

1868 წელს მარგარეტ ნაიტმა გამოიგონა მანქანა, რომელიც კეცავდა და ქმნიდა ბრტყელ, კვადრატულ ფსკერიან ყავისფერ ქაღალდის ჩანთებს. მაღაზიაში მოდელის შემუშავებისას, კაცმა, სახელად ჩარლზ ანანმა მოიპარა იდეა და დააპატენტა. მოგვიანებით ნაიტმა შეიტანა სარჩელი და მოიპოვა მასზე უფლებები 1871 წელს.

ადა ლავლეისი: კომპიუტერული ალგორითმი

1800-იანი წლების შუა ხანებში ადა ლავლეისმა დაწერა ინსტრუქციები პირველი კომპიუტერული პროგრამისთვის. თუმცა, როგორც წინა შემთხვევებში, აღიარება ამ შემთხვევაში გამომგონებელ ჩარლზ ბაბიჯს ხვდა წილად.

იხილეთ სრულად

ნაწლავის მიკრობიოტა – როგორ გავუძლიეროთ ჩვილს იმუნიტეტი

დაბადების ტიპის გავლენა ჩვილის ნაწლავის მიკრობიოტის შემადგენლობაზე
იმუნიტეტი.  სწორედ  მის  მდგომარეობაზეა  დამოკიდებული ადამიანის ორგანიზმის ჰარმონიული ფუნქციონირება.  იმუნური სისტემა დაბადების პირველივე წუთებიდან ასრულებს მნიშვნელოვან ფუნქციას –  პათოგენებისგან დაცვას.   ეს მისთვის დიდი გამოწვევაა, რადგან დაბადების მომენტში  ის ჯერ კიდევ  არაა სრულად  მომწიფებული  და ბავშვის სიცოცხლის პირველი 1000 დღის  განმავლობაში ხდება იმუნიტეტის განსაკუთრებით ინტენსიური განვითარება. ნაწლავის მიკრობიოტას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს  იმუნიტეტის  ფორმირებისთვის.  გაიგეთ,  რა ფაქტორები მოქმედებენ  მიკრობიოტის  შემადგენლობაზე, როდის და როგორ ვითარდება ის და რა მნიშვნელობა აქვს ამ პროცესში ბიფიდობაქტერიებს.

ნაწლავის მიკრობიოტა – რა არის ეს?
იმუნიტეტის განვითარება, რომელიც მთელი ორგანიზმის მომწიფების ძირითადი პროცესია, ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს ადრეულ ბავშვობაში და შეიძლება გაგრძელდეს დაახლოებით 12 წლის ასაკამდე. ნაწლავი, მიუხედავად იმისა, რომ  მიეკუთვნება  საჭმლის მომნელებელ  სისტემას, ითვლება იმუნური  სისტემის  აუცილებელ   კომპონენტად. ის შეიცავს  სხეულის იმუნური უჯრედების 70-80%-ს, და  ნაწლავის მიკრობიოტა, ანუ მიკროორგანიზმების ერთობლიობა, რომლებიც ქმნიან საჭმლის მომნელებელ  სისტემაში  რთულ  ეკოსისტემას, უმნიშვნელოვანესია იმუნური სისტემის განვითარების პროცესში. ნაწლავის მიკრობიოტას აქვს მრავალი ფუნქცია და მისი სასარგებლო ბაქტერიები ასტიმულირებენ იმუნურ სისტემას. ნაწლავის მიკრობიოტის შემადგენლობის სწორად ფორმირებას დაბადებიდან გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს  ორგანიზმის გამართული ფუნქციონირებისთვის და ამ პროცესზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი.

როცა ახალშობილი ევლინება სამყაროს, მისი გარემო მთლიანად იცვლება – მანამდე ნაყოფი ვითარდებოდა დედის საშვილოსნოში, რომელშიც შეზღუდული იყო მიკროორგანიზმების ზემოქმედება. დაბადებისას ახალშობილი იწყებს კონტაქტს მიკროორგანიზმებთან, რომლებიც ყველგან არიან – დედის კანზე, ჰაერში, საგნებზე და ასევე გადაეცემიან  სამედიცინო პერსონალისგან.

„ნაწლავის მიკრობიოტა, რომელიც გავლენას ახდენს იმუნური სისტემის მომწიფებაზე, საკვები ნივთიერებების შეწოვაზე, მეტაბოლიზმზე და პათოგენების კოლონიზაციისგან დაცვაზე, მნიშვნელოვნად მოქმედებს ორგანიზმის ჰომეოსტაზის შენარჩუნებაზე. ახალშობილის ნაწლავის მიკრობიოტის ფორმირება უკიდურესად დინამიური პროცესია, რომელიც მოითხოვს გარემოს, ჰორმონული ცვლილებების, დედის ნაწლავის მიკრობიოტის, გენეტიკური ფაქტორების და იმუნური სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ფაქტორების ურთიერთქმედებას.  სიცოცხლის პირველი წლები არის  ყველაზე ინტენსიური ცვლილებების პერიოდი ნაწლავის მიკრობიოტის ფორმირებაში, ამიტომ ვარაუდობენ, რომ ბავშვის სიცოცხლის პირველი 1000 დღის პერიოდი (ჩასახვის მომენტიდან დათვლილი) არის მისი ჯანმრთელობის პროგრამირების დრო” – განმარტავს პროფესორი იან მაზელა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

გააგრძელეთ კითხვა

ახალმა აღმოჩენამ შესაძლოა „გახსნას“ ინფექციური დაავადებების და კიბოს მკურნალობის მომავალი

xr:d:DAGCHA4b0I0:13,j:1197256139187795468,t:24041113

ბირმინგემის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ საკეტი და გასაღები მექანიზმი, რომელიც აკონტროლებს შეტევის პროტეინს – GBP1.

ბირმინგემის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ პროტეინის „დამცავი მექანიზმი“, რომელიც თავს ესხმის ინფიცირებულ უჯრედებში არსებულ მიკრობებს, რაც ხსნის ტოქსოპლაზმის, ქლამიდიის, ტუბერკულოზისა და კიბოს ახალი მკურნალობის შესაძლებლობას.

GBP1 აქტიურდება ანთების დროს და აქვს პოტენციალი, შეუტიოს უჯრედების მემბრანებს და გაანადგუროს ისინი.

ახლად აღმოჩენილი მექანიზმი ქმნის დამცავ მექანიზმს, რომელიც მგრძნობიარეა უჯრედების შიგნით პათოგენების მოქმედების დარღვევის მიმართ. ახალი აღმოჩენა გააკეთა დანიელ ფიშმა, ყოფილმა დოქტორანტმა ფრიკელის ლაბორატორიაში.

დოქტორმა დანიელ ფიშმა განაცხადა, რომ ეს იყო ფანტასტიკური პროექტი.

„ეს იყო ფანტასტიკური პროექტი, რომელზეც ექვსი წლის განმავლობაში ვმუშაობდით. მასში ჩართული იყო მრავალი კვლევითი ჯგუფი მთელი მსოფლიოდან“, – აღნიშნა დოქტორმა დანიელ ფიშმა.

ბირმინგემის უნივერსიტეტის უფროსმა, რომელიც ხელმძღვანელობდა კვლევას, განმარტა: ”ეს აღმოჩენა მნიშვნელოვანია რამდენიმე მიზეზის გამო. პირველ რიგში, მცველების მექანიზმები, როგორიცაა ის, რომელიც აკონტროლებს GBP1-ს, ცნობილია მცენარეთა ბიოლოგიაში. წარმოიდგინეთ როგორც საკეტისა და გასაღების სისტემა. GBP1-ს სურს გასვლა და შეტევა ფიჭურ მემბრანებზე, მაგრამ PIM1 არის გასაღები, რაც იმას ნიშნავს, რომ GBP1 უსაფრთხოდ არის ჩაკეტილი.”

ახლად აღმოჩენილი მექანიზმი ხელს უშლის GBP1-ს უჯრედის მემბრანებზე განურჩევლად შეტევისგან, ქმნის დამცავ მექანიზმს, რომელიც მგრძნობიარეა უჯრედების შიგნით პათოგენების მოქმედების დარღვევის მიმართ. ახალი აღმოჩენა გააკეთა დანიელ ფიშმა.

დოქტორმა ფრიკელმა და მისმა გუნდმა ჩაატარეს ეს საწყისი კვლევა ტოქსოპლაზმაზე , ერთუჯრედიან პარაზიტზე, რომელიც გავრცელებულია კატებში. მიუხედავად იმისა, რომ ევროპასა და დასავლეთის ქვეყნებში ტოქსოპლაზმის ინფექციები ნაკლებად იწვევს სერიოზულ დაავადებას, სამხრეთ ამერიკაში მას შეუძლია გამოიწვიოს თვალის ინფექცია, სიბრმავე. ის განსაკუთრებით საშიშია ორსული ქალებისთვის.

დოქტორმა ფრიკელმა ასევე განმარტა: ”ამ მექანიზმს შეუძლია ასევე იმუშაოს სხვა პათოგენებზე, როგორიცაა ქლამიდია, მიკობაქტერია ტუბერკულოზი და სტაფილოკოკი, ყველა ძირითადი დაავადების გამომწვევი პათოგენი, რომელიც სულ უფრო და უფრო მდგრადი ხდება ანტიბიოტიკების მიმართ. დამცავი მექანიზმის კონტროლით, ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ შეტევის პროტეინი ორგანიზმში პათოგენების აღმოსაფხვრელად. ჩვენ უკვე დავიწყეთ ამ შესაძლებლობაზე დაკვირვება, რათა გვენახა, შეგვიძლია თუ არა იმის გამეორება, რაც ვნახეთ ტოქსოპლაზმის ექსპერიმენტებში. ჩვენ ასევე წარმოუდგენლად აღფრთოვანებული ვართ იმის გამო, თუ როგორ შეიძლება მისი გამოყენება კიბოს უჯრედების მოსაკლავად“.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს დამცავი მექანიზმი აქტიურია კიბოს უჯრედებში, ასე რომ, შემდეგი ნაბიჯი არის ამის შესწავლა, შეგვიძლია თუ არა მცველის დაბლოკვა და კიბოს უჯრედების შერჩევით აღმოფხვრა“, – აღნიშნა დოქტორმა ფრიკელმა.

PIM1 არის ძირითადი მოლეკულა კიბოს უჯრედების გადარჩენისთვის, ხოლო GBP1 აქტიურდება კიბოს ანთებითი ეფექტით. მკვლევრები ფიქრობენ, რომ PIM1-სა და GBP1-ს შორის ურთიერთქმედების დაბლოკვით მათ შეუძლიათ კონკრეტულად აღმოფხვრან კიბოს უჯრედები.

დოქტორმა ფრიკელმა თქვა: ” ჯერ კიდევ ძალიან დიდი გზაა გასავლელი, მაგრამ PIM1 მცველის აღმოჩენა მექანიზმი შეიძლება იყოს მასიური პირველი ნაბიჯი კიბოსა და ანტიბიოტიკებისადმი მდგრადი პათოგენების მკურნალობის ახალი გზების მოსაძებნად“.

ხორბლის მიმართ ალერგია წარმოადგენს კვებით ალერგენებს შორის  ანაფილაქსიის ყველაზე გავრცელებულ მიზეზს

ხორბლის მიმართ ალერგია წარმოადგენს კვებით ალერგენებს შორის  ანაფილაქსიის ყველაზე გავრცელებულ მიზეზს – რძის, არაქისის და  თხილის შემდეგ.

ხორბლის ალერგია არ უნდა აგვერიოს ცელიაკიაში. პირველი არის კვებითი ალერგია, ხოლო მეორე არის აუტოიმუნური დაავადება, რომელიც გამოწვეულია გლუტენით და იგი გვხვდება ხორბალის გარდა, მაგალითად: ჭვავისა და ქერში.

ხორბლის მიმართ ალერგიის სიმპტომები განსხვავებულია და შესაძლოა გამოვლინდეს მსუბუქი და მძიმე სიმპტომებით, დროში – რამოდენიმე წუთიდან რამოდენიმე საათის განმავლობაში.

სიმპტომები:

ჭინჭრის ციება, ქავილი, დერმატიტი;

შეშუპება ტუჩების, თვალის ირგვლივი ქსოვილების, ხორხის, კიდურების;

მუცლის ტკივილი, დიარეა, გულისრევა, ღებინება, შეტევითი ტკივილი მუცლის არეში;

ცხვირის გაჭედვა და სურდო, მსტვინავი ხიხინი, ქოშინი, სპაზმური ხველა;

ანაფილაქსიური შოკი.

ხორბლის კომპონენტები:

ხორბალი შეიცავს რამდენიმე ალერგენს, მათ შორის ძირითადია გლიადინი.

გლიადინი არის  წყალში ხსნადი ცილა და  ასევე ადვილად იხსნება კუჭის მჟავაშიც.

IgE ანტისხეულები გლიადინის მიმართ წარმოადგენს: 

– α, γ, β და ω გლიდინთა ნარევს

– Tri a 19 (ω-5 გლიადინს)

– Tri a 14 (nsLTP)

მოლეკულური დიაგნოსტიკით შეგვიძლია დავადგინოთ, კონკრეტულად, ხორბლის რომელ მოლეკულაზე აქვს ალერგია პაციენტს და განვსაზღვროთ შემდგომი მკურნალობის ტაქტიკა. მაგალითად:

rTri a 14 მოლეკულა  ჩვეულებრივ ასოცირდება ორალური ალერგიის სინდრომთან (OAS) და ზოგჯერ იწვევს მძიმე რეაქციებს.

მდგრადია თერმული დამუშავებისა და კუჭის წვენის მიმართ, ამიტომ თერმულად დამუშავებულმა გამომცხვარმა) ხორბალმაც ასევე შეიძლება გამოიწვიოს სიმპტომები.

rTri a 19 (ომეგა-5-გლიადინი)

ჩვეულებრივ ასოცირდება უშუალოდ ხორბლის მიმართ ალერგიასთან და მის მიმართ სენსიბილიზაციის შემთხვევაში, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ალერგია გადაილახოს.

მოზრდილებში აღნიშნული მარკერის დადებითობა იწვევს ფიზიკური ვარჯიშით გამოწვეულ ხორბალზე დამოკიდებულ ანაფილაქსიას და ასევე ასოცირდება

მცხობელთა ასთმასთან ( ე.წ პროფესიული დაავადება)

მდგრადია თერმული დამუშავების და საჭმლის მონელების (კუჭის მჟავის) მიმართ, შესაბამისად გამომცხვარი ხორბალმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს სიმპტომები.

Phl p 12

პროფილინი, რომელიც ჩვეულებრივ ასოცირდება მსუბუქ სიმპტომებთან, როგორიცაა OAS (ორალური ალერგიის სიმპტომი).

წარმოდგენილია ყველა მცენარეულ მტვერსა და მცენარეულ საკვებში და დაკავშირებულია ჯვარედინ რეაქციებთან (როგორც წესი, არყის მტვერთან, ან ბალახების მტვერთან).

მგრძნობიარეა თერმული დამუშავებისა და საჭმლის მონელების მიმართ, ამიტომ თერმულად დამუშავებული საკვების მირთმევისას სიმპტომების გამოვლენა იშვიათია.

დიაგნოსტიკა:

სისხლში ალერგენების გამოვლენით:

– ომეგა – 5 გლიადინი

– ხორბალი

– მულტიალერგენული მოლეკულური ტესტებით

კვლევამ აჩვენა, რომ ბრაზმა შეიძლება სისხლძარღვები დააზიანოს

სიბრაზის გრძნობა უარყოფითად მოქმედებს სისხლძარღვების ჯანმრთელობაზე.

კვლევა ჟურნალში American Heart Association გამოქვეყნდა.

კვლევაში 280 მონაწილეს მიეცა დავალება, გაეხსენებინათ სიბრაზის, სევდის, შფოთვის ან ნეიტრალიტეტის გრძნობები 8 წუთის განმავლობაში. ამ დავალებამდე და მის შემდეგ რამდენჯერმე, მკვლევრებმა გაზომეს სუბიექტების სისხლძარღვების მდგომარეობა.

წარსულში იყო გარკვეული კვლევები, რომლებიც აკავშირებდნენ სიბრაზის გრძნობას, შფოთვის გრძნობას და სევდას გულის დაავადების რისკთან. სიბრაზის მავნე ზემოქმედება შეიძლება დაკავშირებული იყოს მის უარყოფით ეფექტებთან სისხლძარღვების ჯანმრთელობაზე“, – თქვა სპეციალისტმა.

იშემიის ან შეზღუდვის საპასუხოდ სისხლძარღვების გაფართოება უფრო რთული გახდა, თქვა მან. ბრაზი ასევე გავლენას ახდენს ტრავმის უჯრედულ მარკერებზე და მათ უნარზე, განკურნოს საკუთარი თავი. მეცნიერმა აღნიშნა, რომ 8-წუთიანი დავალების შემდეგ, რომელიც გამიზნული იყო სიბრაზის გამოწვევისთვის, სისხლძარღვებზე ზემოქმედება შეინიშნებოდა 40 წუთამდე. ამის გამო, სიმბო თვლის, რომ არსებობს კუმულაციური ეფექტი, რომლის მიმართაც სიფრთხილეა საჭირო.

„თქვენ თუ მუდმივად გაბრაზებული ხართ, მაშინ ქრონიკულად აზიანებთ თქვენს სისხლძარღვებს. ჩვენ ვარაუდობთ, რომ ბრაზის ქრონიკულმა შეტევებმა შეიძლება გამოიწვიოს ქრონიკული უარყოფითი შედეგები სისხლძარღვებზე”, – განმარტა მეცნიერმა.

ახალი კვლევა არ არის პირველი, რომელმაც დაადგინა კავშირი ემოციებსა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს შორის, მაგრამ ის ნათელს ჰფენს, როგორ მუშაობს ეს კავშირი, თქვა ჯო ებინგერმა.

„ეს არის ერთ-ერთი პირველი კარგად ჩატარებული კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ ცვლილებები ჩვენს სისხლძარღვებში ხდება მწვავე პასუხების საპასუხოდ იმ ემოციებზე, რომლებსაც ჩვენ განვიცდით“, – თქვა ებინგერმა.

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights