პარასკევი, ივნისი 12, 2026

„ვირუსული ინფექციები, მაღალი ტემპერატურა, ხველა, ფილტვების ანთება…“- ივანე ჩხაიძე

„2023-2024 წლების სეზონი კოვიდპანდემიის ზეგავლენის ქვეშ რჩება, რადგან მაისის თვეში გრიპის ვირუსის ასეთი მაღალი მაჩვენებელი საკმაოდ უჩვეულოა“, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ მედიაცენტრ „მთავარში“ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გრიპის ვირუსის სიჭარბე კლინიკებში პაციენტების ნაკადზეც აისახება:

„ბოლო კვირის მონაცემებით, ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებს შორის 28 %-ს სწორედ გრიპის ვირუსის B ტიპი წარმოადგენს, რაც ამ პერიოდისთვის საკმაოდ უჩვეულოა.

ახლაც გრძელდება გრიპის ვირუსის სიჭარბე, რაც პაციენტების ნაკადშიც აისახება. ბავშვები, რომლებსაც რესპირაციული ვირუსული ინფექციები აქვთ, მაღალი ტემპერატურით, ხველით, სხვადასხვა გართულებით, მათ შორის, ფილტვების ანთებით, ჯერ კიდევ კლინიკაში არიან.

ამავე დროს, უკვე 4 კვირაა, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები არ ფიქსირდება“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს…

#image_title

ბოლოს ხელით როდის დაწერეთ? ბევრი ჩვენგანისთვის ხელით წერა წარსულია და ამის გაკეთება ფაქტობრივად აღარ გვიწევს. ტექსტის ასაკრეფად კლავიატურის გამოყენება უფრო სწრაფი და პრაქტიკულია, მაგრამ ჩნდება შეკითხვა, საერთოდ უნდა დავივიწყოთ თუ არა ხელით წერა?

და, აი, ახლა მკვლევრებს აინტერესებთ რა როლი აქვს დასწავლაში ხელით წერას. კვლევები აჩვენებს, რომ ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს. საინტერესოა, რომ ზოგიერთი მწერალი ციფრულ სამყაროშიც ხელით წერას აგრძელებს და ამის მიზეზად სწორედ შესაბამისი ბენეფიტები მოაქვთ.

ამის პარალელურად, სამყარო მეტად ციფრულდება და ადამიანებს კიდევ უფრო იშვიათად უწევთ კალმის გამოყენება. იგივე პროცესები ხდება სკოლებში და სასწავლო დაწესებულებებში. ზოგიერთ შემთხვევაში, ბავშვები კლავიატურაზე აკრეფას უფრო ადრე სწავლობენ, ვიდრე ხელით წერას.

თუმცა, სკოლამდელი ასაკის ბავშვების განვითარებაზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ის, ვინც ხელით წერით სწავლობს შესაბამისი უნარები უკეთ უვითარდება, ვიდრე იმას, ვინც კლავიატურას იყენებს.

საინტერესოა რა ხდება ამ მხრივ ზრდასრულებში. მაგალითად, 2014 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სტუდენტები, რომლებიც ლექციებსა და სემინარებზე ტექსტებს კლავიატურის სახით კრეფდნენ, უფრო ცუდი შედეგები ჰქონდათ, ვიდრე მათ ვინც ჩანაწერებს ხელით აკეთებდნენ.

და მაინც, რატომ არის ხელით წერა უკეთესი სწავლისთვის? პასუხი, როგორც ჩანს, დაკავშირებულია მოქმედების შედარებით უფრო კომპლექსურობასთან. ხელით წერა, ტექსტის აკრეფისგან განსხვავებით, მოითხოვს მეტ მოძრაობას, უნარსა და კოორდინაციას. ამიტომ, ეს პროცესი ჩვენი ტვინის მეტ უბანს ააქტიურებს.

ტვინის მეტი უბნის გააქტიურება სწავლის პროცესს უფრო ეფექტურს ხდის. გარდა ამისა, არის ვიზუალური სისტემა, რომელიც ხელით წერისას ასევე უფრო გააქტიურებულია.მთლიანობაში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხელით წერისას ტვინის კავშირები უფრო გააქტიურებულია, ვიდრე კლავიატურის გამოყენებისას. ამიტომ, ასეთ დროს საკითხი შეიძლება უფრო დაგვამახსოვრდეს.

ამ მხრივ საინტერესოა 2024 წლის დასაწყისში ჩატარებული კვლევა. სპეციალისტებს სურდათ გაეგოთ, როგორ აისახება ხელით წერა და კლავიატურაზე აკრეფა ტვინის ნეირონულ ქსელებზე. ამისთვის მათ 36 მოხალისეს თავზე მაღალი სიმკვრივის ელექტროენცეფალოგრამა (EEG) გადაუღეს. ისინი ეკრანზე გამოჩენილ სიტყვას ან ხელით წერდნენ, ან კლავიატურაზე კრეფდნენ.

პირველ შემთხვევაში, ცდისპირები სენსორულ ეკრანზე სამუშაოდ ციფრულ კალამს იყენებდნენ. მეორე ალტერნატივა კლავიატურა იყო, ანუ მათ სიტყვის დასაწერად თითოეულ ასოზე დაჭერა უწევდათ. EEG მეთოდით მონაცემები 256 სენსორის მეშვეობით შეგროვდა, რომლებიც ამ ინდივიდების თავზე იყო განლაგებული.

ანალიზმა აჩვენა, რომ ხელით წერისას მოხალისეთა ტვინში უფრო მყარი კავშირები ფიქსირდებოდა.

მეცნიერებმა შექმნეს გელი, რომელიც ალკოჰოლის ეფექტებს ნაბახუსევამდე ანეიტრალებს

#image_title

რძის ცილებისა და ოქროს ნანონაწილაკებისგან დამზადებული ახალი გელი შეიძლება ბოლოსდაბოლოს აღმოჩნდეს ნაბახუსევის წამალი — სრულად აგვაცილოს თავიდან ის საშინელი შეგრძნებები, რასაც ალკოჰოლის მიღების შემდეგ განვიცდით.

მოზარდების ორგანიზმში, რომლებიც ე.წ. „ვეიპს“ ხშირად იყენებენ, ტოქსიკური ლითონების მაღალი რაოდენობა დაფიქსირდა

მოზარდების ორგანიზმში, რომლებიც ე.წ. “ვეიპს” ხშირად იყენებენ, ტოქსიკური ლითონების მაღალი რაოდენობა აღმოჩნდა.
ნებრასკის უნივერსიტეტის მკვლევარების მიერ ჩატარებული ახალი კვლევით დადგინდა, რომ 13-დან 17 წლამდე ასაკის ე.წ. „ვეიპერებს“ რომლებიც აცხადებენ, რომ ელექტრო სიგარეტს დღეში მინიმუმ რვაჯერ იყენებენ, შარდში 30 პროცენტით მეტი ტყვია და ორჯერ მეტი ურანი აღმოაჩნდათ მათ თანატოლებთან შედარებით, რომლებიც იშვიათადიყენებენ მას.
ასევე მოზარდებში, რომლებიც უპირატესობას ანიჭებდნენ ტკბილ არომატს, მენთოლის ან პიტნისგან განსხვავებით, ურანის ბიომარკერები განსაკუთრებით მაღალი იყო.
ასეთი აღმოჩენები ღრმად შემაშფოთებელია, რადგან ცნობილია, რომ ისეთი ნაერთები, როგორიცაა ტყვია და ურანი, საზიანოა ადამიანის განვითარებისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ ელექტრონული სიგარეტი ხშირად იყიდება, როგორც ზრდასრულების მიერნიკოტინის მიღების შეწყვეტის საშუალება, არამწეველთა სრულიად ახალი თაობა ახლა სრულწლოვანებამდე იწყებს მის გამოყენებას. 2023 წელს აშშ-ში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ საშუალო სკოლის მოსწავლეების 10 პროცენტი ამჟამად ელექტრო სიგარეტს იყენებდა. მომხმარებელთა 90 პროცენტმა აღნიშნა, რომ არომატიზებულ პროდუქტებს იყენებდა.
სიტყვა „ვეიპორი“ (ორთქლი) შეიძლება ჟღერს,როგორც წყლის უვნებელი ღრუბელი, მაგრამ ელექტრო სიგარეტის სითხე – მაშინაც კი, როცა ნიკოტინს არ შეიცავს – სავსეა ქიმიკატებით, ზოგჯერ მათ შორის ისეთი ტოქსიკური ლითონებით, როგორიცაა დარიშხანი, ქრომი, ნიკელი, ტყვია და ურანი.
„ვეიპინგი“ არცერთ შემთხვევაში არ არის უსაფრთხო, არ აქვს მნიშვნელობა ადამიანის ასაკს, მაგრამ ეს ჩვევა შეიძლება განსაკუთრებით სახიფათო იყოს ახალგაზრდებისთვის.
კვლევა Tobacco Control-ში გამოქვეყნდა.

წყარო : sciencealert.com

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi  #sheniekimi

რეფორმის საბოლოო მიზანი დაავადებების პრევენცია და საჭიროების დროს, მათი მაქსიმალურად ეფექტური მართვაა

#image_title

პირველადი ჯანდაცვის რეფორმის მაქსიმალური ეფექტურობისთვის, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებსა და ექსპერტებს შეხვდნენ.

თამარ გაბუნიამ და თეა გიორგაძემ საერთაშორისო პარტნიორებს საქართველოში ამ კუთხით არსებული პროგრესი გააცნეს და ყურადღება იმ საკითხებზე გაამახვილეს, რომლებიც ქვეყანაში პირველადი ჯანდაცვის გაძლიერებას უწყობს ხელს.
საუბარი შეეხო პირველადი ჯანდაცვის განვითარების ხედვებსა და სამომავლო გეგმებსაც.

უწყების წარმომადგენლების განცხადებით, პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებისა და მთელი ქვეყნის მასშტაბით, სერვისების თანაბარი ხელმისაწვდომობისთვის სამოქმედო გეგმა აქტიურად ხორციელდება.

რეფორმის საბოლოო მიზანი დაავადებების პრევენცია და საჭიროების დროს, მათი მაქსიმალურად ეფექტური მართვაა.

საერთაშორისო პარტნიორებმა უწყების მიერ გადადგმული ნაბიჯები მოიწონეს და განაცხადეს, რომ პირველადი ჯანდაცვა, თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობისა და ჰოსპიტალური სექტორის განვითარების საფუძველია.

თავის მხრივ, თამარ გაბუნიამ და თეა გიორგაძემ, სამინისტროს სახელით,უცხოელ კოლეგებს, მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi  #sheniekimi

რა გართულებები დატოვა კოვიდ19-მა და რა არის გამოსავალი

კლინიკა ვივამედის კლინიკური და ინტერვენციული კარდიოლოგიისა და თერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი კახა ნადარაია გადაცემაში “იმუნიტეტი” საუბრობს, რა გართულებები დატოვა კოვიდ19-მა ჯანმრთელ და ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებში:

– კორონავირუსის დროს თანმხლები დაავადების მქონე პაციენტები მაღალი რისკის ჯგუფში იყვნენ. აღმოჩნდა, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყველაზე დიდი იყო იმ პაციენტებში, ვისაც კარდიოვასკულარული დაავადებები, დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია ჰქონდათ, ვიდრე მათში, ვისაც რესპირაციული დაავადება აღენიშნებოდათ. გარდა იმისა, რომ კორონავირუსი ფილტვებს აზიანებს, ეს პაციენტები კიდევ უფრო მეტად დამძიმდნენ, მდგომარეობა გართულდა და სიკვდილიანობა მათში უფრო მეტი იყო.

ახლა პაციენტები ყველაზე ხშირად ტაქიკარდიის, გულის ფრიალის, არითმიის ჩივილით მოდიან. მართლაც, რომ გამოვიკვლევთ, ამ ადამიანებს აღმოაჩნდებათ მძიმე არითმია, რომელიც იქამდე არ ჰქონდათ და არც სხვა ტრიგერი იყო, რომელსაც შეიძლებოდა, დაავადება გამოეწვია. ანამნეზში გვაქვს მხოლოდ კოვიდ-19… პაციენტებში, რომლებსაც სტაბილური სტენოკარდია ჰქონდათ, მკურნალობდნენ, საკმაოდ ადეკვატური დანიშნულება ჰქონდათ და კარგად უვლიდნენ თავს, მწვავე კორონალური სინდრომის შემთხვევები გახშირდა, რასაც შემდგომ უკვე ინტერვენციული ჩარევა სჭირდებოდა.

კოვიდ-19-მა შედედების ფუნქცია დაარღვია და ყველა ორგანო დააზიანა. თუმცა, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დარტყმა სისხლძარღვებზე, არტერიებზე იყო და შედეგიც ასეთი მივიღეთ. ასევე, ვირუსმა ყველა ძირითადი კარდიოვასკულარული დაავადება გაამწვავა.

პოსტკოვიდის მართვის ამოსავალი წერტილი ცხოვრების ჯანსაღ წესშია. მოწევაზე თავის დანებება, ზომიერი ფიზიკური ვარჯიშები, სუნთქვითი ვარჯიშები აუცილებელია. ასევე, მნიშვნელოვანია იმ დაავადებების მკურნალობა, რომლებიც გამწვავებულია. იქნება არითმია, სტენოკარდია თუ სხვა.

93 წლის ასაკში ექიმი-კარდიოლოგი, გულიკო ჩაფიძე გარდაიცვალა

#image_title
93 წლის ასაკში ექიმი-კარდიოლოგი, გულიკო ჩაფიძე გარდაიცვალა.
გულიკო ჩაფიძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1955 წელს. 1954–1958 წლებში იყო ბორჯომის ლიკანის სანატორიუმის ექიმი-ორდინატორი. 1963-1975 წლებში ინფარქტის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1962-1964 წლებში კარდიოლოგიური განყოფილების უფროსი მეცნიერ მუშაკი. 1965-1994 წლებში – თერაპიის ინსტიტუტის ინფარქტის განყოფილების ხელმძღვანელი. 1989 წლიდან დღემდე იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პირადი ექიმი.
1997 წელს გადაუდებელ კარდიოლოგიის ცენტრს მიენიჭა აკად. გ. ჩაფიძის სახელი (პატენტირებული); 1994-2014 წლებში აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის დირექტორი. 2011 წლიდან დღემდე ამავე ცენტრის გენერალური დირექტორი იყო. ავტორია ოთხი მონოგრაფიის და 300-მდე სამეცნიერო ნაშრომის. მათ შორისაა: ამერიკა, გერმანია, უნგრეთი, იუგოსლავია, ბულგარეთი, ავსტრია. რვა საკანდიდატო სამი სადოქტორო დისერტაციის ხელმძღვანელი. კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აკადემიკოსი. მიღებული აქვს უამრავი მედალი, ჯილდო და სიგელი (მათ შორის აშშ-ის).
1962 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა – „რეგიონალური სისხლის მიმოქცევის ზოგიერთი თავისებურებანი ჰიპერტონული დაავადების დროს“. სადოქტორო დისერტაციის თემა „მიოკარდიუმის ინფარქტის მიმდინარეობის თავისებურებანი სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში და მიმდინარეობის პროგნოზირება“.

მიღებული აქვს უამრავი ჯილდო, მათ შორის არის საქართველოს სახელმწიფო პრემიის, ღირსების ორდენის, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის მფლობელი.

„ამ შემთხვევაში თავის ტვინის ყოველი ნეირონი ვითარდება”

#image_title

ბავშვისთვის სახლში ფეხშიშველი სიარული რა გავლენას იმუნურ სისტემასა და ჯანმრთელობაზე

გადაცემაში “მთავარი დიაგნოზი” საუბრობს ექიმი გიორგი ღოღობერიძე:

„მთელი ბავშვობა მეუბნებოდნენ: “ფეხზე ჩაიცვი, გაცივდები”, “ფეხშიშველი ნუ დადიხარ, ფილტვების ანთება დაგემართება…” რამდენად მართალია ის ფაქტი, რომ თუ ბავშვს ფეხზე ჩააცმევთ, ეს მას უფრო წაადგება, ხოლო ფეხშიშველი სიარული ზიანს მოუტანს? – ეს აბსოლუტური სიცრუეა. პირიქით, ბავშვისთვის უკეთესიც კია, რომ ფეხზე არ ეცვას და სახლში, პირველი ნაბიჯებით დაწყებული, მომდევნოთი დამთავრებული, ფეხშიშველმა იაროს. 2018 წელს გერმანელი და აფრიკელი ბავშვების განვითარების ინდექსები შეადარეს. ნახეს, რომ გერმანიაში, სადაც ბავშვებს ფეხსაცმელები ეცვათ და ასე ვითარდებოდნენ და აფრიკაში, სადაც ბავშვებს არ ჰქონდათ ფეხსაცმელი, წარმატების მიღწევის შანსი ერთნაირი არ ყოფილა. აფრიკელი ბავშვების იმუნური სისტემა უფრო მაღალი იყო, ვიდრე გერმანელების. თუ თქვენ ბავშვს მუდმივად აიძულებთ, რომ ფეხზე ჩაიცვას, ის ფეხსაცმელი რიგიდულია და ტერფს რეცეპტორების განვითარების შესაძლებლობას არ აძლევს. ტერფში რეცეპტორების რაოდენობა დაახლოებით 7 ათასს აღწევს. როცა ბავშვს ფეხსაცმელი აცვია, 7 ათასიდან მხოლოდ ათასი მოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ დანარჩენი 6 ათასი უბრალოდ იძინებს. ჯობს, ბავშვს არ ეცვას ფეხსაცმელი და მივცეთ შესაძლებლობა, რომ სწორედ ის 7 ათასი რეცეპტორი განავითაროს, რადგანაც ისინი იატაკიდან, ზედაპირიდან მიღებულ ინფორმაციას თავის ტვინს გადასცემენ. ამ შემთხვევაში თავის ტვინის ყოველი ნეირონი ვითარდება. ასეთ ბავშვებს ძალიან მყარი, ბალანსირებული სისტემა, კოორდინაციის უნარი აქვთ. მარტივი ბიძგებით არ წაიქცევიან და ტრავმებსაც მარტივად არ მიიღებენ. ხოლო, როცა ფეხსაცმელი აცვია, მისი ტერფი ისვენებს და ასეთი ბავშვებისთვის ტრავმების სიხშირე მეტი იქნება.

გარდა ამისა, როცა ბავშვს ფეხზე არ აცვია, მისი ტერფი უფრო განიერია. თუ ტერფი განიერი იქნება, უფრო დიდი ზედაპირის ფართობი ექნება და წონას უფრო კარგად დააბალანსებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ხერხემალი, მენჯ-ბარძაყი, ჩონჩხოვანი სისტემა კარგად განვითარდება და უფრო მეტად დაცული იქნება.

ამბობენ ხოლმე, თუ ბავშვმა ფეხშიშველმა გაიარა, რაღაც ინფექციები დაემართება. როგორ შეიძლება ბავშვს ფეხშიშველი სიარულით ფილტვების ანთება დაემართოს? ფილტვების ანთებას მიკოპლაზმა, ვირუსები, სტრეპტოკოკი იწვევს, მაგრამ ამ ინფექციების გავრცელების გზა სასუნთქი სისტემიდანაა და არა ტერფიდან. ტერფზე კანის სისქე თითქმის 1 სანტიმეტრს აღწევს, ან შეიძლება მეტიც კი იყოს. ამიტომ, ამ სისქის კანის გავლა ბაქტერიისთვის, ვირუსისა და სოკოსთვის წარმოუდგენლად რთულია. პირიქით, როცა ბავშვს ფეხსაცმელი აცვია და მას დიდი ხნის განმავლობაში არ იხდის, ის დახუთული სივრცე, რაც ფეხსაცმელში იქმნება და ოფლი, სოკოს, ბაქტერიების განვითარებას ხელს უწყობს.

როდესაც ბავშვი ფეხშიშველია, ეს მისი ჯანმრთელობისათვის უკეთესია, უფრო მომგებიანია როგორც იმუნური სისტემისთვის, ასევე საყრდენ-მამოძრავებელი, ნერვული სისტემისთვის. ამ დროს აბსოლუტურად ყველაფერი ვითარდება, დაწყებული უშუალოდ ტერფიდან, დამთავრებული თავის, ზურგის ტვინით, ხერხემლით. ჩვენ ხომ ტროპიკულ ქვეყნებში არ ვცხოვრობთ, სადაც კანის სხვადასხვა დაავადებაა გავრცელებული. აქ მსგავსი ინფექციები არ გვხვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სახლში ფეხშიშველი მოძრაობა ბავშვისთვის აბსოლუტურად უსაფრთხოა. უსაფრთხოა არა მარტო სახლში, ასევე გარეთაც. მაგრამ, ყურადღებით უნდა ვიყოთ. თუ ბავშვი ფეხშიშველი გარეთ გადის, ამ შემთხვევაში უნდა დავაკვირდეთ, რომ სადმე მინის ნამსხვრევები არ იყოს და ფეხი არ გაიჭრას. გარდა ამისა, მზისგან დამცავი კრემი უნდა გამოვიყენოთ და ზედაპირის ტემპერატურას მივაქციოთ ყურადღება.

სახლის პირობებში ფეხშიშველი სიარული აბსოლუტურად უსაფრთხოა. ასევე, უსაფრთხო იქნება ეზოში სიარული, თუ ბავშვს ამის საშუალებას მივცემთ. ეს მის იმუნურ, საყრდენ-მამოძრავებელ და ნერვულ სისტემას განავითარებს.“

ტვინის ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს

#image_title

მეცნიერები ადამიანის ტვინისა და კომპიუტერის ერთმანეთთან დამაკავშირებელ ინტერფეისებზე აქტიურად მუშაობენ. ესაა ჩიპი, რომელიც ტვინში წარმოქმნილ ელექტრულ იმპულსებს აფიქსირებს და შიფრავს. მსგავსი ტექნოლოგია პარალიზებულ ადამიანებს სხვებთან კომუნიკაციის საშუალებას მისცემს და ცხოვრების ხარისხს გაუუმჯობესებს.

სპეციალისტები ტვინის იმპლანტებს უკვე ადამიანებზე ცდიან. მათ შორისაა ილონ მასკის კომპანია Neuralink, რომლის პაციენტიც ლეპტოპში ჭადრაკსა და Mario Kart-ს “ტელეპათიურად” თამაშობს.

ეს ტექნოლოგია იმ ადამიანებსაც დაეხმარება, რომელთაც ჯანმრთელობის პრობლემების გამო მეტყველება არ შეუძლიათ. ამის მიუხედავად, ფიქრის სიტყვებად გარდაქმნა მარტივი ნამდვილად არაა. პაციენტებმა უნდა წარმოიდგინონ, როგორ ამბობენ კონკრეტულ სიტყვას, რის შედეგადაც ტვინში სპეციფიკური სიგნალი წარმოიქმნება, რომელსაც სისტემა იმახსოვრებს და შემდეგ ჯერზე მის იდენტიფიცირებას ახერხებს.

ჯერჯერობით 100%-იანი სიზუსტე მიღწეული არაა, მაგრამ ახალმა ინტერფეისმა იმედის მომცემი შედეგები აჩვენა. ის კალიფორნიის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში მომუშავე მეცნიერებმა შექმნეს და 2 პაციენტ კაცზე გამოცადეს, რომელთაც ოთხივე კიდურის დამბლა აქვთ. ერთი 33 წლისაა, მეორე კი — 39-ის.

სპეციალისტებმა მიკროელექტროდები მათ ტვინში ჩანერგეს, კერძოდ სომატოსენსორულ ქერქსა და სუპრამარგინალურ ხვეულში, რომელიც აქამდე მსგავს კვლევებში არ ჩაურთავთ. ინტერფეისი 6 სიტყვაზე გაწვრთნეს — “ფრონტი”, “კოვბოი”, “პითონი”, “კოვზი”, “ცურვა” და “ტელეფონი”. ასევე, 2 გამოგონილ სიტყვაზე, რომლებიც ინგლისურად ასე ჟღერს: ““nifzig” და “bindip”. მიზანი იმის გარკვევა იყო, საჭიროა თუ არა სიტყვას ჰქონდეს შინაარსი, რათა სისტემამ ეფექტიანად იმუშაოს.

ცდისპირებს თითოეულ სიტყვას ეკრანზე უჩვენებდნენ ან თავად უმეორებდნენ, შემდეგ კი სთხოვდნენ, 15 წამის განმავლობაში წარმოედგინათ, როგორ ამბობდნენ მას. შედეგად, მკვლევრებმა ინტერფეისის მეშვეობით რეალურ დროში სიტყვების გაშიფვრა შეძლეს. ერთი პაციენტის შემთხვევაში სიზუსტე 79% იყო, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, მაგრამ ვოკალიზებული სიტყვების გაშიფვრის ცდებისას მცირედით ჩამოუვარდება. მეორე ინდივიდის შემთხვევაში 23%-იანი სიზუსტე დაფიქსირდა.

რა თქმა უნდა, ტექნოლოგიის დასახვეწად საჭიროა, ის უფრო მეტ ადამიანზე გამოიცადოს და სიტყვების რაოდენობაც გაიზარდოს. ამის მიუხედავად, ამ კვლევამ ცხადყო, რომ სუპრამარგინალური ხვეული კარგი სამიზნე რეგიონია, რაც სამომავლოდ გასათვალისწინებელია.

„შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვებისა და მოზარდების საჭიროებებზე მორგებული პროგრამები იხვეწება და უფრო სრულყოფილი ხდება“

#image_title

თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე აცხადებს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვებისა და მოზარდების საჭიროებებზე მორგებული პროგრამები, რომლებსაც დედაქალაქის მერია ახორციელებს, წლიდან წლამდე იხვეწება და უფრო სრულყოფილი ხდება.

ზურაბ ჩიკვილაძის თქმით, წარმატებით ხორციელდება პროგრამა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო მომსახურების“ შესახებ.

მისივე განცხადებით, მიმდინარე წელს აღნიშნული პროგრამით მოსარგებლეთა რაოდენობის ზრდის გარდა, დაიხვეწა მისი გამოყენების შესაძლებლობა, რამაც მოსარგებლეს თავისუფალი არჩევანის საშუალება მისცა. პროგრამა პირველი მაისიდან 15 სექტემბრის ჩათვლით მოქმედებს და ვაუჩერის მფლობელს სასურველი დროის შერჩევა თავად შეუძლია.

„თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაწყებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო მომსახურების პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს და იხვეწება.

წელს პროგრამით გათვალისწინებული ვაუჩერების რაოდენობა გაიზარდა და 3000-ს გადააჭარბა. პროგრამა გახდა უფრო მოქნილი. თუ ადრე მუნიციპალიტეტი იღებდა გადაწყვეტილებას ვაუჩერით მოსარგებლეს რომელ სასტუმროში უნდა დაესვენა, დღეს მოსარგებლე არჩევანში თავისუფალია. მუდამ მზად ვართ, ჩვენს ბავშვებსა და მოზარდებს გვერდით დავუდგეთ მათი საჭიროებებიდან გამომდინარე“, – განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights