ხუთშაბათი, ივნისი 11, 2026

ჩაფიძის გულის ცენტრი ვეტერანებისთვის მორიგ 162-ე საქველმოქმედო აქციას ჩაატარებს

#image_title

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გულიკო ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რიგით 162-ე საქველმოქმედო-სამედიცინო აქციას ჩაატარებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამედიცინო აქცია მიმდინარე წლის 25 მაისს ჩატარდება.

აქცია მოიცავს კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს ( ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები ).

ბენეფიციართა მიღება იწარმოებს 10:00 საათიდან;

მისამართი: ქ.თბილისი; ნ.ჯავახიშვილის ქ. N 1; აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი.

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში თავის ტვინის სიმსივნის ბიოფსია ახალი, ულტრათანამედროვე ნეირონავიგაციის სისტემით ჩატარდა

#image_title
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში მერვე თაობის ნეირონავიგაციის (მსოფლიოში არსებული ბოლო მოდელი) საშუალებით თავის ტვინის სიმსივნის ბიოფსია პირველად გაკეთდა.
ნეირონავიგაციის გამოყენებით გაცილებით უსაფრთხოდ და ზუსტად არის შესაძლებელი თავის ტვინის სიმსივნის ამოკვეთა და ბიოფსიის გაკეთება, ასევე – სხვადასხვა ტიპის მანიპულაციები ხერხემალზე.
ინვესტიცია ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლისთვის მერვე თაობის ნეირონავიგაციის აპარატის შესაძენად ევროპის უნივერსიტეტმა განახორციელა.
ახლო მომავალში ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი ნეირონავიგაციური ტექნოლოგიით მიმდინარე სერვისების დანერგვას და განვითარებას გეგმავს.

როგორც ჰოსპიტალში აღნიშნავენ, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც უახლესი, მერვე თაობის ნეირონავიგაციით შესაძლებელი იქნება სხვადასხვა სახის ურთულესი ოპერაციების ჩატარება, როგორც თავის ტვინზე, ასევე ხერხემალზე.

Modern Medical Solution-ის კომერციული დირექტორის, რომან ლომიძის განცხადებით, ამ ინოვაციური და თანამედროვე სისტემით შესაძლებელი იქნება პაციენტებისთვის ზუსტი დიაგნოზის დასმა და ასევე, შემცირდება ოპერაციის შემდგომი გართულებების რისკიც.

„ნეირონავიგაციის საშუალებით კეთდება თავის ტვინის სიმსივნის ბიოფსია. ოპერაცია ფაქტობრივად, ერთი ჩხვლეტით, სისხლის დანაკარგისა და გართულებების გარეშე ტარდება. ამ დრომდე საკმაოდ რთული ოპერაცია ტარდებოდა, პაციენტს სჭირდებოდა მაგნიტორეზონანსული კვლევის ჩატარება, ე.წ. „სტერეოტაქსიულ ფრეიმთან“ ერთად, რაც ძალიან დიდი დისკომფორტის შემცველი იყო პაციენტისთვის და უკვე შემდეგ, ინტრაოპერაციული გართულებების რისკიც საკმაოდ მაღალი იყო.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მერვე თაობის ნეირონავიგაცია, მსოფლიოში არსებობული ბოლო მოდელი, ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში დაინერგა.

ჩვენმა კომპანიამ შეძლო, ეს უნიკალური ტექნოლოგია ჩვენს ქვეყანაში პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი გაეხადა. ასეთი ტექნოლოგია დღეისთვის თურქეთშიც კი არ არის. აღმოსავლეთ ევროპაშიც ამ დონის სისტემა ფაქტობრივად ჯერ არსად დგას. ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი არის პირველი,სადაც ასეთი ულტრათანამედროვე ოპერაცია ტარდება.

გარდა ასეთი ტიპის ოპერაციებისა, ეს სისტემა უფრო რთული და კომპლექსური ოპერაციების ჩატარების საშუალებას იძლევა, როგორც თავის ტვინზე, ისე – ხერხემალზე, რაც არათუ რეგიონში, ევროპაშიც კი სულ რამდენიმე კლინიკაში არის ამჟამად ხელმისაწვდომი.

ეს მნიშვნელოვანია იმისთვისაც, რომ უმაღლესი დონის ნეიროქირურგია განვითარდეს ჩვენს ქვეყანაში და განვითარების სხვა საფეხურზე გადავიდეს“,-განაცხადა Modern Medical Solution-ის კომერციულმა დირექტორმა, რომან ლომიძემ.

აღსანიშნავია, რომ პაციენტებს ექნებათ საშუალება, ახალი და თანამედროვე ნეირონავიგაციის სისტემით საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებშიც ისარგებლონ.

ამასთან, როგორც ნეიროქირურგი იაკობ ცერცვაძე აღნიშნავს, ნეირონავიგაციის გამოყენებით გაცილებით უსაფრთხოდ და ზუსტად არის შესაძლებელი თავის ტვინის სიმსივნის ამოკვეთა და ბიოფსიის გაკეთება.

„ნეირონავიგაციით მოხდება სწორი ტრაექტორიის განსაზღვრა ისე, რომ სხვა სტრუქტურა, თავის ტვინის სისხლძარღვი ან სხვა ფუნქციურად მნიშვნელოვანი უბანი არ დაზიანდეს. პაციენტი იღებს კომპიუტერულ ან მაგნიტორეზონანსულ ტომოგრაფიას, ნავიგაციის სისტემის საშუალებით ხდება მისი შერწყმა და პაციენტის მონაცემების რეგისტრაცია, ინტრაოპერაციულად, ზუსტი ტრაექტორიის განსაზღვრით, მილიმეტრის სიზუსტით მოხდება სიმსივნიდან ქსოვილის ამოკვეთა, რაც საშუალებას მოგვცემს დადგინდეს, რა ტიპის წარმონაქმნი აქვს პაციენტს.

რიგ შემთხვევაში, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან არსებობს წარმონაქმნი, რომელიც საერთოდ არ საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას და შესაძლებელია, პაციენტი ქიმიოთერაპიით განიკურნოს.

ეს ნავიგაციის სისტემა გამორიცხავს იმას, რომ პაციენტს არასწორად დაესვას დიაგნოზი, რის შედეგადაც ონკოლოგების მიერ სწორად მოხდება მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა“,- განაცხადა იაკობ ცერცვაძემ.

 

ბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა

ახალი კვლევის თანახმად, მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 1974 წელს იმუნიზაციის გაფართოებული პროგრამა დაიწყო, ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე იხსნა.

პროგრამის მიზანი შემდეგი იყო, ვაქცინაცია ყველა ბავშვისთვის ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო. შედეგი სახეზეა, 154 მილიონი ადამიანიდან უმეტესობა 5 წლამდე ბავშვია.

„ჩვენ ასევე აღმოვაჩინეთ, რომ ვაქცინაციის საერთო სარგებლის 60% წითელას ვაქცინაციაზე მოდიოდა”, – თქვა კვლევის ავტორმა, ენდრიუ შატოკმა.

ეს შედეგები კიდევ ერთხელ გვახსენებს, თუ რამდენად კარგად მუშაობს ვაქცინაცია. საბოლოოდ გამოდის, რომ საზოგადოების დიდი ნაწილის ვაქცინაციით არავაქცინირებულებსაც ვიცავთ. თუმცა, გასულ თვეს ექსპერტები იუწყებოდნენ, რომ აშშ სახიფათო გარდამტეხ წერტილთან ახლოს იყოს, რომლის იქითაც ვაქცინაციის მაჩვენებელი იმდენად დაბლა იქნება, რომ არავაქცინირებულები დაცული აღარ არიან ვაქცინირებული საზოგადოების მიერ.

მსგავსი სიტუაციაა გლობალურადაც. 2021 წელს წითელას წინააღმდეგ რეკორდულად დიდი რაოდენობის ბავშვი არ აიცრა, რამაც შემდგომში ამ დაავადების აფეთქება გამოიწვია.

ექსპერტების თქმით, ამის მიზეზი ვაქცინების მიმართ უნდობლობა არაა, პირიქით, ვაქცინებმა იმდენად კარგი შედეგი აჩვენა, რომ ადამიანებს უბრალოდ კონკრეტული დაავადებების არსებობაც ავიწყდებათ. ამიტომ, ისინი ნაკლებად იცრებიან.

ამის პარალელურად, ვაქცინების გაუმჯობესებაზე მუშაობა არ წყდება. ვაქცინაციამ რამდენიმე მომაკვდინებელი დაავადება სრულად გააქრო და ახლა მას უკვე კიბოს წინააღმდეგაც იყენებენ.

პროგრამის ფარგლებში, ერთი პაციენტისთვის 120 000 ლარი გამოიყოფა

ჰოსპიტალური სექტორი - DRG სისტემის მექანიზმის ცვლილები

თბილისის მერიის ტრანსპლანტაციის პროგრამის ფარგლებში ღვიძლისა და ძვლის ტვინის (ღეროვანი უჯრედების) გადანერგვა სრულად, 100%-ით ფინანსდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახამ კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, პროგრამის ფარგლებში, ერთი პაციენტისთვის 120 000 ლარი გამოიყოფა, ადრე კი აღნიშნული მკურნალობა მხოლოდ 70 000 ლარით ფინანსდებოდა.

„მინდა, ჩვენს მოქალაქეებს შევახსენო, რომ გვაქვს ძალიან ბევრი პროგრამა, როგორც ჯანდაცვის, ისე სოციალური მიმართულებით. თბილისის მერიის ტრანსპლანტაციის პროგრამის ფარგლებში ღვიძლისა და ძვლის ტვინის (ღეროვანი უჯრედების) გადანერგვა ფინანსდება. ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის შემთხვევაში, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური აფინანსებს გადანერგვის წინა კვლევებს, მაღალდოზირებულ ქიმიოთერაპიას, სამი სახის ტრანსპლანტაციას (აუტოლოგიური, ალოგენური, ჰაპლოიდენტური) და გადანერგვის შემდგომი პერიოდის მართვის პროცესს. თბილისის მერიას ერთი პაციენტის დასაფინანსებლად, 10-დან 235 ათას ლარამდე თანხა აქვს გათვალისწინებული. პროგრამის დაწყებიდან (2015 წელი) დღემდე, 1 074 შემთხვევა დაფინანსდა, რისთვისაც საქართველოსა და უცხოეთის კლინიკებში 60 მილიონ ლარამდე თანხა გადაირიცხა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მოქალაქეებს ჯანმრთელობა უსურვა და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტი, პრობლემის არსებობის შემთხვევაში, მათ ყოველთვის გვერდით დაუდგება.

„რაც შეეხება ღვიძლის ტრანსპლანტაციას, აღნიშნულის საჭიროების შემთხვევაში, პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსება გაიზარდა და სრულად, 100%-ით ფინანსდება. ადრე ფინანსდებოდა 70 000 ლარით, დანარჩენს პაციენტი აფინანსებდა, რაც ძალიან მძიმე დატვირთვა იყო ოჯახებისთვის – არ ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ თუნდაც ის ნაწილი გადაეხადათ. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული მიმართულება 100%-ით დავაფინანსოთ. პროგრამის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში ღვიძლის გადანერგვის 45 შემთხვევა დაფინანსდა და ამისთვის, მერიამ 3 155 000 ლარი დახარჯა. მზად ვართ, ყველას თანადგომა გამოვუცხადოთ, საჭიროების შემთხვევაში. გვაქვს სხვა პროგრამებიც, რომლითაც ვეხმარებით მოქალაქეებს და ეს ყველაფერი გაგრძელდება მანამ, სანამ ამის აუცილებლობა იქნება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

„ვირუსული ინფექციები, მაღალი ტემპერატურა, ხველა, ფილტვების ანთება…“- ივანე ჩხაიძე

„2023-2024 წლების სეზონი კოვიდპანდემიის ზეგავლენის ქვეშ რჩება, რადგან მაისის თვეში გრიპის ვირუსის ასეთი მაღალი მაჩვენებელი საკმაოდ უჩვეულოა“, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ მედიაცენტრ „მთავარში“ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გრიპის ვირუსის სიჭარბე კლინიკებში პაციენტების ნაკადზეც აისახება:

„ბოლო კვირის მონაცემებით, ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებს შორის 28 %-ს სწორედ გრიპის ვირუსის B ტიპი წარმოადგენს, რაც ამ პერიოდისთვის საკმაოდ უჩვეულოა.

ახლაც გრძელდება გრიპის ვირუსის სიჭარბე, რაც პაციენტების ნაკადშიც აისახება. ბავშვები, რომლებსაც რესპირაციული ვირუსული ინფექციები აქვთ, მაღალი ტემპერატურით, ხველით, სხვადასხვა გართულებით, მათ შორის, ფილტვების ანთებით, ჯერ კიდევ კლინიკაში არიან.

ამავე დროს, უკვე 4 კვირაა, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები არ ფიქსირდება“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს…

#image_title

ბოლოს ხელით როდის დაწერეთ? ბევრი ჩვენგანისთვის ხელით წერა წარსულია და ამის გაკეთება ფაქტობრივად აღარ გვიწევს. ტექსტის ასაკრეფად კლავიატურის გამოყენება უფრო სწრაფი და პრაქტიკულია, მაგრამ ჩნდება შეკითხვა, საერთოდ უნდა დავივიწყოთ თუ არა ხელით წერა?

და, აი, ახლა მკვლევრებს აინტერესებთ რა როლი აქვს დასწავლაში ხელით წერას. კვლევები აჩვენებს, რომ ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს. საინტერესოა, რომ ზოგიერთი მწერალი ციფრულ სამყაროშიც ხელით წერას აგრძელებს და ამის მიზეზად სწორედ შესაბამისი ბენეფიტები მოაქვთ.

ამის პარალელურად, სამყარო მეტად ციფრულდება და ადამიანებს კიდევ უფრო იშვიათად უწევთ კალმის გამოყენება. იგივე პროცესები ხდება სკოლებში და სასწავლო დაწესებულებებში. ზოგიერთ შემთხვევაში, ბავშვები კლავიატურაზე აკრეფას უფრო ადრე სწავლობენ, ვიდრე ხელით წერას.

თუმცა, სკოლამდელი ასაკის ბავშვების განვითარებაზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ის, ვინც ხელით წერით სწავლობს შესაბამისი უნარები უკეთ უვითარდება, ვიდრე იმას, ვინც კლავიატურას იყენებს.

საინტერესოა რა ხდება ამ მხრივ ზრდასრულებში. მაგალითად, 2014 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სტუდენტები, რომლებიც ლექციებსა და სემინარებზე ტექსტებს კლავიატურის სახით კრეფდნენ, უფრო ცუდი შედეგები ჰქონდათ, ვიდრე მათ ვინც ჩანაწერებს ხელით აკეთებდნენ.

და მაინც, რატომ არის ხელით წერა უკეთესი სწავლისთვის? პასუხი, როგორც ჩანს, დაკავშირებულია მოქმედების შედარებით უფრო კომპლექსურობასთან. ხელით წერა, ტექსტის აკრეფისგან განსხვავებით, მოითხოვს მეტ მოძრაობას, უნარსა და კოორდინაციას. ამიტომ, ეს პროცესი ჩვენი ტვინის მეტ უბანს ააქტიურებს.

ტვინის მეტი უბნის გააქტიურება სწავლის პროცესს უფრო ეფექტურს ხდის. გარდა ამისა, არის ვიზუალური სისტემა, რომელიც ხელით წერისას ასევე უფრო გააქტიურებულია.მთლიანობაში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხელით წერისას ტვინის კავშირები უფრო გააქტიურებულია, ვიდრე კლავიატურის გამოყენებისას. ამიტომ, ასეთ დროს საკითხი შეიძლება უფრო დაგვამახსოვრდეს.

ამ მხრივ საინტერესოა 2024 წლის დასაწყისში ჩატარებული კვლევა. სპეციალისტებს სურდათ გაეგოთ, როგორ აისახება ხელით წერა და კლავიატურაზე აკრეფა ტვინის ნეირონულ ქსელებზე. ამისთვის მათ 36 მოხალისეს თავზე მაღალი სიმკვრივის ელექტროენცეფალოგრამა (EEG) გადაუღეს. ისინი ეკრანზე გამოჩენილ სიტყვას ან ხელით წერდნენ, ან კლავიატურაზე კრეფდნენ.

პირველ შემთხვევაში, ცდისპირები სენსორულ ეკრანზე სამუშაოდ ციფრულ კალამს იყენებდნენ. მეორე ალტერნატივა კლავიატურა იყო, ანუ მათ სიტყვის დასაწერად თითოეულ ასოზე დაჭერა უწევდათ. EEG მეთოდით მონაცემები 256 სენსორის მეშვეობით შეგროვდა, რომლებიც ამ ინდივიდების თავზე იყო განლაგებული.

ანალიზმა აჩვენა, რომ ხელით წერისას მოხალისეთა ტვინში უფრო მყარი კავშირები ფიქსირდებოდა.

მეცნიერებმა შექმნეს გელი, რომელიც ალკოჰოლის ეფექტებს ნაბახუსევამდე ანეიტრალებს

#image_title

რძის ცილებისა და ოქროს ნანონაწილაკებისგან დამზადებული ახალი გელი შეიძლება ბოლოსდაბოლოს აღმოჩნდეს ნაბახუსევის წამალი — სრულად აგვაცილოს თავიდან ის საშინელი შეგრძნებები, რასაც ალკოჰოლის მიღების შემდეგ განვიცდით.

მოზარდების ორგანიზმში, რომლებიც ე.წ. „ვეიპს“ ხშირად იყენებენ, ტოქსიკური ლითონების მაღალი რაოდენობა დაფიქსირდა

მოზარდების ორგანიზმში, რომლებიც ე.წ. “ვეიპს” ხშირად იყენებენ, ტოქსიკური ლითონების მაღალი რაოდენობა აღმოჩნდა.
ნებრასკის უნივერსიტეტის მკვლევარების მიერ ჩატარებული ახალი კვლევით დადგინდა, რომ 13-დან 17 წლამდე ასაკის ე.წ. „ვეიპერებს“ რომლებიც აცხადებენ, რომ ელექტრო სიგარეტს დღეში მინიმუმ რვაჯერ იყენებენ, შარდში 30 პროცენტით მეტი ტყვია და ორჯერ მეტი ურანი აღმოაჩნდათ მათ თანატოლებთან შედარებით, რომლებიც იშვიათადიყენებენ მას.
ასევე მოზარდებში, რომლებიც უპირატესობას ანიჭებდნენ ტკბილ არომატს, მენთოლის ან პიტნისგან განსხვავებით, ურანის ბიომარკერები განსაკუთრებით მაღალი იყო.
ასეთი აღმოჩენები ღრმად შემაშფოთებელია, რადგან ცნობილია, რომ ისეთი ნაერთები, როგორიცაა ტყვია და ურანი, საზიანოა ადამიანის განვითარებისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ ელექტრონული სიგარეტი ხშირად იყიდება, როგორც ზრდასრულების მიერნიკოტინის მიღების შეწყვეტის საშუალება, არამწეველთა სრულიად ახალი თაობა ახლა სრულწლოვანებამდე იწყებს მის გამოყენებას. 2023 წელს აშშ-ში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ საშუალო სკოლის მოსწავლეების 10 პროცენტი ამჟამად ელექტრო სიგარეტს იყენებდა. მომხმარებელთა 90 პროცენტმა აღნიშნა, რომ არომატიზებულ პროდუქტებს იყენებდა.
სიტყვა „ვეიპორი“ (ორთქლი) შეიძლება ჟღერს,როგორც წყლის უვნებელი ღრუბელი, მაგრამ ელექტრო სიგარეტის სითხე – მაშინაც კი, როცა ნიკოტინს არ შეიცავს – სავსეა ქიმიკატებით, ზოგჯერ მათ შორის ისეთი ტოქსიკური ლითონებით, როგორიცაა დარიშხანი, ქრომი, ნიკელი, ტყვია და ურანი.
„ვეიპინგი“ არცერთ შემთხვევაში არ არის უსაფრთხო, არ აქვს მნიშვნელობა ადამიანის ასაკს, მაგრამ ეს ჩვევა შეიძლება განსაკუთრებით სახიფათო იყოს ახალგაზრდებისთვის.
კვლევა Tobacco Control-ში გამოქვეყნდა.

წყარო : sciencealert.com

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi  #sheniekimi

რეფორმის საბოლოო მიზანი დაავადებების პრევენცია და საჭიროების დროს, მათი მაქსიმალურად ეფექტური მართვაა

#image_title

პირველადი ჯანდაცვის რეფორმის მაქსიმალური ეფექტურობისთვის, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებსა და ექსპერტებს შეხვდნენ.

თამარ გაბუნიამ და თეა გიორგაძემ საერთაშორისო პარტნიორებს საქართველოში ამ კუთხით არსებული პროგრესი გააცნეს და ყურადღება იმ საკითხებზე გაამახვილეს, რომლებიც ქვეყანაში პირველადი ჯანდაცვის გაძლიერებას უწყობს ხელს.
საუბარი შეეხო პირველადი ჯანდაცვის განვითარების ხედვებსა და სამომავლო გეგმებსაც.

უწყების წარმომადგენლების განცხადებით, პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებისა და მთელი ქვეყნის მასშტაბით, სერვისების თანაბარი ხელმისაწვდომობისთვის სამოქმედო გეგმა აქტიურად ხორციელდება.

რეფორმის საბოლოო მიზანი დაავადებების პრევენცია და საჭიროების დროს, მათი მაქსიმალურად ეფექტური მართვაა.

საერთაშორისო პარტნიორებმა უწყების მიერ გადადგმული ნაბიჯები მოიწონეს და განაცხადეს, რომ პირველადი ჯანდაცვა, თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობისა და ჰოსპიტალური სექტორის განვითარების საფუძველია.

თავის მხრივ, თამარ გაბუნიამ და თეა გიორგაძემ, სამინისტროს სახელით,უცხოელ კოლეგებს, მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi  #sheniekimi

რა გართულებები დატოვა კოვიდ19-მა და რა არის გამოსავალი

კლინიკა ვივამედის კლინიკური და ინტერვენციული კარდიოლოგიისა და თერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი კახა ნადარაია გადაცემაში “იმუნიტეტი” საუბრობს, რა გართულებები დატოვა კოვიდ19-მა ჯანმრთელ და ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებში:

– კორონავირუსის დროს თანმხლები დაავადების მქონე პაციენტები მაღალი რისკის ჯგუფში იყვნენ. აღმოჩნდა, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყველაზე დიდი იყო იმ პაციენტებში, ვისაც კარდიოვასკულარული დაავადებები, დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია ჰქონდათ, ვიდრე მათში, ვისაც რესპირაციული დაავადება აღენიშნებოდათ. გარდა იმისა, რომ კორონავირუსი ფილტვებს აზიანებს, ეს პაციენტები კიდევ უფრო მეტად დამძიმდნენ, მდგომარეობა გართულდა და სიკვდილიანობა მათში უფრო მეტი იყო.

ახლა პაციენტები ყველაზე ხშირად ტაქიკარდიის, გულის ფრიალის, არითმიის ჩივილით მოდიან. მართლაც, რომ გამოვიკვლევთ, ამ ადამიანებს აღმოაჩნდებათ მძიმე არითმია, რომელიც იქამდე არ ჰქონდათ და არც სხვა ტრიგერი იყო, რომელსაც შეიძლებოდა, დაავადება გამოეწვია. ანამნეზში გვაქვს მხოლოდ კოვიდ-19… პაციენტებში, რომლებსაც სტაბილური სტენოკარდია ჰქონდათ, მკურნალობდნენ, საკმაოდ ადეკვატური დანიშნულება ჰქონდათ და კარგად უვლიდნენ თავს, მწვავე კორონალური სინდრომის შემთხვევები გახშირდა, რასაც შემდგომ უკვე ინტერვენციული ჩარევა სჭირდებოდა.

კოვიდ-19-მა შედედების ფუნქცია დაარღვია და ყველა ორგანო დააზიანა. თუმცა, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დარტყმა სისხლძარღვებზე, არტერიებზე იყო და შედეგიც ასეთი მივიღეთ. ასევე, ვირუსმა ყველა ძირითადი კარდიოვასკულარული დაავადება გაამწვავა.

პოსტკოვიდის მართვის ამოსავალი წერტილი ცხოვრების ჯანსაღ წესშია. მოწევაზე თავის დანებება, ზომიერი ფიზიკური ვარჯიშები, სუნთქვითი ვარჯიშები აუცილებელია. ასევე, მნიშვნელოვანია იმ დაავადებების მკურნალობა, რომლებიც გამწვავებულია. იქნება არითმია, სტენოკარდია თუ სხვა.

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights