პატარებისთვის ექიმთან ვიზიტი სტრესულია – როგორ შევუმსუბუქოთ შფოთვის დონე?
რატომ ავადობენ, ბავშვები ხშირად? – ძირითადად დამნაშავე მშობელია
რატომ ავადობენ, ბავშვები ხშირად?
ძირითადად დამნაშავე მშობელია...
„ფეხშიშველი ნუ დარბიხარ, ავად გახდები“
„არ გაჭუჭყიანდე“
„ხელი არ მოკიდო, დაისვრები“
„ძაღლს არ მიეკარო, ბეწვი გადაგეყლაპება“
ალბათ, ხშირად გაგიგიათ მსგავსი ფრაზები „ზედმეტად მზრუნველი“ მშობლებისაგან, რომლებიც ფიქრობენ, რომ აღზრდის ასეთი მეთოდებით ბავშვს სხვადასხვა საფრთხეს არიდებენ. სინამდვილეში კი სრულიად გაუცნობიერებლად, შვილების ჯანმრთელობასა და იმუნიტეტს სერიოზულ საფრთხეს უქმნიან.
მშობლების ნაწილი შვილებს სტერირულ გარემოში ზრდის. ასმევს მხოლოდ გადადუღებულ ან თბილ წყალს, უკრძალავს ქვიშაში თამაშს, უზღუდავს საგნებთან შეხებას, აცმევს ზედმეტად თბილად, არ გაყავს სასეირნოდ ცივ ამინდში ან არ აჭმევს ნაყინს ყელის გაციების შიშით.
რეალურად კი ამ გზით ბავშვს იმ სასარგებლო მიკრობებს არიდებს, რომელიც მისთვის არათუ საზიანო, არამედ სასიკეთოა.
სწორედ აქედან გამომდინარე ექიმები მუდმივად აღნიშნავენ, რომ ბავშვი თუ ხშირად ავადობს, ძირითადად დამნაშავე მშობელია.
პროგრესირებადი მიოპიის პათოგენეზის თანამედროვე ასპექტები – ოფთალმოლოგ ილონა წერედიანის გზამკვლევი
“ვივამედის” ოფთალმოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ილონა წერედიანი პროგრესირებადი მიოპიის პათოგენეზის თანამედროვე ასპექტების შესახებ სტატიას აქვეყნებს:
“მიოპია რეფრაქციის ანომალიების ყველაზე ხშირი და გავრცელებული სახეა. მიუხედავად დიდი მიღწევებისა მიოპიის პრობლემების შესწავლის საქმეში, პროგრესირებადი, გართულებული მიოპია დღესაც ერთ–ერთ პირველ ადგილზეა მხედველობითი ინვალიდობის გამომწვევ თვალის დაავადებათა შორის. მხედველობითი ინვალიდობის სტრუქტურაში მისი ხვედრითი წონა 35–44%–ს შეადგენს.
გართულებული, პროგრესირებადი მიოპია ახალგაზრდა ასაკშივე იწვევს შრომის უნარიანობის მკვეთრ დაქვეითებას ან სრულ დაკარგვას.მხედველობითი ინვალიდობა, პროფესიული შერჩევის მკვეთრი შეზღუდვა განსაზღვრავსპროგრესირებადი მიოპიის მედიკო–სოციალურმნიშვნელობას.
მიოპიის პრობლემათა შორის განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს,ისეთი გართულებები როგორიცაა, ქორიორეტინალური დისტროფია,ბადურა გარსის ჩამოცლა, ასევე პროფილაქტიკისა და მკურნალობის საკითხები, რის გამოც მიოპიის პროგრესირებასა და მის გართულებებთან ბრძოლა ერთ–ერთი რთული სოციალური პრობლემის გადაჭრის გზად გვევლინება.
მიოპიის პროგრესირებასა და ქორიორეტინალური მიოპიური დისტროფიის პათოგენეზში წამყვანი როლი ენიჭება ბიომექანიკურ და ჰემოდინამიკურფაქტორებს.
სკლერის კაფსულის შესუსტებას სხვადასხვა ენდოგენური და ეგზოგენური ფაქტორების გავლენით თან ახლავს სკლერის გაწელვის ტენდენციის გაძლიერება თვალის კაკლის წინა–უკანა ღერძის დაგრძელებით, რაც უარყოფითად მოქმედებს ბადურისა და სისხლძარღვოვანი გარსის მდგომარეობაზე. მათ გაცილებით ნაკლები პლასტიური შესაძლებლობები აქვთ, ვიდრე სკლერას.არსებობს მათი ზრდისათვის ფიზიოლოგიური ზღვარი, რის შემდეგაც იწყება პათოლოგია ამ გარსების გაჭიმვისა და ტროფიკული დარღვევების სახით. ამ პირობებში მიოპია გვევლინება, უკვე არა როგორც რეფრაქციის ანომალია, არამედ როგორც მიოპიური დაავადება, თანმხლები ფუნქციური და მორფოლოგიური გართულებებით.
რეფრაქციული ანომალიების განვითარებას ძირითადად განაპირობებს თვალის წინა–უკანა ღერძის ზომის მომატება ან შემცირება. ნაკლებად მნიშვნელოვან როლს ასრულებს ზემოთხსენებული ანომალიების განვითარებაში რქოვანა და ბროლი.
ადამიანი იბადება ჰიპერმეტროპიული რეფრაქციით.მთელი ბავშვობის პერიოდი, მოზრდილობის პერიოდის ჩათვლით თვალის კაკალი უმნიშვნელოდ იმატებს ზომაში, რაც იწვევს ჰიპერმეტროპიული რეფრაქციის რეგრესს. ასაკის მატებასთან ერთად თვალის კაკლის ზომაში მომატება მცირდება და მოწიფულობის ასაკში აბსოლუტურად ჩერდება.
თვალის კაკლის ზრდა ინდივიდუალურად მიმდინარეობს. მისი სწრაფად ზრდის შემთხვევაშიჰიპერმეტროპიული რეფრაქციის რეგრესი მიმდინარეობს გაცილებით სწრაფად და თუ ჰიპერმეტროპიული რეფრაქცია ბავშვობის ასაკშივე რეგრესირდა, შემდგომში დიდი ალბათობით იწყებს განვითარებას მიოპიური რეფრაქცია. მოზრდილებში ახლომხედველობა აბსოლუტურ უმრავლესობაში სწრაფად ვითარდება ან ჩერდება, რაც უფრო ადრე ვითარდება მიოპია, მით უფრო პროგრესირებადია ვინაიდან თვალის კაკალს ზომაში მომატებისათვის რჩება დიდი დრო. მიოპია ძირითადად გვხვდება ინდივიდებში ძლიერი მხედველობითი დატვირთვით ბავშვთა და მოზარდთა ასაკში. გარდა ამისა გენეტიკური წინასწარგანწყობაც არანაკლებმნიშვნელოვანია. არსებობს თანამედროვე შეხედულება ამ დაავადების გენეზისა: ა)ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი; ბ)არასწორი კვების რეჟიმი; გ) ხშირი ვირუსულ –ინფექციური დაავადებები; დ)ე.წ. მონიტორული დაავადება.
შრომის მიზანს წარმოადგენს სკლერის ნარჩენი დეფორმაციის განსაზღვრა მედიალურად–ქვევით მზერისას “კითხვის რეჟიმი“.
კვლევის მასალა და მეთოდები გამოკვლეულია 150 პაციენტი,რომლებიც დაყოფილნი არიან ასაკის მიხედვით 3 ჯგუფად. I ჯგუფი 50 პაციენტი 5–დან 12 წლი. II ჯგუფი 50 პაციენტი 13–დან 18 წელი. III ჯგუფი 50 პაციენტი 19 წლის ზევით. გამოსაკვლევ პაციენტებს აღენიშნებოდათ სხვადასხვა ხარისხის მიოპია. გამოსაკვლევი პაციენტების ასაკობრივი დაყოფა დაფუძვნებულია თვალის კაკლის ანატომიური განვითარების კრიტერიუმებზ.
სტანდარტული ოფთალმოლოგიური კვლევების გარდა, გამოსაკვლევ პაციენტებს ჩაუტარდათ თვალის კაკლის ულტრაბგერითი ბიომეტრია.
ყველა გამოსაკვლევ პაციენტს ჩაუტარდა წინასარ საანესთეზიო წვეთების ინსტილაცია, ულტრაბგერითი ბიომეტრის ზონდის დადება ხდებოდა ეკვატორის ერთი და იგივე წერტილის გამოყენებით, პირველ პოზიციაში ხდებოდა თვალის წინა–უკანა ღერძის ზომის განსაზღვრა, მეორე პოზიცია თვალის ზომის განსაზღვრა მედიალურად–შიგნით მზერისას, მესამე პოზიცია თვალის ზომის განსაზღვრა მედიალურად–ქვევით მზერისას „კითხვის რეჟიმი“. მიღებული შედეგები: პირველი ჯგუფის პაციენტებში, რომელთა ასაკი 5–დან 12 წელია „კითხვის რეჟიმში“ თვალის კაკლის ზომამ მოიმატა 93%–ით; მეორე ჯუფის პაციენტებში რომელთა ასაკი 13–დან 18 წელია თვალის კაკლის ზომამ მოიმატა 91%–ით; მესამე ჯგუფის პაციენტებში, რომელთა ასაკი 19 წლის ზევითაა თვალის კაკლის ზომამ მოიმატა 91,5%–ით.
„კითხვის რეჟიმში“ სკლერალური კაფსულის გაწელვის მიზეზია ექსტრაოკულარული კუნთების ზემოქმედება და თვალშიდა წნევის მომატება.
ვინაიდან სკლერა წარმოადგენს ფიბროზულ გარსს,ხასიათდება კარგად გამოხატული ელასტიურობით.გაძლიერებული აკომოდაცია, მომატებულიმხედველობითი დატვირთვა ახლო მანძილზე იწვევს სკლერის კაფსულის გაჭიმვას. ყოველი გაჭიმვა–შეკუმშვის შემდეგ რჩება ნარჩენი დეფორმაცია, ამ დეფორმაციების დაგროვება იწვევს სკლერის სისუსტეს და მიოპიის ჩამოყალიბებას როგორც პათოლოგია.
სკლერის განლევა, რაც დაკავშირებულია მიოპიურ დაავადებასთან, გარკვეულად ამცირებს სკლერისა და მხედველობის ნერვის დვრილის ტოლერანტობას თვალშიდა წნევის მიმართ, შემდგომში ინდუცირებას უწევს სკლერის ღერძულ გაჭიმვას და იწვევს მხედველობის ნერვის დაზიანებას.
მიღებული მონაცემების საუძველზე უნდა გაკეთდეს გარკვეული რეკომენდაციები სკლერის მკვებავი ან სხვა სამკურნალწამლო საშუალებების თვალთახედვით. სკლერის კვების გაუმჯობესება,შეამცირებს ნარჩენ ცვლილებებს სკლერაში, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს მიოპიური დაავადების განვითარებას.
#drpkhakadze #sheniekimi
მართალია თუ არა, რომ კოვიდგადატანილი ადამიანების IQ მცირდება
მართალია თუ არა, რომ კოვიდგადატანილი ადამიანების IQ მცირდება
პანდემიის პირველ წელს ინფექციის შემდეგ მთელი რიგი გართულებები გამოვლინდა – მომატებული დაღლილობა, ქოშინი, ტკივილი გულმკერდის არეში, ყნოსვის დაკარგვა და თავის ტკივილი.
როგორც SARS-CoV-2-ის ახალი ვარიანტები გაჩნდა, ვირუსის გავლენა სხეულზე გადავიდა და ის მთლიანად იპყრობს „კარკასს“. ეს ნიშნავს, რომ არ არსებობს ორგანო ან სისტემა, რომელიც არ არის დაზარალებული Covid-ით. ბოლო კვლევების შედეგებიც არ არის დამამშვიდებელი – დიდი ბრიტანეთის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კორონავირუსი უარყოფითად მოქმედებს კოგნიტიურ შესაძლებლობებზე და ხელს უწყობს IQ-ს 3-9 ქულით დაქვეითებას.
ვირუსი ასევე ახდენს გავლენას სხეულის სხვა სისტემებზე, რაც გამოხატულია შემდეგი სიმპტომებით:
- მომატებული დაღლილობა: მუდმივი დაღლილობის შეგრძნება, რომელიც შესაძლოა გავლენას ახდენდეს ყოველდღიურ აქტივობებზე.
- ქოშინი: სუნთქვის პრობლემები, რაც შესაძლოა მძიმე ფაზებში შეინიშნოს.
- გულმკერდის ტკივილი: გულმკერდის არეში ტკივილი, რომელიც ზოგჯერ სერიოზული და შემაწუხებელია.
- ყნოსვის დაკარგვა: ყნოსვის ფუნქციის გაუარესება ან მთლიანად დაკარგვა.
- თავის ტკივილი: ხშირი და ძლიერი თავის ტკივილები, რომლებიც რეციდივების სახით შეიძლება გამოჩნდეს.
პოსტკოვიდური სინდრომი
დაავადების სიმპტომები თავდაპირველი გამოჯანმრთელების შემდეგ შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს და სულ უფრო ხშირად საუბრობენ ეგრეთ წოდებულ პოსტკოვიდურ სინდრომზე. გრძელვადიანი COVID-19-ის სიმპტომები ჩვეულებრივ ვლინდება ინფიცირებიდან ოთხი კვირის განმავლობაში და შეიძლება გაგრძელდეს თვეების ან წლების განმავლობაში.
სამეცნიერო კვლევამ აჩვენა, რომ Covid-ით ინფიცირებიდან ერთიდან 12 თვემდე პერიოდში, 18-დან 64 წლამდე ასაკის ყოველ მეხუთე ადამიანს აქვს მინიმუმ ერთი დაავადება, რომელიც გამოწვეულია COVID-19-ით. 65 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში, ყოველი მეოთხე ადამიანი განიცდის ინფექციის შედეგებს.
ყველაზე ხშირად, ექიმები აფიქსირებენ პოსტკოვიდურ სინდრომის ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა
დაღლილობა, ცხელება, ხველა, ქოშინი და საჭმლის მომნელებელი პრობლემები. ბევრი პაციენტი ასევე უჩივის ხშირ თავის ტკივილს, თავბრუდახვევას, გემოვნებისა და ყნოსვის დაკარგვას, კუნთებისა და სახსრების ტკივილს, დეპრესიას და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს.
ნაღველკენჭოვანი დაავადება ხასიათდება ნაღვლის ბუშტში ან ნაღველსადინარებში კენჭების გაჩენით
ნაღველკენჭოვანი დაავადება – დაავადება, რომელიც ხასიათდება ნაღვლის ბუშტში ან ნაღველსადინარებში კენჭების გაჩენით.
ნაღველკენჭოვანი დაავადება მნიშვნელოვანი ჯანმრთელობის პრობლემა შეიძლება იყოს, მაგრამ ადრეული დიაგნოზი და სწორი მკურნალობა სიმპტომების კონტროლისა და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესების საშუალებას მოგვცემს. თუ მიიჩნევთ, რომ გაქვთ ამ დაავადების ნიშნები, აუცილებელია მკურნალობა.
მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
· მემკვიდრეობითი ფაქტორი;
· ბილირუბინისა და ქოლესტერინის ცვლის დამრღვევი მედიკამენტების მიღება;
· არასწორი კვება, დიეტები;
· ჭარბი წონა;
· სისხლში მომატებული ქოლესტერინის დონე;
· ნივთიერებათა ცვლის დარღვევის შედეგები (შაქრიანი დიაბეტი, მეტაბოლისტური სინდრომი);
· კუჭ-ნაწილავის ტრაქტის დაავადებები;
· კუჭის ოპერაციები.
ბავშვებში ნაღველკენჭოვანი დაავადება ჩნდება ნივთიერებათ ცვლის დარღვევით და ნღველგამომტანი სისტემის ფუნქციის მოშლის შედეგად.
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:
· ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის ჭვალი;
· მჩვხვლეტავი ტკივილი მარჯვენა ნეკნებ ქვეშ, რომელიც გადადის ზურგზე, მხარზე;
· გულის რევა, ღებინება;
· მწარე გემო პირში, გულძმარვა;
· მაღალი ტემპერატურა, ციებ-ცხელება;
· კანისა და თვალის სკლერების გაყვითლება (ობტურაციული სიყვითლე);
· გაუფერულებული კალა.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-გასტროენტეროლოგი, რომელიც ნიშნავს:
· ფიზიკურ გამოკვლევას;
· სისხლის საერთო ბიოქიმიურ ანალიზს;
· ნაღვლის ბუშტის ქოლეცისტოგრაფიას;
· მუცლის ღრუს ულტრა-ბგერით გამოკვკლევას;
· ნაღველგამტარი გზების მაგნიტო-რეზონანსულ ტომოგრაფიას;
· ნაღველგამტარი გზების კომპიუტერულ ტომოგრაფიას.
მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მოიცავს:
· ოპერატიული მეთოდებს (ქოლეცისტომია, ნაღვლის ბუშტის მოცილება – ქოლეცისტეკტომია);
· ულტრა-ბგერით ან ელექტრომაგნიტურ მკურნალობას კენჭების დასაშლელად;
· ურსოდეზოქსიქოლის და ჰენოდეზოქსიქოლის მჟავას მშეცველ პრეპარატებს.
საშიშროება
თუ არ მოხდება აღნიშნული დაავადების დორული მკურნალობა, შესაძლოა განვითარდეს შემდეგი სახის გართულებები:
· ნაღვლის ბუშტის ანთება;
· პანკრეატიტი;
· ქოლანგიტი;
· პერიქოლეცისტიტი;
· ნაღვლის სადინარების დახშობა;
· ნაღვლის ბუშტის გასკდომა;
· პერიტონიტი;
· მუცლის ღრუს აბსცესი.
შესაძლოა ლეტალური შედეგი.
რისკის ჯგუფი
რისკის ჯგუფში შედიან:
· მემკვიდრეობითი მიდრეკილების მქონე პირები;
· მოხუცები;
· ქალები (განსაკუთრებით ფეხმძიმეები);
· ნაკლებად მოძრავი ადამიანები;
· ღვიძლის დაავადებების მქონე ადამიანები (ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი).
პროფილაქტიკა
· დაბალანსებული კვება;
· საკმარისი სითხის მიღება;
· სხეულის ნორმალური წონის შენარჩუნება;
· მუცლის ღრუს დაავადებების დროული მკურნალობა;
· ფიზიკური ვარჯიშების შესრულება.
67 წლის მიხეილ ვიშნიაკოვს მასშტაბური განმეორებითი ოპერაცია გაუკეთეს ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში
ეს ბატონი 67 წლის მიხეილ ვიშნიაკოვია, რომელსაც ცოტა ხნის წინ მასშტაბური განმეორებითი ოპერაცია მოზრდილთა კარდიოქირურგებმა არტურ ლემონჯავამ და ავთანდილ ცინცაძემ გაუკეთეს.
კვლევა – ფოლიუმის მჟავის ნაკლები მიღება და დაბერების მეტაბოლიზმი
ფოლიუმის მჟავის ნაკლები მიღება და დაბერების მეტაბოლიზმი: ახალი კვლევის შედეგები
შეიძლება თუ არა ფოლიუმის მჟავის ნაკლები მიღება რეალურად დაეხმაროს დაბერების მეტაბოლიზმს?
რატომ არის ფოლიტები ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი?
რუთენშტეინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფოლიტები „აუცილებელია სხეულის სხვადასხვა ფუნქციებისთვის, მათ შორის დნმ-ის სინთეზისთვის, უჯრედების შეკეთებისა და სისხლის წითელი უჯრედების წარმოებისთვის“.
”ისინი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწრაფი ზრდის ფაზებში,” – აღნიშნა მან, ”როგორიცაა ორსულობა და ჩვილობა და ხელს უწყობს უჯრედების ფუნქციონირებას და გაყოფას მოზრდილებში და ხელს უწყობს ანემიის თავიდან აცილებას.”
მიტრალური სტენოზი – წარმოადგენს გულის შეძენილ მანკს
· იზოლირებული;
· კომბინირებული, რომელიც ითვლება მიტრალური სარქვლის უკმარისობად;
· მიტრალურ-აორტალური, რომელსაც ახლავს სხვა სარქველების დაზიანებაც.
უმეტესწილად ვლინდება მოსახლეობის მდედრობით სქესში, 40-60 წლის ასაკში.
მიზეზები
· რევმატიზმი, რომელიც ვლინდება 20 წლის ასაკში;
· ინფექციური ენდოკარდიტი;
· სიფილისი;
· ათეროსკლეროზი;
· გულსისხლძარღვთა სისტემის ტრავმები;
· მიტრალური სარქვლის კალცინოზი;
· მარცხენა წინაგულის მიქსომა;
· გულის თანდაყოლილი მანკები;
· გული შიდა თრომბები;
· მიტრალური სარქვლის პროთეზირება;
· აორტული უკმარისობა.
სიმპტომები
დაავადების სიმპომებია:
· სწრაფი დაღლა;
· ხუთვა;
· გულის არეში მუდმივი ტკივილი;
· სველი ხველა;
· ღამით ასთმური შეტევები;
· ფილტვების შეშუპება;
· სტენოკარდიული შეტევები;
· განმეორებით ბრონქიტი, ბრონქოპნევმონია, კუპეროზული პნევმონია;
· ბაქტერიული ენდოკარდიტი;
· ქუთუთოების გალურჯება;
· ტუჩების ციანოზი;
· სიმძიმე მუცლის არეში;
· პერიფერიული შეშუპება;
· კისრის ვენების დასიება;
· ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის საჭიროა:
· კარდიოლოგის მიერ საფუძვლიანი გამოკვლევა;
· გულის არის პალპაცია;
· ფოტოკარდიოგრაფია;
· ელექტროკარდიოგრაფიული გამოკვლევა;
· ექოკარდიოგრამა;
· გულმკერდის რენტგენი;
· გულის ღრუს ზონდირება;
· ატრიოგრაფია;
· ვენტრიკულოგრაფია;
· ანგიოგრაფია.
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
· მედიკამენტოზურ მკურნალობას;
· ოპერატიულ ჩარევას, რომელიც რეკომენდირებულია ჰომოდინამიკის დარღვევის II, III, IV სტადიისას;
· ღია და დახურულ კომისუროტომიას;
· მიტრალური სარქვლის პროთეზირებას.
საშიშროება
დაავადების მთავარი საშიშროება არის ლეტალური შედეგი. მძიმე ფორმის ჩამოყალიბებისას პაციენტის სიცოცხლის ხანგრძლივობა შეადგენს მაქსიმუმ 3 წელს.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· რევმატიზმის ანტირეციდიული პროფილაქტიკა;
· ქრონიკული სტრეპტოკოკული ინექციების კერების სანაცია;
· კარდიოლოგისა და რევმატოლოგის მხრიდან მუდმივი კონტროლი.
მიტრალური სტენოზის მკურნალობა დამოკიდებულია დაავადების სირთულეზე და სიმპტომების სიმძიმეზე.










