როგორ შევაჩეროთ დაავადების გავრცელება? არის თუ არა შექმნილი ვაქცინები Mpox-ისთვის?
ნარკოტიკებითა და ჰალუცინოგენებით მოწამვლის გამო, სამედიცინო დაწესებულებაში 192 პაციენტი მოთავსდა
2023 წელს, ნარკოტიკებითა და ჰალუცინოგენებით მოწამვლის გამო, სამედიცინო დაწესებულებაში 192 პაციენტი მოთავსდა.
უფრო კონკრეტულად, ნარკოტიკებითა და ჰალუცინოგენებით მოწამვლის 192 შემთხვევიდან 149 თბილისში დაფიქსირდა.
რეგიონების მიხედვით სტატისტიკა კი შემდეგნაირად გამოიყურება:
საქართველოში ღეროვანი უჯრედების დონორთა ბანკი იქმნება
საქართველოში ღეროვანი უჯრედების დონორთა ბანკი იქმნება. „თბილისის მერიის „ტრანსპლანტაციის პროგრამის“ ფარგლებში ძვლის ტვინის გადანერგვის კომპონენტს კიდევ ერთი კვლევის დაფინანსება დაემატება, რაც საქართველოში ღეროვანი უჯრედების დონორთა რეესტრი შექმნას შესაძლებელს გახდის“, – განაცხადა თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ზურაბ ჩიკვილაძემ, საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე.
მისი თქმით, საქართველოში ღეროვანი უჯრედების დონორთა ბანკის შექმნა ძვლის ტვინის დონორთა მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით და მათი მხარდაჭერით ხორციელდება.
ზურაბ ჩიკვილაძის განცხადებით, მოხალისეებს ძვლის ტვინის ადამიანური ლეიკოციტის ანტიგენის განსაზღვრისა და სხვა კვლევები ჩაუტარდებათ, რასაც მუნიციპალიტეტი დააფინანსებს.
„მომავალში ასეთი რეესტრის არსებობა პაციენტებს საშუალებას მისცემს ონკოლოგიური და ონკო-ჰემატოლოგიური დაავადებების მართვის ყველა სამედიცინო მომსახურება ქვეყნიდან გაუსვლელად მიიღონ. ასევე, თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით სრულად ფინანსდება ძვლის ტვინის (ღეროვანი უჯრედების) ტრანსპლანტაციის წინა ყველა კვლევა, მაღალდოზირებული ქიმიოთერაპია და ტრანსპლანტაცია (აუტოლოგიური ტრანსპლანტაცია, ალოგენური ტრანსპლანტაცია, ჰაპლიოიდენტური ტრანსპლანტაცია), მათ შორის, პოსტტრანსპლანტაციური პერიოდის მართვა და ღვიძლის ტრანსპლანტაცია.
ჩვენ მუდამ მზად ვართ, ვიზრუნოთ ჩვენს ხალხზე მისი საჭიროებებიდან გამომდინარე“, – განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.
პაკისტანში მაიმუნის ყვავილის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
Mpox ვირუსი, რომელიც მაიმუნის ყვავილის სახელითაა ცნობილი, პაკისტანშიც გამოჩნდა. პაკისტანში Mpox ვირუსის (მაიმუნის ყვავილის) პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. წერს Reuters-ი.
პაკისტანის ჯანდაცვის სამინისტრომ დაადასტურა ვირუსის, მინიმუმ, 1 შემთხვევა, რომელიც მოგზაურობიდან დაბრუნებულ პაციენტში გამოვლინდა. ამ ეტაპზე, ვირუსის შტამი დაუდგენელია.
მაიმუნის ყვავილის ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შეშფოთება იზრდება, რადგან სხვადასხვა ქვეყანაში ახალი შემთხვევები ფიქსირდება.
Mpox ვირუსის ახალმა შტამმა გლობალური შეშფოთება გამოიწვია იმ ფონზე, რომ ვირუსის ეს ფორმა ბევრად სწრაფად და მარტივად გადადის მჭიდრო, ინტენსიური კონტაქტის დროს. ვირუსი, ძირითადად, აფრიკის კონტინენტზე, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაშია გავრცელებული, თუმცა ახალი შტამის პირველი შემთხვევა გუშინ შვედეთშიც დაფიქსირდა.
მაიმუნის ყვავილის ახალი შემთხვევები რამდენიმე ქვეყანაში დაფიქსირდა – უკიდურესად გადამდები დაავადება
მაიმუნის ყვავილის გავრცელება: ახალი შემთხვევები რამდენიმე ქვეყანაში დაფიქსირდა – უკიდურესად გადამდები დაავადება მაიმუნის ყვავილი
ცინგა მწვავე დაავადება, რომელსაც ახასიათებს ორგანიზმში С ვიტამინის უკმარისობა ან საერთოდ არყოფნა
ცინგა (სურავანდი) – მწვავე დაავადება, რომელსაც ახასიათებს ორგანიზმში С ვიტამინის უკმარისობა ან საერთოდ არყოფნა.
ცინგა (სურავანდი) არის სერიოზული დაავადება, რომელიც გამოწვეულია C ვიტამინის ნაკლებობით. თუმცა, სწორი დიეტა და ვიტამინის დანამატების რეგულარული მიღება შეიძლება ეფექტური იყოს მკურნალობაში და მის თავიდან აცილებაში. თუ გაქვთ ცინგის სიმპტომები, კონსულტაციები ჯანდაცვის პროფესიონალთან მნიშვნელოვანია.
ცინგა, ასევე ცნობილი როგორც სურავანდი, მწვავე დაავადებაა, რომელიც გამოწვეულია ორგანიზმში C ვიტამინის (ასკორბინის მჟავას) უკმარისობით ან სრულიად არყოფნით. ამ სტატიის მიზანია, მოგაწოდოთ დეტალური ინფორმაცია ცინგის შესახებ, მისი სიმპტომებისა და მკურნალობის მეთოდების შესახებ, რათა დაგეხმაროთ ამ დაავადების თავიდან აცილებაში ან მკურნალობის პროცესში.
დაიმახსოვრეთ: C ვიტამინის რეგულარული მიღება და ჯანსაღი ცხოვრების წესი არის საუკეთესო გზა ცინგის თავიდან ასაცილებლად.
მიზეზები
კვების რეჟიმის დარღვევა.
სიმპტომები
· ჰემორაგიული გამონაყარი;
· ღრძილებიდან სისხლდენა;
· კბილების მორყევა;
· სახსრების და კიდურების ტკივილი;
· პირიდან და ცხვირიდან ხშირი სისხლდენა;
· საერთო სისუსტე;
· სწრაფი დაღლა;
· იმუნიტეტის დაქვეითება;
· ძლიერი შეშუპება.
გვიან სტადიაზე აღინიშნება:
· ძვლების მოტეხილობა;
· კალაში სისხლის ნარევი;
· მწვავე ტკივილი მუცლის არეში;
· განგრენოზული გინგივიტი;
· შინაგან ორგანოებში სისხლის ჩაქცევა.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს იმუნოლოგი, რისთვისაც საჭიროა:
· პაციენტის ჩივილების ანალიზი და ანამნეზის შეგროვება;
· სისხლის და შარდის საერთო ანალიზი.
მკურნალობა
· С ვიტამინის მაღალი დოზით შემცველი პრეპარატების მიღება;
· დიეტის დაცვა.
დიეტა
მკურნალობის დროს ინიშნება დიეტა, რომელიც მოიცავს ცოცხალი ხილის და ბოსტნეულის მიღებას.
საშიშროება
დაავადების მკურნალობის არარსებობამ შეიძლება გამოიწვიოს:
· სეფსისი;
· ძლიერი სისხლდენა;
· პოლიორგანული უკმარისობა;
· ჰიპოვიტამინოზი.
რისკის ჯგუფი
· მოსახლეობის ასოციალური ფენა;
· ხანგრძლივი ექსპედიციების მონაწილეები;
· პატიმრები;
· სამხედრო მოსამსახურეები.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· რაციონალური და სტაბილური კვება;
· С ვიტამინის შემცველი პრეპრატების მიღება.
ძმრის გავლენა დეპრესიაზე – კვლევის შედეგები
ძმრის გავლენა დეპრესიაზე: კვლევის შედეგები და მომავალი პერსპექტივები
ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ ძმრის ყოველდღიური გამოყენება შეიძლება დეპრესიის სიმპტომების გაუმჯობესების ეფექტური საშუალება იყოს. არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ძმარიხელს უწყობს ნიკოტინამიდის (ვიტამინ B3-ის ფორმა) დონის ზრდას, რაც შესაძლოა დეპრესიის სიმპტომები გააუმჯობესოს.
კვლევის მონაწილეებში, რომლებიც ყოველდღიურად იღებდნენ თხევად ძმარს, შეინიშნა ნიკოტინამიდის (ვიტამინ B3-ის ფორმა) დონის მნიშვნელოვანი ზრდა. წინა კვლევებით, ეს საკვები ნივთიერება ანთების საწინააღმდეგო ეფექტებთანაც დააკავშირეს.
ძმრის ყოველდღიური გამოყენების ეფექტები:
კვლევაში მონაწილეობდა 28 ჭარბწონიანი, მაგრამ სხვა მხრივ ჯანმრთელი ზრდასრული ადამიანი, რომლებიც ორ ჯგუფად გაყვეს. ერთი ჯგუფი ყოველდღიურად იღებდა ორ სუფრის კოვზ წითელი ღვინის ძმარს, ხოლო მეორე ჯგუფი დღეში ერთ ტაბლეტს, რომელიც მცირე რაოდენობით ძმარს შეიცავდა.
კვლევის შედეგები:
ოთხკვირიანი ექსპერიმენტის განმავლობაში, მონაწილეები პასუხობდნენ სტანდარტული მენტალური ჯანმრთელობის ორ კითხვარს: Center for Epidemiologic Studies Depression (CES-D) სკალის და Patient Health Questionnaire (PHQ-9). შედეგებმა აჩვენა, რომ ძმრის მომხმარებელ ჯგუფში დეპრესიული სიმპტომები 42%-ით შემცირდა, ხოლო საკონტროლო ჯგუფში, რომელიც აბებს იღებდა, შემცირება მხოლოდ 18% იყო.
თუმცა, კვლევას თან ახლდა გარკვეული შეზღუდვებიც: ნიმუშის ზომა პატარა იყო, პაციენტებს თავიდანვე დეპრესიის დაბალი დონე ჰქონდათ და მეორეულ ანალიზში, რომელშიც საბაზისო მოხსენების ქულები დააკორექტირეს, PHQ-9 სიმპტომების გაუმჯობესება მნიშვნელოვანი არ იყო. მაგრამ ბარონგის და მისი ჯგუფის აღნიშნავს, რომ მათ მიერ მიღებული შედეგები დეტალურად შესასწავლად ნამდვილად ღირს.
ძმრის სამკურნალო პოტენციალი:
მეცნიერები მიიჩნევენ, რომ დეპრესიული აშლილობები მთელ მსოფლიოში მენტალური ჯანმრთელობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ანტიდეპრესანტების გამოყენებას ხშირად თან ახლავს სერიოზული გვერდითი მოვლენები და მათი ეფექტურობა სხვადასხვა ადამიანებში განსხვავებულია. ამიტომ საჭიროა მარტივი და ეფექტური ალტერნატიული თერაპიები.
მომავალი კვლევები:
კვლევები გრძელდება, რათა უფრო დეტალურად გაირკვეს, როგორ მოქმედებს ძმარი დეპრესიაზე და აღმოაჩინონ სხვა ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ დეპრესიის განვითარებაზე, როგორიცაა ძილის ხარისხი და სხეულის ტემპერატურა.
დასკვნა:
ძმრის რეგულარული გამოყენება შესაძლოა იყოს პრიმიტიული, მაგრამ ეფექტური გზა დეპრესიის სიმპტომების შესამცირებლად. მეცნიერები მუშაობენ იმისთვის, რომ უფრო მეტი მტკიცებულება და მონაცემები მოიძიონ ძმრის სამკურნალო როლის შესახებ, რაც შესაძლოა გახდეს ახალი შესაძლებლობა დეპრესიის მკურნალობაში.
მომავალი კვლევები და ფართო ნიმუშები გვაძლევენ უკეთეს წარმოდგენას ძმრის ეფექტიანობაზე დეპრესიასთან ბრძოლაში. დღევანდელი შედეგები, მიუხედავად შეზღუდვებისა, უჩვენებს ძმრის პოტენციალს როგორც დამატებითი სამკურნალო საშუალების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კანდიდატს.
კვლევები გრძელდება, რათა უკეთესად დადგინდეს, რა არის დეპრესია და გამოვლინდეს ყველა ის ფაქტორი, რომელსაც მასში შეიძლება შეჰქონდეს წვლილი — ძილის ხარისხიდან დაწყებული, სხეულის ტემპერატურით დამთავრებული.
აშკარა კი ისაა, რომ დეპრესია დიდად განსხვავდება ადამიანებს შორის და სწორედ ამიტომ შეიძლება იყოს ძლიერ გამოსადეგი ფართო სპექტრის სამკურნალო საშუალებები.
„ამ მიმართულებით კვლევას აუცილებლად გავაგრძელებთ. მექანიზმებზე ფოკუსირება და პაციენტთა დიდი ნიმუში უფრო მეტ მტკიცებულებას მოგვცემს ამ ყველაფერში ძმრის როლის შესახებ“, — წერენ მკვლევრები.
კვლევა Nutrients-ში გამოქვეყნდა
საწყის სტადიაზე პროსტატის კიბო 100%-ით განკურნებადია!
საწყის სტადიაზე პროსტატის კიბო 100%-ით განკურნებადია!
თუ ეძებთ ინფორმაციას, თუ როგორ უნდა გაუმკლავდეთ პროსტატის კიბოს საწყის სტადიაზე, ჩვენ გაწვდით სასიამოვნო ინფორმაციას: საწყის სტადიაზე პროსტატის კიბო 100%-ით განკურნებადია!
პროსტატის კიბოს მართვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა საქართველოს მოქალაქე 50-70 წლის ასაკის მამაკაცებისთვის უფასოდაა შესაძლებელი.
უკიდურესად გადამდები დაავადება მაიმუნის ყვავილი – რა სიმპტომები ახასიათებს ვირუსს, რომელსაც 500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
უკიდურესად გადამდები დაავადება მაიმუნის ყვავილი – რა სიმპტომები ახასიათებს ვირუსს, რომელსაც კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
მაიმუნის ყვავილის გავრცელების გამო 13 აგვისტოს აფრიკაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. მისი გავრცელების რისკის გამო ჯანმომ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
მაიმუნის ყვავილის მორიგი აფეთქება, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციად გამოაცხადა. სიცოცხლისთვის საშიში ეპიდემიის ახალი ეპიცენტრი ამჯერად კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკაა, სადაც მაიმუნის ყვავილმა 500-ზე მეტი ადამიანი უკვე იმსხვერპლა. შვედეთში მაიმუნის ყვავილის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ვირუსული დაავადება გავრცელდა ცენტრალურ და აღმოსავლეთ აფრიკაში. არსებობს საშიშროება, რომ ის სხვა კონტინენტებსაც მოიცავს. მაიმუნის ყვავილი უკიდურესად გადამდები ვირუსული დაავადებაა, რომელიც ადამიანიდან ადამიანზე ჰაერ-წვეთოვანი გზით, ასევე, მჭიდრო კონტაქტით გადადის. მაიმუნის ყვავილს ახასიათებს წყლულოვანი გამონაყარი, ციებ-ცხელება, კუნთებისა და თავის ტკივილი.
ცხელება, თავის ტკივილი, ლიმფური ჯირკვლების შეშუპება, გამონაყარი სახესა და სხეულზე, ზურგისა და კუნთების ტკივილი – ეს სიმპტომები გახდა მსოფლიოში ახალი განგაშის საფუძველი. მაიმუნის ყვავილის გავრცელების გამო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჯანდაცვის სფეროში გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
გადაწყვეტილება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მას შემდეგ მიიღო, რაც აფრიკაში მაიმუნის ყვავილი სწრაფად გავრცელდა. ინფექციას, რომელიც ახლო კონტაქტით გადადის, გრიპის მსგავსი სიმპტომები და ჩირქოვანი გამონაყარი ახასიათებს.
განსაკუთრებით რთული ვითარებაა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, სადაც მაიმუნის ჩუტყვავილას ახალი შტამის 17 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსს ქვეყანაში 517 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
კონგოს გარდა, ინფექციური დაავადება უკვე გავრცელდა ბურუნდიში, კენიაში, რუანდასა და უგანდაში. სწორედ შემთხვევების სხვა კონტინენტებზე გავრცელების პრევენციის მიზნით გადაწყვიტა ჯანმომ განგაშის უმაღლესი დონის გამოცხადება. ინფექციონისტები “კურიერთან” საუბარში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე, ვირუსის საქართველოში გავრცელების საშიშროება და განგაშის საფუძველი არ არსებობს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მაიმუნის ყვავილის გავრცელების გამო ჯანდაცვის სფეროში გლობალური საგანგებო მდგომარეობა ბოლო ორ წელიწადში მეორედ გამოაცხადა.
„მაიმუნის ყვავილის გავრცელება საგანგაშოა!“, – ინფორმაციას ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ავრცელებს.










