12 რჩევა თქვენი ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის
პრემენსტრუალური აშლილობები ქალებში სუიციდის რისკს ზრდის
მენსტრუალურ ციკლს ყოველთვის გარკვეული დისკომფორტი ახლავს თან, მაგრამ ქალების 5-8%-ში საქმე ბევრად სერიოზულადაა, რადგან მათ საშუალო სიმძიმის ან მწვავე სიმპტომებთან გამკლავება უწევთ. ეს ეხება როგორც ფიზიკურ, ისე მენტალურ მდგომარეობას.
მსგავსი პრემენსტრუალური აშლილობები მსოფლიოში მილიონობით ქალს აღენიშნება, მაგრამ ხანგრძლივ პერსპექტივაში ამის გავლენა ღრმად შესწავლილი არაა. შვედეთში ჩატარებული ახალი კვლევისფარგლებში მეცნიერები სწორედ აღნიშნულ საკითხზე კონცენტრირდნენ და ეს პრობლემა სუიციდის გაორმაგებულ რისკთან დააკავშირეს.
ასევე, ასკვნიან, რომ პრემენსტრუალური აშლილობების გამო ქალები, ზოგადად, ნაადრევი სიკვდილის გაზრდილი რისკის წინაშე არ დგანან. ამის მიუხედავად, როდესაც საქმე ახალგაზრდების თვითმკვლელობას ეხება, ამ ინდივიდებში რისკი მატულობს მათთან შედარებით, ვისაც მწვავე სიმპტომები არ აქვს.
ქალებს მენსტრუაცია სიცოცხლის განმავლობაში საშუალოდ 480-ჯერ აქვთ, 23-28-დღიანი ინტერვალით. პრემენსტრუალური პერიოდი ციკლამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე იწყება და მისი ხანგრძლივობის მეოთხედზე ვრცელდება, რაც პრემენსტრუალური სიმპტომების განსაცდელად საკმაოდ დიდი დროა.
ყველაზე მწვავედ ეს პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობისას გამოიხატება, რომელსაც მძიმე დეპრესია, შფოთვა, ბრაზი და ხასიათის მკვეთრი ცვლილება ახასიათებს. მსგავს მდგომარეობასა და სუიციდურ ქცევას შორის კავშირი აქამდეც იყო შესწავლილი, მაგრამ სპეციალისტებს მეტის გაგება სურდათ.
მათ 2001 წლის იანვრიდან 2018 წლის დეკემბრამდე სიკვდილიანობა და ამის მიზეზები გაანალიზეს 67 748 ქალში, რომლებსაც პრემენსტრუალური აშლილობის დიაგნოზი ჰქონდათ დასმული. ასევე, თითოეულის მონაცემები შემთხვევითობის პრინციპით არჩეულ, ამ პრობლემის არმქონე, 5 ქალისას შეადარეს. პირველ ჯგუფში სიკვდილის 367 შემთხვევა დაფიქსირდა (ყოველ 10 000-ზე 8.4), მეორეში კი 1 958 (ყოველ 10 000-ზე 9.1).
სწორედ აქედან დაასკვნეს, რომ პრემენსტრუალური აშლილობების მქონე ინდივიდებში ბუნებრივი სიკვდილის რისკი გაზრდილი არ იყო, მაგრამ არაბუნებრივისა მატულობდა, განსაკუთრებით სუიციდის შემთხვევაში. კერძოდ, მათში თვითმკვლელობის მაჩვენებელი ყოველ 10 000 ადამიანზე 2.3 იყო, ხოლო მეორე ჯგუფში — 1.06.
საინტერესოა, რომ პრემენსტრუალური აშლილობით მცხოვრებ ქალებში გულსისხლძარღვთა პრობლემებით გამოწვეული სიკვდილიანობის მცირე მაჩვენებელი დაფიქსირდა. შესაძლოა, ამის მიზეზი მათი მდგომარეობის გამო ექიმთან ხშირი კონსულტაცია ან სპეციფიკური ანტიდეპრესანტები იყოს, რომლებიც გულსისხლძარღვთა სისტემაზე დადებითად მოქმედებს.
ჯერჯერობით უცნობია, რა კონკრეტული კავშირი არსებობს ამ აშლილობებსა და სუიციდის რისკს შორის. ამის შესახებ მეტის გასაგებად დამატებითი კვლევებია საჭირო. რაც შეეხება ახალ ნაშრომს, ის გამოცემაში AMA Network Open გამოქვეყნდა.
რა ვირუსულ ინფექციებს უნდა ვერიდოთ წელიწადის ამ დროს?
გაზაფხულზე ჰაერის ტემპერატურა არასტაბილურია, რაც ადამიანის იმუნურ სისტემაზე მოქმედებს და მკვეთრად ზრდის სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციების განვითარების რისკს. სტატისტიკურად ამ პერიოდში ყველაზე გავრცელებული ვირუსი გრიპია. წელს ხშირი იყო რინოვირუსის, პარაგრიპის, როტავირუსისა და კორონავირუსის შემთხვევებიც.
რა სიმპტომებს უნდა მივაქციოთ ყურადღება? როგორია ვირუსული ინფექციების მკურნალობა და როგორ შეიძლება შევამციროთ მათი განვითარების რისკი? – ამ კითხვებით თოდუას კლინიკის თერაპევტს, ანა ნიკოლაშვილს მივმართეთ.
რა სიმპტომებით ვლინდება სასუნთქი გზების ინფექციები?
ჩვეულებრივ, სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციების პირველი ნიშნები დაავადებულთან კონტაქტიდან მე-2-3 დღეს ვლინდება შემდეგი სიმპტომებით: ზოგადი სისუსტე, ცხვირით სუნთქვის გაძნელება, სურდო, ყელის ტკივილი, შემაწუხებელი ხველა. ხშირ შემთხვევაში, ამ ნიშნებს თან ერთვის ტემპერატურული რეაქცია.
რომელი დაავადებები მიმდინარეობს ყველაზე მძიმედ?
ვირუსული ინფექციებიდან ყველაზე მძიმე მიმდინარეობით ხასიათდება გრიპი, რომლის დროსაც გვხვდება მკვეთრად გამოხატული ზოგადი საერთო სისუსტე, შემცივნება, თავის, სახსრებისა და კუნთების ტკივილი, ჰექტიური ცხელება. განსაკუთრებულად შემაწუხებელი სიმპტომებით ხასიათდება როტავირუსიც, რომლის დროსაც შესაძლოა გამოვლინდეს ზედა სასუნთქი გზების სიმპტომები, თუმცა წამყვანი ამ დროს ზოგადი ინტოქსიკაცია, ღებინება, წყლიანი დიარეა, მუცლის ტკივილი და სხეულის ტემპერატურის მატებაა.
ვირუსული ინფექციები განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობს ადრეული ასაკის ბავშვებში, ქრონიკული დაავადებების მქონე და ხანდაზმულ პირებში.
როდის უნდა მივმართოთ ექიმს და როგორ უნდა ვუმკურნალოთ ვირუსულ ინფექციებს?
სპეციალისტთან ვიზიტი სასურველია მაშინ, თუ პაციენტს აღენიშნება გახანგრძლივებული ცხელება, მაღალი ტემპერატურა, რომელიც არ ემორჩილება სიცხის დამწევ საშუალებებს, არაბუნებრივი ძილიანობა, გაძნელებული სუნთქვა, შეტევითი ხასიათის ხველა, შემცირებული შარდის გამოყოფა.
რაც შეეხება მკურნალობას, ვირუსული ინფექციების დროს ყველაზე ხშირად მივმართავთ სიმპტომურ მკურნალობას ანუ ინიშნება მედიკამენტები ისეთი სიმპტომების საწინააღმდეგოდ, როგორებიცაა მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილი, შემაწუხებელი ხველა, ცხვირის დაგუბება და ა.შ. მნიშვნელოვანია, პაციენტმა მიიღოს ბევრი სითხე დღის განმავლობაში და იმ ოთახში, სადაც ის იმყოფება, შენარჩუნებული იყოს ჰაერის ტენიანობა.
რა ზომები უნდა მივიღოთ ვირუსული ინფექციების გავრცელების თავიდან ასაცილებლად?
იმისათვის, რომ შევამციროთ ვირუსული ინფექციების გავრცელება, აუცილებელია პირადი ჰიგიენის დაცვა, ანუ ხელების საპნითა და წყლით ხშირი დაბანა. ინფიცირებისა და დაავადების სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, უნდა დავრჩეთ სახლში. ასევე, ხველის ან ცემინების დროს პირზე ან ცხვირზე უნდა მივიფაროთ ერთჯერადი ცხვირსახოცი.
ერიდეთ საკვების მიღებას სწრაფი კვების ობიექტებში. სახლში საკვების მომზადების დროს კი დაიბანეთ ხელები მომზადებამდე და მომზადების შემდეგ, განსაკუთრებით მაშინ, თუ უმ პროდუქტთან გაქვთ შეხება. ეცადეთ გამოიყენოთ სხვადასხვა დაფა და დანა უმი და მზა პროდუქტებისთვის. კარგად და ყურადღებით გარეცხეთ მწვანილი, ხილი და ბოსტნეული.
„ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების განხორციელებისათვის გამოიყო 26 492 433 ლარი“
„ონკოლოგიის დაფინანსებაზე 2012 წლის განმავლობაში, დანახარჯი შეადგენდა სულ 13 მილიონს ლარს, 2024 წელს დაგეგმილი ხარჯის ოდენობა შეადგენს 229 მილიონ ლარს“
პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში, ჯანდაცვის პროგრამებზე საუბრისას, მიხეილ სარჯველაძემ ონკოლოგიის მზარდ დაფინანსებაზე ისაუბრა. მინისტრის თქმით, როგორც სხვა პროგრამების, ისე ონკოლოგიის დაფინანსება, ყოველწლიურად, მკვეთრად იზრდება და უფრო მეტ სერვისებსა და ბენეფიციარს მოიცავს.
„ონკოლოგიის დაფინანსებაზე, 2012 წლის განმავლობაში, დანახარჯი შეადგენდა სულ 13 მილიონს ლარს. ახლა გეტყვით დინამიკას, მაგალითად უკანასკნელი სამი წლის მანძილზე, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ქიმიო, ჰორმონო და სხივურ თერაპიაზე, მედიკამენტების ჩათვლით:
• 2019 წელს – 36 მლნ ლარი
• 2020 წელს – 39 მლნ ლარი
• 2021 წელს – 123 მლნ ლარი
• 2022 წელს – 143 მლნ ლარი
• 2023 წელს – 174 მლნ ლარი
წელს დაგეგმილი ხარჯის ოდენობა შეადგენს 229 მლნ ლარს. გარდა ამისა, ონკოლოგიური პაციენტების საჭიროებების დაფარვა ხდება რეფერალური დახმარების პროგრამის ფარგლებშიც“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
მისივე თქმით, სახელმწიფო არ აპირებს მიღწეულით დაკმაყოფილებას და პროგრამა კვლავაც გააგრძელებს ზრდასა და განვითარებას.
ჯანდაცვის მინისტრი, პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში, წარსდგა. საკანონმდებლო ორგანოში, მიხეილ სარჯველაძემ, დეპუტატებს, სამინისტროს მიერ განხორციელებული საქმიანობის, მიღწევების, გამოწვევების და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
„ადრეული დიაგნოსტიკა აუცილებლად იქნება ერთ-ერთი საკვანძო მიმართულება,რაზედაც სახელმწიფო მომდევნო პერიოდში აუცილებლად გაამახვილებს ყურადღებას“
ადრეული დიაგნოსტიკა აუცილებლად იქნება ერთ-ერთი საკვანძო და ცენტრალური მიმართულება,რაზედაც მომდევნო პერიოდში სახელმწიფო გაამახვილებს ყურადღებას, – აღნიშნულის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ, პარლამენტში, “მინისტრის საათის“ ფორმატში,სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„გვაქვს ე.წ. სკრინინგის შედარებით დაბალი მაჩვენებელი საშუალო ევროპულ მაჩვენებელთან შედარებით, მიუხედავად ბოლო წლების განმავლობაში დაფიქსირებული დადებითი დინამიკისა. ეს მიმართულება აუცილებლად იქნება ერთ-ერთი საკვანძო და ცენტრალური მიმართულება, რაზედაც მომდევნო პერიოდში სახელმწიფო გაამახვილებს ყურადღებას, რადგან ადრეული დიაგნოსტიკა განსაკუთრებით ონკოლოგიაში არის ის, რაც რეალურს ხდის გამოთქმას – კიბო განაჩენი არ არის“,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
„ადრეული დიაგნოსტიკა აუცილებლად იქნება ერთ-ერთი საკვანძო მიმართულება,რაზედაც სახელმწიფო მომდევნო პერიოდში აუცილებლად გაამახვილებს ყურადღებას“
ადრეული დიაგნოსტიკა აუცილებლად იქნება ერთ-ერთი საკვანძო და ცენტრალური მიმართულება,რაზედაც მომდევნო პერიოდში სახელმწიფო გაამახვილებს ყურადღებას, – აღნიშნულის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ, პარლამენტში, “მინისტრის საათის“ ფორმატში,სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„გვაქვს ე.წ. სკრინინგის შედარებით დაბალი მაჩვენებელი საშუალო ევროპულ მაჩვენებელთან შედარებით, მიუხედავად ბოლო წლების განმავლობაში დაფიქსირებული დადებითი დინამიკისა. ეს მიმართულება აუცილებლად იქნება ერთ-ერთი საკვანძო და ცენტრალური მიმართულება, რაზედაც მომდევნო პერიოდში სახელმწიფო გაამახვილებს ყურადღებას, რადგან ადრეული დიაგნოსტიკა განსაკუთრებით ონკოლოგიაში არის ის, რაც რეალურს ხდის გამოთქმას – კიბო განაჩენი არ არის“,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
„საქართველოს აქვს ვეებერთელა პოტენციალი, რისი ძირითადი ბირთვიც გახლავთ ძალიან მაღალი დონის სამედიცინო პერსონალი“
საქართველოს აქვს ვეებერთელა პოტენციალი, რისი ძირითადი ბირთვიც გახლავთ ძალიან მაღალი დონის სამედიცინო პერსონალი,-აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში განაცხადა.
უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, მიუხედავად საქართველოში მკურნალობის შესაძლებლობების თვალსაზრისით არსებული სირთულეებისა, საქართველოს ამ მიმართულებით დიდი პოტენციალი გააჩნია.
„ქართველი ექიმები არიან ის ხალხი, რომელიც საკუთარი კვალიფიკაციით ტოლს არ დაუდებენ არც ერთი ქვეყნის კოლეგებს. საქართველო მართლაც გამორჩეული ქვეყანაა მათ შორის მედიცინის სფეროში უმაღლესი აკადემიური ტრადიციებით და მე მინდა ამ მაღალი ტრიბუნიდან ქედი მოვიხარო უდიდესი ქართველი მედიკოსების წინაშე და დავადასტურო ჩემი დიდი პატივისცემა მათ მიმართ.
სამწუხაროდ, მომიწევს იმის აღნიშვნაც, რომ დღეს, რბილად რომ ვთქვათ, ყველა ექიმის მიმართ თანაბარი პატივისცემით ვერ ვიქნებით განმსჭვალული და ექიმთა ერთი მცირე ნაწილის არაკვალიფიციურობას ან არაკეთილსინდისიერებას აქვს მთლიანად სექტორის რეპუტაციული დაზიანების ძალზედ დიდი ნეგატიური რესურსი. ასობით ექიმის წარმატებული მკურნალობის წარმატებული ისტორია შეიძლება ჩრდილში მოექცეს ერთის კვალიფიკაციის დეფიციტის გამო, რაც დასანანია.
ამავე მიმართულებით ჩვენ გვაქვს დაწყებული მუშაობა, რომ აღნიშნული გამოწვევები იქნეს დაძლეული, რისთვისაც აუცილებელი იქნება უმაღლესი სამედიცინო განათლების ხარისხის გაუმჯობესება და მასთან ერთად ზრუნვა უწყვეტი დიპლომისშემდგომი განათლების გაღრმავების მიმართულებით“.-განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
„აბსოლუტური ამორალურობაა, ცალკეული ადამიანების მხრიდან, ისტერიკის და პანიკის დათესვის მცდელობა, რომ ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს შეუქმნან პანიკური მდგომარეობა“
აბსოლუტური ამორალურობაა, ცალკეული ადამიანების მხრიდან, ისტერიკის და პანიკის დათესვის მცდელობა, რომ ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს შეუქმნან პანიკური მდგომარეობა, თითქოს მათი შვილებისთვის მკურნალობა აღარ იქნება ხელმისაწვდომი. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ეს არის უტიფარი ტყუილი, – აღნიშნულის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში, დეპუტატების კითხვებზე საუბრისას განაცხადა.
მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ მსგავსი დეზინფორმაციის გამავრცელებელი პირები საკუთარ, ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს უფრო წინ აყენებენ, ვიდრე რეალობასა და პატარა პაციენტების ინტერესებს.
„ყველა ვინც ეუბნება, თითოეული ონკოლოგიური პაციენტი ბავშვის მშობელს ამას, არის დღეს პოლიტიკური მაროდიორი. ის არის ადამიანი, რომელიც ყველაფერს კადრულობს, ადამიანების შეცდომაში შესაყვანად და პოლიტიკური დივიდენდების დასაწერად. ეს არ არის, სხვა სფერო სადაც შეიძლება მოკრძალებული პასუხი გასცე. ეს არის სფერო, სადაც აბსოლუტურად გადაჭრით უნდა თქვა, რომ არცერთ ონკოლოგიურ პაციენტ ბავშვს ასეთი პრობლემა არ შეექმნება. ამის სადარაჯოზე, სახელმწიფო, გამართული იდგება რა თქმა უნდა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
„ბავშვთა და შშმ პირთა უფლებებზე განსაკუთრებული ზრუნვა სახელმწიფოს უმთავრესი პრიორიტეტია“-მიხეილ სარჯველაძე
ბავშვთა და შშმ პირთა უფლებებზე განსაკუთრებული ზრუნვა სახელმწიფოს უმთავრესი პრიორიტეტია, – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„შშმ პირთა უფლებებზე მუშაობა გაგრძელდება იმ საუკეთესო სტანდარტების გამოყენებით,რაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ საქართველოს ახალმა კანონმა დაადგინა.
მთავარ სამომავლო გეგმად უნდა გამოვყოთ მუშაობის აქტიურად გაგრძელება ე.წ. ბიო-ფსიქო-სოციალურ მოდელზე გადასვლასთან დაკავშირებით მოსამზადებლად. ამ მიმართულებით ასევე პრიორიტეტი იქნება სერვისების ხარისხი და იმ დეფიციტების აღმოფხვრა, რაც დაკავშირებულია შშმ პირთა დასაქმებასთან“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.








