შარდის შეუკავებლობა, ანუ შარდის ბუშტზე კონტროლის დაკარგვა შეიძლება ჯანმრთელობის რიგი პრობლემებით და ფიზიკური ცვლილებებით იყოს გამოწვეული, ისეთით, მაგალითად, როგორიცაა- მშობიარობა, კვების რეჟიმის შეცვლა, ინფექციები, პროსტატის პრობლემები, ნევროლოგიური დარღვევები, ონკოლოგიური დაავადებები და მენოპაუზა.
ცნობილია, რომ ზოგიერთმა მედიკამენტმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს ან გააუარესოს შარდის შეუკავებლობა სხვადასხვა გზით, როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში.
ეს მედიკამენტებია:
დიურეტიკები, როგორიცაა: ჰიდროქლოროთიაზიდი, ფუროსემიდი (ლაზიქსი), ბუმეტანიდი, ტრიამტერინი ჰიდროქლოროთიაზიდთან ერთად.
ეს მედიკამენტები აძლიერებენ თირკმლის მიერ შარდის გამომუშავებას; იწვევენ ხშირ შარდვას, ჰიპერაქტიური შარდის ბუშტის სინდრომს (როდესაც შარდის ბუშტი თვითნებურად იკუმშება, იმის მიუხედავად, სავსეა თუ არა შარდით) და შარდის შეუკავებლობის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ფორმას, სტრესულ შეუკავებლობას.
ამ ჯგუფის მედიკამენტები იწვევენ სედაციას და ძილიანობას, რაც შარდსადენის მოდუნებას იწვევს. შეიძლება გამოიწვიონ ხშირი შარდვა, შარდის სტრესული შეუკავებლობა, შარდვის სურვილისას შეშფოთების ნაკლებობა ან ტუალეტის გამოყენების სურვილის შემცირება.
ეს მედიკამენტებიც იწვევენ სედაციას ან ძილიანობას. შედეგად, შარდის ბუშტი დუნდება, რაც მასში დიდი რაოდენობით შარდის დარჩენას განაპირობებს. ამ მედიკამენტებთან ასევე დაკავშირებულია შარდვის სურვილისას შეშფოთების ნაკლებობა ან ტუალეტის გამოყენების სურვილის შემცირება, შარდვის დაწყების სირთულე, რთული შარდვა (როდესაც მუცლის კუნთების აქტიური გამოყენება ხდება შარდვისას), შარდის სუსტი ნაკადი, შარდვათა შორის შარდის წვეთვა, ურგენტული შეუკავებლობა, რომელიც შარდის ბუშტის მომატებული აქტიურობისას ვლინდება.
ანტი-ჰისტამინური მედიკამენტები, როგორიცაა: დიფენჰიდრამინი (ბენადრილი) და ქლორფენირამინი (ქლორ-ტრიმეტონი).
ეს მედიკამენტები ადუნებენ შარდის ბუშტს და იწვევენ მოშარდვის შემდეგ მასში დიდი რაოდენობით შარდის დარჩენას; იწვევენ შარდის შეუკავებლობას შარდის ბუშტის გადავსების გამო.
აღნიშნული მედიკამენტები იწვევენ შარდის ბუშტის ყელის კუნთების მოდუნებას და შარდის შეუკავებლობას ხველის, ცემინების, სიცილის, ვარჯიშის დროს.
ეს ინფორმაცია არ გახლავთ მოწოდება რომელიმე მედიკამენტის მიღების შეწყვეტაზე ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
ეს არის ზოგადი ინფორმაცია, რომელიც ემსახურება შარდის ბუშტის კონტროლზე გარკვეული მედიკამენტების პოტენციური ეფექტების შესახებ ინფორმირებულობას.
მნიშვნელოვანია იცოდეთ ამ პოტენციური გვერდითი ეფექტების შესახებ და გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან, თუ გაქვთ შარდის შეუკავებლობა. თუ ეჭვი გეპარებათ, რომ გარკვეული მედიკამენტი იწვევს ან აუარესებს შეუკავებლობას, ექიმს შეუძლია შეცვალოს დოზა, შეგიცვალოთ მედიკამენტი ან გირჩიოთ სხვა სახის მკურნალობის მეთოდი პრობლემის სამართავად.
არასოდეს შეწყვიტოთ გამოწერილი მედიკამენტების მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
წერს აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი, ქეთი შავლიაშვილი.
———
Urinary incontinence can be caused or worsened by certain medications. Here are some key points about medications that can affect bladder control:
Diuretics, commonly used for high blood pressure, increase urine production and can lead to frequent urination and urgency.
Alpha-blockers, also used for hypertension, can relax bladder muscles and cause leakage, especially in women.
Antidepressants may impair bladder contraction, worsening overflow incontinence symptoms.
Sedatives and sleeping pills can decrease awareness of the need to urinate, potentially causing nighttime incontinence.
Antihistamines can relax the bladder, leading to urinary retention and overflow incontinence.
Muscle relaxants may relax the urethra, contributing to stress incontinence.
Narcotics can cause sedation and bladder relaxation, leading to difficulty urinating and leakage.
If you suspect medications are causing or worsening incontinence, it’s crucial to discuss this with your doctor. They may be able to adjust dosages, switch to alternative medications, or recommend other treatments to manage the issue.
Never stop taking prescribed medications without consulting your healthcare provider first.
კითხვა: ბავშვებსაც შეზღუდული რაოდენობით მარილი უნდა მიეცეთ? პასუხი: დიახ. რადგანაც გემოვნებითი რეცეპტორების ფორმირება ხდებაბავშვობაში, საჭიროა, მარილის მოხმარება შეიზღუდოს ადრეული ასაკიდანვე.
კითხვა: რა რაოდენობით მარილი უნდა მივიღოთ ყოველდღიურად? პასუხი: თანამედროვე რეკომენდაციის მიხედვით დღიურ ნორმას შეადგენს 6 გრამი. ეს დაახლოებით 1 ჩაის კოვზია.
კითხვა: რომელი პროდუქტი შეიცავს მარილს დიდი რაოდენობით? პასუხი: მარილის ჭარბი შემცველობით ხასიათდება დაკონსერვებული და შებოლილი პროდუქტები. თუ გიჭირთ, საერთოდ უარი თქვათ ზოგიერთი მათგანის მიღებაზე, გახსოვდეთ, მათი მოხმარება აუცილებლად უნდა შეზღუდოთ.
კითხვა: როგორ უნდა შეფასდეს, პროდუქტებში მარილის შემცველობის დონე მაღალია თუ დაბალი? პასუხი: დაბალი შემცველობა: 0.3გრ მარილზე ნაკლები ან 0.1გრ Na 100 გრ პროდუქტზე;
საშუალო შემცველობა: 0.3-1.5 გრ მარილი ან 0.2-0.4გრ Na 100 გრ პროდუქტზე;
მაღალი შემცველობა: 1.5 გრ მარილზე მეტი ან 0.5გრ Na 100 გრ პროდუქტზე. კითხვა: რა განსხვავებაა მარილსა და Na-ს შორის? პასუხი: Na მარილის შემადგენელი ნაწილია.
კითხვა: როგორ უნდა შეფასდეს პროდუქტებში მარილის შემცველობა, თუ ეტიკეტზე მხოლოდ Na-ის რაოდენობა იქნება მითითებული პასუხი: ხშირად ეტიკეტი იძლევა ინფორმაციას როგორც Na-ის, ასევე მარილის შემცველობის შესახებ, მაგრამ თუ მხოლოდ Na-ის შემცველობაა მოცემული, იგი უნდა გაამრავლოთ 2.5-ზე და მიიღებთ მარილის რაოდენობას.
კითხვა: მიყვარს მარილიანი საკვები, რა ალტერნატივა შეიძლება გამოვიყენო? პასუხი: საკვების გემოვნებითი ღირებულების ასამაღლებლად შესაძლოა გამოყენებული იყოს ნაციონალური სანელებლები, ლიმონის წვენი, ძმარი, ჯინჯერი, ხახვი, ნიორი და სხვ.
საკვერცხის კიბო ყველაზე მომაკვდინებელ სიმსივნეებს შორისაა, რომელსაც 5-წლიანი გადარჩენის 51%-ზე ნაკლები მაჩვენებელი აქვს. პაციენტების დაახლოებით 70%-ში განსაკუთრებულად ანომალიური მავნე ქსოვილები გვხვდება, რომლებიც ზრდისა და გავრცელების რისკს შეიცავს. ამგვარ შემთხვევებში დიაგნოზის დროულად დასმა მნიშვნელოვანია, რადგან დაუყოვნებლივმა ქიმიოთერაპიამ და ქირურგიულმა ჩარევამ შესაძლოა, ონკოლოგიური დაავადების მქონე ადამიანებს სიცოცხლე გაუხანგრძლივოს. თუ ამ ტიპის სიმსივნის ლოკალიზება მოხერხდება, 5 ან მეტი წლით გადარჩენის შანსი დაახლოებით 93%-მდე იზრდება.
პრობლემა ისაა, რომ შემთხვევების უმეტესობაში საკვერცხის მაღალი რისკის შემცველი კიბო მხოლოდ გვიანდელ სტადიაზე ვლინდება, როცა ის სხვა ორგანოებზეცაა მოდებული (ამ დროს 5-წლიანი გადარჩენის შანსი 31%-დე შეიძლება ჩამოვიდეს). მიზეზი ადრეული სტადიების უსიმპტომობა და სიმსივნის მცირე ზომაა. ასევე, იმ ტრადიციული ტესტების ნაკლები მგრძნობელობა, რომლებიც მასთან დაკავშირებულ ცილებს აფიქსირებს.
არაა გამორიცხული, ახალმა კვლევამ ეს შეცვალოს.
სპეციალისტებმა აღმოაჩინეს ბიოლოგიური ინდიკატორი, რომელიც ადრეულ სტადიაზეც შესამჩნევია. მას ავტორებმა 466 პაციენტის სისხლის ნიმუშის შესწავლის შედეგად მიაკვლიეს. თითოეულ მათგანს ანალიზის აღებიდან 5 წლის განმავლობაში საკვერცხის კიბო აღმოაჩნდა.
მათ სისხლში, ჯანმრთელ ქალებთან შედარებით, T ლიმფოციტების რაოდენობა განსაკუთრებულად შეცვლილი იყო. ესაა იმუნური უჯრედები, რომლებიც სიმსივნურ ქსოვილებს ამოიცნობს და უტევს. შესაძლოა, ეს ინდიკატორი დიაგნოზამდე 2-4 წლით ადრე დაფიქსირდეს, რაც ნიშნავს, რომ იმუნური სისტემა დაავადებას ებრძვის.
ავტორები ამბობენ, რომ უკანასკნელი მიგნება ახალი ტესტის შექმნის იმედს იძლევა, რომელიც ზემოხსენებული უჯრედების მიმართ მგრძნობიარე იქნება.
“საკვერცხის კიბოს ადრეული დიაგნოსტირება შესაძლოა, მილიონობით ქალისთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი იყოს”, — ამბობენ მეცნიერები, რომელთა ნაშრომიც გამოცემაში Cell Reports Medicine გამოქვეყნდა.
ქ. ბათუმში 2024 წლის 20-23 ივნისს, პირველად საქართველოში ჩატარდა ევროპის ქირურგთა ასოციაციის 26 კონგრესი.
კონგრესში ევროპელ კოლეგებთან ერთად, მონაწილეობას იღებდნენ და მოხსენებებით წარდგნენ, კლინიკა ვივამედის და მის ბაზაზე არსებული ქირურგიული კათედრის თანამშრომლები.
კათედრის გამგე მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი ზურაბ ჩხაიძე.
მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია კლინიკისთვის, რათა მოხდეს მისი საუკეთესო ნაწილის, ახალგაზრდა თაობის ექიმების მეტი ჩართულობა სამეცნიერო- კვლევით საქმიანობაში და ეს რათქმაუნდა ხელს უწყობს კლინიკის საერთაშორისო ცნობადობის ამაღლებას.
მადლობა ქირურგთა ასოციაციებს და შემდგომი წარმატებები კლინიკა ვივამედს!
2024 წლის 25 ივნისს ,,წმინდა მიქაელის ჰოსპიტალში”/LLC ,,St Michael’s Hospital”/ „პაციენტთა საბჭოს“ პირველი სხდომა გაიმართა, სადაც კლინიკის წარმომადგენელმა ნინო ენდელაძემ და პაციენტთა საბჭომ განიხილეს პაციენტთა კმაყოფილების კვლევის შესახებ ინფორმაცია და გადაწყვიტეს, რომ საბჭოს შეხვედრა რეგულარულად – თვეში ერთხელ გაიმართება, რადგანაც ეს მნიშვნელოვანი იქნება კლინიკის განვითარებისთვის.
,,წმინდა მიქაელის ჰოსპიტალი“ საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესს გადის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მააკრედიტირებელი ორგანიზაციის – „აკრედიტაცია კანადის“ სტანდარტების მიხედვით.
აქედან გამომდინარე, აღნიშნული სამედიცინო დაწესებულება მოტივირებულია, გააუმჯობესოს საკუთარი მომსახურების ხარისხი. სწორედ ამ მიზნით, კლინიკის ინიციატივით, პაციენტები თვეში ერთხელ, რეგულარულად შეიკრიბებიან და ყველა იმ საკითხზე იმსჯელებენ, რაც პაციენტთა კვლევის შედეგად იქნება გამოკვეთილი.
პაციენტების ჩართულობა კლინიკების განვითარების პროცესში საქართველოს ისტორიაში სიახლეა და მიმართულია ჯანდაცვის ხარიხსის გაუმჯობესებისკენ.
ყველაფერ აღნიშნულის ინიციატორი გახლავთ ჯანდაცვის მსოფლიო ექპსერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე, რომელიც საქართელოში „აკრედიტაცია კანადის“ წარმომადგენელია.
,,წმინდა მიქაელის ჰოსპიტალში” შეკრებილმა პაციენტებმა გამოთქვეს კმაყოფილება არსებულ სიახლესთან დაკავშირებით. ისინი მოხარულები არიან, რომ ქართულ კლინიკებში და მათშორის, ,,წმინდა მიქაელის ჰოსპიტალში” კანადური სტანდარტი ინერგება. ,,წმინდა მიქაელის ჰოსპიტლის“ პაციენტთა საბჭოს წევრები არიან:
ცნობისთვის: “პაციენტთა საბჭო“ შეიქმნება ყველა იმ კლინიკაში, რომლებიც საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესს გადიან მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მააკრედიტირებელი ორგანიზაციის „აკრედიტაცია კანადის“ ჩართულობით. აღნიშნული ინიციატივა ეფუძნება დასავლურ სტანდარტებს და მოტივირებულია ჯანდაცვის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მისაღწევად.
რაც შეეხება პაციენტთა კმაყოფილების კვლევას, აღნიშნული გამოკითხვა უკვე ტარდება ყველა იმ კლინიკაში, რომელიც ასევე აკრედიტაციის პროცესს გადის „აკრედიტაცია კანადის“ სტანდარტების მიხედვით. გამოკითხვა შესაძლებელია QR კოდის დასკანერების საშუალებით, რომელიც განთავსებულია ყველა აღნიშნულ კლინიკაში და ასევე ვებპორტალზე – sheniekimi.ge.
გამოკითხვა მომზადებულია და ტარდება ,,საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის” მიერ საერთაშოროსო ,,აკრედიტაცია კანადის” (Accreditation Canada)-ის სტანდარტების მიხედვით, სამედიცინო დაწესებულების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.
კვლევის მიზანია, პაციენტის სამედიცინო მომსახურების გაწევის/მიღების პროცესის შესწავლა; არსებული სამედიცინო მომსახურების, საერთაშორისო ხარისხის სტანდარტების შესაბამისად გაუმჯობესება; საჭირო სტანდარტების დანერგვის აუცილებლობის და საჭიროების გამოვლენა; შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.
მკვლევარი: საერთაშორისო “აკრედიტაცია კანადის” წარმომადგენლი საქართველოში ექიმი პროფესორი, გიორგი ფხაკაძე.
აღსანიშნავია, რომ გამოკითხვა ანონიმურია და რესპონდენტის იდენტიფიცირება შეუძლებელია. კითხვარის შევსების დროს პირადი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები არ ივსება.
შევსებული ინფორმაცია კონფიდენციალურია და ორიენტირებულია მხოლოდ შედეგზე, რაც გულისხმობს სამედიცინო მომსახურების მიწოდების ხარისხის შესწავლას და გაუმჯობესებას.
ანონიმურობა დაცული იქნება კვლევის ყველა ეტაპზე.
აღნიშნული კვლევის შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, დაუკავშირდეთ:
,,საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის’’ პაციენტთა საბჭოების სამდივნოს ხელმძღვანელს: იოსებ დემეტრაშვილს.
საკონტაქტო: +995 555 423 845
info@accreditation.ge
მისამართი: საქართველო, თბილისი, ბეთლემის აღმართი 3, საფოსტო ინდექსი: 0105 www.sheniekimi.ge
,,წმინდა მიქაელის ჰოსპიტლის” პაციენტთა კვლევაში მონაწილეობის მისაღებად გადადით ბმულზე:
კლინიკა „პინეო“ სრულიად მიმართულია ფიზიოლოგიური მშობიარობის უპირატესობაზე; გამოცდილი პერსონალი ორიენტირებულია პაციენტის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის სწორად წარმართვაზე.
„მშობიარობის დროს უპირატესობას ვანიჭებთ მშობიარობის თავისუფალ პოზას, წყალში მშობიარობას, ჯაკუზის აბაზანებს, ბურთებს. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად კომოფრტულად, ნაკლები ტკივილით განვლოს ქალმა პროცესი, რასაც ჰქვია ფიზიოლოგიური მშობიარობა.“
#პინეო #სერვისები #ორსულობა #მშობიარობა #შენიექიმი #drpkhakadze
გულის იშემიურ დაავადებას გულის სისხლძარღვების – კორონარული არტერიების გამტარობის დარღვევა და, შესაბამისად, მიოკარდიუმის დაზიანება იწვევს. ის კარდიოლოგიურ პათოლოგიათა შორის ყველაზე გავრცელებული დაავადებაა როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში. ამასთან, ის გულთან დაკავშირებული პრობლემებით გამოწვეული სიკვდილიანობის პირველი მიზეზია. გულის იშემიურ დაავადებაზე გავლენას ახდენს გარემო პირობები და სეზონების ცვალებადობაც.
როგორ ვლინდება გულის იშემიური დაავადება? რა არის მისი გამომწვევი მიზეზები და რისკ-ფაქტორები? რა გავლენას ახდენს სეზონურობა დაავადების განვითარებასა თუ გამწვავებაზე? – ამ და სხვა კითხვებით თოდუას კლინიკის კარდიოლოგ თამარ ჭიხორიას მივმართეთ.
თამარ, რა ჩივილებით ვლინდება გულის იშემიური დაავადება?
დაავადების ძირითადი ჩივილი და სიმპტომია ტკივილი მკერდის ძვლის უკან, რომელიც შესაძლებელია ირადირდეს მარცხენა ზედა კიდურში, ქვედა ყბაში, ბეჭში, ეპიგასტრიუმში. ასევე, პათოლოგიის დროს პაციენტს შეიძლება აღენიშნებოდეს გართულებული სუნთქვა, ჰაერის უკმარისობა, გულის ცემის გახშირება.
რა იწვევს გულის იშემიურ დაავადებას და რა ფაქტორები ზრდის მისი განვითარების რისკს?
იშემიასთან დაკავშირებული გულის დაავადება რთული მდგომარეობაა და მისი ეტიოლოგიური ფაქტორები შეიძლება ფართოდ კლასიფიცირდეს. მის გამომწვევ მიზეზთა და რისკ-ფაქტორთა შორისაა: ასაკი, ოჯახური ანამნეზი, გენეტიკა, სქესი, რასა, მწეველობა, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, შაქრიანი დიაბეტი, ცხოვრების მჯდომარე წესი, სიმსუქნე, ქოლესტერინის მაღალი დონე, მარილის ჭარბი მოხმარება, არტერიული ჰიპერტენზია, მწვავე და ქრონიკული ინფექციები და ა.შ. გულის იშემიურ დაავადებაზე გავლენას ახდენს გარემო ფაქტორებიც, როგორიცაა ტემპერატურა და ულტრაიისფერი გამოსხივება.
როგორ ხდება გულის იშემიური დაავადების დიაგნოსტირება და მკურნალობა?
გულის იშემიური დაავადების დიაგნოსტიკისთვის საჭიროა დეტალური ანამნეზის შეკრება, მისი სიმწვავის და ქრონიკულობის განსაზღვრა. ამისთვის ვატარებთ კლინიკო-ლაბორატორიულ, არაინვაზიურ და ინვაზიურ კვლევებს.
გულის იშემიური დაავადების დიაგნოსტირების არაინვაზიურ მეთოდებს განეკუთვნება ელექტროკარდიოგრაფია, ექოკარდიოგრაფია, დატვირთვის ტესტი, ჰოლტერის მონიტორინგი, ლაბორატორიული კვლევები. ინვაზიური კვლევები კი მოიცავს კორონარული არტერიების ტომოგრაფიას ან/და სელექტიურ კორონაროგრაფიას.
როგორ შევამციროთ დაავადების განვითარების რისკები?
გულის იშემიური დაავადების რისკის შესამცირებლად აუცილებელია ზემოთ ხსენებული რისკ-ფაქტორების თავიდან არიდება. მაგალითად, სულ მცირე, სასურველია, თამბაქოზე, ალკოჰოლისა და მარილის ჭარბად მოხმარებაზე უარის თქმა, ფიზიკური აქტივობებით დაკავება და ა.შ. ამასთანავე, უნდა მოხდეს იმ პათოლოგიების მკურნალობა, რომლებიც გულის იშემიური დაავადების განვითარების რისკს ზრდის.
დაბოლოს, მნიშვნელოვანია ჩვენ მიერ ჩამოთვლილი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, დროულად მიმართოთ ექიმს და ჩაიტაროთ საჭირო კვლევები.
„ქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მედიკამენტ „ვოსორიტიდით“ მკურნალობას კარგი შედეგები აქვს.“ ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მინისტრის მოადგილემ ევროპასთან ინტეგრაციისა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე, აქონდროპლაზიის მკურნალობის მექანიზმის შესახებ ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ არსებული მოლოდინები გამართლდება.
“აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებისთვის ვოსორიტიდით მკურნალობის კურსი გასული წლის ბოლოდან დავიწყეთ. პირველი ჯგუფი ჩაერთო უკვე წლის ბოლოს და ბავშვებს კარგი შედეგები აქვთ. იყო ერთეული გვერდითი შემთხვევის ამბავი, რაც კლინიკაში იმართა და ახლა უკვე გადავედით დეცენტრალიზებულ მოდელზე. ანუ იაშვილის კლინიკაში იწყებს ყველა ბავშვი მკურნალობას და პირველი 90 დღის შემდეგ უკვე გადავდივართ ამბულატორიის დონეზე ბავშვის სახლთან ახლოს, რადგან მათ ყოველ დღე უწევთ ინიექციის ჩასატარებლად მისვლა. როგორც თბილისში, ასევე თბილისს გარეთ. ჯერჯერობით ეს მოდელი ასე მუშაობს. შედეგები კარგია და იმედი გვაქვს, რომ გაამართლებს მოლოდინს და იმ ძალისხმევას, რომელიც იქნა გაწეული ამ მედიკამენტის შეძენის დროს“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.
შეგახსენებთ, საქართველოში აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტის შემოტანას წინ შესაბამისი დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების ხანგრძლივი პროტესტი და მოთხოვნა უძღოდა. საქართველოს მთავრობამ მედიკამენტის მწარმოებელ ამერიკულ ბიოტექნოლოგიურ კომპანია BioMarin International Limited-თან 10.4 მილიონი ლარის ღირებულების კონტრაქტი გასული წლის ოქტომბერში გააფორმა. მედიკამენტ „ვოსორიტიდით“, აქონდროპლაზიის სამკურნალო პროგრამა, 2023 ნოემბერში ამოქმედდა და მასში, პირველ ეტაპზე, 6 ბენეფიციარი ჩაერთო.
„ორგანოს ცხოველქმედებისთვის საკვები და ჟანგბადი სჭირდება. “ვიღაცას” უნდა მოჰქონდეს და პირიქით, მიჰქონდეს. გული ე.წ. პომპა, ძრავაა, რომელიც სისხლძარღვების საშუალებით ორგანოებს სისხლს აწვდის. იქ მისული სისხლი ვენური სისტემით ბრუნდება. ეს ცირკულაციაა. ვენური სისტემის ამოცანაა, სისხლი გულში დააბრუნოს. მაშინაც კი, როცა ვდგავართ. როდესაც პერიფერიული პომპა არ გვაქვს, ქვევიდან არანაირი წნევა არ იქმნება, რომ სისხლი გულისაკენ გადაჭირხნოს. ამ დროს ძალიან ფაქიზი მექანიზმია ჩართული, რომ გრავიტაცია გადალახოს. ზუსტად ამ მექანიზმების მოშლამ შეიძლება, კიდურებში ვენური სისხლის შეგუბება გამოიწვიოს.
“კაცობრიობის ხარკი ორ ფეხზე სიარულისთვის” – ასე ეძახდნენ ვენურ დაავადებებს. პრობლემაა, რომ ვენური სისხლი ორგანოდან არ გამოდის. ყველაზე პრობლემური ადგილები კი ქვედა კიდურებია. ადინამია, ცხოვრების უმოძრაო წესი, წონა – რისკ ფაქტორებად ითვლება. ვისაც 5 საათზე მეტი დროის განმავლობაში ჯდომა უწევს, არის რისკ ფაქტორი, რომ ვენური დაავადება განუვითარდეს.
პაციენტები ამბობენ, რომ აქვთ ქვედა კიდურებში სიმძიმის, შეშუპების, გადაჭიმვის შეგრძნება, გრძნობენ, თითქოს, გირები ჰკიდიათ. ასევე, გამოხატულია გაგანიერებული კანქვეშა ვენები.
ვენური დაავადების ძირითადი მიზეზი ზედაპირული ვენური სისტემაა. ანატომიაში ღრმა ვენური სისტემა და ზედაპირული ვენური სისტემა არსებობს. ძირითადი ღრმა ვენური სისტემა გახლავთ, სადაც დარღვევები იშვიათად ხდება. თუმცა, მათი დაზიანება გაცილებით უფრო რთულად სამკურნალოა. ზედაპირულ ვენურ სისტემაში პატარა ხარვეზიც კი შეიძლება, მთელი სისტემის პრობლემა გახდეს.“